IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და.....
Zukazuka314
პოსტი Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...

რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 9 2015, 09:22 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი.

იმიტომ რომ მაშინ სამოთხის კარი დახშული იყო. ყველა ვინც კვდებოდა ჯოჯოხეთში ხვდებოდა რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობდა, ვიდრე ქრისტემ არ გამოიხსნა ყველას სული და სასუფეველში არ შეიყვანა რის შემდგომაც სამოთხეში მოხვედრა შესაძლებელია სწორი ქრისტიანული ცხოვრებით.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 12:22 PM
პოსტი #3


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



Zukazuka314
G_saxva
მეც მომისმენია და სად აღარ მახსოვს, საიდან დამკვიდრდა ეგ აზრი რომ არ ხვდებოდნენ? აბა გლახაკი ლაზარე და აბრაამი როგორ გაიჩითნენ სამოთხეში?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 02:13 PM
პოსტი #4


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
მეც მომისმენია და სად აღარ მახსოვს, საიდან დამკვიდრდა ეგ აზრი რომ არ ხვდებოდნენ? აბა გლახაკი ლაზარე და აბრაამი როგორ გაიჩითნენ სამოთხეში?

რა სად მოგმისმენია კაცო რეებს ამბობ? მართლმადიდებლობის მთავარი საძირკველიც ეგაა, რომ ქრისტე იმიტომ მოვიდა ამ ქვეყნად ხალხისთვის სამოთხის კარგი გაეღო და საბოლოოდ სამსჯავრომდე სამოთხეში ყოფნის შესაძლებლობა გვქონოდა. არც ლაზარე "გაჩითულა" და არც ააბრაამი სამოთხეში მანამ სანამ იესო არ ჩავიდა ჯოჯოხეთში და ყველა მართალის სული არ დაიხსნა და არ აღიყვანა სამოთხეში. არსებობს ასეთი გამოცემა როდესაც ლაზაე აღდგა და მოღვაწეობა განაგრძო (მოგნი კრეტის ეპისკოპოსი გახდა შემდგომ ზუსტად არ მახსოვს) ყოველთვის აწუხებდა პირში გოგოირდის სიმყრალის სუნი რადგან 3 დღე ჯოჯოხეთში დაჰყო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 02:17 PM
პოსტი #5


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
მე იგავს ვგულისხმობდი და არა იმ ლაზარეს ქრისტემ რო აღადგინა, გახსოვს იმ იგავში მდიდარი ჯოჯოხეთში მოხვდა და ლაზარე სამოთხეში და ამას იმ დროს ყვება ქრისტე როცა ჯერ ამაღლებული არ იყო


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 02:26 PM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
მე იგავს ვგულისხმობდი და არა იმ ლაზარეს ქრისტემ რო აღადგინა, გახსოვს იმ იგავში მდიდარი ჯოჯოხეთში მოხვდა და ლაზარე სამოთხეში და ამას იმ დროს ყვება ქრისტე როცა ჯერ ამაღლებული არ იყო

საერთოდ მაცხოვრის მიერ ნათქვამ იგავებს საკმაოდ დიდი შინაარსი აქ და ასე ზედაპირულად ამოგლეჯილ კონტექსტში ვერ განიხილავ. შენ რისი თქმა გინდა ეგ ვერ გავიგე კონკრეტულად რას ამბობ?!


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 02:32 PM
პოსტი #7


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
მაგ იგავზე მთელი მართლმადიდებლური სწავლება აქვს აგებული გრიგოლ დიალოღოსს ჯოჯოხეთის შესახებ და ვერ დავიჯერებ რო მხოლოდ იგავია და ტყუილია, ქრისტე ამბობს არაფერს ვამბობ ჩემით არამედ რაც მამასთან ვიხილეო, 2 ვარიანტია ან მანამდეც ხვდებოდნენ სამოთხეში ან მეორე რაც ჩემს მოსაზრებას ამტკიცებს: რადგან ღმერთისთვის დრო არ არსებობს წინასწარ ყველანი ვართ სადღაც მოხვედრილები უბრალოდ ახლა ვგებულობთ მიზეზს თუ რატომ? და თავიდანვე გამოხსნილია ყველა ვინც შეცოდა დასაბამიდან სამოთხეში მიდიოდნენ მიუხედავად უნათლობისა და ახლაც მასე ხდება მოუნათლავი ბავშვები დროში მოგზაურობენ და გამოიხსნებიან ქრისტეს მიერ, მესამე ვარიანტი მოიგონა ქრისტემ ეგ იგავი რაც არარეალურად მიმაჩნია


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 03:10 PM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
საერთოდ დაკვირვებული ვარ ნებისმიერი საკIთხისადმი იცი უარყოფითი მიდგომა. რაც ძალიან ცუდია და შენ წარმოდგენაზე ცუდ გავლენას ახდენს. ადრეც გირჩიე და ახლაც გირჩევ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედე და მხოლოდ გარეგნულს ნუ დააკვირდები.
პირველ რიგში.
ციტატა
ვერ დავიჯერებ რო მხოლოდ იგავია და ტყუილია,

არასდ მიხსენებია რომ ტყუილია მე ვთქვი ქვე ტექსტი და შინაარსი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს თქო. ისევე როგორც ქრისტემ იუდეველებს უთხრა დაანგრიეთ ტაძარი და მას დღეში აღვდგენო. არ გულისხმობდა ბულდოზერით დანგრევას არამედ საკუთარ სხეულის მოკვდინებას და აღდგომაზე ჰქონდა საუბარი.
ახლა მეორე
ციტატა
2 ვარიანტია ან მანამდეც ხვდებოდნენ სამოთხეში ან მეორე რაც ჩემს მოსაზრებას ამტკიცებს:

შენ რომ რაღაცას ფიქრობ ეს საერთოდ არ ნიშნავს რომ არ ცდები და სწორი ხარ. მანამდე ადა მდა ევა იმყოფებოდა სამოთხეში რომელთა გმოდევნის შემდგომ ავაზაკამდე რომელიც ქრისტესტამ შეიყვანა არავინ შესულა სამოთხის კრს იქით.
ციტატა
რადგან ღმერთისთვის დრო არ არსებობს წინასწარ ყველანი ვართ სადღაც მოხვედრილები უბრალოდ ახლა ვგებულობთ მიზეზს თუ რატომ? და თავიდანვე გამოხსნილია ყველა ვინც შეცოდა დასაბამიდან სამოთხეში მიდიოდნენ მიუხედავად უნათლობისა და ახლაც მასე ხდება მოუნათლავი ბავშვები დროში მოგზაურობენ და გამოიხსნებიან ქრისტეს მიერ, მესამე ვარიანტი მოიგონა ქრისტემ ეგ იგავი რაც არარეალურად მიმაჩნია

რაღაც ეზოთერულ კაბალისტიკურ ასტორლოგიური ფიქრებია და ამაზე არ ვთვლი პასუხსი გაცემას საჭიროდ.
მე დავსვავ კითხვას ქრისტე რატომ მოვიდა ამ ქვეყნად და რატომ ეცვა ჯვარს? რა იყო მიზეზი?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 03:19 PM
პოსტი #9


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
გიორგი 2 აზრი არაა, რომ გამოხსნას საჭიროებდა ადამიანი, მაგრამ რაიმით ხო უნდა აიხსნებოდეს ეგ მოვლენა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 03:34 PM
პოსტი #10


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
გიორგი 2 აზრი არაა, რომ გამოხსნას საჭიროებდა ადამიანი, მაგრამ რაიმით ხო უნდა აიხსნებოდეს ეგ მოვლენა?

რა მოველნე აიხსნებოდეს? ვერ ვხვდები რაზე გაქვს საუბარი.
პ.ს გამოხსნა ვიმდეოვვნებო ჯოჯოხეთიდან გამოხსნაზე გაქვს საუბარი თუ არა დააკონკრეტე რაზე საუბრობ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 04:00 PM
პოსტი #11


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ეგ იგავი მგონი იცი, გლახაკი ლაზარე მდიდრის სახლთან იწვა და ჭრილობებს ძაღლები ულოკავდნენ, მდიდარი კიდე არხეინად ცხოვრობდა ჯოჯოხეთში მოხვდება და მერე ეს მდიდარი დაინახავს სასუფეველში ლაზარეს და აბრაამს და სთხოვს, რომ მივიდეს მისი ნათესავები მაინც გააფრთხილოს რა მოელით, აბრაამი და ლაზარე იყვნენ სამოთხეში ეს იგავია მხოლოდ? ამაზე გრიგოლ დიალოღოსს უწერია, რომ ჯოჯოხეთი აქედანაც ჩანს რომ მართლაც მწველია და ცეცხლში არიან ადამიანებიო და კიდე აყალიბებს მსჯელობას რომ სულები ერთმანეთს ცნობენ და ახსოვთ ამ ცხოვრების მოვლენებიო, ამ იგავზე დაყრდნობით აყალიბებს გრიგოლი მართლმადიდებლურ სწავლებებს თავის დიალოგებში პეტრესთან და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელოთ აბრაამი ძველი აღთქმის ადამიანი სამოთხეშია და არა ჯოჯოხეთში ეს მხოლოდ იგავშია ასე? რეალობა სხვა რამე იყო?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 04:09 PM
პოსტი #12


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
აბრაამი ძველი აღთქმის ადამიანი სამოთხეშია და არა ჯოჯოხეთში ეს მხოლოდ იგავშია ასე?

მე არ მითქვამს რომ სამოთხეში არ არის ახლა! პირიქით ქრისტემ მართლათა სულები გამოიხსნა ჯოჯოხეთიდან და მათთან ერთად შევიდა სახმოთხეში. პანაშვიდის დროს მღვდელი ხშირად იმეორებას ამ სიტყვებს "დაამკვიდროს, წიაღთა შინა აბრაამისათა" ანუ აბრაამის სამყოფელში - იგივე სამოთხეში სადაც ახლა ის იმყოფება. იმ დროს როდესაც ქრისტე ამ იგავს ამბობს სამოთხის კარი დახშულია და ვერცერთი წინასწარმეტყველი ვერ შევიდოდა იქ. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოდ ქრისტე მომავალზე საუბრობს და ვინაიდან ის მომავლის რჯულს ქადაგებდა ანუ ახალ აღთქმაზე, მოგვიწოდებს სწორი ცხოვრებისაკენ რადგან აქაური სიმდიდრე წარმავალია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 05:20 PM
პოსტი #13


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ახლა რო სამოთხეშია ეს გასაგებია მაგრამ მანამდეც იყო თუ კი ის იგავი მომავლიდან არ მოიტანა ქრისტემ რა თქმა უნდა, ანუ ეგაა მომავლიდან მოყვა იგავი? ეს ხომ არ გავს ბედის განსაზღვრას ვინმე ლაზარესთვის? ანუ ლოგიკურად ყველა ადამიანზე იცის ღმერთმა თუ სად მოხვდება ის ხო? ისიც წერია იოანეს გამოცხადებაში სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია სახელებიო დასაბამიდანო ვინც სასუფეველში შევაო, ეს რას ნიშნავს როგორ გავიგოთ? თუ კი ღმერთმა ყველაფერი იცის თითქოს ბოლო არ უჩანს ბოლო არ არსებობს რაღა არის ბოლო? სადაა დასაბამი და ბოლო? ყველგან ღმერთია რიღათი ერთობა ღმერთი? მაგარი მოსაწყენი ცხოვრება ქონია ის იცის რაც მომხდარია უკვე და რიღათი ირთობს თავს? მომავლის იმედი ასე ვთქვად არ აქვს? მაგალითად ადამიანს აქვს მომავლის იმედი რომ გამოსწორდება მისი ცხოვრება და კარგად წავა და ღმერთმა თუ იცის რომ ყველა ვარიანტში ვიღაცა ცხონდება ვიღაცა ვერა, რატომ არ ცვლის რეალობას? ან რო შეცვალოს მერე ის გახდება რეალობა და რაღაც აბსურდში გადავდივართ გიორგი რამე მითხარი დამაწყნარე რომ საინტერესოა ღმერთისთვის ადამიანის ცხოვრება და არ ნანობს რო შეგვქმნა როგორც ეს ძველ აღთქმაში წერია. რამეში მაინც თუ შეგვიძლია დავეხმაროთ მას რომ საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება ქონდეს მასაც და ჩვენც?? წარმოვიდგინოთ პირდაპირ გვეუბნება მაგ იგავს ქრისტე და 1 საუკუნეში ვართ, ეს ყველაფერი მოხდებაო ლაზარე ცხონდებაო ლაზარე ჯერ არ დაბადებულა უნდა დაიბადოს და ცხონდეს ან უკვე მოხდა დაიბადა და ღემრთმა წინასწარ დახედა უბრალოდ რა მოხდა, ცხონდა თუ არ ცხონდა და რა აბსურდია ეს? მაშინ წინათგრძნობები რომ გვაქვს ადამიანებს გამართლებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ რაც კი რაიმე შეიძლება მოხდეს ჩემ ცხოვრებაში უკვე მომხდარია ეს ყველაფერი მე სად ვარ ახლა ეგეც მომხდარია უკვე? ეგაა რო ამბობენ ვითომ დეჟავუ დაემართა, უბრალოდ სულიერი თვალი გაეხსნა ადამიანს და განიცადა ის რაც იყო არის და იქნება?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 10 2015, 06:04 PM
პოსტი #14


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ახლა რო სამოთხეშია ეს გასაგებია მაგრამ მანამდეც იყო თუ კი ის იგავი მომავლიდან არ მოიტანა ქრისტემ რა თქმა უნდა, ანუ ეგაა მომავლიდან მოყვა იგავი? ეს ხომ არ გავს ბედის განსაზღვრას ვინმე ლაზარესთვის?

ისევ რაღაც კაბალისტიკურ ასტორლოგიურ ეზოთერული სიბრძნეა. რა ბედის განსაზღვრაზე საუბრობ? საერთოდ ზოგჯერ მგონია საეროთ სხვა პლანეტიდან ხარ მოვლენილი და ქრისტიანობაზე ვიღაცამ მოგიყვა. სიმართლე ვთქვა ამდენ სულელურ კითხვაზე პასუხის გაცემა მაგრად მეზარება მაგრამ ვინაიდან და რადგანაც გაინტერესებსზოგიერთზე შევჩერდებრი რომლებიც ცოტათი საინტერესო სააზროვნოა. ამასთანავე დავსზენ
1 შენ რომ სამოთხეში მოხვდე იქ ფეხს ქვას ვერ წარმოკრავ და არ გეტკინება. იცი რატომ იქ ის ფიზიკური მდომარეობა რაც აქ გაგაჩნია არ მოქმედებს ის კანონები და ის ლოგიკა. აქედან გმაომდინარე შენი ჭკუით რომ ლოგიკას ადგენ და მისით საზღვრავ ღვთის რაობას და მის ნამოქმედარს დიდი აფსურდია.
ციტატა
ანუ ლოგიკურად ყველა ადამიანზე იცის ღმერთმა თუ სად მოხვდება ის ხო?

ასეა მაგრამ ცოტა რთული ასახსნელია მისი ეს ცოდნა.
ციტატა
? მაგალითად ადამიანს აქვს მომავლის იმედი რომ გამოსწორდება მისი ცხოვრება და კარგად წავა და ღმერთმა თუ იცის რომ ყველა ვარიანტში ვიღაცა ცხონდება ვიღაცა ვერა, რატომ არ ცვლის რეალობას?

ერთი ის რომ შენ ცხოვრებაში თუ ჩერია გამოდის თავისუფალი ნება აღარ გაქვს და მხოლოდ მარიონეტი ხარ, ასე რომ ეს არ მოხდება, მერე ის რომ ცოდნა არ ნიშნავს მომავლის ბედის გასნაზღვრას და ეს უნდა ვიცოდეთ. მაგალითად როდესაც ფილმს ნაყურები გაქვს და ფინალი იცი მის შედეგს ვერ შეცვლი. ეს ყოველივე არ ესადაგება მთლაინად ჩვენ ცხოვრებას რადგან შენი თავისუფალი ნება მეტად აღმატებულია და შეგიძლია შენი ბედი ნებისმიერ მომენტში შეცვალო. შენ ნებისმიერ დროს შეგიძLია ჰარაკირი ჩაიტარო და სიცოცხლე დაასრულო ამით შენს ცხოვრებას გასნაზღვრავ მაგრამ შეგიძLია იცხოვრო ქრისტიანულად და ცხონდეს. არჩევანი საშვალება გაქვს ნებისმიერ ვარიანტში. ეს ყოველივე ღმერთმა იცის მაგრამ არანარი ძალდატანება და შენს თავისუფალ ნებაში ჩარევა არ ხდება ამ ცოდნით.
ციტატა
წარმოვიდგინოთ პირდაპირ გვეუბნება მაგ იგავს ქრისტე და 1 საუკუნეში ვართ, ეს ყველაფერი მოხდებაო ლაზარე ცხონდებაო ლაზარე ჯერ არ დაბადებულა უნდა დაიბადოს და ცხონდეს ან უკვე მოხდა დაიბადა და ღემრთმა წინასწარ დახედა უბრალოდ რა მოხდა, ცხონდა თუ არ ცხონდა და რა აბსურდია ეს?

ისევ ვიმეორებ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძLია თავის ცხოვრება შეცვალოს ცხონებიდან ან რცონებამდე და პირიქით. ანუ ამ გზის გავლა და ფინიშნთან მისვლა ღმერთისგან ხელშეშლით არ ხდება. არ ერევა შენს თავისუფალ ნებაში.
ციტატა
ეგაა რო ამბობენ ვითომ დეჟავუ დაემართა, უბრალოდ სულიერი თვალი გაეხსნა ადამიანს და განიცადა ის რაც იყო არის და იქნება?

ისევ ეზოთერულ მისტიკურ ამბებში გადადიხარ. ქრისტიანობა ჯადოქრობა არ არის რაღაც ასეთები რომ აკეთო და იფიქრო. მაშინ ბუდიზმს ინდუიზმს და სმგავს რელიგიებს უნდა მიაკითხოთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 06:20 PM
პოსტი #15


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
გიორგი შენ ნებაში რო არ ერევა ღმერთი ეს გაკმაყოფილებს? ვიღაცამ იცის რა მოხდება წინასწარ და უინტერესოა მისთვის შენი ცხოვრება ქათამივით ხარ რომელსაც აჭმევენ და ბოლოს დაკლავენ, მას არჩევანი აქვს ან გაიქცეს ან დარჩეს და დაიკლას თავი, ან თავისი სიკვდილით მოკვდეს 3 არჩევანია, ადამიანში კიდევ შეიძლება რამდენიმე იყოს ბოლო რა აქვს ამ არჩევანებს ღმერთმა იცის ცხოვრებას ვგულისხმობ ოღონდ, რაღაცას გააკეთებ მაგას მოყვება რაღაცა, მერ კიდე იმას რაღაც და მოკლედ ბოლო არ უჩანს ამ ყველაფერს ყველაფერი არის განსაზღვრული, თუ ფიზიკა კარგად იცი ზუსტად დაადგენ როგორ უნდა ითამაშო რომ მოიგო ბილიარდში ყველაფერს წინასწარ თვლი და ის ხდება, ეს ადამიანურზე და წარმოიდგინე ღმერთმა რამდენი იცის, ყველა ნივთის თუ გადაწყვეტილების თვისება იცის რას რა მოყვება რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო?

წარმოიდგინე ქრისტემ იუდა აირჩია და იცოდა რომ ის გასცემდა, ხო იცოდა? რატომ აირჩია? რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით?? შენ რომ იცოდე რომ შენი შვილი თავს მოიკლავს არ ეტყვი გაჩერდი შვილო არ მოიკლა თავიო? შენი ნება რო არ შეილახოს ეს საკმარისია ბედნიერებისთვის შენი აზრით? როგორ გინდა ბედნიერი იყოს ღმერთი როცა წინასწარ იცის რა მოხდება? და რა არის ეს წინასწარ სადაა დასასრული? აბსოლუტურად დაუსაბამობაში ვვარდებით სადაც აბსოლუტურად ჩვენ მივდივართ მარტო წინ ღმერთი კიდე ვერაფერს აკეთებს უმოქმედობაშია ცალკე მდგომია თითქოს, მარტო ჩვენთვისაა ეს სამყარო? რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 10 2015, 09:01 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



sanfol

არასწორი წარმოდგენა გაქვს ღმერთზე, როცა მის განზრახვებს ადამიანური განზომილებებით აფასებ:

ციტატა
რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო?


ღმერთი არის სრულყოფილი სიყვარული ყველას მიმართ, მას არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება. იგი არ იქნება მეტად ბედნიერი ან ნაკლებად ბედნიერი. იგი თავად არის ბედნიერება თანაც სრულყოფილი (აბსოლუტური)
ციტატა

რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით??... რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს?


შენ ფიქრობ, რომ ღმერთმა სამყარო გასართობად შექმნა??? ან სიამოვნების მისაღებად. შენ ღმერთს აფასებ ადამიანური კატეგორიებით, რაც ძალიან მძიმე შეცდომაა, გარდა ამისა, მგონი აჯობებს მეტი კრძალულება გამოვიჩინოთ.

რაც შეეხება შენს მიერ დასმულ საკითხს, ეს ძალიან რთული თემაა და მოითხოვს ფრთხილ მიდგომას. პირველ რიგში, უნდა ითქვას ეკლესიურ სწავლებაში არის საკითხები, რომელიც არ არის ბოლომდე გაცხადებული ჩვენთვის. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას უკავშირდება და არ არის აუცილებელი ცხონებისათვის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეკლესიის მიზანი - ეს არის ადამიანის ცხონების გზის ჩვენება და ამ გზაზე მისი ტარება. აი ამ ნაწილში კი ეკლესიას აქვს პასუხი ყველა კითხვაზე თუ რა არის საჭირო ცხონებისათვის. როგორც ვთქვი, დანარცენი სხვა საკითხებზე პასუხი არ ემსახურება ცხონების მიზანს, არამედ ემსახურება კირკიმალობას და ცნობისმყოყვარების დაკმაყოფილებას - სწორედ ამიტომაც ამ საკითხებზე ცალსახა პასუხები (დოგმატურ დონეზე) ეკლესიაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოსაზრებები, რომელიც გამომდინარეობს საღვთო ბუნების ანალიზიდან.

ასე მაგალითად, ჩვენ ვიცით ღმერთის ყველაზე უჩვეულო და სხვა რელიგიებში არ გაგონილი განსაზღვრება, რომელიც მხოლოდ ქრისტიანობაში: ღმერთი არის სიყვარული. სხვაგან სახარება ამბობს:
ციტატა
„ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16) - See more at: http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistole...h.DL3fHQb9.dpuf


მაცხოვარმა ჩვენმა ეს სიყვარული დაამტკიცა საქმით, როცა ნებაყოფლობით დაიმდაბლა თავი, გარდამოხდა ზეცით, განკაცდა, ადამიანთა მიერ შეგინებული, საშინლად ნაცემი, ნაფურთხები, შეურაცხყოფილი იქმნა, ჯვარს ეცვა, დაიფლა, აღსდგა და ამაღლდა და დაცემულ ადამიანს კვლავ გაუღო სასუფევლის კარი.

ეს არის ნამდვილი სიყვარული, ხოლო რასაც შენ ამბობ, რა უხარია, რითი ერთობა თავის თავში გულისხმობს ერთგვარ ეგოიზმს (რომ მე გავერთო სხვის ხარჯზე) (ნუ იყოფინ), რაც სრულიად მიუღებელია ნამდვილი სიყვარულისათვის ანუ ღმერთის თვისება არ არის და არც შეიძლება იყოს, რაც როგორც ითქვა დასტურდება ჩვენი მაცხოვრის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით.

სამაგიეროდ სიყვარულს აქვს ერთი უცნაური თვისება (ეგოიზმის საპირისპიროდ), რომ როცა შენ გაქვს ბედნიერება გინდა ვიღაცას გაუზიარო, რომ ისიც ბედნიერი იყოს. აი ეს შეიძლება იყოს ღმერთი/სიყვარულის მიერ სამყაროს შექმნის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ის სიყვარულისა და ბედნიერების სისავსე რაც ღმერთს გააჩნია მისცეს სხვა არსებებს, რადგან ისინიც ბედნიერნი იყვნენ.

მაგრამ ალბათ შენ გაგიჩნდება კითხვა - რა ბედნიერებაზეა საუბარი იუდას ან სხვა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ჯოჯოხეთში მოხვდნენ და საუკუნო ტანჯვაში არიან??? მათ რა ეშველებათ???
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არის, რადგან ეს არის დაფარული საიდუმლო, თუმცა გამოთქმულია აზრი (კერძო აზრი), რომ ჯოჯოხეთიც კი ღვთის განგებულების ნაწილია და საბოლოო ჯამში ისიც ემსახურება იმ მიზანს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უკანასკნელი აზრი არ არის ეკლესიის დოგმატური სწავლება და ეკლესია გვირცევს მოვერიდოთ ამ ჩხირკედელაობისაგან.

აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი კაცობრივი გონება არის შეზღუდული აქაური, მიწიერი განზომილებებით, არადა გვაქვს ამბიცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და ყველა საღმრთო ჩანაფიქრები, რაც ობიექტურად შეუძლებელია ჩვენი გონებისათვის. ამიტომ სანფოლ, ეკლესია გვირჩევს შევეგუოთ იმას, რომ არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც არ არის გახსნილი და გაცხადებული ეკლესიის წიაღში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ არის გახსნილი იმიტომ, რომ არ არის საჭირო ჩვენი ცხონებისათვის (ალბათ პირიქით, შეიძლება დამღვუპელიც იყოს). დავკმაყოფილდეთ იმას, რომ გვქონდეს გარკვეული კერძო აზრი და საბოლოო ჯამში მივენდოთ ღმერთის, რომელიც სიყვარულია (და არა გართობა, ღმერთმა შეგვინდოს), უსაზღვრო და უკუდეგანო მოწყალებას და ჩვენს მიმართ გაკეთებულ თავგანწირვას და ვენდოთ მას იმაში, რაც ჩვენთვის არ არის გაცხადებული.

ღმერთი სიყვარულია და უნდა გვწამდეს, რომ შესაბამისად, თითოეული ადამიანის ბედი საბოლოო ჯამში იქნება მაქსიმალურად საუკეთესო მისთვის, თუმცა ამ საუკეთესოს მიღწევისათვის შესაძლებელია ბევრი ტანჯვა/წამების გავლაც გახდეს საჭირო.

აი ასე ვფიქრობ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 09:48 PM
პოსტი #17


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
მადლობა, მაგრამ წარმოიშვა 2 პრობლემა

1. ღმერთმა იცის რა არის ბედნიერება და შეიძლება ფეხის ნაბიჯზე იყოს ის და არ გვითხრას რა გავაკეთოთ კონკრეტულ ვითარებებში, ანუ არ დაგვეხმაროს, ვინც ამბობს რომ გვწვრთნის ღმერთი რო განსაცდელები გადავიტანოთო ერთი მითხარით ცოტა გინახავთ თვითმკლელი ადამიანები? ან ტელევიზიით მაინც არ გინახავთ? რაღაცა დაუშვეს შეცდომა მათ და ღმერთს რო თვალი აეხილა მათთვის და დაეშალა ცეცხლისთვის ხელის მოკიდება ხო აღარ გამოიწვევდა ასეთ ვითარებას? თქვენ მითხარით მშობელი რომელიც თავის შვილს უყურებს როგორ ინადგურებს ცხოვრებას და არ აჩერებს ასეთის თქმა შეგიძლიათ? იქნებ ვიღაცას სიამოვნებდეს კიდევაც თვითმკვლელობა და რა კეთილი გამოდის ღმერთი რომ არ უშლის მათ ამას

2. მეორე სცენარში ღმერთმა ისევ ყველაფერი იცის, არარსებობაში შემოყავს საერთოდ ტანჯვისთვის განწირული ცხოველები თუ ადამიანები და უზიარებს ამ ბედნიერებას, რომელსაც ათასგვარ ცხრაკლიტულს ადებს და მასში შეღწევის საშუალებას უტოვებს მხოლოდ რჩეულთ, რომლებიც ბოლოს რას მიაღწევენ სად აღმოჩნდებიან თვითონაც არ იციან, მაქსიმუმ ანგელოზი გახდე მეტი რა უნდა გააკეთო? ღმერთი შენ ვერ გახდები და ვერაფერი როგორ გინდა რომ თავი დაიმშვიდო? რომც გახდე ღმერთი მერე შენც ყველაფერი უნდა იცოდე და ვერაფერი გააკეთო ყოვლისშემძლემ სიბოროტის აღსაკვეთად, რადგან თავისუფალი ნება მიეცი ვიღაცას ვისაც საერთოდ არც უთხოვია სამყაროში შემოყვანა, მაგრამ ღმერთმა ისე მოგვაწყო რომ გავიხაროთ რაღაცეებით და ის მაინც გვითხრას რითი, მაგალითად ევას გაუჩინა ადამისდამი ნდომა და დაარქვა რომ ევას ადამი აბედნიერებს ეს ევას უნდოდა თუ ღმერთს? მაგარ შარში ვართ მოკლედ მაგრამ კაი იყოს რაღაცეები გვაბედნიერებს, მაგრამ რეები ამისკენ მიმავალი გზები მაინც დაგვანახოს და მერე იყოს თავისუფალი ნება მე გადავწყვიტავ მართლა წავიდე მაგ გზით თუ არა ამ ცხოვრებაშიც ბედნიერების მოპოვებას ვგულისხმობ თორე იმ ცხოვრებაში რო ბედნიერები ვიქნებით ეკლესიის გზით ეგ გასაგებია

სხვას რო შეკითხვა დაესვა ღმერთზე ალბათ მეც წარმოვუჩენდი ყოვლად კეთილი ყოვლად ბრძენი, მაგრამ კრიტიკული აზროვნებაა საჭირო ასე მარტივი არაა ყველაფრის დაჯერება ღმერთზე რასაც ამბობენ, რომ თავისუფალი ნება მოგვცა და ჰა რაც გინდათ ქენითო, ხო დაწერილია არ მიგატოვებ და არ დაგაგდებო სახარებაში რატომ ხდება საპირისპირო? ისეთი თავისუფალი ნება ვის რათ უნდა თუ სიკეთე და ბოროტება ვერ გაარჩია? ეხლა ვიღაცას რო ეკითხა ყველაფერზე შეიძლება გავცე პასუხი, მაგრამ ვის ვატყუებ მე თვითონაც არ ვიცი რა უნდა ღმერთს ჩვენთვის და თავისთვის, თითქოს ფილმის გმირები ვართ და რეჟისორია ის, ბოლოს მაინც მგონია რომ ჩვენ ღმერთი, ანგელოზები და დემონები ერთად ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად, არ მესმის როგორ უნდა გაიხაროს ვინმემ სანამ 1 არსება მაინც იქნება ჯოჯოხეთში


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი Mar 10 2015, 11:57 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ციტატა(sanfol @ Mar 10 2015, 12:22 PM) *

Zukazuka314
G_saxva
მეც მომისმენია და სად აღარ მახსოვს, საიდან დამკვიდრდა ეგ აზრი რომ არ ხვდებოდნენ? აბა გლახაკი ლაზარე და აბრაამი როგორ გაიჩითნენ სამოთხეში?


ისე ეგ კითხვა დავწერე ერთ საიტზე და მაგალითად ეგ მომიყვანენ და მერე იცი ვუარესი კითხვა რომ გამიჩნდა : ნუთუ ჯოჯოხეთში "განყოფილებებია"? ზოგი ისე რა იტანჯება და ზოგი წყამს სვამსტქო? და გთხოვთ დამეხმარეთ და მიპასუხეთ

ციტატა
მანამდე ადა მდა ევა იმყოფებოდა სამოთხეში რომელთა გმოდევნის შემდგომ ავაზაკამდე რომელიც ქრისტესტამ შეიყვანა არავინ შესულა სამოთხის კრს იქით.

და ბოდიში და იცი რას ვფიქრობ მამაო მ მითხრა რომ ეგ სამოთხე არ იყო ზეციური სამოთხე ეგ იყო "დედამიწური" და დედამიწის სამოთხე იყო და არა ზეციური ანუ სადაც კეთილი ხალხი განისვენებს....

ციტატა
ანუ აბრაამის სამყოფელში - იგივე სამოთხეში სადაც ახლა ის იმყოფება

ისე ბევრჯერ გამიგია აბრაამის სამყოფელი მარა ის ვერ გამიგია რა იგულისხმებოდა დედამიწური სამოთხე სადაც ადამი და ევა იყო თუ მეორე სადაც მართალნი განისვენებენ, ანუ ლოგიკურად პირვეი არა და მეორე და ეს გამოდის რომ აბრაამი სამოთხეში იყო? რათქმაუნდა ახლა არის მარა მაინდამაიც აბრაამი რატომ ? თუ შეგილით ამიხსნათ და სხვა ხალხიც ჩაერიეთ ცოტა ამ თემაში

ციტატა
ახლა რო სამოთხეშია ეს გასაგებია მაგრამ მანამდეც იყო თუ კი ის იგავი მომავლიდან არ მოიტანა ქრისტემ რა თქმა უნდა, ანუ ეგაა მომავლიდან მოყვა იგავი? ეს ხომ არ გავს ბედის განსაზღვრას ვინმე ლაზარესთვის? ანუ ლოგიკურად ყველა ადამიანზე იცის ღმერთმა თუ სად მოხვდება ის ხო? ისიც წერია იოანეს გამოცხადებაში სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია სახელებიო დასაბამიდანო ვინც სასუფეველში შევაო, ეს რას ნიშნავს როგორ გავიგოთ? თუ კი ღმერთმა ყველაფერი იცის თითქოს ბოლო არ უჩანს ბოლო არ არსებობს რაღა არის ბოლო? სადაა დასაბამი და ბოლო? ყველგან ღმერთია რიღათი ერთობა ღმერთი? მაგარი მოსაწყენი ცხოვრება ქონია ის იცის რაც მომხდარია უკვე და რიღათი ირთობს თავს? მომავლის იმედი ასე ვთქვად არ აქვს? მაგალითად ადამიანს აქვს მომავლის იმედი რომ გამოსწორდება მისი ცხოვრება და კარგად წავა და ღმერთმა თუ იცის რომ ყველა ვარიანტში ვიღაცა ცხონდება ვიღაცა ვერა, რატომ არ ცვლის რეალობას? ან რო შეცვალოს მერე ის გახდება რეალობა და რაღაც აბსურდში გადავდივართ გიორგი რამე მითხარი დამაწყნარე რომ საინტერესოა ღმერთისთვის ადამიანის ცხოვრება და არ ნანობს რო შეგვქმნა როგორც ეს ძველ აღთქმაში წერია. რამეში მაინც თუ შეგვიძლია დავეხმაროთ მას რომ საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება ქონდეს მასაც და ჩვენც?? წარმოვიდგინოთ პირდაპირ გვეუბნება მაგ იგავს ქრისტე და 1 საუკუნეში ვართ, ეს ყველაფერი მოხდებაო ლაზარე ცხონდებაო ლაზარე ჯერ არ დაბადებულა უნდა დაიბადოს და ცხონდეს ან უკვე მოხდა დაიბადა და ღემრთმა წინასწარ დახედა უბრალოდ რა მოხდა, ცხონდა თუ არ ცხონდა და რა აბსურდია ეს? მაშინ წინათგრძნობები რომ გვაქვს ადამიანებს გამართლებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ რაც კი რაიმე შეიძლება მოხდეს ჩემ ცხოვრებაში უკვე მომხდარია ეს ყველაფერი მე სად ვარ ახლა ეგეც მომხდარია უკვე? ეგაა რო ამბობენ ვითომ დეჟავუ დაემართა, უბრალოდ სულიერი თვალი გაეხსნა ადამიანს და განიცადა ის რაც იყო არის და იქნება?


იცი ბოლომდე არ წამიკიხია შენი ნაწერი გამოცხადებამდე წავიკითხე რაგაც სახელებზე იცი ეგ ბედს კიარ ნიშნავს ეგ ღმერთი ყოვლისმცოდნეობას ნიშნავს და დროა მანდ ... ანუ ღმერთისთვის ეგ წინასწარმეტყველება იოანესი როგორაა იცი გმერთი ეუბნება წინასწარმეტყველებს რასაც"ხედავს" ცოტა ტუ ცუდად წავედი მიტხარიტ და ეუბნება წინასწარმეტყველს და ეგ იმას კი არ ნისჰნავს ეგ ბედი როა biggrin.gif ....


ციტატა
სიმართლე ვთქვა ამდენ სულელურ კითხვაზე პასუხის გაცემა მაგრად მეზარება მაგრამ ვინაიდან და რადგანაც გაინტერესებსზოგიერთზე შევჩერდებრი რომლებიც ცოტათი საინტერესო სააზროვნოა


გთხოვ რომ დაწერე პასუხები და ცოტა განგვიმარტე თუნდაც კვირაობით ერთ წინდადადებას წერდე ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი Mar 11 2015, 12:52 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



აუ გააგრძელეთ რა იმ ბიჭზე პასუხის გაცემა თორე ძალიან დავიბენი და .... რავიცი, 13 წლის ვარ ისე (ამით იმის თქმა მინდა რომ ვინმემ რაიმე ცუდი რომ თქვას (პასუხი არ მაქ) პასუხი უნდა გავიგო ტორე ცუდად ვარ .... ანუ ხომ გაიგეთ უცბად "ვტყდები" რწმენაში...) .... და გთხოვთ ვინმემ ისეთმა ან დეკანოზმა ან კიდე დიდი ხნის ეკლესიაში მოღვაწე სტიქაროსანმა გაცეს პასუხი იმ ბიჭს რადგან მე არ მაქ პასუხები და აზრები აი ეს ძალიან ძნელი თემაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 11 2015, 10:49 AM
პოსტი #20


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



Zukazuka314
ციტატა
იცი ბოლომდე არ წამიკიხია შენი ნაწერი გამოცხადებამდე წავიკითხე რაგაც სახელებზე იცი ეგ ბედს კიარ ნიშნავს ეგ ღმერთი ყოვლისმცოდნეობას ნიშნავს და დროა მანდ ... ანუ ღმერთისთვის ეგ წინასწარმეტყველება იოანესი როგორაა იცი გმერთი ეუბნება წინასწარმეტყველებს რასაც"ხედავს" ცოტა ტუ ცუდად წავედი მიტხარიტ და ეუბნება წინასწარმეტყველს და ეგ იმას კი არ ნისჰნავს ეგ ბედი როა ....

ხო მარა თუ იცის ღმერთმა იმათი სახელები ვინც ცხონდება და წიგნშიც შეტანილია უკვე რეალობის შეცვლა როგორ მოხდება? თუნდაც იმ ლაზარეზე რო ყვება ეს ლაზარე რეალური პიროვნება იქნებოდა მომავალში და აუცილებლად ცხონდებოდა რეალობა ასეთია რა უნდა გაეკეთებინა ისეთი რომ შეეცვალა ბედი/რეალობა? არ იქნებოდა ეგ ლაზარე და მერე სხვა ლაზარე იარსებებდა იქამდე სანამ ზუსტად ის არ მოხდებოდა რაც იესო ქრისტემ მოყვა ზუსტად ისეთი მდიდარი და ზუსტად ისეთი ლაზარე არ აღასრულებდნენ თავიანთ ბედს ერთი - სამოთხეში, მეორე - ჯოჯოხეთში

რეალობასაც ვერ შეცვლის ღმერთი მერე ის იქნება რეალობა რასაც შეცვლის და ასე უსასრულოდ, მემგონი ღმერთისთვის მომავალი წარსული და აწმყო ისეა როგორც ჩვენთვის 1 წამი, არ არსებობს მისთვის ეს დროები, 1 წამში 3-ვე განზომილებაში ვმოგზაურობთ და ვაკეთებთ რაღაცეებს, ახლა მე პოსტი დავწერე წარსულში აწმყოში და მომავალში


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი