IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი.
გენდერული კვლევა. ინტეაქტიული გამოკითხვა.
მოგწონთ თუ არა გენდერული თანასწორობა?
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი. (ბიჭი ვარ) [ 10 ] ** [23.81%]
არა, მე უნდა მქონდეს უპირატესობა და ვდომინირებდე (ბიჭი ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 11 ] ** [26.19%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (ბიჭი ვარ) [ 1 ] ** [2.38%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (გოგო ვარ) [ 2 ] ** [4.76%]
სულ ხმები:: 42
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 01:11 AM
პოსტი #41


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



გენდერული კვლევა არის დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც იკვლევს და აანალიზებს სქესის ქცევის ფენომენს.

ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა, მის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს და არსებობდა განსხვავებულ ქვეყნებში, კულტურებში და რელიგიებში.

იყო თუ არა გენდერული თანასწორობა (ზოგჯერ მკვეთრი პატრიარქატიც კი) გასულ საუკუნეებში და ათასწლეულებში ადამიანის სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი?

ჩემი აზრით - არა. ეს იყო არა სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი, არამედ მეცნიერულ-ტექნიკურად ჩამორჩრნილი საზოგადოების ბუნებრივი და ობიექტური რეალობა. yes.gif

ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში არეგულირებს იმავე საზოგადოებაში არსებული სიტუაცია, მოთხოვნილებები და პრობლემების ოპტიმალური გადაჭრა. მრავალი ასეული თუ ათასეული წლის წინ საზოგადოება ისე იყო ფორმირებული, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის ფიზიკურ ძალას, ეს ძალიან ბუნებრივიც იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა ტექნიკური განათლება, არ არსებობდა არანაირი აპარატურა (გარდა პრიმიტიულისა) რომელიც ადამიანს შეუმსუბუქებდა შრომას, გაუიოლებდა ბრძოლას და ა.შ. ამ ყველაფერს წყვიტავდა მხოლოდ ერთი რამ - ფიზიკური ძალა. უფრო მეტი მოსავალი მოყავდა იმას ვინც უფრო დიდხანს და სწრაფად გათოხნიდა მიწას და დაიჭერდა ხელში მძიმე თოხს თუ სხვა სამუშაო იარაღს, უფრო ძლიერი მებრძოლი იყო ის, ვისაც მკლავში დიდი ძალა ჰქონდა, დიდხანს შეეძლო ეტრიალებინა მძიმე ხმალი, ფარი და ა.შ. ერთი სიტყვით მუშაობდა და იმარჯვებდა ფიზიკური ძალა.

მამაკცის სხეული ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალის. (გარდა გამონაკლისებისა, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება არ ეფუძნება) ამიტომ შესაბამისად, უფრო ბუნებრივი და ოპტიმალური იყო კაცს ემუშავა მიწაზე, კაცს აეშენებინა შენობები, კაცს შეესრულებინა ძირითადი რთული საქმეები, ხოლო ომიანობის პერიოდში კი ებრძოლა, არადა ბრძოლები ძალიან ხშირი იყო. ძირითადი საქმის კაცის ხელში თავმოყრამ სრულიად ობიექტურად განაპირობა კაცის უპირატესობა, ქალს დარჩა მხოლოდ მსუბუქი სამუშაოები, საჭმლის კეთება და ა.შ. რადგან არსებულმა რეალობამ ქალისთვის დიასახლისობა უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციად მიიჩნია. გამომდინარე აქედან ქალი გახდა კაცზე დამოკიდებული, სხვაზე (მამაკაცზე) დამოკიდებულობამ კი თავისთავად ის მეორე პლანზე გადაიყვანა.

ნებისმიერი, სუპერთანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, რომ მოხვდეს გასულ ათასწლეულებში, ისიც იმგვარივე სოციალური პრინციპების მომხრე იქნება, რაც მაშინ არსებობდა, რადგან სხვაგვარად თვითონ საზოგადოება დამარცხდება, ქალს ძალიან გაუჭირდება ხელში დაიჭიროს 30კგ-იანი ხმალი და რამოდენიმე საათის განმაცლობაში იქნიოს, ან ამუშაოს მიწა. შესაბამისად ასეთი საზოგადოება წააგებს.

რაც შეეხება უფლებების განაწილებას, ესიც ძალიან ბუნებრივი მომენტია, ნებისმიერ ფირმაში, კომპანიაში და ა.შ. მეტი ეკუთვნის იმას, ვინც მეტს აკეთებს, შესაბამის დროში კი კაცი აკეთებდა ყველაფერს და რასაკვირველია, რომ მას მიყავდა კიდეც საზოგადოებაში არსებული ცნობიერების კურსი.

ყოველივე ზემოთ ხსენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ჩამორჩენილობის (და არამც და არამც სოციალური ჩამორჩენილობის) შედეგი.

რა არის საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გაჩენის მიზეზი? რამ უბიძგა კაცობრიობას ქალთა უფლებების მომატებისკენ? მათი სოციალური აქტიურობის გაზრდისკენ და ბოლოს სრული გენდერული თანასწორობის იდეამდე?

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალის ინტელექტუალური რესურსი, ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ტექნიკურმა პროგრესმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიყვანა ფიზიკური ძალის მნიშვნელობა. საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო დაიწყო სწრაფვა იმ სახის ფორმაციისკენ, სადაც მთავარია გონება და ცოდნა. გნებავთ პირდაპირ პროფესიული ცოდნა ან თუნდაც იმის ცოდნა თუ როგორ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ადგილი. ინტელექტმა დათრგუნა ფიზიკური ძალის საჭიროება და შესაბამისად კაცის მკვეთრი უპირატესობებიც გაქრა. ჯერ კიდევ არის რაღაც სფეროები, სადაც კაცი მაინც უფრო ეფექტურად იმუშავებს ვიდრე ქალი, მაგრამ თანადათანობით ეს სფეროები შემცირდება და ბოლოს გაქრება.

დღეს ხნავს ტრაქტორი და არა 20 კგ-იანი თოხი. ტრაქტორების მწარმოებელ ავტოკომპანიებში კი ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, მოიფიქროს ახალი დიზაინი, გამოიანგარიშოს კონსტრუქციები და მონწილეობა მიიღოს ახალი მოდელების შექმნაში თუ შესაბამისი ცოდნა გააჩნია. უფრო მეტიც, თანამედროვე HONDA-ს, MERCEDES-ის ძალიან კომფორტულ ტრაქტორებში ქალსაც შეუძლია ტრაქტორისტად მუშაობა, მიზეზი იგივეა, არაფერს არ სჭირდება ფიზიკური ძალა, ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის "ჯოისტიკის" დონემდე, შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებში ასეთ სფეროშიც შემოვიდნენ ქალები. ულტრათანამედროვე სიტუაციაში კი სამხედრო სფეროშიც გააქტიურდნენ ქალები, რადგან იგებს არა მუშტი, ხმალი და ხანჯალი, არამედ ავტომატები, თვითმფრინავები და ელექტროდამიზნების სისტემები, აბსოლუტურად ყველა მათგანზე ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იყოს ეფექტური.

ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ყველა მიმართულებბით აქტიურად ჩართვამ თავისთავად გამოიწვია მათი უფლებების გაზრდაც. თუ ისინი (ქალები) საკუთარი საქმიანობით ძალიან საჭირონი არიან, აქვთ ცოდნა, გავლენა და ა.შ. სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად ისმება საკითხი მათი კაცთან გათანაბრებისა სოციალური თვალსაზრისით.

თუ შესაძლებელია, რომ ქალი იყოს კაცის ექვივალენტური ინტელექტით, ცოდნით, პროფესიონალიზმით და შესაბამისად ფინანსურად, ძალაუფლებით, გავლენით და ა.შ. და თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელია, მაშინ სად ჩანს კაცის უპირატესობა?

რატომ უნდა გატარდეს კაცის აზრი, სურვილი, მიზანი და ა.შ. გინდა სახელმწიფოში, გინდა კერძო კომპანიაში, ან გინდა ოჯახში, თუ ის მცდარია, არასწორია, და თუ მას ქალის გადაწყვეტილება ჯობია?

არ უნდა გატარდეს. no.gif

რაც უფრო განვითარდება ტექნიკა კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გენდერული თანასწორობის დასრულება, რადგან ბოლოს ფიზიკური შრომის საჭიროება აბსოლუტურად ყველა დონეზე (მათ შორის ოჯახშიც) უკიდურესად შემცირდება და ბოლოს ალბათ 0-ზე დავა.

ცხადია ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება ქალზე, მაგრამ ამას არ ექნება მასიური ხასიათი, რადგან რაც უფრო განვვითარდებით ტექნიკურად სულ უფრო და უფრო მეტი საწინააღმდეგო შემთხვევაც გვექნება, რადგან ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იდენტურია განურჩევლად სქესისა.

რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ანუ ცვლილებების მტკივნეულობა...

ტექნიკურმა პროგრესმა და იქიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნების ცვლილებებმა უსწრაფესი ფორმა მიიღო. სულ რაღაც სამ თაობაში, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობიდან დღემდე უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. ამ თაობის ადამიანებს ზოგჯერ მანქანის დანახვაც კი საოცრებად მიაჩნდათ სკოლის ასაკში, არ იცოდნენ რა იყო ტელევიზია და ა.შ. ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა, რამოდენიმე ათეულ წელიწადში ადამიანი ცხენიდან კოსმოსურ ხომალდზე გადაჯდა და მთვარეზე გაფრინდა ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (აიღეთ 1909-1969 წლების 60 წლიანი მონაკვეთი, ზუსტად ასე იყო) და ადამიანის მენტალიტეტის ცვლილებამ ვერ აუღო ბოლომდე ალღო ახალ რეალობას. ადამიანებში მრავალი საუკუნის მანძილზე გამჯდარმა ცხოვრების წესმა, სწრაფი რეფორმაცია ვერ შეძლო და მიუხედავად ახალი რეალობებისა "ჩარჩა" ძველ ლოგიკაში.

ამგვარი "ჩამორჩენილი" მენტალიტეის შედეგია ჯერ კიდევ უფროს თაობაში შემორჩენილი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ქალი უნდა იყოს კუხნაში", "ქალის გატარებულ მანქანაში რა ჩამაჯენს", "ქალის ჭკუაზე ჩემმა მტერმა გაიარა", "ქალის ნასწავლი არ გაიშვას მის იქით" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ქალმა შეიძლება გაცილებით კარგად გაატაროს ავტომანქანა, გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს არსებულ სიტუაციაში და გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდეს პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, დაწყებული ბიოლოგიიდან და დამტავრებული ფიზიკით. მარი კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და ქიმიაში, აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიული და რადიუმი.

მართალია გენდერული თანასწორობისკენ მიახლოება უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადამიანის მენტალიტეტს უჭირს დაეწიოს ტექნიკურ განვითარებას.

ცვლილებები ყოველთვის "მტკივნეულია." კაცებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, ვერ აღიქვამენ ქალს საკუთარ თანასწორად (საუბრობენ ზემოთ ხსენებული ფრაზებით) რადგან ეს ადრე არ იყო ასე.

თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემებია ქალების ცნობიერებაშიც. ისინიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, რომ თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რომ კაცზე მეტი იციან, რომ კაცზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცზე აღარ არიან დამოკიდებული და ეს ყველაფერი აღიზიანებთ, ისინიც "ჩარჩენილი" არიან ძველ ცნობიერებაში და არ სიამოვნებთ საკუთარი სოციალური სიძლიერე, დამოუკიდებლობა და მაინც ეძებენ დომინანტს, ადამიანს, ვისზეც დამოკიდებული იქნებიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ ადამიანი ერთია და ზოგი კაცი ქალზე წინ იქნება სოციალურად და ზოგი ვერა.

ამგვარი ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია შემდეგი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ვერ ავიტან რომ ქმარი ჩემი სარჩენი იყოს, ბარემ ცოლად მოვიყვან და ეგ იქნება", "ქმარს ბავშვი გავუჩინო და კიდეც ვარჩინო" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიტუაცია თანაბარია, ორივე მხარეს თანაბარი შანსი აქვს იშოვოს კარგი სამსახური, ჰქონდეს თანხები და რომ შესაბამისად არავის ცალმხრივი ვალი არაფერი არ არის. ...რომ კაცმა ცელი არ უნდა იქნიოს სათიბად, ოჯახის სარჩენად და რომ თუ გოგოს მიაჩნია რომ მას არ ეხება არაფერი ფინანსურ-პროფესიონალური ზუსტად იგივე უფლება აქვს კაცსაც. და რაც მთავარია ვერ აცნობიერებს ტენდენციას, რომ თუკი დღეს, ჯერ კიდევ, გარკვეულ ქვეყნებში, კაცს აქვს გარკვეული პროფესიული უპირატესობა ქალთან შედარებით, ხვალ უკვე აღარც ეს აღარ იქნება და ყველა იდენტიურ სიტუაციაში აღმოჩნდება.

გსურთ თუ არა გენდერული თანასწორობა? ანუ ქართული რეალობა დღეს...

უპირველეს ყოვლისა მინდა დავწერო, რომ გენდერული თანასწორობის/უთანასწორობის მომენტი არის მთლიანად სოციალური მოვლენა. 100%-ით დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე და არანაირად არ წერია ის ადამიანის გენეტიკურ კოდში.

დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავია/ბენელუქსის სახელმწიფოებში თითქმის აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალი და მამაკაცი, როგორც ეერთი და იგივე დაწესებულებებში დასქამებულთა რაოდენობით, ისე პირად ურთიერთობებშიც ანუ გოგოს აქვს საკუთარი ექვივალენტურობის განცდა, როგორც უფლებებში (რომ შეუძლია აკეთოს იგივე, იმუშაოს იგივენაირად და ა.შ.) ასევე პასუხისმგებლობებშიც (რომ ოჯახი მისიც არის, რომ მანაც უნდა იმუშაოს და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ახლო მეგობარი არ არის, გოგომ შეიძლება რაღაცნაირ დამცირებადაც კი აღიქვას რომ ფული გადაუხადო ტრანსპორტში ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ "ბოროტი" ან "საშინლად ცივია" უბრალოდ მას მიაჩნია რომ ის ჩვეულებრივი ექვივალენტურია კაცის, არანაირ განსაკუთრებულ მოპყრობას არ საჭიროებს, რადგან ადამიანები ერთი და იგივენი არიან.

საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი არეულ-დარეულია ანუ არც იქით ვართ და არც აქით. არის გარკვეული კატეგორია ქალებშიც და მამაკაცებშიც, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ გენდერული თანასწორობა უკვე კარგად აღწერილი მოვლენების გამო.

არიან ისინიც, ვინებიც ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც.

თუმცა არსებობენ გამრუდებული აზროვნების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც გენდერული თანასწორობა საკუთარ საკეთილდღეოდ უნდათ. ქალებში ასეთი დამოკიდებულება გამოიხატება იმაში, რომ უნდათ კაცის ექვივალენტურად ჩაითვალონ მხოლოდ უფლებებში და პასუხისმგებლობები - 0. ანუ კარგი ბინა, კარგი მანქანა, აბსოლუტური კომფორტი, ყველაფერი ქმარმა უნდა უყიდოს, ჩააბაროს, თვითონ არაფერი არ უნდა ქნას გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი კაცის ექვივალენტურად მოიხმაროს.


კაცებში კი ამგვარი დამოკიდებულება ზუსტად შებრუნებულად ხასიათდება. უნდათ რომ ქალები პასუხისმგებლობების თანასწორად მოზიარენი კი იყვნენ ანუ შემოქონდეთ ფული ოჯახში, ეხმარებოდნენ ან სულაც არჩენდნენ კიდეც ქმარს, მაგრამ უფლებები - 0. თან უნდა არჩენდნენ და თან უნდა ემსახურებოდნენ კიდეც თითქმის უპირობოდ და უუფლებოდ.

საქართველოში ცხადია გენდერული თანასწორობა ბოლომდე გაცნობიერებული არ არის არც ერთი სქესის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიყვანება რაღაც მარტივ დამოკიდებულებებამდე კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ იმის რეალური განცდა რომ თანასწორობას ექვივალენტურ უფლებებთან ერთად ექვივალენტური პასუხისმგებლობები და შესაბამისი ცნობიერება სჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც და გამოკითხვის შედეგებიც...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   Gender Studies.   Jul 30 2009, 01:11 AM
S a l l y   ტაკ ტაკ საერთოდ მე ...   Jul 30 2009, 01:43 AM
staywhite   კარგად გიწერია, სა...   Jul 30 2009, 02:12 AM
ანნო   მინდა ვემორჩილებო...   Jul 30 2009, 02:22 AM
გიორგი   S a l l y მართალია... :კი1: ...   Jul 30 2009, 02:35 AM
ნანინა   გიორგი ქართველი მ...   Jul 30 2009, 02:49 AM
გიორგი   ნანინა ქართველი მ...   Jul 30 2009, 02:55 AM
S a l l y   გიორგი მოდი ასე ვი...   Jul 30 2009, 03:35 AM
მაშიკო   დიახ, გენდერულ თან...   Jul 30 2009, 09:55 AM
გიორგი   მაშიკო ბოლომდე გა...   Jul 30 2009, 06:48 PM
მაშიკო   ბოლომდე გაქვს გაც...   Jul 31 2009, 09:40 AM
ა ნ უ კ ა   ძალიან ჯიუტი ვარ დ...   Jul 30 2009, 06:53 PM
გიორგი   ა ნ უ კ ა ძალიან ჯიუ...   Jul 30 2009, 07:38 PM
გიორგი   S a l l y მართალია... :კი1: ...   Jul 30 2009, 07:26 PM
CONSCIENTIOUSNESS   როგორი საინტერესო ...   Jul 30 2009, 07:30 PM
ა ნ უ კ ა   CONSCIENTIOUSNESS არა ვერ გამ...   Jul 30 2009, 07:45 PM
likka   ნასკი გამხადე, ქალ...   Jul 30 2009, 07:46 PM
ა ნ უ კ ა   გიორგი ამიტომ რჩე...   Jul 30 2009, 07:47 PM
likka   გიორგი ამიტომ რჩე...   Jul 30 2009, 07:50 PM
გიორგი   ა ნ უ კ ა რაჭველი ვა...   Jul 30 2009, 07:49 PM
CONSCIENTIOUSNESS   ა ნ უ კ ა ხოდა საქმე...   Jul 30 2009, 07:52 PM
S a l l y   ა ნ უ კ ა ხოდა საქმე...   Jul 30 2009, 08:09 PM
ა ნ უ კ ა   ა ნ უ კ ა ხოდა საქმე...   Jul 30 2009, 08:14 PM
likka   სექსიზმ ეტო დრუგო...   Jul 30 2009, 07:54 PM
CONSCIENTIOUSNESS   likka ტაშტი მოათრიე დ...   Jul 30 2009, 07:54 PM
lingvo   22. ცოლნი თჳსთა ქმარ...   Jul 30 2009, 07:55 PM
likka   ხო, აი, ჩვენი კაცებ...   Jul 30 2009, 08:00 PM
ნანინა   CONSCIENTIOUSNESS გააჩნია ამ თ...   Jul 30 2009, 08:00 PM
CONSCIENTIOUSNESS   likka ბრავოოოოოოოოოო...   Jul 30 2009, 08:02 PM
likka   [b]likka ბრავოოოოოოოოო...   Jul 30 2009, 08:05 PM
lingvo   likka გამომდინარე აქე...   Jul 30 2009, 08:03 PM
S a l l y   მდაა :D ეხლა ჩემდა უ...   Jul 30 2009, 08:07 PM
likka   lingvo მერე ვინმე დაობ...   Jul 30 2009, 08:07 PM
ა ნ უ კ ა   ნანინა ტყუპი ხარ რ...   Jul 30 2009, 08:08 PM
ნანინა   S a l l y + ++ :D პ.ს. "ნასკი...   Jul 30 2009, 08:10 PM
lingvo   S a l l y ვერ ვიზიარებ შ...   Jul 30 2009, 08:11 PM
k@the   "ნასკი გამირეცხე...   Jul 30 2009, 08:13 PM
S a l l y   და რომ გითხრას "გ...   Jul 30 2009, 08:24 PM
lingvo   საერთოდ ამოვიღოთ ლ...   Jul 30 2009, 08:15 PM
lingvo   არ დაკნინდება, თუ ს...   Jul 30 2009, 08:26 PM
k@the   S a l l y მართალი ხარ :*   Jul 30 2009, 08:32 PM
გიორგი   ა ნ უ კ ა და რა საკით...   Jul 30 2009, 08:44 PM
S a l l y   ა ნ უ კ ა და რა საკი...   Jul 30 2009, 08:48 PM
გიორგი   S a l l y არც ის ვარგა რო...   Jul 30 2009, 08:49 PM
lingvo   ეს არის ბუნებრივი ...   Jul 30 2009, 08:50 PM
ნანინა   S a l l y + ;) თუნდაც კატეგ...   Jul 30 2009, 08:51 PM
S a l l y   ტერმინების დეფინი...   Jul 30 2009, 08:55 PM
გიორგი   S a l l y ის რაც მე ვტქვ...   Jul 30 2009, 08:59 PM
lingvo   კაცს სხვა ფუნქციებ...   Jul 30 2009, 08:59 PM
ა ნ უ კ ა   :lol: ერთ მაგალითს გ...   Jul 30 2009, 08:59 PM
გიორგი   ისე ერთი კუთხით მე...   Jul 30 2009, 09:05 PM
lingvo   ისე ერთი კუთხით მე...   Jul 30 2009, 09:13 PM
მარიამი   გიორგი სამწუხაროდ...   Jul 30 2009, 09:14 PM
გიორგი   lingvo მართვის უფლები...   Jul 30 2009, 09:20 PM
lingvo   მარიამი გეთანხმებ...   Jul 30 2009, 09:26 PM
ნანინა   გიორგი :გიო: :D შენ...   Jul 30 2009, 09:32 PM
likka   თუ გენდერული თანა...   Jul 30 2009, 09:33 PM
გიორგი   მარიამი და იმედია ...   Jul 30 2009, 09:35 PM
გიორგი   ნანინა ხოლო ეს უპი...   Jul 30 2009, 09:42 PM
leluka   მე მინდა მყავდეს ძ...   Jul 30 2009, 09:44 PM
გიორგი   leluka ჰოოო, ეს კიდევ ს...   Jul 30 2009, 09:49 PM
leluka   გიორგი ნუ ჰო, მაგრ...   Jul 30 2009, 09:52 PM
ნაინა   ისე, ამ პოლის პასუხ...   Jul 30 2009, 09:55 PM
S a l l y   ისე, ამ პოლის პასუხ...   Jul 30 2009, 10:00 PM
ნაინა   S a l l y :* ნიჭიეროოოო. ხ...   Jul 30 2009, 10:02 PM
უჩა   ჰეჰ ნახეთ რა. :D   Jul 30 2009, 10:03 PM
lingvo   მიკვირს ასეთი პოლე...   Jul 30 2009, 10:04 PM
გიორგი   ნაინა შუალედურში ...   Jul 30 2009, 10:06 PM
ნანინა   გიორგი რაში გამოი...   Jul 30 2009, 10:08 PM
გიორგი   leluka ეგ ყველას გვძულ...   Jul 30 2009, 10:09 PM
lingvo   ნანინა, მარიამი თქ...   Jul 30 2009, 10:11 PM
გიორგი   ნანინა რა სასწაულ...   Jul 30 2009, 10:13 PM
ა ნ უ კ ა   მე მგონი ყველა ერთ...   Jul 30 2009, 10:13 PM
leluka   გიორგი +1   Jul 30 2009, 10:14 PM
ნაინა   გიორგი კაი გენა, გ...   Jul 30 2009, 10:15 PM
უჩა   ნანინა ააა ესმის გ...   Jul 30 2009, 10:19 PM
ნანინა   გიორგი რა უადგილო...   Jul 30 2009, 10:20 PM
უჩა   დაიცათ რა რა გენდე...   Jul 30 2009, 10:29 PM
lingvo   მეც მაგას ვამბობ ...   Jul 30 2009, 10:36 PM
S a l l y   მახარებს ფაქტი რომ...   Jul 30 2009, 10:39 PM
S a l l y   მახარებს ფაქტი რო...   Jul 30 2009, 11:01 PM
ანნო   აი ამას ვიძახი მე...   Jul 30 2009, 10:39 PM
გიორგი   ნანინა მართლმადიდ...   Jul 30 2009, 10:44 PM
უჩა   გიორგი ჩემი აზრით ...   Jul 30 2009, 10:50 PM
ნანინა   გიორგი ვერ დაგეთა...   Jul 30 2009, 10:53 PM
გიორგი   უჩა პრინციპული სა...   Jul 30 2009, 10:54 PM
lingvo   გიორგი ესეიგი ამარ...   Jul 30 2009, 10:57 PM
უჩა   გიორგი ბიჭო დაიცა...   Jul 30 2009, 10:59 PM
ნანინა   გიორგი აჰააა, იქნე...   Jul 30 2009, 10:59 PM
ნანინა   გიორგი აჰააა, იქნ...   Jul 30 2009, 11:14 PM
გიორგი   ნანინა თუ ვერ დამე...   Jul 30 2009, 11:07 PM
lingvo   გიორგი არავითარი ა...   Jul 30 2009, 11:12 PM
გიორგი   S a l l y ვერავინ ვერ მე...   Jul 30 2009, 11:25 PM
ნანინა   გიორგი არ ვიცოდი ნ...   Jul 30 2009, 11:30 PM
გიორგი   ნანინა ეს რთული სა...   Jul 30 2009, 11:40 PM
gurulo   დედაკაცის თხოვნით ...   Jul 30 2009, 11:42 PM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y თუკი გვინდა ნო...   Jul 31 2009, 03:01 AM
ნანინა   ერიჰააააა :D აქ ისე ...   Jul 31 2009, 03:14 AM
CONSCIENTIOUSNESS   უბრალოდ არ შემეძლო...   Jul 31 2009, 03:25 AM
ნანინა   CONSCIENTIOUSNESS საქმე ისაა, ...   Jul 31 2009, 03:32 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 07:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი