ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
nibiru |
Sep 6 2013, 10:19 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 21-May 12 წევრი № 12,369 |
A.V.M
აბაა ისე კი მიკვირდა სად არის რათ არ გვკადრულობსთქი -------------------- "здесь и сейчас"
|
A.V.M |
Sep 6 2013, 10:30 AM
პოსტი
#42
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
nibiru
ციტატა A.V.M აბაა ისე კი მიკვირდა სად არის რათ არ გვკადრულობსთქი ფორუმელებმა იციან რომ თუკი 24 საათი გავიდა და მე არ შემოვედი . ე.ი. ისეთ ადგილზე ვარ სადაც ინტერნეტი არაა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Sep 6 2013, 10:41 AM
პოსტი
#43
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva მაშინაც იყვნენ ჯოჯოხეთში სათნონი და მართალნი, რომლებიც მაცხოვარს ელოდებოდნენ, სადღაც იგივე მდგომარეობას წააგავს ეხლა დედამიწაზე მოლოდინში მყოფთა ყოფა. ისე მეტი ჯოჯოხეთი რა გინდა მაცხოვარი მოვიდა სიყვარულის ცნობიერება შემოგვიტანა, ხალხმა კი დაიჭირეს აწამეს და "მოკლეს" ამის შემდეგ კი როგორც წერია ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალნი გამოიყვანა, იქაც კი არაფერი დაუშავეს, ჩემი შეხედულებით დედამიწა ფიზიკური პლანის ჯოჯოხეთია და ის იყო სულიერი პლანის ჯოჯოხეთი. მართალია რაღაც საკითხები დღეს დედამიწა წაგავს ჯოჯოხეთს და არ არის გასაკვირი მძლავრობს ეშმაკი ამ ქვეყნად, ლოგიკურად ეს ასეც უნდა იყოს, მეორედ მოსვლა ხომ ანტიქრისტეს 3 წლიანი ბატონობის შემდგომ მოხდება. ზუსტად ამისთვის უნდა მოემზადოს დედამიწა, ეს მოვლენები კი დედამიწაზე ზუსტად აქეთ მიდის. პარალელს რასაც შენ ავლებ მოლოდინის მდგომარეობისას დიდად განხსვდება ქრისტეს შობამდე და რეს. კერძოთ კი თუ მაშინ ყველა გარდაცვლილი ქრისტეს მოსვლამდე ჯოჯოხეთში ხვდებოდა ქრისტეს მოსვლით და მისი ჯვარცმით ხომ ეს ყველაფერი შეიცვლა ერთ ერთი მიზეზიც ხომ ზუსტად ეს იყო მაცხოვრის ამ ქვეყნად მოსვლისა? დღეს ადამიანი პიროვნულად აკეთებს არჩევანს სად მოელოდება მეორედ მოსვლას სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nibiru |
Sep 6 2013, 12:03 PM
პოსტი
#44
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 21-May 12 წევრი № 12,369 |
რა ვქნა მაგას ვერ ვიჯერებ რომ ქრისტემდე ყველა გარდაცვლილი ჯოჯოხეთში ხვდებოდა, მაგ თეორიით ჩემში ღვთის სამართლიანობა ირღვევა, მაშინ რისთვის შექმნა ათასობით ადამიანები და სიცოცხე? მათ რომ ეტანჯათ? მაშინ გამოდის ეშმაკს შეუქმნია სიცოცხლე და მერე ღმერთმა აართვა სადავეები.
-------------------- "здесь и сейчас"
|
G_saxva |
Sep 6 2013, 12:08 PM
პოსტი
#45
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
რა ვქნა მაგას ვერ ვიჯერებ რომ ქრისტემდე ყველა გარდაცვლილი ჯოჯოხეთში ხვდებოდა, მაგ თეორიით ჩემში ღვთის სამართლიანობა ირღვევა, მაშინ რისთვის შექმნა ათასობით ადამიანები და სიცოცხე? მათ რომ ეტანჯათ? მაშინ გამოდის ეშმაკს შეუქმნია სიცოცხლე და მერე ღმერთმა აართვა სადავეები. რა დავწერე იმას ყურადღებას არ აქცევ? შენ წერ რომ იტანჯებოდნენ და ეს არღვევს ჩემს შეხედულებასო. მართალია ისინი ჯოჯოხეთში იყვნენ მაგრამ არ იტანჯებოდნენ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Sep 6 2013, 12:11 PM
პოსტი
#46
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა რა ვქნა მაგას ვერ ვიჯერებ რომ ქრისტემდე ყველა გარდაცვლილი ჯოჯოხეთში ხვდებოდა, მაგ თეორიით ჩემში ღვთის სამართლიანობა ირღვევა, მაშინ რისთვის შექმნა ათასობით ადამიანები და სიცოცხე? მათ რომ ეტანჯათ? მაშინ გამოდის ეშმაკს შეუქმნია სიცოცხლე და მერე ღმერთმა აართვა სადავეები. ან გაგება არ გინდა ჩვენი ნათქვამის არ ცოტა ცუდადააა საქმე ჩემო ძმაო, ეს წინადადებები კი კარგად დაალაგე დაწვრილებით გადმოეცი შენი აზრი და გიპასუხებთ. |
damiane80 |
Sep 6 2013, 01:31 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა რა ვქნა მაგას ვერ ვიჯერებ რომ ქრისტემდე ყველა გარდაცვლილი ჯოჯოხეთში ხვდებოდა, მაგ თეორიით ჩემში ღვთის სამართლიანობა ირღვევა, მაშინ რისთვის შექმნა ათასობით ადამიანები და სიცოცხე? მათ რომ ეტანჯათ? მაშინ გამოდის ეშმაკს შეუქმნია სიცოცხლე და მერე ღმერთმა აართვა სადავეები. უფრო გასაგები რომ გახდეს - ვერავინ ხვდებოდა სამოთხეში მართლებიც ჯოჯოხეთში იყვნენ, მაგრამ განისვენებდნენ ე.წ "წიაღსა შინა აბრაამისასა", რაც იფარავდა მათ ტანჯვისაგან. საერთოდ ეკლესიიაში არსებობს საკითხები, რომელიც ღვთის დაშვებით სრულად არ არის გაცხადებული ადამიანებისათვის და ესეც ხდება ადამიანთა საცხოვნებელად. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ხდება გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ვიცით მხოლოდ იმდენი, რაც საჭიროა ჩვენის სულის ცხონებისათვის და არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე ჯოჯოხეთი ან სასუფეველი კონკრეტული ადგილია თუ მდგომარეობა. მაგრამ ვიცით რაც მნიშვნელოვანია სულის საცხოვნებლად, რომ ქრისტესმიერი გზით ცხოვრების შედეგი არის ცხონება, ხოლო მის საწინააღმდეგო გზით სიარულის შედეგი არის ტანჯვა და არა იმითომ, რომ ეს არის ღმერთის შურისძიება ჩვენი ცოდვებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილი ცხოვრების შედეგი არის უღმერთოდ დარჩენა, ხოლო უღმერთოდ დარჩენილ სულს ეპატრონება ბოროტი და აქედან გამომდინარე შედეგია ტანჯვა. |
damiane80 |
Sep 6 2013, 01:45 PM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
როცა საუბარია საიქიო ცხოვრებაზე, მე პირადა ერთი აზრი მახსენდება ხოლმე მაგალითისათვის.
ორსულის ქალის მუცელში არის ნაყოფი, რომელიც ცოცხალია, რომელიც რეაგირებს ისმენს და ა.შ. ის ხვდება, რომ მუცლის გარეთ რაღაც ხდება. ის გრძნობს სითბოს, ირებს საკვვეთ, ხანდახან ისმენს ხმაურს გაბრაზებას და სხვა. მაგრამ ცხადია წარმოდგენა არ აქვს ზუსტად, რა ხდება დედამიწაზე. არ იცის რომ არსებობს მიზიდულობის კანონი, რომ ჩვენ ვსუნთავთ და სხვა. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე დამოკიდებულება გვაქვს და თუ გნებავთ ცოდნა ჩვენ საიქიო ცხოვრების მიმართ. დედამიწაზე ჩვენ შეზღუდული ვართ აქაური კანონებით 3 განზომილებით + დრო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ აქ მოქმედებს და სააქაო ცხოვრებისათვის არის შექმნილი ღმერთის მიერ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა განზომილებაა საიქიო ცხოვრებაში, რა კანონები მოქმედებს და სხვა. მაგრამ ჭეშმარიტად უნდა გვწამდეს (როგორც მუცელში მყოფ ჩვილს ესმის რომ გარეთ რაღაც ხდება), რომ არსებობს საიქიო ცხოვრება და იქ ჩვენი მდგომარეობა დამოკიდებულია სწორედ აქაური ჩვენი ცხოვრების წესზე. |
lasha_k |
Sep 12 2013, 02:54 AM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
puskuu
ციტატა მომიტევეთ რომ ვერთვები. ქრისტე ზრდასრული გახლდათ და მისი ნათლია იოანე იყო. თუ მაცხოვარმა დაიმდაბლა თავი და ზრდასრულ ასაკში მას ნათლია ყავდა ეს ხომ ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. მომიტევეთ აბსოლიტურად სხვა რამეს ვლაპარაკობ და სულ სხვას მპასუხობ ..... უკეთ რომ მიხვდე .....გავავლოთ პარალელები იოანე ნათლავს იესოს მღვდელი ნათლავს მორწმუნეს ანუ იმედია მიხვდით რომ მე გარეშე ნათლიებზე მაქვს საუბარი და არამც და არამც ვინც უშუალოდ ატარებს რიტუალს მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი საქციელია ....უბრალოდ ვფიქრობ რომ ნათლიას გაუჭირდება ზრდასრული პიროვნების მოთოკვა ......ბავშვს ადვილად დაიმორჩილებ ხოლო ზრდასრულს ძალიან გაუჭირდება მისი მოთოკვა ....არადა პასუხისმგებლობა ნათლიაზეც არის |
G_saxva |
Sep 12 2013, 09:38 AM
პოსტი
#50
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი საქციელია ....უბრალოდ ვფიქრობ რომ ნათლიას გაუჭირდება ზრდასრული პიროვნების მოთოკვა ......ბავშვს ადვილად დაიმორჩილებ ხოლო ზრდასრულს ძალიან გაუჭირდება მისი მოთოკვა ....არადა პასუხისმგებლობა ნათლიაზეც არის არასწორია ის მსჯელობა რომ ზრდასრულის მოთოკვა გაუჭირდება და ა.შ თუ ზრდასრული ინათლება მან ეს გააზრებულად უნდა გააკეთოს და იცოდეს მინიმუმ ქრისტიანული საფუძვლები, რაც თავიდანვე გამორიცხავს მოთოკვაის და სიჯიუტის პრეცენდენტს. ნათლია იმ შემთხვევაშია საჭირო როცა ბავშვი ინათლება და მას სრულად არ აქვს გაცნობიერებული ქრისტიანობა, ზუსტად ეს უნდა ასწავლოს და აუხსნას, ამიტომ არი საჭირო ნათლია. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
damiane80 |
Sep 12 2013, 05:42 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი საქციელია ....უბრალოდ ვფიქრობ რომ ნათლიას გაუჭირდება ზრდასრული პიროვნების მოთოკვა ......ბავშვს ადვილად დაიმორჩილებ ხოლო ზრდასრულს ძალიან გაუჭირდება მისი მოთოკვა ....არადა პასუხისმგებლობა ნათლიაზეც არის ვფიქრობ ნათლიის მოვალეობა არ არის "მოთოკვა" და "დამორჩილება". ჩემი წარმოდგენით ნათლია უპირველასად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სულიერ ცხოვრებაში, ასევე ვფიქრობ აუცილებელია ნათლულისათვის ლოცვა, შესაძლებლობის ფარგლებში მასთან ახლოს ყოფნა და ხშირი ურთიერთობა. მოთოკვა და დამორჩილება უფრო მშობლის საქმეა. |
ratinwt |
Oct 20 2013, 09:31 PM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.”
5 მიუგო იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ამის მტკიცებაც კი არ უნდა იყოს საჭირო ,იმდენად ცხადია ბავშვთა ნათლობის უაზრობა. |
A.V.M |
Oct 21 2013, 12:23 AM
პოსტი
#53
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ratinwt
გელოდებოდი... ამ კითხვას გაგახსენებ : ციტატა ანუ შენთვის ესაა ყველა არგუმენტი ამ საკითხზე ხომ?სხვა გაქვს კიდევ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ratinwt |
Oct 23 2013, 07:53 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
ციტატა მაგრამ სანამ ამ თემაზე გავაგრძელებდეთ საუბარს , სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევ , პატრიარქთან მიმართებაში გამოთქმული ირონიის გამო .ის პოსტი გადავიტანეთ და იმედია აღარ გაიმეორებ. აბა კიდევ რამდენ კომენტარს წაშლით. ტირანული მმართველობაა ფაქტობრივად ,სადაც განსხვავებული აზრი სასტიკად არ მიიღება და უგზოუკვლოდ ქრება. აქ ყველაფერი ერთნაირი ,ერთ ფერში უნდა იყოს... ეს ერთგვარი საბჭოთა სისტემაა გადატანილი ეკლესიაში, ის სისტემა რომელიც ასე ენატრება ამ ეკლესიას. მათ შორის ილიას სტალინი... რა იყო მანდ ირონიული? ამდენ ხალხს ურიგებს ოქროს საათებს ,სამაჯურებს და ერთი მეც მოვინდომე. სურვილის გამოთქმა ისჯება?? ამდენი უაზრო სრულიად არაქრისტიანული აკრძალვა ხრამისკენ მიაქანებს ამ ეკლესიას . ციტატა ამ კითხვას გაგახსენებ ბევრის წერას არ ვაპირებ, უამრავი თვალსაჩინო მაგალითია ამისი. ცალსახად არის გასმული ხაზი იმას რომ გაუაზრებლად - ( ბავშვობაში ) ნათლობას არანაირი აზრი არ აქვს. და მთავარი გააზრებულად - სულიწმინდით ნათლობაა. მაგრამ ადამიანი ,რომელსაც არ უნდა ამის დანახვა ,ამას არ დაინახავს .რაც არ უნდა ქნა, ამით საკუთარ თავს ავნებენ და იხანგძლივებენ ცხოვრებას არ არსებულ კანონებსა და ანტიქრისტიანულ სისტემაში. წაშალეთ ახლა ეს კომენტარიც და განაგრძეთ ილუზიაში ცხოვრება. |
sopo... |
Oct 23 2013, 08:41 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.” 5 მიუგო იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ამის მტკიცებაც კი არ უნდა იყოს საჭირო ,იმდენად ცხადია ბავშვთა ნათლობის უაზრობა. ცხადი რატომ? რა გამომდინარეობს ზემოთმოყვანილიდან? |
A.V.M |
Oct 23 2013, 10:21 PM
პოსტი
#56
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ratinwt
ციტატა ამდენი უაზრო სრულიად არაქრისტიანული აკრძალვა ხრამისკენ მიაქანებს ამ ეკლესიას . ირონიის აკრძალვა როდის მერე გახდა არაქრისტიანული? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი