IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი
lamara
პოსტი Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი #1


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა.

ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 5 2009, 09:43 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



lamara
მაგარი თემაა! smile.gif


შესაქმე 1:26 და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 5 2009, 11:32 PM
პოსტი #3


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



საოცარად დიდი და მიუწვდომელია ყოვლადწმინდა სამება smile.gif


ციტატა
1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა.

ასეთი და სხვა მრავალი ფაქტების მერე როგორ უარყოფს ზოგიერთI სექტა სამებას არ მესმის smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 7 2009, 09:57 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი.
''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 7 2009, 01:55 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(llaasshhaa @ Jul 5 2009, 11:32 PM) *

საოცარად დიდი და მიუწვდომელია ყოვლადწმინდა სამება smile.gif
ასეთი და სხვა მრავალი ფაქტების მერე როგორ უარყოფს ზოგიერთI სექტა სამებას არ მესმის smile.gif


მოიმოწაფეთ ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით სახელითა მამისა და ძისათა და სულისა წმინდისათა...
(უკაცრაფად ზუსტ ფრაზირებას თუ ვერ ვაკეთებ) მეტი რაღა გინდა.

თუნდაც ადრე სხვა სახით ყოფილიყო განცხადებული ღმერთი (ანუ უფრო გამოკვეთილია ერთი - მამა ღმერთი), ახალი აღქმის შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ ღმერთი არის სამება და ის ვინც თავისი სარწმუნოების საფუძვლად სახარებას იყენებს წესით არ უნდა ფიქრობდეს სხვაგვარად მაცხოვრის ამსიტყვების შემდეგ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 7 2009, 03:52 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



damiane80
ციტატა
თუნდაც ადრე სხვა სახით ყოფილიყო განცხადებული ღმერთი (ანუ უფრო გამოკვეთილია ერთი - მამა ღმერთი), ახალი აღქმის შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ ღმერთი არის სამება და ის ვინც თავისი სარწმუნოების საფუძვლად სახარებას იყენებს წესით არ უნდა ფიქრობდეს სხვაგვარად მაცხოვრის ამსიტყვების შემდეგ.

მაგას არ ვამტკიცებდით ამ თემაში, მაგრამ ცალკე მე დამაწყდა ნერვები და ცალკე კაიროსს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=6162


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jul 7 2009, 06:34 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(ალექსანდრე @ Jul 7 2009, 10:57 AM) *

დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი.
''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება


მე რა მანიტერესებს

"და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ"

"და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა."

ეს როგორ არის დედანში, აქაც ხომ მრავლობით რიცხვში უნდა იყოს ღმერთი ნახსენები. როგორ განმარტავენ ამას თავად ებრაელები, მათ ხომ უნდა ჰქონდეთ ამაზე "პასუხი".


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 7 2009, 06:38 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ლია
ციტატა
"და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ"

მრავლობითია ებრაულშიც

ციტატა
როგორ განმარტავენ ამას თავად ებრაელები, მათ ხომ უნდა ჰქონდეთ ამაზე "პასუხი".

ვიკითხე.

ანგელოზებთან თათბირიაო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jul 7 2009, 06:41 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(კანონისტი @ Jul 7 2009, 07:38 PM) *

ლია

მრავლობითია ებრაულშიც
ვიკითხე.

ანგელოზებთან თათბირიაო


რბილად რომ ვთქვათ "გაუგებარია" biggrin.gif ანგელოზებს ეკითხებოდა თქვენი აზრი მითხარითო????? biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 7 2009, 06:55 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



''თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი''. ამ სიტყვებიდან ჩანს რომ ღმერთმა ვიღაცასთან მოითათბირა.
იუდეველთა შორის არსებობს ამ ადგილის არასწორი განმარტება, რომელზედაც საუბრობს წმიდა იოანე ოქროპირი: ვის მიმართ არის თქმული ''შევქმნათ კაცი'' და ვის აძლევს ამ წინადადებას ღმერთი? ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ უფალს რაიმე რჩევა და მსჯელობა ესაჭიროებოდა, არა, ასეთი გამოთქმით მას უნდა, რომ გვაჩვენოს განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც ამჟღავნებს შექმნილი ადამიანისადმი. იუდეველთა აზრით, უფლის მიერ ეს სიტყვები ნათქვამია ანგელოზის ან მთავარანგელოზის მიმართ. აი, უგუნურება! როგორ შეუძლია ანგელოზს უფალთან თათბირი, შექმნილს შემოქმედთან? ანგელოზის საქმე ის კი არ არის, რომ უფალთან ბჭობდნენ და თათბირობდნენ, არამედ ის რომ ემსახურებოდნენ და მის ნებას აღასრულებდნენ. რათა დავრწმუნდეთ ამაში, გავიხსენოთ წინასწარმეტყველ ისაიას მიერ ღვთის მარჯვნივ მდგარი ქერუბიმებისა და სერაფიმების ხილვა, რომლებიც სახეს და ფეხებს ფრთებით იფარავდნენ (ისაია 6,2). ეს იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ უფლისაგან გამომავალი ბრწყინვალების ატანა და დიდი შიშითა და კრძალულებით იდგნენ. მხოლოდ ასე თუ შეიძლიათ ქმნილებებს შემოქმედის წინაშე დგომა'' (Беседа 8,2)


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jul 7 2009, 07:01 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(ალექსანდრე @ Jul 7 2009, 07:55 PM) *

''იუდეველთა აზრით, უფლის მიერ ეს სიტყვები ნათქვამია ანგელოზის ან მთავარანგელოზის მიმართ. აი, უგუნურება! როგორ შეუძლია ანგელოზს უფალთან თათბირი, შექმნილს შემოქმედთან?



თანაც, თუ ასეთი კუთხით შევხედავთ, გამოდის რომ ანგელოზები თანამონაწილეები იყვენენ.... ანუ ასეთი მსჯელობა რასთან მიგვიყვანს......?! mellow.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 7 2009, 07:26 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ის კითხვა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მრჩეველი, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიანსწარმეტყველს - ისაიას არ აძლევდა მოსვენებას: ''ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განსწავლა ის თავისი რჩევით? ვის სთხოვა რჩევა ... ? (ისაია 40, 13-14). ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხს იძლევა იოანეს სახარება, სადაც საუბარია ღვთის ერთარსს ლოგოსზე, რომელთან ერთადაც შექმნა უფალმა ყოველივე (იოანე 1, 2-3). ღვთის მარადიული ძე იწოდება ''საკვირველ მრჩევლად'' ჯერ კიდევ ისაიასთან (''... საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი.. '' ისაია 9, 5). აღნიშნული ღვთიური რჩევის მიცემა ხდებოდა ასევე სულიწმიდის მიერ, ანუ ღვთაებრივი ბჭობა განხორციელდა სამების ყველა პირს შორის


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 11 2009, 07:05 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(ლია @ Jul 7 2009, 06:41 PM) *

რბილად რომ ვთქვათ "გაუგებარია" biggrin.gif ანგელოზებს ეკითხებოდა თქვენი აზრი მითხარითო????? biggrin.gif


პლიუს მაგას, როგორც მივხვდი, ანგელოზებთან თათბირი ებრაელთა განმარტებით მიემართება სიტყვებს
ციტატა
ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა"
და
ციტატა
მსგავსებისაებრ და აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი


ანუ როგორც ტექსტიდან ჩანს, ღმერთი თათბიროს თავის მსგავსებთან ("ერთი ჩვენთაგანი"), რომ შექმნას ქმნილება, რომელიც იქნება თათბირში მონაწილეთა "ხატება და მსგავსება". ღმერთის მსგავსი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი (ანუ სამების წევრები) და არცერთ შემთხვევაში ქმნილება (ანგელოზები), რადგან ანგელოზები ღმერთის მსგავსნი არ არიან. აქედან გამომდინარე, უეჭველია, რომ თათბირში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სამების წევრები, ხოლო თათბირის შემდეგ შეიქმნა თათბირის მონაწილეთა მსგავსება და ხატება- ანუ ადამიანი. ადამიანი კი ანგელოზს სულაც არ ჰგავსsmile.gif.

აქედან გამომდინარე, უეჭველია, რომ საუბარია მხოლოდ სამების წევრთა თათბირზე და არა ღმერთის თათბირზე ანგელოზებთან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jul 21 2009, 01:39 AM
პოსტი #14


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(damiane80 @ Jul 11 2009, 07:05 PM) *



ანუ როგორც ტექსტიდან ჩანს, ღმერთი თათბიროს თავის მსგავსებთან ("ერთი ჩვენთაგანი"), რომ შექმნას ქმნილება, რომელიც იქნება თათბირში მონაწილეთა "ხატება და მსგავსება". ღმერთის მსგავსი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი (ანუ სამების წევრები) და არცერთ შემთხვევაში ქმნილება (ანგელოზები), რადგან ანგელოზები ღმერთის მსგავსნი არ არიან. აქედან გამომდინარე, უეჭველია, რომ თათბირში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სამების წევრები, ხოლო თათბირის შემდეგ შეიქმნა თათბირის მონაწილეთა მსგავსება და ხატება- ანუ ადამიანი. ადამიანი კი ანგელოზს სულაც არ ჰგავსsmile.gif.

აქედან გამომდინარე, უეჭველია, რომ საუბარია მხოლოდ სამების წევრთა თათბირზე და არა ღმერთის თათბირზე ანგელოზებთან.


თათბირობს არასწორია smile.gif რადგან ღმერთს როგორც სრულყოფილებას თათბირი არ სჭირდება. "შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად" ანუ გადაწყვეტილება მიღებულია, წამოჭრისთანავე, რადგან სამების სამივე იპოსტასს შორის სრული იდილიაა, რაც თათბირს და კამათს გამორიცხავს smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 25 2009, 11:39 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თემა გაწმენდილია განყოფილებისთვის მიურებელი ფორმატის პოსტებისგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Aug 14 2009, 07:00 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებ

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ძველი აღთქმა

ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან:

შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.

შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).

შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.

შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.

ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ“.

გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!“

ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“.

დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:

ძის შესახებ:

ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“;

ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“;

სულიწმიდის შესახებ:

ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“;

ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი“ და სხვა.

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ახალი აღთქმა

ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისსა მოვლინებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. მამა ღმერთისაგან დედამიწაზე სიტყვისა და სულიწმიდის გამოგზავნა ახალი აღთქმის მთელი ტექსტის ძირითად შინაარსს შეადგენს. რა თქმა უნდა, სამპიროვანი ერთი ღმერთის ამა სოფლად მოვლინება გადმოცემულია არა დოგმატური ფორმულით, არამედ ყოვლადწმიდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებებზე თხრობით.

ღმერთის სამებობა გაცხადდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, ამიტომ ეწოდება ნათლისღებას გამოცხადება ღვთისა. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა წყლით ნათელს-იღებდა, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას. ეს მოვლენა ასახულია უფლის ნათლისღების სადღესასწაულო ტროპარში: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანის-ცემაჲ გამოჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდუა შენ და სულიწმიდა სახითა ტრედისაჲთა დაამტკიცებდა სიტყუისა მის უცთომელობასა...“

ახალი აღთქმის წერილში გვხვდება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ გამონათქვამები, რომლებიც მეტად მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავენ სამების ჭეშმარიტებას. აი, ისინი:

მთ. 28,19 - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. წმ. ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არა სახელებითა იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი“.

2 კორ. 13,13 - „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ“.

1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან“ (ეს მუხლი არ შემოინახა ძველბერძნულ ხელნაწერებში. იგი მხოლოდ ლათინურ, დასავლურ ნაწერებში გვხვდება). გარდა ამისა, წმ. ათანასე დიდი განმარტავს, რომ აგრეთვე სამებაზეა ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს შემდეგ ტექსტში: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს (მამა ღმერთ) და ყოველთა მიერ (ძე ღმერთი) და ჩვენ ყოველთა შორის (სულიწმიდა)“ (ეფ. 4,6).


ყოვლადწმიდა სამების დოგმატის აღიარება ძველ ეკლესიაში

ქრისტეს ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტება მთელი სისავსითა და სისრულით თავიდანვე იქნა აღიარებული. ყოვლადწმიდა სამებისადმი საყოველთაო რწმენაზე ნათლად ლაპარაკობს წმ. ირინეოს ლიონელი, - მოწაფე თვით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილ წმ. პოლიკარპე სმირნელისა: „ეკლესია მთელს მსოფლიოში, ქვეყნის დასალიერამდეა გავრცელებული, ოღონდ სარწმუნოება მან მოციქულთა და მათ მოწაფეთაგან მიიღო. ეს არის სარწმუნოება ერთ ღმერთზე, მამა ყოვლისმპყრობელზე... და ერთ იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და სულიწმიდაზე, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნო საღვთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა. მიიღო რა ამგვარად ნაქადაგები და აღიარა რა ასეთი რწმენა, ეკლესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მთელს მსოფლიოშია განფენილი, გულმოდგინედ იცავს მას... ისე შეთანხმებულად ქადაგებს ამ სარწმუნოებას, თითქოს ეკლესიას ერთი სული და გული ჰქონდეს. ისე ასწავლის და გადასცემს მას თითქოს ერთის პირით წარმოთქვამდეს. მრავალ ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოში, მაგრამ ეს გადმოცემის ძალას ვერ ცვლის... ეკლესიების წინამძღვართაგან ვერავინ ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოებას, გადმოცემას ვერ შეასუსტებს გამოცდილი თუ ახალბედა მჭერმეტყველი“2.

ყოვლადწმიდა სამების კათოლიკე ჭეშმარიტების დასადასტურებლად და ერეტიკოსთაგან მის დასაცავად წმიდა მამებს მოჰყავდათ მაგალითები წმიდა წერილიდან. არც ამას სჯერდებოდნენ და პირველ ქრისტიანთა მოწმობებზე დაყრდნობით, ერეტიკოსთა ბრძნობის გასაქარწყლებლად გონებისმიერ, ფილოსოფიურ მსჯელობებს მიმართავდნენ. ასეთ მოწმობებია:

ა. მაგალითები მოწამეთა და მართალთა, რომელთაც არ ეშინოდათ მტანჯველთა წინაშე ეღიარებინათ რწმენა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა;

ბ. მოციქულთა მოწაფეთა და საერთოდ ადრექრისტიანული ხანის მწერალთა ნაწერები;

გ. საღვთისმსახურო ფორმულირებანი. წმ. ბასილი დიდს მოჰყავს მცირე სადიდებელი: „მასვე (ქრისტეს) მამითურთ და სულიწმიდითურთ პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე“. მისი აზრით, ეს გამოთქმები ეკლესიაში გამოიყენებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სახარება გვეუწყა. წმ. ბასილი დიდი აგრეთვე მიუთითებს სამადლობელზე „ნათელი მხიარული“ (სამწუხრო საგალობელი), მას მამათაგან გადმოცემულ „ძველ საგალობელს“ უწოდებს და იქიდან შემდეგი სიტყვები მოჰყავს: „ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა“, რითაც ცხადყოფს ძველი ქრისტიანების რწმენას, რომ სულიწმიდა თანადიდებულია მამასა და ძესთან ერთად3.

არსებობს ეკლესიის ძველ მამათა და მასწავლებელთა მრავალი მოწმობა, რომ ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან აღასრულებდა ნათლისღებას მამის, ძისა და სულიწმიდის, როგორც სამი ღვთაებრივი პირის, სახელით. ამასთან ამხელდა იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლავდნენ მარტო მამის (რადგან ძესა და სულიწმიდას უფრო ნაკლებ ღირსებას მიაწერდნენ), ან მამისა და ძის, ანდა მარტო ძის (აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას) სახელით. ამას ადასტურებდნენ იუსტინე მოწამე, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, ათანასე დიდი, ჰილარი პიქტავიელი, ბასილი დიდი და სხვანი.

ამ დოგმატის დასაცავად ეკლესიამ დიდი მღელვარება გადაიტანა და მძიმე ომს გაუძლო. ბრძოლა ჯერ მამა ღმერთისა და ძე ღვითისას თანაარსობისა და თანადიდებულების, შემდეგ კი სულიწმიდის მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან თანასწორობის დასამტკიცებლად წარიმართა.

ძველი პერიოდის ეკლესიის დოგმატური ამოცანა იყო, დაედგინა ყოვლადწმიდა სამების შესახებ ზუსტი ტერმინოლოგიური განმარტებანი და ფორმულირებანი, რომლებიც გამორიცხავდნენ ერეტიკოსთა მხრიდან მათი სხვაგვარად გაგების შესაძლებლობას.

ეკლესიის მამებს სურდათ, რამდენადმე მოერგოთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო შინაარსი ჩვენს მიწიერ ცნებებთან, მიეახლოებინათ მიუწვდომელი მისაწვდომთან და ამისთვის ბუნებაში არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ სახეებს იყენებდნენ. აი, ისინი:

ა. მზე, მზის სხივი და ნათელი;

ბ. ფესვი, ღერო და ნაყოფი ხისა;

გ. წყარო, მისგან მოჩუხჩუხე ნაკადული და მდინარე;

დ. ერთიმეორის მიყოლებით დანთებული სამი სანთელი, რომელიც ერთ, განუყოფელ სინათლეს აფრქვევს;

ე. ცეცხლი, მისი ალი და სითბო;

ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;

ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ.

აი, რას ამბობს ამგვარ მცდელობათა შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებას გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე. სხვათა მიბაძვით წარმოვიდგინე წყარო, ნაკადული და მდინარე და განვსაჯე: ხომ არ ჰგავს ერთ მათგანს მამა, მეორეს - ძე და მესამეს კი სულიწმიდა? ერთი შეხედვით, თითქოს სამი, თვისობრივად განყოფილი: წყარო, ნაკადული და მდინარე განუყოფელია დროში და უწყვეტია მათი თანამყოფობა. მაგრამ ჯერ ერთი, შემეშინდა, არ დამეშვა ღმერთში რაღაც განუწყვეტელი დინების არსებობა; მეორეც, რომ ამგვარი შედარებით არ შემომეტანა რიცხობრივი ერთობა - წყარო, ნაკადული და მდინარე რიცხობრივად ერთია, ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში განსხვავდებიან. განსახილველად ახლა მზეს, სხივებსა და სინათლეს მივმართე: მაგრამ აქაც მაქვს შიში, არ წარმოვიდგინო შეუდგენელი ბუნება შედგენილად, რაც მზესა და მისგან გამომავალთ ახასიათებთ. მეორეც - თუ აღიარებ, რომ მამა არის არსება, ამით ხომ არ უარყოფ, რომ დანარჩენი პირები დამოუკიდებელი არსებები არიან და არ აქცევ მათ მამა ღმერთში არსებულ, მაგრამ მასზე დამოკიდებულ ღვთიურ ძალებად. სხივიც და სინათლეც მზე კი არა, რაღაც მისგან გამომავალნი არიან და მზის არსებით თვისებებს წარმოადგენენ. მესამე, რათა ღმერთს ერთდროულად მყოფობა და არმყოფობა არ მიეწეროს (ამ მაგალითმა კი შეიძლება ასეთ დასკვნამდეც მიგვიყვანოს), რაც ზემოთქმულზე უფრო დიდი უგუნურება იქნებოდა... საერთოდ, განხილვისას ვერაფერს ვაწყდები ისეთს, რაც მისაღები მსგავსების არსებობას მაფიქრებინებს, თუ ვინმემ სათანადო კეთილგონიერებით არ გამოაცალკევა რაღაც ერთი და უკუაგდო დანარჩენები. ბოლოს ვასკვნი, რომ უმჯობესია, განუდგე ყველა სახესა და აჩრდილს - ისინი მაცდურნი არიან და ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგანან. ღვთისმოშიშებით უნდა იაზროვნო და დასჯერდე რამდენიმე სახელდებას. სულის მიერ წარმართული, მისგან რა გაცისკროვნებასაც ეზიარები, ბოლომდე დაიმარხე. მასთან (სულთან) ერთად განვლე დღენი, როგორც წრფელ თანამოაზრესა და მოსაუბრესთან. შეძლებიდაგვარად სხვებსაც შთააგონე, რათა თაყვანი სცენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთსა ღვთაებასა და ერთსა ძალსა“4.

მიქაელ პომაზანსკი _ დოგმატური ღვთისმეტყველება

ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკა
პოსტი Aug 22 2009, 03:38 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-April 08
მდებარ.: USA
წევრი № 4,554



mekaje


დეტალურად დაგიწერია და აგიხსნია ყველაფერი smile.gif მაგრამ ზოგიერთი გონება ბნელი მაინც ვერ შეიგნებს


--------------------
Sola Scriptura?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Diversity
პოსტი Aug 23 2009, 09:31 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 356
რეგისტრ.: 22-August 09
წევრი № 7,402



ალექსანდრე
ციტატა
დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი.
''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება

აქ ელოჰიმი არ ნიშნავს მრავლობით ფორმას, აქ საუბარი აღმატებით ხარისხშია. ისევე როგორც მონა მეფეს მიმართავდა აღმატებითში. ისევე როგორც ჩვენთანაა თქვენობითი... აევე იხსენიებოდა ღმერთი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Aug 24 2009, 02:24 AM
პოსტი #19


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



Diversity

მართალი ხარ smile.gif ელოჰიმი არ აღნიშნავს, ერთ მხოლობით ღმერთს და არ შეიძლება ითარგმნოს როგორც ღმერთები. მაგლითად: "უთხრა ღმერთმა (ელოჰიმ) ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ". (შექ. 6:13)

ანუ ელოჰიმი (ღმერთი) ლაპარაკობს პირველ პირში (უნდა გავწყვიტო) და არა უნდა გავწყვიტოთ.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი Mar 24 2010, 08:37 PM
პოსტი #20


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ერთი შეკითხვა მაქვს: რახან ადამიანი ღმერთის ხატად არის შექმნილი, წარმოსახვით რომ ვთქვათ შეიძლება სული სულიწმინდას წარმოადგენდეს, გული - ძეს, გონება კი მამას, ხოლო ერთი მთლიანობა იყოს ღმერთი თვითონ?

ანუ სამების ასეთი პრიმიტიული დახასიათება შეიძლება?

ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ რაიმეს შემოწმება მინდა, უბრალოდ ერთობის აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდი და...


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 08:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი