IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი
tuchlik2
პოსტი Aug 25 2008, 12:19 PM
პოსტი #321


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 168
რეგისტრ.: 27-March 08
წევრი № 4,334



staywhite
ციტატა
მე ფიზიკოსი ვარ,მიმუშავია ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებში,ასევე ვარ პროგრამისტი,მინიმუმ 32 დომაინი მაქვს შექმნილი, როგორც ვებგვერდი. ჯარისკაცად არც დავბადებულვარ და არც მხოლოდ ეგ მიკეთებია,მასე ვარ დღესაც

მე არსად არ დამიწერია რომ ეჭვი შემეპარა თქვენს პროფესიონალიზმში გინდ სამოქალაქო და გინდ სამხედრო სფეროში


ციტატა
ძალიან უშნოდ წერ და არაა ლამაზი

უშნოა ის აზრი რომ ყველა ქალს არ შეუძლია იყოს ჯარისკაცი და ქალისთვის სავალდებულო ჯარის მომხრე არ ვარ?
ციტატა
სავალდებულო რომც იყოს, არ ნიშნავს რომ ყველა პროფესიონალი გამოვა და ამ კარიერას გაყვება,სამაგიეროდ ეცოდინება მინიმუმი

რაც შეეხება ცოდნის მინიმუმს მე საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი ვარ და მინდა გითხრა რომ სკოლის პერიოდში ორი წლის განმავლობაში გავდიოდით სამხედრო სწავლებას, სხვათა შორის იარაღიც და სროლაც მშვენივრად ვიცი, ისევე როგორც ჩემი დროის ყველა ადამიანმა ვინც იმ პერიოდს მოვესწარით და სამხედრო მომზადება გავიარეთ.
ციტატა
შენ თუ კაცი ხარ, საინტერესოა, გაქვს რაიმე წარმოდგენა თავდაცვაზე? მიწის და ოჯახის დაცვას რომ თავი დავანებოთ? მაინტერესებს ,როცა ამხელა ლოზუნგებით გამოდიხარ, შენ თვითონ რა პოზიცია გაქვს. ყოფილხარ ყაზარმაში,სანგარში, გითენებია ღამე თოვლში,წვიმაში,ქარში?

ჩემო კარგო, მე ორი შვილის დედა ვარ, ვამტკიცებ იმას რომ ყველა ქალს არ შეუძლია იმ სირთულეების გადატანა რაც ახლავს ჯარს, თქვენც იგივეს ამბობთ რომ ძალიან რთულია. ყაზარმაზე, სანგარში ღამის თენებაზე თოვლში, წვიმაში და ქარში წარმოდგენა რომ მაქვს სწორედ მაგიტომ ვამბობ რომ ყველა ქალი ამას ვერ გაუძლებს მეთქი, თქვენი გამკვირვებია რა ლოზუნგებზე მესაუბრებით, თვითონვე ამბობთ რომ ეს ყველაფერი ურთულესია. ჩემი პოზიცია კი ის არის რომ ჯარი სავალდებულო უნდა იყოს განურჩევლად ყველა მამაკაცისთვის და ნებაყოფილობით ქალისთვის, ასევე უნდა დაბრუნდეს სამხედრო სწავლება სკოლებში, ისევე როგორც იყო ადრე ან უმაღლეს სასწავლებელში სადაც სტუდენტ გოგონებსაც ექნებათ საშუალება გაერკვნენ თუნდაც უმნიშვნელოში... ჩემი პოზიცია ის არის რომ, 8 და 18 დღე არ არის საკმარისი იმისთვის რომ 17-18 წლის ბავშვები, რომლებსაც ომზე წარმოდგენა ქაუნთერის იქეთ არა აქვთ ომისთვის მოამზადო, ჩემი პოზიცია ის არის, რომ როდესაც მთავრობა ხედავს რომ მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს უნდა მოტვინო და შენც მოახდინო მოხუცების, ბავშვების და ქალების ევაკუაცია, ხოლო მამაკაცებს ვისაც ძალა და ღონე ერჩის უნდა შეუქმნა პირობა რომ საკუთარი სახლი მაინც დაიცვას და არა ქალაქში გაიქცეს და "პალატკას" შეაფაროს თავი და დაელოდოს როდის გაუნთავისუფლებენ სოფელს ან ქალაქს რომ შინ დაბრუნდეს, უნდა წაიყვანო ომში ყველა მოხალისე, და არა მხოლოდ ის ვისაც "ეკუთვნის" წასვლა... მე 20 წლის ვაჟი მყავს რომელიც 3 წლის ასაკიდან ასთმითაა დაავადებული და ჯარშიც კი არ წაიყვანეს როცა დრო იყო, მინდა გითხრათ რომ კომისიამ თვითონ დაბრაკა და არა დედიკოს ფულებმა, მიუხედავად ამისა მოხალისედ ჩაეწერა, მე რა თქმა უნდა გული მიტიროდა და მეშინოდა შვილის დაკარგვის ისევე როგორც ნებისმიერ დედას, მაგრამ ხმაც არ ამომიღია, ჩემი შვილი უკან გამოუშვეს და უთხრეს რომ დაგირეკავთ გამოცხადდითო, მაგრამ არავის დაურეკავს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tuchlik2
პოსტი Aug 25 2008, 12:51 PM
პოსტი #322


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 168
რეგისტრ.: 27-March 08
წევრი № 4,334



ციტატა
ბიჭები, ვინც ომობდნენ და ვისაც რამე შეუძლიათ, ვიცნობ მე მაგათ, ბევრი დაბრუნდა, დღესაც ფორუმებზე წერენ, მაგრამ მასე შენნაირად ნამდვილად არა.

აი ამ პოსტის ნამდვილად ვერაფერი გავიგე, განა მე სადმე დავწერე დაუმსახურებელი იმ ბიჭებზე ვინც იბრძოდა? განა სადმე დავწერე არ იბრძოდნენ მეთქი? მე მეამაყება რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს, ღმერთმა ამრავლოს და დღეგრძელობა მისცეს განურჩევლად ეროვნებისა ვინც საქართველოსთვის იბრძოდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 25 2008, 04:47 PM
პოსტი #323


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



tuchlik2
ციტატა
უშნოა ის აზრი რომ ყველა ქალს არ შეუძლია იყოს ჯარისკაცი და ქალისთვის სავალდებულო ჯარის მომხრე არ ვარ?


ყველა ქალს კი არა ყველა კაცს არ შეუძლია ეგ,მაგას მე და არც არავინ უარყოფს. მომხრეობა კი საკუთარი ნებაა და ამაში ვერავინ დაგავალდებულებს.


ციტატა
რაც შეეხება ცოდნის მინიმუმს მე საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი ვარ და მინდა გითხრა რომ სკოლის პერიოდში ორი წლის განმავლობაში გავდიოდით სამხედრო სწავლებას, სხვათა შორის იარაღიც და სროლაც მშვენივრად ვიცი, ისევე როგორც ჩემი დროის ყველა ადამიანმა ვინც იმ პერიოდს მოვესწარით და სამხედრო მომზადება გავიარეთ.


გეთანხმები რა თქმა უნდა, მეც სკოლაში ვისწავლე ეგ მინიმუმი.

ციტატა
პოზიცია ის არის, რომ როდესაც მთავრობა ხედავს რომ მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს უნდა მოტვინო და შენც მოახდინო მოხუცების, ბავშვების და ქალების ევაკუაცია, ხოლო მამაკაცებს ვისაც ძალა და ღონე ერჩის უნდა შეუქმნა პირობა რომ საკუთარი სახლი მაინც დაიცვას და არა ქალაქში გაიქცეს და "პალატკას" შეაფაროს თავი და დაელოდოს როდის გაუნთავისუფლებენ სოფელს ან ქალაქს რომ შინ დაბრუნდეს, უნდა წაიყვანო ომში ყველა მოხალისე, და არა მხოლოდ ის ვისაც "ეკუთვნის" წასვლა... მე 20 წლის ვაჟი მყავს რომელიც 3 წლის ასაკიდან ასთმითაა დაავადებული და ჯარშიც კი არ წაიყვანეს როცა დრო იყო, მინდა გითხრათ რომ კომისიამ თვითონ დაბრაკა და არა დედიკოს ფულებმა, მიუხედავად ამისა მოხალისედ ჩაეწერა, მე რა თქმა უნდა გული მიტიროდა და მეშინოდა შვილის დაკარგვის ისევე როგორც ნებისმიერ დედას, მაგრამ ხმაც არ ამომიღია, ჩემი შვილი უკან გამოუშვეს და უთხრეს რომ დაგირეკავთ გამოცხადდითო, მაგრამ არავის დაურეკავს...



მშვენიერი პოზიციაა kiss1.gif ჩემი შვილიც დროებით ლიტვაშია ტრენინგზე, ომი რომ დაიწყო დამირეკა და მითხრა, რომ უნდა წასვლა,მაგრამ როგორც უცხოეთის მოქალაქეს უარი გვითხრეს. მას სამხედრო გამოცდილება ჯერ არც აქვს, ჯარშიც არ ყოფილა, ამ წლის ბოლოს მიდის ბუნდესვერში,ასე რომ მხოლოდ მუსკულები ფრონტზე მაინც არ გამოადგებოდა,თუმცა მისი სიმამაცით მაინც ვამაყობ.

ციტატა
აი ამ პოსტის ნამდვილად ვერაფერი გავიგე, განა მე სადმე დავწერე დაუმსახურებელი იმ ბიჭებზე ვინც იბრძოდა? განა სადმე დავწერე არ იბრძოდნენ მეთქი? მე მეამაყება რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს, ღმერთმა ამრავლოს და დღეგრძელობა მისცეს განურჩევლად ეროვნებისა ვინც საქართველოსთვის იბრძოდა...


შეგიძლია ეგ პოსტი დააიგნორო, რამდენადაც მე კაცი მეგონე, იმიტომ დავწერე ეგ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2008, 05:29 PM
პოსტი #324


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
აბა, ტერმინატორობას არავინ იტხოვს, ელემენტარული მომზადებაა საჭირო, რომ სხვა თუ არაფერი, როდის როგორ მოიქცე იცოდე.ბომბდამშენები დაქროდნენ ქალაქების თავზე და მინიმუმი არ იცოდა მოსახლეობამ, რა ექნათ,არადა არის ამისთვის სპეციალური მომზადება საჭირო.

შენც გაიხარე ნანა 2kiss.gif
ეგ ჩემზე იყოს ვინ ვიქნები, ტერმინატორშა, ცენტურშა თუ ჟანა დარკი biggrin.gif laugh.gif rolleyes.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი Aug 25 2008, 10:31 PM
პოსტი #325


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



ციტატა(Genesis @ Aug 22 2008, 01:49 PM) *

რეზერვიც ნორმატივების მიხედვით უნდა არსებობდეს ... საქარტველოში 200 000 მდე ახალგაზრდა ბიჯია და ყველა რა ჯანდაბად უნდა სამშობლოს ომში?

ან ყველას საჭიროება თუ გახდა ომში აუცილებელი გენოფონდი ჩინელებმა გაგვიგრძელონ თუ? biggrin.gif
პ.ს. kato_Bato სხვარამის დაწერა მინდოდა და მომერიდა biggrin.gif


მე არ მითქვამს რომ 200 000 ახალგაზრდა უნდა იყს რეზერვში, ეს რათქმაუნდა სისულელეა. საბოლოო ჯამში მთავარია ხარისხი, მოკლედ ცოტა და ხარისხიანად.


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 25 2008, 11:32 PM
პოსტი #326


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



http://www.youtube.com/watch?v=8d8ojgThiU0


Georgian Womans in War
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 26 2008, 01:23 AM
პოსტი #327


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რა გადაწყდა, მივდივართ რეზერვში? a015.gif ფორუმელი რეზერვისტებიი madlioba.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 26 2008, 01:40 AM
პოსტი #328


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ჯარი ქალისთვის კი არა კაცისთვისაც არ არის სავალდებულო, მით უმეთეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის. ჯარი პროფესიული გამიგია მე, სადაც ქალსაც და კაცსაც დიდი ხელფასი უნდა ქონდეს და სურვილით უნდა მიდიოდეს. სამოქალაქოში კი სწავლებები უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში, რომ მოქალაქე აზრზე იყოს როგორ დაიცვას თავი.
ომი და ვაჟკაცობა ადრე იყო საჭირო ახლა ეს მხოლოდ სისულელეა ატომის ხანაში. არა ხართ დარწმუნებული იმაში ,რომ რუსი ყველაფერში რომ დაგვემარცხებია მერე მიწისძვრებს და ბირთვულ იარაღსაც რომ გაიხსენებდენ? და ვინც არაა დარწმუნებული ამაში, ვურჩევდი რუსეთის ისტორია გადაეხედა.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rezuzi
პოსტი Aug 26 2008, 10:48 AM
პოსტი #329


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 24-August 08
წევრი № 5,525



კი! თუ ისრაელში არის ჩვენთანაც უნდა იყოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2008, 10:32 PM
პოსტი #330


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



abo
ატომემდე თუ მივიდა საქმე კი, მაგრამ ახლა იმ ბომბდამშენების საწინააღმდეგო იარაღი რომ გვქონოდა დიდი სიამოვნებით ვესროდი და ვფიქრობ მიზანშიც მოვხვდებოდი... არც ვალდებულებაა ამისთვის საჭირო და არც ბევრი ფილოსოფია, სურვილი, ცოდნა და რესურსი, ანუ ყოფილი თავდაცვის მინისტრის არ იყოს "ლაკარტკით" კი არა სერიოზული იარაღით ჩამოვაგდებდი, გინდ ქალი იყოს მსროლელი და გინდაც კაცი!!!!მთავარია მიზანი და სურვილი!!!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 30 2008, 10:45 PM
პოსტი #331


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
ჯარი ქალისთვის კი არა კაცისთვისაც არ არის სავალდებულო, მით უმეთეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის. ჯარი პროფესიული გამიგია მე, სადაც ქალსაც და კაცსაც დიდი ხელფასი უნდა ქონდეს და სურვილით უნდა მიდიოდეს. სამოქალაქოში კი სწავლებები უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში, რომ მოქალაქე აზრზე იყოს როგორ დაიცვას თავი

+1 smile.gif

ქალების კი არა, კაცების რეზერვიც გააუქმესო, ასე მითხრეს, მართალია?


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 10:49 PM
პოსტი #332


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ხალხოო ჯამაათნო...რეებ წერთ?

რუსეთის იმპერიაში პირადად მეფემ, იმპერატორმა აკრძალა ქართველი ქალის მუშაობა ჩაის პლანტაციაში - აკრძალა იმ მიზნით, რომ ქართველი ქალის სინაზე დაიკარგებაო....

ჯარი კაცების საქმეა ცალსახად...და თუ წყნეთელი მაია დაიბადა, კი არ შევუშლით ხელს biggrin.gif მარა წესად ჯობია წესი იყოს კაცისთვის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 30 2008, 10:57 PM
პოსტი #333


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



რა უნდა ქალს ჯარში? მე მგონია რომ ჯარის პირობები ქალისთვის ძნელი ასატანია. მას ხომ უნდა რომ ყავდეს შვილები, წარმოიდგინე ჯარისკაცი დედა... როცა ომია მივესალმები თუ ქალი ომში წავა, მაგრამ ბრძოლა კაცების საქმეა მგონი. ასე მგონია მე და რა ვიცი აპა. შეიძლება ვცდები
smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 11:03 PM
პოსტი #334


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
აკრძალა იმ მიზნით, რომ ქართველი ქალის სინაზე დაიკარგებაო....


სინაზე არ იკარგება არც AK რომ ეჭიროს მაშინ, თუმცა ->

ციტატა
ჯარი კაცების საქმეა ცალსახად...და თუ წყნეთელი მაია დაიბადა, კი არ შევუშლით ხელს


ჯობია უფრო მსუბუქი რამეები ეჭიროს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში რაცხა მინიმუმი წარმოდგენა უნდა ქონდეს.

პ.ს. ზაზა, შენ და ჯონიმ მოილაპარაკეთ ? biggrin.gif რაც არ უნდა გიკვირდეთ, დღემდე ვერ ეგუება ამას ჩემზე user.gif


dariala
ციტატა
მას ხომ უნდა რომ ყავდეს შვილები, წარმოიდგინე ჯარისკაცი დედა...


მე სამი შვილი მყავს,სამი ვაჟი და ბრძოლაშიც ვყოფილვარ და ომშიც (სხვადასხვა სახის) smile.gif

ამიტომ ->

ციტატა
შეიძლება ვცდები


აუცილებლად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 30 2008, 11:07 PM
პოსტი #335


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



staywhite
ღმერთმა გაგძლიეროთ, მაგრამ მე ვიცი რომ ვერ შევძლებდი ბრძოლას. ვერც ჯარისკაცულ ცხოვრებას ავიტანდი. თქვენ "საღოლ" , ყოველთვის თეთრი შურით მშურდა ძლიერი ქალების, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები - ჯარი და ბრძოლა ქალის საქმე არ არის.


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 11:13 PM
პოსტი #336


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



dariala
ციტატა
ღმერთმა გაგძლიეროთ, მაგრამ მე ვიცი რომ ვერ შევძლებდი ბრძოლას. ვერც ჯარისკაცულ ცხოვრებას ავიტანდი. თქვენ "საღოლ" , ყოველთვის თეთრი შურით მშურდა ძლიერი ქალების, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები - ჯარი და ბრძოლა ქალის საქმე არ არის.


მადლობთ smile.gif

არ არის აუცილებელი,მაგრამ არაა გამორიცხული,ანუ ქალსაც შეუძლია და ნებისმიერ ჯანმრთელ ქალს, ფიზიკურ აღნაგობას ანუ სიმაღლე,სისქე,სისუსტეს არ აქვს მნიშვნელობა. გაჭირვება მასწავლე და გაქცევას გაქსწავლიო კი გექნება გაგონილი smile.gif შესაშური კი არცერთ ვარიანტში არ გაქვს, იმიტომ რომ მოინდომო შენც იქნები თუ გინდა.

ამით იმას ვიმეორებ კიდევ, რომ პოტენციურად ნებისმიერ ჯანმრთელ ქალს შეუძლია, დანარჩენი სიტუაციის (ძირითადად) და სურვილის საქმეა. არც იმას ვამბობ, რომ სამხედრო კარიერა უნდა ქონდეს ან მსგავსი, მოკლედ, მომხრე ვარ მხოლოდ იმის, რომ არ იყოს გამორიცხული და წარმოუდგენელი,მით უფრო გასაკვირი.

ნებისყოფაა მთავარი, ფიზიკური გამძლეობა მერე მოდის და უფრო ნაკლებად ამავე დროს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 11:17 PM
პოსტი #337


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



staywhite
ციტატა
სინაზე არ იკარგება არც AK რომ ეჭიროს მაშინ,

1:0
ვიცი გენც 2kiss.gif

staywhite
ციტატა
ზაზა, შენ და ჯონიმ მოილაპარაკეთ ?

იასნია, მუჟსკაია ვერნოსტ' biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2008, 11:17 PM
პოსტი #338


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



კანუდოსელი
ციტატა
ქართველი ქალის სინაზე დაიკარგებაო....

უფ სულ ჩვენ სინაზეზე არ ფიქრობენ?! tongue.gif biggrin.gif tongue.gif
აღარ მინდა მაგათი არც მოვლა და არც მოფერება მოცილდნენ აქაურობას და მაინც დავწერ დიდი სიამოვნებით ვესროდი მაგათ ბომბდამშენებს იმიტომ რომ ყველაზე მეტი მეომარი მაგათმა დაგვიხოცეს და ჩVენი ლამაზი ტყე გადაწვეს ჰოდა ვესროდი... რა ვქნა ვერ ვმალავ, ლოცვებში მტერზე კი ვლოცულობ "მოიყვანე ღმერთო ჭკუაზეთქო "მარა ამ სურვილს მაინც ვერ ვიშორებ ჰოდა რომ ესწავლებია ვინმეს ვესროდი, გინდ სავალდებულო სასწავლებელში და გინდ რეზერვში მთავარია ვისაც სურს მიეცეს შანსი!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 30 2008, 11:17 PM
პოსტი #339


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



staywhite
ჩემდა საუბედუროდ ომი კი არა "ოტჯიმანიების" გაკეთებაც კი არ შემიძლია და რა ვქნა? მაგრამ გაჭირვება თუ იქნება ისე "გავიქცევი" ე.წ. "მამალ" ქალებს გავუსწრებ. smile.gif მაგრამ ამ ომმა მიჩვენა რომ ძალიან სუსტი ვყოფილვარ, ყაზბეგში ვიყავი და თუ კი რამე რუსული ვერტმფრენი დაფრინავდა ყველამ ჩვენს თავზე გადაიარა, კინაღამ გადავირიე, სად გავქცეულყავი არ ვიცოდი. ომი კი არა სოროს ვეძებდი smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 11:24 PM
პოსტი #340


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



dariala
ციტატა
ჩემდა საუბედუროდ ომი კი არა "ოტჯიმანიების" გაკეთებაც კი არ შემიძლია და რა ვქნა?


ვერც გააკეთებ, თუ არ ივარჯიშე smile.gif

ციტატა
ე.წ. "მამალ" ქალებს გავუსწრებ.


ეს გამოთქმა დამაკნინებელია,წინა გვერდებზე არის ჯარისკაცი ქალის სურათები და ნახე, მათი ასეთი მოხსენიება არაეთიკურია.


არც ეგაა გასაკვირი,სოროს რომ ეძებდი,ეგ ადამიანურია,და ისიც მოუმზადებელი ადამიანის ფსიქოლოგია,ასე რომ, კრიტერიუმად არ ჩათვალო, რომ გამორიცხულია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 12:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი