IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> გიორგი XIII-ის ცხოვრება, პლატონ იოსელიანის წიგნის მიხედვით
ნაინა
პოსტი Oct 13 2007, 09:37 AM
პოსტი #101


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ვაგრძელებ ტრაქტატის თემას, უფრო სწორედ ტრაქტატს. წყარო იგივეა რაც ზედა პოსტში დავწერე.

1) ქართლ-კახეთის მეფე, ,,სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისითა: საზეიმოს (,,დღესასწაულობით'') და საქვეყნოდ აცხადებს, რომ იგი ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობს ცნოს ირანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ხელმწიფის უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა, გარდა რუსეთის იმპერიისა და მისი მემკვიდრეებისა, აღუთქვამს მათ ერთგულებას.

2) რუსეთის იმპერატორი თავისი და მემკვიდრეთა სახელით აღუთქვამს ერეკლე მეფეს, რომ იგი სამუდამოდ გაუწევს მფარველობას ქართლ-კახეთის სამეფოს და დაიცავს მას გარეშე მტრებისაგან იმ სამფლობელოების ჩათვლით, რომელთაც ერეკლე თეიმურაზის ძე, ვითარების წყალობით მომავალში შემოიერთებს, რომლებიც მასვე დაუმკვიდრდება. (მუხლი2)

3) როდესაც ერეკლეს მემკვიდრეები გახდებიან მეფეები, უმალ აუწყებენ რუსეთის მთავრობას და რუსეთის მთავრობა უგზავნის მათ სამეფო ნიშნებს და იღებენ ერთგულების ფიცს; ამ წესს აღასრულებს ერეკლე მეფეც (მუხლი3)

4) ერეკლემ (შემდეგ მისმა მემკვიდრეებმაც) უცხო ქვეყნებთან მიმოწერა რუსეთის მინისტრთან (წარმომადგენელთან) და ,,კავკასიის ხაზის'' სარდალთან უნდა შეათანხმოს (მუხლი 4)

5) ერეკლე მეორეს რუსეთის სამეფო კარზე ეყოლება თავისი მინისტრი, ან რეზიდენტი, რომელიც მეფის საჭიროებაზე მოახსენებს რუსეთის მთავრობას, იგი უფლებებით გათანაბრებული იქნება სხვა მფლობელ მთავართა მინისტრებთან, ხოლო რუსეთის მთავრობას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ეყოლება თავისი მინისტრი (წარმომადგენელი). (მუხლი5)

6) რუსეთის იმპერატორი, რომლის უზენაესობა აღიარა ქართლ-კახეთმა და მიიღო ეს უფლებები, თავისი და მემკვიდრეების სახელით აღუთქვამს მას, ქართლ-კახეთს: ა) ქართული სამეფოს მოსახლეობას თვლის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად, ამიტომ დაიცავს მას გარეშე მტრებისაგან და მათ მტრებს საკუთარ მტრად ჩათვლის, ხოლო თურქეთთან, სპარსეთთან და სხვა ქვეყნებთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებები მათზეც ვრცელდება; ბ) ერეკლესა და მის შთამომავლებს ,,დაიცავს უცუალებლად სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისა''. გ)ქვეყნის საშინაო საქმეები--მმართველობა, სასამართლო და მსჯავრი, გადასახადების აკრეფა, ქართლ-კახეთის მეფის სრული ნება და სარგებელიც მისია; რუსეთის მთავრობა აუკრძალავს თავის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში ჩარევას (მუხლი 6)

7) ერეკლე, რუსეთის იმპერატორის აღთქმის პასუხად, თავისი და მემკვიდრეების სახელით ვალდებულებას კისრულობს: ა) ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარით რუსეთის იმპერატორის სამსახურზე; ბ) რუსეთის მოხელე დიდკაცებთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდეს და ასრულებდეს მათ მოთხოვნას და დაიცვას რუსეთის ქვეშევრდომები შევიწროებისა და შეურაცხყოფისაგან; გ)თანამდებობის პირთა დანიშვნის, თუ მათი დაწინაურებისას, გაითვალისწინებს რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებასაც (მუხლი 7);

8)ქართლ-კახეთის კათალიკოსო უწმინდესო სინოდის წევრი ხდება და იგი რუსეთის ეპისკოპოსებს შორის იკავებს მერვე ადგილს (ტობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ); თუმცა ქართლ-კახეთის საეკლესიო მართვისა და სინოდთან ურთიერთობის თაობაზე ცალკე შეთანხმება უნდა მოხდეს (მუხლი8);

9) ქართველი თავადაზნაურობა უფლებებით უთანაბრდება რუსეთისას, სათანადო პატივი რომ მიაგონ რუსეთში ჩასვლისას ერეკლესგან ითხოვენ სიას (მუხლი 9);

10) ქართლ-კახეთის მცხოვრებთ უფლება აქვთ გადასახლდნენ რუსეთში და სურვილისამებრ დაბრუნდნენ სამშობლოში, ხოლო ქართველ ტყვეებს, რომლებიც გამოხსნილინი იქნებიან სპარსეთის ან თურქეთის ტყვეობიდან, სურვილისამებრ უფლება ეძლევათ დაბრუნდნენ სამშობლოშო, ოღონდ გამოსასყიდი და გზის ხარჯები უნდა დაფარონ, ასეთივე წესი ვრცელდება საქართველოს მეზობელთაგან ტყვეობიდან გამოხსნილ რუსებზეც (მუხლი 10)

11) ქართლ-კახეთის ვაჭრებს უფლება ეძლევათ ივაჭრონ რუსეთში და იქ ისარგებლონ იმავე უფლებებით, რომლებითაც რუსეთის ვაჭრები სარგებლობენ, ხოლო რუს ვაჭრებს ეძლევათ ისეთივე უფლება საქართველოში, აგრეთვე საქართველოს გზით მეზობელ ქვეყნებში სავაჭროდ გამგზავრებისა (მუხლი11);

12) ხელშეკრულება იდება საუკუნოს (სამუდამოდ), მაგრამ თუ საჭირო აღმოჩნდება რომელიმე მუხლის შეცვლა, ან დამატება მხარეთა სასარგებლოდ, საჭიროა ორივე მხარის თანხმობა (მუხლი 12);

13) ტრაქტატის რატიფიკაციისა და გაცვლის ვადად წესდება 6 თვე, თუ შესაძლებელი იქნება, ადრეც (მუხლი 13);


ტრაქტატის პირველ დოკუმენტს (ძირითად მუხლებს), რომელიც დაიდო გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, ხელს აწერენ: გენერალი პავლე პოტიომკინი, თავადი იოანე ბაგრატიონი და თავადი გარსევან ჭავჭავაძე, დასმული აქვს მათი ბეჭდები.

დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით გაფორმდა 4 სეპარატული (ცალკე) მუხლი (არტიკული), რომელთა შინაარსი ასეთია:

1) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ერეკლეს ევალება მეგობრულ ურთიერთობაში დარჩეს სოლომონ იმერთა მეფესთან, ხოლო უთანხმოების ჩამოვარდნის შემთხვევაში, უნდა დაემორჩილოს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას (მუხლი 1);

2) ქართლ-კახეთის დასაცავად რუსეთმა საქართველოში უნდა გამოგზავნოს თავისი ჯარის 2 ბატალიონი 4 ზარბაზანით (მუხლი 2);

3) რუსეთის ,,მესაზღვრე უფროსი'' (კავკასიის ხაზის სარდალი) უფლებამოსილია იმპერატორისაგან, ომის შემთხვევაში შეუთანხმდეს ერეკლეს ისეთი ზომები მიიღოს ქართლ-კახეთის დასაცავად და მტირის წინააღმდეგ სამოქმედოდ, როგორც საჭიროა საერთო მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ, ხოლო თუ ქართლ-კახეთის ჯარი იმპერატორის სამსახურში იქნება გამოყენებული, ხარჯი რუსეთმა უნდა გაიღოს (მუხლი 3);

4) რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ერეკლე მეფეს, რომ ომის დროს ეცდება იარაღით, ხოლო დაზავებისას მოლაპარაკების გზით დაუბრუნოს ქართლ-კახეთს მტრისაგან მიტაცებული მიწები, რომელიც ადგილობრივი (ქართლ-კახეთის) მეფის გამგებლობაში დარჩება (მუხლი 4).


სეპარატული მუხლები გაფგორმდა გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, მას ხელი მოაწერეს ზემოთ ხსენებულმა წარმომადგენლებმა და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები.



კიდევ გავაგრძელებ შემდეგ პოსტში დანარჩენს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 13 2007, 12:51 PM
პოსტი #102


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ისევ ტრაქტატის გაგრძელება

ცალკე დოკუმენტის (მესამე დოკუმენტი) გაფორმდა ფიცის ნიმუში (,,სახე''), რომელიც ერეკლეს უნდა მიეღო ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ. იგი შეთანხმებული იქნა გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაუსვეს პავლე პოტიომკინმა, იოანე ბაგრატიონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აღუთქვამდა რუსეთის იმპერატორს, მის ძეს პავლეს და ყიველ კანონიერ მემკვიდრეს რუსეთის ტახტისას, რომ იქნება ერთგული რუსეთის იმპერატორისა და აღიარებს მის უზენაეს ხელისუფლებასა და მფარველობას, უარყოფს სხვა სახელმწიფოთა უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, რუსეთის მთერს თავის მტრად შერაცხს.

დასასრულ, მეოთხე დოკუმენტი, ე.წ. ,,შესასრულებელი არტიკული'' ანუ დამატებითი მუხლი ეხება ქართლ-კახეთის მეფგის კურთხევის წესს. აქ აღნიშნულია, რომ რაკი ქარტლ-კახეთის მეფეები ძველთაგან სამეფო ტახტზე გვირგვინით იმყოფებოდნენ და მირონცხებას იღებდნენ, რუსეთის იმპერატორი ნებას რთავს ასეთივე წესით ეკურთხონ, მაგრამ, ამის გარდა, რუსეთის იმპერატორი გამოუგზავნის მას ინვესტიტურას და ჩვეულებრივ სამეფო გვირგვინს. როგორც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, მეფე მიიღებს მას და ატარებს. ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აღუთქვამს, რომ ამ წესს აღასრულებენ ერთგულების ფიცის მიღების შემდეგ.

ეს მუხლი ხელმოწერილია ხელმოწერილია ხსენებულ წარმომადგენელთა მიერ და დასმული აქვს მათი ბეჭდები, ოღონდ ხელმოწერის თარიღია 1784 წლის იანვარი და ხელმოწერის ადგილად მინიშნებულია ქ. თბილისი. თუმცა როგორც ცხნობილია, პავლე პოტიომკინი 1784 წლის იანვარში თბილისში არ ყოფილა. ამასთან, საქმეში იქვე დაცულ დამატებითი მუხლის რუსულ ,,თარგმანს'' თვე, რიცხვი და ხელმოწერის ადგილი მინიშნებული არა აქვს. როგორც ირკვევა, ეს მუხლი, გეორგიევსკში იქნა შეთანხმებული, მაგრამ წარმომადგენლებმა ხელმოწერისაგან თავი შეიკავეს, სანამ მათი სუვერენები არ გადაწყვეტდნენ საკითხს. ჯერ ეკატერინემ დაამტკიცა იგი და პოლკოვნიკმა ტამარამ 1783 წლის დეკემბერსი ჩამოუტანა პავლე პოტიომკინს, რომელმაც რუსული დედანი შეადგინა, ხელი მოაწერა და საქართველოში გამოგზავნა, თან პოლკოვნიკ ტამარას დაავალა, რომ ეთხოვა ერეკლე მეფისთვის ,,чтоб он приказал сей артикул бывшим полномочним подписать и такой же иаписать (იგულისხმება ქართულ ენაზე) за их печатми и подрисью ко мне доставить'', ასე რომ ქართული ტექსტი რუსული ტექსტის ადეკვატური (რომელიც საქართველოში დარჩა), დაიწერა თბილისში 1784 24 იანვარს და საქართველოს წარმომადგენლებმა (ი. ბაგრატიონმა და გ ჭავჭავაძემ ), ერეკლეს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ხელმოწერის დღეს მოაწერეს ხელი (ასევე რუსულ ეგზემპლარსიც, რომელიც საქართველოში დარჩა). 25 იანვარს ყოფილმა ქართველმა ელჩებმა და პოლკოვნიკმა ტამარამ ტექსტები გაცვალეს (ქართული პოლკოვნიკმა ტამარამ ჩაიბარა, ხოლო რუსული --ი. ბაგრატიონმა და გ. ჭავჭავაძემ), ხოლო პავლე პოტიომკინს, ტამარას თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მოუწერია ხელი (თარიღი ძველი, თბილისში ხელმოწერის დრო დაუტოვებია). ამიტომაა, რომ დამატებითი მუხლის ქართული ტექსტი გაფორმებითAც და ხელითაც განსხვავდება ტრაქტატის დედანის დანარჩენი დოკუმენტებისაგან, იგი იმავე ხელითაა ნაწერი, რომლითაც ქართული სარატიფიკაციო სიგელი.


1783 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოში დაბრუნდნენ, რასაც სიხარულით შეხვდნენ. პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი თავად გრ. პოტიომკინს წერდა: ერეკლე ტრაქტატით ზალზე კმაყოფილია, დიდებულები მასში საკუთარ სარგებლობას ხედავენ. ხალხი ადიდებს მარჯვენას, რომელიც მას ლეკებისაგან დაიცავსო. 1783 წლის 20 აგვისტოს ერეკლემ ტრაქტატზე ხელმოწერის აღსანისნავად საზეიმო ცერემონიალი დანიშნა. ზეიმზე პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი მოიწვია. 9 საათზე ხალხი სიონის ტაძართან შეიკრიბა, ხოლო 11 საათზე მეფე უფლისწულებითა და დიდებულებით მოვიდა. წირვა გადაიხადეს. შემდეგ მეფემ წვეულება გამართა, სალუტი მისცეს, ხოლო საღამოს მეფის სასახლე და მთელი ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. მხიარული ხალხი მთელი ღამე ქუჩაში დადიოდა. ზეიმზე გაიოზ არქიმანდრიტმა წარმოთქვა სიტყვა, რომლის ტექსტი რუსეთში გაგზავნეს.

1783 წლის აგვისტოში ტრაქტატის დედანი პეტერბურგში ჩაიტანეს. იგი მოიწონეს და განკარგულება გასცეს მისი დაბეჭდვის თაობაზე. ტრაქტატის ძირითადი ტექსტი --13 მუხლი მალე სტამბური წესით დაიბეჭდა რუსულად ,,ქვეყანაში გამოსაცხადებლად'', რუსეთის საელჩოებსაც გაუგზავნეს უცხოეთში. 1783 წლის 21 სექტემბერს ეკატერინე მეორემ მოახდინა ტრაქტატის, ანუ როგორც იგი წერდა, ,,მეგობრობის ხელშეკრულების'' რატიფიკაცია და საქართველოში გამოაგზავნეს.

1783 წლის ოქტომბერში რუსეთის ჯარის 2 ბატალიონი, როგორც ეს ტრაქტატით იყო განსაზღვრული, საქართველოში შემოვიდა. 3 ნოემბერს ისინი თბილისის გარეთ ვაკე მინდორზე, ქალაქიდან 3 ვერსზე (ალბათ, საბურთალოზე, დღევანდელი სპორტის სასახლის ახლოს) პოლკოვნიკმა ბურნაშოვნა საპარადოდ მოაწყო და ერეკლეს წარუდგინა, ხოლო 4 ნოემბერს ბურნაშოვმა ერეკლეს წარუდგინა რუსის ჯარის ობერ და შტაბ ოფიცრები.

1783 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი ტამარა პეტერბურგიდან გეორგიევსკში ჩავიდა, საიდანაც 26 დეკემბერს პავლე პოტიომკინმა ტრაქტატის რატიფიცირებული რუსული ტექსტიტ, სამეფო ნიშნებით და საჩუქრებით თბილისისაკენ გამოისტუმრა.

1784 სლის 17 იანვარს პოლკოვნიკი ტამარა თბილისში ჩამოვიდა და 22 იანვარს ერეკლეს წარუდგა.24 იანვარს ერეკლემ ტრაქტატიოს რატიფიკაცია მოახდინა (სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა), 25 იანვარს რუსი მოხელეების (ბურნაშოვისა და ტამარას) თანდასწრებით რუსეთის ერთგულების ფიცი მიიღო, რის შემდეგ ვახტანგ ბატონიშვილმა და პოლკოვნიკმა ტამარამ სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს. ხოლო ი. ბაგრატიონმა და გ. ჭავჭავაძემ, როგორც ზემოთ ითქვა, დამატებითი მუხლი გაუცვალეს პოლკოვნიკ ტამარას.

გეორგიევსკის ტრაქტატი ძალაში შევიდა.

საქართველოში ადრე გამოგზავნილი პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომელმაც 1783 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარის 2 ბატალიონიც ჩაიბარა, 1784 წლის 25 იანვრიდან ოფიციალურად შეუდგა საქართველოსო რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის (რეზიდენტის, მინისტრის) ფუნქციის შესრულებას, ხოლო 1784 წლის 29 იანვარს ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლად (რეზიდენტად, მინისტრად) რუსეთის სამეფო კარზე თავადი გარსევან ჭავჭავაძე დანიშნა.

სულ ეს იყო რაც ამოვკრივე ტრაქტატთან დაკავშირებით.
ინფორმაციის წყარო იგივეა რას ზედა პოსტებში.





--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 14 2007, 02:02 AM
პოსტი #103


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



lenus
ციტატა
თვითონ ტრატატის ტექსტიც ხომ არ აგიკრეფავთ ვინმეს?



წინა პოსტებში მთელი ტრაქტატი ჩამოგიწერე, რაზედაც იქნა მხარეების მიერ ხელი მოწერილი და სხვა რომელ ტრაქტატის ტექსტი გაინტერესებს მართლა ვერ გავიგე biggrin.gif

ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ ჩამვარდნია ხელში, თორემ იმასაც შემოიგთავაზებდით smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 14 2007, 02:27 AM
პოსტი #104


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
კი, დოკუმენტის ტექსტს ვგულისხმობდი.

გასაგებია, რაც მქონდა კი დავბეჭდე, ძირითადი მუხლები და მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები, რაზედაც იქნა ხელი მოწერილი, მეტი სხვა მართლა არაფერი არა მაქვს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 14 2007, 09:20 PM
პოსტი #105


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კარგად გაარკვიეთ რომელი ტრაქტატი, უშუალოდ ერეკლეს დროინდელი თუ მისი მემკვიდრის დროს შეცვლილი? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 15 2007, 12:17 PM
პოსტი #106


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(Lenus @ Oct 15 2007, 08:43 AM) *

აზრს ვერ ვხვდები, ეს ხუმრობაა თუ რა პოსტია ასეთი?
თU ხუმრობა არაა მაშინ სმაილიკი რას მოასწავებს?

ქეთინო, ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ განყოფილებას.

მე არ ვხუმრობ ლენუს ბატონო, biggrin.gif

ამის საფუძველზე გეკითხებით, რომელი?

"1799 წლის 18 აპრილს იმპერატორმა განაახლა 1783 წლის ტრაქტატი , მეფედ გიორგი XII დაამტკიცა, ტახტის მემკვიდრედ კი - დავით გიორგის ძე ბაგრატიონი...

წყარო: თბილისის ისტორია, ტ. I, თბ. 1990 წ. გამომცემლობა "მეცნიერება" გვ. 400


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 15 2007, 03:52 PM
პოსტი #107


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ტრაქტატი ისევ იგივე დარჩა, დაემატა სხვა მუხლები.

და რა მუხლები დაემატა? მაინტერესებს, ძველმა რით ვერ დააკმაყოფილათ? საქართველოსთვის საზიანო, თუ პირიქით?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 15 2007, 11:56 PM
პოსტი #108


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(ketino @ Oct 15 2007, 03:52 PM) *

და რა მუხლები დაემატა? მაინტერესებს, ძველმა რით ვერ დააკმაყოფილათ? საქართველოსთვის საზიანო, თუ პირიქით?



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 16 2007, 10:38 AM
პოსტი #109


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



როცა სათქმელი არაფერი აქვთ, იმიტომაც გარბიან... smile.gif ცინიზმი და ხელმოწერა აქ არაფერ შუაშია... wink.gif

1200 დაქირავებული ლეკი ვინ მოიყვანა საქართველოში? ჯარი არ ყავდა და იძულებული იყო 1200 ლეკი დაექირავებინა მცველად, რადგან საკუთარი ძმების შეეშინდა. თანაც ვინ იყო მამის ანდერძი რომ დაარღვია? ახლა არ მითხრა არ ვიციო. იგი ზაქიჭამია იყო როგორც პირდაპირი ისე ირიბი მნიშვნელობითაც...
წყარო გნებავთ ამ ზემოქმულის დასამტკიცებლად? ინებეთ: "საქართველოს ისტორია" აკ. ჯანაშიასა და აკ. ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, შემდგენელ-რედაქტორი გ. მელიქიშვილი, 3 გამოც. (ეს სამაგიდო წიგნიდან, უცბად... )


პ.ს. თქვენ გგონიათ რომ საქარველოს ისტორია იცით? დამერწმუნეთ, ცდებით! არაფერიც არ იცით, არაკომპეტენტური პირი ბრძანდებით, მეჩხუბებით ყოვლად უაზრო და სულელური საბაბით, თვითონ გამოეკიდეთ ტერმინს , ფაქტია, რომ რაღაც არანორმალურად შეგსტკივათ გული გიორგი XII თუ XIII-ზე, და პლატონ იოსელიანზე, შემთხვევით იოსელიანი თქვენი გვარი ხომ არ არის? huh.gif რავიცი, აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო თქვენი პოსტების შემხედვარე....

არ გაინტერესებთ, რატო მოგიყვანეთ ალ. ორბელიანის ციტატა? იმიტომ რომ თქვენ თვითონ ჭორის დონეზე დაყვანილი ცნობა დაწერეთ, არიქა თურმე ერეკლეს გიორგიზე ეს უთქვიაო, ანჩისხატის წინამძღვარს კიდევ ისო... აი მართლა თქვენ ხართ რაც ხართ.... საიდან იცით, ესეც პლატონ იოსელიანს უწერია? აბა მიდით და დადეთ შესაბამისი ციტატა.

ჯერ კიდევ გიორგი XIII სიცოცხლის წლებში გადაწყდა რომ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულიყო და რუსეთს შეერთებულიყო და ეხლა ეს ვისი ბრალია, რათქმუნდა რუსეთის, აბა საქართველოს მეფის რა ბრალია, გარემოებამ არ შეუწყო ხელი,... ღმერთო ჩემო!!! რა "მეცნიერული" დასკვნებია.... და თუ გნებავთ კიდევ ერთსაც დაგიმატებთ, არ დაგინდობთ, ....
თურმე თქვენ იძახით
ციტატა
მე, როგორც ისტორიის მოყვარული და არა პროფესიონალი, ვერ შევეწინააღმდეგები იმას, რაც მას ისტორიამ უწოდა. თუმცა მე კი მირჩევნია ვუწოდო ბაგრატ II და არა ბაგრატ რეგვენი (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თუ არ ვარ დარწმუნებული რომ სიტყვა რეგვენის გამოყენებით პირადად ადამიანს არ ვაყენებ შეურაცხყოფას).

ნწუ, ნწუ... რას მეუბნებით, მერედა სუმბატ დავითის ძე ბაგრატს II-თი მოიხსენიებს თუ პირდაპირ წერს "ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე"-ო... ღმერთო ჩემო, რა მარაზმია..... არაფერი მაგ ზედწოდებაში არაა საპანიკო, უყვარდა კაცს ზა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2007, 10:58 AM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ketino @ Oct 16 2007, 10:38 AM) *

პ.ს. თქვენ გგონიათ რომ საქარველოს ისტორია იცით? დამერწმუნეთ, ცდებით! არაფერიც არ იცით, არაკომპეტენტური პირი ბრძანდებით, მეჩხუბებით ყოვლად უაზრო და სულელური საბაბით


ქეთინო, ძალიან მიუღებელია ჩემს განყოფილებაში მოდერატორისადმი ასეთი და საერთოდ შენი ცინიკური და დამამცირებელი დამოკიდებულება. ამჯერად გაფრთხილებას მოგცემ და იმედი მაქვს, გაითვალისწინებ და მსგავს რამეს აღარ გაიმეორებ!!!!

უკვე აღარ ვიცი მერამდენედ უნდა მოგცე შენიშვნა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 16 2007, 01:06 PM
პოსტი #111


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



რა გჭირთ ხალხნო?

ვწერთ იმას რასაც ვკითხულობთ, თორემ ასე არც ერთს არ გვიცხოვრია მე-18 საუკუნეში და არც ერთს არა გვაქვს საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა, თან ის მცირედი, თუკი რამ ვიცით, ნამდვილად არ გვაძლევს უფლებას ერთმანეთის ვლანძღოთ და ისე გავიტანოთ ჩვენი ნათქვამი.

ეგებ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ საჩხუბარი არაფერია.
ვის გიორგი XII მოეწონება, ვის დავით აღმაშენებელი ნუთუ ეს კამათის საბაბია? ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს.

არ მინდა ვიფიქრო, რომ აქ პირადული წყენა და დაპირისპირება უფროა ვიდრე თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.

ჩემი მისათითებელი და დასარიგებელი არავის არაფერი გჭირთ, მეც მაპატიეთ ამ პოსტისათვის, მაგრამ ჩვენს გარდა ბევრი შემოდის ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ კი ერთმანეთთან კინკლაობას უფრო ხედავს ვიდრე რამე სასარგებლოს.

ღმერთს ებარებოდეთ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 16 2007, 04:58 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



საჩხუბარი აქ მართლა არაფერია, მე პირადად არცერთის არც ლენუსის და არც ქეთინოს ლირიკა ერტმანეტის მიმართ არ მომეწონა არ არის საჭირო

ერთმანეთთან სჯობს უფრო კორექტულები ვიყოთ,

პს ამას არავის საწყენად არ ვამბობ! smile.gif

რაც შეეხება გიორგი XII ზაქიჭამიობას მას ისტორიული სარჩული მართლა გააჩნია გიორგის მართლა ეძახდნენ ზაქიჭამიას და ხალხმა რომელსაც მეტი სახუმარო არაფერი არ ჰქონდა გიორგი XII-ს სიცოცხლეშივე ზაქიჭამია შეარქვა, ამას ხელს სხვათაშორის გიორგის გაბარიტებიც უწყობდა,[ის მსუქანი იყო].

ეს არის ისტორიული რეალობა და ქეთინომაც ამას გაუსვა ხაზი როცა გიორგი XII-ს დახასიათება გადაწყვიტა, საქმე იმაშია გიორგი რომ გიორგი მართლა ბევრს ჭამდა ზაქის ხორცს და ჭამდა არა იმიტომ რომ ზაქის დიდი მოყვარული იყო ან რაიმე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ მას ღვიძლის დაავადება ჰქონდა რომელის სამკურნალოდაც სპეციალური დიეტა უნდა დაეცვა და მის ფარგლებში როგორც სამკურნალო საკვები ზაქის რბილი ხორცი {ეწ სუკი} ჰქონდა დანიშნული და ამის გამო იყო რომ გამუდმებიტ მას მიირთმევდა თუმცა როგორც უკვე ვთქვი მას ზაქის მხოლოდ ერთი
ნაწილი უნდა ეჭამა რაც ხალხმა ხუმრობით გაამუქა და მას ''ზაქიჭამია'' შეარქვა თითქოსდა ერთ ჭამაზე ერთ ზაქს ათავებსო რაც არ შეეფერება სიმართლეს.
ის რომ მას მაინც შეერქვა ''ზაქიჭამია'' ეს ფაქტია, მაგრამ დაცინვა ადამიანის მისი არასახარბიელო ჯამთელობის გამო ძალიან ცუდია, თუმცა ძველ ხალხს ამას ვერ შეაგნებინებდი.






--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 16 2007, 05:06 PM
პოსტი #113


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



sable
გეთანხმებით შენც და ქეთინოსაც, მე ისტორიკოსებთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრეს, რომ არაფერია ამაში შეურაცხმყოფელი თუ გიორგი XIII-ს "ზაქიჭამიად" მოვიხსენიებთ და მითუმეტეს მის უარყოფას არ აქვს აზრი.
იტორიულ ფაქტებს მისი აღნიშვნა კი არა, "გულმხურვალეობის" მოტივით მიჩქმალვა უფრო ავნებსო.
ეს არის ასე ვთქვათ "ლიტერატურული" დამოკიდებულება ისტორიისადმი, რაც ძირიდანვე მცდარია.
ის რომ გენიალოგიურ ცხრილში ასე არ წერია, არაფერს ნიშნავს.
ხალხი არქმევს ამა თუ იმ მეფეს სახელს, ზოგი ხმამაღალია, ზოგიც, ისე-რა..
ეს არის და ეს..
გენიალოგიური ცხრილი რომ იყოს მარტო ჩვენი ისტორია, ეგ უნდათ სომხებსაც, მარა სადაა მასე smile.gif

ასე რომ, ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, როგორმე მორიგდეთ, თორემ უკვე ყველა შეწუხდა თქვენი უთანხმოების გამო...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 16 2007, 05:25 PM
პოსტი #114


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
გეთანხმებით შენც და ქეთინოსაც, მე ისტორიკოსებთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრეს, რომ არაფერია ამაში შეურაცხმყოფელი თუ გიორგი XIII-ს "ზაქიჭამიად" მოვიხსენიებთ და მითუმეტეს მის უარყოფას არ აქვს აზრი.

როგორც იქნა..... მადლობა უფალს.... აი ეს ვერ გავაგებინე ბატონ მოდერს....მე ჩემდა თავად ლუნუსთან არაფერი მაქვს სადაო, თუ უნდა შევურიგდები, მაგრამ ჩემს სიტყვებს ნუ გამოეკიდება... მეჩხუბება იმაზე რაც სინამდვილეში არ არის სადაო....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 16 2007, 05:41 PM
პოსტი #115


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 17 2007, 04:17 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Oct 16 2007, 05:41 PM) *


sable

ჩემო კარგო, კორექტული იქნები, როდესაც ჰაერში გამოკიდებულ სიტყვებს არ ისვრიან. მთელ ზაქს ათავებდა ჭამაზე და ამიტომ დაარქვა ხალხმა თურმე ზაქიჭამია.

ეს არაა ისეთი მეტსახელი, რომელიც კაცს ობიექტურად რომელიმე ისტორიკოსმა დარქვა. შემდეგ გაუსვეს ხაზი რომ ეს იყო ისეთივე ეპითეტი როგორიც ბაგრატ რეგვენს ჰქონდა. აი ამის მტკიცებას ვითხოვდი მეც.

ისტორიკოსი ადამიანი ბრძანდები, დამისახელე, სადაა ეს კაცი აღწერილი როგორც გიორგი XIII ზაქიჭამია, ანუ ეს სახელი ოფიციალურად სად უწერია? ისევე როგორც ბაგრატს რეგვენი.

აი, სრული შეკითხვაც.

საქმე იმაშია რომ ამ ტერმინით ხაზი გაესვა მისი, როგორც პიროვნების უსუსურობას, ეს იყო სათავე რუსების მიერ შემოგდებული პროვოკაციისა და რომელიც დღემდე გრძელდება ისეთ ადმიანებში რომლებმაც გიორგიზე მხოლოდ ეს სიტყვა იციან და მეტი არაფერი.

პატივი ეცით-თქო ვერავის დავაძალებ, მაგრამ როდესაც კაცს უწოდებ სახელს, პროვოკაციულად გაჟღერებულს მის მიმართ, უნდა გქონდეს მაინც არგუმენტი რომ შენი დაძახებული უბრალოდ სხვისი ფეხის ხმას აყოლა კი არ იყოს, არამედ ობიექტური მიზეზით გამოწვეული.

მე ისიც მახსოვს, თამარ ემფეს რომ აყენებდა ერთი შეურაცხყოფას: "რაო არ გორაობდა რუსის გიორგისთანო"?? შეურაცხსყოფა მარტო სიმართლე-ტყუილი არაა, ტონითაც შეიძლება მიაყენო ადამიანს, განსაკუთრებით ისტორიულ პიროვენებას.



საერთოდ ზედსახელს ისტორიკოსები კი არა ხალხი აძლევს ამათუ იმ მეფეს და ისტორიკოსებიც მათ სწორედ აქედან გამომდინარე მოიხსენიებენ მათ ამ ეპითეტებით, ის რომ გიორგი XII-ს ამ ზედმეტ სახელით მოიხსენიებდნენ ეს რუსების შემოგდებული არ არის, ზუსტად წყაროს ვერ დაგუსახელებ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს მართალია მას ჰქონდა ეწ ''სპილოს დაავადება''(გაუმაძღრობა), ზაქის ხორცი კი დიეტურია და შესაბამისად
მას დიდი ადგილი ეკავა მის მენიუში ამის გამო ხალხმა ზაქიჭამია შეარქვა რეალობაში კი მეფე ავადმყოფი იყო
ასე ვიცი მე და ასე მითხრეს ისტორიკოსებმა ვინც ამ პერიოდში კარგად ერკვევა,

რაც შეეხება წყაროებს ისინი ამ პერიოდში მრავლადაა მაგალითად იოსელიანი, იოანე, ბაგრატ, დავით ბაგრატიონები და აშ.

ამასთან კარგი წიგნია თამარ პაპავას მონოგრაფია, რომელიც ერეკლეს ოჯახის ქალებს ეხება! ეს წიგნი ერთხელ წავიკითხე მაგრამ სახლში არა მაქ ამიტომ მას ვერ დავიმოწმებ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 17 2007, 05:19 PM
პოსტი #117


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chibukha
პოსტი Oct 28 2007, 05:50 PM
პოსტი #118


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 27-October 07
წევრი № 3,063



გიორგი XIII რამდენი წლის მოკვდა და რითი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 28 2007, 06:46 PM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



chibukha

მე როგორც ზემოთ ავღნიშე მას ჰქონდა ეწ ,,სპილოს დაავადება'' ანუ გაუმაძღრობა, ასე რომ მისი გარდაცვალება 1800 წელს უკვე მოსალოდნელი იყო.

ავადმყოფობის გამო მას ვერ დავზრახავ სამაგიეროდ პოლიტიკაში, რამოდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამას გადაყვა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 28 2007, 08:23 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



არა მუცლის სალმობა ეს არის იგივე სალმონენოზი რომელსაც სახელი მისი

აღმომჩენის მიხედვით ეწოდა და ის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა რომელსაც იწვევს, სალმონელებით დაბინძურებული საკვების მოხვედრა ორგანიზმში მას ახასიათევს მწვავე პირღებინება, აშლილობა, შებერვა, ტემპერატურის, აწევა და აშ.

სალმონენოზს ქართველები მუცლის სალმობას უწოდებდნენ და ის ძირითადად გავრცელებული იყო მონღოლებში რომლებიც სულ ცხოველის პროდუქტს მიირთმევდნენ. ამ დაავადებით გარდაიცვალა დავით VII ლაშას ძე (1270 წ.) და მისი უფროსი ვაჟი ტახტის მემკვიდრე უფლისწული გიორგი(1268 წ.).


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი