IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანი, რომელიც მოკლეს
მხევალი ნინო
პოსტი Jan 21 2010, 10:00 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



*ana*
ციტატა
მე ასე ვიცი, რომ
ის ადამიანი სასუფეველში ხვდება იმიტომ, რომ
მას კიდევ ჰქონდა საშუალება
მოენანიებინა თავისი ცოდვები
თუ არ მოკლავდნენ



მე მგონი გააჩნია რისთვის მოკლავენ. ქრისტეთვის, ყაჩაღობისთვის, ომში თუ მშვიდობაში.

ადამინაი სხვადასხვა დროს და საშუალებებით კვდება. მე მგონი სიკვიდლისთვის ყველა, ყოვველ წუთას უნდა ვიყოთ მზად. არ ვიცით ეს წუთი როდის დადგება და ვისი ხელით. ხოდა, არიქა მიმკლეს, თორემ ხვალ დილიდან სინანულს ვიწყებდიო, არ მგონია ეგ არგუმენტი უფალმა მიიღოს. მე ასე ვფიქორბ და რა ვიცი... ისე მწაყობს ხომ იცი, სხვა მომკლავს (ღმერთო დაგვიფარე) თუ უფალი გამიყვანს, ვიტყვი, რატომ გამიყვანე უფალო დღეს, ხვალიდან ტავზე ნაცრის დაყრას ვაპირებდი ტქო smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 21 2010, 10:00 PM
პოსტი #22


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



იცით მე როგორ ვფიქრობ.... მემგონი ჩვენ ცხონებას აღვიქვამთ ხოლმე შეცდომით. ჩვენ ცხონება გვგონია სამოთხეში, ანუ იქ შესვლა სადაც თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობთ. მაგრამ მემგონი ცხონება სამოთხეში შესვლაზე უპირველესად არის ღმერთთან მისვლა, ერთადერთ ჭეშმარიტად საყვარელ, უბრწყინვალეს და დიდებულ უფალთან, მისი სიყვარულის მუდმივი, დიდი სურვილის გამო (ანუ რომ მუდმივად გვინდოდეს როგორმე შევიყვაროთ ჩვენი შემოქმედი, ერთად-ერთი ჭეშმარიტად საყვარელი უფალი). შეიძლება ვერ შევიყვაროთ იგი ძალზე ძლიერ, მაგრამ სულ ვცდილობდეთ ამას. მამა თეოდორე თავის მრევლს ასე ეკითხება ხოლმე: რა არის ჩვენი მიზანი? და მას პასუხობენ ხოლმე "ღმერთი". ასე ასწავლა მამაომ მათ. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ცხონება არის ღმერთთან შერიგება, როდესაც შენი უდიდესი სურვილი მისი შეყვარებისა რეალრად შესაძლებელი გახდება შენთვის და იქნები კიდეც მასთან. ანუ ამ ცხოვრებაში უნდა დავამტკიცოთ, რომ "ღმერთო მე შენთან ყოფნა, შენთან შერიგება მინდა" და თუ ბოლო ამოსუნთქვამდე ამას დავამტკიცებთ, რომ ჩვენ გვინდა ღმერთთან შერიგება, მისი შეყვარება, გარდაცვალების შემდეგ უფალი აგვისრულებს ამ სურვილს და გვამყოფებს მასთან. ეს მგონია მე ცხონება.

მე ძალიან მომწონს წმ. დავით მეფსალმუნის ეს სიტყვები: "8. აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;(ფს. 138)" შეიძლება არასწორედ მესმის, მაგრამ მგონია, რომ ეს სიტყვები შემდეგს ნიშნავს: უფალო, ოღონდ შენთან მამყოფე და თუნდაც ჯოჯოხეთში ვიყო.

და რადგანაც ცხონება იმ ადგილას სადაც თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობთ, ანუ სამოთხეში მოხვედრაზე უწინარესად არის ღმერთთან მისვლა მისი სიყვარულის სურვილის გამო, ამიტომ ადამიანის ცხონების საკითხიც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუ ადამიანი მოკლეს, რომელსაც სურდა ღმერთთან შერიგება, სურდა როგორმე შეეძლო ღმერთის შეყვარება, მემგონი ცხონდება, ანუ მის სურვილს აუსრულებს ღმერთი, თუნდაც არ ყოფილიყო დიდი ეკლესიური ეს კაცი. თუმცა, თუ ეს სურვილი მას ჭეშმარიტად ჰქონდა ძლიერი, ალბათ ძლიერი ეკლესიურიც იქნებოდა, თუ ჯანმრთელობის ან სხვა სახის პრობლემა არ ექნებოდა ეკლესიურობაში ხელის შემშლელი... მაგრამ თუ ეს არ სურდა ადამიანს, მგონია რომ ვერც შეძლებს გარდაცვალების შემდეგ ღმერთთან ყოფნას სასუფეველში... თავისთავად ალბათ არავის შეუძლია ეს, მაგრამ უფალი შეაძლებინებს მას, ვისაც ამისი სურვილი აქვს...

როგორ მაინტერესებს სწორია თუ არა ის, რაც ახლა დავწერე...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი