IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები
აკაკი
პოსტი Jul 26 2010, 11:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის

IPB-ს სურათი
  • რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. [რომ. 15:4]
  • ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა [2 ტიმ. 3:16]
  • საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ვიპოვოთ თუ რა არის სათანადო ცხოვრებისათვის, არის ჩაფიქრება იმაზე, თუ რა წერია ღვთივშთაგონებულ წერილებში. [წმ. ბასილი დიდი 329-379წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა დიდი კლდიდან ღრმა უფსკრულში გადაჩეხვაა. წერილთა არ ცოდნა არის მიზეზი ყოველი ბოროტებისა. წერილთა მკითხველი ჰგავს დიდი სიმდიდრის მფლობელს. ქრისტიანი ხარობს სულიწმინდაში, სულიწმინდა მეტყველებს წერილთა მეშვეობით.. [წმ. იოანე ოქროპირი 354-407წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა, ქრისტეს უგულებელჰყოფაა! [წმ. იერემი (ერემო) 347-420წ.]
  • წმინდა საქმე, წერილის კითხვისა არის ნათელი გონებისა, მეგზური და შთამგონებელი ლოცვათა შინა [წმ. ისააკ სირიელი 7 საუკ.]
  • წერილთა სიტყვანი დაიწერა ჩვენთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო, არამედ რათა საქმითაც აღვასრულოთ. [წმ. ისიქი იერუსალიმელი 4 საუკ.]
* * *


რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის

IPB-ს სურათი
  1. ყოველთვის ილოცე სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, შესთხოვე კაცთმოყვარე ღმერთს შეგეწიოს და დაგეხმაროს იმის შემეცნებასა და გაგებაში, რასაც კითხულობ, რათა სიტყვანი რასაც კითხულობთ გაითავისო და იქცეს ჩვეულებად ყოველდღიური ცხოვრებისა.

    ერთერთი ლოცვა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან:
    - გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო,
    ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ,
    განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნე-
    ბათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი
    სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და
    ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე
    ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და
    ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის
    და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

  2. ყოველდღეს დაუთმე სულ-რამოდენიმე წუთი ბიბლიის კითხვას - დილით ან ნაშუადღევს, ან სანამ დასაძინებლად წახვალ ლოგინად, როდესაც მოგიხერხდება. არ თქვა, რომ დრო არ გაქვს!
    შენ შეგიძლია გამოყო დრო. ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დაკავებული ხარ, შეგიძლია დაუთმო 5-10 წუთი ყოველდღე, რათა გაეცნო წერილებს.

  3. დასაწყისისათვის წაიკითხეთ ის საკითხავი წიგნები, რომლებიც შედარებით მარტივია გასაგებად. აი ასე მაგალითად, ახალ აღთქმაში დაიწყეთ მათესა და ლუკას სახარებით, ფოკუსირებენ ქრისტეზე, და შემდეგ იოანეს პირველი ეპისტოლე. ძველ აღთქმაში დაიწყეთ იგავთა წიგნით და შემდეგ ფსალმუნები. პირველმკითხელთათვის არ არის მიზანშეწონილი, პირველი წიგნიდან ანუ "დაბადებიდან" ბოლო წიგნამდე "იოანეს გამოცხადება"-მდე თანმიმდევრული კითხვა. ხდება ხოლმე, რომ ვინც დაიწყებს ასეთი გზით ბიბლიის კითხვას, პირველი წიგნის "დაბადების" მხოლოდ პირველნახევრამდე თუ მივა და შემდეგ მიანებებს თავს, რაც სამწუხაროა.


  4. ნუ წაიკითხავთ ერთ დროს ძალიან ბევრს. კონცენტრირდი რამოდენიმე სტროფზე, ჩაუფიქრდი და შეიმეცნე, ასე გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ისრიალო მთლიან თავზე ზედაპირულად. თუ ბიბლია სრულიად ახალი წიგნია თქვენთვის, მაშინ დაგჭირდება ერთი მთლიანი, სწრაფი წაკითხვა, და საინტერესო ფრაზებზე ფოკუსირება, რომ იგრძნო იგი.

  5. როგორც წაიკითხავ ბიბლიიდან რაიმეს სცადე, რომ ყურადღება გაამახვილო და შეიმეცნო საინტერესო და საჭირო "ნაწყვეტებზე", რომლებსაც გამოვიყენებთ, ჩვენს დღიურ ცხოვრებაში. ბიბლია არ არის მხოლოდ ისტორიული წიგნი - ეს არის წერილი ღვთის სიტყვისა, რომელიც მომართულია თითოეული ჩვენთაგანის მომართ და რომელიც არის მეგზური ჩვენი ცხოვრებისა.

  6. ბიბლია არის წიგნი ეკლესიისა. ეს არის ეკლესია, რომლის მეგზურიცაა სულიწმინდა, ეს არის ეკლესია, რომელიც სულიწმინდით ხელმძღვანელობს, აქედან გამომდინარე დაუშვებელია წერილის თვითნებური ინტერპრეტაცია, არც სხვა ადამიანების მიმართ გვმართებს ნდობა, არამედ ვნახოთ რას ამბობს და როგორ განმარტავს ეკლესია, და შევიმეცნოთ ეკლესიის სწავლება, ვიკითხოთ წმინდანთა ნაშრომები და ტექსტები და მათით ვიხელმძღვანელოთ. ყოველშემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების." [2 პეტრე. 1:20]
ველი თქვენს პოსტებსაც . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 6 2018, 11:22 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინმე ამა სოფლის ბრძენი ბერთან მივიდა და როცა დაინახა, მას ბიბლიის გარდა სხვა არაფერი ებადა, ბერს ბიბლიის საკუთარი კომენტარი აჩუქა. ერთი წლის შემდეგ კვლავ მივიდა ბერთან და ჰკითხა:

- მამაო, ჩემი წიგნი ბიბლიის უკეთ გაგებაში თუ დაგეხმარათ?

- პირიქით, - უპასუხა ბერმა, - ბიბლიაში ჩახედვა მომიწია, რათა შენი წიგნი გამეგოო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ვისწავლოთ ბიბლია   Jul 26 2010, 11:04 PM
აკაკი   ეს პოსტი აქაც უნდა ...   Jul 12 2012, 11:24 PM
marine   "ძალზე სასარგებლ...   Jun 17 2015, 11:10 AM
marine   "ადამიანის ნაკლი...   Jun 19 2015, 10:17 PM
marine   "განა შეიძლება კა...   Aug 3 2015, 09:13 PM
marine   http://s019.radikal.ru/i643/1508/5a/ba3bb34d4a26.j...   Aug 8 2015, 09:54 PM
marine   "ძველებრაულ ენაშ...   Aug 15 2015, 09:22 PM
marine   "[წმ. ნეტარმა] ავგუ...   Oct 1 2015, 05:56 PM
marine   "ლათინურ ენაზე და...   Oct 12 2015, 08:13 PM
marine   "სახარების კითხვ...   Oct 15 2015, 08:05 PM
marine   "სახარებას კითხუ...   Oct 20 2015, 09:09 PM
marine   "ებრაელები, რომელ...   Nov 10 2015, 09:07 PM
marine   "წმინდა წერილს აქ...   Nov 16 2015, 08:22 PM
marine   "შეუმცდარი წიგნი...   Dec 24 2015, 11:37 AM
marine   "როცა წმინდა წერი...   Dec 31 2015, 11:13 AM
marine   "როდესაც უფალი გვ...   Jan 2 2016, 07:50 PM
marine   "მეცნიერთა კვლევ...   Jan 26 2016, 11:03 PM
marine   "ჩვენ სინამდვილე...   Jan 28 2016, 07:25 PM
marine   "ღმერთს ჩვენს ლოც...   Jan 28 2016, 07:46 PM
marine   "ნუ დასჯერდები სა...   Jan 28 2016, 10:55 PM
marine   "ღვთის სიბრძნე იმ...   Jan 29 2016, 12:59 PM
marine   "სახარება გახლავ...   Jan 29 2016, 08:39 PM
marine   "იკითხე სახარება ...   Feb 1 2016, 02:10 PM
marine   "თუ ძველი კანონი, ...   Feb 2 2016, 11:02 PM
marine   "მამაო ჩვენო" მც...   Feb 16 2016, 10:56 PM
marine   "სხვა მასწავლებე...   Feb 17 2016, 11:48 AM
marine   "საღმრთო წერილის ...   Feb 17 2016, 07:54 PM
marine   "უღელი ჩემი ტკბილ...   Feb 29 2016, 10:55 AM
marine   "მთელი ძალისხმევ...   Feb 29 2016, 08:37 PM
marine   "თავად მარიამის უ...   Mar 2 2016, 11:31 AM
marine   "ერთელ, [ღირსი პაი...   Mar 11 2016, 10:50 PM
marine   "ჰკითხა ეპიფანამ:...   Mar 21 2016, 10:54 AM
marine   "ამბობს პავლე მოც...   Apr 4 2016, 06:13 PM
marine   "წაიკითხეთ მისი [...   Apr 14 2016, 02:51 PM
marine   "საოცარია თვითონ ...   May 2 2016, 11:04 AM
marine   „ამ უმნიშვნელოვან...   May 2 2016, 06:02 PM
marine   „მარადმწვანე მცენ...   May 3 2016, 10:20 PM
marine   "უფალი ჩვენთან არ...   May 3 2016, 10:34 PM
marine   "ანგელოზის წინას...   May 18 2016, 10:36 PM
marine   "...თავიდან უფალი წ...   May 23 2016, 10:31 PM
eduardo   მადლობა ყველა, რომ ...   May 24 2016, 10:12 AM
marine   მადლობა ყველა, რომ ...   May 24 2016, 04:46 PM
marine   "წმინდა წერილი ღვ...   Jun 16 2016, 11:19 PM
marine   "მეთევზურთა ბადე...   Jun 20 2016, 11:11 PM
marine   "სახარება თვით ქრ...   Jun 24 2016, 11:33 AM
marine   "ეკლესიის მამათა ...   Jul 4 2016, 10:43 AM
marine   "...ახლა მესმის, რა...   Jul 24 2016, 08:53 PM
marine   "ნოეს კიდობანიც უ...   Jul 29 2016, 11:29 AM
marine   "ჰრქუა მას იესუ: ...   Aug 1 2016, 06:18 PM
marine   "ბიბლია მუდმივად ...   Aug 29 2016, 08:51 PM
marine   "ცნობილი ინგლისე...   Sep 1 2016, 10:34 AM
marine   "კათოლიკოსმა კალ...   Oct 1 2016, 10:08 PM
marine   "ბიბლია არის საოც...   Oct 3 2016, 11:59 AM
marine   "ადამის სამოთხიდ...   Oct 10 2016, 01:16 PM
marine   "ღირს მამათა შორი...   Nov 16 2016, 11:19 AM
marine   "საყოველთაოდ ცნო...   Feb 7 2017, 09:49 PM
marine   "ძველი აღთქმის ის...   Feb 13 2017, 08:31 PM
marine   "როდესაც ამბობენ,...   Mar 1 2017, 10:45 AM
marine   "წმინდა ირინეოსი...   Mar 8 2017, 12:39 PM
marine   "შთამბეჭდავია ნი...   Mar 15 2017, 11:41 AM
EricDinkins   ამ ბოლო დროს, როცა ყ...   Apr 1 2017, 07:28 PM
marine   "ძველ დროში მთავა...   Apr 2 2017, 10:13 PM
marine   "მოწოდების წინ მა...   Apr 18 2017, 04:28 PM
marine   "მოსეს რჯულის მიხ...   Apr 20 2017, 11:53 AM
marine   "აბრაამი და სარრა...   Apr 20 2017, 12:55 PM
marine   "როგორც ეფრემ ასუ...   Apr 26 2017, 07:04 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზ ს...   May 15 2017, 12:02 PM
marine   "შენ წერ საკვირვე...   May 20 2017, 08:14 PM
marine   "ბიბლიის კითხვის...   May 25 2017, 02:21 PM
marine   "იყო ისეთი შემთხვ...   Jun 5 2017, 10:50 AM
marine   "მოსეს კანონმდებ...   Jun 18 2017, 12:28 PM
marine   "როგორც წმინდა კი...   Jun 19 2017, 05:51 PM
marine   "განსაკუთრებული ...   Jul 26 2017, 03:01 PM
marine   "კაცობრიობის გამ...   Aug 21 2017, 10:39 AM
marine   "ძველ აღთქმაში, კ...   Sep 21 2017, 06:42 PM
marine   "ბიბლია - ჯურღმულ...   Sep 25 2017, 09:18 PM
marine   "აღმოსავლეთის ხა...   Oct 3 2017, 11:51 AM
marine   "თუ მოძღვარი გასწ...   Oct 22 2017, 02:11 PM
marine   "რიცხვი რვა საკრა...   Oct 30 2017, 12:16 PM
marine   "ბიბლიიდან სამყა...   Nov 9 2017, 11:14 AM
marine   "კერპთაყვანისცე...   Nov 15 2017, 03:52 PM
marine   "თუ ბიბლიას რამდე...   Nov 19 2017, 02:02 PM
marine   "ღმერთმა აბრაამს ...   Nov 22 2017, 09:50 AM
marine   "ზოგიერთი წმინდა ...   Dec 8 2017, 02:14 PM
marine   "მკვლელობის შემდ...   Dec 9 2017, 07:41 PM
marine   "ბიბლიაში გადმოც...   Dec 9 2017, 08:18 PM
marine   "ბიბლია - ერთადერ...   Dec 10 2017, 02:08 PM
marine   "სწავლის ძალიან მ...   Dec 11 2017, 02:17 PM
marine   "ვინ - ძერა არის, ვ...   Jan 14 2018, 03:34 PM
marine   "ბიბლია - ეს არის რ...   Jan 24 2018, 11:27 AM
marine   "ბიბლია - ეს არის რ...   Jan 24 2018, 11:27 AM
marine   "ბიბლია წავიკითხ...   Jan 28 2018, 02:24 PM
marine   "თან აღთქმას დებს...   Jan 29 2018, 07:14 PM
marine   "ქართული სასულიე...   Feb 11 2018, 08:02 PM
marine   "ზეციურ გამოცხად...   Feb 21 2018, 11:43 AM
marine   "მოგვიანებით აბრ...   Feb 26 2018, 09:52 AM
marine   "ვინმე ამა სოფლის...   May 6 2018, 11:22 AM
marine   "- ნოეს დროს სხვა ღ...   Sep 22 2018, 08:59 PM
marine   "- დაახლოებით რამ...   Sep 25 2018, 08:37 PM
marine   "- ჯვარცმის დროს, მ...   Sep 28 2018, 06:32 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი