IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბიბლია.ადამი და ევა
sabaa
პოსტი Jul 9 2012, 04:51 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,490



ეხლა მინდა შეკთხვა დავსვა ცოტა ისეთი და არ გეგონოთ რო ათეისტი ვარ ან ვინმე პროვოკატორი უბრალოდ მართლა მაინტერესებს 2 დღის წინ ერთ ატეისტთან მქონდა პატარა დისკუსიასავით სიმართლე გითხრათ არ მიყვარს რელიგიაზე საუბარი მაგრამ ისე ხდებოდა რო მეკიტხებოდა და რომ არ მეპასუხა ისე გამოვიდოდა ხალხში რომ თითქოს ის იყო მართლაი და მე ვერაფერს ვამბობდი მოკლედ დამისვა ასეთი შეკითხვები "შენს უფალს შეუძლია ისეთი ლოდის შექმნა რომელსაც ვერ გადააგორებს?" პროვოკტიული შეკითხვაა რომ უთხრა კიო გამოდის რომ ყოვლის შემძლე არაა რადგან ვერ გადააგორებს რომ უთხრა არ შეუძლიაო იგივე გამოდის blink.gif და კიდევ დამისვა ასეთი კითხვა "ადამი და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ როდესაც მათ ეყოლათ შვილები კაენი და აბელი და როდესაც კაენმა აბელი მოკლა და ამის შემდეგ ადამსა და ევას ეყოლათ კიდევ შვილი შეთი ხოდა ისინი როგორ გამრავლდნენო? "ეხლა ამ წამს ვნახე და წერია როდესაცო ღმერთმა კაენი ადამისაგან აღმოსავლეთით გადასახლაო მანო შეირთო ცოლიო და გამრავლდაო,,, და ის ვერ გავიგე თუ ადამი და ევა პირველიი ადამიანი იყო აღმოსავლეთით სხვა აადამიანნი კაენმა როგორ ნახა? დამეხმარეთ რა თუ შეგიძლიათ რომ ამიხსნათ ეს ორი რამ smile.gif წინასწარ მადლობა smile.gif








გაიხარეთ მართლა მაგრად დამეხმარეთ smile.gif) ეხლა ყელაფერს მივხვდი ძალიან დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 9 2012, 07:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჩვენს პირველმშობლებს, ადამსა და ევას, კაენისა (პირველი შვილი) და აბელის (მეორე შვილი) გარდა ეყოლა სხვა შვილები, როგორც მდედრობითი სქესის, ისე მამრობითი სქესისა... დაბადების წიგნში, დასაწყისში, მოთხრობილია მხოლოდ კაენსა და აბელზე. ის ფაქტი, რომ აბელის მკვლელობის შემდეგ კაენს საკუთარი სიცოცხლის ძალიან ეშინოდა (დაბადება 4:14) იმაზე მეტყველებს, რომ ადამს და ევას, რომლებიც იმ დროს ცოცხლები იყვნენ, მეტი შვილი და შესაძლოა შვილიშვილიც ჰყოლოდათ. კაენის ცოლი (დაბადება 4:17) ადამის და ევას ქალიშვილი ან შვილიშვილი იყო.

კითხვაზე - "ვისზე დაქორწინდა კაენი?!" - გვაპუსხობენ წმ. მამები:

ნეტ. თეოდორიტე:

ცხადია, საკუთარ დაზე; და იმ დროს ეს არ ითვლებოდა ცოდვად, რადგან არანაირი სჯული ამას არ კრძალავდა. მეტიც, შეუძლებელი იყო სხვაგვარად კაცთა მოდგმის გამრავლება. ღმერთს კი ენება, რათა ერთი კაცისა და ერთი ქალისგან წარმომდგარიყო კაცთა მოდგმა, რათა, უპირველეს ყოვლისა სცოდნოდათ მათ თავიანთი ბუნების ერთობა, და კიდევ, როგორც წარმომდგარნი ერთი ძირისგან, ეცხოვრათ თანხმობით და ბედნიერად. რადგან, თუკი ამგვარი საღმრთო განგების შემდეგაც კლავენ ადამიანები თავიანთ თანამოძმეებს რომლებთანაც გააჩნიათ ბუნებითი იგივეობა, რას არ გააკეთებდნენ, განსხვავებული რომ ყოფილიყო მათი წარმომავლობა. ამიტომაც შექმნა ღმერთმა მიწისგან ერთი კაცი და მისი გვერდიდან კი ერთი დედაკაცი და მხოლოდ ამის შემდეგ, და მათ მიერ აღავსო დედამიწა. სწორედ ამ მიზნით დაუშვა მან თავიდანვე დისა და ძმის ქორწინებით შეერთება; ხოლო კაცთა მოდგმის გამრავლების შემდეგ, ასეთი ქორწინება აკრძალა. ამიტომაც, ნოესთან და მის შვილებთან ერთად, კიდობანში, მათი ცოლებიც იხსნა, რათა ნოეს შვილთაშვილებს, კაცთა მოდგმის გასამრავლებლად ბიძაშვილებზე ქორწინება შესძლებოდათ" (იქვე. კითხვა 44)."

"წმ. იოანე ოქროპირი:

"და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17). სამოთხიდან განდევნილი და უკვე მოკვდავი ადამიანები, ბუნებრივია, ცდილობდნენ გამრავლებას. მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: როგორ უნდა გამრავლებულიყვნენ კაცნი, თუკი წმიდა წერილი არსად ახსენებს ევას გარდა სხვა დედაკაცს? ნუ გიკვირთ, საყვარელნო, საღმრთო წერილს არ სჩვევია დედაკაცთა ზუსტი აღრიცხვა, არამედ, თავს არიდებს რა ზედმეტობას, მოკლედ მხოლოდ კაცებს ახსენებს და ისიც, ყველას არა. თანაც ძალზედ მოკლედ და კონკრეტულად, მაგალითად, რომ მავანმა გააჩნია ძენი და ასულნი და მოკვდა. ამ შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ევამ, კაენისა და აბელის შემდეგ გოგოც გააცნია, რომელზეც დაქორწინდა სწორედ კაენი. რადგან ეს დასაბამში იყო, ხოლო კაცთა მოდგმა უნდა გამრავლებულიყო, ღმერთმა დაუშვა ძმისა და დის ქორწინება. ამიტომაც, წერილი, რომელიც გვთავაზობს თვითონ აღვავსოთ ის, რაც ართქმულა, მხოლოდ ამბობს: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17).

იხილე, როგორ ბრძენდებიან კაცნი დროთა განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც მოკვდავნი გახდნენ, გაუჩნდათ სურვილი შთამომავლობაში შენარჩუნებულიყო მათდამი მარადიული ხსოვნა, რაც მათ მიერ შერქმეულ სახელწოდებებში მოიაზრებოდა. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ეს სახელები უფრო ჩადენილი ცოდვებისა და დაკარგული დიდების ხსოვნაა, რომელიც ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდათ, არაფერი აკლდათ სამოთხეში და უფლობდნენ ყველას. "ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ" (დაბ. 4:18). ხედავ, როგორი სიმოკლით წარმოადგინა მოსემ კაენის შთამომავლობა, და ახსენა მხოლოდ კაცნი, დედაკაცთაგან კი არავინ ახსენა. კაენზეც ასე თქვა: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი", თუმცა არ გვიჩვენა საიდან მოიყვანა მან იგი, ზუსტად ასევე ამბობს აქაც: "და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა" და ამბობს: "და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა"(დაბ. 4:20). (Беседы на книгу Бытия, беседа 20) "

სეითი (შეთი) ეყოლათ აბელის წილ... წმ. წერილი სწორედ სეითის (შეთის) მოდგმას აქცევს ყურადღებას, მის ცივილიზაციას, რადგან მის წიაღში დაცულია ღვთის სამართალნი, ღვთის საწრმუნოება, შიში და სასოება... ამ ჭიაღში ჩამოყაიბდა ღვთის მართალი მოდგმა... ამიტომაა მიპრობილი დაბადების წიგნის დასაწყის თავებში მთელი ყურადღება.... ამ მოდგმამ შეინარჩუნა ღვთის საწრმუნოება.... სწორედ სეითის შთამომავალია, შემდგომში, ნოე, აბრაამი, დავითი და უკანასკნელ თვით მაცხოვარი...

_____________________________________________________________________________

რაც შეეხება "ლოდის" საკითხს. ეს კითხვა ძირშივე შეუსაბამობას შეიცავს, რადგან ამბობენ: "რომელსაც ვერ გადააგორებს?" - ღვთის წინაშე კი არანაირი შეუძლებელობა არ არსებობს (არ შეიძლება ასეთი რამის დაშვება ღმერთთან მიმართებით), ამიტომაა უსაფუძვლო და უჯერო ასეთი კითხვის დასმა. პიროვნება, რომელიც სრულიად აფარსიგან (ხაზგასმით ითქმის - სრულიად არაფრისაგან) ჰქმნის რაიმეს, წარმოუდგენელი შესაძლებლობობის მქონეა, ამიტომ "გადაგორების" რომლ "შეეძლებელობაზეა" ლაპარაკი... ასეთ კითხვას სვამს პიროვნება, რომელიც არ ეძებს ღმერთს... მოდი კიდევ კარგად განვიხილოთ.

ეს კითხვა აცხადებს ღმერთის წარმოდგენას, როგორც, აბნეულის, უთავბოლოს და დაულაგებელს - თავის თავთან მიმართებაში (შეგვინდოს ასეთი რამის დაწერა), რა თქმა უნდა, ღმერთი ზესრულყოფილი არსებაა და ამიტომ, როგორც ხედავ, ძირშივე შეუსაბამობას შეიცავს ეს კითხვა.

ყოვლისშემძლეობა ღვთის ბუნებითი თვისებაა (ანუ, რაც ღმერთს ყოველთვის აქვს, არასდროს არ შეუძენია, არამედ ყოველთვის აქვს, დაუსაბამოდ), რომლითაც ღმერთს ყველაფრის კეთება შეიძლია, ყოველივეს ქმნა. მიაქცია ყურადღება იმას, რომ სიტყვა "კეთება" მომდინარეობს სიტყვისაგან - "სიკეთე". ამიტომ, როგორც იოანე მახარებელი ამბობს, ღმერთთან "არა არს ბნელი არცა ერთი".. ბნელი, როგორც ბოროტება და უკეთურება, უკეთური უწესრიგობა.

ღვთისათვის შესაძლებელია ყოველივე ლოგიკურად შეუძლებელიც, თუნდაც 2 + 2 = 5. ღმერთთან არ უნდა მოვიყვანოთ ისეთი სტანდარტები, რომელიც ადამიანებს შეეფერება, ასეთ სტანდარტებს შეიცავს ეს კითხვა ღმერთთან მიმართებაში. ღმერთი არ იცვლება, ანუ იგი ყოვლისშემძლეა და დაუშვებელია, რომ იგი არ იყოს ყოვლისშემძლე, ამ კითხვაში კი ასეთი დაშვებაა, ეს იმიტომ, რომ ამ კითხვის დამსმელს ასე წამოუდგენია ღმერთი.

ჰკითხე: "შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ წარმოისახოს უძრავი საგანი, რომლის მოძრავად წარმოსახვა არ შეუძლია? - თუ არა, მაშ წარმოსახვა (თუ გინდ წარმოდგენა და ფანტაზია დაარქვი) არ ჰქონია ადამიანს.

ჰკითხე - "თუკი ეს მოგცემს იმის საფუძველს, რომ სარწმუნოებაში მოხვიდე, მაშინ გიპასუხებ-თქო!".. დააკვირდი მის განწყობილებას... არ მგონია, რომ პიროვნება, რომელიცა სეთ კითხვას სვამს, საწრწმუნოებას ეძიებდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jul 9 2012, 09:30 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ესეთი შეკითხვა დიდი აფსურდია. ხალხმა აღარ იცის რა მოიგონოს, რა კითხვა დასვას, რომ ეკლესიამ პასუხი ვერ გასცეს. ეს ისეთივე სისულელეა, ვინმემ რომ იკითხოს ღმერთს შეუძლია თავი მოიკლასო?მე მაგაზეც გავცემდი პასუხს, თუ ძალიან ჩამაცივდებოდა ვინმე. ჩემ ღმერთს ადამიანური ბუნებაც აქვს და, იმ ადამიანური ბუნებით ვერ აწევდა იმას, რასაც თავისი ღვთაებრიობით შეძლებდა მოემოქმედა.ისიც შეძლო ღმერთმა, რომ მომკვდარიყო.მოკლედ ესეთ შეკითხვებს ვფიქრობ სერიოზულად არავინ სვავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 9 2012, 11:01 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
მოკლედ ესეთ შეკითხვებს ვფიქრობ სერიოზულად არავინ სვავს.


მართალია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 22 2012, 05:57 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოძღვრის თემაში იუზერებმა ნაკლებად ვპოსტოთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mariam.Q
პოსტი Aug 28 2012, 03:26 PM
პოსტი #6


..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 56
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 12,574



ციტატა
"შენს უფალს შეუძლია ისეთი ლოდის შექმნა რომელსაც ვერ გადააგორებს?"

აი, იცი როგორ კითხვას ჰგავს? "შენ დებილი ხარ, თუ ხო?"-ს smile.gif
რა უაზრობებს აღარ მოიგონებენ ხოლმე რა.. ათეისტების აღსასრული ერთიაა.. smile.gif


--------------------
ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 28 2012, 03:31 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Mariam.Q
მოძღვრის თემაში მაინცდამაინც ნუ აქტიურობ ხოლმე... rolleyes.gif

,,მხოლოდ მოძღვარი'' პასუხობსო ხო აწერია.

ამის გარდა ნებისმიერ განყოფილებაში პოსტე ,,n'' რაოდენობით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი