IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ქართველი" და "საქართველო", ტერმინის გარკვევის თაობაზე
ქევანა
პოსტი Sep 3 2007, 03:04 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ამ თემის გახსნის მიზეზი გახდა აქ: http://church.ge/index.php?showtopic=2201&st=20
თავწამოყოფილი საკითხი ტერმინ "ქართველი"-ს გაჩენის თაობაზე...
იქიდან აქ გადმოვიტან პოსტებს და ვისაც აინტერესებს აქ ვისაუბროთ და ვიდაოთ smile.gif

მაშ ასე:
Freethought-მა დაწერა
ციტატა
შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ. მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს. ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა


მერე კითხეს: "აბა ჩამოგვიყალიბე ბარემ ეგ კონცეფცია..."
მან უპასუხა:" გაეცანი იმდროინდელ პუბლიცისტიკას, თუნდაც ილია ჭავჭავაძეს."-ო

მერე საუბარი ასე წარიმართა:

k@the
ციტატა

ციტატა - "შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "
პასუხი - აბა რა არსებობდა?
ციტატა - "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. "
პასუხი - ესეც ვერ გავიგე? 'ბერძნული სარწმუნოების აღმსარებლად' მოიხსენიებოდნენ შუა საუკუნეებში მართლმადიდებლები? და მთელი კავკასიის რეგიონი ცოტა გადაჭარბებული არაა? ესე იგი ბაქოში მცხოვრები ბერძენი შეიძლება "ქართველი" ყოფილიყო?
ციტატა - ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ.
პასუხი - რა კონცეფცია იყო ეგ? პუნქტებად იყო ჩამოწერილი რას ნიშნავს იყო ეროვნებით ქართველი?
ციტატა - მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს.
პასუხი - ესე იგი იმერელისთვის მე-19-ე საუკუნემდე რო გეკითხა ქართველი ხარო, გეტყოდა არა იმერელიო?
ციტატა - ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა
პასუხი - ვითომ?





მერე ლენუსმა:
ციტატა
სხვათშორის, კი - ასე იყო.
საქართველოში შედიოდა ქართლი და კახეთი, მაგრამ იმხელა სამცხე ჯავახეთითაც და აზერბაიჯანის ზოგი ტერიტორიებით, რომ ახლანდელ საქართველოზე დიდი იყო როგორც ვატყობ...


მერე Freethought
ციტატა
წაიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი" და ნახე როგორ უყურებდნენ აღმოსავლეთ საქართველოში იმერელ გიორგი კუჭატნელს.


მერ ნინის კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:
ციტატა
"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა?


მერე nini_1 პასუხი:
ციტატა
ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა?
აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"?
თუნდაც მე-10 საუკუნეში.
დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან.

"მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე."
მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო?

ღმერთი გფარავდეთ.



მერე აბო ძიამ სავსებით სამართლიანად:
ციტატა
nini_1რატომ ნერვიულობ და ყვები პროვოკატორებს? ეს სპეციალურად ინსპირირებული მეთოდია საქართველოს ავტორიტეტის შესალახად, რათა ქართველს არაფრად მიაჩდეს მისი ქვეყანა და შეუერთდეს გლობალისტთა კოსმოპოლიტურ უქვეყნო ურჯულო უეროვნებო ნახირს.


მერე კატო ბატომ (ასევე სამართლიანად): "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე.

ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?"


წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები."

მერე Freethought-მა:
ციტატა
მცნება" ქართველი ნამდვილად არ არსებობდა, რაც შეეხება ცნებას (მ-ს გარეშე): "ქართველი" და "ქართველთა სამეფო" მოიხსენიება მე-9 საუკუნიდან ქართულ ისტორიულ წყაროებში. ქართველთა სამეფი იყო ტაო-კლარჯეთი, სადაც ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა. მას შემდეგ რაც ბაგრატიონებმა დინასტიური ქორწინების გზით აფხაზთა სამეფოც ხელთ იგდეს და კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც მოახერხეს, ქართველთა სამეფოს ცნება მთელ მათ სამფლობელოზე გავრცელდა, აქედან მოდის სიტყვა საქართველო, რომელსაც ვახტანგ გორგასალი და გუბაზ მეფე არ იცნობდნენ.


ციტატა
აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"?
თუნდაც მე-10 საუკუნეში



სწორედ მე-10 საუკუნეში მოიხსენიება ეს სიტყვა პირველად, კერძოდ კი ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში. მაგრამ არა მარტო ბაგრატი, არამედ მისი შთამომავლებიც, დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარი, თავიანთ ტიტულატურაში მოიხსენიებოდნენ, როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა" და ა.შ.
თუ გიფიქრია იმაზე რატომ არ უწოდებდა დავით აღმაშენებელი თავის თავს უბრალოდ ქართველთა მეფეს ან საქართველოს მეფეს? და რატომ უდრიდა სომეხთა მეფობა "რანთა და კახთა" მეფობას? რატომ ვერ ხედავდა მეფე განსხვავებას კახეთსა და შირვანს შორის?


ციტატა
დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან.

"მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე."
მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო?

ღმერთი გფარავდეთ.


ეგ ისტორიული წყარო არ არის, ციტატა ამოღებულია თანამედროვე სახელმძღვანელოდან და ამჟამად აფხაზთა სამეფოს დასავლეთ საქართველოს ჰქვია.


ციტატა(kato_Bato @ Sep 1 2007, 06:17 PM)

ნათია

შენ ეგა თქვი რა

Freethought

"ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე.

ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?"
წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები.



ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო?


მერე უკვე თქვენი მონა-მორჩილიც ჩაება (ვახ რა ყულფში გავყავი თავი )
ციტატა
მდაჰ... ბატონო როგორც იქნა მიგიხვდით რაც იგულისხმეთ ზედა პოსტებში, მანამ არ გამოჰყავით "მცნება" და "ცნება".. იცით, ეგ ცოტა რთული საკითხია და გაუგებრობაც შეიძლება წარმოიშვას თუ არასწორად გადმოსცემ... ერთობ ორაზროვანია..... ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი... ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ )
და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? ნეტა ვინ იყო?

პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით...


რაზედაც თანაფორუმელისგან (სახელი არ ვიცი აბა და...) ასეთი პასუხი მივიღე:

ციტატა
ციტატა
ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი...


?


ციტატა
ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ )


რაც საქართველოზე დავწერე ეხება სხვა ქვეყნებსაც. მე19 საუკუნემდე ეროვნებებს შორის მკაფიო საზღვრები არ არსებობდა


ციტატა
და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? ნეტა ვინ იყო?


ადარნასე ქართველთა მეფე გაერთიანებული საქართველოს მეფე არ ყოფილა, მე მგონი ერთხელ უკვე დავწერე რომ ქართველთა სამეფო ტაო-კლარჯეთს მოიცავდა და შეგიძლია ნებისმიერ სკოლის სახელმძღვანელოში გადაამოწმო. ასეთი იაღლიში რატომ უნდა მოგივიდეს ქართველ მამულიშვილს, ჰა? პატრიოტობას საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნაც ხომ ჭირდება?



ციტატა
პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით...
იხ. ზემოთ



მაშ ასე ახლა მეჩქარება, ისედაც ბევრი დრო დავკარგე... ხოდა ასე საღამოსთვის მინდა პასუხი გაგცეთ smile.gif აბა ჰე....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ketino   "ქართველი" და "საქართველო"   Sep 3 2007, 03:04 PM
k@the   ketino რამდენი გიშრომი...   Sep 3 2007, 04:37 PM
ketino   მადლობა ქეთ.. ჩავას...   Sep 3 2007, 05:43 PM
Freethought   @ketino ადარნასე იმიტ...   Sep 5 2007, 07:57 PM
ketino   ძლივას... რაცხა გამო...   Sep 3 2007, 10:40 PM
abo   Freethought http://church.ge/index.php?showtop...   Sep 5 2007, 08:26 PM
ketino   ხოდა.... Freethought მართალი...   Sep 8 2007, 12:25 AM
sable   Freethought ''შუა საუკუნ...   Oct 8 2007, 02:36 PM
ketino   მაგ პრინციპით ჩვე...   Oct 8 2007, 02:46 PM
sable   შენ თუ ჩვენს ერად ჩ...   Oct 8 2007, 02:52 PM
ketino   sable მე მაინტერესებს...   Nov 2 2007, 04:00 PM
sable   sable მე მაინტერესებ...   Mar 4 2008, 06:14 PM
marine   ტერმინ „ნათესავით ...   Feb 27 2008, 12:10 PM
ketino   sable არ ვიცოდი, მადლო...   Mar 4 2008, 06:20 PM
sable   sable არ ვიცოდი, მადლო...   Mar 4 2008, 06:26 PM
bekas   აქ რაღაც ვერ გავიგ...   Mar 18 2008, 01:33 AM
marine   აქ რაღაც ვერ გავიგ...   Mar 18 2008, 10:19 AM
bekas   შენ შეიძლება ეგრე ...   Mar 18 2008, 02:11 AM
marine   "კვართწილხვდომი...   May 12 2015, 04:01 PM
marine   "იერუსალიმში აღმ...   Jan 30 2022, 08:15 PM
marine   "აქამდე გავრცელე...   Jan 31 2022, 12:17 PM
marine   "უცხოელი ისტორიკ...   Feb 8 2022, 08:09 PM
marine   "ძველქართულ საის...   Mar 6 2022, 06:24 PM
marine   "ქართველთა ეთნიკ...   Mar 28 2022, 08:17 PM
marine   "სპარსულად საქარ...   Apr 1 2022, 01:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 02:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი