თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ სოციალური ურთიერთობები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 09:43 PM

"ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისათვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია მათი გავლენის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვემდებარებულ ადამიანთა მასაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 10:03 PM

"რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2022, 06:46 PM

"როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბლისაკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლამდგომში გადადის - მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომელსაც წოდების განსხვავება შობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:16 PM

"დიადი, მაგრამ საზოგადოებისათვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ გამუდმებით შიშველი და უნაყოფო დარჩება - სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყლას მოკლებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 10:32 PM

"ჩვენ ნალებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა"

/წმინდა იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 12:39 PM

"დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლამდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლამდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავის მონებად არ უნდა გრძნობდნენ, არ უნდა გააკეთონ მათთვის სასიამოვნოდ - ღვთისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ისინი პლანეტებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, როგორც მორჩილნი თავიანთი მეუფისა და ამასთან, იოტისოდენადაც არ არღვევენ დროის კანონებსა და სივრცის საზღვრებს, რომელიც მათ სამყაროს შემოქმედმა დაუდგინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 07:43 PM

"ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 08:00 PM

"როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 10:16 PM

"რაც უფრო ფართოა მოღვაწეობის სფერო, მით მეტია პასუხისმგებლობა; რასაც ერთს არ მოჰკითხავენ საყოველთაო სამსჯავროზე, სხვა იმისათვის განისჯება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 06:19 PM

"უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე - ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 07:12 PM

"ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც, ნაკლოვანებებს - უფრო სწრაფად, ვიდრე მის საპირისპიროს - სათნოებას"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 08:16 PM

"როგორც საკმეველი ავსებს ჰაერს კეთილსურნელებით და გარშემომყოფებს ატკბობს, ასევე ღვთივსათნო ბატონი ანდა ქალბატონი ემსახურება გარშემომყოფთა აღზრდასა და ცხონებას"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:30 PM

"ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისათვის, თითქოსდა, თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ"

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:48 PM

"ისეთი იყავი მოსამსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 08:04 PM

"ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენადაც ხელქვეითთა შორის არიან კეთილნიც და ბოროტნიც, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სიკეთეცა და სიმკაცრეც, რათა თავისი სიკეთით კეთილზნეობრივ ადამიანებში სიკეთის სიყვარული განამტკიცოს, ხოლო შიშით ავები დანაშაულის ჩადენას გადაარჩინოს!"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 10:35 PM

"ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:10 PM

"ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგანაც მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 08:47 PM

"ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი - მოპასუხისათვის დაიტოვე!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:26 PM

"საჭიროა გქონდეს თანაგრძნობა ადამიანთა მიმართ და სამართლიანობა - ნაკლისადმი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2022, 08:42 PM

"ერთი მოვალეობის აღსრულება მეორის უგულებელყოფის უფლებას არ იძლევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 07:51 PM

"დამნაშავეთა შეწყნარება კარგია, მაგრამ უფრო მეტად საჭიროა ის, რომ უდანაშაულონი არ დავამძიმოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 10:57 PM

"ეცადე, საკუთარ თავს ფლობდე, შენი უფროსის ნებას კი დაემორჩილო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:05 PM

"ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:34 PM

"თუ დროებითი ხელისუფალი, რომელიც გიბრძანებს, თავისთავად არ იმსახურებს შენს მორჩილებას, ამას იმსახურებს უმაღლესი ხელისუფალი, რომლის სახესაც დროებითი წრამოგიდგენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 08:02 PM

"დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 08:44 PM

"ის, ვინც არ უსმენს თავისი უფროსის რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს, ანდა, ცუდად ასრულებს ბრძანებას, არ შეიძლება იყოს კარგი უფროსი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 01:04 PM

"უგუნური და გამოუსწორებელი ხელქვეითი გონიერი და გამოსწორებული უფროსი ვერ იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:23 PM

"არავინ იქნება უსაფრთხოდ უფროსობისას, თუ მორჩილებას არ ისწავლის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 12:07 PM

"საზოგადოებას ჭირდება მართალი ადამიანები, რომლებიც, რა საქმიანობასაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი, ყველაფერს კარგად გააკეთებენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)