IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი
sergi_glaxa
პოსტი May 20 2008, 11:52 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა.

არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული.

მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 20 2008, 11:57 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კარგი თემაა და მაშინ მოდი დავანაწევრებ:

ციტატა(sergi_glaxa @ May 20 2008, 11:52 AM) *

დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს

ასე არ იყო რამდენიმე საუკუნე, როდესაც ქრისტიანთა თემებში სხვადასხვა ნუსხა იყო სახარებებისა. რამ გამოიწვია ახალი აღთქმის კოდექსის ჩამოყალიბება?

ციტატა(sergi_glaxa @ May 20 2008, 11:52 AM) *


თითოეული სახარების ავტორი .


საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 20 2008, 12:00 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანუდოსელი @ May 20 2008, 11:57 AM) *

კარგი თემაა და მაშინ მოდი დავანაწევრებ:
ასე არ იყო რამდენიმე საუკუნე, როდესაც ქრისტიანთა თემებში სხვადასხვა ნუსხა იყო სახარებებისა. რამ გამოიწვია ახალი აღთქმის კოდექსის ჩამოყალიბება?
საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია


მე როცა ავტორებს ვამბობ ვგულისხმობ იმას თუ ვისი სახელებით იწოდება....

ხო და საინტერესო იქნება დავწეროთ როგორ იყო საუკუნეების წინ... მე პირადად უფრო მეტ ინფორმაციას დავდებ იოანეს სახარებაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 20 2008, 12:02 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(sergi_glaxa @ May 20 2008, 12:00 PM) *

მე როცა ავტორებს ვამბობ ვგულისხმობ იმას თუ ვისი სახელებით იწოდება....

მეც ვგულისხმობ, თუ რატომ იწოდება მათედ და არა ბარნაბად?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 20 2008, 12:10 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია

იოანეს სახარებაში ხომ წერია? smile.gif

"ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია." (ინ. 21;24)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 20 2008, 12:12 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ May 20 2008, 12:10 PM) *

კანუდოსელი

იოანეს სახარებაში ხომ წერია? smile.gif

"ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია." (ინ. 21;24)


საიდან ჩანს რომ იოანეა ის, რომელიც მოწმობს? ანუ ერთის მხრივ კი, ისე გამოდის, რომ იოანეს უნდა ეხებოდეს, მაგრამ "ვინც დაწერა ეს" არ ნიშნავს ცალსახად რომ მთელი დაწერილი მისია...რადგან იოანეს სახარების ანალიზი აჩვენებს, რომ რამდენიმე რედაქცია განიცადა...თუმცა ცხადია მართალი ხარ, აქ ყველაზე მეტი ხელმოსაკიდია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 20 2008, 12:14 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ლოგიკური ბმულით smile.gif

20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?

21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?

22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.

23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?

24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

სხვა მახარებლები აღწერენ, რომ "ის ვინც უყვარდა", "ის ვინც მის მკერდს მიეყრდნო" იყო იოანე....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 20 2008, 12:18 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
ნუ, პრინციპში გეთანხმები, მაგრამ რას იტყვი სინოპტიკურ სახარებებზე?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 20 2008, 12:28 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



იოანეს სახარებაში ვფიქრობ რომ მართლაც იოანეა ავტორი და მოვიყვან ამის მტკიცებულებებს

რამდენიმე მტკიცებულება, თუ რატომ სეიძლება იყოს იოანე იოანეს სახარების ავტორი:

სავარაუდოდ ებრაელი იყო, რადგან კარგად იცნობს ებრაულ ტრადიციებს და საერთოდ მათ ყოფა ცხოვრებას,
ავტორი სავარაუდოდ თვითმხილველია იმ ფაქტებისა რასაც წერს..იგი ხშირად სახელებით იხსენიებს ამ სახერების პერსონაჟებს..სავარაუდოდ პირადადაც იცნობდა მათ.

ასევე ამ სახარების ავტორი მოწაფეთა რიგებიდან უნდა ყოფილიყო..ის კარგად ცნობდა მოწაფეებს

ასევე აღსანიშნავია, რომ

ადრეული ქრისტიანი მწერლების ეგნატესა ( A.D.107-115) და იუსტინეს ( 150) ნაწერებში ჩანს, რომ მათ იცოდნენ იოანეს სახარების შესახებ, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ მისი ავტორის შესახებ.

იოანეს ავტორობასთან დაკავშირებით ყველაზე საფუძვლიან მტკიცებულებას ირინეოსი (A.D.140-203) იძლევა. ის ხაზს უსვამს, რომ სამი სახარების დაწერის შემდეგ “მაცხოვრის მოწაფემ იოანემ, რომელმაც ასევე თავი მიაყრდნო მაცხოვრის მკერდზე, თავად დაწერა სახარება ეფესოში, აზიაში ცხოვრების დროს”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 20 2008, 03:30 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანუდოსელი @ May 20 2008, 12:18 PM) *

კანონისტი
ნუ, პრინციპში გეთანხმები, მაგრამ რას იტყვი სინოპტიკურ სახარებებზე?


კანუდოსამ ახსენა სინოპტიკური სახარებები..თუკი ვინმემ შეიძლება არ იცოდეს, ვიტყვი, რომ სინოპტიკურ სახარებებად იწოდება: მათე, მარკოზი და ლუკას სახარებები. ეს სახარებები ზალიან ჰგავს ერთმანეთს. მათში მსგავსი ფაქტებია ჩაწერილი მეტ-მაკლები დეტალებით. იოანეს სახარება მათგან განსხვავებულ ფაქტებს აღწერს მეტწილად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი May 20 2008, 11:23 PM
პოსტი #11


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ძალიან საინტერესოა, ოთხივე სახარების დასაწყისი. მათე იწუყებს ქრისტეს გენეოლოგიით, მარკოზი იოანზეს მოღვაწეობით (ფაქტებით), ლუკა საკმაოდ საინტერესო შესავლით სადაც ვიგებთ, რომ სხვებმაც აღწერეს ეს ამბავი და საბოლოოდ იოანე ყველაზე სპეციფიურ, სახე-სიმბოლოების მეთოდს იყენებს და ამბობს: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისათანა."

ვფიქრობ, ოთხივე სახარეაბის დასაწყსისი მიუთითებს მათ სტილურ განსხავავეულობაზე რაც თავისთავად მეტყველებს ავტორთა განათლებასა და ხედვის რაკურსზე... ზოგადად შეიძლება ვივიარაუდოდ ისიც, რომ თითოუელი ეს სახარება, დაიწერა კონკრეტული ტიპის საზოგადოებისათვის...



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 21 2008, 10:33 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მათე- თორმეტმოწაფეთაგან ერტ ერთი. ამიტომაც იგი არის თვითმხილველი იმ ფაქტებისა რაც მის სახარებაშია ჩაწერილი. მის სახარებაში ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია იესოს სწავლებებზე ცატა სასუფევლის შესახებ.

მარკოზი- სავარაუდოდ პეტრე მოციქულის სულიერი სვილი (1პეტტრე 5:13)
მიჩნეულია, რომ მარკოზმა პეტრესგან მონათხრობის მიხედვით დაწერა ეს სახარება.

ლუკა- ექიმი, პავლეს თანამშრომელი (კოლ. 4:14)
მიიჩნევა, რომ ლუკას ერთად ააქვს შეკრებილი იესოს მიერ მოხდენილი საქმეების თვითმხილველთა მონათხრობი.
უნდა აღინიშნოს რომ იესოს შობის დეტალები არსად ისე დეტალურად არ არის აღწერილი როგორც ლუკას სახარებაში. შეიძლება იმის გამო რომ ლუკა ექიმი იყო...


იოანე-
ერთერთი მოწაფეთაგანი თორმეტთაგან. ამიტომაც თვითმხილველი ამ სახარებაში ჩაწერილი ფაქტებისა .
რადგანაც იოანემ სხვა სახარებების ავტორებზე დიდხანს იცოცხლა, შესაძლოა მან იცოდა ამ სახარებებში ჩაწერილის შესახებ და მან თავის სახარებაში ისეთი საკითხების შესახებ დაწერა, რომელიც წინა სახარებებში არ იყო ჩაწერილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 21 2008, 11:51 AM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დავით ივერიელი
ციტატა
ზოგადად შეიძლება ვივიარაუდოდ ისიც, რომ თითოუელი ეს სახარება, დაიწერა კონკრეტული ტიპის საზოგადოებისათვის...

ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მთლიანად ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა იმ მიზეზით რომ საღვთო გამოცხადება არა რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 21 2008, 11:55 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(afxazi @ May 21 2008, 11:51 AM) *

დავით ივერიელი

ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მთლიანად ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა იმ მიზეზით რომ საღვთო გამოცხადება არა რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.


დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 21 2008, 11:58 AM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sergi_glaxa
ციტატა
დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება

თუმცა თქვენ ვერ დამიდასტურებთ იმ ფაქტს რომ რომელიმე სახარება კონკრეტული ერის მისამართით დაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 21 2008, 12:00 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



afxaz
მე არავის არაფერს არ ვუდასტურებ.

გარდა ამისა მათეს სახარება როგორც ვიცი არ დაწერილა ბერძნულად არამედ ებრაულად...და მგონი არც სხვა სახარებები...

გარდა ამისა ებრაელთა, რომელთა ეფესოელთა წერილები კონკრეტული ეკლესიის მიმართ დაიწერა, მაგრამ მათ ყველა იყენებს...და იყენებდა
ასე რომ კონკრეტულის მიმართ დაწერა არ ნიშნავს რომ სხვას ეკრძალება გამოყენება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი May 21 2008, 05:15 PM
პოსტი #17


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება


ციტატა
გარდა ამისა ებრაელთა, რომელთა ეფესოელთა წერილები კონკრეტული ეკლესიის მიმართ დაიწერა, მაგრამ მათ ყველა იყენებს...და იყენებდაასე რომ კონკრეტულის მიმართ დაწერა არ ნიშნავს რომ სხვას ეკრძალება გამოყენება



ისა და უკაცრავად სადმე ვთქვი სხვა ერმა არ უნდა გამოიყენოს მეთქი? blink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 21 2008, 05:19 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(დავით ივერიელი @ May 21 2008, 05:15 PM) *

ისა და უკაცრავად სადმე ვთქვი სხვა ერმა არ უნდა გამოიყენოს მეთქი? blink.gif


მეც მაგას ვამბობ.
უბრალოდ აფხაზის ნათქვამს გამოვეხმაურე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი May 21 2008, 09:38 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



http://church.ge/index.php?showtopic=4212&hl=

იქნებ ამაზეც ? sad.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 26 2009, 01:16 AM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რა საინტერესო თემა ყოფილა smile.gif

სხვათაშორის მეც მაკვირვებდა ის რომ ოთხივე სხვადასხვანაირად გადმოცემს ქრისტეს ცხოვრებას..

არ გააგრძელებთ? rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 07:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი