IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში
კანონისტი
პოსტი Dec 14 2006, 03:33 PM
პოსტი #41


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa

wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 29 2006, 03:56 PM
პოსტი #42


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(KAIROS @ Nov 11 2006, 01:44 PM) *

კანონისტი, ახლა შენ მთლად ყველაფრის კანონებში ჩასმა არ მოინდომო, ხო იცი "შაბათია შექმნილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის" smile.gif
იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?
მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ...
იხარეთ

კაიროსი.

ო, ეს რა თქვი, გამაოცე, არაფრით არ ველოდი. მართალი გითხრა ცოტა მწყინს ასეთი გავლენა, რომ აქვს რუსულ ეკლესიას ქართულზე. თუ ეს თემიდან გადახვევა არ იქნება, როგორც ვიცი ადრე საქართველოს პატრიარქებს მოიხსენიებდნე, როგორც კვართის მცველს ეხლა კიდევ რუსულ ვარიანტში იხსნებენ დიდი მეუფე. წიგნებიც შემეცნებითი აუცილებლად რუსულიდან ნათარგმნია ასე მგონია ქართველებს არც წმინდანები ჰყავთ და საერთოდ არაფერი უკეთებიათ ტქო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2006, 04:01 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mona nino
ციტატა
როგორც ვიცი ადრე საქართველოს პატრიარქებს მოიხსენიებდნე, როგორც კვართის მცველს ეხლა კიდევ რუსულ ვარიანტში იხსნებენ დიდი მეუფე


მართალია. სხვათაშორის ჩემი მეგობარი მუშაობს მაგ საკითხზე.

ჩვენი პატრიარქის მოხსენიებაც - დიდი მეუფე მამაი ჩვენი სუფთა რუსულია: Великий Господин Отец наш

იმედია, მალე აღდგება.

ისე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1990 წლის 4 მარტის ტომოსით შემდეგი ფორმულით ცნო ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტული:
"უწმიდესი და უნეტარესი, არქიეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 2 2007, 04:28 AM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1990 წლის 4 მარტის ტომოსით შემდეგი ფორმულით ცნო ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტული:
"უწმიდესი და უნეტარესი, არქიეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი"


არადა მაინც კათოლიკოსად მოიხსენებენ ხოლმე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 31 2007, 01:57 PM
პოსტი #45


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
არადა მაინც კათოლიკოსად მოიხსენებენ ხოლმე...

ხოო?

არადა ვიდეო ჩანაწერი მაქვს ნანახი, მსოფლიო პატრიარქი რომ წარმოთქვამს დიპტიქს, და იქ პატრიარქად იხსენიებს ილია II-ს

უფრო სწორედ ასე ამბობს:
ტონ აღიოტატონ პატრიარხონ.... და მერე ჩამოთვლის და ამბობს სახელს და ეკლესიას - თეოდორუ ალექსანდრიას, იღნატიუ ანტიოხიას, თეოფილუ იეროსოლიმონ... და მე-9 ილია იეორღიას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 5 2007, 06:42 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(KAIROS @ Nov 11 2006, 01:44 PM) *

იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს?


ამ ციტატის 95% არის მცდარი, და აი რატომ:

1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად. ხატმებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ხატთა თაყვანისცემის წინააღმდეგ სწორედ ის იყო, ხატების კურთხევის საგანგებო ლოცვა არ არსებობდა, ხოლო ლოცვის გარეშე კი ხატმწერის მიერ დაწერილი "უბრალო საგანი" ისევ "უბრალო საგნად" დარჩება. ამაზე მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა შესაფერისი პასუხი გასცეს ხატმებრძოლებს, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ (რუსულ ენაზე). კაიროსმა მეშვიდე მსოფლიო კრების ამ სწავლების შესახებ არაფერი იცის (რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია biggrin.gif ).

2) ხატის კურთხევის ტრადიცია არ გაჩენილა რუმინეთის ეკლესიაში. უკვე ა. დმიტრიევსკიმ იცოდა ერთი ისეთი ბერძნული ხელნაწერი მაინც, სადაც ხატის კურთხევის წესია შეტანილი. ესაა ათონის მთის წმ. დიონისეს მონასტერში დაცული მე-15 ს. ხელნაწერი. შესაბამისი ნაწყვეტი დმიტრიევსკის წიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ. სულ ათამდე ასეთი ხელნაწერია ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხელნაწერები ასახავენ პერიფერიულ ტრადიციას, კლასიკური კონსტანტინეპოლური კურთხევანები არ არიან. ხატის კურთხევა ხდებოდა მისთვის მირონის ცხებით და სპეციალური ლოცვის წაკითხვით.

3) რამდენადაც თავდაპირველად ბერძნები წიგნებს იტალიაში ბეჭდავდნენ, ხშირი იყო შემთხვევები მათში არამეინსტრიმული (მაგალითად სამხრეთიტალიური) წესების მოხვედრისა. ასე მოხდა ხატის კურთხევის წესის შემთხვევაშიც. მტკიცება, რომ ხატების კურთხევის წესი ბერძნულ ბეჭდურ კურთხევანებში არ არის, ამ კურთხევანების ელემენტარულ არცოდნას ამჟღავნებს. აი ერთი მაგალითი 1803 წ. კონსტანტინეპოლში მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული კურთხევანისა, სადაც ეს წესი გვხვდება (იხ. გვ. 322-323). ეს წესი ახლაც არის სტანდარტულ ბერძნულ კურთხევანში (მაგ. გამომცემლობა ასტირის მიერ 1970 წ. გამოშვებულ კურთხევანში, რომელიც მე-19 ს.-ში არქიმანდრიტ სპირიდონ ზერვოსის რედაქციით გამოცემული კურთხევანის რეპრინტს წარმოადგენს).

4) მე-17 ს. შუაში კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ ხატის კურთხევის წესი შეიტანა მის მიერ მიერ გამოცემულ სლავურ კურთხევანში, ოღონდ ბერძნული წესის ნაცვლად ახალი წესები შეიმუშავა მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, წმ. სამების და წმიდანის ხატის კურთხევისა. ლოცვები თავად მოგილამ დაწერა, ხოლო ხატისთვის მირონის ცხების ნაცვლად მისთვის წყლის პკურება შემოიღო (ეს უკანასკნელი კათოლიკური გავლენით). მოგილას კურთხევანი რუსეთში მიღებული არ იყო (მხოლოდ მალოროსიაში იყო გავრცელებული) და შესაბამისად ხატის კურთხევის ტრადიცია რუსეთში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ მე-19 ს.-დან, როდესაც კიევში დაბეჭდილ "დამატებით კურთხევანში" გამომცემლებმა შეიტანეს ეს წესი.

5) ხატის კურთხევის მიმართ ბერძნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ამ წესს მკაცრად აკრიტიკებდნენ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი და წმ. ათანესე პაროსელი. შესაბამისი ნაწყვეტი ნიკოდიმოს მთაწმიდელის "პიდალიონიდან" შეგიძლიათ ნახოთ აქ (არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია biggrin.gif ).

6) ბერძნულ პრაქტიკაში ახლა იშვიათად თუ ვინმე აკურთხევს ხატებს.

7) ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 14 2006, 03:04 AM) *

სოლომონ! არ იგონებს ეგ კაცი არაფერს, ისტორია ძალიან მძიმე რამეა ხანდახან
რა ქნას ახლა კაირო(ს)მ(ა), ახალი ისტორიის წიგნი დაწეროს, თუ როგორ იქნება ეგ საქმე?

ქრისტიანობის კარგად გასარკვევად, ისტორიის ცოდნა ფუნდამენტური საკითხია, აი მაგი კაირო ნამდვილად იცნობს ისტორიას ძალიან კარგად...რა ვქნათ ახლა მოვკლათ კაცო ამისთვის?


ზემოთქმულიდან ვფიქრობ ნათელია, რომ არც ამის დამწერა და არც კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან biggrin.gif რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ? biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Nov 16 2006, 07:21 PM) *

კანონიკის სპეციალისტი არ ვარ ( ეგ შენ გქვია), მაგრამ ბოლო 14 წელიწადია ამ სფეროში ვარ, მოკლედ ის ვიცი ზუსტად, რომ ბერძნებს არც ქონიათ და არც აქვთ, და ისიც რომ არც ჩვენ გვქონია ადრე, ყოველშემთხვევაში, დღესდღეობით ყველა აღმოჩენილ ტიპიკონ-დავთრებში მსგავსი არაფერია...


14 წელი საკმარისი არ ყოფილა biggrin.gif ისე ტიპიკონში რა უნდა ხატის კურთხევის წესს? blink.gif აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იკვეთება, კაიროსს არც კორნელი კეკელიძის კლასიკური ნაშრომები ჰქონია წაკითხული, თორემ იმას როგორ იტყოდა, ქართულ ხელნაწერებში ხატის კურთხევის წესი არ გვხდებაო? ნამდვილად გვხვდება. მეტიც, წესი უეჭველად ბერძნულიდან უნდა იყოს ნათარგმნი (იგივე ლოცვაა, რაც ბერძნულ კურთხევანებში, და ხატისთვის მირონის ცხების მითითებაცაა), სავარაუდოდ მე-17 ს.-ში.

ახლანდელი ჩვენი წესი ხატის კურთხევისა ბერძნულისა და რუსულის ნაჯვარია: ლოცვა ბერძნულია (დავდებ კურთხევანიდან სურათს, თუ ვინმეს აინტერესებს), ხოლო წყლის პკურება კი რუსული პრაქტიკიდანაა აღებული.

ციტატა(თამარი @ Nov 16 2006, 07:37 PM) *

აი, ამაში მეც დაგემოწმები, ეს მეც ნამდვილად ვიცი


კიდევ ერთი მცოდნე biggrin.gif

ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.

პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფორუმზე დავბრუნდი, ცდება. კანუდოსელის წასაყვანად მოვედი (მგონი წასული იყო ფორუმიდან) biggrin.gif მოკლედ, წამობრძანდით, ბატონო biggrin.gif

პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 5 2007, 06:44 PM
პოსტი #47


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris

დიდი მადლობა, საინტერესო იყო

ციტატა
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფორუმზე დავბრუნდი, ცდება.

იმედი მაქვს, რომ აქ იქნება. ჩვენ შორის ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს და არა შუღლი და დაპირისპირება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 5 2007, 06:50 PM
პოსტი #48


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Sotiris
ციტატა
6) ბერძნულ პრაქტიკაში ახლა იშვიათად თუ ვინმე აკურთხევს ხატებს.



სანამ წახვიდოდეთ გვიპასუხეთ, ხატების კურთხევა მე-7 მსოფლიო კრებაზე დადგინდა როგორც აუცილებელი?

რომელიმე სხვა ქვეყანაში მირონცხებით კვლავ იკურთხება ხატები, თუ ყველა წყლის პკურებაზეა გადასული?

თუ ტავიდან ბერძნები აკურთხებდნენ ხატებს ეხლა რა მოსაზრებით არ აკურთხებენ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 5 2007, 07:25 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 5 2007, 06:50 PM) *

Sotiris
სანამ წახვიდოდეთ გვიპასუხეთ, ხატების კურთხევა მე-7 მსოფლიო კრებაზე დადგინდა როგორც აუცილებელი?


კარგი, გავიმეორებ:

ციტატა
ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად.


ციტატა
ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 5 2007, 07:36 PM
პოსტი #50


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Sotiris
ციტატა


ციტატა
ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ.




ამისგან გასხვავებული რაიმე ითქვა აქ?



ანუ საბოლოო დასკვნის სახით გვითხარით, საჭიროებს თუ არა ხატი კურთხვეას, აკურთხებს თუ არა ხატს სხვა მართლმადიდებელი ქვეყნები,


შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუ (მსოფლიო საპატრიარქო), ამ პიროვნების გავლენით არ აკურთხებენ დღეს ბერძნები ხატებს?


სოტირის, არ მეჩხუბო, ჩვენ ხომ თიტქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენი ნაცნობობა ძირითადად ჩემი ხვეწნით არ წახვიდე ფორუმიდან ტქო შემოიფარგლება...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 5 2007, 07:49 PM
პოსტი #51


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეხლა კი ოოო.
თუ კაიროსმა და კანუდოსელმა დოკუმენტირებულად არ დაამტკიცეს თავისივე განცხადებები, რაც თავის მხრივ სოტირისმა დოკუმენტურად უარყო და გააცამტვერა, მართლაც ეჭვი შემეპარება ამ ფორუმის ლიდერთა პროფესიონალურ თავდაჯერებულ ტონში, რაც ყოველ მათ პოსტში ძალუმად იგრძნობა ( კანუდოსელთან შეიძლება ითქვას ,ცინიკურ-ირონიული თავდეჯერებულობით biggrin.gif )
laugh.gif tongue.gif biggrin.gif smile.gif sad.gif
ოპერამ დაგლიჯა.
სოტირის ნამდვილად მოჩვენება ხარ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 5 2007, 10:38 PM
პოსტი #52


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



[quote] თუ კაიროსმა და კანუდოსელმა დოკუმენტირებულად არ დაამტკიცეს თავისივე განცხადებები, რაც თავის მხრივ სოტირისმა დოკუმენტურად უარყო და გააცამტვერა, მართლაც ეჭვი შემეპარება ამ ფორუმის ლიდერთა პროფესიონალურ თავდაჯერებულ ტონში, რაც ყოველ მათ პოსტში ძალუმად იგრძნობა [/quote]


ლეონტი, საერთოდ არა მაქვს სურვილი შენ გეკამათო, მაგრამ აქ უბრალოდ გკითხავ, რა გაგიხარდა? ის რომ სოტირისმა რაღაცეები დააზუსტა? ან ის რომ შეიძლება (ვიმეორებ შეიძლება, რადგან პასუხს ქვემოთ დავწერ) მე შევცდი? ჯერ ერთი ფორუმის ლიდერი აქ არავინაა, უბრალოდ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობას ვსწავლობთ ერთად და ყველას მადლობა თუკი რაიმე სიახლეს დაწერს ( სოტირისსაც რათქმაუნდა) და შენ კი შუღლის გაღვივებას და შეპირისპირებას, და მერე აღფრთოვანებული სიცილაკების ხატვას სჯობს თავადაც იზრუნო საღვთისმეტყველო განათლების ამაღლებაზე, სულ სოტირისის იმედზე ხომ არ უნდა იყო?!

ახლა სოტირისს!

უპირველესად, უნდა გითხრა, რომ მძიმედ ცდები ჩემი პიროვნების შეფასებაში, მე არა ვარ ის ცუდი გაგებით "ჰუმანისტი", როგორც შენ გგონია, და კრებებიც წაკითხული მაქვს და მისი დადგენილებებიც, ასე რომ შეცვალე დამოკიდებულება, შემდეგ კი რათქმაუნდა სათქმელია და აქ არაფერია მოსარიდებელი, რომ ბევრ რამეს შენგანაც ვსწავლობ, აბა ფორუმი მეტი რაა? და თუკი რაიმე გამომრჩა ან არ დავწერე ( იქნებ არ და არა ვერ) შენ უნდა შემივსო, უნდა დამიზუსტო და არა გახარებულმა შეცდომად ჩამითვალო, ზოგადად კი თემაზე მსჯელობა სჯობს კამათს, კამათს შფოთი მოაქვს, წყნარ მსჯელობას კი ჭეშმარიტებისაკენ მივყავართ... ესეც ხომ ის თემა არაა სადაც ჩვენი აზრები უკიდურესად არ ემთხვევა ერთმანეთს? ჰოდა, აქ მაინც ვისაუბროთ ყოველგვარი ქვემინიშნებების და ირონიის გარეშე...

ახლა პასუხი ( მანამ ისევდაისევ მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის)

ჩემი უპირველესი პასუხი, ნინომ დაწერა:

[quote]სოტირისი: ციტატა
ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ.

მხევალი ნინო:

ამისგან გასხვავებული რაიმე ითქვა აქ? [/quote]

მაშ რაზე მეკამათები? მეც ეგ არ ვთქვი?

[quote]რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?[/quote]

ეტყობა, კამათის სიყვარულმა და ჩემი "ჩაძირვის" დიდმა სურვილმა დაგაწერინა იმხელა პასუხი, არადა დასკვნა იგივე გააკეთე!
შენ წერ:

[quote]1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად[/quote]

ეს საერთოდ არ იყო ჩემი პოსტის საწინააღმდეგო არგუმენტი, რადგან ჩემი პოსტის დედააზრს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ამყარებს... რაც შეეხება კრება ვიცი თუ არა, არ ვთვლი საჭიროდ ეს შენ გიმტკიცო, რაც არ დავწერე არ ნიშნავს რომ არ ვიცი ან არ მსმენია მაინც... წინასწარი განწყობილებით დაწერე და ისევ შეცდი...

შენ პუნქტებში ბერი საინტერესო შენიშნვნა იყო და მადლობა ინფორმაციისათვის, იდეაში მაინც იგივეს ამბობ 1) ხატი კურთხევა არაა აუცილებელი 2) ბერძნები ( შეიძლება აქვთ მაგრამ ) არ აკურთხებენ ხატებს 3) ხატების კურთხევოს არათუ "დაბადება" ( სწორი შენიშნვნა იყო ვასწორებ) არამედ საეკლესიო პრაქტიკაში ფართო გავრცელება პოვა სწორედ რუმინეთში პოვა... ვფიქრობ აქ მაინც არ შემეკამათები.


ასე რომ აშკარად გამოჩნდა, რომ არათუ იდეის სიმცდარემ, რამეთუ იდეაში შენც დამეთანხმე, არამედ კამათის და ალბათ ჩაძირვის ( რამეთუ კანუდოსელსაც გამოკარი კბილი) სურვილმა დაგაწერინა ეს ყველაფერი, ბევრი ილაპარაკე და შინაარსი იგივე, ენაც იგივე და რამოდენიმე უადგილო და ვიტყოდი თავხედური განცხადება:

[quote]კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ[/quote]

[quote]14 წელი საკმარისი არ ყოფილა [/quote]

და ირონიაც...

[quote]არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია [/quote]

[quote](რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია ).[/quote]

[quote]ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.[/quote]

ძალიან უცნაური მორალი გქონიათ სოტირისს, დიდი სიხარულით შევხვდებით შენს პოსტებს სადაც რაიმეს დაგვიმტკიცებ და მეცნიერულად არგუმენტებით გაამყარებ და ინფორმაციებს მოგვაწოდებ, მაგრამ ის შენი "პატივცემული" სასულიერო პირების ზოგიერთ სწავლებას რომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან? არ ვუწოდოთ კახაბერს კახაბერი? ზოგიერთი რომ სიბნელეს და ფანატიზმს ასწავლის არ ვუწოდოთ ფანატიზმი?

[quote]პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ[/quote]

და ვინ თქვა ეგ? რატომ მწამებ ცილს, პირიქით დიდი სიხარულით მოვუსმენდი ლიტურგიკის სპეციალისტს!

სოტირის შენ თუ არ დაბრუნდები, ეგ შენი არჩევანია ისევე როგორც კანუდოსელის არჩევანი იყო დაბრუნდებოდა თუ არა, და ბოლოს კანონისტმა სწორი შენიშვნა გააკეთა და ვეთანხმები:

[quote]ჩვენ შორის ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს და არა შუღლი და დაპირისპირება[/quote]


იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 5 2007, 11:24 PM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ლეონტი
უადგილო გამოსვლა იყო მინდა გითხრა sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 6 2007, 01:06 AM
პოსტი #54


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანონისტი @ Jun 5 2007, 11:24 PM) *

ლეონტი
უადგილო გამოსვლა იყო მინდა გითხრა sad.gif



ბიჭო, ნუ ხარ ბნელი, აგერ ყოვლისმცოდნე ვარ, როგორ მიხარიაააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
შენ გაიხარე, სოტირის, შენ აშენდი, ასეთი სიტყვები მჭირდებოდა ზუსტად! laugh.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 6 2007, 12:51 PM
პოსტი #55


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(KAIROS @ Jun 5 2007, 09:38 PM) *

ლეონტი, საერთოდ არა მაქვს სურვილი შენ გეკამათო, მაგრამ აქ უბრალოდ გკითხავ, რა გაგიხარდა?

არა , გემეცინა უბრალოდ...


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 6 2007, 01:32 PM
პოსტი #56


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ამ ფორუმზე მე ახალი ვარ თითქმია ყველასთვის უცნობი, ერთი ორჯერ თუ დავპოსტე მხოლოდ. თითქმის ყველამ, ჩემზე ბევრად მეტი იცით მართლმადიდებლურ წესებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაღიარებ, აქ იმისთვის შემოვდივარ, რომ წავიკითხო თქვენი ნაწერები და ვისწავლო ის რაც არ ვიცი. მეტ-ნაკლებად კი ვაწყდები კამათს, არა ჭეშმარიტების დამამტკიცებელს, არამედ თავის გამოჩენისა და სხვისი გაბითურების მიზნით წამოჭრილს. ძალიან კარგად, თითქმის ამომწურავად გასცა პასუხი სოტირისმა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უადგილო ირონიისა და ცინიზმის გარეშე მოეხერხებინა. ვფიქრობ მან თავის თავს უფრო მიაყენა ჩრდილი ვიდრე სხვას. (არადა საკმაო მონდომებით ცდილობდა). კაიროსი ხომ ზუსტად იგივეს გვიხსნიდა, თანაც ყველასთვის იოლ და გასაგებ ენაზე. მხოლოდ კანონების ცოდნა არ არის საკმარისი, ერთმანეთის პატივისცემაც უნდა ვიცოდეთ. მოექეცი სხვას ისე, როგორ შენ გინდა მოგექცნენ, ეს ცარიელი სიტყვები არაა. თორემ ღმერთი რომ სიყვარულია ეს ყველამ ვიცით. მეც მომიტევეთ თუ ვინმეს უხერხულობა აგრძნობინა ჩემმა პოსტმა


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 6 2007, 02:02 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Jun 5 2007, 06:42 PM) *

ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.



ამით დაგეწყო რაა biggrin.gif

კარელინი მაგარი პატივცემულია, ჰოდა გყავდეს, მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა biggrin.gif
პ.ს.
ლიტურგიკა ვიცი თუ არა ეს ცალკე თემაა, მაგრამ შენ ქართული და რუსული რომ არ იცი ეს ცალსახაა....(გაიხსენე კამათი ნათლობაზე)...ამიტომ არ გინდა ახლა ახტომა, დაწყნარდი და დაისვენე, შეტევები ნუ დაგეწყო

ციტატა(ლეონტი @ Jun 5 2007, 07:49 PM) *

თუ კაიროსმა და კანუდოსელმა დოკუმენტირებულად არ დაამტკიცეს თავისივე განცხადებები, რაც თავის მხრივ სოტირისმა დოკუმენტურად უარყო და გააცამტვერა, მართლაც ეჭვი შემეპარება ამ ფორუმის ლიდერთა პროფესიონალურ თავდაჯერებულ ტონში, რაც ყოველ მათ პოსტში ძალუმად იგრძნობა ( კანუდოსელთან შეიძლება ითქვას ,ცინიკურ-ირონიული თავდეჯერებულობით biggrin.gif )



ლეონტ, არ გინდა კაცო ადამიანები ვართ მაინც biggrin.gif

მე რა დავამტკიცო? რაც სოტირისმა დაწერა?
წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში სერიოზული "პრაბელებია" ამ ფორუმში
ნახე რა ბოლო ბოლო კაიროსის პასუხი....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 6 2007, 02:13 PM
პოსტი #58


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(nini_1 @ Jun 6 2007, 12:32 PM) *

ამ ფორუმზე მე ახალი ვარ თითქმია ყველასთვის უცნობი, ერთი ორჯერ თუ დავპოსტე მხოლოდ.

...უი . rolleyes.gif


ციტატა(კანუდოსელი @ Jun 6 2007, 01:02 PM) *

წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში სერიოზული "პრაბელებია" ამ ფორუმში

რას იზამ.. huh.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 6 2007, 02:20 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ლეონტი @ Jun 6 2007, 02:13 PM) *

...უი . rolleyes.gif
რას იზამ.. huh.gif

ნამდვილად ვერაფერს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინო კობიძე
პოსტი Jun 6 2007, 02:49 PM
პოსტი #60


დედიკო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 30-March 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 1,533



ციტატა(solomony @ Oct 21 2006, 10:10 PM) *

მე წავიკითხე ერთ წმინდა მამასთან რომ ზიარების შემდეგ მკაცრ მარხვას ნუ დაიცავო საერთოდ

მე ვიცი რომ ზიარების დგეს ხორცი არ უნდა იჭამოს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი