ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება |
lingvo |
Aug 29 2009, 01:15 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
იქნებ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებამ მოამზადოს წერილი, (ან იქნებ ადრე გაქვთ მომზადებული და გაცხადებული) მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიმართ, რომ ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმიდან გადაბრძანებული იყოს ანჩისხატის ტაძარში.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
kato_Bato |
Aug 29 2009, 06:55 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
lingvo
მე როგორც გავიგე ძალიან არის დაზიანებული და არ შეიზლება გამოძრავებაც კიო... მართლა ასეა ნეტა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Aug 29 2009, 07:13 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
lingvo
კარგი იდეაა. მაგრამ შესაბამისი სტრუქტურები უკვე მუშაობენ და პრეზიდენტსა და პატრიარქს შორისაც არსებობს შეთანხმება ამ საკითხზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lingvo |
Aug 29 2009, 10:29 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ძალიან კარგი დავით. ალბათ ანჩისხატის ტაძარში მოსამზადებელია შესაბამისი ტექნიკური პირობები, (კლიმატის კონტროლი და სხვ.) რომ ხატი არ დაზიანდეს.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
თამარი_ცქნაფო |
Aug 29 2009, 10:43 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ლინგვო, რამეს რომ დაწერ, ჯერ ძირფესვიანად გამოიკვლიე რა, ძალიან გთხოვ ზუსტად ვიცი, უწმინდესის კურტხევაა, ხატი არ გაანძტრონ, იმდენადაა დაზიანებული დ აჯერ ვერც კი ხერხდება მისი რესტავრაცია. რა გადაბრძანება, საკმარისია, ერთი მკვეთრი მოძრაობა და დაიფერფლოს, ისეთი კოროზია აქვს პერანგის ქვეშ...
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
lingvo |
Aug 30 2009, 02:35 PM
პოსტი
#6
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ლინგვო, რამეს რომ დაწერ, ჯერ ძირფესვიანად გამოიკვლიე რა, ძალიან გთხოვ ზუსტად ვიცი, უწმინდესის კურტხევაა, ხატი არ გაანძტრონ, იმდენადაა დაზიანებული დ აჯერ ვერც კი ხერხდება მისი რესტავრაცია. რა გადაბრძანება, საკმარისია, ერთი მკვეთრი მოძრაობა და დაიფერფლოს, ისეთი კოროზია აქვს პერანგის ქვეშ... კარგი, ვეცდები გავითვალისწინო შენი თხოვნა მომავალში, მადლობა ინფორმაციისთვის -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
torne |
Aug 30 2009, 03:28 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 6-November 08 წევრი № 5,901 |
]''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''[/b]
ბერი გაბრიელი ყველამ დავუნთოთ სანთელი დატყვევებულ სიწმინდეებს მუზეუმის წინ,დატყვევებული სიწმინდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან (ანჩისხატობიდან) მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა,ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის კეთილდღეობისთვის პარაკლისი,გალობანი.აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი.(ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე ცეკავშირის წინ) 28 აგვისტოს თბილისში შემობრძანდა ანჩისხატის მაცხოვრის ხელითუქმნელი სალიტანიო ხატი,რომელიც არის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული დედნის ასლი.მან მოილოცა იერუსალიმი,ქალაქი ედესა,ტაო-კლარჯეთი,ქვემო ჭალა...ეს არის ის გზა,რომელიც საუკუნეების წინ გაიარა დედანმა!დღეს სალიტანიო ანჩისხატი დაბრძანებულია მუზეუმის წინ,სადაც მიმდინარეობს ლოცვები,რომ მუზეუმში მყოფი ხატები დაუბრუნდეს ეკლესიას! 2004 წელს შეიმქნა ამ ხატის სალიტანიო ასლი,რომელიც დაბრძანდებოდა სხვადასხვა ეპარქიებში,ტაძრებში საქადაგო მოწოდებით 'სიწმინდეები გვიხმობენ''!გუშინ 29 აგვისტოს იყო ანჩისხატობა ამ ხატის დღეასაწაული!სალიტანიო ხატმა ზუსტად ის გზა განვლო,რომელიც თავის დროზე დედანმა!ანუ იერუალიმში,სადაც მაცხოვარმა სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე,შემდეგ ედესაში-ედესის მთავარს გაუგზავნა მაცხოვარმა ტილოზე გადასული მისი სახე..შემდეგ კონსტანტინეპოლში...კონსტანტინეპოლიდან შემობრზანდა ტაო-კლარჯეთში სოფელ ანჩაში...ამის შემდეგ ქვემო ჭალაში გივი ამილახვრის სასახლეში იყო დაბრძანებული!ბოლოს კი დომენტი კათალიკოსმა დააბრძანა ანჩისხატის ტაძარში,რომელსაც მანამდე ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო! 2004 წლამდე მუზეუმში ლოცულობდა მრევლი ამ სიწმინდეების წინაშე,მაგრამ 2004 წელს მუზეუმმა კანონით აკრძალა ლოცვა და მამაოებთან ერთად მრევლი გარეთ გამოყარა!ამის შემდეგ მრევლმა მუზეუმის წინ გააგრზელა ლოცვა და ყოველ ოთხშაბათს და კვირას ლოცულობდა!პატრიარქი როგორც ბრძანებს ამ სიწმინდეების წინაშე მუდმივი ლოცვა უნდა მიმდინარეობდეს!პატრიარქმა 1996 წელს მოითხოვა,რომ ანჩისხატის ხელითუქმენლი ხატი დაბრუნდებოდა ეკლესიას!დღესაც რა თქმა უნდა ითხოვს,მაგრამ ბოროტი ძალები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ანჩისხატის ხატი არ დაუბრუნდეს თავის სახელდებულ ტაძარს!წლების განვმავლობაში მრევლის გაჩერებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ!სახელმწიფომ თავისი მომხრეები სასულიერო პირებში პოვა,მაგრამ ეს საქმე უამრავი მეუფის,სასულიერო პირის და პატრიარქი ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა!ცხვრის ქურქში გახვეული მგლები გამალებით ცდილობდნენ და ცდილობენ ხალხმა სიმართლე არ შეიტყოს!სახატის პროექტი შექმნილია,რომელიც უზრუნველყოფს ამ ხატის დაცვა თავის სახელდებულ ტაძარში!მაგრამ ამ ხატს პირველიგში ლოცვა და ეკლესიური პატივის აღდგენა ჭირდება!პირიქით უფალი აქეთ გვიცავს და გვეხმარება!ჩვენ კი უპატიოთ გვყავს დატყვევებული!რაც არაფრით არ განსხვავდება ხატმებრძოლობისაგან! 1996 წლიდან პატრიარქი სახელმწიფოსგან ანჩისხატის ხელითუქმნელ ხატს მოითხოვს, რაც მორწმუნეთა დიდი ხნის სურვილი იყო მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად აუცილებელია დღეს ჩვენს ხალხში რწმენის, სულიერებისა და ზნეობის ამაღლება, სწორედ ამ საწყისებზე უნდა გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომელსაც წარსულში განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, არის ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში დაცული "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი" მაცხოვრისა თავისი კარედით. ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. ჩვენთან შემოდის მორწმუნეთა მრავალი თხოვნა, სადაც ისინი გამოთქვამენ დიდ სურვილს მისი ტაძარში გადასვენების თაობაზე. გთხოვთ, თუ შესაძლებელია, გასცეთ ბრძანება "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის" საპატრიარქოსთვის გადმოცემის შესახებ. იგი, წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმიდეებთან ერთად, სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ ხატის მადლმა. უღრმესი პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიწმინდეთმკრეხელობა ითვლება მძიმე სნეულებად სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით, ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღვთისთვის შეწირული ქონების მიმხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავე 7, 22-26). არ ვიცი, საეკლესიო ჩვეულებამ დაუშვა თუ არა რაიმე შეღავათი ან შერბილება სასჯელისა, რომ ეს სენი განიკურნოს უფრო ადვილი სასჯელით. მამათაგან გადმოცემით მიღებული სჯულის მიხედვით, ასეთი დანაშაულის ჩამდენთა განკანონება შემოიფარგლა მრუშობისთვის დაწესებულ სასჯელზე ნაკლები დროით. ცოდვის მოქმედების ყველა სახის განხილვის დროს პირველ ყოვლისა საჭიროა გაირკვეს, თუ როგორია განკურნებადის გულმოდგინება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისთვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს და ისწრაფვის, განიკურნოს თავი. ეს ყოველი, ჰოY ღვთის კაცო, დიდი სისწრაფით, სახელდახელოდ დაწერილი, სასწრაფოდ გამოგიგზავნე, რადგან საჭიროა ყური დავუგდოთ ძმების ბრძანებას. შენ კი ნუ დააყოვნებ ღვთისადმი ჩვენთვის ჩვეულებრივ ლოცვის შეწირვას, რადგან, როგორც ერთგულ ძეს, გმართებს, რომ ლოცვით ემსახურო შენი საღვთო მშობლის სიბერეს იმ მცნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობელთა პატივისცემას, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე (გამოსლვ. 20, 12). მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ, თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი. (გრიგოლ ნოსელი. VIII კანონი) ვინც საეკლესიო ნივთებს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღვთო კანონთა სასჯელის არ ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცე მითა და სიყვარულით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ თვლიან, არამედ ეშმაკი ღმერთად სურთ მიიჩნიონ. მათ შესახებ სამოციქულო კანონი (73-ე) ამბობს: `ნურავინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განიკანონოს~. ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვანი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს თავის სამოსლად, ან სარტყლად იხმარს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღვთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს იმათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი განიკანონებიან მხოლოდ უზიარებლობით და არ ისჯებიან განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმერთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი განაკანონებს უზიარებლობით განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების მხოლოდ ხმარებისათვის და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისათვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმს და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღვთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმიდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმიდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმიდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმიდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვს სიწმიდეთა გარდა თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმიდეთამკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით. (კონსტანტინეპოლის ორგზისი კრება. 10 კანონი) http://www.anchiskhati.ge -------------------- ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო!
|
Diversity |
Aug 30 2009, 06:02 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
ციტატა 28 აგვისტოს თბილისში შემობრძანდა ანჩისხატის მაცხოვრის ხელითუქმნელი სალიტანიო ხატი, რომელიც არის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული დედნის ასლი. ანუ ხელთუქმნელი ასლი? ციტატა სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით, ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღვთისთვის შეწირული ქონების მიმხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავე 7, 22-26). და მრავალი სხვა მოშველიებული ციტატა, არის თუ არა ადეკვატური ამ ვითარებასთან? მე მაინტერესებს, უნდა ვუხდიდეთ თუ არა მადლობას მუზეუმს ამ ხატის დაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკლესია თავდაპირველად ვერ უზრუნველყოფდა ამ ხატის დაცვას... ეს პრობლემა დღესაც დგას... ამ ჭრილში მუზეუმის განხილვა არის ცილისწამება და ალბად ამ ციტატების მომყვანს არ გაუჭირდება იგივე წყაროებში მოიძიოს თუ რა სასჯელით ისჯება ცილისმწამებელი... |
ქევანა |
Aug 30 2009, 09:48 PM
პოსტი
#9
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ]''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''[/b] ბერი გაბრიელი უკაცრავად რომ ვიჭრები მე უთავხედესი, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია: ჩვენ კიდე ბევრი ძვირფასი რამ დავკარგეთ.. თუნდაც ხახულის ხატის მინანქრული ნაწილი, როგორც ვიცი ნაწილებად იქნა დატეხილი და ამგვარად გატანილი იმ საზიზღარ პერიოდში, ეგეც უნდა გამოჩნდეს, მერე კიდე, გვქონდა შემოქმედის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ტვიფრული მინანქრით შესრულებული ხატი, რომელიც ასევე დაიკარგა.. ისიც უნდა გამოჩნდეს : ) და ბევრი სხვა.. უი, ყველაზე მთავარი.. თამარის საფლავი უნდა ვიპოვოთ კიდე : ) პ.ს. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Misha Songulashvili |
Sep 6 2009, 12:52 PM
პოსტი
#10
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
"იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან საკვირაო წირვის შემდეგ ეროვნული მუზეუმის წინ დაბრძანდება. როგორც "პირველს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღეს, წირვის შემდეგ, 13:30-ზე სალიტანიო ანჩისხატი სამების ტაძრიდან ლოცვითი სვლით წამობრძანდება და 15:00-ზე ეროვნული მუზეუმის წინ მის დედანთან დაბრძანდება, სადაც ერის კეთილდღეობისათვის ლოცვა და ანჩისხატის გზის Mმშვიდობიანად დამთავრებისათვის სამადლობელი პარაკლისი აღევლინება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმთან წელიწადზე მეტია, მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა და ყოველდღიურად, 19:00 საათზე პარაკლისი აღევლინება. მუზეუმიდან დედნის მადლით სალიტანიო ანჩისხატი კვლავაც განაგრძობს სრულიად საქართველოს დალოცვას. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ამ დრომდე დიდი სამების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. "
მუზეუმის შესასვლელში მოწყობილი სამლოცველო, არაფერია თუ არა ლოცვით მანიპულირება და შანტაჟი... მოშიმშილეებივით ზიან შენობის შესასვლელთან... რატომ ზაინ მაინც და მაინც იქ, რატომ არ წავლენ და დასხდებიან ეკლესიაში? თუ ანჩისხატის მადლი რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოქმედებს? ან სახელმწიფო რატომ ხუჭავს თვალს? მუზეუმია ბოლოს და ბოლოს რესტორანი ხომ არაა... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
mogzaura |
Sep 7 2009, 12:30 AM
პოსტი
#11
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ციტატა მუზეუმის შესასვლელში მოწყობილი სამლოცველო, არაფერია თუ არა ლოცვით მანიპულირება და შანტაჟი... რატომ მაინდამაინც შანტაჟი და მანიპულირება? ციტატა თუ ანჩისხატის მადლი რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოქმედებს? არამარტო რამოდენიმე მეტრის რადიუსში -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Misha Songulashvili |
Sep 7 2009, 12:35 AM
პოსტი
#12
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
mogzaura
ციტატა რატომ მაინდამაინც შანტაჟი და მანიპულირება? თუ შანტაჟი არაა, და თანაც მადლი ციტატა არამარტო რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოქმედებს, მაშ გადაბრძანდნენ ახლომდებარე ეკლესიაში და იქ ილოცონ... კიბეებზე მოწყობილი სამლოცველო საკმაოდ უხერხულ გარემოს ქმნის. ამ გზით სურთ აიძულონ სახელმწიფო, გამოიტანოს ეს ხატი...-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
mogzaura |
Sep 7 2009, 12:45 AM
პოსტი
#13
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ციტატა ამ გზით სურთ აიძულონ სახელმწიფო, გამოიტანოს ეს ხატი... მე როგორც ვიციი არავინ არაივის არ აიძულებს და ლოცვას რაც შეეხებააა მშვენივრად იციან სად ილოცონ -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Misha Songulashvili |
Sep 7 2009, 12:49 AM
პოსტი
#14
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
mogzaura
ციტატა მე როგორც ვიციი არავინ არაივის არ აიძულებს და ლოცვას რაც შეეხებააა მშვენივრად იციან სად ილოცონ და მეც როგორც ვიცი იმას ვამბობ... მშვენივრად რომ იცოდნენ, მუზეუმის კობეზე არ მოიკალათებდნენ... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
mogzaura |
Sep 7 2009, 12:53 AM
პოსტი
#15
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ვისთვის უხერხულია, ვისთვის არააა!!
ბევრი რამე არაა მოსაწონიი,მაგრამ მაინდამაინც ამას გამოიტანენ განსახილლველად,ხომ უნდა უპოვონ გასაკრიტიკებელი რაღაც მაინც -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Misha Songulashvili |
Sep 7 2009, 12:57 AM
პოსტი
#16
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
mogzaura
ციტატა ბევრი რამე არაა მოსაწონიი,მაგრამ მაინდამაინც ამას გამოიტანენ განსახილლველად,ხომ უნდა უპოვონ გასაკრიტიკებელი რაღაც მაინც ვცდილობ გასაკრიტიკებელი ვაკრიტიკო და შესაქები შევაქო... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
STALKER2012 |
Jan 5 2010, 03:23 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 7-December 09 წევრი № 7,806 |
და ერთ კითხვას დავსვამ აქ.. მზად ხართ იმისთვის რომ ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდეს?
ვინც კითხვა ვერ გაიგო სჯობს არ უპასუხოს... -------------------- უქონელთა უდიდესი საგანძური |
თამარი_ცქნაფო |
Jan 6 2010, 02:42 AM
პოსტი
#18
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
და ერთ კითხვას დავსვამ აქ.. მზად ხართ იმისთვის რომ ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდეს? ვინც კითხვა ვერ გაიგო სჯობს არ უპასუხოს... არ არიან მზად, მაგრამ რქებით აწვებიან. არადა ამ დროს ხატი ისეთ მდგომარეობაშია, წარმოდგენაც არ აქვთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
სოფი |
Jan 7 2010, 08:50 PM
პოსტი
#19
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა არადა ამ დროს ხატი ისეთ მდგომარეობაშია, წარმოდგენაც არ აქვთ. ისე, სადაც ჩვენ გავიგეთ,დავიჯერო მაგაენი ვერ გაიგებდნენ ამას? -------------------- "Happiness only real when shared."
|
თამარი_ცქნაფო |
Jan 7 2010, 10:00 PM
პოსტი
#20
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ისე, სადაც ჩვენ გავიგეთ,დავიჯერო მაგაენი ვერ გაიგებდნენ ამას? არ სჯერათ და არ უნდათ გაგება! მარტივი ფანატიკური ლოგიკა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი