ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
marine |
Jul 24 2017, 01:51 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც ასტროლოგებს მიმართავს, საკუთარი ნებით განუდგება ღვთის შემწეობას და თავს ღვთის განგებულების მიღმა აყენებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2017, 10:12 AM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეგვახსენებენ წმინდა მამები: ვინც მისნებს, ჯადოქრებს ან ასტროლოგებს მიმართავს, საკუთარი ნებითვე ამბობს უარს ღვთის შემწეობაზე, შემოქმედს უარყოფს და თავს ღვთის განგებულების მიღმა აყენებს, ამიტომ ეშმას იარაღი ხდება."
სრული ვერსია წაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა: ვინც ასტროლოგებს მიმართავს, საკუთარი ნებით განუდგება ღვთის შემწეობას და თავს ღვთის განგებულების მიღმა აყენებს დრომ, რომელმაც ჩვენს არსებაში ლამისაა წაშალოს ზღვარი კეთილსა და ბოროტს, ცოდვასა და მადლს შორის, ამხელა განსაცდელი მოუტანა ადამიანებს და ბევრი რამის ღვთის ნებად გასაღება მოიწადინა, წაგვართვა სულიერი სიფხიზლე და იმის ხსოვნა, რასაც მიწყივ შეგვახსენებენ წმინდა მამები: ვინც მისნებს, ჯადოქრებს ან ასტროლოგებს მიმართავს, საკუთარი ნებითვე ამბობს უარს ღვთის შემწეობაზე, შემოქმედს უარყოფს და თავს ღვთის განგებულების მიღმა აყენებს, ამიტომ ეშმას იარაღი ხდება. ამ ქალბატონის მოქცევის ამბავმაც (რომელიც ინტერნეტში ამოვიკითხეთ) ეგებ დაგვაფიქროს, თუ რა ძალა დგას ერთი შეხედვით "უწყინარ" გატაცებათა მიღმა და კიდევ იმაზე, რასაც ცოდვად არც კი მივიჩნევთ, ჩვენს სულს კი უხილავ, სისხლმდინარე იარებად აჩნდება... "უკვე მესამე წელია, "კირჩხიბი" აღარ ვარ. ადრე ჩემი ხვედრისა და უფლის ნების გაგებას ასტროლოგიის წყალობით ვცდილობდი, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა - სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ, გარშემო ადამიანებს ვხედავ და არა ზოდიაქოს ნიშნებს. აღარც მავანის გარეგნობასა და ბუნებას ვაფასებ ციურ სხეულთა მდებარეობით, მათი დაბადების თარიღის გაგება კი მხოლოდ მათთვის ლოცვისა და იუბილეს მისალოცად თუ მჭირდება. რაღაც უგვანობას და ტვირთს დავეხსენი... 18 წლის მანძილზე პაველ გლობას ასტროლოგიური სკოლის წარჩინებული მოწაფე გახლდით. რატომ? თავს უბედურად ვგრძნობდი: უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვერ დავსაქმდი, ვერც პირად ცხოვრებაში ვეწიე ბედს... დარდმა ჯანი შემირყია... არც სახლი შემრჩა, არც კარი... ასე უსახსრომ, სნეულმა, უსაზღვროდ ამპარტავანმა და მთელ სამყაროზე გამწარებულმა "ხსნის გზას" - ასტროლოგიას მივაგენი. თუმცა სხვა მიზეზიც არსებობდა - ყრმობიდანვე მიზიდავდა ყველაფერი ზებუნებრივი და იდუმალი, სულ ვცდილობდი, ჩემი ხვედრი და უზენაესის განგებულება ვარსკვლავების მეშვეობით "გამომეთვალა" და, როგორც მაშინ მეგონა, არასასურველი ადამიანების, სიტუაციებისა და პრობლემებისთვის თავი ამით ამერიდებინა. ბევრმა გამაფრთხილა, - ღრმად შეტოპე, ასტროლოგია ცოდვააო, მაგრამ ამაოდ - სიცრუე ჭეშმარიტებად მივიღე. ახლა, როცა უფალმა შემიწყალა და თვალი ამიხილა, "ქრონიკულად უბედური" კი არა, ბედნიერი ვარ - ღმერთს ვინც პოულობს, სხვა რამისთვის გულში ადგილი აღარ რჩება. ყოველივე საუკეთესო უფალმა შექმნა, ბოროტი კი მუდამ დაგეშილია სიკეთის საზიანოდ, რაშიც ჩვენი ამპარტავნებითა და უგუნურებით თავადვე ვუწყობთ ხელს. გვიან დავრწმუნდი, რომ ყოველი ჩვენი უბედურება - ცოდვათა ბუმერანგია... გლობას სკოლაში რომ მივედი, მომეჩვენა, რომ ჩემი ცხოვრება ერთხანს მოწესრიგდა - სამსახური ვიშოვე, ბინაც ვიგირავე და მოკლე ხანში ოჯახიც შევქმენი, მაგრამ სულ მალე მძიმედ დავსნეულდი... 2 წელი ვმკურნალობდი... მაშინ მონათლული არ ვიყავი, რადგან მჯეროდა, რომ ყველა რელიგია თანასწორია. ერთხელ ერთმა "ნათელმხილველმა" მირჩია: მოინათლე, თორემ დაიწვები, უფალი მცველია და დაგიფარავსო. ე.წ. მესამე თვალის ადგილას "ენერგეტიკული რქა" გამომივიდა, რასაც ფიზიკურად ვგრძნობდი - ხან რას შევეჯახებოდი, ხან რას. ამან გადამაწყვეტინა მოვნათლულიყავი. ნათლობისას მთელი გულით უარვყავი სატანა. მეგონა, უფალს "ღვთაებრივი ცოდნით" - ასტროლოგიით ვემსახურებოდი. ნათლობის შემდეგ ეკლესიებშიც დავიწყე სიარული, მაგრამ მხოლოდ სანთლის ასანთებად და სალოცავად, თანაც თავი უკვე მორწმუნე მეგონა. ის, რომ ასტროლოგიას უარყოფს, ღმერთმა მაპატიოს, ეკლესიის ტრაგიკული შეცდომა მეგონა, ამის გამო ეკლესიურ ცხოვრებას ფორმალურად აღვიქვამდი და არ მჯეროდა, რომ აღსარების საიდუმლოთი ადამიანი ცოდვებისგან იწმინდება. მასწავლეს, კარმა, იგივე "ზარმა", გაცილებით რთული მექანიზმიაო. ერთ დღეს ტაძარში ვეზიარე, მანამდე აღსარებაც ვთქვი, უფრო ზუსტად, ვთქვი მხოლოდ ის, რაც მაშინ ცოდვა მეგონა. იმხანად ორსულად გახლდით, ასეთ დროს კი უსაფრთხოების გამო ასტროლოგები პრაქტიკისგან თავს იკავებენ, ამიტომ მეც მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებდი. ასტროლოგიამ მთელი ჩემი არსება მოიცვა. მეჩვენებოდა, რომ ზოროასტრიზმი ქრისტიანობასთან შედარებით უფრო მკაცრია და თანაც, ლოგიკური. გლობას სკოლაში გვმოძღვრავდნენ, ქრისტიანობა ზოროასტრიზმის გაგრძელებაა, რომელიც ადამიანებმა მიზეზთა გამო დაამახინჯესო; ახალშობილ მაცხოვართან სათაყვანებლად მისული მოგვნი სწორედ ზარატუსტრას მიმდევრები იყვნენო; სწავლება კეთილისა და ბოროტის შესახებ უცხო ცივილიზაციამ დედამიწაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან ჩამოიტანაო... ამ "სწავლების" თანახმად, თუ პიროვნება ერთი განსხეულებიდან მეორეში უმაღლესი განვითარების გზით გადადის, სხვა სფეროებში გადასვლის შემდგომ თავისი სამყაროს მეუფე ღმერთი ხდება. მხოლოდ ეკლესიაში მისვლის შემდგომ მივხვდი, რომ ეს "სწავლებანი" ძალზე წააგავდა ბოროტის მიერ მოთხრობილ ბიბლიურ ამბავს პირველი ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ. ერთი სიტყვით, რთულია იმ უთავბოლობის წარმოდგენა, რაც გლობას სკოლის მოსწავლეთა ცნობიერებაში ხდება. მათთვის "მასწავლებელი" უფრო მეტია, ვიდრე ბიბლია, რადგან წმინდა ტექსტს ისინი, არც მეტი, არც ნაკლები, უძველეს ტექსტთა დამახინჯებულ და "საეკლესიო პოლიტიკას" მორგებულ თარგმანად თვლიან. ისიც საკვირველი იყო, რომ გლობა საკუთარ ნააზრევს ეწინააღმდეგებოდა ხოლმე, მაგრამ არავის უკვირდა, რადგან ამ ყველაფერში ახალი საიდუმლოს ამოკითხვას ვცდილობდით. დროდადრო ტაძარშიც დავდიოდი, წელიწადში 2-3-ჯერ ვეზიარებოდი კიდეც, თუმცა ძალიან ჩემებურად მწამდა ქრისტე. აღსარებაზე ვინმეს რომ ეკითხა, ასტროლოგიის მიმდევარი ხომ არ ხარო, ტყუილს არ ვიტყოდი და ალბათ ეკლესიიდანაც დამითხოვდნენ, მაგრამ ასეთი პერსპექტივა მაშინებდა. დილისა და საღამოს ლოცვებს შეგნებულად არ ვკითხულობდი - საჭიროდ არ ვთვლიდი, არც მარხვებით ვიწუხებდი თავს, თუმცა დიდმარხვაში ვცდილობდი, "ჩემებურად" მემარხულა. მთვარის კალენდარი საეკლესიოზე სანდო მეგონა და ასე ვფიქრობდი: "მთვარე ღვთის ქმნილებაა, კალენდარი კი ცოდვილი ადამიანების-მეთქი". შობასა და აღდგომას დიდ დღესასწაულებად მივიჩნევდი, წმინდანებს კი ვერ ვაღიარებდი - ისინიც ხომ ჩვენისთანა ადამიანები იყვნენ, ამა თუ იმ ჰოროსკოპითა და შეცდომებით-მეთქი. დარწმუნებული გახლდით, უჰოროსკოპოდ ცხოვრება - ბრმად ყოფნას უდრიდა, რადგან ვერასდროს შევიტყობდი საკუთარი ცოდვების მიზეზს, ბედის უთვალავ ვარიანტსა თუ გამოსავალს და ვერც იმას, ვის ვმსახურობდი - უფალს თუ ეშმას. განა აბსურდზე მეტი არ არის, ამის გაგებასაც რომ ჰოროსკოპით ვლამობდი? შემდეგ ბიბლიის წაკითხვა ვცადე. უამრავი კითხვა გამიჩნდა, რომლებსაც თავიდან ვიწერდი, შემდეგ დავიღალე და ყველაფერს თავი მივანებე. ძველი აღთქმის გაუცნობლად ახალი აღთქმის წაკითხვა კი დანაშაულად მიმაჩნდა. ხანდახან საეკლესიო ლიტერატურას ვკითხულობდი, - ეკლესიის ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება მაინტერესებდა, - თუმცა ეს განმარტებები არ მაკმაყოფილებდა, ამ ბროშურათა უმრავლესობა ხომ მათ ავტორთა ასტროლოგიაში სრულ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდა. მათში მოყვანილი ასტროლოგიის საწინააღმდეგო არგუმენტები უსუსურად და პრიმიტიულად მეჩვენებოდა და მეგონა, მათ რომ უფრო ღრმად სცოდნოდათ, რის განსჯასაც ცდილობდნენ, ასტროლოგიას სხვაგვარად შეაფასებდნენ. გარდა ამისა, გვარწმუნებდნენ, თითქოს მონასტრებში საგანგებოდ ასწავლიდნენ ასტროლოგიას და, საერთოდ, ეკლესიაში მას "სამსახურებრივი მოხმარებისთვის" იყენებდნენ, ხოლო XVII საუკუნის რომელიღაც რუს წმინდანზე გვეუბნებოდნენ, ასტროლოგი იყო, რუსეთში "რუსული ქრისტიანული ასტროლოგიის" მიმდინარეობა არსებობდა და არც დეკანოზი ალექსანდრ მენი ყოფილა ასტროლოგიის, როგორც მეთოდის, გამოყენების წინააღმდეგიო. ერთხელ "იოანეს აპოკრიფში" ამოვიკითხე: "დანარჩენი ტარატუსტრასთან წაიკითხეთ", რაც ჩემთვის ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის კავშირის დასტური იყო. გავცხარდი: როგორ გაბედეს ეკლესიის მესვეურებმა, აპოკრიფებზე აღემართათ ხელი-მეთქი! იმ დროს არ ვიცოდი, რომ მოციქულთა სახელებით ცნობილი აპოკრიფები სინამდვილეში მათ კალამს არ ეკუთვნოდა. იმხანად ხელთ ვიგდე ე.წ. მაგდალინელის სახარება, რომლის წაკითხვის შემდეგაც ეკლესიისადმი გული საბოლოოდ გამიცივდა. ერთ დღეს ძველმა მეგობარმა დამირეკა. დიდხანს ვისაუბრეთ... ასტროლოგიაც ვახსენეთ და მოგვიანებით ბევრ რამეზე დავფიქრდი... სულ მალე ხერხემალი დამიზიანდა და, უფლის ნებით, მკურნალთან მოვხვდი, რომელიც მხოლოდ ხერხემალზე კი არა, გონებაზეც მიწამლებდა. მორწმუნე, ეკლესიური ქალბატონი გახლდათ, ვხედავდი, როგორ ლოცულობდა და მივხვდი, ეს ფანატიზმი კი არა, ქრისტიანის ბუნებრივი მოთხოვნილება იყო. მალე ლოცვების კითხვა მეც დავიწყე, თუმცა თავიდან ძალიან მიჭირდა. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, როგორც კი ლოცვას ვივიწყებდი, ხერხემლის ტკივილი მიძლიერდებოდა, თან ჩემი სამი წლის გოგონა სულ ხატებისა და ტაძრისკენ მეზიდებოდა. გამოხდა ხანი და ერთ მეგობარს შევხვდი, რომელსაც ჩემსავით რთული და ბნელი წარსული ჰქონდა. ალბათ ამიტომაც იმოქმედა მისმა ნაამბობმა ასე და ეკლესიისკენ მიმაბრუნა. ადრე ჩემს ცხარე პროტესტს ის იწვევდა, როდესაც ასტროლოგებზე ამბობდნენ, პლანეტებს სცემენ თაყვანსო. მაშინ მიმაჩნდა, რომ ეს იგივე იყო, ექიმისთვის მედიკამენტების თაყვანისცემა დაგებრალებინა, რომ ასტროლოგია ბევრად რთული სფერო იყო, რომელიც გენეტიკასაც მოიცავდა, გეოგრაფიასაც, აღზრდასაც, კვებასაც... მოგვიანებით წავიკითხე მღვდელ როდიონოვის ნაშრომი "ადამიანები და დემონები" და მაშინ მივხვდი, სინამდვილეში რასაც ნიშნავდა ჩემი "ავესტური ასტროლოგია". მთელი არსებით ვიგრძენი, როგორ ვიდექი იმათ შორის, ვინც ნერწყვავდა და ქვებს უშენდა მაცხოვარს... საშინელი სულიერი ტკივილი ვიგრძენი... მდგომარეობიდან გამოსვლაში ძალიან დამეხმარა მღვდელმონაზონ ვლადიმერ ელისეევის წიგნი "ცხონების მართლმადიდებლური გზა და აღმოსავლური და ოკულტური მისტიკური სწავლებანი". მესმოდა, ასტროლოგია ეკლესიისთვის მიუღებელი რომ იყო, მაგრამ მაინც უამრავი კითხვა მაწვალებდა. ვცდილობდი, მათზე პასუხები მომეძია, მაგრამ, სამწუხაროდ, პროფესიონალ ასტროლოგთა შესახებ კომპეტენტური კვლევა და ზოგადად ასტროლოგიის ქრისტიანული შეფასება დღემდე არ არსებობს. დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, გავთავისუფლდი "ასტროლოგიის ნაგვისგან" და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ნაცნობ-მეგობრებს დავურეკე და შენდობა ვთხოვე. ყველას უკვირდა ჩემი ამგვარი მეტამორფოზა, ზოგმაც გამიგო და მხარში ამომიდგა. წარმოიდგინეთ, სულს, რომელიც ღვთის ნებასა და თავის ხვედრს ვარსკვლავთა განლაგებაში "ხედავდა", როგორ უნდა გასჭირვებოდა თუნდაც ასტროლოგიის ტერმინებისგან თავის დაღწევა! როგორც ნებისმიერ სერიოზულ ასტროლოგს, მეც ღრმად მწამდა, რომ უფალს ვემსახურებოდი და ადამიანებს მისი ნების გაგებაში ვეხმარებოდი. ამ ილუზიების დასამსხვრევად კი მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული დასაბუთებაა საჭირო. ჩემმა მოძღვარმა მირჩია, სახარება და წმინდანთა ცხოვრება იკითხე და ყველაფერი მოწესრიგდებაო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსოფლმხედველობად ქცეული ასტროლოგია ასე მალე გაუჩინარდებოდა... ახლაღა ვიგრძენი ნამდვილი თავისუფლება და ის, თუ საიდან იწყება უფლის სიყვარული და მორჩილება..." /"კარიბჭე" N22, 2009,გვ.12-13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 7 2017, 11:00 AM
პოსტი
#103
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არასწორი სწავლებაა, თითქოს ადამიანს შეუძლია მეორედ განსხეულდეს".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 8 2019, 09:22 PM
პოსტი
#104
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანული ეკლესია ადამიანის ხელმეორედ დაბადებას – რეინკარნაციას?
პასუხი: მართლმადიდებლური სარწმუნოება რეინკარნაციას არ ცნობს. ადამიანი ერთხელ იბადება და ის არასდროს განმეორდება. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად მხოლოდ ერთხელ შექმნა. თუმცა, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არ ამთავრებს არსებობას და მეორედ მოსვლის დროს თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, უხრწნელი ხორცით, აღდგება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2019, 01:14 PM
პოსტი
#105
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: ძალიან წარუმატებელი ვარ, როგორც მითხრეს, ამის მიზეზი არის ის, რომ კარმა მაქვს დაჭუჭყიანებული. საჭიროა მისი გაწმენდა. როგორ უნდა გავაკეთო ეს და საერთოდ, როგორ უყურებს ამ ყველაფერს მართლმადიდებელი სარწმუნოება?
პასუხი: თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობები უცხოურ რელიგიაში კარმად წოდებულ ბედისწერას კი არ უნდა დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მიდით ეკლესიაში, მიმართეთ მოძღვარს და დაელაპარაკეთ. ის გასწავლით ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2019, 03:37 PM
პოსტი
#106
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: როგორ ხსნის ეკლესია ზოგიერთი მართლმადიდებლური ტაძრის კედლებზე გამოსახულ ზოდიაქოს ნიშნებს?
პასუხი: წინათ, ზოდიაქოს ნიშნებს იყენებდნენ ასტრონომიული დაკვირვებისა და გამოთვლებისთვის, გვხვდება ძველ ვარსკვლავურ რუკებშიც. ამიტომ ისინი შეიძლება იყოს, როგორც კალენდრის გამოსახულება და არ ჰქონდეს მაგიური მნიშვნელობა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 02:02 PM
პოსტი
#107
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქმე ის არის, რომ ეს მეცნიერება [ასტროლოგია] სახარებამდე (ძველი აღთქმის პერიოდში) იყო დაშვებული, ქრისტეს მოსვლის შემდეგ კი არავის აღარ უნდ განემარტა ან განესაზღვრა ადამიანის ბედი ზეცის მიხედვით. ის გუნდრუკი, ოქრო და მური, რომლებიც მოგვებმა აკვანში მწოლიარე უფალს ბაგაში მიართვეს, მათივე მღვდელმსახურებისა და მიწიერი დიდების დასასრულს მოასწავებდა, რაც თავად მაცხოვრის ნებით უნდა შეწყვეტილიყო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი