IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად
ალექსანდრე
პოსტი Aug 16 2012, 02:57 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ხატის დასაწერად საჭიროა ვიქონიოთ სპეციალური დაგრუნტული დაფა. სწორედ დაფის ხარისხზე არის დამოკიდებული გამოსახულების გამძლეობა და დაცულობა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში ბევრი არ იცავს ხატის დაფების დამზადების ტრადიციებსა და კანონებს. ამის გამო ბევრს, და განსაკუთრებით დამწყებებს მუშაობის პროცესში უჩნდებათ სირთულეები - დაგრუნტვაში, იქერცლება გრუნტის ფენა, დაფა იგრიხება. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შედეგები, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას
ხატწერის დაფა წესით უნდა დამზადდეს ცაცხვის ხისგან. მისი მერქანი რძის ფერისაა. სუფთა, კორძების გარეშე და გაუფისავი რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. რამდენადაც დროთა განმავლობაში კორძები შეიძლება გამოშრეს, ხოლო წიწოვანი ხეები (ნაძვი, ფიჭვი) -ბევრად იაფია ვიდრე ცაცხვი, მაგრად ფისოვანი და ყოველივე ამან შეიძლება საღებავის ფენა დააზიანოს. ყველაზე კარგი მასალა ხატისათვის ითვლება კვიპაროსის დაფა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი მერქანია.
ხის ბოჭკოზე შეიძლება შევხვდეთ სილურჯეს - ეს ნიშნავს რომ ხე იყო ნესტიან ადგილას (მიწაზე იდო) და შეიძლება მოიღუნოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხის წლიური რგოლების განლაგების წესს დაფის ჭრილზე. ყველა წლიური რგოლი უნდა იყოს მიმართული გახსნილი (გადანაჭერით) გრუნტისაკენ, და არა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხატს საშუალებას მისცემს თანაბრად მოხრაში რკალისებურად, ამასთან დაფაზე გადაკრული მარლა დაიჭიმება, ხოლო საღებავის ფენა კი არ აიყრება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფები შეწებებულია რგოლებით სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან მალე დაფები იწყებენ “მოძრაობას” და წარმოიქმნება სიგრძივი ბზარები მთელს ხატზე..

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წესის მიხედვით დაფა უნდა იყოს შეწებებული შემდეგნაირად: ცენტრში უნდა იყოს მოთავსებული ყველაზე განიერი ფიცარი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ცენტრში იწერება წმინდანის გამოსახულება, შესაბამისად თუ გამოსახულება დაწერილია მთლიან დაფაზე ის დიდხანს ინახება, რადგან გადაბმის ადგილებზე დაფა ხშირად იბზარება ხოლმე.
გამოდის რომ სტანდარტული, ანალოგიის ხატის ზომის დაფა, შედგენილი იქნება სამი ფიცრისგან. პატარა ზომის ხატების დაფა შეიძლება გაკეთებული იქნეს ერთი მთლიანი ფიცრისგან. ცუდია როდესაც დაფა გაკეთებულია დიდი რაოდენობის მცირე ზომის ფიცრებისაგან - ასეთი დაფები არაა საიმედო.


ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დაგრუნტვის ტექნოლოგიაზე

1. დასაგრუნტად გამზადებული ხატის მშრალი დაფა
IPB-ს სურათი

2. პირველი დაწებება
IPB-ს სურათი
დაფას ვუსმევთ წებოს ორჯერ, ყოველ წასმაზე ვაცდით გაშრობას.

3. ვასველებთ თბილ წებოში მარლის ნაჭერს, რომლის ზომაც ცოტათი დიდია დაფაზე
IPB-ს სურათი

4. მარლის მცირე გაწურვის შემდეგ ვჭიმავთ მას დაფაზე
IPB-ს სურათი
და გულმოდგინედ ვასწორებთ მას ხელით

IPB-ს სურათი

5. შემდეგ ვუსმევთ წებოს დამატებით, დაფაზე გადაჭიმულ მარლას, რათა მჭიდროდ მიეკრას. (მარლის ქვეშ არ უნდა დარჩეს ჰაერი)
IPB-ს სურათი



6. როდესაც მარლა კარგად გამოშრება მხოლოდ მას შემდეგ ვაჭირთ გვერდებს.
IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Aug 16 2012, 04:50 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



იშ, იშ.. რა თემააა biggrin.gif საჩემოცაა, ხატმწერი არ ვარ, მაგრამ გაყალბებულ ხატებს რომ მოიტანენ და რომ უნდა დაადგინოს ახალი გაკეთებულია თუ ძველი, ეგაა ჩემი სპეციალობის ნაწილი biggrin.gif
საკითხავია მარტო რამდენად პროფესიონალია ადამიანი laugh.gif

საღებავებზე რომ გადავა, მერე იქნება საინტერესო happy.gif
ტემპერა და ენკაუსტიკა, როგორც მახსოვს (ამ სიცხეში) ხატწერაში ძირითადად ამ ორს იყენებენ.. ტემპერა ხომ საერთოდ ტრადიცია.. ზეთს ახლა ხმარობენ თუ ხმარობდნენ წინის წინა საუკუნეში, არ ვიცი, აღარ მახსოვს, სიამოვნებით ვისწავლი cool.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 04:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი