IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი
karpaki
პოსტი Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში smile.gif

იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია smile.gif

დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი

IPB Image
მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ smile.gif

http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm
ეს მოკლე მიმოხილვა

მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
karpaki
პოსტი Feb 17 2012, 04:28 PM
პოსტი #2


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



IPB Image

ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე - ხს. დღე - 4 (17) თებერვალი

ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხსენება 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხოჲ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაჲთა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა“. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო“. ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს კვერთხი მისცა და უბრძანა: „კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ჴმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი“. წმიდა ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე. სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა. მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევგარე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“.
ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა. ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა... ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ. როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათჳს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღჳმესა შინა, რომელი შევზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა“. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია. წმიდა ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა „ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა“, - შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: „უკეთუ მორჩილ გუექმნამ ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდება მას უხილავსა“. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.



ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან ქართველთამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა, ყოვლადნეტარო მამაო ევაგრე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 18 2012, 11:33 PM
პოსტი #3


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ძვ. 5 თებერვალი შაბათი ახ. 18 თებერვალი
ხორციელის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. [გარდამავალია. აღინიშნება ხორციელის შაბათს]
მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმინდისა თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696)


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 19 2012, 10:47 AM
პოსტი #4


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



IPB Image



არსენ იყალთოელი

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 6 თებერვალი, საეკლსიო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი.







არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების იმ რჩეულ ქართველ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებამ ღრმა კვალი გაავლო შუა საუკუნეების ქართულ სულიერ ცხოვრებას და, ათონელებთან ერთად, მნიშვნელოვნადDგანსაზღვრა მისი კულტურული ორიენტაცია. არსენ იყალთოელისა და ამ ეპოქის სხვა ქართველ მოაზროვნეთა შემოქმედება მკაფიოდ უჩვენებს მათი თანადროული საზოგადოების ინტელექტუალურ ინტერესებს და დაუცხრომელ სწრაფვას, აეთვისებინათ იმდროინდელი მოწინავე ცოდნა. სამწუხაროდ, არსენ იყალთოელის ცხოვრების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. არსენ იყალთოელს კარგად იცნობდნენ XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწერლები: არჩილი, სულხან-საბა, ვახუშტი ბაგრატიონი, ტიმოთე გაბაშვილი, ვახტანგ VI, დავით რექტორი, ანტონ კათალიკოსი და სხვ. მათ შემოინახეს არსენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მართალია, ფრაგმენტული, მაგრამ საიმედო ცნობები, რომელთა შეჯერებით არსენის თანადროულ ხელნაწერთა ცნობებთან შესაძლებელი ხდება მისი ცხოვრების ძირითადი მომენტების აღდგენა.


არსენი დაბადებულა 1050 წლის სიახლოვეს, კახეთში, “დაბასა შინა იყალთოსა”. იყალთოელად იწოდებოდა იგი შავ მთაზე, სადაც ეფრემ მცირესთან ერთად მოღვაწეობდა. მამის სახელი ვაჩე შემოუნახავს “დოგმატიკონში” შეტანილ მის მიერ თარგმნილ ერ-ერთ ტრაქტატს. ახალგაზრდობა გაუტარებია იყალთოს მონასტერში, აქ იგი აღკვეცილა ბერად. შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება კონსტანტინოპოლის და სირიის საგანმანათლებლო ცენტრებს. შესაძლოა, იგი იმ 80 მოწაფეს შორის მოხვდა, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა საბერძნეთში (ი. ლოლაშვილი). ასეთ შემთხვევაში ის მოხვდებოდა ჯერ ათონზე, შემდეგ მანგანას აკადემიაში. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა მის ორიგინალურ და ნათარგმნ თხზულებებში გამოვლენილი საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლება. აქვე უნდა გაცნობოდა იგი ძველ ელინთა წარმართულ ფილოსოფიას და მიხაილ ფსელოსის, იოანე იტალოსის და იოანე ნომოფილაქსის საღვთისმეტყველო მოძღვრებებს.

კონსტანტინოპოლიდან იგი გამგზავრებულა სირიაში, შავ მთაზე, ქრისტიანული მწერლობის ისეთ განთქმულ კერებში, როგორსაც წარმოადგენდნენ სვიმეონ საკვირველმოქმედის და კალიპოსის მონასტრები (ამიტომ იხსენიება კალიპოსელადაც). სირიაში არსენ იყალთოელი ლიტერატურულ საქმიანობას იწყებს ეფრემ მცირის (იხ.) ხელმძღვანელობით. 1101 წელს, ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ, არსენი კვლავ კონსტანტინოპოლში ბრუნდება. რუის-ურბნისის კრების (1105 წ.) წინა ხანებში დავიტ აღმაშენებლის მოწვევით არსენი საქართველოში ჩამოდის. ამ დროიდან მას სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად ფართო სარბიელი ეძლევა. დავითი სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი პატივით ეპყრობოდა არსენ ბერს, ყველა მნიშვნელოვან საქმეში მას ეკითხებოდა რჩევას, მათი ურთიერთობა მოძღვრისა და მოწაფის უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობის ბრწყინვალე ნიმუშია.

დავითის მეფობის დასაწყისში საქართველოს ეკლესია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა _ განადგურებული იყო მატერიალურად და მორალურად. საეკლესიო კათედრები ფეოდალურ სახლებს მიტაცებული ჰქონდათ “მამულობით”, ეკლესია ჩართული იყო შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში. დავითის სახელმწიფო ღონისძიებათა შორის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელიც მეფემ 1105 წელს მოიწვია. კრებამ უმნიშვნელოვანესი დადგენილებები მიიღო, ეკლესია გაწმინდა ურჩი, შეუფერებელი და მეფისათვის არასასურველი პირებისაგან. ამ საქმეში მეფის უახლოესი თანამოაზრე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად იყო არსენ იყალთოელი. ამ დროისათვის მას დასრულებული ჰქონდა “დიდი სჯულისკანონის” თარგმანი, რომელიც ძირითად სამართლებრივ წყაროდ დაედო რუის-ურბნისის კრების დადგენილებებს. არსენია ავტორი კრების “ძეგლისწერის” ტექსტისა, რომელსაც ერთვის შესავალი, შევსებული პასაჟებით მსოფლიო ისტორიიდან და, დავით მეფისადმი მიძღვნილი “შესხმა”, რომელშიც გამოხატულია არსენის პოლიტიკური იდეალი, ნასაზრდოები ხელისუფლების ბიზანტიური მოდელით. მთლიანად “ძეგლისწერის” სულისკვეთება და დადგენილებები ემსახურება სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას და საეკლესიო მმართველობის სახელმწიფოს ინტერესებში ჩაყენებას.

საქართველოში არსენი უმეტესწილად ცხოვრობდა შიომღვიმეში (ჟორდანია), სხვა ბერებისაგან განცალკევებით, სოხასტერში, რისი პატივიც მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ბერებს ჰქონდათ. აქ ეწეოდა იგი ინტენსიურ ლიტერატურულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შიომღვიმეში მას ხშირად ნახულობდა დავით მეფე. მისი რჩევით აუშენებია დავითს შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესია და შეუდგენია დავითის ცნობილი “შიომღვიმის ანდერძი”. მისივე რჩევით დაუწესებია მეფეს შიომღვიმეში სვიმეონწმინდური ტიპიკონი, რომელიც შემდგომში სხვა ქართულ მონასტრებშიც ფართოდ გავრცელდა.

შიომღვიმის ტიპიკონის ღამისთევის განგებაში არსენს ჩაურთავს ლოცვა საქართველოზე, რომელშიც საგანგებოდ არის კეთილად მსახური მეფისადმი ვედრებაა შეტანილი: “აცხოვნე,ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი; მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და სიტკბოებით...

მერმეცა გევედრებით კეთილად მსახურისათვის და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა სიმტკიცისა, ძლევისა დამყარებისა, სიმრთელისა, ცხორებისა და ცოდვათა მიტევებისა მისთვის; დარათა უფალი ღმერთი ჩუენიუმეტეს შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა და დაუმორჩილნეს ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი”.

მეფისა და მისი მოძღვრის დიდ სიახლოვეზე მეტყველებს “დოგმატიკონის” ერთ-ერთ ნუსხაში დაცული მინაწერი: “არსენისსა მისრული მღვიმეს იტყვის დავით მეფე: “მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამა(გახუხული პური), მარჯუენასა გუერდსა ზედა წვა, ნოსელსა იკითხვიდა და დოღმატიკონსა აწამებდა (ადარებდა დედანთან) და ცვილისა სოფია-წმიდასა იგივე მარტოი იქმოდა”.

1106 წელს დაიწყო გელათის მშენებლობა, საფიქრებელია, რომ არც ამ გრანდიოზულ საქმეს მოკიდებდა ხელს დავითი არსენის რჩევის გარეშე. მისი მონაწილეობა ივარაუდება მოხატულობის პროგრამის შერჩევაში და ეკლესიის მოწყობაში. იოანე პეტრიწთან ერთად იგი უნდა ყოფილიყო გელათის აკადემიის ორგანიზატორი.

არსენი მონაწილეობდა 1123 წელს, ანისის აღების შემდეგ სამეფო კარზე გამართულ ქართულ-სომხურ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა გამოეძია, “თუ ვისი სჯულია ჭეშმარიტი”.

არსენი გარდაიცვალა XII საუკუნის 20-იან წლებში, დავითის გარდაცვალების შემდეგ. ტრადიციული გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია იყალთოში, ზენონ იყალთოელის გვერდით.

არსენ იყალთოელის ლიტერატურული ინტერესები ჩამოყალიბდა შავ მთაზე, სადაც მძლავრი ტრადიციების ფილოლოგიური სკოლა არსებობდა. აქ მას ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაუწყია მეტაფრასული თხზულებების გადმოქართულება. მის მთარგმნელობით უნარს თვით ეფრემ მცირეც კი დაუფარავად აქებდა: “შეუძლებელ კაცთაგან, მისდა და მის მიერ თქუენდა, შესაძლებელ არს. ამას, გლახ, ეფრემ იტყვის, მცირე, მონაი მისი და უფროისღა მოძღუარი” (მინაწერი ხელნაწერზე შ-384). არსენის მთარგმნელობითი და ორიგინალური შემოქმედების სფეროში შემოდიოდა ქრისტიანული მწერლობის სხვადასხვა ჟანრი: აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, მსოფლიო ისტორია, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც _ ღვთისმეტყველება და კანონიკა. არსენმა თარგმნა VIII საუკუნის ქრისტიანული აღმოსავლეთის უდიდესი მოაზროვნის, იოანე დამასკელის ტრილოგიის _”წყარო ცოდნისა”, მესამე ნაწილი _ “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა”. ეს არის საღვთისმეტყველო მოძღვრების კლასიკური ნაშრომი, დამყარებული ქრისტიანული აზროვნების და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზზე. დიდ ყურადღებას უთმობდა არსენი პოლემიკური ლიტერატურის თარგმნას. მის მიერ შერჩეული და ქართულ ენაზე თარგმნილი პოლემიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშები თავმოყრილია ცნობილ კრებულში “დოგმატიკონი”, რომელშიც შესულია შუა საუკუნეების საუკეთესო ავტორთა ანტიმონოფიზიტური, ანტინესტორიანული, ანტიმონოთელიტური, ანტიმაჰმადიანური, ანტიიუდაური ტრაქტატები და ერთი ორიგინალური შრომა: “ხსენებაი სიტყვის-გებისაი და სასჯელისაი შჯულისათვისქრისტიანეთაისა და სარკინოზთა” , მასში არეკლილია თბილისის შერეული მოსახლეობის სარწმუნოებრივი ინტერესები და საზოგადოებისათვის საკამათოდ ქცეული საღვთისმეტყველო საკითხები.

“დოგმატიკონი” უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. არსენ იყალთოელს ეკუთვნის ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, “ნომოკანონის” ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოში “დიდი სჯულისკანონის” სახელითაა ცნობილი. ამ თარგმანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებაზე, ფეოდალური საზოგადოების იურიდიული აზროვნების ამაღლებაზე.

არსენ იყალთოელმა თავისი წვლილი შეიტანა ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ქართულად გადმოღებაში. მან თარგმნა ანდრია კრიტელის (660-740) საგალობელთა კრებული “დიდნი კანონნი”_ რიტმული პოეზიის ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუში. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელი მუდმივად ადევნებდა თვალყურს არსენის ლიტერატურულ საქმანობას. მის “გალობანი სინანულისანში” აშკარად იგრძნობა ანდრია კრიტელის არსენისეული თარგმანის დიდი გავლენა.

მკვლევარები არსენ იყალთოელს მიიჩნევენ “ნინოს ცხოვრების” მეტაფრასული ვერსიის ავტორად (ლოლაშვილი, გაბიძაშვილი). “ცხოვრების” ტექსტის “წინა-უკმო” პასაჟები არსენმა ქრონოლოგიურად დაალაგა, ზოგი პასაჟი ამოიღო, ზოგიც დაუმატა. მან პირველმა დაუკავშირა ქალი-მოციქულის თემას ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა. ტექსტი გამართა თავისი თანადროული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად _ შეიტანა მასში ყველა ის ცნობა ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დროს გამოვლენილი იყო მისი წინამორბედი მეცნიერების, გიორგი მთაწმინდელისა და ეფრემ მცირის მიერ.

სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ არსენ იყალთოელს რუის-ურბნისის კრებამდე უკვე ნათარგმნი ჰქონდა “დიდი სჯულისკანონი,” რომელიც “ძეგლისწერის” მრავალი დადგენილების წყაროს წარმოადგენს. “ძეგლისწერის” შესავალში გამოყენებულია არსენისავე თარგმნილი გიორგი ამარტოლის “ხრონოგრაფი” _ მსოფლიო ისტორია, მასში გადმოცემულია სამყაროს წარმოშობისა და ამქვეყნიური წესრიგის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური დასაბუთება, როგორც საფუძველი და პირობა ქრისტიანული ეკლესიის კანონმდებლობისა. აქვეა მინიშნებული მეფის ღმრთისსწორობის იდეაზე, რამაც დავითის შემდგომ ფართო გასაქანი ჰპოვა როგორც ისტორიოგრაფიაში (თამარ მეფის ისტორიკოსები), ასევე მხატვრულ ლიტერატურაში (“ვეფხისტყაოსანი”). ასევე გამოუყენებია მისივე თარგმანი მიქაელ ფსელოსის ფილოსოფიურ-ეგზეგეტიკური თხზულებისა “პირმშოისათვის” (ე.გაბიძაშვილი).

არსენიც ისევე, როგორც ჯერ კიდევ იოანე საბანისძე, შემდგომ კი გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე, ხაზს უსვამს ქართული ქრისტიანობის შეუბღალაობას, სიწმინდეს, იმას, რომ კრების მოწვევის მიზეზი სარწმუნოებრივი გადახრა არ ყოფილა: “გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესრე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ- მოწამე არს ჭეშმარიტებაი”.

არსენ იყალთოელს უდიდესი პატივით იხსენიებენ თანამედროვენიც და მომდევნო პერიოდის ქართველი მწერლები. დავით მეფის ისტორიკოსი მას უწოდებს “ თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა”.ხელმწიფის კარის გარიგების ცნობით, მას ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ეპიტაფია:

ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.




--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 20 2012, 10:35 PM
პოსტი #5


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)
8 (21) თებერვალი

IPB Image



წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმიდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს.შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა . მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ანთავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ წარმოთქვა „ამინ!“ და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 21 2012, 01:22 PM
პოსტი #6


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი (+დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე). 8 (21) თებერვალი


IPB Image


წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტი მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).
16 საათის წინ · მომწონს · 2


განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინასწარ-მეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივს-გცემთ შენ წინასწარ-მეტყუელო ზაქარია, დიდებულო.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 23 2012, 08:48 AM
პოსტი #7


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



10 თებერვალი (ძველი სტილით) 23 თებერვალი (ახალი სტილი); ყველიერის შვიდეული - ხუთშაბათი
ღირსისა შიო მღვიმელისა, შობა

IPB Image



ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.

კონდაკი:ცხოვრება შენი ღმრთის-მსახურებით წარმართე, და ჯვრისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შეუნიერებაო შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა, და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევიტკბობთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენ-თვის.


ПАМЯТЬ ИКОНЫ БОЖИЕЙ МАТЕРИ "ОГНЕВИДНАЯ" ПРАЗДНУЕТСЯ 10/23 ФЕВРАЛЯ

IPB Image


Богородица простирает свой Покров над Россией. Иконописные изображения Ее почитаются на Руси особо. Много преданий, знаменитых исторических событий и подвигов защитников Отечества связано с иконами Пречистой Девы. Великий князь Дмитрий Донской вел свои дружины на поле Куликово с образом Донской Божией Матери, Владимирская икона спасла Москву от Тамерлана, князь Дмитрий Пожарский привел народное ополчение вызволять столицу и Россию от польско-литовских оккупантов с образом Казанской Богоматери. Перед началом Бородинского сражения главнокомандующий Михаил Илларионович Кутузов преклонил колена перед образом Смоленской Богородицы.

В самом начале XX века Симонов монастырь издал в Москве, в типографии Простакова на Балчуге, книгу, составленную протоиереем И. Бухаревым, "Чудотворные иконы Пресвятой Богородицы. История их изображения". В ней есть одна краткая запись: "Огневидная икона. О времени и месте явления сей иконы сказания не сохранилось. На ней изображена Богоматерь без Младенца Иисуса и с Лицом, обращенным в правую сторону". В многотомном издании "Москва православная" сказано еще короче: "Названа "Огневидной" из-за красного цвета одеяния Богородицы. Сведений об этой иконе не имеется". Это кажется даже странным, потому как изображение "Огневидной" известно с конца XVIII века. Икона эта хранится в Государственном историческом музее, написана во время войны с Наполеоном. 23 февраля праздник редкостной и загадочной иконы Божией Матери "Огневидной". Может быть, потому и нет у нее Младенца Иисуса на руках, что Богоматерь готова принять в объятия всех, опаленных огнем русской истории, павших за Россию.

უწმიდესსა წმიდათასა მარიამს, უვრცელესსა ცათასა ღმრთისმშობელსა და უაღრესსა ქერაბინთასა, ეტლსა და საყდარსა ღმრთისასა, განმქარვებელსა წყევისასა და უხუებით მომატყუებელსა საუკუნოჲსა მის კურთხევისასა უგალობენ ზეცისა გუნდნი და მათ თანავე აქებენ ერთობით მკჳდრნი ქუეყანისანი.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 23 2012, 06:39 PM
პოსტი #8


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



IPB Image


მართალი დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 24 2012, 10:13 PM
პოსტი #9


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდანი: პროხორე ქართველი (XI);
ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314)
და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი
12 (25) თებერვალი


IPB Image


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 26 2012, 11:27 AM
პოსტი #10


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)
28 (10.02) იანვარი

IPB Image

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს).
მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა.
ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად.
ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.

წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 27 2012, 01:36 PM
პოსტი #11


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი მამა -მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.)

IPB Image

ერთი თვე არ ვიქნები სავარაუდოდ და იმედია ამ თემაში სხვაც დაპოსტავს რამეს smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Mar 30 2012, 02:51 PM
პოსტი #12


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



დღეიდან გავარგრძელებ ამ საქმეს რადგან პატივცემულ ახალდანიშნულ მოდერატორს თურმე ვერ შეუმჩნევია ეს თემა biggrin.gif გასაოცარია პირდაპირ tongue.gif laugh.gif

მაშ ასე დღეს გახლავთ მოხსენიება ღირსი ალექსი ღვთისკაცისა

ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)
17 (30) მარტი


IPB ImageIPB Image

ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. ექვსი წლის იყო ალექსი, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა.

როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს.

ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა.

ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება.

წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.

ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა.“ მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.

მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლების და საცოლეს.

წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს.

წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა.

http://days.pravoslavie.ru/Life/life661.htm
აქ გახლავთ ხატები და ინფორმაცია რუსულ ენაზე


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Mar 31 2012, 10:59 AM
პოსტი #13


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



დღეს არის ხსენება
წმიდა კირილე იერუსალიმელისა (+386)
18 (31) მარტი


IPB Image


წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.

351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.

სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს.

მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავრი გაასახლა.

იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს.

ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს).

იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.

წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.

წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.



--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 1 2012, 07:08 PM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი (+283)
19 (01.04) მარტი

IPB Image


წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი. წმიდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმიდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა დევნულობის გამო დამალული პრესვიტერი კარპოფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთომ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართობისაკენ და დააქორწინა ათენა-პალადას ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმიდანმა ცოლიც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ.

თანაქალაქელებმა ეპარქ კარელინთან იჩივლეს, რომ წმიდა ქრისანთო და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმიდა ქრისანთო ტრიბუნ კლავდის გადაეცა საწამებლად.

ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიმ ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდი ტრიბუნი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდის მეუღლე, წმიდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმიდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.

წმიდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეადგეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმიდანს. წმიდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ.

წმიდა ქრისანთო ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმინდურება ჩაედინებოდა. მის თავზე ზეციური ნათელი დადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო.

იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმიდა ქრისანთო და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.

წმიდათა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ, ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 2 2012, 03:20 PM
პოსტი #15


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66)
20 (02.04) მარტი


IPB Image

წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია)

როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.

სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. პირჯვარი გადაისახა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველმა სებასტიანეს მსახურებმა ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.

მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი - ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალნი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.

რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგვრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაანთავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისათვის. განკურნებულმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.

გამძვინარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა, მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტიდა ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.

ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტიდამ შენერწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 3 2012, 07:12 PM
პოსტი #16


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+662)
22 (04.04) მარტი


IPB Image

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.

როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 4 2012, 01:49 PM
პოსტი #17


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმინდა სერაფიმე ვირიცელი (+1949)
21 (03.04) მარტი


IPB Image

1866 წელს იაროსლავის მაზრაში, გლეხ ნიკოლოზ და ქიონია მურავეევების ოჯახში, დაიბადა ვაჟი ვასილი. ბიჭი ათი წლისა იყო, მამა ჭლექით რომ მოუკვდა. კეთილმა მეზობელმა ობოლი პეტერბურგში წაიყვანა და სავაჭრო დუქანში მოაწყო სამუშაოდ. აქ ბევრი მისი თანამემამულე მუშაობდა და საქმე აწყობილი ჰქონდათ. ბიჭის გულში ერთი ოცნება კიაფობდა - როგორმე მონასტერში წასულიყო. სცადა კიდეც ბედი, უფროსს დაეთხოვა და წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში წავიდა. წინამძღვარი არ დახვდა და ცნობილ სქემმონაზონთან მივიდა სასაუბროდ. ღირსმა მამამ დაარიგა: - დარჩი სოფელში, შექმენი კარგი ქრისტიანული ოჯახი, აღზარდე შვილები და ამის შემდეგღა მიუძღვენით შენ და შენმა მეუღლემ თავი უფალსო. თავმდაბალმა და მორჩილმა ბიჭმა ბერის პასუხი ღვთის პასუხად მიიღო და მუშაობა გააგრძელა. მარტოდმარტომ შეისწავლა წერა-კითხვა, ნიჭიერ ყმაწვილს ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. 16 წლისა უმცროს მოურავად დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ უფროს მოურავად, ეს კი ბატონის მოადგილეობას ნიშნავდა. ვასილი მთელ ხელფასს სოფელში დედას უგზავნიდა.

მის მომავალ მეუღლეს სიყრმიდანვე მონაზვნობა სურდა. ერთხელ ნათესავებმა ივერიის დედათა მონასტერში, ღირს პელაგიასთან წაიყვანეს. წმინდა დედამ ოლღას ურჩია, გათხოვდი და მხოლოდ შემდგომ წადი მონასტერში მეუღლესათან ერთადო. ქალიშვილიც დაემორჩილა ღვთის ნებას და 1890 წელს ცოლად გაჰყვა ვასილი მურავეევს. ბატონმა ვასილის საკმაოდ დიდი ფული მისცა კერძო საქმიანობის დასაწყებად. მან ბეწვეულის დამზადებას მიჰყო ხელი. ვაჭრობა კარგად წაუვიდა, მისი ნაწარმი მრავალ ევროპულ ქალაქში იყიდებოდა. უკვე მილიონერი გახდა, მაგრამ არ დავიწყებია ბერის კურთხევა. უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოწყალებას გასცემდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა. შემოსავლის დიდ ნაწილს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა.

მურავეევის ოჯახს ჯერ ვაჟი შეეძინა, შემდეგ - ქალიშვილი, რომელიც წლისთავზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. სულიერად ოჯახს წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი განამხნევებდა. კომერციული საქმეების გამო ვასილი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში. ამბობენ, საზღვარგარეთ უკანასკნელად ყოფნისას ათონის მთა მოილოცა და იქ გაუჩნდა მძაფრი სურვილი ბერული ცხოვრებისაო. ამ სოფლის სამუდამოდ დატოვებაში ერთი შემთხვევა დაეხმარა: უცხოეთიდან დაბრუნებული ეტლით შინ მიდიოდა. ზამთარი იდგა. ერთგან ქვაფენილზე ჩამომჯდარი ჩამოძონძილი გლეხი დაინახა, რომელიც გაიძახოდა: „არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებს“. ვასილიმ გამოჰკითხა. თურმე საცოდავს სოფელში ტიფით დაავადებული მამა, ცოლი და შვიდი შვილი ელოდებოდა. მეზობლები მათ შიშით ვერ ეკარებოდნენ. მამამ ურჩია: ცხენი გაყიდე და ძროხა იყიდე, იქნებ ამით როგორმე გავიტანოთ თავიო. კაცს ცხენი გაეყიდა, მაგრამ ფული ავაზაკებს წაერთმიათ. შინ ხელცარიელ დაბრუნებას ქუჩაში შიმშილით სიკვდილი მირჩევნიაო, უფიქრია... ვასილიმ გლეხი ბაზარში წაიყვანა, უყიდა ორი ცხენი, ურემი, დატვირთა პროდუქტებით, უკან ძროხაც გამოაბა, დასვა ურემზე და ხელში აღვირი მისცა. საცოდავი კაცი თვალებს არ უჯერებდა და საჩუქარზე უარს ამბობდა. ვასილიმ უთხრა: - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთს სურსო.

შინ დაბრუნებულმა ვასილიმ, სანამ მეუღლესთან შევიდოდა, დალაქი იხმო. მან სთხოვა ბატონს, სავარძელში ჩამჯდარიყო, ვასილი კი აღელვებული ბოლთას სცემდა და გაიძახოდა, - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებსო. უეცრად დალაქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო: - ბატონო, როგორ გაიგეთ ჩემი, ცოდვილის განზრახვაო. და აღიარა, რომ ვასილის მოკვლას და გაძარცვას უპირებდა. ვასილიმ მას ქალაქის დატოვება უბრძანა, თვითონ კი ქონების დიდი ნაწილი დაარიგა, ბევრი მონასტრებს შესწირა. ამგვარ ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ ვასილის სახლში ქურდი შეიპარა. ძვირფასეული აკრიფა, ბოხჩაში გაახვია და ქუჩაში გამოსულს ყველაფერი ქუჩაში დაეფანტა. ამ დროს თავს ვასილი დაადგა და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, შეშინებულ ქურდს ძვირფასეული ხელახლა შეაკვრევინა და ზურგზეც წამოჰკიდა.

მამა სერაფიმე ხშირად ამბობდა ხოლმე: დაკარგე - ნუ ინაღვლებ; იპოვე რაიმე - ძალზე ნუ გაიხარებ. ჯერ კიდევ ერისკაცთან ბევრი მოდიოდა რჩევის საკითხავად, ლოცვისთვის, ღვთისაგან დაფარულთმცოდნეობის მადლიც მაშინ მიენიჭა. ერთხელ ერთ-ერთ ქალბატონს უთხრა: მალე რევოლუცია მოხდება, ფაბრიკა-ქარხნებს მეპატრონეებს ჩამოართმევენ. სჯობს მაშინ შენმა ქმარმა თვითონვე ჩააბაროს ქარხანა და ნებისმიერ სამუშაოზე მუშაობის უფლება ითხოვოსო. ასრულდა ყოველივე და ქარხნის ყოფილმა მეპატრონემ ამით თავი გადაირჩინა.

1920 წელს ვასილი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში აღიკვეცა ბერად ბარნაბას სახელით. ერთ წელიწადში მღველ-მონაზვნადაც აკურთხეს, ხოლო 1927 წელს დიდი სქემა შეიმოსა და მას წმინდა სერაფიმე საროველის პატივად მისი სახელი უწოდეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ის ყოველთვის გრძნობდა წმინდა სერაფიმეს თანადგომას, შეწევნას. დაიწყო ბერის ძნელი ცხოვრება. იმ სულიერი ორთაბრძოლის კვალი, რომელიც მამა სერაფიმეს დაცემულ ანგელოზებთან ჰქონდა, მის იმდროინდელ ფოტოსურათებს ეტყობა - მკაცრი გამომეტყველება, მადლი ღვთიური, რომლის წინაშე ეშმაკნი თრთოდნენ. აღსანიშნავია, რომ მამა სერაფიმესთან ერთად სენაკში ცხოვრობდა მამა გური (კომისაროვი), ერისკაცობაში მასავით მილიონერი. სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: მცირედი ცოდვითაც არ განერისხებინათ უფალი. მათი უაღრესი თავმდაბლობა მორჩილებსაც კი განაცვიფრებდა. იმ საშინელ დროს მამა სერაფიმე მშვიდი რჩებოდა, ღვთის ნებას მინდობილი ხალხს ანუგეშებდა, ცრემლს მოსწმენდდა. ერთხელ მასთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში ალექსი I) მივიდა რჩევისთვის - მას საზღვარგარეთ გაპარვაში პირდებოდნენ დახმარებას. რუსეთს ვის უტოვებთ? - ჰკითხა წმინდა სერაფიმემ, - მეუფეო, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ რუსეთს სჭირდებით. თქვენ პატრიარქი იქნებით მთელი რუსეთისა და მას მართავთ 25 წელი. უწმინდესი პატრიარქის ტიხონის შემდეგ დიდხანს არ გვეყოლება პატრიარქი. მიტროპოლიტი სერგი მხოლოდ ერთი წელი იქნება რუსთა მწყემსმთავარი, მას შემდეგ თქვენ იქნებით ჩვენი პატრიარქი. იქნება საშინელი ომი. ის მიიყვანს ღმერთთან რუსეთის მცხოვრებთ. თუმცა კი ახლა ხურავენ ტაძრებს, მაგრამ დადგება დრო, თვითონვე გააღებენო.

მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან, მაგრამ მისგან მომდინარე მადლის წყარო მთელი რუსეთიდან იზიდავდა მორწმუნეებს. საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებსო, - ამბობდა. ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს. 1933 წელს გაათავისუფლეს, რადგან ექიმებმა დაადგინეს - ეს დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებსო. ხელისუფლებამ ნება მისცა, ვირიცაში დასახლებულიყო. ეს პატარა ქალაქი პეტროგრადთან ახლოს მდებარეობს. სწორედ იქ, სულიერი შვილის ორსართულიან პატარა სახლში, გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ღირსმა მამამ.

გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა, - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა. ერთმა ქალმა თავისი ქალიშვილი მოუყვანა ღირს მამას. ბავშვს მარცხენა ხელი გამხმარი ჰქონდა. შეეწყალა პატარა წმინდა სერაფიმეს, მოეფერა, ხელი მოუთათუნა მტკივან მხარზე და ამ დროს გოგონამ იგრძნო, თუ როგორ დაიწყო გამხმარ ხელში სისხლმა მოძრაობა. შემდგომში ეს გოგონა მისი უერთგულესი შვილი გახდა.

ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა.

არაფერი იყო დაფარული წმინდა მამის წინაშე. მის მორჩილს დედა სერაფიმას „სიკვდილის ანგელოზსაც“ ეძახდნენ ხოლმე, რადგან ხშირად მას გზავნიდა მორწმუნეებთან გასაფრთხილებლად: - მალე მოკვდები და მოემზადე იმქვეყნიური ცხოვრებისთვისო. მრავალი სულიერი შვილი სწერდა მას წერილს ციხეებიდან, გადასახლებიდან, ღირსი მამაც წერილითვე ნუგეშს სცემდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ერთი იმდროინდელი წერილთაგანი სათაურით „ეს ჩემგან იყო“, რომლითაც წმინდა სერაფიმემ არათუ თავის სულიერ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც დაუტოვა ჰიმნი ადამიანისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე. პატარა ქალაქში ხალხის მისვლა-მოსვლა არ გამოპარვიათ და წმინდა მამას მილიციაც აკითხავდა. ერთხელ, დაპატიმრება მოუნდომეს, მათ მამა სერაფიმეს შვილიშვილი, მარგარიტა, გადაუდგა წინ: - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიყვანთ პაპაჩემს. ის ძალზე ავადაა და მგზავრობას ვერ გაუძლებსო. სუკის ექიმებმაც დაადასტურეს გოგონას ნათქვამი.

ამასობაში მოახლოვდა II მსოფლიო ომიც. პარასკევს აუცილებლად მოდი ჩემთან, თორემ კვირას ომი დაიწყება და მე და შენ დიხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთსო, - უთხრა ერთ სულიერ შვილს. მართლაც დაიწყო ომი. წმინდა მამა ვირიცელებს ამშვიდებდა, - ფეხი არ მოიცვალოთ, აქაურობას ხელს ვერავინ ახლებსო. 1941 წლის სექტემბერში გერმანელები შევიდნენ ვირიცაში, ბოლშევიკების მიერ დახურული ეკლესიები გახსნეს. მამა სერაფიმემ მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს. 1942 წელს დედა სერაფიმას ესიზმრა, რომ მამა სერაფიმე, ჩექმებსა და თეთრ ხალათში გამოწყობილი, შეიარაღებულ გერმანელებს მიერეკებოდა. ისინი გარბოდნენ თოვლიან მინდორზე და ცდილობდნენ, გაქცეოდნენ ღირსი მამის რისხვას. დილით კი მამა სერაფიმემ უთხრა: - ხომ ნახე? წადი ახლა და ჩექმები და ხალათი გამიშრეო. მართლაც, მთელი ღამე იდგა ბაღში ქვაზე და ლოცულობდა. ხალათი კი შესანიღბად სჭირდებოდა, მეზობლებს რომ არ დაენახათ. ერთმა ღმერთმა იცის, რამდენი დაითმინა მაშინ წმინდა სერაფიმემ. სალოცავ ქვამდე ხელით მიჰყავდათ, შვილიშვილი იქვე, ვაშლის ხეზე დაამაგრებდა ხატს, პაპა კი მოიდრეკდა მუხლს. არადა ყველაფერი სტკიოდა, სხეული დაჭკნობოდა და ცვილისფერი დასდებოდა. მაგრამ ამ ლოცვით და მარხვით, ამ ღვაწლით სამშობლო გადაარჩინა. როცა ლიბანის მიტროპოლიტი ილია ომის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, მოჰყვა, თუ როგორ გადაარჩინა ღვთისმშობელმა რუსეთი ამ ომში. თვით დედა ღვთისამ უთხრა მეუფეს იმ მართალთა სახელები, რომელთა ლოცვით ღმერთმა შეიწყალა რუსეთი. მათ შორის წმინდა სერაფიმე და მისი რამდენიმე სულიერი შვილი დაასახელა.

1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს.

ომის დასრულების შემდეგ მრავალი ადამიანი სთხოვდა წმინდა სერაფიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფელის მინიშნებას, ბევრსაც თავშესაფარი არ ჰქონდა და ვერც შოულობდა. მამა სერაფიმეს ლოცვის შემდეგ ბინაც გამოჩნდებოდა ხოლმე მათთვის და არსობის პურიც. ყრუ, ბრმა, ხეიბარი, ლოთი - ათასნაირი სნეული იკურნებოდა წმინდა სერაფიმეს ლოცვით. აღსანიშნავია წმინდა სერაფიმეს დარიგებები და წინასწარმეტყველებანიც, რომელთაგან ბევრი ჯერ არ აცხდებულა. მამა სერაფიმე ბრძანებდა: - დადგება დრო, როცა ერთ მორწმუნეს ორმოცი კაცი ჩამოეკიდება, რათა ამოათრიოს ისინი მთხრებლიდანო. უფალი ათასი წელიც დაელოდება, რომ ერთი კაცი მაინც ცხონდესო. ღირსმა მამა რუსეთში რწმენის აღორძინებაც იწინასწარმეტყველა: ძველი მონასტრები განახლდება, ლენინგრადს ისევ სანკტ-პეტერბურგს დაარქმევენ, დადგება დრო, როცა რადიოთი ლოცვებს, ქადაგებებს, სულიერ დარიგებებს მოისმენთო. ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა რუსეთის მომავალზე ჰკითხა. წმინდა სერაფიმემ ის სარკმელში გაახედა - ფინეთის ყურეში სხვადასხვა ქვეყნის გემები იდგნენ. ეს როგორ გავიგოთო? - ჰკითხა მოძღვარს. მან კი უპასუხა: დადგება ისეთი დრო, როცა რუსეთში დაიწყება სულიერი აღორძინება. გაიხსნება ბევრი ტაძარი და მონასტერი, თვით უცხოელები ჩამოვლენ ასეთი გემებით, მოსანათლად. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება - თხუთმეტი წელი, შემდეგ კი მოვა ანტიქრისტეო. აღმოსავლეთი მოიკრებს ძალას, ყველაფერი დაუდგრომელი გახდება. რიცხოვნება მათ მხარესაა და არა მარტო ეს; მათთან ფხიზელი, შრომისმოყვარე ხალხი მუშაობს, ჩვენთან კი მხოლოდ ლოთობენ. აღმოსავლეთი რუსეთში მოინათლება, მთელი ზეციური სამყარო ლოცულობს აღმოსავლეთის მოსაქცევადო.

„დადგება დრო, როცა რუსეთს დაყოფენ ნაწილებად, თავიდან მას გაიყოფენ, შემდეგ მისი სიმდიდრის ძარცვას დაიწყებენ. დასავლეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს რუსეთის დაშლას. შორეული აღმოსავლეთი ხელთ იაპონელებს ჩაუვარდებათ, ციმბირი - ჩინელებს, რომლებიც გადმოსახლდებიან რუსეთში, დაქორწინებიან რუსებზე და საბოლოოდ, მზაკვრობით დაიპყრობენ ციმბირიდან ურალამდე ტერიტორიას. როცა ჩინეთი მოისურვებს წინ წასვლას, დასავლეთი შეეწინააღმდეგება და ნებას არ მისცემს. მრავალი ქვეყანა შეეომება რუსეთს, მაგრამ ის გაუძლებს, თუმცა კი თავისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაკარგავს. ეს ის ომია, რომელზეც მოგვითხრობს წმინდა წერილი და ლაპარაკობენ წინასწარმეტყველნი. ეს იქნება მიზეზი კაცობრიობის გაერთიანებისა. ხალხი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და საერთო მთავრობას აირჩევენ - ეს იქნება ანტიქრისტეს გამეფების მოახლოების ნიშანი. შემდეგ კი ქრისტიანების დევნა დაიწყება. როცა რუსეთის სიღრმეში ქალაქებიდან ეშელონებით წავლენ, იჩქარეთ, პირველ მატარებელში მოხვდეთ, რადგან ვინც დარჩება, ბევრი მათგანი დაიღუპება. იმეფებს ბოროტება და სიცრუე. ეს იმდენად მძიმე, ცუდი და საშინელია, ღმერთმა ნუ ქნას, იქამდე მივაღწიოთ“.

ერთხელ უთხრეს: - რა კარგია, მამაო, ეს ომი რომ დამთავრდაო. მან უპასუხა: „არა, ეს ყველაფერი არ არის, იქნება საშინელება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ კიდევ ნახავთ ომს... თუ რუსი ხალხი არ მოინანიებს, ძმა ძმას კვლავ აღუდგება წინ. დადგება დრო, არა დევნა, არამედ ფული და სოფლის საცდურნი განაშორებენ ადამიანებს ღვთისგან. და დაიღუპება უფრო მეტი, ვიდრე ღმერთმებძოლობისას. ერთი მხრივ, აღმართავენ ჯვრებს, გუმბათებს მოაოქროებენ, მეორე მხრივ კი - სიცრუე და ბოროტება იზეიმებს. ჭეშმარიტი ეკლესია დევნული იქნება, გადარჩებიან მხოლოდ განსაცდელებით და ავადმყოფობებით. დევნა მიიღებს ყველაზე დახელოვნებულ, გამოუცნობ ხასიათს...“

მამა სერაფიმეს ძალზე უყვარდა ახალგაზრდობა. იმ დროს ისინი იშვიათად დადიოდნენ ტაძარში. როგორ ხარობდა ხოლმე, როცა ახალგაზრდები მასთან მიდიოდნენ. მამა სერაფიმე ამბობდა ახალგაზრდების დიდ როლზეც ეკლესიის მომავალ აღორძინებაში. ის ამბობდა: „დადგება დრო, ახალგაზრდების ზნეობა დაეცემა და გაიხრწნება უკანასკნელ დონემდე. თითქმის არავის დარჩება გაუხრწნელი. ისინი ჩათვლიან, რომ თავიანთ ვნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი ნებადართულია, რადგან თავს იგრძნობენ დაუსჯელად. შექმნიან ბანდებს, ჯგუფებს, დაიწყებენ ქურდობას, უკეთურობის ქმნას. მაგრამ მოვა დროს, როცა ღვთჲს ხმას გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რწმენისკენ სხვადასხვა გზით წავლენ. ასწევენ მოსაგრეობის უღელს. ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილები, ლოთები, აღავსებენ ტაძრებს. სულიერი ცხოვრების დიდ წყურვილს იგრძნობენ, ბევრი მათგანი მონასტერში წავა. ის, ვინც დღეს სცოდავს, მწარედ შეინანებს. როგორც სანთელი, ვიდრე ჩაქრება, მკვეთრად აენთება და გარემოს ბოლო ნათელს მიაფენს, ასე იქნება ეკლესიის ცხოვრება. ეს დრო ახლოსაა“.

დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: „ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!“ მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო.

წმინდა სერაფიმე ვირიცელი გარდაიცვალა 1949 წლის 3 აპრილს და დაკრძალეს ვირიცაში, მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმასა და სულიერი შვილთა გვერდით. წმინდა სერაფიმემ დაიბარა: - ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოცხალს, მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო. და ასეც არის - წმინდა მამა სერაფიმე შეეწევა და იფარავს მთელ მართლმადიდებელ საქრისტიანოს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 5 2012, 07:05 PM
პოსტი #18


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



IPB Image
ჴსენებაჲ წმიდათაჲ სიხარულ არს მოშიშთა უფლისათა, რამეთუ ქრისტჱსთჳს ივნეს და გჳრგჳნიზეცისაჲ მოიგეს და აწ სასუფეველსა მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.
http://days.pravoslavie.ru/Life/life706.htm

http://alchevskpravoslavniy.ru/molitvy/aka...hnaya-gora.html


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 9 2012, 10:45 PM
პოსტი #19


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა იოანე მანგლელი (+1751)
28 (10.04) მარტი


IPB Image

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმიდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს დიდი წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფო ქალაქი და სრულიად საქართველო.

წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად გიორგი სააკაძის ოჯახში (ეს სხვა გიორგია, დიდი მოურავი არ გეგონოთ). ერისკაცობაში იოსები რქმევია. მორწმუნე მშობლებს კეთილი თესლი ჩაუდიათ იოსების სულში და ისიც უდაბნოში წასულა მის ასაღორძინებლად.

დავით-გარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღზრდილა იოსები. იქვე აღუკვეცავთ ბერად და იოანე უწოდებიათ. „მრავალი წელი დაჰყო ქვებსა შინა ბერთუბნისასა“. ცრემლით მოურწყავს სამყოფელი თვისი. ძალზე ლმობიერი გული ჰქონია. დიდად მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. შემდგომში, უკვე მღვდელმონაზონს, მრავალი გლახაკი და ობოლი აღუზრდია „საფასითა და შრომითა თვისითა“. ზოგი სამღვდელო ხარისხამდე სრულყო, ზოგი ერისკაცად დარჩა.

პირუთვნელი იყო წმიდა იოანეს მსჯავრიც. ირანის შაჰმა საქართველოში განმგებლად გათათრებული იესე გამოგზავნა, რომელიც ტახტზე 1714 წელს ავიდა. რჯულშეცვლილი მეფე ცდილობდა, დაეთრგუნა ქრისტიანობა და მის წილ უცხო რჯული გაევრცელებინა. ისე გათავხედდა, თავის დედისძმას, ქაიხოსრო ამირეჯიბს, ცოლი წაართვა. „კათალიკოს-ეპისკოპოზთა და უმეტესად იოანე სააკაძემ“ მკაცრად ამხილეს, მაგრამ იესემ არად ჩააგდო წმინდა მამათა შეგონება. უთქვამს, მაჰმადიანი ვარ, ჩვენში კი ასეთი წესიაო. მერე ქართლში ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი გამეფდა და იესე ციხეში ჩასვა.

ბაქარმა შეამჩნია იოანეს ნიჭი, მისი ავტორიტეტი, განსწავლულობა და მანგლისის კათედრაზე ეპისკოპოსად აკურთხებინა. მანგლისის ეპარქია მალე ოსმალებმა მოსრეს და წმინდა იოანე იძულებული გახდა, ხირსის მონასტერში გახიზნულიყო. მერე კი...

ეპარქია დაკარგა, მაგრამ სამკალი უკეთესი პოვა; აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და დაადგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით, შემდეგ დაღესტანში გადავიდა. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. 1724 წელს დარუბანდში ჯერ ხის სამლოცველო აღმართა, მერე კი მის ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესია ააგო. დაღესტანში თერთმეტი სასულიერო პირი ახლდა თან, თავისივე გამოზრდილნი. აქ მრავალი ლეკი შემატებია მის სამწყსოს. ისეთი სახელი გაუვარდა წმინდა მღვდელმთავარს, თვით პეტრე დიდის ყურამდეც მისულა მისი ამბავი. იმპერატორსა და ვახტანგ VI-ს ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენიათ ღირსი მამისთვის.

1737 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და ასტრახანში, სამების მონასტერში დასახლდა. იმჟამად იქ იმყოფებოდნენ ვახტანგ მეექვსე და ემიგრანტი ქართველებიც. დიდი ნუგეში მოჰგვარა მათ წმინდა მამის გვერდით ცხოვრებამ. წმინდა იოანემ ასტრახანშიც ააშენა ტაძარი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა. შემდგომ ეს ტაძარი რუსეთი მთავრობამ მონასტრად გადააკეთა.

ასტრახანში შეიტყო, რომ ყიზლარში მრავალი ქართველი ესახლა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. შეებრალა წმინდა მამას ქრისტეს მცირე სამწყსო და დასახმარებლად მიაშურა. მალე მან ყიზლარში ჯვართამაღლების ეკლესია ააგო და იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით იღვაწა ღირსმა მამამ ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. მან იოსებ სამებელთან (ქვაბულიძესთან) ერთად შეადგინა პროექტი, რომელიც წმინდა სინოდს წარუდგინეს. 1746 წელს სინოდმა პროექტი დაამტკიცა. ამგვარად დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია, რომლის წევრებსაც მიეცათ ჯამაგირი და არსებობისა და ქადაგების საშუალება. მისია ძირითადად ქართველი სამღვდელოებისგან შედგებოდა. მათ კარგად იცოდნენ ოსური ენა და ხალხის ზნე-ჩვეულება. მისიას გარდაცვალებამდე წმინდა იოანე ხელმძღვანელობდა.

მრავალი სული მოიქცა ქრისტესკენ. ღირსი მამის ლოცვით მრავალს მიემადლა კურნება ხორციელ თუ სულიერი სნეულებათაგან. ნიშ-სასწაულებით სიცოცხლეშივე განადიდა უფალმა თავისი მსახური. მისი სულიერი შვილები ჰყვებოდნენ: ერთხელ, წირვისას, როცა სამღვდელონი წმინდა ტრაპეზის წინ იდგნენ და იგალობებოდა „წმიდაო ღმერთო“, ტრაპეზიდან ჯვარი მღვდელს უნდა აეღო და მღვდელმთავრისთვის მიერთმია ამბორის საყოფად, მაგრამ მას ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა, ამიტომ წმინდა იოანემ გაიწოდა ხელი ჯვრის ასაღებად. ყველამ დაინახა, რომ პატიოსანი ჯვარი წმინდა ტრაპეზიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე აიწია და მიეგება „ხელსა წმიდისა მის მღვდელმთავრისასა... მან აკურთხა ერი იგი მორწმუნე“.

ბევრი იღვაწა წმინდა მამამ უცხოტომელთა მოსაქცევად... დამაშვრალ მოხუცს კი მაინც სამშობლო ეფიქრებოდა და ენატრებოდა. ანდერძად დაიბარა, გარეჯში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ.

1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე და ყიზლარში, თავისსავე აშენებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი იმპერატრიცა ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, „მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი“.

მეფე გიორგი XII-მ ორგზის გაახსნევინა წმინდა იოანეს საფლავი. პირველად - როცა მისი ძე ილია სახადით გახდა ავად. მკურნალებმა სნეულება უკურნებელად მიიჩნიეს. მაშინ, მეფის ბრძანებით, პარაკლისი გადაიხადეს და ლუსკუმიდან ამოღებული წმინდანის თითი პირსა და თვალებზე დაადეს სნეულს. იმავე წამს, მხილველთა გასაკვირად, ილია საღ-სალამათი წამოდგა. მეორედ ლუსკუმა მაშინ გახსნეს, როცა მეფის ასული თამარი დასნეულდა. წმინდანის ნაწილთან მიახლების შემდეგ მანაც მიიღო კურნება. ამ ორი სასწაულის გამო მეფე გიორგის წმინდა იოანეს ვერცხლის მოოჭვილი ხატი შეუწირავს მისი საფლავისთვის.

ერთხელ ერთი მღვდელმონაზონი ისე დასნეულდა, მკურნალთაგან მისი განკურნება ვერავის უდვია თავს. მიწოლილა ბერი სარეცელზე და უნუგეშოდ ატირებულა. ჩასძინებია და ძილში უხილავს, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეში იდგა თავმოდრეკილი, ღვთისმშობლისადმი მლოცველი. ამ დროს წარმოუდგა წმინდა იოანე, რომელიც მანტიით შემოსილი იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან ნათელი მოდიოდა და მღვდელმთავარს ეფინებოდა. წმინდა იოანე ღვთისმშობელს უკან მდგომ სნეულს უჩვენებდა და მის შეწყალებას ევედრებოდა. დედა ღვთისამაც „მოხედნა სნეულსა მას და განანათლა გული და გონება მისი“.

გაღვიძებულმა ბერმა თავი უკეთ იგრძნო, საჭმელიც კი მოითხოვა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ სრულიად განიკურნა.

ორსაუკუნე-ნახევარია, რაც წმინდა იოანე მანგლელი ზეციური საქართველოს მკვიდრი შეიქმნა და მეოხად ექცა მიწიერ სამშობლოს. ღვთისგან განდიდებულს, რაღა აკლია, თუ არა ჩვენი, მისთა შვილთა, პატივისცემა და სიყვარული! წმინდაო მამაო იოანე, ღვთისაგან განდიდებულო და ჩვენ უღირსთაგან მივიწყებულო, შეგვეწიე ცოდვილებს!


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 11 2012, 02:16 PM
პოსტი #20


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ხს. 29 (11.04) მარტი

IPB Image

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს. მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე. მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე. მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე.მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია. წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს. არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაანთავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (ხს. 25 იანვარს).


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი