IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> რა არის თავისუფლება?, მეუფე სტეფანე
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 03:42 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(მნათე @ Aug 21 2007, 03:38 PM) *

ახლა ყველაფერი გასაგებია, ცხადია ირაციონალურის რაციონალურზე დატანა შეუძლებელია - პირველის არამატერიალური წარმომავლობის გამო smile.gif

იხარე ქრისტეს მიერ!

smile.gif



გმადლოობ! smile.gif

მეც ამის თქმა მინდოდა... შეიძლება გაიაზრო , მაგრამ სანამ არ განიცდი , ვერ შეიცნო... არსებობს ამგავარი ირაცუიონალური კატეგორიებიც!

ქრისტე ღმერთმა გაგახაროს!


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 03:48 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



[quote]ხმამაღალი განაცხადია... ფაქტები... ? თქვენ შეგიძლიათ იჩივლოთ [/quote]

ფაქტები იხილე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2002 წელს გამოცემულ ბროშურაში "აღმასარებლობის თავისუფლება საქართველოში", თავისუფლების ინსტიტუტის საიტზე შეიძლება ჩამოტვირთვა

[quote]პარადს ქართულად - აღლუმი ქვია [/quote]

კარგი აღლუმი იყოს laugh.gif


[quote]ყველაფრის მოთხოვნის უფლება ბუნებრივია არ აქვს - მაგრამ ძალიან ბევრის რომ აქვს, - დამეთანხმე, მარტო ის რად ღირს რომ საქართველოს მოსახლეობის 80%ზე მეტი ენდობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას... უმცირესობათა უფლებებზე, ხშირად "ღია კარის მტვრევის" პრინციპითა დემაგოგიით აპელირებული საქმეები, უკვე ძალიან მომაბეზრებელია yes.gif ხშირად ცილისმწამებლობით, ჩემი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის უფლებები ილახება... [/quote]


უმრავლესობას ზუსტად იგივე უფლებები აქვს რაც უმცირესობას. არც საქართველოს კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართლებრივი აქტები არ განასხვავებენ მართლმადიდებელსა და არამართლამდიდებელს. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება დაარიგოს ქუჩაში რელიგიური შინაარსის ლიტერატურა (აღმსარებლობის თავისუფლება) ან ჩაატაროს დემონსტრაცია (შეკრების თავისუფლება), მიუხედავად იმისა რომელ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება


[quote]დემოკრატიულ სახელმწიფოში, საკითხის გადაჭრა ხდება - უმრავლესობის პრინციპითა და - უმცირესობათა პოზიციების გათვალისწინებით...[/quote]

იხ. ზემოთ

[quote]თქვენი მინიშნება ძალიან არ მომწონს და ქვეტექსტს მთლიანად არ ვეთანხმები :yes: კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას, თქვენი იმპერატიული განცხადებების ფონზე, რომელიც ყველა ცივილიზებული ადამიანის ბუნებაში არგუმენტებზე უნდა გახლდნენ დამტკიცებულნი, რომელ თეოლოგიურ ნაშრომს, სკოლას ან სულაც ტექსტს იცნობთ როდესაც რელიგიაზე (რა მნიშვნელობა აქვს რომელზე) საუბრობთ? დოქტრინალურ ან ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში რამდენად ერკვევით? რადგან ამ უკანასკნელთა არ ცოდნის შემთხვევაში, გაუგებარი ხდება თქვენი ესოდენ შემტევი პოზიციის მოტივი [/quote]

სამოქალაქო უფლებებს ღვთისმეტყველებასთან რა კავშირი აქვთ? ამ თემაზე სხვა ტოპიკში დავსვი კიხვა და ძალიან გთხოვ ამ ორ რაღაცას ერთმანეთში ნუ აურევ

[quote]ძალიან ცდები, ქვეყანაში სადაც უმრავლესობა ჰომოსექსუალისტებს (და არა ჰომოსექსუალიზმს სამწუხაროდ) რბილად რომ ვთქვათ "კურთხევას უთვლის" უმცირესობის პოზიცია ვერ იქნება გატარებული.... პროპაგანდა დაუშვებელია.... არც ერთი სერიოზული სახელმწიფო ამის წინააღმდეგ არ წავა... [/quote]

უმცირესობის პოზიციის გატარებაში რას გულისხმობ? რატომ ჭირდება გეი-პარადის თუ აღლუმის ჩატარებას უმრავლესობის თანხმობა? მაგ ლოგიკით ყველანაირი დემონსტრაციის შესახებ მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, რათა გამოირკვეს რას უჭერს მხარს უმრავლესობა. საჯაროდ შეკრება ინდივიადუალური უფლებაა ისევე როგორც ვთქვათ ცოლთან გაშორების უფლება და უმრავლესობის თანხმობა არ ჭირდება

"[quote]ადამიანის უფლებები" - ბუნებრივია მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ყვირილი იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმის სირცხვილი არ არის და ეს სახელმწიფომ აპრიორი უნდა აღიაროს, ყველას მიერ ვერ იქნება გაზიარებული - რადგან სახელმწიფოს რაიმეგვარი მსოფლმხედველობითი პირნიციპით მოქმედების უფლება აქვს მხოლოდ მაშინ - როცა ამ პრინციპის გამზიარებელი ქვეყნის უმრავლესობაა....[/quote]

ნუ გაიზიარებ მერე მაგ აზრს, გეი-პარადის ჩატარების შეთხვევაშიც შეგიძლია იმ აზრზე დარჩე,რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და სირცხვილია. სახელმწიფოს არავინ სთხოვს რაიმე მსოფლმხედველობრიოვი პოზიციის დაკავებას, უბრალოდ საკუთარი მოქალაქეების უფლებას დემონსტრაციის ჩატარებაზე უნდა სცეს პატივი. რა ზნეობაა და რა უზნეობა, ამის გარკვევას სახელმწიფოს არავინ ეკითხება


[quote]არგისა და ცუდის - პრობლემატიკა - ფილოსოფიური დილემაა, რომელსაც ქრისტეანები (ამ საკითხში ყველა დენომინაცია თანხმდება) სინდისს - ზნეობრივ კანონსა თუ ადამიანის ბუნებრივ კანონს უწოდებენ...
რავა ყველაფერს ნიჭი სჭირდება [/quote]

კი, ყველაფერს ნიჭი ჭირდება( ს არ უნდა) მათ შორის იმის მიხვედრასაც რომ გეების სინდისი მართლმადიდებლების სინდისზე ნაკლები არ არის laugh.gif . მაგრამ მართლმადიდებლების ნამეტანინ დაძაბვა არ მინდა.... rolleyes.gif

[quote]იქნებ შეუძლიათ კიდეც? თქვენ ვისთვის მოგისმენიათ თქო, ერთხელ ვიკითხე yes.gif არც ქრისტეანულ ფილოსოფიას იცნობთ... ?[/quote]


განმანათლებლობის ფილოსოფიას ვიცნობ, ქრისტიანულს კი ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან თეოლოგიური არგუმენტაციის გარეშე ფონს ვერ გადის. cool.gif

[quote]სამწუხაროდ ყველა იმას რომ ლაპარაკობდეს რაც იცის, ადამიანთა უმრავლესობა დადუმდებოდა yes.gif რა გითხრა, 80%-ეს (რიცხვები არ მიყვარს, მაგრამ როგორც ვატყობ სახლმწიფოზე მესაუბრები თან თეოლოგიასა და ფილოსოფიას "ეტოტები") მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა გახლავს ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც უნდა მისდიოს, ეს უკვე ნიშნავს ბევრ რამეს სახელმწიფოში, რადგან რელიგია როგორც ყოველთვის ეთნოფსიქოლოგიის განმაპირობებელია (სამწუხაროდ ის ბოლო საუკუნეში ჩრდილოელი მეგობრის გამო - გადაგვარდა)[/quote]

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანარჩენი 20% მართლმადიდებლების დაკრულზე უნდა ცეკვავდეს. კერძო რელიგიური აზრები("მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა") სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის იმის დადგენა, რა ჭეშმარიტია და რა მცდარი, რა ზნეობრივია და რა არაზნეობრივი. სახელმწიფოს ფუნქციაა მოქალაქეთა უსაფრთხოების და საკუთრების გარანტირება. სწორედ ამიტომაა მკვლელობა და ქურდობა დანაშაული, მრუშობა კი არა.


[quote]სხვა საქმეა რამდენად ფუნდამენტურად იცნობს ეს უმრავლესობა მართლმადიდებლობას, რადგან ხშირად მასურ-კლასური წარმოდგენა დიამეტრალურად განსხვავდება ამ უკანასკნელის ვიზიიდან...

რაც შეეხება "ჭეშმარიტება" "არაჭეშმარიტებას"

ვგონებ არავინ დაობს, რომ ყველას თავი მართალი გონია, და ვგონებ არც იმაზე დაობენ, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობიდან, სიმართლის ერთფეროვნების პირობებში - ჭეშმარიტი სწორედ ერთი გახლავთ.... [/quote]


აგაშენა ღმერთმა, ზუსტად მაგას ვამბობ მეც ამდენი ხანია laugh.gif ჰოდა თუ ასეთ თემებზე არ დაობენ, რატომ დაობს პატივცემული ეპისკოპოსი? მას თავისი სიმართლე აქვს, ჰომოსექსუალებს კი თავისი. თუ ეპისკოპოს სტეფანეს მართლმადიდებლური პროცესიების ჩატარება უყვარს, გეებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი აღლუმის გამართვის საშუალება, იეღოველებს კი ქუჩაში ბუკლეტების დარიგების უფლება. თავისუფლება მეტს არაფერს ნიშნავს და თავისუფლების ინსტიტუტიც სხვას არაფერს ითხოვს. გეი-პარადის ორგანიზატორები წმინდანებად შერაცხოს ეკლესიამო მგონი არავის მოუთხოვია... laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 04:44 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



@ კანონისტი

ციტატა
ოფიციალური მართლმადიდებლობა რაღაც ახალი ტერმინია ეტყობა და ისე,


ჩემი მოგონებულია laugh.gif , რა არის ზუსტი მიგნება? laugh.gif

ციტატა
გვარს ხომ ვერ გვიბრძანებდით?


ვის გვარს, დამრბევი მღვდლების? თავისუფლების ინსტიტუტის მიმოხილვაში წაიკითხე

http://www.liberty.ge/geo/menu_pages.php?m...&from=subTitles

ციტატა
აკრძალვის მიზეზი იხილეთ ევროპის საბჭოს რეზოლუციაში რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ,


რელიგიური ექსტრემიზმი რა არის, კარდაკარ სიარული და ქუჩაში "საგუშაგო კოშკის" დარიგება? rolleyes.gif რომელიმე ევროპული ქვეყანა თუ იცი სადაც ვთქვათ იეღოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალულია?
(ცენზურა )

ციტატა
აგრეთვე ადამიანის პოლიტიკურ უფლებათა ევროპულ პაქტში



რომელშიც პოლიტიკურ უფლებებზეა ლაპარაკი, მათ შორის დემონსტრაციის და სიტყვის თავისუფლებაზე. მართლმადიდებლობის , როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიის (ევროპელებიც მიხვდნენ უკვე, აბა!) პრივილეგიებზე სიტყვა არაა ნათქვამი

ციტატა
გარდა ამისა, მართლმადიდებლობა, კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, არის საფუძველი ქართული სახელმწიფოებრიობის, ამდენად მისი დაცვა სახელმწიფოს ვალია


სახელმწიფოს ზედმეტი ფუნქციები აუღია თავის თავზე

ციტატა
ბერძნებმა რაც უნდათ ის ქნან, ეგ არსებითი არ არის. ისე, რახან მაგალითი მაგათგან გინდა, საბერძნეთის კონსტიტუციით მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია და მის წინააღმდეგ საქმიანობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. კარგად იცი ალბათ, კოკკინაკისების ცნობილი საქმე, როდესაც რასელისტების სექტის წარმომადგენელი დააპატიმრა საბერძნეთის პოლიციამ თავიანთი ცრუმოძღვრების გავრცელებისათვის. ამას გარდა, მართლმადიდებლური საღვთო სჯული სავალდებულოა საბერძნეთის ყველა სკოლაში და პიროვნება სტუდენტი ვერ გახდება, თუკი არ ჩააბარებს ამ საგანს




არ გამეგო და ახლა ვნახე ვიკიპედიაში ვინაა კოკინაკისი: Minos Kokkinakis (25 January 1919 Sitia Crete - 28 January 1999 Sitia) was a Greek Jehovah's Witness who campaigned to overturn Greece's ban on proselytism, then an offence under Greek law.

შედეგი:


His case became a cause celebre when, in May 1993, the European Court of Human Rights in Strasbourg ruled his right to religious freedom had been violated and awarded him damages of three and a half million drachmas. "The fifty years of persecution was worth going through for this historic moment," Kokkinakis said.

http://en.wikipedia.org/wiki/Minos_Kokkinakis

ეტყობა ვერ დარწმუნდნენ ევროპელები ბოლომდე რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, ხოლო პროზელიტიზმი დიდი ბოროტება cool.gif

ციტატა
საერთოდაც, რელიგიისადმი ის დამოკიდებულება რასაც ავლენთ, უფრო ჩრდ. კორეის, კუბისა და სხვა დიადი სოციალისტური სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. მეგონა XXI საუკუნეში მაინც იქნებოდა ცოტა დემოკრატიული აზროვნება.... sad.gif


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც კუბისა და ჩრდილო კორეის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ხომ არ იმყოფება? laugh.gif ეგ ჩამორჩენილები ეგენი, ჩვენ აგერ ჩვენი მართლმადიდებლობით უკვე 21-ე საუკუნეში ვართ ეგენი კი დემოკრატიულ აზროვნებასაც კი ვერ მიჩვევიან აქამდე laugh.gif

ციტატა(afxazi @ Aug 21 2007, 04:24 PM) *

გლახა

დამიჯერე გლახა ადამიანთა კერძო გამოვლინებებს არაფერი აქვს საერთო ოფიციალურ ეკლესიასთან და საერთოს სარწმუნოებასთან. პირადად მე ვგმობ რადიკალურ გამოვლინებას რელიგიური უმცირესობებისადმი, მითუმეტეს ფიზიკურს, მაგრამ რამდენად გამართლებულია ის რომ ვიღაც ვაი "მორწმუნის" გამო მართლმადიდებლობა შეურაცხვყოთ?



რა მოიმოქმედა საპატრიარქომ იმ მღვდლების წინააღმდეგ რომლებიც დარბევებში მონაწილეობდნენ? მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა რა არის, სასულიერო პირების მიერ უმცირესობების დარბევა თუ ამ ფაქტების გამომზეურება? ე.ი. ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო მართლმადიდებლობა შეურაცხყოფილი არ იქნებოდა... მშვენიერი ლოგიკაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 21 2007, 05:06 PM
პოსტი #24


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანუდოსელი
ციტატა
მაგრამ მაინც გასამიჯნია ორი ცნება: მართლმადიდებელი და მართლმადიდებლობა

ზოგმა ეს ვერ გაიგო, კანუდოს. ვიღაც არანორმალურის გამო მთლიანად ეკლესია რა შუაშია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Aug 21 2007, 05:18 PM
პოსტი #25


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



ციტატა
რა არის თავისუფლება?

თავისუფლება არის გრძნობა, რომელსაც გრძნობ ზიარების შემდეგ.

კიდევ სხვა დროსაც ვგრძნობ ხოლმე თავისუფლებას.. მაგალითად როცა ჩემს ვენახს ვუყურებ, ან ალაზნის ველს...


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 06:52 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ხალხნო , რომელიმე მართლა ვაი-მართლმადიდებელი ან თუნდაც სასულიერო იერარქი თუ არასწორად მოიკცა , ეს იმას არ ნიშნავს , რომ ეკლესიაშია თავად არეულობა...
რამდენი ახსოვს საქართველოს უღირსი მრვდელმთავრები ...1103 წელს დავით არმაშენებლმა საეკლესიო დიდგვაროვნებს ამიტომაც ჩამოართვა ძალაუფლება...
ეკლესია უხილავი სხეულია, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს შეეხება ...უნდა გაიმიჯნოს ეწრთმანეთისაგან მკვეთრად უხილავი , სულიერი ეკლესია და საეკლესიო იერარქი.
და თუ რომელიმე უღირსია , ღირსეულნიც მრავლად არიან ... და იერარქის უღირსობა ნამდვილ ეკლესიას და მართლმადიდებლობასაც არაფერს ვნებს!

რმერთმა გაგვინათოს გონება!


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 07:07 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(Lortkifanidze @ Aug 21 2007, 06:52 PM) *

ხალხნო , რომელიმე მართლა ვაი-მართლმადიდებელი ან თუნდაც სასულიერო იერარქი თუ არასწორად მოიკცა , ეს იმას არ ნიშნავს , რომ ეკლესიაშია თავად არეულობა...
რამდენი ახსოვს საქართველოს უღირსი მრვდელმთავრები ...1103 წელს დავით არმაშენებლმა საეკლესიო დიდგვაროვნებს ამიტომაც ჩამოართვა ძალაუფლება...
ეკლესია უხილავი სხეულია, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს შეეხება ...უნდა გაიმიჯნოს ეწრთმანეთისაგან მკვეთრად უხილავი , სულიერი ეკლესია და საეკლესიო იერარქი.
და თუ რომელიმე უღირსია , ღირსეულნიც მრავლად არიან ... და იერარქის უღირსობა ნამდვილ ეკლესიას და მართლმადიდებლობასაც არაფერს ვნებს!

რმერთმა გაგვინათოს გონება!



პოლემიკაში არავინ ჩამომართვას და ერთ კითხვას დავსვამ: თუ ბასილ კობახიძისათვის მღვდელმოქმედების შეჩერება არ გაუჭირდა საპატრიარქოს, მუშტისა და კეტის მქნეველი მღვდლები რაღა გახდნენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 07:24 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



[quote name='Freethought' date='Aug 21 2007, 07:07 PM' post='157893']
პოლემიკაში არავინ ჩამომართვას და ერთ კითხვას დავსვამ: თუ ბასილ კობახიძისათვის მღვდელმოქმედების შეჩერება არ გაუჭირდა საპატრიარქოს, მუშტისა და კეტის მქნეველი მღვდლები რაღა გახდნენ?


იცი რა მაინტარესებს?
საპატრიარქოსთან თუ გაქვს კითხვები , ვინ გიშლის? გაარკვიე რაც გაინტერესებს , რამდენჯერ დაგიზუსტე , თუნდაც რომ მნიშვნელოვანი სასულიერო იერარქი იყოს უღირსი , ეს ნამდვილ ეკლესიას არაფერს ვნებს-მეთქი...
არ ვიცი , რა კეტის მკნეველ ხალხზე საუბრობ... არსებობენ სამწუხაროდ უღირსი "მღვდლებიც ", მაგრამ ღირსეულებიც მრავლად არიან საბედნიეროდ!
რისი მიღწევა გინდა ამ პოლემიკით , ვინმემ თუ რამე დააშავა , მთელს მართლმადიდებლობას , ეკლესიას და მორწმუნეებს რაც ერჩი ვერ გამიგია ...განასხვავე ეს ყველაფერი ერთმანეთისაგან, მნუთუ ასე ძნელია?



--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 21 2007, 07:50 PM
პოსტი #29


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



იცით რას გეტყვით, დავიღალე უკვე რამდენი შესაძლებლობა მოგეცემათ ერთ და მეორე მოძღვარს რომ ლანძღავთ და თანაც "მართლმადიდებლობის ოფიციალური წარმომადგენელი"ს სახელით, რომ შეფარვით უკეთ "წარმოაჩინოთ" "რა ყოფილა" მართლმადიდებლობა.
გავიგეთ ბატონო თქვენი აზრო, რომელზეც 50-ჯერ გაგეცათ პასუხი, მაგრამ არა, იმასვე იმეორებთ.

ეგაა ზუსტად აზრის და ბოღმის მონობა,მაინც რომ ვერ თავისუფლდები, ყოველდღე რომ გიმეორონ ჭეშმარიტება სხვადასხვა მჭევრმეტყველებმა.

წადით და თქვენ იქადაგეთ ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, საქმით გვაჩვენეთ რა კარგია უფლის მართლად სიყვარული.

ღვარძლის მთესველს არ მახსენდება რაღაც ოდესმე იფქლი მოემკოს.

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს წ ე ს ე ბ ი

მუხლი 4. წევრის უფლებები და მოვალეობები

2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და იერარქიას;


თუ არ გსურთ ამ წესებს დაემორჩილოთ შეგიძლიათ სხვა ფორუმი მოძებნოთ სადაც ანალოგიური მოთხოვნები არ გექნებათ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Aug 21 2007, 08:23 PM
პოსტი #30


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



bevri ram,mara chemi azrit tavisufali arasdros ar viqnebi wink.gif
da arc ari saucilebeli iyo tavisufali


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 10:35 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



@ 'kato_Bato'

ციტატა
იცით რას გეტყვით, დავიღალე უკვე რამდენი შესაძლებლობა მოგეცემათ ერთ და მეორე მოძღვარს რომ ლანძღავთ და თანაც "მართლმადიდებლობის ოფიციალური წარმომადგენელი"ს სახელით, რომ შეფარვით უკეთ "წარმოაჩინოთ" "რა ყოფილა" მართლმადიდებლობა.


თუ ჩემზეა ლაპარაკი, უკაცრავად, პირადად არც ერთი "მოძღვარი" არ გამილანძღავს. საკითხავი ისაა თქვენ ლანძღვას რას ეძახით. კრიტიკა ავტომატურად ლანძღვაა? შეიძლება თუ არა ამ ფორუმში კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკა, თუ ამასაც ლანძღვაში ჩამითვლიან, რახან პატრიარქია?

ციტატა
გავიგეთ ბატონო თქვენი აზრო, რომელზეც 50-ჯერ გაგეცათ პასუხი, მაგრამ არა, იმასვე იმეორებთ.


მე მგონი ყველა დანარჩენიც თავის აზრზეა და ერთიდაიგივეს იმეორებს მართლმადიდებლობის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ. განსხვავება არგუმენტებშია... cool.gif


ციტატა
ეგაა ზუსტად აზრის და ბოღმის მონობა,მაინც რომ ვერ თავისუფლდები, ყოველდღე რომ გიმეორონ ჭეშმარიტება სხვადასხვა მჭევრმეტყველებმა.

წადით და თქვენ იქადაგეთ ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, საქმით გვაჩვენეთ რა კარგია უფლის მართლად სიყვარული.

ღვარძლის მთესველს არ მახსენდება რაღაც ოდესმე იფქლი მოემკოს.


ბოღმა და ღვარძლი რომ მამოძრავებდეს სხვა ფორუმში დავპოსტავდი. არაერთი ფორუმია, სადაც ბოღმა და ღვარძლი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმათ თავისუფლად დანავარდობს


ციტატა

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს წ ე ს ე ბ ი

მუხლი 4. წევრის უფლებები და მოვალეობები

2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და იერარქიას;


თუ არ გსურთ ამ წესებს დაემორჩილოთ შეგიძლიათ სხვა ფორუმი მოძებნოთ სადაც ანალოგიური მოთხოვნები არ გექნებათ.


მე მგონი წესები არ დამიღვევია, თუ თქვენ სხვა აზრისა ხართ იქნებ მიმითითოთ კონკრეტულად სად გამოვიჩინე უპატიცემულობა ეკლესიისა და მისი იერარქიის მიმართ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 11:09 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(ubralod ninka @ Aug 21 2007, 08:23 PM) *

bevri ram,mara chemi azrit tavisufali arasdros ar viqnebi wink.gif
da arc ari saucilebeli iyo tavisufali
blink.gif

"სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს შენ!"
თავისუფლება ყველაზე მთავარია...
ადამიანის სულიერი, ზნეობრივი განვიტარება დაუსრულებელი პროცესია და ეს ყველაფერი უპირობოდ თავისუფლებასთან არის კავშირში.
ცოდვებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია , რა ცოტა მაგალითი გვაქვს საამისოდ?


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 11:18 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ახლახან წესებს გადავხედე და შემდეგი რამ მომხვდა თვალში:


ციტატა
დაუშვებელია ყველანაირი ხასიათის სწავლების "ქადაგება", რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურს.



laugh.gif აქამდე სად იყავით თქვე კაი ხალხო, ჩემი პოსტების უმრავლესობა წასაშლელი ყოფილა... laugh.gif ერთი კითხვა მაქვს და ალალად გამეცით პასუხი: თქვენ ქრისტიანობა სკკპ ცკ პბ-ის იდეოლოგია ხომ არ გგონათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Aug 21 2007, 11:21 PM
პოსტი #34


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Freethought
ციტატა
სკკპ ცკ პბ-

გაშიფრე რა ჯერ? smile.gif მე ვერ მივხვდი ეგ რა არი smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 11:28 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(Freethought @ Aug 21 2007, 10:35 PM) *

@ 'kato_Bato'
თუ ჩემზეა ლაპარაკი, უკაცრავად, პირადად არც ერთი "მოძღვარი" არ გამილანძღავს. საკითხავი ისაა თქვენ ლანძღვას რას ეძახით. კრიტიკა ავტომატურად ლანძღვაა? შეიძლება თუ არა ამ ფორუმში კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკა, თუ ამასაც ლანძღვაში ჩამითვლიან, რახან პატრიარქია?
მე მგონი ყველა დანარჩენიც თავის აზრზეა და ერთიდაიგივეს იმეორებს მართლმადიდებლობის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ. განსხვავება არგუმენტებშია... cool.gif
ბოღმა და ღვარძლი რომ მამოძრავებდეს სხვა ფორუმში დავპოსტავდი. არაერთი ფორუმია, სადაც ბოღმა და ღვარძლი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმათ თავისუფლად დანავარდობს
მე მგონი წესები არ დამიღვევია, თუ თქვენ სხვა აზრისა ხართ იქნებ მიმითითოთ კონკრეტულად სად გამოვიჩინე უპატიცემულობა ეკლესიისა და მისი იერარქიის მიმართ?

იცი , ეს გვერდი არ მეყოფა თორემ დაგისაბუთებდი მაგ შენი კრიტიკის უსაფუძვლობას , მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტების ეჭვქვეს დაყენები გამო... შევხვდებით ვატყობ ოდესმე...
ჯერ გაარკვიე და თავად დამისაბუთე, თუკი შეიძლება , რატომ არ არის ჭეშმარიტება მართლმადიდებლობა?
აჰა , რომელიმე ვაი-მორწმუნისან სასულიერო პირის შეცდომა დაინახე და ამიტომ?

შენ იცი , უბრალოდ ბევრი კითხვა გიცნდება და ეს არაჩვეულებრივია ...
ბრმად მორწმუნე არც უნდა იყო , მაგრამ როგორ გგონია მსგავსი კიტხვებიტ არასოდეს მიგვიმართავს საკუტარი მესადმი ან ქართული მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისადმი?
თუ გგონია რომ "სტერეოტიპების" და "კონსერვატიული" დემაგოგიის მონები გგონივართ?
რა კონტრ-არგუმენტიც არ უნდა მოგიყვანო მტკიცებულებად თუ არ გინდა ვერც დაინახავ და ვერც აღიქვამ სიმართლეს!..
მაგ აგრესიულ "შეპასუხებებს" სჯობია პირადი გამოცდილებით და შემეცნებით გასცე პასუხი ...

რაც მიგაჩნია ჭეშმარიტებად საერთოდ ერთი მაგის "ჭეშმარიტება" დაგვისაბუთე და "გვიშველე" ჩვენც ერთი "გონნებადაბნელებულ მონებს!"

და საერთოდ როგორია შენი მსოფლმხედველობა , გონებისმიერი თუ სზოგადად აღქმა სამყაროსი?
გაგვანდე , გაგვიმხილე და "გვეშველება" ჩვენც და შენც!
smile.gif




--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 21 2007, 11:38 PM
პოსტი #36


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Freethought

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ გჭირთ ეს "მე-მეს" ძახილი, თქვენს გარდა სხვაც ბევრი შემოდის ამ ფორუმზე და კიდევ მრავალს ეხება ყველაფერი რაც მე დავწერე.
მე ძალიან კარგად ვიცი რა მგონია ქრისტიანობა, აი თქვენ რა გინდათ რომ გვეგონოს ეგ მეორე საკითხია.

თქვენი აზრით უნდა გადავდოთ ყველა სწავლება, და თავისუფლების ინსტიტუტის ნაშრომების მიხედვით დავერიოთ ეკლესიას?

სიმართლეს ფორმა უნდ ამოუძებნოთ ისეთი, რომ არავინ დააბრკოლოთ, ესაა ჩვენი ფორუმის მიზანი. ეგაა მართლმადიდებლობა.

სულაც არ მინდა მოვყვე თქვენს პოსტებს და წაშაშლელ და დასატოვებლად ვახარისხო, იმდენად ბანალურია და ყველა ფეხის ნაბიჯზე მესმის იმ ადამიანებისგან ტაძარში სიარული რომ ეზარებათ და აღარ იციან ვის დააბრალონ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 22 2007, 12:02 AM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(Freethought @ Aug 21 2007, 03:48 PM) *

ფაქტები იხილე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2002 წელს გამოცემულ ბროშურაში "აღმასარებლობის თავისუფლება საქართველოში", თავისუფლების ინსტიტუტის საიტზე შეიძლება ჩამოტვირთვა



კარგი აღლუმი იყოს laugh.gif

უმრავლესობას ზუსტად იგივე უფლებები აქვს რაც უმცირესობას. არც საქართველოს კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართლებრივი აქტები არ განასხვავებენ მართლმადიდებელსა და არამართლამდიდებელს. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება დაარიგოს ქუჩაში რელიგიური შინაარსის ლიტერატურა (აღმსარებლობის თავისუფლება) ან ჩაატაროს დემონსტრაცია (შეკრების თავისუფლება), მიუხედავად იმისა რომელ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება
იხ. ზემოთ
სამოქალაქო უფლებებს ღვთისმეტყველებასთან რა კავშირი აქვთ? ამ თემაზე სხვა ტოპიკში დავსვი კიხვა და ძალიან გთხოვ ამ ორ რაღაცას ერთმანეთში ნუ აურევ



უმცირესობის პოზიციის გატარებაში რას გულისხმობ? რატომ ჭირდება გეი-პარადის თუ აღლუმის ჩატარებას უმრავლესობის თანხმობა? მაგ ლოგიკით ყველანაირი დემონსტრაციის შესახებ მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, რათა გამოირკვეს რას უჭერს მხარს უმრავლესობა. საჯაროდ შეკრება ინდივიადუალური უფლებაა ისევე როგორც ვთქვათ ცოლთან გაშორების უფლება და უმრავლესობის თანხმობა არ ჭირდება

"

ნუ გაიზიარებ მერე მაგ აზრს, გეი-პარადის ჩატარების შეთხვევაშიც შეგიძლია იმ აზრზე დარჩე,რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და სირცხვილია. სახელმწიფოს არავინ სთხოვს რაიმე მსოფლმხედველობრიოვი პოზიციის დაკავებას, უბრალოდ საკუთარი მოქალაქეების უფლებას დემონსტრაციის ჩატარებაზე უნდა სცეს პატივი. რა ზნეობაა და რა უზნეობა, ამის გარკვევას სახელმწიფოს არავინ ეკითხება
კი, ყველაფერს ნიჭი ჭირდება( ს არ უნდა) მათ შორის იმის მიხვედრასაც რომ გეების სინდისი მართლმადიდებლების სინდისზე ნაკლები არ არის laugh.gif . მაგრამ მართლმადიდებლების ნამეტანინ დაძაბვა არ მინდა.... rolleyes.gif
განმანათლებლობის ფილოსოფიას ვიცნობ, ქრისტიანულს კი ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან თეოლოგიური არგუმენტაციის გარეშე ფონს ვერ გადის. cool.gif



კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანარჩენი 20% მართლმადიდებლების დაკრულზე უნდა ცეკვავდეს. კერძო რელიგიური აზრები("მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა") სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის იმის დადგენა, რა ჭეშმარიტია და რა მცდარი, რა ზნეობრივია და რა არაზნეობრივი. სახელმწიფოს ფუნქციაა მოქალაქეთა უსაფრთხოების და საკუთრების გარანტირება. სწორედ ამიტომაა მკვლელობა და ქურდობა დანაშაული, მრუშობა კი არა.

აგაშენა ღმერთმა, ზუსტად მაგას ვამბობ მეც ამდენი ხანია laugh.gif ჰოდა თუ ასეთ თემებზე არ დაობენ, რატომ დაობს პატივცემული ეპისკოპოსი? მას თავისი სიმართლე აქვს, ჰომოსექსუალებს კი თავისი. თუ ეპისკოპოს სტეფანეს მართლმადიდებლური პროცესიების ჩატარება უყვარს, გეებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი აღლუმის გამართვის საშუალება, იეღოველებს კი ქუჩაში ბუკლეტების დარიგების უფლება. თავისუფლება მეტს არაფერს ნიშნავს და თავისუფლების ინსტიტუტიც სხვას არაფერს ითხოვს. გეი-პარადის ორგანიზატორები წმინდანებად შერაცხოს ეკლესიამო მგონი არავის მოუთხოვია... laugh.gif

blink.gif ვაი , უკომენტაროდ!

და მაინც:
1) თავისუფლება-აღვირახსნილობა არ არის!
2)საქართველოს კონსტიტუციის ან სამოქალაქო კოდექსის ტექსტს თუ კარგად იცნობ , მთელი ქართული (და არა მარტო) კანóნმდებლობა სხვათა და სხვათა შემდგომ ეყრდნობა ზნეობრივ ელემენტს , მგონი იურისტი ხარ იყო და ეს უნდა იცოდე (მუხლს ვერ ვიხსენებ , სამწუხაროდ);
3)მოგეწონებოდა მეძავი დედა ან და? და არ დაუწუნებდი ზნეს?ან "გეი" ძმა?
4)ადამიანური პატივისცემა მაინც გამოიჩინე ეპისკოპოსისადმი , მოხუცია და უფროსია შენზე , სხვა თუ არაფერი...
5) პატარა ბავშვებთან ვირტუალური კამათი კაცობა არ არის , დაქირავებულის შთაბეჭდილებას ტოვებ და ქილიკსა და ცინიზმს , სიმართლისმაძიებელი ადამიანი მოერიდება ყიველთვის ! გეტყობა რომ სხვა მოტივაციით ხარ დატვირთული...

გისურვებ მაინც , ბედნიერებას და პოვნას იმისას , რასაც ჭეშმარიტებას ეძახი ... smile.gif
1) ვინც ამბობს , ჭეშმარიტება არ არსებობსო , უკვე ცდება და რაში: თავად ამტკიცებს ამ შემთხვევაში თავისივე Aზრის ჭეშმარიტებას!
2)რადგანაც მრავალი აზრია და მსოფლმხედველობა , იმიტომაა მათგან ჭეშმარიტი საპოვნელი!
ყველას თუ სხვადასხვა რამ ჰგონია ჭეშმარიტება , ეს არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტება არ არსებობს!..
3) ქართველი ხარ?
unsure.gif


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 12:16 AM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(თათი87 @ Aug 21 2007, 11:21 PM) *

Freethought

გაშიფრე რა ჯერ? smile.gif მე ვერ მივხვდი ეგ რა არი smile.gif



საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 12:33 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(Lortkifanidze @ Aug 22 2007, 12:02 AM) *

3) ქართველი ხარ?
unsure.gif



რატომ მეკითხები? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 22 2007, 12:42 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 12:33 AM) *

რატომ მეკითხები? rolleyes.gif


smile.gif არ გავხარ... და რამდენი წლის ხარ ისე? rolleyes.gif


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 11:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი