თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ფრიდონ გელაშვილი პოეზია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 03:03 PM

გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.

ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით.


ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ:



ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა,

აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად.

პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა.


ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი,

ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს,

მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი,

ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა.



კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის,

ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ,

ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის,

სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს.


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა

ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად,

პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა.



* * *

ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, -

გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან!

მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი...

სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული.



* * *

ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე

შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის.

ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე

და მერე უმალ მივფრინავთ ცაში.


* * *
ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად,

წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით...

თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება...

პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 03:20 PM

* * *

შეგრაცხავს ხალხი ერის მემკვიდრედ,

შუბლს თუკი აშრობ აკლდამის ჩრდილებს,

და არც ჩაგთვლიან ვაჟკაცად, ვიდრე

მამულს არ მისცემ ღირსეულ შვილებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 25 2008, 03:25 PM

ციტატა(marine @ Mar 25 2008, 03:20 PM) *

* * *

შეგრაცხავს ხალხი ერის მემკვიდრედ,

შუბლს თუკი აშრობ აკლდამის ჩრდილებს,

და არც ჩაგთვლიან ვაჟკაცად, ვიდრე

მამულს არ მისცემ ღირსეულ შვილებს.

შესანიშნავია! არ ვიცოდი მარი, მამა პოეტი თუ გყავდა... smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 03:29 PM

ციტატა(ნათია @ Mar 25 2008, 03:25 PM) *

შესანიშნავია! არ ვიცოდი მარი, მამა პოეტი თუ გყავდა... smile.gif


მადლობა, ნათი, თბილი სიტყვებისთვის 2kiss.gif მამა ძალიან თავმდაბალი იყო და პოეტობაზე პრეტენზია არ ჰქონდა:

* * *

მე იმისათვის არ ვწერ ლექსებს, რომ ვბეჭდო მართლაც,

მერე მავანმა თქვას, ლექსის მწერს ჰქონია ნიჭი...

ქართველ პოეტებს ქვეყანაზე ბადალი არ ჰყავთ,

მათ გვერდზე დავდგე? არ არსებობს, ძალიან მიჭირს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 25 2008, 03:29 PM

marine
შენი ლექსებიც დადე მარი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 03:41 PM

ციტატა(ნათია @ Mar 25 2008, 03:29 PM) *

marine
შენი ლექსებიც დადე მარი smile.gif

2kiss.gif



ეს ლექსი მამამ დედას დაუწერა როცა შეყვარებულები იყვნენ smile.gif


სიმღერა


თოვლის ფიფქი ქათქათა ფრთით გკოცნის,

ზედ ადნება მაგ ბროლივით ლოყებს.

ნუ მიწოდებ უსაქმურს და მოცლილს,

მაგ ფიფქებს რომ მეც მეგზურად მოვყვე.


ეს ზამთარი გაფრინდება მალე,

თბილი წვიმა შენს ალვის ხეს განბანს.

ვერ წამიხვალ ვერსად, გენაცვალე,

ათას ქალში ვიცნობ მე შენს კაბას.


რად გამირბი, რად მარიდებ მზერას,

თოვლიანში თუ დავდივარ - შენთვის...

მე სურვილებს ვერ მოვთოკავ, ვერა,

მზად ვარ დღესვე დაგიჩოქო ფერხთით.


იანვარიც გაილევა მალე,

თბილი წვიმა იასამნებს განბანს,

საოცნებოდ მყავხარ, გენაცვალე...

ათას ქალში ვიცნობ შენს ჭრელ კაბას.



ჩემი საყვარელი ლექსია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 04:22 PM

* * *

ძნელია სული გაქლიბო და ისე გაფერო,

რომ ყველამ შესძლოს მისი აღქმა, მასთან შეხება,

ო, შენ ცხოვრებავ, უცნაურო, რაღაც სხვაფერო,

არ შეგებრძოლო? მაშინ მითხარ, რა მეშველება.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 25 2008, 04:44 PM

ციტატა(marine @ Mar 25 2008, 02:41 PM) *

2kiss.gif
ეს ლექსი მამამ დედას დაუწერა როცა შეყვარებულები იყვნენ smile.gif

სიმღერა

თოვლის ფიფქი ქათქათა ფრთით გკოცნის,

ზედ ადნება მაგ ბროლივით ლოყებს.

ნუ მიწოდებ უსაქმურს და მოცლილს,

მაგ ფიფქებს რომ მეც მეგზურად მოვყვე.

ეს ზამთარი გაფრინდება მალე,

თბილი წვიმა შენს ალვის ხეს განბანს.

ვერ წამიხვალ ვერსად, გენაცვალე,

ათას ქალში ვიცნობ მე შენს კაბას.

რად გამირბი, რად მარიდებ მზერას,

თოვლიანში თუ დავდივარ - შენთვის...

მე სურვილებს ვერ მოვთოკავ, ვერა,

მზად ვარ დღესვე დაგიჩოქო ფერხთით.

იანვარიც გაილევა მალე,

თბილი წვიმა იასამნებს განბანს,

საოცნებოდ მყავხარ, გენაცვალე...

ათას ქალში ვიცნობ შენს ჭრელ კაბას.


ჩემი საყვარელი ლექსია rolleyes.gif



ციტატა
ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა,

აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად.

პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა.


ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი,

ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს,

მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი,

ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა.



კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის,

ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ,

ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის,

სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს.


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა

ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად,

პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა.


მშვენიერი ლექსებია, მარი smile.gif ესენი განსაკუთრებით მომეწონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 04:48 PM

ციტატა(tiko282 @ Mar 25 2008, 04:44 PM) *

მშვენიერი ლექსებია, მარი smile.gif ეს განსაკუთრებით მომეწონა rolleyes.gif


მადლობა, თიკუნა wub.gif yvavilebi.gif

ეს ლექსიც დედას მიუძღვნა:


ცისანას


ატივტივებულ ნაფოტივით მოვდევ ცხოვრებას,

რა არ მინახავს, მზეც მინახავს მე ნამთვრალები,

თვით ბადრ მთვარესაც არ ჰქონია ეს გაბრწყინება,

როგორც ბრწყინავდნენ იმ საღამოს შენი თვალები.


ასე მეგონა, ჩემი სულის მთვლემარე თონე

შენ აახანძრე და გახადე ღელვის აკვანი.

ისიც მგონია, შთამაგონე, შთამბერე ღონე,

რომ გამხდარიყავ პეპლის ფრთებით წამოსაყვანი.


ახლა ჩვენს ატამს სიო ნაზად ესიყვარულა,

ტყემალსაც მიწვდა, ალუბალსაც, დღეს რომ ჰყვავიან,

განა არ გჯერა? ფითრის ჩრდილქვეშ თრთოლვით, მალულად,

მოფრინდება და ჯვარს დაიწერს ჭია-მაია.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 25 2008, 04:52 PM

ციტატა(marine @ Mar 25 2008, 03:48 PM) *

მადლობა, თიკუნა wub.gif yvavilebi.gif

ეს ლექსიც დედას მიუძღვნა:
ცისანას
ატივტივებულ ნაფოტივით მოვდევ ცხოვრებას,

რა არ მინახავს, მზეც მინახავს მე ნამთვრალები,

თვით ბადრ მთვარესაც არ ჰქონია ეს გაბრწყინება,

როგორც ბრწყინავდნენ იმ საღამოს შენი თვალები.


ესეც მშვენიერია mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 04:53 PM

ციტატა(tiko282 @ Mar 25 2008, 04:52 PM) *

ესეც მშვენიერია mpua.gif


შენ ხარ მშვენიერი, რომ ლექსებში სილამაზის დანახვის ნიჭი გაქვს mpua.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 25 2008, 05:00 PM

ციტატა(marine @ Mar 25 2008, 03:53 PM) *

შენ ხარ მშვენიერი, რომ ლექსებში სილამაზის დანახვის ნიჭი გაქვს mpua.gif mpua.gif

დიდი მადლობა, ჩემო კარგო wub.gif რა თბილი ადამიანი ხარ 2kiss.gif
მშვენიერებას და სილამაზეს კი ნამდვილად ვეტრფი და არა მარტო პოეზიაში, ხელოვნება მიყვარს ზოგადად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 10:32 AM

tiko282

2kiss.gif 2kiss.gif გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირი კარგი ფორუმელები smile.gif



ეკლესია

ეკლესია - სახე არის სამოთხისა...

პირჯვრის წერა - ღვთის წინაშე მოკრძალება...

მუხლის მოყრა - აღზევება ცაზე მზისა...

სიცოცხლე კი - ტკივილების მონაცვლება.



* * *

იერუსალიმ! ქრისტიანთა წმინდა სავანევ,

შენს ნახვას, ოი, ვინ არ ცდილა, ვის არ ეწადა,

უწმინდესსა და სანეტარო წყალში განჰბანე,

ვისაც შენ სწამდი, ვისაც ღმერთი გამოეცხადა.


მაცხოვრის ნახვა ბედნიერთა ხვედრია მხოლოდ,

ღმერთო მაღალო! გთხოვ, ამ ნატვრის თასი ამივსო,

ნუ მიმატოვებ, იმ ქვეყნის გზას არ გამაყოლო

ისე, რომ შენი მიწის ნახვა მე არ მაღირსო!



ამ ლექსით მამამ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ნატვრა გამოხატა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 12:10 PM

დაუთოვია ფიქრის კალთებზე


დაუთოვია ფიქრის კალთებზე,

აღარ მაღელვებს ფეთქვა კვირტების,

ახლა არავინ აღარ დამეძებს,

ახლა არავის აღარ ვჭირდები.

გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,

სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი

და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,

სხვები ეძებენ თავგამეტებით...


მამამ როცა ეს ლექსი დაწერა, ისე ძალიან მომეწონა რომ ზეპირად ვისწავლე და წავუკითხეsmile.gif გამიღიმა და საპასუხოდ ეს დამიწერა:


მაკას

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,

თოვლმა ხაშური უკვე მოფარა,

მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელ-ჭრულა

ჩემი იმედის სინდიოფალავ!



ომის დროს, როცა შუქი ფიზიკურად არ იყო, მამა ლამპის შუქზე მიკითხავდა წიგნებს და არ მანებებდა, რომ კითხვა მე გამეგრძელებინა. საოცრად განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი იყო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 10:24 AM

* * *

დღეს, სამწუხაროდ, ნათლად ვხედავ, მოდის ზამთარი,

ბავშვობას, ყრმობას და შემდგომსაც ღმერთის ვალი აქვს...

ჩემს მოკლე გზაზე კარგი ვთესე, როგორც შევძელი,

ეს შემოდგომაც იმ სიკეთის მოსავალია.


* * *

წამი წლად ფასობს, თუ სანატრი გაგიხდა წამი,

წუთისოფელი ჯერ კაცთაგან არვის უქია.

ამ ქვეყანაზე არავისთვის ინდომო ავი,

კაიკაცობას სხვა ელფერი და სხვა შუქი აქვს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 27 2008, 10:38 AM

ციტატა(marine @ Mar 25 2008, 03:41 PM) *

2kiss.gif
ეს ლექსი მამამ დედას დაუწერა როცა შეყვარებულები იყვნენ smile.gif
სიმღერა
თოვლის ფიფქი ქათქათა ფრთით გკოცნის,

ზედ ადნება მაგ ბროლივით ლოყებს.

ნუ მიწოდებ უსაქმურს და მოცლილს,

მაგ ფიფქებს რომ მეც მეგზურად მოვყვე.
ეს ზამთარი გაფრინდება მალე,

თბილი წვიმა შენს ალვის ხეს განბანს.

ვერ წამიხვალ ვერსად, გენაცვალე,

ათას ქალში ვიცნობ მე შენს კაბას.
რად გამირბი, რად მარიდებ მზერას,

თოვლიანში თუ დავდივარ - შენთვის...

მე სურვილებს ვერ მოვთოკავ, ვერა,

მზად ვარ დღესვე დაგიჩოქო ფერხთით.
იანვარიც გაილევა მალე,

თბილი წვიმა იასამნებს განბანს,

საოცნებოდ მყავხარ, გენაცვალე...

ათას ქალში ვიცნობ შენს ჭრელ კაბას.

ჩემი საყვარელი ლექსია rolleyes.gif



რა ლამაზი ლექსია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 10:51 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 27 2008, 10:38 AM) *

რა ლამაზი ლექსია


მადლობა, ნინ 2kiss.gif

ეს ლექსიც დედას მიუძღვნა:


ციცინათელა


მთებს მოეხურათ ღრუბლები დასტად,

გადაღლილ მთვარეს ეძინა შვებით,

ციცინათელა შენს ლამაზ ბაღთან

ოქროსფერ ხაზებს ავლებდა რქებით.


გახარებული ბუნების როკვით

არ ცნობდი, კარგო, სიცოცხლის რიდეს,

და ოცნებების ხელთ გეპყრა თოკი

გონების თაღზე დაკიდულ კიბედ.


ვიცი, რომ მაშინ ფიქრობდა ჩემზე

ის მოუღლელი ციცინათელაც...

თორემ სხივებს რად მაღვრიდა ხელზე,

ან რად დაჭირდა გრძნობის გამხელა.


ზღაპარი იყო ის ღამე მართლაც,

მატკბობდა სუნი მაგ ფაფუკ თმების.

იხატებოდა შვებაც და განცდაც,

ციცინათელას ოქროსფერ რქებით.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 27 2008, 01:46 PM

მე მარინეს წიგნის პრეზენტაციაზეც მოვისმინე მისი ლექსები... smile.gif

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 02:17 PM

ციტატა(_Matasi_ @ Mar 27 2008, 01:46 PM) *

მე მარინეს წიგნის პრეზენტაციაზეც მოვისმინე მისი ლექსები... smile.gif

smile.gif

2kiss.gif ის დღე ფორუმელებმა გამილამაზეთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 27 2008, 03:22 PM

ციტატა(marine @ Mar 26 2008, 09:10 AM) *

მაკას

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
თოვლმა ხაშური უკვე მოფარა,
მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელ-ჭრულა
ჩემი იმედის სინდიოფალავ!


მერინე დადე რა კიდევ smile.gif
რა კარგი შედარებებია, ძალიან თბილი ლექსებია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 03:33 PM

ციტატა(k@the @ Mar 27 2008, 03:22 PM) *

მერინე დადე რა კიდევ smile.gif
რა კარგი შედარებებია, ძალიან თბილი ლექსებია.


მადლობა, ქეთი, თბილი სიტყვებისთვის a025.gif



ჩემო წისქვილო...


ო, რამდენ ფიქრებს თითზე კენწლავ, ჩემო წისქვილო,

თოვლივით ადნობ ბნელ ღამეებს ჩაკოდილ ქვაში,

ასე მგონია, ხმას შენსას სურს, რომ მე მიშველოს

და ჯერ უთქმელი ლექსი ჩემი აფრინოს ცაში.


სარეკელას ხმით ეჯიბრები ყივილში მამალს,

მხნე, ძარღვიანი წააგავხარ ქორწილის მაყარს,

მაყარს, რომელიც ღამით ხვდება ამვლელს და ჩამვლელს

და ჭიქა ღვინით ალიონი ჟღურტულში გაჰყავს.


ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს,

და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ,

თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ,

შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო.



* * *

დამავიწყე ჩემი ეზო,

ტკბილ ოცნებებს მაზიარე,

შენ, პატარა ოქროს თევზო,

ჩემს მტკნარ წყალში გასრიალებ!

smile.gif



* * *

ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით,

პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან,

აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები -

ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა.


ციტატა

ძალიან თბილი ლექსებია.


მამა ისე ძალუმად თბილი ადამიანი იყო, რომ არსად აღარ მეგულება ასეთი სითბო.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 27 2008, 09:07 PM

ციტატა(marine @ Mar 27 2008, 02:33 PM) *

ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს,

და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ,

თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ,

შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო.


* * *

ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით,

პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან,

აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები -

ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა.

ლამაზია ძალიან rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2008, 10:45 AM

ციტატა(tiko282 @ Mar 27 2008, 09:07 PM) *

ლამაზია ძალიან rolleyes.gif

mpua.gif mpua.gif

სამშობლო

ჩემი სამშობლო საქართველოა,

აკვნის დამრწევი კი არის ქართლი.

ქართველი ჩემთვის სასახელოა

ვისაც არ უყვარს, მას კაცად არ ვთვლი.


უდაოდ ყველას თავისი უყვარს,

საცხოვრისიც და პაპის საძვალეც.

ჩემო სამშობლო, დიდება უმალ,

მრავალჟამიერ, შენ გენაცვალე!



* * *

გაფოთლილ ხეებს თოვლის ფიფქი თავშლად ახურავთ,

ეს საბურველი მე მაგონებს ბებიის მანდილს.

მაისის თოვლმა იქნებ ზამთარს კვლავ უერთგულა

და ამწვანებულ ამ კორომებს ბარდნის და ბარდნის.


* * *

ვინ დამაკვება სიბერეში მარტოდ დარჩენა;

თითქოს ქუდ-ბედის მიწიერ ბროლს გააქვს კრიალი...

ნეტავ ცხოვრებით კმაყოფილი კაცი მაჩვენა,

ის ხე მანახა, მზეს რომ ხვდება მუდამ შრიალით.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2008, 11:11 AM

* * *

შენი შვილი ვარ, მამულო ჩემო!

და გულზეც შენი სითბო მაჩნია...

დღედაღამ ვფიქრობ, რომ დავიჩემო

და შემოგწირო, რაც გამაჩნია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 01:27 PM

მარო მასწავლებელს

შენ მე მაგონებ იმ კეთილ მთესველს,

გულგამეტებით მარცვალს რომ თესავს,

ზოგი მოლპება, ზოგიც ფესვებით

მზის სხივებსა და მიწის ტენს შესვავს.


ყველას ასწავლი თანაბრად სიბრძნეს,

ეს შენში ცოცხლობს ნათელ პირობად.

ვინ როგორ სწავლობს და ცოდნას იძენს,

შენ იმ განსწავლას უთვლი გმირობად.


შენ ხარ ბრძნულ აზრთა დიდი მთესველი,

შენგან მოდიან აზრნი მფრთოსანნი,

შენმა მოსწავლემ თუკი შევძელი,

მსურს, ლექსში დარჩე მარად ცოცხალი.


მე და მამას ქართულის მასწავლებელი საერთო გვყავდა smile.gif მარო მასწავლებელი (მეყანწიშვილი) შვილიშვილს მეძახდა და მისი დამსახურებაა თუკი კალამი მიჭირავს ხელში. უფლის წყალობაა, რომ ასეთი პედაგოგის აღზრდილები ვართ მამა-შვილი smile.gif

შარშან ჩემი წიგნი გავუგზავნე და არ მეგონა, ასე ძალიან თუ გავახარებდი და მოეწონებოდა. ხატების კუთხეში დაუდია wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 04:05 PM

* * *

გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე,

ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს.

ჩაშავებია თვალები ღამეს

და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას.


მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს,

რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს,

ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ,

რომ მოვერიო სიცარიელეს.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 8 2008, 04:15 PM

ციტატა(marine @ Apr 8 2008, 03:05 PM) *

* * *

გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე,

ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს.

ჩაშავებია თვალები ღამეს

და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას.

მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს,

რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს,

ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ,

რომ მოვერიო სიცარიელეს.

მშვენიერია, მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 04:23 PM

ციტატა(tiko282 @ Apr 8 2008, 04:15 PM) *

მშვენიერია, მომეწონა smile.gif


მადლობა, თიკუნა wub.gif


rolleyes.gif მე ეს თბილი ლექსიც მომწონს:

ოქტომბერი


არ მავიწყდება დუღილი მაჭრის,

საამო სურნელს ირგვლივ რომ ჰფენდა;

შენ ამშრალებდი საღვინეს ნაჭრით

და აცინებდი ლოთ ქმარზე დედას.


ბავშვებს ყურებზეც ეცხოთ თათარა

არ გაწყრომიხარ, ეს მიკვირს შენგან,

დედასთან იყავ, იყავ აგარას

და ბახუსს ჟამი თრობისა ედგა.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 8 2008, 04:34 PM

ციტატა(marine @ Apr 8 2008, 03:23 PM) *

მადლობა, თიკუნა wub.gif
rolleyes.gif მე ეს თბილი ლექსიც მომწონს:

მეც მომეწონა, მარი smile.gif მართლა ძალიან თბილი ლექსია. წარმოვიდგინე რთველი სოფლად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 04:38 PM

ციტატა(tiko282 @ Apr 8 2008, 04:34 PM) *

მეც მომეწონა, მარი smile.gif მართლა ძალიან თბილი ლექსია. წარმოვიდგინე რთველი სოფლად rolleyes.gif

a025.gif a025.gif

მამას თავისი პატარა მარანი ჰქონდა და საოცრად გემრიელი და შუშხუნა ღვინის დაყენება იცოდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2008, 02:15 PM

მე ხარკად ვუხდი...


ქარი უხილავ აფრით ქრის ისევ,

ფიქრთა ნიჟარის გროვაში გრიყავს,

რა ვქნა, უშენოდ არ მყოფნის სივრცე,

რომ დავაფრქვიო გულთბილი სიტყვა.


და როგორც ცაზე უხილავ მუხტით

კრიალა სივრცე იწყებს ალებას,

ისე შენს ღიმილს მე ხარკად ვუხდი

სიცოცხლეს, რაც შენ არ გებრალება.


* * *

სისხლი ხარ თეთრი

ფესვში ჩამდგარი,

ჩემთვის ლექსიც ხარ

და ხარ არიაც...

ნაზი ზმანების

შენ ხარ სიზმარი,

ისეთი, როგორც

თვით სიზმარია.


პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 22 2008, 09:58 PM

მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი!

პოსტის ავტორი: arizona თარიღი: Apr 23 2008, 10:53 AM

ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2008, 11:07 AM

ციტატა(ninela @ Apr 22 2008, 09:58 PM) *

მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი!



ციტატა(arizona @ Apr 23 2008, 10:53 AM) *

ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს



უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, თბილი სიტყვები რომ არ დაიშურეთ a025.gif a025.gif



* * *

სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია,

რომ მის სიდიდეს ვერ გასწვდება სხივის შორება,

კეკლუცია და მოხდენილი, - ისე ნაზია

ეს სილამაზე მთელ სამყაროს გაუტოლდება.


სად არ ვყოფილვარ - საჰარაში სილაც მიზილავს,

ვწვევივარ ანდებს, ავსტრალიას, თოვლიან ალპებს,

კოლხეთი ჩემი, რომ ვადარებ, წაჰგავს ზიზილოს,

გადაფურჩქნული ჯგროდ რომ იცის მაისის დამლევს.


ნიტარბის მთიდან მიცქერია ზღვის ტალღებისთვის,

მზის ცად აზიდვას, მოვწვდომივარ ბაზალეთს ხელით;

შხელდას და უშბას თუ შევკრებდით ცხვრის ფარებივით,

არ ეყოფოდათ საძოვებლად შირაქის ველი.


ჩანჩქერის ძაფზე ჩამოკიდულ კალმახის წინწკლებს

არ ეყოფოდა ფიროსმანის ფუნჯის ფერები,

ნახეთ მამული, როცა ვაზი კვირტსკდომას იწყებს,

მკვდარს გაგაცოცხლებს, უმალ მიხვალ, მოეფერები.


ამიტომ, დიახ, დიდია და ბუმბერაზია

სამშობლო ჩემი, სამყაროს რომ გაეტოლება

მარტო ის რად ღირს, რომ დაგვცქერის თავზე ვარძია,

ჩემი წინაპრის სისხლნაყივლი ზეშთაგონება.


* * *

ისე ვარ ფიქრებს ჩამოკიდული

როგორც ბალახზე წვეთები წვიმის,

მაგრამ ვცოცხლდები გზაგარიყული,

ალბათ, იმიტომ რომ ცისკენ სიმით

ამიტაცებენ ჩემი ლექსები,

და მათ სიმღერებს დავესესხები.

* * *

იმქვეყნად წასვლით ვერ დავწყვიტე მე იმდენს გული,

უდროოდ წასვლით მე რამდენმაც გული დამწყვიტა.

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Apr 23 2008, 11:10 AM

მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო.
yvavilebi.gif zafxuli.gif friends.gif a025.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2008, 11:15 AM

ციტატა(ANELI @ Apr 23 2008, 11:10 AM) *

მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო.
yvavilebi.gif zafxuli.gif friends.gif a025.gif mpua.gif


ანა, ისეთი ლამაზი სიტყვები მითხარი რომ დავმუნჯდი rolleyes.gif

შენ მადლობა, რომ პოეზია გიყვარს და ჩემი და მამას უბრალო ლექსები წაიკითხე a025.gif a025.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2008, 02:15 PM

***

ისტორიისთვის საუკუნე წამია მხოლოდ,

წუთებს კი წამი ნაჩუქურთმევ დღეებად აქცევს,

ასოცის იყო პაპაჩემი ჩვენს გვარში ბოლოს,

გელაშვილების ისტორიის უბადლო მოწმე.


მდინარესავით გელათიდან მოვდივართ, მოვალთ,

საინგილომდე რომ გადავწვდით არც თუ ბევრია,

გელაშვილების სამემკვიდროს, საფიცარს ყოვლად

ქართლში, კახეთში, იმერეთში კვლავ უმღერიან.


***

ახალი ფერის ძიებაში ათენებს ღამეს,

მხატვარი იგი მოსვენებას არ აძლევს ყალამს...

ფართე გზით მიდის, ფართე თვალით უცქერის მთვარეს,

რადგანაც მთვარე ნაზ სხივებში მრავალ ფერს მალავს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2008, 10:42 AM

***

ო, როგორ მინდა ლექსი ჰგავდეს ნასუქარ ულაყს,

შოლტის გარეშე გაეჯიბროს იანვრის ქარებს;

ამოვატანდი ჩემს ნაფიქრალს ქვის კასი მულახს,

რომ უთენია მოაფრინოს შენს სახლის კარებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2016, 07:49 PM

ეს ლექსი მამამ მაშინ დაწერა, როცა დედაზე შეყვარებული იყო თავდავიწყებით smile.gif

წერილი ციცოს!

ჩემი სათქმელი ვთქვი რითმებით ალალ ლექსებად,
თითო ოროლა შეწყვეტილი სტროფებად დამრჩნენ.
სტრიქონს გაუდგამს ქართულ სიტყვის ძარღვში ფესვები,
ამ ტაეპებში შენს მოსაწონ თბილ სიტყვებს ვარჩევ.

ბევრი სათქმელი ამოვღერღე, ბევრი მოვკალი,
ბევრი გულს მიკლავს, ბევრიც დამრჩა სულის მშვენებად,
სიტყვა არ გითხრა? არ მოგწერო? - ალალ მართალი
ან არ გაგანდო ნააზრევი? რა მეშველება.

ო, როგორ მინდა დღე ნიადაგ გიყუროს თვალმა,
გთხოვ, რომ მიიღო ეს ქარაგმა ოქროს ჩქერებად.
იქნებ გემივით გაგიტაცოს ცხოვრების ტალღამ,
მაშინ ეს ლექსი ჩემს მაგივრად მოგეფერება.

ხშირად, რამდენჯერ, ენძელების მორცხვობას, კრძალვას
მივაყურადებ, მინდა შენი კარგი გავიგო,
რამდენი ბწკარით გულს დარდები შემომეცალა,
იმდენი მინდა ფეხქვეშ ფრთხილად ქეჩა გაგიგო.

ვმღერივარ - შენით, შენ გამხადე ალბათ პოეტი,
ეს წმინდა გრძნობა მრჩება როგორც რწმენა ნათელი,
რაღაც მჯეროდა, მე მჯეროდა რომ შენ გპოვებდი
და იქნებოდი ამ ლექსივით ალალ-მართალი.

შენ იცი როგორ გამახარებს შენი პასუხი?
თითთა ნაბეჭდი და აზრები ნაალერსები,
გზას გამიფონებს, ან გამითხრის საფლავს მარადის
როგორც მიწაში ჩაჭედილი მუხის ფესვები.

3 ივნისი 1966 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 01:25 PM

http://radikal.ru

მამას ლექსების წიგნი... სამწუხაროდ გარდაცვალების შემდეგ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 09:52 PM

***

ხანდახან ფიქრი ხდება მტანჯველი,
ღიმილის წყარო ისევ ფიქრია.
თოვლშიც ძევს ფიქრი როგორც ფანტელი,
ყველა ფანტელი ფიქრის ფიფქია.

***

მთის რხევა უფრო დიდია მაშინ
როცა მწვერვალით ახლოა ცასთან.
მწვერვალზე ტაშს ნუ შემოკრავ ქარში,
თორემ იქვე გაქვს ძირს ჩამოვარდნა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 03:12 PM

http://radikal.ru

smile.gif ჩვენი ოჯახის სასიხარულოდ ნიკო ხერკელაძისა და გულნაზ ხარაიშვილის ავტორობით გამოსულ წიგნში "პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე" შევიდა მამას ლექსი "გიორგი სააკაძე".

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2017, 11:16 AM

http://radikal.ru

http://radikal.ru

,,აქ ხომ ზეცის სარტყელია, მშობლიური მხარეა!"

ნიკოლოზ გელაშვილი

ხაშურელ პოეტთა ძველ თაობას, ალბათ, ახსოვს სარტყელელი გლეხკაცი ნიკოლოზ გელაშვილი, რომლის ლექსების წიგნი "სიცოცხლის გაგრძელება" მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. წიგნის წინასიტყვაობაში იოსებ ნონეშვილი წერდა: "ნიკოლოზ გელაშვილი პოეზიის უბრალო ჯარისკაცი იყო, მაგრამ უბრალო ჯარისკაცები დიდ ბრძოლებში მონაწილეობენ და მასაც ამ დიდ ბრძოლებში თავისი სანგარი და თავისი საბრძოლო იარაღი გააჩნდა...

ლექსად უთქვამს ნახევარი საუკუნის მანძილზე გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარული, მაგრამ თავის მშვენიერ სოფელ სარტყელას როდი გაუცილებია ისინი, როდი აუტალახებია დედაქალაქის რედაქციების კარები. ლექსის წერა ყველა ქართველისათვის ჩვეულებრივ თვისებად მიაჩნდა თურმე, ამიტომაც არ უცდია მათი გამოქვეყნება".
ჩვენ კი ჩვენს მისტერიას გვინდა შევუერთოთ მისი ლექსი "ჩემს სოფელს_ სარტყელას":

ჩემი გული შენ გეკუთვნის,
სხვაგან როგორ დარჩება.
ვიცი მადლი მიწის, გუთნის,
არ მღალატობს მარჯვენა.
ჩემი გარჯით კარ_მიდამო
მინდა დავამშვენო და
როგორ უნდა ავიტანო
აბა, მე უშენობა.?
ვჩქარობ, თუნდაც სტუმრად ვიყო
ო, რა ძალა გქონია,
შენს გარეშე ყოველი დღე
საუკუნე მგონია.
აქ ხომ ზეცის სარტყელია,
მშობლიური მხარეა,
უშენოდ არ შემიძლია,
შენსკენ მომიხარია.

ნ. გელაშვილის წიგნის შესახებ მაშინ "გამარჯვების გზის" რედაქტორი ბატონი სულიკო ძინძიბაძე წერდა: "ძნელია ერთ საგაზეთო სტატიაში დეტალურად, მთელი სიღრმით იქნას განხილული შემოქმედის ყველა ნაწარმოები, რომლებიც მართლაც "ლექსად ნათქვამი გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარულია".
მისი წიგნის გამოსვლა სიხარულისა და სიამაყის საგნად იყო ყველა ხაშურელისათვის, რადგან უკვალოდ არ გაქრა ამ ნიჭიერი გლეხკაცის პოეტური მემკვიდრეობა.

ნიკოლოზ გელაშვილს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. მისი ვაჟი _ ფრიდონ გელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ორი მონოგრაფიისა და 50_ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო შვილიშვილები დღესაც ინახავენ მის ხსოვნას და შემოქმედებას.
ხაშურის ისტორიას კი კარგა ხანს გაჰყვება ,,გამარჯვების ქუჩის" ხეივნის სილამაზე, რომელიც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სახელზე გაშენდა. სწორედ იმ ალვის ხეებსა და ომში დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა ნიკოლოზმა ეს მშვენიერი ლექსი:

ალვის ხეები
ნოდარის ხსოვნას
გამარჯვების ქუჩა
რაც ხეივნად იქცა,
აქ ალვების ჩრდილი
და შრიალი მეფობს.
თუ თაკარა მზისგან
აღარ იწვის მიწა,
ხე აკეთებს ასეთს
საქმეს სასიკეთოს.
როგორ გაიზარდნენ,
როგორ დავაჟკაცდნენ.
ოცდახუთი წელი
დიდი დროა განა?
შეხეთ, ალვის ხენი
უკვე ზეცას აწვდნენ
მთელი ქუჩის გასწვრივ
მხედრებივით დგანან.
ფესვმაგარო ხენო,
იშრიალეთ მარად,
დე, წერწეტა ტანით
ზეცა გაგეკვეთოთ.
თქვენ ხომ საპატიო
საქმე დაგევალათ,
თქვენ ბავშვებმა დაგრგეს
მხოლოდ სასიკეთოდ.
ალამაზებთ ქუჩას,
ქალაქს, დედამიწას...
გსურთ უკვდავყოთ ჩვენი
საქმე სასახელო.
ჩვენს დაღუპულ შვილთა
ნათელ ხსოვნას იცავთ
ფესმაგარო ხენო,
ტანწერწეტა ხენო!



ეს სიტყვები ჩემს პაპასა და მამას შესახებ, ფეისბუქზე განათავსა ხაშურის საპატიო მოქალაქემ და ძალიან კარგმა პოეტმა, ბატონმა მურად მთვარელიძემ, რის გამოცა მთელი ჩვენი ოჯახი მას მადლობას ვუხდით wub.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2023, 07:20 PM

ჩვენი ოჯახის და ყველა ხაშურელის სასიხარულოდ, ბატონმა მურად მთვარელიძემ გამოსცა წიგნი „ხაშურის ლიტერატურული ენციკლოპედია“, რომელშიც შესულია პაპა - ნიკოლოზ გელაშვილი, მამა - ფრიდონ გელაშვილი, ჩემი და - თიკა და მე. ამა წლის 28 სექტემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა წიგნის წარდგინება და პოეზიის საღამო. მადლობა ბატონ მურად მთვარელიძეს ჩვენი ოჯახის ასე დაფასებისთვის.

ფრიდონ გელაშვილი

დაიბადა 1940 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში, გლეხი-პოეტის ნიკოლოზ გელაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო საფუძვლიანი უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობაში აგრონომად, აგარის მეურნეობის მთავარ აგრონომად, ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი, მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის წოდება.
პოეტი მამის მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი, ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მისი პოეზია აგრძელებს ტრადიციებს, რასაც გელაშვილების ჯალაბმრავალ ოჯახში მისმა მამამ ჩაუყაროს საფუძველი. ესაა სამშობლოს სიყვარული, ჰუმანიზმი, ადამიანის მოვალეობა, კაცობის საზომი...
ფრიდონ გელაშვილის ლექსი „გიორგი სააკაძე“ შეტანილია წიგნში „პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე“.
პოეტის სულის მოძრაობას კარგად გამოხატავს ეს სტრიქონები:
„გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი,
და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ თავგამეტებით“.
გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია ხაშურში, ზემო სერის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია:
ფრიდონ გელაშვილი, „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“, თბ. 2000წ.
ლიტერატურა:
გაზ. „ხაშურის მოამბე“, 1995 , 1-21 მარტი, N3

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)