IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 10:53 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



"იდიოტმა" ჩემზეც ძალიან ღრმა კვალი დატოვა. თან საკმაოდ გვიან წავიკთხე.

"ძმები კარამაზოვები" ახლაც არ მაქვს წაკითხული, არადა ამბობენ არანაკლებიაო...


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 11:00 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



აბდალა
ციტატა
"იდიოტმა" ჩემზეც ძალიან ღრმა კვალი დატოვა. თან საკმაოდ გვიან წავიკთხე."ძმები კარამაზოვები" ახლაც არ მაქვს წაკითხული, არადა ამბობენ არანაკლებიაო...


კარამაზოვებს ბევრი უფრო გამორჩეულ ადგილს მიაკუთვნებს ზოგი. მე არ მიყვარს წიგნების და ავტორების "სამკვდრო-სასიცოცხლო" გაჯიბრება, რომ დასცხებენ ხოლმე ერთმანეთს, არა ეს უკეთესია და რეებს ამბობ, არა ის არის უკეთესიო. smile.gif მწერლის შემოქმედებაში მათ ხომ ყველას თავისი ადგილი აქვს და ერთ მთლიანობას ქმნიან. ჩემთვის იდიოტი უფრო ახლოა, ამ ნაწარმოებში ორი მთავარი გმირის - ლევ მიშკინის და ნასტასიას გამო...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 22 2012, 01:16 PM
პოსტი #23


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



georgios
მე იმიტომ მინდა გამაცნო ეგ პერსონაჟები, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკო მათზე, მეტად იფიქრო და მეტად ჩაუღრმავდე. თემის მიზანიც ეგაა.. გავიაზროთ წაკითხული.
გარდა ამისა, რა იცი, იქნებ მეც შემიტყუო და წაკითხვის სურვილი გამიჩინო :დ

ახლა ვკითხულობ ინგლისელი მწერალი ქალის "მამა კადფაელის ქრონიკები", სადაც ბენედიქტიანელი ბერის ცხოვრებაზეა - დეტექტიურ ცხოვრებაზე, მონასტერის ცხოვრებაზე, ზოგჯერ კი ღირებულებებზე..

რაღაცით მინდა პარალელები გავავლო ჩესტერტონის მამა ბრაუნთან.
მაგრამ ჯერ ისევ ვკითხულობ და ამიტომ ანალიზი ჯერ არ გამომდის...

უი, პარალელის გავლება შეიძლება ეკოს რომანთან "ვარდის სახელი", იქაც ხომ ბერებზეა საუბარი.. მმმმ და ბასკერვილელი ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 05:21 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ქევანა
ციტატა
მე იმიტომ მინდა გამაცნო ეგ პერსონაჟები, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკო მათზე, მეტად იფიქრო და მეტად ჩაუღრმავდე. თემის მიზანიც ეგაა.. გავიაზროთ წაკითხული.


მე მიყვარს ნაწარმოების მრავალმხრივი გააზრება და ეს მიმაჩნია უფრო სრულ და კარგ მეთოდად. ნაწარმოების დანაწევრებულად და ასევე ერთ მთლიანობაში აღქმა, მწერლის მხატვრული მეთოდები, ავტორისა და ნაწარმოების კავშირი გარე სამყაროსთან, თანადროულ მოვლენებთან, სხვა მიმდინარეობებთან... თითოეული მწერალი ცალკე აღებული სხვებთან ერთად როგორ ქმნის ერთიან ნაკადს, ისტორიული მხარის გააზრება, საზოგადოებამ ცალკე და პიროვნებამ ცალკე როგორ შექმნა ნაწარმოების დაწერის საფუძველი, როგორ იწერება ის თავად ეპოქის მიერ...

ციტატა
გარდა ამისა, რა იცი, იქნებ მეც შემიტყუო და წაკითხვის სურვილი გამიჩინო :დ


ჩემს გარეშეც შეგიტყუებს. smile.gif

ეს დღეები ბაირონის ხასიათზე ვარ და ხელახლა მივუბრუნდი მის ბობოქარ შემოქმედებას. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 12 2012, 03:57 PM
პოსტი #25


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევან არ გსურს კვლავ განაახლო ეს თემა?


საერთოდ ეს განყოფილებაა გასაცოცხლებელი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 12 2012, 07:23 PM
პოსტი #26


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



georgios
აბდალა
”იდიოტი” ჩემთვისაც აღმოჩენა იყო wub.gif wub.gif
ეს პიროვნება ყველაზე ადამინურია და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, მას იდიოტად მიიჩნევენ, სწორედ ამ თვისების (ადამინურობის) გამო.
”კარამაზოვების” 1ტომს უკვე მესამედ ვკითხულობ და მეორე წიგნზე ვერაფრით გადავედი.
რაღაც მიზეზების გამო მიწევდა გაჩერება და შემდეგ იმხელა დრო გადიოდა, მავიწყდებოდა წაკითხული და კვლავ ახლიდან ვუბრუნდებოდი პირველ ფურცელს biggrin.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 12 2012, 11:36 PM
პოსტი #27


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

საერთოდ ეს განყოფილებაა გასაცოცხლებელი

ჯერ მაგის მოდერი გავაცოცხლოთ და კომპიუტერი გააკეთოს და მერე მიეხედება ყველაფერს...



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 13 2012, 11:03 AM
პოსტი #28


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
მსურს. ვეცდები. გუშინ დავამთავრე "პარფიუმერი- ერთი მკვლელის ისტორია" და ამ განხილვას დავდებ .. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Aug 13 2012, 04:32 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



პარფიუმერი - ფილმი უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული თარგმანი.
დედანი ანუ ორიგინალი არ ვიცი.
თავისთავად შემზარავი რეალობაა და მწერლის უდაო ნიჭი გამოსჭვივის რომანში.
როგორ შობს სიმახინჯე და უსიყვარულობა ქვეყნად ბოროტებას.
დამაფიქრებელია.
მაგრამ მე პირადად ეს ჟანრი არ მიყვარს.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 13 2012, 06:04 PM
პოსტი #30


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



სიდონია
ციტატა
პარფიუმერი - ფილმი უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული თარგმანი.

მე რუსულად წავიკითხე. ფილმი არ მინახია, თუმცა ამბობენ რომ ფილმი განსხვავდება და არც ისე კარგი ეკრანიზაციააო, დღეს შევამოწმებ biggrin.gif

შემზარავი რეალობა არ ვიცი და მაგ ნაწარმოებში დადებითი პერსონაჟი საერთოდ არ არის : ) გრენუა არის არარაობა შესაბამისად სუნიც არ აქვს საკუთარი, ინდივიდუალური.. ბოროტება, რომელიც ისწრაფვის ხელში ჩაიგდოს ის რაც არ აქვს : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 13 2012, 11:47 PM
პოსტი #31


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
"პარფიუმერი- ერთი მკვლელის ისტორია" და ამ განხილვას დავდებ .. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი

კი biggrin.gif რაც მე ეგ შევრისხე biggrin.gif ისეთი ლამაზი გოგოების დაღუპისთვის biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2012, 12:11 AM
პოსტი #32


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რაც მე ეგ შევრისხე ისეთი ლამაზი გოგოების დაღუპისთვის

ლამაზი გოგოები რომ დაგღუპავენ მერე მე შეგრისხავ შენ...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 14 2012, 09:33 AM
პოსტი #33


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რაც მე ეგ შევრისხე ისეთი ლამაზი გოგოების დაღუპისთვის

მაგ ლამაზებს აღიქვამდა როგორც ყვავილებს biggrin.gif ამიტომაც არ ადარდებდა მათი სიცოცხლე..

აუ ფილმი ვნახე და გულდაწყვეტილი დავრჩი biggrin.gif
წიგნი უფრო მკაცრია, ფილმში შეარბილეს, გრენუის ადამიანური შტრიხები შემატეს, რაც არ არის ეგრე.. ეჰ....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Aug 14 2012, 10:12 AM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



მაშინ ქართველი მთარგმნელი არის სუსტიი.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 12:04 AM
პოსტი #35


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აუ ამ თემის გამოცოცხლება ვიდე თავს... გამახსენდა : )


მოკლედ, სანამ სუნამომდე მივაღწევთ. დავიწყოთ სხვა პერსონაჟით happy.gif

ძალიან მიყვარს ილიას განდეგილი.
მაინტერესებს რას ფიქრობთ მის შესახებ. ჩემთვის მაგალითად ძალიან სულის შემძვრელი აღმოჩნდა განდეგილის სიკვდილი.. არადა თითქოს ლოგიკურად, დაცემას თან მოჰყვა სიკვდილი, მაგრამ მაინც... ძალიან ხშირად ვფიქრობ. რატომ "მოკლა" ილიამ განდეგილი. მე ველოდებოდი სინანულს და აღდგენას. მაგრამ არა...

არ გინდათ ახლა კრიტიკოსების აზრი, მე მაინტერესებს თქვენი საკუთარი laugh.gif

პ.ს. განვიხილოთ განდეგილი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 12:08 AM
პოსტი #36


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
სიკვდილი, მაგრამ მაინც... ძალიან ხშირად ვფიქრობ. რატომ "მოკლა" ილიამ განდეგილი. მე ველოდებოდი სინანულს და აღდგენას. მაგრამ არა...

სინანული და აღდგენა იყო მთელი მისი ქმედება, და საბოლოოს იმას მიაღწია რისთვისაც იღწვოდა, ღმერთთან ერთად დამკვიდრდა. სიკვდილი არც ისეთი საშინელია როგორც ერთი შეხედვით ჩანს biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 12:08 AM
პოსტი #37


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აუ...

განდეგილი...
უსასრულოდ სჰემიდზლია მაგაზე საუბარი...
(ვრცელია და ახლა მეზარება. ხვალ დავდებ)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 12:19 AM
პოსტი #38


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
საინტერესო აზრია, მაგრამ მაინც. სიკვდილით დამთავრდა და არანაირი მინიშნება შეუნდეს თუ არა განდეგილს, არც სიკვდილის წინ ეტყობოდა სინანულის...

ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სიმბოლოები უნდა ვეძებოთ და რომ ის მეცხვარე ქალიც, მაცდუნებლის როლში რომ გამოდის, სიმბოლოა მიწიერი ცხოვრების... მაგრამ ძალიან ძნელია ასე ყველაფერში ქარაგმა დაინახო. ილია, დარწმუნებული ვარ, იცნობდა ქრისტიანობის დედაარსს და ისიც, რომ თუმცა ბერმონაზვნობა უპირატესია, მიწიერ ცხოვრებას არ უარყოფს ქრისტიანობა, ანუ ხორცის დაკნინება აღარ ხდება, როგორც პირველ ქრისტიანებში იყო.

ჩემი ლექტორი რატომღაც ძალიან ხშირად ამახვილებდა ყურადღებას შუშანიკის, აბოს მარტვილურ ცხოვრებაში ხორცის დაკნინებას და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში სულისა და ხორცის სინერგიას, როგორც ქრისტიანული აზროვნების განვითარების ეტაპებს : )
ვიცი დაღეჭილ მასალას ვყვები, მაგრამ ამაზე არასდროს მისაუბრია იმ ლექციებს მიღმა და ძალიან მომენატრა ის პერიოდი sad.gif

რაც შეეხება განდეგილს (მას დავუბრუნდეთ), ჩემი აზრით განზრახ დამთავრდა ასე ტრაგიკულად, სულიერი აღდგომის გარეშე.. ამითაც რაღაცის თქმა უნდოდა ავტორს.


A.V.M
ციტატა
უსასრულოდ სჰემიდზლია მაგაზე საუბარი...

მეც biggrin.gif

პ.ს. აუ, კორნელი კეკელიძის წიგნები მინდა sad.gif

პ.პ.ს. ვეფხისტყაოსანზე არ გადავალ, ავთანდილის, ტარიელის და ფრიდონის განხილვა აღარაა საინტერესო, მოზარდობის იდეალებიდან გამოვედი biggrin.gif არაიდეალური პერსონაჟებია sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 12:22 AM
პოსტი #39


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აი ხვალ დავიწყებ განდეგილის განხილვას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 12:25 AM
პოსტი #40


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
"დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული. "

აი ეს ბოლო დასასრული მოწმობს რომ მიტევებულ იქნა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 10:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი