IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 01:58 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ ვისაუბროთ....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 03:04 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ობიექტურობისთვის, "კვირის პალიტრის" სამხედრო ანალიტიკოსის სტატია:

მოხვდა, მოხვდა... ახალი ზალპი!

100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - რუსი აგრესორების ზარალის 80% ქართველი არტილერისტების ზუსტი სროლების შედეგია

რუსი აგრესორების საქართველოს გულიდან, ქართლიდან გასვლის შემდეგ უკვე შეიძლება ერთ საიდუმლოებას ავხადოთ ფარდა - ქართლის ოკუპაციის დღეებში რუსი სამხედრო ბარბაროსები, გგონიათ, ტყუილად წვავდნენ ჩვენს ტყეებს ან მათი შვეულმფრენები და ჯავშანჯგუფები უაზროდ დაეხეტებოდნენ? სულაც არა - რუსი დამპყრობლები ქართლის ტყეებსა და ხეობებში გაშმაგებით ეძებდნენ ქართულ არტილერიას, რომელიც ჩვენმა არტილერისტებმა უკან დახევის შემდეგ გადამალეს!

ხელში ჩაიგდეთ ქართველი არტილერისტები, გაანადგურეთ მათი ტექნიკა! - ასეთი ბრძანებები ისმოდა რუსი დამპყრობლების რადიოეთერში და იცით, რატომ? - საქართველოში შემოჭრილმა რუსმა აგრესორებმა უზარმაზარი და უზუსტესი საარტილერიო დარტყმები მიიღეს და დიდი მსხვერპლიც ნახეს.

«როგორც 1992-93 წლებში - აფხაზეთში, ისე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან, ქართულმა არტილერიამ თავისი სიტყვა თქვა და მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენა. რამდენიმე რუსული კოლონა ცხინვალის გზაზე დავადუღეთ, რუსებს დიდი მსხვერპლი აქვთ, რასაც მალავენ», - განაცხადა ჩვენთან საუბარში საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც აფხაზეთის ომის დიდი გამოცდილება აქვს.

«100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - აი, ასეთი ზიანი მივაყენეთ ჩვენი არტილერიით რუსულ სამხედრო კოლონებს, - ამბობს საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, - ეს თითიდან გამოწოვილი ციფრები არ გეგონოთ, ჩვენ ოთხი სათვალთვალო პუნქტი გვქონდა განთავსებული ცხინვალისა და ჯავის რაიონების სიახლოვეს, სტრატეგიულ წერტილებში, სადაც საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლები ისხდნენ. ისინი ძლიერი ოპტიკური ხელსაწყოებითა და ლაზერული მანძილმზომებით აკვირდებოდნენ ჩვენ მიერ ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების დაცემის ადგილებს და საცეცხლე პოზიციაზე გადმოგვცემდნენ მიზნების ზუსტ კოორდინატებს. სწორედ მათ დაითვალეს მტრის კოლონების ზიანი და ამიტომაც ეს ციფრები სინამდვილესთან ყველაზე ახლოსაა», - ამატებს პოლკოვნიკი ცუხიშვილი.

ქართულმა არტილერიამ პირველი ცეცხლი 7 აგვისტოს საღამოს გახსნა, მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ახლომდებარე ქართულ სოფლებს სროლა კვლავ აუტეხეს და იერიშზე გადასვლაც სცადეს.

მტერს ერთდროულად ქართული არტილერიის 300 ლულა მაინც ესროდა! მათ შორის საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი «პიონები», 160 მმ-იანი ებრაული «გრად-ლარები», 152 მმ-იანი «აკაციები», «გიაცინტები» და «დანები», 122 მმ-იანი «გრადები» და RM-70-ები, აგრეთვე ქვეითი ბრიგადების Д-30-ები და «მსტები»...

ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - «პიონების» ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური იხსენებს: - გორთან, სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა. ეს მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ, მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს! სამაგიეროდ, მტერს 600 ცალი 203 მმ-იანი ჭურვი მაინც ვესროლეთ. წარმოიდგინეთ, რას უზამდა რუსულ ჯავშანკოლონას 110 კგ-იანი ფუგასური ჭურვები. სერჟანტმა თემურ კეკოშვილმა როგორც კი გაიგო, რომ ოსებმა და რუსებმა დიდი ლიახვის ხეობაში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს, მტერს თავისი «პიონიდან» 200-მდე ჭურვი ესროლა! მიზანს ერთიც არ ასცდენია, რადგან მის «პიონში» ჩვენი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო მემიზნე, კაპრალი არჩილ ტუღუჩი იჯდა...

- ძალზე ეფექტიანად იმუშავეს «გრად-ლარის» დანადგარებმა, 300-მდე რაკეტა მაინც გაუშვეს. საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრში ვიმყოფებოდი, სადაც მოდიოდა ყველა ინფორმაცია მტრის კოლონების გადაადგილების შესახებ. ძარის შემოვლით გზაზე, დიდ გუფთასთან და ცენტრალურ გზაზე მოწინააღმდეგის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ჩვენმა მეთვალთვალემ ოპერატიული მართვის ცენტრში ერთ-ერთი ასეთი კოლონის კოორდინატები მოგვცა და ჩვენი «გრად-ლარებიც» ამუშავდნენ. საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენმა მეთვალთვალემ გადმოგვცა, რომ რუსული ჯავშანკოლონიდან უვნებლად მხოლოდ ორი მანქანაღა გადარჩა, - იხსენებს არტილერიის ბრიგადის პოლკოვნიკი ოთარ ვაჩეიშვილი.

ჩვენ საარტილერიო ორთაბრძოლა პირწმინდად მოვუგეთ რუსულ არტილერიას. მათი კონტრსაარტილერიო ბრძოლა არც კი გვიგრძნია, ერთადერთი - რუსული ავიაცია გვიტევდა, რომელიც გამუდმებით გვბომბავდა, მაგრამ ჩვენ მიერ კარგად შერჩეული პოზიციების გამო (და იმიტომაც, რომ საცეცხლე პოზიციებს ხშირად ვიცვლიდით) საარტილერიო ბრიგადის საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაზიანებულა (შეიძლება რუს პილოტებსაც ეშინოდათ საზენიტო არტილერიისა და ბომბებს დაუმიზნებლად ყრიდნენ), მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაგვეჭრა, - ერთხმად ამბობენ საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები.

სამწუხაროდ, დანაკლისი ჰქონდათ მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის არტილერისტებს, რომლებიც უშუალოდ ცხინვალთან გმირულად იბრძოდნენ და მათი საცეცხლე პოზიცია რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პირდაპირ დაბომბვაში მოყვა...

ქართულმა არტილერიამ ამ სამდღიან, მაგრამ ჩვენთვის ძალზე რთულ ბრძოლებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც «ომის ღმერთია», რომ არა მტრის ავიაციის სრული საჰაერო გაბატონება, ქართველი არტილერისტები საცეცხლე პოზიციებს ცხინვალთან ახლოს გადაიტანდნენ, საიდანაც მარჯვედ მისწვდებოდნენ როკის გვირაბს და გზას...

საარტილერიო ბრიგადა დღეს გორში დაბრუნდა, სადაც სამხედრო ბაზა რუსმა აგრესორებმა გაანადგურეს. ბრიგადას აქვს რამდენიმე ერთეული «პიონისა» და «დანას» დანაკლისი, რომლებიც მტერმა საცეცხლე პოზიციაზე ვერ გაანადგურა, მაგრამ ტყეში გადამალული იპოვა და ააფეთქა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა არტილერისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბრძოლა და თანაც მარჯვედ! ბევრმა საბრძოლო ნათლობა მიიღო, შესაბამისად, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ამაღლდა.

ყველაფრის მიუხედავად, ქართველ არტილერისტებს შეუძლიათ ამაყად თავაწეულებმა თქვან, რომ ბრძოლა მტრის ურდოებთან არ წაუგიათ!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   კონფლიქტური ზონები   Aug 29 2008, 01:58 PM
zedela   ისე გუშინ ერთმა მო...   Aug 29 2008, 02:08 PM
კანონისტი   zedela ახლა? მეეჭვება....   Aug 29 2008, 02:09 PM
zedela   ხო გუშინ ღამე:(   Aug 29 2008, 02:14 PM
კანონისტი   მსოფლიოს ეკლესიათ...   Aug 29 2008, 02:34 PM
Giorgi-   ამ ორი კვირის განმ...   Aug 29 2008, 02:48 PM
ნიანია   ეს ისტორია დღეს გა...   Aug 29 2008, 02:52 PM
Giorgi-   ნიანია ბოლომდე არ ...   Aug 29 2008, 02:58 PM
კანონისტი   ობიექტურობისთვის, ...   Aug 29 2008, 03:04 PM
კანუდოსელი   Giorgi- კანონისტი აი ეგ ...   Aug 29 2008, 04:02 PM
კანონისტი   კანუდოსელი ის მაი...   Aug 29 2008, 04:03 PM
კანუდოსელი   კანონისტი უნდა იყო...   Aug 29 2008, 04:10 PM
Giorgi-   კანუდოსელი საქმე ...   Aug 29 2008, 04:11 PM
მნათე   კანუდოსელი უფალმა...   Aug 29 2008, 04:12 PM
Giorgi-   ამასგარდა სააკაშვ...   Aug 29 2008, 04:13 PM
გიორგი   მესამე გამანადგურ...   Aug 29 2008, 04:14 PM
კანუდოსელი   Giorgi- შენი ჭირიმე არმ...   Aug 29 2008, 04:14 PM
ნიანია   იცით რა მაინტერესე...   Aug 29 2008, 04:14 PM
კანუდოსელი   მნათე მოდი გაიარე ...   Aug 29 2008, 04:15 PM
Giorgi-   გიორგი ისე ეგ გემ...   Aug 29 2008, 04:15 PM
გიორგი   ნიანია ეგ დღემდე გ...   Aug 29 2008, 04:20 PM
ნიანია   ჰოო. რასაც ვფიქრობ...   Aug 29 2008, 04:21 PM
Giorgi-   გიორგი ფაქტია, რო...   Aug 29 2008, 04:24 PM
ნიანია   უკაცრავად რაღაც ვ...   Aug 29 2008, 04:27 PM
კანუდოსელი   ნიანია გნდა პერსო...   Aug 29 2008, 04:27 PM
გიორგი   Giorgi- ასე, არავინ არა...   Aug 29 2008, 04:28 PM
კანუდოსელი   Giorgi- ეჭვი გეპარება რ...   Aug 29 2008, 04:30 PM
გიორგი   ნიანია თვითმფრინა...   Aug 29 2008, 04:30 PM
ნიანია   რა კარგად გამოგვიყ...   Aug 29 2008, 04:31 PM
გიორგი   კანუდოსელი ვნახოთ...   Aug 29 2008, 04:31 PM
Giorgi-   კანუდოსელი ამაზე ...   Aug 29 2008, 04:31 PM
ნიანია   როგორ დამამშვიდე   Aug 29 2008, 04:32 PM
კანუდოსელი   Giorgi- ჰმ...მერკელის გა...   Aug 29 2008, 04:35 PM
Giorgi-   კანუდოსელი ესაა ს...   Aug 29 2008, 04:35 PM
გიორგი   კანუდოსელი იცი რა...   Aug 29 2008, 04:37 PM
Giorgi-   მეც ასე ვფიქრობ, თ...   Aug 29 2008, 04:39 PM
ნიანია   მე აქ ცოტა ომის თემ...   Aug 29 2008, 04:39 PM
კანუდოსელი   Giorgi- და ამით დაშოშმი...   Aug 29 2008, 04:42 PM
გიორგი   ნიანია ცუდია, სხვა...   Aug 29 2008, 04:44 PM
კანუდოსელი   ნიანია არაფერ დამ...   Aug 29 2008, 04:47 PM
Giorgi-   კანუდოსელი მეც ევ...   Aug 29 2008, 04:49 PM
გიორგი   კანუდოსელი ცოტა ფ...   Aug 29 2008, 04:52 PM
კანუდოსელი   გიორგი არ მინდა შე...   Aug 29 2008, 04:54 PM
Giorgi-   როგორ? 7 ათას დოლარ...   Aug 29 2008, 04:55 PM
ნიანია   გორში და ცხინვალი...   Aug 29 2008, 04:55 PM
კანუდოსელი   ავოიეეეე.... სუპერდ...   Aug 29 2008, 04:55 PM
გიორგი   Giorgi- ნუ, ახლა აშკარა ...   Aug 29 2008, 04:56 PM
კანუდოსელი   ნიანია ეს ხალხი იმ...   Aug 29 2008, 04:57 PM
Giorgi-   კანუდოსელი გიორგი...   Aug 29 2008, 04:57 PM
ნიანია   კი მეც მაგ განწყობ...   Aug 29 2008, 05:00 PM
კანუდოსელი   Giorgi- შენი ჭირიმე რა ...   Aug 29 2008, 05:01 PM
გიორგი   კანუდოსელი დამერწ...   Aug 29 2008, 05:01 PM
კანუდოსელი   ნიანია უნდა უკმიო ...   Aug 29 2008, 05:03 PM
გიორგი   ნიანია გუნდრუკი ა...   Aug 29 2008, 05:04 PM
კანუდოსელი   გიორგი შედარებებ...   Aug 29 2008, 05:04 PM
გიორგი   კანუდოსელი ეს თვი...   Aug 29 2008, 05:06 PM
კანუდოსელი   გიორგი მორატორიუ...   Aug 29 2008, 05:06 PM
ნიანია   ხო მაგრამ აქ შეუქმ...   Aug 29 2008, 05:08 PM
კანუდოსელი   ნიანია პოლიტკორექ...   Aug 29 2008, 05:08 PM
გიორგი   ნიანია ნუ, ახლა კონ...   Aug 29 2008, 05:10 PM
ნიანია   :rolleyes: ეჰ, მე ყველაზ...   Aug 29 2008, 05:11 PM
კანუდოსელი   გიორგი წმინდაწყლ...   Aug 29 2008, 05:13 PM
Giorgi-   კანუდოსელი მოკლე...   Aug 29 2008, 05:13 PM
გიორგი   არა მგონია იცოდე რ...   Aug 29 2008, 05:13 PM
ნიანია   გლობალური პოლიტი...   Aug 29 2008, 05:14 PM
კანუდოსელი   ნიანია არანაირი ომ...   Aug 29 2008, 05:14 PM
ნიანია   რამდენადაც მახსო...   Aug 29 2008, 05:15 PM
კანუდოსელი   სწორედ იგივე მოტი...   Aug 29 2008, 05:16 PM
გიორგი   კანუდოსელი შენ და ...   Aug 29 2008, 05:19 PM
Giorgi-   კანუდოსელი ჰოდა გ...   Aug 29 2008, 05:23 PM
გიორგი   ნიანია ცალსახად ვ...   Aug 29 2008, 05:24 PM
staywhite   კანუდოსელი ნამდვ...   Aug 29 2008, 05:26 PM
გიორგი   staywhite მესამე გემი, რო...   Aug 29 2008, 05:27 PM
Giorgi-   თუ ასე გააგრძელეს,...   Aug 29 2008, 05:27 PM
sable   თუ ასე გააგრძელეს, ...   Aug 29 2008, 06:12 PM
კანუდოსელი   staywhite :(   Aug 29 2008, 05:29 PM
გიორგი   Giorgi- +1   Aug 29 2008, 05:29 PM
კანონისტი   კანუდოსელი ერთი კი...   Aug 29 2008, 05:29 PM
გიორგი   ამ ხალხს უნდა რომ ო...   Aug 29 2008, 05:32 PM
Giorgi-   გიორგი "ამ ხალხს...   Aug 29 2008, 05:40 PM
ნიანია   ომის შედეგად დაკა...   Aug 29 2008, 05:41 PM
Giorgi-   კანუდოსელი ისე მო...   Aug 29 2008, 05:42 PM
კანონისტი   ნიანია და რატომ აწ...   Aug 29 2008, 05:44 PM
Giorgi-   კანონისტი საერთა...   Aug 29 2008, 05:46 PM
staywhite   კანონისტი დათო, აქ...   Aug 29 2008, 05:47 PM
ნიანია   შე ოჯახაშენებულო, ...   Aug 29 2008, 05:50 PM
staywhite   კანონისტი ოსები ა...   Aug 29 2008, 05:50 PM
გიორგი   მე გავედი აბა, დროე...   Aug 29 2008, 05:51 PM
კანონისტი   staywhite ამაშია ნანა სა...   Aug 29 2008, 05:53 PM
Giorgi-   არა, ამ ყველაფრით ...   Aug 29 2008, 05:54 PM
ნიანია   კიდევ ერთი დიდიიი...   Aug 29 2008, 05:54 PM
staywhite   კანონისტი მე ვაღი...   Aug 29 2008, 05:55 PM
კანონისტი   ნიანია პრეზიდენტი...   Aug 29 2008, 05:56 PM
ნიანია   სამწუხაროდ გავდივ...   Aug 29 2008, 05:56 PM
კანონისტი   staywhite გაიხარე. მეც მა...   Aug 29 2008, 05:57 PM
staywhite   დღეს ძალიან ძნელია...   Aug 29 2008, 06:02 PM
კანუდოსელი   კანონისტი მიშას მო...   Aug 29 2008, 06:08 PM
staywhite   კანუდოსელი პირად...   Aug 29 2008, 06:19 PM
კანუდოსელი   sable აი მანდ ვარ მეც......   Aug 29 2008, 06:40 PM
კანონისტი   კანუდოსელი რაც გი...   Aug 29 2008, 06:45 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 02:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი