IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები
ნანინა
პოსტი Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი #1


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა. smile.gif

მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება smile.gif

გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა.
გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ sad.gif ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით sad.gif
ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება..
გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე.
პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ sad.gif

მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ smile.gif

P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნანინა
პოსტი Jan 5 2010, 05:36 PM
პოსტი #2


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ვფიქრობ ეს სტატია საინტერესო იქნება ამ თემაში მპოსტავთათვის და ზოგადად მგალობლებისთვის :)


წმიდა იოანე ოქროპირი
რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?


(საუბარი 41-ე ფსალმუნის შესახებ)

რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:

რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ-იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ-ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას.

და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება.

საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში.

მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (ეფ. 5,18-19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა“? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს.

ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს.

და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე“ (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც.

ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება.

სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია.

მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი შეწყობილი გალობისა, ბრალი არაფერში ექნება.

აქ უმანკო სულია საჭირო, მღვიძარე გონება, შემუსვრილი გული, მტკიცე ზრახვა, სუფთა სინდისი. თუკი ღვთის წმინდა კრებულში სწორედ ამ თვისებებით შეხვალ, მაშინ თვით დავითის გვერდით შეძლებ დადგომას. აქ არც ქნარია საჭირო და არც დაჭიმული სიმები, არც ხემი, არც რაიმე იარაღის ფლობა. არამედ, თუკი მოისურვებ, შეგიძლია, - ხორციელ ასოთა მოკვდინებით და საკუთარი სხეულის სულთან შეთანხმებით - თავად იქცე ქნარად. „როდესაც „ხორცთა გული არ უთქუამს სულისათვის“ (გალ. 5,17), არამედ, მის გავლენას ემორჩილება და ამ მშვენიერ და საოცარ გზაზე წარემართება. სწორედ ამ დროს შეძლებ სულიერი მელოდიის შექმნას.

აქ საჭირო არ არის ხანგრძლივი ვარჯიშით შეთვისებული ხელოვნება, არამედ, - მტკიცე გადაწყვეტილება მხოლოდ და მაშინ გამოცდილებას ძალიან სწრაფად მოვიხვეჭთ.

ამისათვის არც განსაკუთრებული ადგილია საჭირო, არც განსაკუთრებული დრო, გონიერი გალობა ყოველთვის შესაძლებელია. სავაჭროდ მიდიხარ, მოგზაურობ თუ მეგობრების წრეში ზიხარ, ყველგან ძალგიძს, გააღვიძო სული და უხმოდ გალობაც შესაძლებელია. სწორედ ამგვარად ხმობდა მოსე და უფალმა ისმინა მისი.

ხურო ხარ? როდესაც სახელოსნოში ზიხარ და მუშაობ, შეგიძლია, იგალობო.

მეომარი ხარ, თუ სასამართლოში იმყოფები, შეგიძლია, იგივე აკეთო...

გაზეთი „ქართული გალობა“, № 6, 2007 წ.

www.orthodoxy.ge

წყარო იხილეთ

აქ


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნანინა   მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა   Oct 3 2009, 12:05 AM
mr.satadarigo   ნანინა შენ გალობ ს...   Oct 3 2009, 12:52 AM
mariami-k   ნანინა ძალიან კარგ...   Oct 3 2009, 11:45 AM
Atman   გალობის დროს ტექს...   Oct 3 2009, 12:03 PM
mr.satadarigo   გალობის დროს ტექს...   Oct 3 2009, 12:07 PM
yipiani gio   შენ ეგრე გგონია მა...   Oct 3 2009, 12:09 PM
Atman   yipiani gio ეგ ტექსტი ისე ...   Oct 3 2009, 12:11 PM
ჰ ა რ ი რ ა   საერთოდ რაც არ უნდ...   Oct 3 2009, 12:43 PM
ნანინა   mr.satadarigo კი ვგალობ მო...   Oct 3 2009, 02:27 PM
::სალომე::   :user: :user: :user: ღმერთმა ...   Oct 3 2009, 03:39 PM
უჩა   უჰ რთული თემაა. ამა...   Oct 3 2009, 07:47 PM
ნანინა   უჩა :* მე არც ვფიქრ...   Oct 3 2009, 07:59 PM
Misha Songulashvili   ვა მგალობლები ხართ...   Oct 3 2009, 08:07 PM
ნანინა   Misha Songulashvili კი შური ცუ...   Oct 3 2009, 08:13 PM
Misha Songulashvili   ნანინა სამაგიეროდ...   Oct 3 2009, 09:27 PM
polievqte   მგალობელი მხოლოდ მ...   Oct 4 2009, 01:34 AM
ნანინა   მგალობელი მხოლოდ ...   Oct 4 2009, 01:37 AM
yipiani gio   ნანინა ჩემი აზრით ...   Oct 4 2009, 05:03 PM
mr.satadarigo   ნანინა ჩემი აზრით ...   Oct 4 2009, 05:26 PM
Rati_Van_Bakuradze   ეგრეა,ეგრე ეჰ... უგ...   Oct 6 2009, 10:56 PM
უჩა   ადრე მგალობლებზეც ...   Oct 4 2009, 10:48 PM
guram   ადრე მგალობლებზეც...   Nov 19 2009, 05:22 AM
lamara   Rati_Van_Bakuradze ჩემი პატარ...   Oct 7 2009, 12:58 PM
Iona   Misha Songulashvili თუ იმუშავე...   Nov 24 2009, 12:41 PM
ნანინა   guram მგალობელი სანამ...   Nov 24 2009, 01:49 PM
ნანინა   ვფიქრობ ეს სტატია ...   Jan 5 2010, 05:36 PM
ketev@ni   ძალიან დიდი მადლობ...   Jan 22 2010, 04:59 PM
ნანინა   ketev@ni გაიხარე :* კეთი...   Jan 22 2010, 05:39 PM
უჩა   აუ ეხლა უცებ გამახ...   Jan 23 2010, 10:30 PM
marine   "ღამისთევის ლოცვ...   Sep 21 2015, 06:35 PM
marine   "მოიძულა დიდება დ...   Nov 3 2015, 09:21 PM
marine   „როცა გალობა დაიწყ...   Nov 3 2015, 11:25 PM
marine   „როცა მიწიერი სიკე...   Nov 5 2015, 01:55 PM
marine   "იქ მგალობეთა შორ...   Apr 12 2016, 03:28 PM
marine   "ჩემს გულში კი სა...   Apr 25 2016, 01:00 PM
marine   "მან [მამა ანატოლ...   May 28 2016, 12:37 PM
marine   „როცა ის [მამა ანატ...   May 28 2016, 02:43 PM
marine   "ნუ დაგავიწყდება...   Jun 1 2016, 12:24 PM
marine   "რუმინელ მონაზონ ...   Jun 15 2016, 12:03 PM
marine   "იმთავითვე უნდა ი...   Jul 23 2016, 08:24 PM
marine   "ვინც გალობს, ორჯ...   Jul 23 2016, 08:44 PM
marine   "[რეგენტ] ილია ოსე...   Jul 23 2016, 08:58 PM
marine   "საგალობელი განს...   Jul 23 2016, 10:14 PM
marine   "გალობის საშუალე...   Sep 27 2016, 02:23 PM
marine   "სწორი გალობა მარ...   Sep 27 2016, 11:25 PM
marine   "ახალი მცნების შე...   Sep 28 2016, 12:29 PM
marine   "[წმ. პაისი ათონელ...   Oct 5 2016, 12:36 PM
marine   "თუ კაცი გულით არ ...   Oct 5 2016, 12:56 PM
marine   "არაფერი ისე არ ა...   Oct 27 2016, 11:25 PM
marine   "მღვდელმთავარი ი...   Dec 5 2016, 04:43 PM
marine   "მათი გალობა იმდე...   Feb 7 2017, 08:44 PM
Elzaa   უკვე 5 წელია რაც ვგა...   Feb 8 2017, 11:40 PM
marine   უკვე 5 წელია რაც ვგ...   Feb 9 2017, 11:33 AM
Elzaa   ეს ალბათ ბრძოლაა... ...   Feb 11 2017, 02:22 PM
marine   Elzaa როცა გიყურებენ ...   Feb 12 2017, 12:51 PM
marine   "მისმა უწმინდესო...   Apr 2 2017, 09:53 PM
marine   "გალობა გამოხატა...   Jun 15 2017, 04:01 PM
marine   "ნათქვამია, მუსიკ...   Jul 23 2017, 12:55 PM
marine   "გალობა სულის გან...   Jul 29 2017, 10:26 AM
marine   "რაც შეეხება მეუფ...   Aug 20 2017, 11:04 PM
marine   "1921 წელს ბოლშევიკ...   Aug 29 2017, 11:25 AM
marine   "შენი გალობა უნდა...   Oct 17 2017, 09:40 PM
marine   "თუ ადამიანი საეკ...   Oct 23 2019, 04:36 PM
marine   "საეკლესიო გალობ...   Oct 23 2019, 09:47 PM
marine   "სად არიან ისინი, ...   Oct 25 2019, 04:42 PM
marine   "ვისწავლოთ გალობ...   Oct 29 2019, 07:07 PM
marine   "ეკლესიური საგალ...   Mar 24 2020, 07:55 PM
marine   "გალობა სულიერი ს...   Apr 8 2020, 10:59 AM
marine   "თქვენ გალობთ - კა...   Nov 8 2020, 01:33 PM
marine   "მამა დოსითეოზ კა...   Nov 30 2020, 08:02 PM
marine   "მართალი ცხოვრებ...   Sep 8 2021, 10:28 PM
marine   "სწორი გალობა მარ...   Sep 11 2021, 05:38 PM
ქევანა   წელს კორონამ გალობ...   Nov 20 2021, 04:19 AM
marine   წელს კორონამ გალო...   Nov 21 2021, 12:36 PM
marine   "მეორე დღეს, გამთ...   Sep 10 2022, 05:55 PM
marine   "ჭეშმარიტი საეკლ...   Mar 24 2023, 01:34 PM
marine   "ძალიან კარგი ხმა...   Sep 7 2023, 08:51 PM
marine   "დავუშვათ, ხარ ტა...   Sep 10 2023, 06:09 PM
marine   "მაგრამ თუ მგალობ...   Sep 13 2023, 01:54 PM
marine   "საეკლესიო გალობ...   Sep 13 2023, 02:19 PM
marine   "გალობა განსაკუთ...   Jan 7 2024, 07:36 PM
marine   "გალობასა და ხატწ...   Jan 9 2024, 08:18 PM
marine   "ამგავარადვე, ტკი...   Jan 24 2024, 08:15 PM
marine   "თსას-ის რექტორმა...   Feb 20 2024, 05:41 PM
marine   "გალობაც ერთ-ერთი...   Apr 29 2024, 08:33 PM
marine   "გალობა გულს სინა...   May 1 2024, 03:09 PM
marine   " - მამაო, მსახურებ...   May 2 2024, 03:20 PM
marine   "გალბოა არ არის მ...   May 2 2024, 06:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 08:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი