IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> ID ბარათები
dimitrius
პოსტი Nov 1 2011, 11:53 AM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 19-June 10
წევრი № 9,032



afxazi
ბევრგან არის ახსნილი ელ.პირადობებზე და ბიომეტრულ პასპორტებზე რატომაც არ შეიძლება
აქაც ნახავ: http://www.bolojamze.ge/georgia.htm

სტატიები:
http://www.apocalypse.ge/sxv_atonis_mtis_k...avshirebit.html
http://www.apocalypse.ge/sxv_el_barati_saberdznetshi.html
http://www.apocalypse.ge/sxv_elektronuli_j..._axlovdeba.html

მე რაც ვნახე ვიდეოები და სტატიები იქედან ვსაუბრობ თორე ჩემით კიარაფერი გამომიგონებია smile.gif
სხვა საპიროსპირო სტატიებიც ბევრია, რომ შეიძლება და პრობლემა არ არის, მაგრამ რატომღაც დამაჯერებლად არ ჟღერდა ხოლმე არცერთი. რავიცი ეს მხოლოდ ჩემი აზრია და როგორც ითქვა ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი და მეც ამ აზრზს ვემხრობი. ყველა მიხედავს თავის თავს!. smile.gif


--------------------
უფალო შემიწყალე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 1 2011, 01:17 PM
პოსტი #22


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



dimitrius

აქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ ნიშნავს ამ ბარათის აღება ღმერთის უარყოფას. მხოლოდ იმიტომ, რომ ვირაცა გითვალთვალებს? მომიტევეთ, მაგრამ ყველაზე დიდი მოთვალთვალე, რომელსაც ყველაზე დიდი "მონაემთა ბაზა" აქვს, ეს ეშმაკია, რომელიც აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ადამიანის შეცდენას ცდილობს.

მოკლედ საკითხი ასე დგას: როდესაც ცოდვას ჩადის ადამიანი, ეს არის მისი არაბუნებრივი ქმედება, საწინააღმდეგო იმისა, რაც ღმერთმა მოგვანიჭა და გვიწყალობა, ამიტომ ეს ითვლება, რომ შენ ღმერთთან არ ხარ. ამ ფონზე ამ ბარათის აღება რატომ არის ღვთის საწინააღმდეგო?

მე აქ ჩამოვწერ ყველა იმ კომენტარს, რომელიც მიმითითე:


"... დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც".

მეუფე იობი"


"რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო?"

მე მინდა ვკითხო ყველას: იმ პირადობის მოწმობების გარეშე, რაც მანამდე იყო, მიგიღებენ სამსახურში? რაიმე საქმიანობას განახორციელებთ? ცხადია ვერ და რა გამოდის, ეს პირადობის მოწმობებიც ისევეა წინასახე ანტიქრისტეს ბეჭდისა, როგორც ელექტრონული ბარათები. ვფიქრობ აქ შეშფოთებას სიტყვა "ელექტრონული" იწვევს, თორემ იდეა აბსოლუტურად ერთიდაიგივეა ძველ და ახალ ბარათებზე. რაც შეეხება სამსახურიდან გამოგდებას, ვფიქრობ, ცხადია, რომ სამსახურში, როგორც აღვნიშნე, ვერც ძველი პირადობის მოწმობის გარეშე იმუშავებს ადამიანი.



”მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ სუცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II"


მისი უწმინდესობის გამონათქვამი აბსოლუტურად იგივეობრივია ეკლესიურ სწავლებასთან და მასში ზოგადად ქრისტიანული მოღვაწეობის არსი იგულისხმება. აქ რომ საუბარი არაა კონკრეტულად ანტიქრისტეს ბეჭედზე, ყველასთვის ცხადია.



რაც შეეხება მითითებულ ლინკებს, მათში იმდენად ბუნდავოანებაა აზრისა, რომ ვერც კი ვხვდები რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს მას.

არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო.


ზოგადად მეორედ მოსვლა, რომლის შესახებაც უკიდურესად არასწორის წავლებები ვრცელდება, არაფრის შემცვლელი არ იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მანამდე ირჩიეს ან მარჯვენა ან მარცხენა გზა. თუკი თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი პირადი სამსჯავროა, მეორედ მოსვლა ეს იქნება საყოველთაო სამსჯავრო, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ადამიანების ხვედრს არსებითად არშეცვლის, უბრალოდ მიეგებათ მათ ის, რაც მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს. ხოლო ანტიქრისტე კი, როდესაც ის მოვა, მის გარშემო შემოკრებს მათ, რომლებიც მანამდე თავგამოდებულნი ებრძოდნენ ღმერთს. სადღაც პავლე მოციქული ამაზე საუბრობს.

ბოროტი აგერ უკვე XX საუკუნეა ებრძვის ქრისტეს ეკლესიას და თუკი დასაწყიში მას ფიზიკურად ებრძოდა (ოდნავ წარმათებასაც კი რომ ვერ მიაღწია), შემდგომში დახვეწა თავისი ხლართები და სხვა კუთხით დაიწყო ადამიანთა შეცთენა. მთლიანობაში არ ვეთანხმები, მაგრამ ფილმი რომაა "ბოროტ ძალთა კრება", არის მასში რაღაც სწორი, მაგალითად ის, რომ ბოროტი ჩააგონებს დედას, რომ მისი მთავარი მოვალეობა სულაც არ არის შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ აბორტი ეს არაფერი არაა, ჩააგონებს ადამიანს, რომ მრუშობა ეს არაფერი არაა, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ სხვა ურჯულოებანი, რომელსაც ჩვენს გარშემო ვაწყდებით. რატომღაც ამას კი არ აქცევენ ადამიანები ყურაღებას, არამედ ელოდებიან ბოლო ჟამს. დახვეწა ბოროტმა თავისი ქმედებანი და დღეს სხვანაირად იბრძვის.

ამ სტატიის ავტორი ამბობს, რომ როდესაც ბოროტმა ვერაფერს მიაღწია ფიზიკური დაპირისპირებით, თვით ქრისტიანები გამოიყენა ღმერთის წინააღმდეგ და აქადაგებინა იგი (ღმერთი) ან როგორც უმკაცრესი მსაჯული, რომელიც ჩასაფრებული ელის ადამიანის შეცდენას, რომ ჯოჯოხეთში ჩააგდოს იგი, ანდა უკიდურესად ჰუმანური, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უსჯულოებას, უფრო სწორად აქცევს მაგრამ, როგორც საყვარელ ქმნილებას პატიობს მათ. დიახ, ღმერთი სიყვარულია და განუზომლად მოწყალეც, მაგრამ იგი ძალდატანებით არავის არ აცხონებს


http://library.church.ge/index.php?option=...emid=68&lang=en

მე მგონი ღირს სხვა რამეს მივაქციოთ ყურადღება უფრო მეტად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lashabolotashvili
პოსტი Jul 14 2012, 06:05 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,473



d ბარათი რომელსაც მოქალაქე საკუთარი ნებითა და სურვილით იღებს არის? თანხმობა და ხელის შეწყობა მომავალში ანტი_ქრისტეს ბეჭდის ლეგალიზაციისა დაკანონებისა.id ბარათი უნდა შეცვალოს ჩიპებმა რომელიც როგორც მოგეხსენებათ არის ანტი_ქრისტეს ბეჭედი. სახარებაში წერია და განმარტებულია რომ იგი დაესმევა იმათ რომელნიც თაყვანს სცემენ ანტი_ქრისტეს თაყვანის ცემა არ ნიშნავს ამას რომ ბაგეებით აღიარო იგი.. შეიძლება ბაგეეიბით აღიარებდე უფალ იესო ქრისტეს მაგრამ შენი გული შინაგანი მდგომარეობა ნიჯაჭვული იყოს ამა სოფელს მატერიალურ კეთილდღეობასა და იუნჯებდე მიწაზე! (ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტესაც სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე))სსწორედ ასეთი ასეთი ადამიანები მიღებენ ანტი_ქრისტეს ბეჭედს მატერუალური კეთილ დღეობისთვის.და თუკი ახლა ბეჭდის წინა მორბედი id ბარათები რომელიც ჯერ კიდევ შეგვიძლია ვუარყოთ და მოვითხოვოთ გაუქმდეს იგი!და ამას არ გავაკეთებთ ახლა მშვიდობიან დროში!მაშინ როგორღა? შეიძლება არ მივიღოთ ჩიპები ანტი ქრისტეს საშინელ დროში!სახარებაში წერია?
(16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.გამოცხადება13:16,17,18) ძალიან გთხოვთ მახარს ნუ დაუჩერთ ანტიქრისტიანულ პროპაგანდას და მატერიალური ყოფა ცხოვრების გამო და ნუ აცდუნებთ ხალს თქვენივე უგუნურების გამო. სახარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აღმოვაჩენეთ რომ ანტი ქრისტეს ეს სწორადაც ხალხის გასაკონტროლებლად სჩირდებაასე (რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. რას ნიშნავს.ეს?? ნუთუ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება!! მეუფე იობიცა და სხვა სასულიერნო პირნი ვინც ხალხს მოუწოდებს არ აიღონ ეს ბარარათები იმას არავის ეუბნებიან რომ მხოლოდ მისი არ აღების შემთხვევაში ცხონდებიტო არამედ ქრისტეს ერთგულებასთან ერთად ასევე ქრისტიანის ვალია არ მიიღონ მონაწილეობა ანტიქრისტეს საქმეშიო.და სწორადაც ანტი ქრისტეს საქმეა ადამიანთა დამონების მიზნით ამ პროპაგანდის განხორციელება.ადამიანი კარგად რომ დაფიქრდეს და მისი საფიქრალი მხოლოდ ზეცა იყოს დაცხონება ადვილათ შეამჩნევს ამ ბარათიზაციის საფრხეებს და მიზნებს.რომ იგი ანტი ქრისტეს ემსახურება და სწორედაც მატერეალურად მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ იგი ვისი გულიც სინამდვილეში მიჯაჭვულია მიწიერს და არა ზეცას თუმცა კი შეიძლება ამხსარებელიც იყოს და მაზეარებელიც და უფრო მეტიც სასულიერო პირი ანდა იერარქი.ამ პროცეესებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება ქრისტიანთა ვალია შევეწინაამღდეგოთ მას და არა პირიქით პოპულარიზაცია გავუკეთოთ ანტი ქრისტეს ბეჭედს რასაც სამწუხაროთ ბევრი სასულიერო პირი ახორციელებს. გამეციტ პასუხი ჩემს ხედვებზე და შეკითხვებზე.მადლობთ! ლაშა ბოლოთაშვილი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 15 2012, 10:06 PM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლშა ძმა!
აღარ ინდა მეათასედ ერთი და იგივეზე კამათი და იქნებ აფხაზის პოსტებს გადახედო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 02:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი