IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> დიდაქე, მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
afxazi
პოსტი Jun 19 2010, 02:42 PM
პოსტი #21


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



dzvelmartlmadidebeli

ციტატა
მითუმეტეს ედ. ჭელიძე, რომელიც ასრულებს ოფიციალური ეკლესიის დაკვეთებს და ღალატობს მეცნიერულ პრინციპებს.


მე გირჩევ, რომ თავი შეიკავო ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, ამასთან უსაფუძ[ლო ბრალდებისგან. საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს მოტანილი ედიშერს, სადა თავზე დასხმით აღსრულებული ნათლობა არ არის უარყოფილი ეკლესიის მამათაგან. ერთ-ერთი გავიხსენე კიდეც, წმინდა მინას ცხოვრება, სადაც ამგვარად აღსრულებული ნათლისღებაა გადმოცემული.

არ გეწყინოს, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ძალიან ცალმხრივი განხილვაა.

ასეთი ლოგიკით აპოკალიფსის წიგნს არაერთი საეკლესიო მამა არ თვლიდა განხილვის ღირსად, გრიგოლ ღვთისმეტყველი საერთოდ უარყოფდა მას, თუმცა იგი ეკლესიამ მიიღო.

ხო სხვა მხრივ განხილვა კი მეზარება, რადგან ვფიქრობ ამაოდ მეტყველება უფრო იქნება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 19 2010, 03:40 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



dzvelmartlmadidebeli

ფაქტია რომ სჯულისკანონმა კატეხიზმოდ შერაცხა დიდაქე,
და სხვანაირად ხედვა სჯულისკანონის შეურაცხყოფაც გამოვა
რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ეჭვებს, ეს ყოველთვის საკამათო იქნება და ეს საკითხიც უსასრულოდ გაგრძელდება,
რადგან რეალურად არაფერი გვიჭირავს რის საფუძველზეც ვიტყვით რომ დიდაქე არ არის მოციქულთა სწავლება და წერტილს დავუსვამთ საკითხს..
ვერსიების და ეჭვების დონეზე კი დასკვნების გაკეთება არაგონივრულია, რადგან ბიბლიის მევნიერიული განხილვაც 'ამოწმებს' მასში არსებულ შეცდომებს, და ეჭვქვეშ აყენებს მის სისწორეს ან ღვთაებრიობას..

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 19 2010, 03:49 PM
პოსტი #23


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



sopo...
ციტატა
და საერთოდ , თუ ოდესმე დავრწმუნდი რომ ღმერთი თითების გამო შეაჩუენებს ან ნათლობის ფორმის - როცა შინაარსი ქრისტიანულია და მიზანი ღვთის დიდება, ალბათ სულ შევაქცევ ზურგს რწმენას..


არ შეიძლება სარწმუნოებაზე და ღმერთზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით მსჯელობა.

"თუ ამას შეაჩვენებს... ზურგს შევაქცევ რწმენას" ეს არის საკუთარი წარმოდგენებით ლაპარაკი ღმერთზე. ეს ცოდვაა. არ შეიძლება ასე ლაპარაკი.

ღმერთმა ბევრი ისეთი რამ შეიძლება დაუშვას, რაც ჩვენს გაგებას და ცნობიერებას აღემატება, მაგრამ ნებისმიერი დაშვება ღმრთისადმი რწმენით უნდა მივიღოთ და არა კრიტიკით. რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა და რა არა ერთმა ღმერთმა იცის.

თანაც ჩვენ უნდა დავმორჩილდეთ რწმენას, შევეწყოთ მას, შევუთანხმოთ მას ჩვენი გონება და ცნობიერება და არა პირიქით, ის შევათანხმოთ ჩვენს წარმოდგენებთან. თუ ასე არ მოვიქცევით, უეჭველად გავშორდებით უფალს და წარვწყმდებით.

სულით და გულით არ გისურვებ ასე, არც მსჯელობას და არც მოქმედებას.

თქვენ რატომღაც არ ფიქრობ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითზე, კერძოდ, სიმბოლოების მნიშვნელობის საკითზე.

ვინემემ რომ ჯვარი თავდაყირა დაიკიდოს მკერდზე და ასე ატაროს, ჩათვლით თუ არა მას მკრეხელად და თუ ამის ქადაგებასაც დაიწყებს მწვალებელი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, რომელიც დატვირთულია შინაარსით და მისი დარღვევა შინაარსის დარღვევას იწვევს.

შეიძლება ადამიანი აღიარებდეს წმ. სამებას, მაგრამ ნათლავდეს ერთგზისი შთაფვლით. რწმენა სწორი აქვს, თუმცა ნათლობა არა. მისი ნათლობა მის სარწმუნოებას ვერ გამოხატავს. და უნდა თუ არა, ჩაითვლება მწვალებლად თუ არ შეისმინა გაფრთხილება და არ გაასწორა.

ისე თუ ვიმსჯელებთ, როგორც შენ, და ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ, რაღა საჭირო იყო თუნდაც ამ კანონში, ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? ყოფილიყო ესეც. ის მწვალებლებიც ხომ სამების სახელზე ნათლავდნენ. იტყოდნენ, თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთიგზისი შთაფვლით ვაკეთებთო. რას ეტყოდით?

როგორ ფიქრობ, ის მწვალებლები, რომელთა წინააღმდეგაც მიიღეს ნათლობის ფორმულა მოციქულებმა, არ იცავდნენ თავიანთ მწვალებლურ ფორმას?

იცით რამდენი ფორმაა (სიმბოლოა) მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში? რა იქნება მათაც თუ მცირე მნიშვნელობის მქონედ ჩავთვლით?

პასუხს წმ. ბასილი დიდი მოგვცემს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე, უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".

ხედავთ, "სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში"-ო. ეს კი დოგმატურ სწავლებებს ნიშნავს. ასე, რომ მთლად ისე მარტივად როდია საქმე, შენ რომ წარმოგიდგენია.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 19 2010, 04:04 PM
პოსტი #24


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



afxazi
ციტატა
მე გირჩევ, რომ თავი შეიკავო ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, ამასთან უსაფუძ[ლო ბრალდებისგან. საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს მოტანილი ედიშერს, სადა თავზე დასხმით აღსრულებული ნათლობა არ არის უარყოფილი ეკლესიის მამათაგან. ერთ-ერთი გავიხსენე კიდეც, წმინდა მინას ცხოვრება, სადაც ამგვარად აღსრულებული ნათლისღებაა გადმოცემული.

არ გეწყინოს, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ძალიან ცალმხრივი განხილვაა.

ასეთი ლოგიკით აპოკალიფსის წიგნს არაერთი საეკლესიო მამა არ თვლიდა განხილვის ღირსად, გრიგოლ ღვთისმეტყველი საერთოდ უარყოფდა მას, თუმცა იგი ეკლესიამ მიიღო.

ხო სხვა მხრივ განხილვა კი მეზარება, რადგან ვფიქრობ ამაოდ მეტყველება უფრო იქნება.


კეთილი. სხვაგვარად ვიტყვი. ბ-ნი. ჭელიძის წიგნი "ეკლესია - სძალი უფლისა" არის პოლემისტური ხასიათის, რომელიც კონკრეტული პიროვნებების მიერ დაწერილი შეხედულებების საპასუხოდ დაიწერა. ამ შეხედულებებიდან და მტკიცებულებებიდან ზოგი არასწორი იყო, ზოგიც სწორი და მართებული. თვით ჭელიძე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ივიწყებს მეცნიერული მსჯელობის პირინციპებს და საკითხს კონკრეტული კონფესიური ინტერესიდან გამომდინარე განიხილავს.

მგონი ეხლა უფრო კორექტულად ვთქვი. smile.gif

ედიშერ ჭელიძის მიერ განხილულ ზოგიერთ მაგალითს შეიძლება შევეხოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მან დამალა უმთავრესი მომენტი: მართლმადიდებლურ სამყაროში ამ საკითხთან არაერთგვაროვანი მიდგომაა.

სამწუხაროდ, ეხლა დრო არ მაქვს, რომ დეტალურად გადმოგცე რაში მდგომარეობს ეს არაერთგვაროვნება, მას მომავალ პოსტებში აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ ერთს კი უცებ დავიმოწმებ. კერძოდ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილს, რომელიც თავის ანტილათინურ თხზულებაში გრდემლი, მე-20 თავში, რომელიც ლათინურ წყალპკურების საწინააღმდეგოდ და სამხილებლად დაიწერა (ეს თავი მთლიანად შეგიძლიათ იხილო აქ: http://www.oldorthodox.ge/sxv_orbelishvili.html წერს:

"ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, ... არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".

ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".

და ეს, დაწერა ქართლის კათალიკოსმა ბესარიონ ორბელიშვილმა (მე-18 ს.).

დანარჩენი მოგვიანებით.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 19 2010, 05:32 PM
პოსტი #25


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



dzvelmartlmadidebeli

ციტატა
ისე თუ ვიმსჯელებთ, როგორც შენ, და ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ, რაღა საჭირო იყო თუნდაც ამ კანონში, ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? ყოფილიყო ესეც. ის მწვალებლებიც ხომ სამების სახელზე ნათლავდნენ. იტყოდნენ, თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთიგზისი შთაფვლით ვაკეთებთო. რას ეტყოდით?


არ ვიცი რამდენად კარგად იცნობ ერესების ისტორიას, თუმცა ფაქტია, რომ ნაკლებად იცნობ.

ერთგზის შთაფვლის საწინააღმდეგო კანონი სწორედ იმიტომ იქნა მიღებული, რომ ის მწვალებლობები, რომლებიც ამ ფორმით აღასრულებდნენ ნათლობას ამას იმის გამო აკეთებდნენ, რომ სამებას უარყოფდნენ. აღიარებდნენ ღმერთის ერთ პიროვნულობას. მათი სწავლებით მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები იყო მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც შთაფლავდნენ ერთხელ ნათლობისას. ამას აკეთებდნენ ვთქვათ მაკედონიანელები.

გარეგნულ ფორმას ცხადია აქვს მნიშვნელობა და არცთუ ისე უმნიშვნელო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნათლობის შესახებ, უპირველესად მისი არსი უნდა გავითვალისწინოთ. ნათლისღების დროს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაცხოვართან ერთად თანადავეფლებით და თანაღვდგებით. ანუ ესაა ძველი ადამიანის დასაფლავება და ახალია ადამიანის აღდგომა. მოკლედ არსი ასე გადმოიცემა. შესაბამისად გარეგნული ფორმა ამას უნცდა ცხადყოფდეს. ეს კი აღსრულდება სამების სახელით ნათლისღებით და სამგზის შთაფვლით წყალში.

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ არიანელები (ძე ღმერთის ქმნილებად გამომცხადებლები) და მაკედონიანელები (სულიწმინდის ქმნილებად გამომცხადებლები), ადამიანებს წმინდა სამების იმ შინაარსით ნათლავდნენ, როგორი შინაარსიც ამ დოგმატს მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს. მაგრამ II მსოფლიო საეკლესიო კრებამ თავისი მეშვიდე კანონით შემდეგი რამ განაწესა:

მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.

საინტერესოა რატომ? თუმცა ამჯერად ამ საკითხს არ ვეხები.

რაც შეეხება დასხმით ნათლობას. ეკლესიას არ დაუგმია დასხმითი ნათლობა და თუკი შთაფვლითი ნათლობა იქადაგა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნათლობის დასმითი წესით აღსრულება არამართებულად მიიჩნია. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ უქმდება ნათლისღების არსი, რადგან წყალი რომელიც მას თავზე ესხმევა (და არა შუბლზე ვთქვათ, არამედ ადამიანის ზემოთა უკიდურეს ნაწილს) განასახიერებს მის თავზე მიწის დაყრას.

მაგრამ თუ მაინცდამაინც წყაროებზე მიდგება საქმე, სამწუხაროდ არ მიმიწვდება ხელი ედიშერის წიგნზე, სადაც არაერთი წყარო აქვს დამოწმებული დასხმითი ნათლისღების შესახებ (ერთ-ერთი ვახსენე კიდეც, რომელსაც სამწუხაროდ მოსაუბრემ წაუყრუა). მალე ალბათ ვიშოვი და დავდებ იმ ციტატებს.

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით,


აქ სადმე წერია, რომ თავზე ასხამდნენ ისინი. პირიქით, როგორც ვიცი შუბლზე მცირედ წყალს ასხურებდნენ და ამიტომაც დაიწერა ეს სიტყვები. აქ საუბარია თავზე, უკიდურეს წერტილზე წყლის დასხმაზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 19 2010, 10:39 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



dzvelmartlmadidebeli
ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 19 2010, 04:49 PM) *

ღმერთმაბევრი ისეთი რამ შეიძლება დაუშვას, რაც ჩვენს გაგებას და ცნობიერებას აღემატება, მაგრამ ნებისმიერი დაშვება ღმრთისადმი რწმენით უნდა მივიღოთ და არა კრიტიკით. რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა და რა არა ერთმა ღმერთმა იცის.
განსაცდელი სხვა რამეა, ამის გამოცდილება სიტყვაზე მენდეთ არ მაკლია, და არ შემიქცევია ზურგი..
მაგრამ ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა კიდევ სხვა, ღვთისკენ ვისწრაფვით იმიტომ რომ მასთან გვინდა, გვიყვარს , მოგვწონს სიკეთე, მაგრამ თუ ჩვენი წარმოდგენა შეიცვლება, ეს სურვილიც მასთან ყოფნის გაქრება.. ფორმას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხებს ასე არ ვაფასებ ანუ ვფიქრობ ფორმა სწორია ნათლობის ჯვრისგამოსახვის.. და ის ვთქვი რომ თუ ასეთი ზედაპირული შეიძლება ღვთის რისხვის მიზეზი იყოს რომელთა მცდრობასაც ვერ ვხედავ, , სიყვარულის ღმერთის რომელმაც პირველი ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, არათუ თითები, ცოდვებიც არ დაუთვალა, მაშინ.. ნუ მოკლედ რაც ვთქვი.. ყოველშემთხვევაში თუ მე გადავწყვეტ, პასუხისმგებლობაც ჩემია, ნუ გეშინია.


ამ საკითხს რაც შეეხება http://cogmtl.net/Articles/025.htm
მოკლედ აქ ლაპარაკია იმაზე რომ სიტყვა "შთაფლვა" ბერძნული სიტყვა Baptizo გამოყენებულია სახარების სხვა ნაწილებშიც, კერძოდ ფარისევლების ჭამის წინ ხელის ბანის გამოსახატად, ანუ ამისთვის ხომ არ შთაეფლობოდნენ იგულისხმება დასხმა ..
IPB-ს სურათი


http://bmu.li/HPV
აქ ლაპრაკია რომ პირველი შემთხვევა დასხმით ნათლობის 251 წელს გვხვდება.
და სხვა შემთხვევბიც ასეთი ფორმის ნათლობის მოციქულთა, ეპისკოპოსების წერილებში ,
და რომ არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა რომ ნათლობა ქრისტიანულ კატაკომბებში გამოსახულია - კაცი მუხლებამდე წყალში, და ჭურჭლით დასხმის პროცესი ნათლიის მიერ.. ასევე სანათლავები აღმოჩენილია ისეთი სიღრმის რომ ფიზიკურად შთაფლვა ვერ განხორციელდობოდა და სავარაუდოა ხდებოდა დასხმით,..






User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 20 2010, 01:09 AM
პოსტი #27


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



sopo...
ციტატა
ფაქტია რომ სჯულისკანონმა კატეხიზმოდ შერაცხა დიდაქე,


რჯულისკანონს "დიდაქე" კატეხიზმოდ არ შეურაცხავს. თუ იმას გულისხმობთ, რომ წმ. ათანასე დიდმა ის საკითხავ წიგნთა შორის მოიხსენია, ხოლო ათანასეს ხსენებული ეპისტოლე (39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ) დიდ რჯულისკანონში შეიტანა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ "მოციქულთა მოძღვრება" ავტომატურად უნდა შეირაცხოს "კატეხიმოდ", რომელიც დიდმა რჯულისკანონმა დაამტკიცა. სხვათა შორის მას მოხსენიებული აქვს ჰერმესის "მწყემსი", მაგრამ ეს წიგნი "კატეხიზმოდ" არავის მიუჩნევია. თანაც, ათანასეს მიერ დასახელებული წიგნებიდან, რომლებიც ნებადართულია საკითხავად, კერძოდ, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის სიბრძნე, ესთერი, ივდითი და ტობია შეტანილია ბიბლიაში, საკითხავ წიგნებად. ჩვენ არ ვიცით ბიბლიის რომელიმე გამოცემა (ცხადია, მართლმადიდებლური გამოცემა), სადაც ათანასეს მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდან "დიდაქე" და "მწყემსი" შეეტანოს ბიბლიის შემადგენლობაში. ასე, რომ "დიდაქე" არ არის არავითარი კატეხიზმო. ან რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?


ციტატა
რადგან რეალურად არაფერი გვიჭირავს რის საფუძველზეც ვიტყვით რომ დიდაქე არ არის მოციქულთა სწავლება და წერტილს დავუსვამთ საკითხს..
ვერსიების და ეჭვების დონეზე კი დასკვნების გაკეთება არაგონივრულია, რადგან ბიბლიის მევნიერიული განხილვაც 'ამოწმებს' მასში არსებულ შეცდომებს, და ეჭვქვეშ აყენებს მის სისწორეს ან ღვთაებრიობას..


ბიბლიის რომელი რედაქცია დააყენა მეცნიერებამ ეჭვქვეშ? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, ლათინურისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობს ბიბლიის არა ერთი რედაქციით, ვულგატით, არამედ, მრავლით. რითაც მას შესაძლებლობა ეძლევა დაადგინოს ბიბლიის კრიტიკული ტექსტი და შეცდომა არ დაუშვას.

დიდაქეს რამდენი ვერსია გაგვაჩნია, რომ მისი კრიტიკული ტექსტი დავადგინოთ? მხოლოდ ერთი! და ისიც, წმიდა მამათა მიერ დაწუნებული.

დიდაქეს წინააღმდეგ ჩვენ გვიჭირავს სერიოზული მასალები თვით დიდაქედან და თუ იმას მიდასტურებთ, რომ ამ სამხილების გამო დიდაქე საჭიროებს შესწორებას, მაშინ უნდა შეწყდეს "დიდაქეს" გამოცხადება და გამოყენება ავტორიტეტულ წიგნად, ვიდრე არ დადგინდება მისი სხვა, უფრო სანდო რედაქციები.

დიდაქეში არსებულ წინააღმდეგობებზე მართლმადიდებლურ სწავლებასთან მე უკვე ვისაუბრე და ამიტომ არ განვმეორდები.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 20 2010, 01:27 AM
პოსტი #28


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



afxazi
ციტატა
არ ვიცი რამდენად კარგად იცნობ ერესების ისტორიას, თუმცა ფაქტია, რომ ნაკლებად იცნობ


როგორ გიყვარს იმის აღნიშვნა, რომ მე არ ვიცი და შენ იცი...

მე ძალიან მიყვარს განათლეუბული ადამიანები, ისეთები, რომლებიც ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ საკითხს და ნამდვილად ობიექტური და მეცნიერული დასკვნების გადმოცემა შეუძლიათ... მე არ მრცხვენია ჩემი უმეცრების აღიარება... მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ვიღაცაზე მეტი ვიცი, ვიღაცაზე ნაკლები... არავის ვეჯიბრები, არც შენ... მე უბრალოდ ვმსჯელობ და როდესაც ვერ მპასუხობენ, რატომღაც მიჩიჩინებენ, რომ "ნაკლებად ვიცი", "არ ვიცი" და ა. შ....

ისე, მაინტერესებს, მწვალებლობათა შესახებ ჯერ არ დაგვიწყია ლაპარაკი და ასე უცებ როგორ დაადგინე რომ "ნაკელბად ვიცი მწვალებლობათა ისტორია"? გულთმისანი ხომ არ ხარ?

ისე, წმიდა მამებთან წამიკითხავს, "არასოდეს შეგრცხვეს თქმისა - არ ვიცი". მეც არ მრცხვენია. საერთოდ არ ვლაპარაკობ იმაზე, რა ვიცი და რა არ ვიცი. უბრალოდ ვარჩევ იმ საკითხებს, თუ ამჩნევ, წმიდა მამათა და ისტორიული ხასიათის თხზულებების გამოყენებით, რა როგორ იყო და როგორ არის. ამიტომ, მოდი, თავი დავანებოთ იმას, მე რა ვიცი, ან შენ რა იცი, ამას დიალოგი გამოავლენს, ჩვენ განსახილველი საკითხები გავარჩიოთ, იმ ზომით, რა ზომითაც ეს ძალგვიძს თითოეულს.

ციტატა
ერთგზის შთაფვლის საწინააღმდეგო კანონი სწორედ იმიტომ იქნა მიღებული, რომ ის მწვალებლობები, რომლებიც ამ ფორმით აღასრულებდნენ ნათლობას ამას იმის გამო აკეთებდნენ, რომ სამებას უარყოფდნენ. აღიარებდნენ ღმერთის ერთ პიროვნულობას. მათი სწავლებით მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები იყო მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც შთაფლავდნენ ერთხელ ნათლობისას. ამას აკეთებდნენ ვთქვათ მაკედონიანელები.

გარეგნულ ფორმას ცხადია აქვს მნიშვნელობა და არცთუ ისე უმნიშვნელო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნათლობის შესახებ, უპირველესად მისი არსი უნდა გავითვალისწინოთ. ნათლისღების დროს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაცხოვართან ერთად თანადავეფლებით და თანაღვდგებით. ანუ ესაა ძველი ადამიანის დასაფლავება და ახალია ადამიანის აღდგომა. მოკლედ არსი ასე გადმოიცემა. შესაბამისად გარეგნული ფორმა ამას უნცდა ცხადყოფდეს. ეს კი აღსრულდება სამების სახელით ნათლისღებით და სამგზის შთაფვლით წყალში.

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ არიანელები (ძე ღმერთის ქმნილებად გამომცხადებლები) და მაკედონიანელები (სულიწმინდის ქმნილებად გამომცხადებლები), ადამიანებს წმინდა სამების იმ შინაარსით ნათლავდნენ, როგორი შინაარსიც ამ დოგმატს მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს. მაგრამ II მსოფლიო საეკლესიო კრებამ თავისი მეშვიდე კანონით შემდეგი რამ განაწესა:

მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.

საინტერესოა რატომ? თუმცა ამჯერად ამ საკითხს არ ვეხები.


მეც არ შევეხები ამ საკითხს ამჯერად, მარტო იმას ვიტყვი, რომ ეს ერთ ერთი ყველაზე საინტერსო საკითხია. რამდენადაც მე ვიცი ზოგიერთ მწვალებლებს იმიტომ არ გადანათლავდნენ, რომ მათი ნათლობა, გარეგნული, ფორმობრივი სახით, არაფრით განსხვავდებოდა მართლმადიდებლურისგან (ამის მაგალითებს მომავალში მოგიყვან).

ციტატა
რაც შეეხება დასხმით ნათლობას. ეკლესიას არ დაუგმია დასხმითი ნათლობა და თუკი შთაფვლითი ნათლობა იქადაგა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნათლობის დასმითი წესით აღსრულება არამართებულად მიიჩნია. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ უქმდება ნათლისღების არსი, რადგან წყალი რომელიც მას თავზე ესხმევა (და არა შუბლზე ვთქვათ, არამედ ადამიანის ზემოთა უკიდურეს ნაწილს) განასახიერებს მის თავზე მიწის დაყრას.

მაგრამ თუ მაინცდამაინც წყაროებზე მიდგება საქმე, სამწუხაროდ არ მიმიწვდება ხელი ედიშერის წიგნზე, სადაც არაერთი წყარო აქვს დამოწმებული დასხმითი ნათლისღების შესახებ (ერთ-ერთი ვახსენე კიდეც, რომელსაც სამწუხაროდ მოსაუბრემ წაუყრუა). მალე ალბათ ვიშოვი და დავდებ იმ ციტატებს.



მაპატიე, მაგრამ, ასეთი სნაიპერული სიზუსტით წყალპკურებით ნათლობას არც თქვენი მღვდლები ასრულებენ, როგორც ვიცი.

თქვენს ეკლესიებში მიდის ჩვეულებრივი წყალპკურებითი ნათლობა. თანაც მასობრივი. სადაც უამრავ ადამიანს ერთდროულად მიასხურებენ წყალს. ზოგს რამდენი წვეთი შეხვდება და ზოგს რამდენი... და ესენი, ყველანი "მონათლულებად" ითვლებიან...

ედიშერ ჭელიძის წიგნი მე მაქვს, და შევეცდები ყველა მაგალითი განვიხილო...


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 20 2010, 02:24 PM
პოსტი #29


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



sopo...

ციტატა
ის ვთქვი რომ თუ ასეთი ზედაპირული შეიძლება ღვთის რისხვის მიზეზი იყოს რომელთა მცდრობასაც ვერ ვხედავ, , სიყვარულის ღმერთის რომელმაც პირველი ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, არათუ თითები, ცოდვებიც არ დაუთვალა, მაშინ.. ნუ მოკლედ რაც ვთქვი.. ყოველშემთხვევაში თუ მე გადავწყვეტ, პასუხისმგებლობაც ჩემია, ნუ გეშინია.


მოდი, ეხლა არ ვიდაოთ ვის რა მიაჩნია "ზედაპირულად". თქვენი შეხედულებით თუ ეს ზედაპირულია, ჩვენი შეხედულებით არსებითია. ფორმობრივი ცვლილებებს თუ შინაარსობრივი მოსდევს, ეს "ზედაპირული" არ არის, რაც კარგად ჩანს პირჯვრისწერის მაგალითებზეც და ნათლობის შემთხვევაშიაც.

ავაზაკის მაგალითის მოტანა აქ სავსებით უადგილოა. ჯერ ერთი ჩვენ არ ვმსჯელობთ ღმრთის კაცთმოყვარეობაზე, ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ თუ ფორმობრივი სახეცვლილება ეხება დოგმატურ სწავლებას, ხოლო ამგვარი ცვლილება შეიძლება ადამიანის სულის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, მაშინ ვაი იმ ადამიანს, რომელიც შეაცდენს თუნდაც "ერთ მცირედთაგანს".

საერთოდ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ფორმები, ლოცვები, მარხვები, ლიტურგია და ა. შ. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება და არა ღმერთს. ეს ყველაფერი ჩვენი სულების საცხოვნებლად დააწესა ღმერთმა. სწორედ ამიტომ ებრძვის ეშმაკი უფლის დაწესებულ საიდუმლოებებს, ესწრაფვის ფორმობრივი სახეცვლილებებით მათ გაუქმებას, რომ ადამიანებმა ვერ შესძლონ სულის ცხოვნება.

ამდენი კანონია ბოძებული, ჩამოყალიბებულია ფორმობრივი მხარეც ღვთისმსახურებისა და საეკლესიო საიდუმლოებებისა, და ადამიანები მაინც ცდილობენ მათ დარღვევას. წარმოიდგინეთ, ღმერთს რომ ამგვარი მკაცრი ჩარჩოები არ მოეცა ჩვენი ვნებების მოსათოკად, როგორი გაურკვევლობა დაისადგურებდა და ვინღა შეძლებდა გადარჩენას?

ადამს ერთი მცნება მისცა ღმერთმა და ისიც დაარღვია. ძნელი იყო მისი შესრულება? ცხადია არა! მაგრამ, ხიბლმა და ამპარტავნებამ, რომელშიც ჩააგდო ადამი ეშმაკმა, მას სამოთხე დააკარგვინა. რადგან ცოდვისკენ არის მიდრეკილი, ადამიანი, თუ მას ხორცი ერევა, ცდილობს გვერდი აუაროს დაწესებულ კანონებს, უფლის მცნებებს, გაიადვილოს რელიგიური ცხოვრება, რაც მას სინდისის ქენჯნისგან გაათავისუფლებს. ამიტომაც, ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისებური, მათთვის სასურველი განმარტებები მისცენ ამა თუ იმ განწესებას, ჩვეულებას და სხვა, რომ ნაკლები ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. ცხადია, ამ საქმეში უდიდეს როლს თამაშობს დაცემულ ანგელოზთა ხროვა, რომელიც ათასგვარ სისულელეს ასწავლის ადამიანს, შთააგონებს მას, რომ ღმერთი კეთილია, უსაზღვროდ მიმტევებელია და უადვილებს ცოდვის ჩადენას.

ადამიანი გარკვეულ ჩარჩოებში რომ არ იმყოფებოდეს, სულის ცხოვნება ძლიერ გაძნელდებოდა. ჩვენ გვჭირდება ხილული ნიშნები, ორიენტირები იმისა, რამდენად სწორია საიდუმლოს ძალმოქმედება; გადმოდის თუ არა მადლი ადამიანზე, რომ ცხოვნდეს და ა. შ. სწორედ ამიტომ აქვს ფორმებს და სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც, სრულიად მართებულად განმარტავს ნესტორ ყუბანეიშვილი საიდუმლოს არსს, როცა ამბობს:

ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება, 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

საიდუმლოს აღსრულებისას არ შეიძლება დაირღვეს და არ აღსრულდეს ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. თითოეული საიდუმლოს შესრულების ჟამს უნდა გამოვიყენოთ ის ნივთიერება, რომელიც თვით საიდუმლოს დამწესებელმა დააწესა (მაგ.: ნათლისღებისთვის - წყალი, მირონცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ.: ნათლის-ღებაში სამგზის წყალში შთაფვლა და სხვა) (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).



ასე, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ეს შეიძლება ერთის შეხედვით ჩანდეს და იფიქრო, ღმერთი კეთილია და ნუთუ რაღაც თითების წყობის გამო ის სასუფევლის კარებს დაგვიკეტავს.... ღმერთი კი არა, ჩვენ თვითონ დავიკეტავთ და დავიხშობთ სასუფევლის კარებს თუ უგულებელვყოფთ იმ ფორმობრივ დაწესებებს, რომელიც თითოეულ საიდუმლოს ახლავს.

ციტატა
მოკლედ აქ ლაპარაკია იმაზე რომ სიტყვა "შთაფლვა" ბერძნული სიტყვა Baptizo გამოყენებულია სახარების სხვა ნაწილებშიც, კერძოდ ფარისევლების ჭამის წინ ხელის ბანის გამოსახატად, ანუ ამისთვის ხომ არ შთაეფლობოდნენ იგულისხმება დასხმა ..

http://bmu.li/HPV
აქ ლაპრაკია რომ პირველი შემთხვევა დასხმით ნათლობის 251 წელს გვხვდება.

და სხვა შემთხვევბიც ასეთი ფორმის ნათლობის მოციქულთა, ეპისკოპოსების წერილებში ,
და რომ არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა რომ ნათლობა ქრისტიანულ კატაკომბებში გამოსახულია - კაცი მუხლებამდე წყალში, და ჭურჭლით დასხმის პროცესი ნათლიის მიერ.. ასევე სანათლავები აღმოჩენილია ისეთი სიღრმის რომ ფიზიკურად შთაფლვა ვერ განხორციელდობოდა და სავარაუდოა ხდებოდა დასხმით,..


თქვენს მიერ დამოწმებული რუსულენოვანი წყარო წინააღმდეგობრივია, იქ ცდილობენ გაამართლონ პკურებითი ნათლობა, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ შთაფლვითი ფორმა უფრო ზუსტად და სრულად გამოსახავს ნათლობის საიდუმლოს არსს. კერძოდ იქ ვკითხულობთ:

2. Как же нам креститься: погружением или кроплением?

Иоанн 3:23 "А Иоанн также крестил в Еноне, близ Салима, потому что там было много воды; и приходили туда и крестились".
Как мы видим, Иоанн крестил там, где было много воды. Это может служить свидетельством того, что крещение производилось полным погружением в воду.

Деяния 8:38-39 "И приказал остановить колесницу, и сошли оба в воду, Филипп и евнух; и крестил его". Это показывает нам, что оба человека находились в воде в момент крещения.

Поскольку водное крещение символизирует смерть и воскрешение (Римлянам 6:4-5 и Колоссянам 2:12), то крещение погружением в воду больше всего отражает эту идею, чем крещение кроплением или поливанием.

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

გარდა ამისა ნათლობის საიდუმლოში შთაფვლის აუცილებლობა სიტყვა "ბაპტიძოზე" კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმ სიმბოლოზე, რომელიც აკავშირებს მას უფლის სიკვდილთან და სამ დღე საფლავში დებასთან.

თქვენ აქცენტირება გადაგაქვთ ბერძნულ სიტყვა "ბაპტიძო"-ზე, და მის ორგვარ მნიშვნელობაზე მიანიშნებთ. ეს შეიძლება სადავო არ იყოს, მაგრამ ერთია სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით გამოყენება და მეორეა მისი საეკლესიო მნიშვნელობა.

საეკლესიო მნიშვნელობით "ბაპტიძო" გულისხმობს შთაფვლას.

და ბოლოს, ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუ ინგლისური იცით, გადმოთარგმნეთ კონკრეტული ადგილი, თან მიგვითითეთ ეს ადგილი ძირითად ტექსტში სად იკითხება და მერე განვიხილოთ.

რაც შეეხება ძველ კატაკომბებში ისეთი ემბაზების არსებობას, სადაც დიდი კაცი ვერც ჩაეტეოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ემბაზები არც გამოიყენებოდა "დიდი კაცების" მოსანათლად, იქ ნათლავდნენ პატარებს. დიდ კაცები კი მდინარეში ჩაჰყავდათ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 20 2010, 06:03 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



dzvelmartlmadidebeli
ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 20 2010, 03:24 PM) *

რჯულისკანონს "დიდაქე" კატეხიზმოდ არ შეურაცხავს. თუ იმას გულისხმობთ, რომ წმ. ათანასე დიდმა ის საკითხავ წიგნთა შორის მოიხსენია, ხოლო ათანასეს ხსენებული ეპისტოლე (39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ) დიდ რჯულისკანონში შეიტანა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ "მოციქულთა მოძღვრება" ავტომატურად უნდა შეირაცხოს "კატეხიმოდ", რომელიც დიდმა რჯულისკანონმა დაამტკიცა. სხვათა შორის მას მოხსენიებული აქვს ჰერმესის "მწყემსი", მაგრამ ეს წიგნი "კატეხიზმოდ" არავის მიუჩნევია. თანაც, ათანასეს მიერ დასახელებული წიგნებიდან, რომლებიც ნებადართულია საკითხავად, კერძოდ, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის სიბრძნე, ესთერი, ივდითი და ტობია შეტანილია ბიბლიაში, საკითხავ წიგნებად. ჩვენ არ ვიცით ბიბლიის რომელიმე გამოცემა (ცხადია, მართლმადიდებლური გამოცემა), სადაც ათანასეს მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდან "დიდაქე" და "მწყემსი" შეეტანოს ბიბლიის შემადგენლობაში. ასე, რომ "დიდაქე" არ არის არავითარი კატეხიზმო. ან რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?

დიდაქეს სჯულისკანონში შეტანა :
რადგან აღნიშნული სიტყვები მნიშვნელოვანია, მოგვაქვს ახალქართული თარგმანი: „უფრო მეტი უცთომელობისთვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ ზემოხსენებულთა გარდა (იგულისხმება ბიბლიის კანონთა წიგნები) არის სხვა წიგნებიც, არა განკანონებული, რომლებიც, აგრეთვე მამათა მიერ დაიწერა იმათ მიერ წასაკითხად, რომლებიც ახლახან შემოდიან და სურვილი აქვთ დაემოწაფონ სიტყვის (ე.ი ძე ღმრთის) კეთილმსახურებას: „სიბრძნე სოლომონისა“, „სიბრძნე ზირაქისა“, „ესთერი“, „ივდითი“, „ტობი“, „სწავლად მოციქულთა“ წოდებული და „პიმენი“.

და წმ ათანასეს სიტყვები

ეს პირდაპირაა თქმული წმ. ათანასეს მიერ: „დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთვის, რომელნი აწღა მოუხდებოდიან და ენების დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყვისაჲ“.

წმ ათანასე ახასიათებს დიდაქეს ახალმოქცეულთა საკითხავ წიგნად, აქედან ვასკვნით რომ მიჩნეულია კატეხიზმოდ, მასში არსებული ნათლობის ფორმის ასეთი დოგმატური ცდომილების არსებობის შემთხვევაში, რატომ მიიჩნევდა ასე წმ ათანასე
გარანტიას რაც შეეხება ზუსტი ასლია თუ არა, ასე ეჭვქვეშ, შეიძლება სახარებაც, სამოციქულო დავაყენოთ მაგრამ გვწამს რომ ეკლესიამ შეუცვლელად შემოგვინახა..
ციტატა
ბიბლიის რომელი რედაქცია დააყენა მეცნიერებამ ეჭვქვეშ? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, ლათინურისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობს ბიბლიის არა ერთი რედაქციით, ვულგატით, არამედ, მრავლით. რითაც მას შესაძლებლობა ეძლევა დაადგინოს ბიბლიის კრიტიკული ტექსტი და შეცდომა არ დაუშვას

ბიბლიის რედაქციის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ არვიცი, კონკრეტული პასაჟების განხილვა იყო , რომ ადამიანური შეცდომების, უზუსტობების გამო მხოლოდ ადამინის შექმნილია, ეს სხვა თემაშია და არ მაქვს სურვილი გამეორების თუ წინააღმდეგი არ იქნები..
ციტატა
თქვენ აქცენტირება გადაგაქვთ ბერძნულ სიტყვა "ბაპტიძო"-ზე, და მის ორგვარ მნიშვნელობაზე მიანიშნებთ. ეს შეიძლება სადავო არ იყოს, მაგრამ ერთია სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით გამოყენება და მეორეა მისი საეკლესიო მნიშვნელობა.

საეკლესიო მნიშვნელობით "ბაპტიძო" გულისხმობს შთაფვლას.

სახარებაში გამოყენებული სიტყვა საეკლესიო მნიშვნელობის იქნება სავარაუდოა, რავიცი რას ფიქრობ?
ციტატა
და ბოლოს, ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუ ინგლისური იცით, გადმოთარგმნეთ კონკრეტული ადგილი, თან მიგვითითეთ ეს ადგილი ძირითად ტექსტში სად იკითხება და მერე განვიხილოთ.

რაც შეეხება ძველ კატაკომბებში ისეთი ემბაზების არსებობას, სადაც დიდი კაცი ვერც ჩაეტეოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ემბაზები არც გამოიყენებოდა "დიდი კაცების" მოსანათლად, იქ ნათლავდნენ პატარებს. დიდ კაცები კი მდინარეში ჩაჰყავდათ.

Then there is the artistic and archaeological evidence. If the recipient of the sacrament is in a river, he is always shown standing ankle deep while water is poured over his head from a cup or shell.... In every instance it is a shallow pool or basin in which the neophyte stands with feet immersed, while water is poured on him from an overhead stream or from a vase held by the person baptizing. . An early Christian baptistery was found in a church in Jesus' home town of Nazareth, yet this baptistery, which dates from the early second century, was too small and narrow to immerse a person in. The oldest western fonts are found in the Roman catacombs, cisterns hewn from the tufa in the floor of baptismal chapels. Examples are to be found in the Ostrian Cemetery, where in a small shallow basin in the floor a spring wells up in the Cemetery of Pontianus, where an oblong reservoir about eighteen square feet in surface area and three feet in depth, is yet filled with water (Marucchi, Archééologie Chréétienne, II, 63); that of St. Felicitas (ibid., 304); and of St. Priscilla, where in 1901 was found a basin of particular interest on account of its presumably high antiquity as a baptismal center (Marucchi in Nuovo Bullettino, 1901, 73). That pouring water on the from overhead was the ordinary mode of baptizing during the early centuries, is a view the acceptance of which is compelled by the studies in the archaeology of baptismal fonts (de Rossi, Bullettino di Archeol., 1876, 8-15; Duchesne, Les Eglises sééparéées, Paris, 1905, 89-96).
აქ ნათქვვამია არქეოლოგიურ მასალაზე რომ მოხატულია ნათლობა კაცის მუხლამდე წყალში დგომით და ჭურჭლით წყლის დასხმის სხვის მიერ, რამოდენიმე შემთხვევა ა მოთხრობილი მდინარეში და სანათლავში, მერე ჩამოთვლილია სანათლავები ნაზარეთში მეორე საუკუნით დათარიღებული ძალიან ვიწრო და პატარა, ერთი სანათლავი სამი ფუტის სიღრმის, და სხვები..
ციტატა
თქვენს მიერ დამოწმებული რუსულენოვანი წყარო წინააღმდეგობრივია, იქ ცდილობენ გაამართლონ პკურებითი ნათლობა, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ შთაფლვითი ფორმა უფრო ზუსტად და სრულად გამოსახავს ნათლობის საიდუმლოს არსს. კერძოდ იქ ვკითხულობთ:

2. Как же нам креститься: погружением или кроплением?

Иоанн 3:23 "А Иоанн также крестил в Еноне, близ Салима, потому что там было много воды; и приходили туда и крестились".
Как мы видим, Иоанн крестил там, где было много воды. Это может служить свидетельством того, что крещение производилось полным погружением в воду.

Деяния 8:38-39 "И приказал остановить колесницу, и сошли оба в воду, Филипп и евнух; и крестил его". Это показывает нам, что оба человека находились в воде в момент крещения.

Поскольку водное крещение символизирует смерть и воскрешение (Римлянам 6:4-5 и Колоссянам 2:12), то крещение погружением в воду больше всего отражает эту идею, чем крещение кроплением или поливанием.

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

რატომ წინაღმდეგობრივი, ეს ადასტურებს რომ ნათლობა ხდებოდა შთაფლვით, და რათქმა უნდა ასე იყო, კიარადა ორივე ხელით ვაღიარებ უპირატესობას შთაფლვით, თუმცა არ ვთვლი რომ დასხმით არ ჩაითვლება მონათლულად, რადგან კი, ნათლობა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს დაფლვას და აღდგომას, მაგრამ რატომ სამჯერ ეს ხომ ერთხელ მოხდა, რისი თქმა მინდა, რომ ნათლობის საფუძველი ქრისტეს სიტყვები სულისგან და წყლისგან შობაა, და მონათვლა მამის, ძის და სულიწმინდის სახელით როგორც მოციქულებს უქადაგა,

Св. Киприан Карфагенский (III в. н.э.) в письме к Магну писал: ""Ты спрашиваешь еще, возлюбленный сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водой? В этом отношении скромность и смирение наше никого не предупреждает своим мнением, предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает. Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны // С. 647 и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полной верой, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается от Божественных даров. В спасительном таинстве греховные язвы не так омываются как нечистоты кожи и тела в мирской и плотской бане... Иначе омывается сердце верующего; иначе очищается ум человека чрез заслугу веры. В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все. И потому никого не должно смущать, когда видят, что больные принимают Божественную благодать чрез окропление или облитие, тем более что Священное Писание говорит чрез пророка Иезекииля: "и воскроплю на вы воду чисту, и очиститеся от всех нечистот ваших и от всех кумиров ваших; и очищу вас, и дам вам сердце ново и Дух нов дам вам" (Иез. 36:25-26). То же в книге Чисел: "кто не чист будет до вечера... сей да очистится (сею водою) в день третий и в день седьмый и чист будет; аще же не очистится ею в день третий и в день седьмый, нечист будет... и потребится душа та от Израиля, яко вода окропления не воскропися нань" (Числ. 19:10, 12-13). И еще: "и рече Господь к Моисею, глаголя: поими левиты от среды сынов Израилевых, и да очистиши я; и сице да сотвориши им очищение их: покропиши на них воду очищения" (Числ. 8:5-7). И еще: "вода окропления очищение есть" (Числ. 19:9). Отсюда явно, что и окропление воды действует наподобие спасительной бани, и когда это бывает в Церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истиною веры... // С. 648 ... И потому, сколько нам дано разуметь верой и мыслить, мое мнение таково, что всякого, кто получил Божественную благодать в Церкви по закону и праву веры, должно почитать законным христианином. И если кто считает их ничего не получившими, ничего не имущими, потому что они только облиты спасительною водою, то все же пусть не обольщают их, заставляя креститься по освобождении от тяготы болезни и выздоровлении. Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением; так для чего же соблазнять их в вере и благости Господней? Или они и получили Господню благодать, но только сокращенною и меньшею мерою дарования Божественного и Святаго Духа, так что можно считать их христианами, но равнять с прочими не должно? Напротив, Дух Святый дается не мерою, но на каждого верующего изливается весь".
св. Киприан Карфагенский. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни. N 62 (76)//Творения. М.:"Паломник", 1999. С. 646-648

წმ კვიპირანე ამბობს რომ დასხმით მონათლული ისევე ითვლება მონათლულად როგორც შთაფლვით
В спасительном таинстве греховные язвы не так омываются как нечистоты кожи и тела в мирской и плотской бане... Иначе омывается сердце верующего; иначе очищается ум человека чрез заслугу веры. В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все.

და ბოლო ნათლობაზე რასაც დავესწარი შთაფლვით მოხდა, მოძღვარმა მიანიჭა უპირატესობა, უბრალოდ თუ არ არის სანათლავი, ან თუ ადამიანი გაიქცევა შთაფლვის მიზეზით, მოძღვარი სხვისი მონათვლის გარეშე დატოვების ცოდვას ერიდება.. ანუ მიზანი საბოლოოდ მეტი ადამიანის მიყვანაა ქრისტესთან, როცა ათეისტური პერიოდიდან, ტაძრების ნგრევიდან, მოძღვრების ლიკვიდაციის საშიშროებიდან არც დიდი ხანია გამოვედით..თან აფხაზმაც მოიყვანა ასეთი ნათლობის მაგალითი..

მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შთაფვლა არის იდეალური ფორმა, და მივესალმები მის დაბრუნებას, და გამონაკლისების მინიმუმამდე დაყვანას, თუმცა დღევანდელი ეკლესიის მიერ რიგ შემთხვევებში გამოყენებული ფორმაც ნათლობის ტოლფასია, და ამ მიზეზით კი ეკლესიის ზურგისშექცევის სიმძიმე შეიძლება უფრო სერიოზული იყოს ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 21 2010, 12:29 AM
პოსტი #31


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



sopo...


ძალიან ძნელია ორი სიტყვით ილაპარაკო ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნათლისღების საკითხი. ვფიქრობდი, საფუძვლიანად მომემზადებინა რაიმე წერილი ამ თემაზე, მაგრამ, სრულიად ბუნებრივად, ეს მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, ფორუმის წევრებსა და სტუმრებს კი შეიძლება იმის შთაბეჭდილება დარჩეთ, მე თავი ავარიდე ამ თემას და შენს არგუმენტებს ამიტომ, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ გავცე პასუხი მთავარ საკითხებს.

ნათლობის საკითხის განხილვისას ერთი რომელიღაც შემთხვევიდან არ უნდა გამოვიდეთ და ჩვენი მსჯელობა არ უნდა ავაგოთ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებზე. რადგან, როგორც დიდ რჯულისკანონში, ასევე ცალკეული მამების მიერ არაერთხელ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს".
"კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-17 კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (იხ. საქ. ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 377).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათდ მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-х т. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540) (იხ. აგრეთვე: http://www.moral.ru/encyclopedia/r.htm#редко).

წმ. ისააკ ასურელიც ბრძანებს, რომ: "საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს, საერთო განაწესზე არ უნდა ჰქონდეთ ზეგავლენა (წმ. ისააკ ასურელი. ჰომილია 1).

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-22).

ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права М.:"Зерцало",1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს, - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ, ბავშობისას, ზღვის ქვიშაში, თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მსახრობით იქნა ნათელღებული და რის გამოც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი, ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს".

ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით - დაუშვებელია!

ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ ემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, რომლებიც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-მრუშობის ცოდვით, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ ქვეყნიერების მნათობებივით გაბრწყინვებულა თავისი ასკეტური ცხოვრებით; თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია სამღვდლო ხელდასხმა და თუ ასეთი რამ იშვიათად მაინც მომხდარა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საზოგადო წესი" (Деяния VII всел. Собора. Деяния всел. Соборов; изд. 2-ое. Казань, 1891, т. 7, стр. 328)" (უფრო ვრცლად იხ. არქიეპისკოპოსი პავლე. "ეკლესიისთვის გამონაკლისი კანონი არ არის". http://www.oldorthodox.ge/apl_gamonaklisi_...ni_araris..html ).

ზემოთდამოწმებული მაგალითები და აკრძალვები, რომ იშვიათად მომხდარი ამბავი არ უნდა იქნეს მიღებული საეკლესიო კანონად, საკმარისად გვეჩვენება იმისთვის, რომ უარვყოთ წყალპკურებითი თუ დასხმითი ნათლობის დამამტკიცებელი ის მაგალითები, რომლებიც ედ. ჭელიძეს და მის კვალობაზე მოჰყავს "აფხაზს".

კიდევ გავიმეორებ, რომ ამჯერად მე ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ გიპასუხოთ, რადგან ვრცელი სტატიის მომზადება დროს საჭიროებს.

მაგრამ აუცილებელია მცირედი განმარტებაც, თუნდაც მომავლისთვის ამ საკითხის უკეთ შესასწავლად. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქრისტეანობის მიღების მოსურნე ადამიანი აუცილებლად უნდა მონათლოს წყალში სამგზისი შთაფვლით და არა რომელიმე ალტერნატიული ფორმით (ერთგზის შთაფვლით ან პკურებით, სხურებით ან თავზე დასხმით და ა. შ.) საჭიროა:

1) საფუძვლიანად შევსწავლოთ ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობა.

2) გავერკვეთ თვით "საიდუმლოს" ცნების არსში, მივუყენოთ ის ნათლობას და გავერკვეთ, ის რასაც ჩვენ აღვასრულებთ, შეესაბამება თუ არა ამ ცნებას და ამ სახით შეიძლება თუ არა ის იწოდოს საიდუმლოდ ნათლობისა.

3) ტერმინებისა და ნათლობის საიდუმლოს სიმბოლიკის (მაგ. შთაფვლის) მნიშვნელობა ამა თუ იმ კონტექსტში. (მაგ. სიტყვა "ბაპტიზმას" მნიშვნელობა).

4) საჭიროა დავიმოწმოთ წმიდა მამათა სწავლებანი ამ საკითხზე და ვნახოთ როგორ ასწავლიდნენ ისინი ნათლობის აღსრულებას. არიან თუ არა მამები, რომლებიც შთაფვლით ნათლობასთანე ერთად თავზე დასხმით ან წყალპკურებით ნათლობასაც მართებულად მიიჩნევენ.

5) წყაროთა კრიტიკული ანალიზი.

6) ისტორიული მოწმობები და ადგილობრივ ეკლესიათა პრაქტიკა.

ცხადია, მე არ მაქვს პრეტენზია, ეს ჩამონათვალი ჩავთვალო რაღაც იდეალად. ამ პუნქტებს შეიძლება კიდევ დავამატოთ სხვა პუნქტები, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ ჩამოთვლილთაგან ყველა პუნტქი აუცილებელია.

მაგალითად:

1) ნათლობა არის "ახალი შობა", "ახალი დაბადება", რომელიც აღესრულება ადამიანის საცხოვნებლად. როგორც ბრძანებს წმ. მახარობელი მარკოზი: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). გარდა ამისა, როდესაც განმარტავდნენ ნათლობის მადლმოსილ მნიშვნელობას, მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებდნენ, რომ ჩვენ მისით "განვიბანებით", "განვიწმინდებით", "გავნმართლდებით" და "განვნათლდებით", რომ ნათლობაში "თანადავეფლებით ქრისტეს", ვკვდებით ცოდვისთვის და განახლებულნი, წყლისგან აღმოვიშობით და თანააღვსდგებით მასთან ერთად ახალი ცხოვრებისთვის.

ქრისტემ ისე შეიყვარა ეკლესია, რომ "თავი გასწირა მისთვის", რათა "განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო" (ეფეს. 5:25, 26).

მოციქული პავლეც ამბობს: "განიბანეთ... განიწმიდეთ... გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით" (1 კორინთ. 6:11). "ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით..." (რომ. 6:3-6). ნათლობა " ხელახლა შობის განბანვად" არის წოდებული (იხ. ტიტ. 3:5).

2) სანამ ნათლობის საიდუმლოზე ვილაპარაკებდეთ, უნდა გავარკვიოთ რა არის თვით საიდუმლო. რას ნიშნავს ეს სიტყვა? ვფიქრობ, ამ შეკითხვას შესანიშნავად პასუხობს მღვდლ. ნესტორ ყუბანეიშვილის კატეხიზმო, რომელიც ოფიციალურმა საპატრიარქომ რამოდენიმეჯერ გამოსცა.

"საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 62).

იქვე ვკითხულობთ, რომ:

"საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა" (იქვე).

ხსენებული კატეხიზმოს განმარტებით: "მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

საიდუმლოს აღმასრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ-დასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.

საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქმნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება.

თვითეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის წყალი...)

საიდუმლოს სინამდვილისთვის სჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისათა" (ციტ. იქვე).

ეს რაც შეეხეება ზოგადად საიდუმლოს არსს, ეხლა ვნახოთ რა არის ნათლისღების საიდუმლო და როდის არის ის შესრულებული წესიერად და სწორად, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღსრულებული საიდუმლო ნათლობისა "ნამდვილია და მადლი ღვთისა კაცზე უეჭველად გადმოვიდა".

კატეხიზმოში ვკითხულობთ:

"ნათლის-ღება არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით ღვთისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმინდება ცოდვისგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (იქვე).

ცხადია, რომ ნათლისღების საიდუმლოს დამწესებელი არის მხოლოდ ქრისტე.

როგორია ხილული მხარე ნათლის-ღებისა?

"ნათლის-ღების საიდუმლოს ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსთვის - წყალი, 2) შთაფვლა წყალში სამ-გზის და 3) სიტყვები: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ" (იქვე).

უხილავი მოქმედება ნათლისღებისა არის ის, რომ მასში "მორწმუნე განმართლდება და განიწმინდება..." (იქვე).

ამრიგად, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ სადავო არ უნდა იყოს ის, რომ საიდუმლოს აღსრულებისას არ შეიძლება დაირღვეს და არ აღსრულდეს ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საიდუმლოდ ვერ იწოდება (იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ).

ნათლობის შედარება "სიკვდილთან" (ზოგიერთი მას "საფლავსაც" უწოდებდა, მასში ძველი კაცის დამარხვის ნიშნად) და "შობასთან", ბუნებრივად მიანიშნებს შთაფლვით ნათლობას. თვით სიტყვა "ბაპტიძო" შთაფლვას ნიშნავს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ედ. ჭელიძის განმარტებით, ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა", ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი ხმარებისაა: 1) ყოფითი, ცხოვრებისეული შინაარსით და 2) საეკლესიო შინაარსით. ხსენებული სიტყვა "ბაპტიზმა" "შთაფვლას" ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც "შთაფვლა" არის მისი ერთადერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ედ.ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ.1990 წ. გვ. 85).

ეს არის მიზეზი, რომ შენს მიერ დამოწმებულ წყაროებში ნათქვამია, რომ "ბაპტიზმა" მარტო შთაფვლას როდი ნიშნავს. როგორ, ჩანს ზოგიერთი მკვლევარი არ აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ "ნებისმიერი საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი შინაარსისაა".

რაც შეეხება შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში, ეკლესიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ პირველი ეკლესია ნათლავდა წყალში შთაფვლით და ეს იყო პირველდაწყებითი ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკა.

ჰერმესი ლაპარაკობს მხოლოდ შთაფვლით ნათლობაზე, ხოლო ირინეოსი († 202) თავის თხზულებებში უარყოფდა დასხმით ნათლობას ან წყალპკურებას. ტერტულიანე († 220) ასწავლიდა შთაფვლით ნათლობას, რომელიც ამბობდა, რომ ნათლობის საიდუმლოს ეს ფორმა განწესებულია მოციქულთაგან, თუმცა ყრმათა ნათლობას უარყოფდა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი არის დასხმითი ნათლობის ერთადერთი დამცველი, თუმცა შთაფვლვას ისიც ძირითად ნათლობად მიიჩნევდა. დასხმით ნათლობას აღიარებს ე. წ. "დიდაქე", რომელიც ამგვარ ნათლობას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როცა ახლო-მახლო წყალი არ არის. "მოციქულთა განწესებებში" ნათლისღების საიდუმლოში ასევე განწესებულია შთაფვლა და სხურებაზე თუ დასხმაზე იქ სიტყვაც არ არის ნათქვამი. რაც ერთგვარად წინააღმდეგობრივია "დიდაქესთან", რომელიც მრავალს "მოციქულთა" მოძღვრებად მიაჩნია.

გარდა ამისა, როგორც ერთი მკვლევარი ბრძანებს, არ არის გამორიცხული ინტერპოლაციაც (მანუსკრიპტის შენიშნვებში ან ტექსტში საკუთარი შეხედულებების ჩასმა). საეკლესიო ისტორიის შესახებ ინფორმაცია აღებულია მანუსკრიპტებიდან, რომლებიც იწერებოდა და გადაიწერებოდა ასეული წლების განმავლობაში. მრავალ შემთხვევაში ასლის გადამწერთ შეჰქონდათ საკუთარი "კორექტივები" ნაწერში, რითაც ცვლიდნენ თვით სწავლების შინაარსს. მაგალითად, არსებობს მოციქულთა შემდგომი პერიოდის მამათა ეპისტოლეების მრავალი სხვადასხვა, მოკლე და ვრცელი რედაქცია. გვიანდელი, სრული რედაქციები მოწმობენ იმ შევსებებზე, რომლებიც იმავე ეპისტოლეთა ადრინდელ ვერსიებში შეუტანიათ. მაგალითისთვის შეგვიძლია დავიმოწმოთ "დიდაქე", რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია ქრისტეს შობიდან II საუკუნეში. ამ ხელნაწერის მხოლოდ ერთი მანუსკრიპტია დაცული, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს უზარმაზარი ალბათობა იმისა, რომ 900 წლის განმავლობაში მასში შესაძლოა შეტანილ ყოფილიყო მრავალგვარი დამატება დაცვლილება.

ამ ძეგლშია მოხსენიებული წყალდასხმითი ნათლობის შესახებ. მაგრამ ვის აქვს გარანტია, რომ მის თავდაპირველ რედაქციებში ეს სწავლება არსებობდა, თუკი ჩვენ მას ვიცნობთ მხოლოდ იმ რედაქციით, რომელიც აღმოაჩინეს ლათინებმა.

რაც შეეხება წმ. კვიპრიანე კართაგენელს, მისი შეხედულება კერძოა და არა ეკლესიის ზოგადი სჯულმდებლობა. როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა". თანაც, როგორც ეს შენს მიერ მოტანილი წყაროდანაც ჩანს, წმ. კვიპრიანე თავს არავის ახვევს საკუთარ შეხედულებას და მას მხოლოდ მის კერძო აზრად წარმოაჩენს. ამიტომაც, ნუ მოვინდომებთ იმას, რაც თვით კვიპრიანეს არ მოუნდომებია. სხვათა შორის კვიპრიანეს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობათა მიმართ და მიიჩნევდა, რომ მწვალებლებიდან გადმოსულები უნდა მონათლულიყვნენ თავიდან. მსოფლიო ეკლესიამ მისი ეს შეხედულება არ გაიზიარა და დააწესა მწვალებელთაგან მოქცეულთა მიღების ორი კატეგორია: სრული ნათლობით და მირონცხებით (არსებობს მესამეც, ლოცვით, მაგრამ ეს ფორმა ძირითადად კიდეშესაკრებელთ ეხება).

3) წმიდა მამათა განმარტებების შესწავლა ამ საკითხზე აუცილებელია. ჩვენ შეგვიძლია მოკლედ წარმოვადგინოთ მამათა სწავლება ამ საკითხზე (ცხადია, სია არასრულია):

Блаж. Иероним, часть 17, стр. 280, изд. 1905 г.

Он получает крещение от раба: но при этом раздается свыше голос Божий. Погружается в воды: но сходит с неба голубь, именно, Дух в виде голубя.

Св. Амвросий Медиоланский, Поучительныя слова, слово 10, на Крещение Господне, стр. 80, 81, изд. 1838 г. в Москве.

Для того Христос крещается, не да омоется от воды, но да сам освятит воду, и погружением своим в струях оныя очистит.

Св. Ефрем Сирин, часть 8, стр. 64.

Голиаф убит был мечем, которым сам убивал, а сатана плотью, которую погубил, был побежден и изобличен в том, что он не Бог. По подобию трех погружений, посредством коих крестился Спаситель, он был трижды и искушаем.

Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263.

Первосвященником же назвал Его не ради того, что сообщается нам посредством жертвоприношений, но по причине того, что в Нем дается нам духовно, то есть тем, чтобы Он был очистителем чрез крещение погружение, а не окропление.

Св. Иоанн Златоуст, том 7, Беседа о вере, стр. 290.

Христос преподал своим ученикам крещение с троекратным погружением тела, сказав: шедше научити вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа.

Ветринский, Памятники древности. Письма св. папы Пелагия, том 2, стр. 511, изд. 1830 г.

Многие крестятся во имя одного Христа и однажды погружаются. Но евангельская заповедь, преподанная самим Богом и Господом Спасителем нашим Исусом Христом, убеждает нас, во имя Троицы преподавать всякому святое крещение с троекратным погружением, по словам Господа к Его ученикам: шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа.

Катехизис Большой, глава 73, лист 364 обор.

Вопрос. Кий есть вид, или видотворение сея тайны;

Ответ. Оная словеса, имиже Господь повеле крестити, сиречь, во имя Отца и Сына и Святаго Духа, вкупе со тремя погружениями. Сими бо глаголы божественными, и силою их крещение кончается и свершенно бывает.

Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94.

Что мы трижды младенца погружаем в купель, и трижды из оной вынимаем, сим знаменуется смерть Христова и Его тридневное воскресение.

Евангелие недельное, на Крещение Господне, слово 68, лист 476.

Потом же на купель ведоми бывают хотящии креститися, якоже и Христос от креста на гроб ведом бяше, а еже трижды в воду погруженным бывати и возгруженным, тридневное Христово погребение являет. Якоже бо Христос три дни и три нощи в земном сердце сотвори, тако и крещаемии треми погруженьми и воздруженьми, яже во гробе три дни и три нощи Господни образует.

Св. Василий Великий, часть 3, глава 15, стр. 231, изд. 1891 г.

Посему великое таинство крещения совершается тремя погружениями, и равночисленными им призываниями, чтоб и образ смерти отпечатлелся в нас, и просветились души крещаемых чрез предание им боговедения.

Блаж. Иероним, часть 17, книга 2, глава 4, стр. 299.

И крещение едино, потому что одинаково мы крещаемся в Отца и в Сына и в Духа Святаго. Мы и погружаемся трижды, чтобы явилось одно таинство Святой Троицы.

Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-е, параграф 4, стр. 287, издан. 1893 г.

После сего приведены вы были к святой купели божественнаго крещения, как Христос со креста несен был к предлежащему гробу. И каждый был вопрошаем: веруете ли во имя Отца и Сына и Святаго Духа; Произносили вы спасительное исповедание, и трижды погружались в воду, и снова изникали из воды, сим прознаменуя и давая разуметь тридневное Христово погребение. Ибо как Спаситель наш три дня и три нощи совершил во чреве земли.

Греческая Кормчая, правило святых апостол 50, стр. 93-94.

Аще кто епископ, или пресвитер, совершит не в три погружения единаго тайнодействия, но едино погружение, даемое в смерть Господню да будет извержен. Ибо не рек Господь: в смерть Мою крестите, но шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа (Матф. гл. 28, ст. 19). Зонар. Три погружения здесь правило называет тремя крещениями в едином тайнодействии, то есть в едином крещении. Таким образом крестящий при каждом погружении произносит едино имя Святыя Троицы. А погружать крещаемаго в святую купель единожды, и это единое погружение совершать в смерть Господню, нечестиво: и совершающий крещение таким образом будет подлежать извержению. Вальсамон. Итак, правило говорит, что извергается тот, кто крестит одним погружением в смерть Господню, ибо делает так вопреки учению Господа и явно нечестиво.

Матфей Властарь, состав b, глава 1, лист 48 обор., изд. 1858 г.
50-е правило святых апостолов повелевает совершать три крещения единаго тайнодействия, то есть, три погружения в едином крещении, и при каждом погружении произносить едино имя Святыя Троицы, а не едино крещение, даемое в смерть Господню, то-есть, единожды погружать крещаемаго и единым погружением возвещать смерть Господню, как предлагает преисполненная неистовства ересь евномиан, о которой упоминает и 8-е правило 2-го собора: ибо не рек Господь: в смерть Мою крестити, но: шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и сына и Святаго Духа (Матф., гл. 28, ст. 19), а не так делающаго епископа или презвитера правило наказывает отнятием священства.

Блаж. Феофилакт, на послание к колоссаем, глава 2, ст. 12, стр. 38, изд. Казань, 1887.

Спогребшеся Ему крещением. Толкование: Итак, крещенный спогребается Христу, троекратным погружением изображая трехдневное погребение Господа и умирая, как ветхий и греховный человек.

Преп. Максим Грек, часть 1, слово 11, стр. 215.

И еже тем же крещением во триех погружениях совершатися и яко во имя Отца и Сына и Святаго Духа, и яко в воде, а не во иной вещи.

Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении.

Исповедуем же едино крещение во оставление грехов и в жизнь вечную… Ибо чрез трищное погружение три дни погребения Господня крещение знаменует.

Св. Никифор Константинопольский, часть 1, стр. 214.

Может быть, эти слова пророка указыают на благодать божественнаго омовения, которым просвещаемыя очищаются от скверн греха, ибо чрез троекратное погружение, при коем призывается Пребожественная Троица, исповедуется троичность ипостасей и единство Преестественнаго Божества, погружаются и спогребаются омытые чистой и святой водой.

Св. Феодор Студит, том 2, стр. 103, изд. 1908 г.

Что означает и тройное возлияние воды на жертвенник и жертву Илии; думаю, что означает возглашение Троичности лиц Блаженнаго Бога над крещаемым, или же тройное погружение крещаемаго в воду.

Иеремия Константинопольский. Ответ лютераном, глава 2, стр. 15, изд. 1866 г.

Впрочем, что касается до возрождения чрез божественное крещение, о котором во исповедании символа сказано: исповедую едино ркещение во оставление грехов, то мы крестим чрез троекратное погружение, а латиняне не хорошо делают, крестя чрез одно поливание. Ибо в едином Божестве надобно проповедывать три ипостаси, а посему должны быть и три погружения и выгружения, с произнесением имени Отца и Сына и Святаго Духа, так как это есть древнее обыкновение, преданное церкви. А вместе тремя погружениями и выгружениями знаменуется тридневное погребение и воскресение плотию за нас Распятаго и Воскресшаго.

Там-же, стр. 223, о таинствах.

Крещение дает бытие и действительно существование по Христе. Мы в нем умираем в смерть Исуса Христа, дабы и воскреснуть Его воскресением, и соделаться наследниками царствия, трижды венчаясь при возглашении Троицы, чрез троекратное погружение, а не чрез троекратное поливание. Ибо древние крестили, не своими руками возливая воду на крещаемых, но чрез троекратное погружение, следуя божественному евангелию, в котором сказано: взыде от воды (Матф., 3, 16). Очевидно, что прежде вошел в воду, а потом вышел из нея. Итак, вот погружение, а не поливание.

Послание святейшаго Иосифа патриарха к королевичу Вальдемару, глава 83.

Едино крещение во Отца и Сына и Святаго Духа. Единаго Бога в триех лицех с треми погружении, а не обливании, по апостолу: елицы во Христа крестистеся, во имя триех ипостасей, рекше: во имя Отца погружение, и паки во имя Сына погружение и потом во имя Святаго Духа погружение. У всех триех испостасей погружение прилагающе аминь. И то истинное есть едино крещение во оставление грехов. По тридневной смерти Спасове и по тридневном востании Его от мертвых, погружаемся и паки востаем. То есть тайна нашего крещения, а не обливаемся, якоже римляне и иныя отпадшие веры от праваго крещения обливают… А се есть еретическое крещение, еже обливати во крещении, и евномиянския ереси, я коже пишет Епифаний Кипрский.


ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფვლა იქცა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად. მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას".

პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თავის ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს ე. წ. ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80).


იხილეთ, კიდევ ერთი ცნობა: Оказывается, в Греческой ПЦ существует обычай в случае невозможности совершить крещение как полагается совершать т.н. "αεροβάπτισμα" - "воздушное крещение": ребенок трижды возносится на руках к небу с призыванием Святой Троицы - после чего ребенка поминают на проскомидии и Церковь уже молится о нем. Интересно, что это: из разряда "священненьких преданий", или же действительно освященная и благословленная традиция поместной Православной Церкви?

Βάπτισμα: Το πρώτο και βασικό ιερό Μυστήριο της Εκκλησίας, με το οποίο ο άνθρωπος απαλλάσσεται από την ενοχή του προπατορικού αμαρτήματος και γίνεται μέλος της Εκκλησίας του Χριστού. ‘Σύμφυτος’ με το θάνατο, την ταφή και την Ανάσταση του Σωτήρα (Ρωμ. στ΄, 3, 4΄Κολ. Β΄, 12). Πραγματοποιείται με την τριπλή κατάδυση και ανάδυση στο αγιασμένο νερό της κολυμβήθρας ή του βαπτιστηρίου στο όνομα της Αγίας Τριάδος. (Η κατάδυση συμβολίζει το θάνατο και την ταφή του Χριστού και η ανάδυση την ανάσταση μαζί Του). Με το βάπτισμα ο πιστός γίνεται ναός του Αγίου Πνεύματος (Α΄ Κορ. στ; 19), το θετό παιδί του Πατέρα (Γαλ. δ΄, 5 καί εξ.), ο αδελφός και συγκληρονόμος του Χριστού, που ζει από τη ζωή του Χριστού και μέλλει να μοιραστεί τη δόξα Του (Ρωμ.η΄, 2.9.10.17΄ Εφ. β΄, 6). Το όνομα στο παιδί δίνεται, (πρέπει να δίνεται), την όγδοη ημέρα από τη γέννησή του. Το βάπτισμα ανάγκης, (το αεροβάπτισμα), γίνεται στον αέρα, όταν το παιδί κινδυνεύει να πεθάνει. Υψώνεται τρίς στο όνομα του Πατρός και του Υιού και του Αγίου Πνεύματος, ενώ προηγουμένως έχουμε πει: βαπτίζεται ο δούλος του Θεού τάδε. Τελείται από κάθε πιστό άνδρα ή γυναίκα.


საინტერესოა ეს მოწმობაც:

10.06.2004. ОДЕССА.

По благословению Правящего архиерея крещения в епархии будут совершаться только полным погружением.

Вопросу о совершении таинства крещения в приходах Одесской епархии Украинской Православной Церкви было посвящено архипастырское послание митрополита Одесского и Измаильского Агафангела духовенству епархии. Духовенству Одесской епархии:

«Духовенству Одесской епархии Всечестные отцы! По долгу архипастырского служения мы обязаны наблюдать за всем, что относится к православному учению, дабы оно сохранялось здраво и неповрежденно. И, прежде всего, обращаем ваше внимание на святое крещение, являющееся дверью всех таинств, началом нашего спасения, отпущения грехов и примирения с Богом. Оно есть дар усыновления, потому что в крещении мы становимся сынами Божиими и сонаследниками Христу, облекаясь во Христа, Господа нашего, по слову святого апостола Павла: “Елицы во Христа крестистеся, во Христа облекостеся”. Без сего и спастись никто не может, по слову Господа нашего Иисуса Христа: “Аминь, глаголю вам: аще кто не родится водою и Духом, не может внити в Царствие Божие” (Иоан. 3, 5). Рассуждая об этом святом таинстве, должен заметить вам следующее.

1. Самое слово “крещение” в переводе с греческого языка, на котором было написано Священное Писание Нового Завета, означает “погружение”, а не обливание или окропление.

2. Первый Узаконитель крещения, Господь наш Иисус Христос, крестился, войдя в реку Иордан и погружаясь.

3. Святой апостол Филипп снисшел в воду вместе с евнухом, чтобы крестить его: “Снидоста оба на воду, - говорит Священное Писание, - Филипп же и каженик и крести его” (Деян. 8, 38).

4. Православная Церковь всегда крестила через погружение, неукоснительно следуя Преданию Апостольскому. Это видно из 7 правила II Вселенского Собора, в котором говорится о погружении; из 2 тайноводственного поучения святителя Кирилла Иерусалимского, в котором также точно сказано: “Вы исповедали спасительное исповедание, и погрузившись трижды в воде, опять вынырнули”; и из слов святого Василия Великого: “тремя погружениями и столькими же призываниями совершается великое таинство крещения”.

5. Погружение в воду, и притом троекратное, и троекратное же восхождение от воды установлено не произвольно и не случайно, но во образ тайны тридневного Воскресения Христова.

6. Православная Церковь везде и всегда крестила и крестит через троекратное погружение в воду и возведение от воды. Так крестят Церкви Элладская, Болгарская, Сербская и др. Так крестит и Русская Церковь. Так называемое же “обливательное” крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию, появилось на Украине от униатов, которые восприняли его от латинян. Именно под униатским влиянием, идущим сегодня из Западной Украины, многие священники Одесской Митрополии продолжают и сейчас кощунственную практику крещения через обливание. Некоторые настолько закоснели в этом грехе, что при совершении крещения даже не снимают с крещаемого ползунков.


7. Святейший Патриарх Московский и всея Руси Алексий II неоднократно указывал на необходимость крещения через погружение и на недопустимость обливательного крещения. “Сейчас, - говорит Его Святейшество, - крестится много взрослых, и им необходимо создать все условия, чтобы это таинство совершалось в соответствии с Апостольскими правилами, через полное погружение…; Поступающие жалобы свидетельствуют о том, что крещение совершается небрежно, поспешно, сокращаются часто, причем, сакраментальные его части…; Больше всего поступает жалоб и прошений о приведении в каноническое соответствие совершения православных таинств и треб. В первую очередь, это крещение, совершаемое порой обливанием одной только головы крещаемого вместо полного погружения. В некоторых храмах сооружены баптистерии для крещения детей и взрослых, но ряд храмов с этим не торопится. Считаю, что не следует в таких храмах крестить взрослых, а для катехизации направить их в тот храм, где есть баптистерий…; Священнослужитель во всем должен быть примером для своей паствы”.

Ввиду вышеперечисленного, на основании Священного Предания и канонических правил Святой Православной Церкви, благословляю.

I. В каждом храме Одесской Митрополии приобрести, установить надлежащего размера крестильную купель, в которой крестить младенцев только через полное троекратное погружение.

II. Крещение через обливание или окропление исключить совершенно. Священники, произвольно совершающие обливание, должны подлежать запрещению в священном сане, если не прекратят эту погибельную практику небрежения, как призывающую проклятие Божие. (“Проклят, кто де


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 21 2010, 10:19 AM
პოსტი #32


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957




ვფიქრობ დროა გაკეთდეს ფორუმ church.ge-ზე წარმოებული დიალოგის შეჯამება, რომელიც გაიმართა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანსა და ახალმოწესე მართლმადიდებელ ქრისტეანებს შორის პირჯვრისწერის და ნათლობის საკითხების გარშემო.

ძველმართლმადიდებლური ეკლესიის რწმენით, პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.

თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა მიერ, ეს შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი:

"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს".

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. ამიტომაც, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი ქრისტეს და სამების სიმბოლოს აღმნიშვნელი თითებიდან, პირჯვარს იწერს ორი თითით, რის გამოც ეწოდება კიდევაც მას ორი თითითი პირჯვრისწერის წესი. ამას გვავალდებულებს, მაგალითდ, წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი…"; წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა". ეს აღმსარებლობა გამოიხატება სწორედ ორი თითით პირჯვრისწრაში.

ამიტომაც, ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავს ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"

პოლემიკის პროცესში დამოწმებულ იქნა უამრავი მოწმობა იმისა, რომ უძველესი წესი პირჯვრისწერისა არის ორი თითით პირჯვრისწერა. მათგან უმთავრესია წერილობითი მოწმობები: ამონაწერი ძველბერძნული "კურთხევანიდან", სადაც მონოფიზიტების მიღების წესში გადმოცემულია ორი თითითი პირჯვრისწერის აღიარების მოთხოვნა ფორმულით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება!" და მოსკოვის 1551 წლის ასმუხილიანი კრების დადგენილება იგივე ფორმულის დამტკიცებით.

პოლემიკის პროცესში დამოწმებული იქნა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობები და წმიდა მამათა განმარტებანი. დამხმარე წყაროებად გამოყენებულ იყო ძველი ხატმწერლობა.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ამგვარ მიდგომას. სამი თითით პირჯვრისწერისა და სახელობითი კურთხევის გაცემის დასაცავად წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ავტორიტეტული მოწმობა, არც ერთი კრება ან წმიდა მამა, ან თუნდაც ისტორიული ფაქტი.

რაც შეეხება ხატებს, ოპონენტები ხშირად გვიმოწმებდნენ ისეთ ნიმუშებს, რომლებიც სახელობით წყობას არ გამოხატავენ, მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად სახელობითი წყობის "დამადასტურებელ" ნიმუშებად წარმოადგენდნენ. დავამ ამ ხატების გარშემო მიიღო უაზრო და დემაგოგიური ხასიათი. ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე ამტკიცო გაუთავებლად?! ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია პოლემიკის დასრულება.

იგივე უნდა ითქვას ნათლისღების ფორმის შესახებაც. ძველმართლმადიდებლური ეკლესია აქაც აღიარებს მხოლოდ ერთ, შთაფვლით ფორმას და უარყოფს ყოველივე სხვაგვარს.

ჩვენ განვმარტეთ როგორც საიდუმლოს, ასევე ნათლობის არსი. მივუთითეთ მოციქულთა 50-ე კანონი, რომელიც აკანონებს ნათლობის მხოლოდ შთაფვლით ფორმას, მივუთითეთ ისტორიული წყაროები, მამათა განმარტებანი. მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა აქაც, ისევე როგორც პირჯვრისწერის საკითხში, აირჩიეს დემაგოგია. საკუთარი პრაქტიკის გასამართლებლად ეჭიდებიან იმას, რაც კანონში არ მოიპოვება. მაგალითდ, თუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში ლაპარაკია მხოლოდ ერთგზისი შთაფვლის აკრძალვაზე, მიაჩნიათ, რომ დანარჩენი სხვა ფორმა მას არ დაუგმია და დასაშვებია. ასეთი მიდგომით ოპონენტები უდიდეს ზიანს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. ნათლობა არის ის საიდუმლო, რომლის გარეშეც, როგორც მაცხოვარმა ბრძანა "ვერავინ შევა ცათა სასუფეველში", ამიტომაც, გვიხმს უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ამ საკითხს, რადგან ეს სულის ცხოვნების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ოპონენტთა მხრიდან აბსოლუტურად არასწორად გამოიყენება იშვიათი შემთხვევები და გამონაკლისები. ასეთი მაგალითების კანონად მიღება აკრძალულია მამათა მიერ და მათ დაწერილ კანონთან მიმართებაში არა აქვთ არანაირი ძალა.

იშვიათ და გამონაკლისად დაშვებულ შემთხვევებს მხოლოდ იმ დროს შეიძლება მიმართოს კაცმა, ისიც უდიდესი სიფრთხილითა და განსჯით, როცა კონკრეტულ შემთხვევაზე ან საკითხზე არ მოიპოვება საეკლესიო დადგენილება, ან წმიდა მამათა განმარტება... მაგრამ, ნათლობის საკითხი არ წარმოადგენს ამგვარ პრობლემას...

საკუთარი პრაქტიკის გასამართლებლად ოპონენტები იმოწმებდნენ ძველ მანუსკრიპტს "დიდაქეს", სადაც გამართლებულია და დაშვებულია პკურებითი ნათლობა. მაგრამ, ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ "დიდაქე" არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელნაწერის სახით, რომელიც არის 11-ე საუკუნის დასაწყისისა.

არ არსებობს არავითარი გარანტია და მტკიცებულება, რომ ის "დიდაქე", რომელიც ცნობილი იყო წმიდა მამებისთვის, ზუსტად და შეუცვლელი სახით არის მოღწეული დღემდე. და დღევანდელი "დიდაქეს" სახით ჩვენ სწორედ ის ძველი "დიდაქე" გვიპყრია. მითუმეტეს, რომ მასში ნათლობის საკითხის გარდა მოცემულია მართლმადიდებლურ პრაქტიკასთან და მოციქულთა ცხოვრებასთან შეუსაბამო სხვა წინააღმდეგობები (მაგ. წინასწარმეტყველის უპირატესობა მღვდელმთავართან).

ასეც, რომ იყოს, "დიდაქე" ეკლესიის კრებითმა ცნობიერებამ უარყო, რაც ჩვენს მიერ ნაჩვენები იყო, მაგრამ წყალპკურებითი ნათლობის გამართლების სურვილი იმდენად დიდია ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის, რომ ისინი ამ მეტად საეჭვო დოკუმენტს აფუძნებენ თავიანთი სულების ცხოვნებას.

ნათლობის საკითხი, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაიხსნა, თუმცა მისი გახსნის შესაძლებლობა ასეთი დემაგოგიის პირობებში შეუძლებელიც არის. მე დამრჩა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ კიდევ მრავალი დოკუმენტის დადება შეიძლებოდა წყალპკურებითი ნათლობის უარსაყოფად.

მაგალითად, არ შევხებივარ 18-ე საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირილეს და მის მიერ 1755 წ. მოწვეული კრების დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერდა სამი პატრიარქი. ამ კრებამ განმარტა შთაფვლითი ნათლობის მნიშვნელობა და უარყო ლათინური წყალგადასხმა და გამოაცხადა ის არაფრის მაქნის "ბანვად".

ასევე ვერ წარმოვაჩინე ე. წ. ათონის მთის "კოლივადების" ("ფილოკალისტური") მოძრაობის დამოკიდებულება წყალგადავლებითი ნათლობის მიმართ. არადა ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც სერიოზულ ღვთისმეტყველებად მიიჩნევიან და ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანებადაც კი არან შერაცხილნი.

კოლივადების მხრიდან ლათინთა გადანათვლაზე წერდნენ ნეოფიტე კავსოკალივიტი (1713(?) – 1784), წმ. ათანასე პარიოსი (1721(2) – 1813) და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი (ცნობილი "უხილავი ბრძოლის" ავტორი). ეს ბერძენი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები სასტიკად ებრძოდნენ ლათინურ ე. წ. დასხმით ნათლობას, რაც ასახულია მათ შრომებში.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბერძნულ ეკლესიაში ბევრი იყო ლათინოფილი, რომელიც ხშირად ღებულობდა ისეთ დადგენილებას, რომელიც ხელს უწყობდა აღმოსავლეთის ეკლესიისა (მართლმადიდებლობა) და დასავლეთის (კათოლიციზმის) დაახლოებას (ცხადია, არაკანონიკურ ნიადაგზე). ამ დადგენილებებსაც ხშირად იმოწმებენ წყალგადავლებითი ნათლობის მოყვარულები, მაგრამ როგორც კი აღმოსავლეთის ეკლესიებში აღსაყდრდებოდა მართლმადიდებლობის დამცველი იერარქი, ის უმალ გმობდა და უარყოფდა ადრე არსებულ დადგენილებას, როგორც მიუღებელს მართლმადიდებლობისთვის.

სამწუხაროა, რომ ვერ შევეხეთ ამ საკითხს.

ვერ შევეხეთ ასევე სხვა არანაკლებ თემებსაც, როგორიცაა XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმა, რომელიც ჩაატარეს სასულიერო პატივისგან დამხობილმა და მწვალებელმა იერარქებმა; ვერ შევეხეთ 1667 წლის საეკლესიო კრებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა თვით ნიკონ პატრიარქის მიერ მწვალებლობაში მხილებული, გამოაშკარავებული ლათინი და იეზუიტი პაისი ლიგარიდი, რომელიც იერუსალიმის პატრიარქის მიერ პატივაყრილი იყო, და რომელსაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რეფორმის საქმე რომ არ ჩავარდნოდა, ფულით გამოუსყიდა ღაზის მიტროპოლიტის წოდება და ისევ აღადგინა თავის კათედრაზე. თუმცა, სულ მცირე ხანში ის ისევ დაამხეს პატივისგან.
ამდენი პარადოქსებით და დარღვევბით არის აღსავსე ოფიციალური ეკლესიის ცხოვრება.

ჩვენ არ გვსურს მტრობა და შუღლი. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გულდასმით შეისწავლონ ის საკითხები, რომლებზეც ასე გაცხარებით ვმსჯელობდით და გამოიტანონ ჯეროვანი დასკვნები. გვჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც ეს განსხვავებები აღმოიფხვრება და საქართველოში მიღწულ იქნება მართლმადიდებლობის ერთობა.

ჩვენ არ გავდივართ ფორუმიდან, მაგრამ ხსენებულ საკითხებზე კამათის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

დაბოლოს, ვითხოვთ ქრისტეანულ მიტევებას ყველას, ვისაც უნებლიეთ გული ვატკინეთ.

ყველას ვუსურვებთ სულის ცხოვნებას და ცათა სასუფევლის დამკვიდრებას.

პატივისცემით, ძველმართლმადიდებელი.

P.S. მართლმადიდებლობის სხვადასხვა საკითხზე ჩვენი აზრი ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტებს:

http://www.oldorthodox.ge

http://www.apocalypse.ge

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Jun 21 2010, 04:10 PM


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 21 2010, 04:09 PM
პოსტი #33


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



dzvelmartlmadidebeli

ციტატა
შეჯამება


რატომ აძლევ თავს ამის უფლებას? მე მგონი ის მაინც უნდა დაწერო რომ ეს შენი აზრის შეჯამებაა და არა დიდი ასოებით მხოლოდ "შეჯამება". ამის უფლება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არა გაქვს.

მე ვახსენე წმინდა მინას ცხოვრება, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე უგულებელყოფილი. აღარც მე მოვითხოვ ამ მაგალითზე პასუხის გაცემას, რადგან უკიდურეს მიკერძოებას ვამჩნევ. მე იმასაც ვფიქრობ, რომ თქვენი აზრი აქ უკვე თქვით და ასეთი ფორმებით მოქცევა მე მგონი არ არის ნორმალური და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამის უფლება არა გაქვს.

ხშირად იმას მაბრალებენ, რომ ადამიანს არ ვაძლევთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამაინებმა არ იციან რას ნიშნავს აზრის გამოთქმა. აზრის გამოთქმასა და თავსმხვეულ აზრს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც ვხედავ, რომ რაღაცსა თავს მახვევენ, ეს მაღიზიანებელია. ამ დროს კი ნაკლებად მაინტერესებს რას დამაბრალებენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 22 2010, 10:17 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



აქაც იგივეს ვიტყოდი..
ეს არ არის ცოცხალი სარწმუნოება და ეკლესიის ღალატი..
როცა შთაფლვით ნათლობას არავინ ეწინააღმდეგება შენდება სანათლავები და შთაფლვით მონათვლის რიცხვიც იზრდება.
მაგრამ ხომ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული რეალობაც, დიდი ხანია გამოვედით ხანიდან როცა ეკლესიებს ანგრევდნენ, და არათუ ნათლობის ასარჩევ გზას მღვდელსაც ვერ ნახავდი, და როცა მოციქულთა აზრით, ავადმყოფი, თუ გამოუვალ გარემოებაში მყოფი, შთაფლვის გარეშე მონათლული ისევე ითვლება სრულფასოვან მონათლულად არათუ წყლის მიწის საშუალებითაც კი..
ეხლა კი ხალხი უბრუნდება ეკლესიურ ცხოვრებას, შენდება სანთლავები ზევითაც დავწერე, იბრუნებს სრულფასოვან წესებს..

როცა ნათლობის საფუძველია სწორედ სამების სახელით მონათვლა, სიმბოლურად განასახიერებს შთაფლვას, და ამაზე ზევით მოტანილ რუსულ წყაროებში ჩანს ეს მაგრამ ის რომ გამოუვალ გარემოებაში მონათლული არ ითვლება მონათლულად ამის საფუძველი არსად არ გვაქვს..

როცა ისტორიული წყაროები ამოწმებს რომ ნათლობა ხდებოდა დასხმითაც,
John baptizing at Aenon near Salim
For location, see above, ch. 5, “History of Baptism. John’s Baptism.” There are
no bodies of water near Aenon suitable for immersions; the “many waters” are
wells, which were necessary for drinking. The question raised at that time was
about “purifying,” suggesting the current and OT modes of sprinkling or pouring
აქ ნათქვამია ნათლობაზე ისეთ გეოგრაფიული ადგილას სადაც ფიზიკურად არ არსებობს შთაფლვის საშუალება,

Baptism of the Ethiopian eunuch
Cf. Acts 8:37-39. There are no large bodies of water in the Negev, and the
traditional site has very little water. The “going down” and “coming up” refer to
both Philip and the Eunuch. Just before his baptism, the Eunuch was reading the
Suffering Servant passage in Isa 52:13 - ch. 53, which begins with the prophecy
of Jesus’ “sprinkling” many nations.
ანალოგიური შემთხვევა ისრაელის სამხრეთ ნაწილში
Baptism of Saul
The Greek of Acts 9:18, “and having stood up, he was baptized (a'nasta\v
e'bapti/sqh anastas ebaptisthe),” indicates that he was baptized standing up,
apparently in the same room.
საულის ნათლობა მოცემულია რომ ის მოინათლა მდგომარე
Baptism of the Philippian jailer and his family
Cf. Acts 16:33. Paul and Silas were both in bad physical condition; yet the jailer
and his family were all baptized immediately, at night. Normally there were not
large tubs in jails or houses. The situation calls for a simple, easily administered
ceremony.
ასევე ნათლობა ციხეში რომელიც სავარაუდოა რომ ვერ მოხდა შთაფლვით, და ამითა ამ საიდუმლოს არაფერი დააკლდა..

და უამრავი არქეოლოგიური მასალა სადაც ნათლობა დასხმითაა აღწერილი
Most of these drawings come from the Roman catacombs, starting ca. AD 100. Others
come from cemeteries and baptisteries.
• B. B. Warfield, “The Archaeology of the Mode of Baptism,” Works, Vol. 9, Ch. 12
• Clement F. Rogers, Baptism and Christian Archaeology (Oxford, 1903), contains 60
examples
• J. G. Davies, The Archaeological Setting of Baptism, agrees with Rogers’s
conclusions
• Nelson’s Atlas of the Early Christian World, has some photos
These frescos and drawings usually show the person standing in water, sometimes on dry
ground, usually naked. Water is poured over the head; in one case, sprinkled by a branch (ca.
A.D. 200, Rogers, p. 246). Frequently a dove is in the picture.


და კიდევ ერთხელ ასეთი მიზეზის გამო ეკლესიისთვის ზურგისშექცევა , ცოცხალ სარწმუნოებას არ გავს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iosebi1978
პოსტი Jan 26 2012, 01:24 AM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 26-January 12
წევრი № 11,996



წყალი თუ არ არის წყლის მაგივრად ქვიშითაც შეიძლება ნათლისღება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი