IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 10:19 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(gvanchi @ Feb 20 2012, 11:16 PM) *

ხართაქ ვინმე?

სულ სასწაულ ხალხთან მაქვს ურთიერთობა ... ძლივს ამოვწურე ჩემი კითხვები რასელისტურ საკითხებზე და ეხლა სხვა კითXევბი მაქვს და დავსვავ რა piqri.gif
მიმტკიცებენ რომ
1_ადამი ორსქესიანი იყო
2_ადამის პირველი ცოლი ლილიტა იყო
3_არსებობს შავი ბიბილია
4_ანგელოზებს ქონდათ სქესი და ღმერთმა წართვა (რის გამო მაგას ვერ დავწერ ძაან მრეხელური მგონია და)

ამას ბიბლიის საფუძველზე ვერ დაგიმტკიცებენ და რამდენიც უნდათ იმდენი ამტკიცონ წარმათული ლიტერატურიდან.
ისინი დაგმობილია ეკლესიის მიერ და ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ რა წერია.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 20 2012, 10:20 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



gvanchi

ჩამოშორდი მაგ ხალხს, საერთოდ რაღას ესაუბრები? ვერ ხედავ ამ სიმრუდეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Feb 20 2012, 10:26 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852




ბიბლიასში წერია ეს ყველაფერიო და თან ისეთი ადამიანი მეუბნება რომელიც მართლმადიდებელია?

აკაკი
ყველა უცნაური მიმდევარი მე მხვდებაა, იმდენს ჩამოვშორდი უკვე რო ამერია ტვინი


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 10:27 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
ბიბლიასში წერია ეს ყველაფერიო და თან ისეთი ადამიანი მეუბნება რომელიც მართლმადიდებელია?

biggrin.gif biggrin.gif მოსთხოვე თავი და მუხლი biggrin.gif

ვაიმე, გაგაგიჟებენ რა biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Feb 20 2012, 10:31 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Feb 20 2012, 10:27 PM) *

gvanchi



ვაიმე, გაგაგიჟებენ რა biggrin.gif

შენ გეცინება და მე უკვე რა ვიფიქრო და როგორ აღარ ვიცი mellow.gif


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 10:35 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
შენ გეცინება და მე უკვე რა ვიფიქრო და როგორ აღარ ვიცი

სრული სისულელეებია, საიდან მოიტანა, სად წერია, ან როგორი მართლმადიდებელია; მოძღვარი თუ ყავს, აღსარებას ამბობს?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Feb 20 2012, 10:40 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



მიმტკიცებს რომ ბიბლის შესაქმის(დაბადების ) მე-6 თავი წერია ანგელოზებს სქესი ქონდათო და მართალია?

ერთხელ ერთი ჩემი მრევლი მიმტკიცებდა ბერეებს ლოცვა წავაკითXინე დაყველა ცოდვა მოგეტევაო biggrin.gif კიდე ეკლესიაში მტრედი უნდაგაუშვაო biggrin.gif ყველა ესეთი ადამინი მხვდება და გამოსავალი რა არის?რელიგიაე ხმა არ ამოვიგო?


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 10:45 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
მიმტკიცებს რომ ბიბლის შესაქმის(დაბადების ) მე-6 თავი წერია ანგელოზებს სქესი ქონდათო და მართალია?

მოკლედ ეს მუხლი რა ყველას ინტერპრეტაციის საბაბი ხდება.

უამრავჯერ შევხვდი ამ აზრს.

რაც შეეხება მაგ საკამათო მუხლის განმარტებას:

(დაბადება 6)

"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით, როგოც ადამიანები, რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც (იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა).
ის განმარტება, რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები, განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში, ქრისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი, რომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც.
თუმცა მართალია,რომ "ღვთის შვილებში" წმინდა წერილი უფრო მეტად პოეტური მნიშვნელობით ანგელოზებს იხსენიებს,მიუხედავად ამისა მოცემული კონტექსტი და მისი დადებითი ისტორიული ხასიათი,ასევე ფილოსოფიურ-დოგმატური მოთხოვნები არ იძლევიან ამ აზრის გაზიარების საშუალებას.
ყველაზე სწორი და ბიბლიურად გამ,ართული განმარტება მაშინ გამოვა, თუ "ღვთის შვილებში"ვიგულისხმებთ ღვთისმოსავ სიფიტებს. ეს დასტურდება მოცემული კონტექსტის ყველა ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური და ისტორიულ-დოგმატური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.ა მ აზრს მხარს უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წმინდა მამა:იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, ნეტ.თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ.ავგუსტინე და სხვა.

ეს მოსაზრება სავსებით მართლდება, რადგან "ღვთის შვილებად"წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი).
იგივე კონტექსტზეა საუბარი წინამდებარე კონტექსტშიც, სადაც სეითის შთამომავლობის ჩამონათალის თვეში მოცემულია ღმერთის სახელი, ამიტომაც ყველა სიფიტი წარმოდგენილია, როგორც ღვთის შვილი.
უფრო ხაზგასმულად იგივეზეა საუბარი 4 თავის დასკვნით მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ენოქის დღეებში სიფიტებმა დაიწყეს ღმერთის საზეიმო რიტუალით მოხმობა, სადაც თავიანთ თავს ღვთის შვილები უწოდეს.

ასე, რომ აქ სემიტებზეა საუბარი და არა ანგელოზებზე. ყველაფერი არგუმენტირებულად ავხსენი მგონიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Feb 20 2012, 10:50 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



GIORGI LELUASHVILI
გაიხარე გიო მადლობა დიდი, ეხლა გასაგებიაა. და საიდან იცი ამდენი?მეც მინდა ვიცოდე (შურიანი სმილე) biggrin.gif


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iashka
პოსტი Feb 20 2012, 10:54 PM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-February 12
წევრი № 12,075



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Feb 20 2012, 10:45 PM) *

gvanchi

მოკლედ ეს მუხლი რა ყველას ინტერპრეტაციის საბაბი ხდება.

უამრავჯერ შევხვდი ამ აზრს.

რაც შეეხება მაგ საკამათო მუხლის განმარტებას:

(დაბადება 6)

"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით, როგოც ადამიანები, რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც (იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა).
ის განმარტება, რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები, განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში, ქრისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი, რომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც.
თუმცა მართალია,რომ "ღვთის შვილებში" წმინდა წერილი უფრო მეტად პოეტური მნიშვნელობით ანგელოზებს იხსენიებს,მიუხედავად ამისა მოცემული კონტექსტი და მისი დადებითი ისტორიული ხასიათი,ასევე ფილოსოფიურ-დოგმატური მოთხოვნები არ იძლევიან ამ აზრის გაზიარების საშუალებას.
ყველაზე სწორი და ბიბლიურად გამ,ართული განმარტება მაშინ გამოვა, თუ "ღვთის შვილებში"ვიგულისხმებთ ღვთისმოსავ სიფიტებს. ეს დასტურდება მოცემული კონტექსტის ყველა ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური და ისტორიულ-დოგმატური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.ა მ აზრს მხარს უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წმინდა მამა:იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, ნეტ.თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ.ავგუსტინე და სხვა.

ეს მოსაზრება სავსებით მართლდება, რადგან "ღვთის შვილებად"წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი).
იგივე კონტექსტზეა საუბარი წინამდებარე კონტექსტშიც, სადაც სეითის შთამომავლობის ჩამონათალის თვეში მოცემულია ღმერთის სახელი, ამიტომაც ყველა სიფიტი წარმოდგენილია, როგორც ღვთის შვილი.
უფრო ხაზგასმულად იგივეზეა საუბარი 4 თავის დასკვნით მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ენოქის დღეებში სიფიტებმა დაიწყეს ღმერთის საზეიმო რიტუალით მოხმობა, სადაც თავიანთ თავს ღვთის შვილები უწოდეს.

ასე, რომ აქ სემიტებზეა საუბარი და არა ანგელოზებზე. ყველაფერი არგუმენტირებულად ავხსენი მგონიsmile.gif

ეგ მე ვიყავი ვინც დაუწერა gvanchis
არა მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია,ყველა წმინდა მამა ამბობს რომ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და ამიტომაც შესწირა თავისი განსხეულებული შვილი ადამიანების გადარჩენას, წარმომავლობის მიუხედავად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 11:07 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
გაიხარე გიო მადლობა დიდი, ეხლა გასაგებიაა. და საიდან იცი ამდენი?მეც მინდა ვიცოდე (შურიანი სმილე)

რამდენი ვიცი biggrin.gif

"ვისაც გონია, რომ რაიმე იცის, მან არაფერი არ იცის"-ამბობს პავლე მოციქული.

საერთოდ, ჩემ ცხოვრებაში რელიგიას ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის სხვა ყველაფერზე საინტერესოა და შესაბამისად, რაც ძალიან გაინტერესებს, ცდილობ მეტი გაიგო და წაიკითხო.

წყაროები კი დღესდღეობით მრავლადააsmile.gif



iashka
ციტატა
არა მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია,ყველა წმინდა მამა ამბობს რომ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და ამიტომაც შესწირა თავისი განსხეულებული შვილი ადამიანების გადარჩენას, წარმომავლობის მიუხედავად

სწორად აღნიშნე, ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ყველას არ უყვარს უფალი.

ამიტომ ღმერთი არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში და მას საშუალებას აძლევს მისი სურვილისამებრ მოიქცეს - აირჩიოს ან მარადიული სიცოცხლე უფალთან ერთად, ან საუკუნო ტანჯვა ჯოჯოხეთში.

რაც შეეხება მიკერძოებას, ღმერთი ყოვლად მიუკერძოებელია. ასე გვმოძღვრავს პავლე მოციქული და ბიბლიაც ამაზე მეტყველებს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iashka
პოსტი Feb 20 2012, 11:13 PM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-February 12
წევრი № 12,075



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Feb 20 2012, 11:07 PM) *

gvanchi

რამდენი ვიცი biggrin.gif

"ვისაც გონია, რომ რაიმე იცის, მან არაფერი არ იცის"-ამბობს პავლე მოციქული.

საერთოდ, ჩემ ცხოვრებაში რელიგიას ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის სხვა ყველაფერზე საინტერესოა და შესაბამისად, რაც ძალიან გაინტერესებს, ცდილობ მეტი გაიგო და წაიკითხო.

წყაროები კი დღესდღეობით მრავლადააsmile.gif
iashka

სწორად აღნიშნე, ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ყველას არ უყვარს უფალი.

ამიტომ ღმერთი არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში და მას საშუალებას აძლევს მისი სურვილისამებრ მოიქცეს - აირჩიოს ან მარადიული სიცოცხლე უფალთან ერთად, ან საუკუნო ტანჯვა ჯოჯოხეთში.

რაც შეეხება მიკერძოებას, ღმერთი ყოვლად მიუკერძოებელია. ამას გვმოძღვრავს პავლე მოციქული.


აბა მე რა ვთქვი biggrin.gif
ვინ იყვნე სიფიტებს? ვის გულისმხობ?
მაშინ რატომ დაწყევლა იესომ ებრაელები? ათეისტები იყვნენ ებრაელები?
პ.ს დიდი ბოდიში ახლა ნამდვილად არ მცალია დეტალურად თუგინდა ამ დღებში ვისაუბროთ ხვალ-ზეგ არ წარმოადგენს პრობლემას a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 20 2012, 11:15 PM
პოსტი #53


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



iashka

ციტატა
მაშინ რატომ დაწყევლა იესომ ებრაელები?


ეუფ unsure.gif unsure.gif

არადა ჯვრიდან სულ სხვა სიტყვები გახმიანდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 11:20 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



iashka
ციტატა
ვინ იყვნე სიფიტებს? ვის გულისმხობ?

სემის შთამომავლები.
ნოეს უფროსი ვაჟი იყო სემი, რომელმაც მამისგან დიდებული კურთხევა მიიღო.
ციტატა
მაშინ რატომ დაწყევლა იესომ ებრაელები?

ქრისტემ დაწყევლა? სად დაწყევლა?
"მიუტევე მამო, რადგან არ იციან რას იქმან"- წყევლაა?

ებრაელებმა თავად დაიწყევლეს თავი, აი ამის უნკალური მაგალითი სახარებაში, როცა გაჰყვიროდნენ:"ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ . . . სისხლი მაგისა ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა".

ახლა გამოიტანე დასკვნა ქრისტემ დაწყევლა ებრაელები, თუ მათ თავად დაიწყევლეს საკუთარი თავები?
ციტატა
ათეისტები იყვნენ ებრაელები?

ათეისტები არც წარმართები არიან, მაგრრამ ეს მათ ჭეშმარიტ ღმერთთაყვანისმცემლობაზე მეტყველებს?
თვალები ქონდათ დაბრმავებული და ღმერთი ანგარებისთვის ჭიორდებოდათ. მათ მესია ამქვეყნიურ მხსნელად მიაჩნდათ, რომელიც მათ ყველა პრობლემას ხელად მოუგვარებდათ და არხეინად იცხოვრებდნენ.

სულიერება, უფალთან ურთიერთობა სულითა და ჭეშმარიტებით, დავიწყებული ქონდათ.

რამდენგზის ამხილა ისინი იესომ, რამდენგზის სცადა მათი გამოფხიზლება, მაგრამ სანაცვლოდ ისინი, როგორც ძაღლები - ისე მისცვივდნენ მესიას და დაჯიჯგნეს, ჯვარზე მიალურსმეს!

და კიდე იესომ დაწყევლა არა?

ესეც შენი რჩეული ერი! ის მოკლეს, ვისაც ამდენ ხანს ელოდნენ, ვისაც თაყვანს სცემდნენ, ვის სჯულსაც კბილებით იცავდნენ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iashka
პოსტი Feb 20 2012, 11:45 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-February 12
წევრი № 12,075



ესეც შენი რჩეული ერი!

ისრაელი ჩემი პირმშოა-ამბობს უფალი(ძველი აღთქმა) ღმერთი რასაცს პირდება ადამიანებს უკან არ მიაქვს, დავითი წინაწარ მეტყველი(ფსალმუნები) ვერ ხედავდა ღმერთს? იყო ქრისტიანი ნიშნავს იყო ახალი ისრაელი-ანუ ებრაელი.
კარგად წაიკითხე პავლე მოციქულის ეპისტოლები, როცა ებრაელებს აგინებს ამით ღმერთს იგდებ მასხრად და არ იცი რას ნიშნავს ჭეშმარიტი ქრისტიანი, ჭეშმარიტი ქრისტიანი ეს იგივე ებრაელია,ქრისტეს რჯულზე მონათვალა ეს ჯერ კიდევ არნიშნავს რომ ხარ ქრისტიანი.

რაც შეეხება წყევლას
სახარება მათესი 23,13-33 სახარება კარგად უნდა უნდა ქონდეს წაკითხული a075.gif
ისე როგორც სავალდებულოა იცოდე ძველი აღთქმა

რაც შეეხება სემს
მარტო სემის შთაამომავლები არიან რჩეულები და დანარჩენი 2 ვაჟი დაყევლია? მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია?

რაც შეხება ჯვარცმას,
ჯვარს რომაელებმა აცვეს და ეს სიტყვები მათაც ეკუთვნოდა, და ეს სიტყვები არ უთქვამს მაშინ
როდესაც ბრბო ყვიროდა "ჯვარს აცვი ჯვარს აცვი" სახარებაში შემთხვევით არაფერი წერია, სულიწმიდითაა დაწერილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 21 2012, 12:42 AM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



iashka
ციტატა
ისრაელი ჩემი პირმშოა-ამბობს უფალი(ძველი აღთქმა) ღმერთი რასაცს პირდება ადამიანებს უკან არ მიაქვს, დავითი წინაწარ მეტყველი(ფსალმუნები) ვერ ხედავდა ღმერთს? იყო ქრისტიანი ნიშნავს იყო ახალი ისრაელი-ანუ ებრაელი.

მოდი თავიდან დავიწყოთ.

უფალმა ნოეს შთამომავლობიდან ჯერ აირჩია ერთი შტო, რომელიც იქნებოდა კეთილმსახური ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი და დაიცავდა მისდამი და მაცხოვრის სამომავლო მოსვლისადმი რწმენას.

ეს იყო აბრაამის, ისააკისა და იაკობის შტო; შემდგომში მთელი ებრაელი ხალხი გახდა რჩეული. მათზე ზრუნვით გამოიყვანა ისინი მონობიდან ღმერთმა, დაიფარა უდაბნოში, დაასახლა რძისა და თაფლის მდინარეებიან მიწაზე, დაუდგინა წინადაცვეთის მცნება და სინას სჯულის-კანონი, მისცა მსაჯულნი და წინასწარმეტყველნი.

უფალი აფრთხილებდა, სჯიდა და ისევ იწყალებდა. მანვე დააბრუნა ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან და ბოლოს, მისგან განამზადა რჩეული, რომელიც სამომავლოდ ძე ღვთისას დედა გახდა.

იუდეველი ხალხის რჩეულობას ადასტურებს უფალი იესო ქრისტეც, მაგრამ აქ უნდა ითქვას ყველაზე მთავარი.

მიუხედავად რჩეულობისა, სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა ვერ შეიცნო ქრისტე ღმერთად და მხსნელად. მათი მესიისადმი მოლოდინი, როგორც უკვე აღვნიშნე, დეფორმირებული იყო.

კერძოდ, ისინი პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ, რომელიც არა მარტო რომაელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა ებრაელებს, არამედ პირიქით, ყველა სხვა ხალხზე გააბატონებდა მათ.

ისრაელთა მაშინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურ არსებას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს ადამიანთან, შეიძლება ჰყავდეს ძე, და ისიც დამცირებული და ჯვარცმული, ამიტომაც იქცა ქრისტე, როგორც პავლე მოციქული წერს "იუდეველთათვის საცდურად" (სანამ სხვას მოუწოდებდე პავლეს წერილების საფუძვლიანად შესწავლას, იქამდე შენ თავში ჩაიხედე) და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულები ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი.

ამის შემდგომ მათ დაკარგეს ღვთის რჩეულობა, ხოლო იუდეური რელიგია ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შემდგომ უქმ იქმნა.

ციტატა
კარგად წაიკითხე პავლე მოციქულის ეპისტოლები, როცა ებრაელებს აგინებს ამით ღმერთს იგდებ მასხრად

საერთოდ რეებს წერ თუ ხარ აზრზე?

სწორედ ებრაელებმა აიგდეს მასხრად მაცვხოვარი.
წაკითხული გაქვს სახარებები? იქ ებრაელთა მიერ ქრიტეს მიმართ ცინიზმის მეტს ვერაფერს დაინახავ.

სწორედა ებრაელები არიან ქრისტეს მასხრად ამგდებნი! განა სწამთ მისი? დღესაც აგინებენ და შეურაცხყოფენ მას. მესიას დღესაც მოელიან.

მათ არ მიიღეს ერთადერთი მხსნელი, არამედ საშინელი სისასტიკით მოკლეს და მათ პატივისცემას მთხოვ? რატომ უნდა ვცე უფლის მაგინებელს პატივი, შეგიძლია ამიხსნა?

ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანი ეს იგივე ებრაელია

რის საფუძველზე?
ციტატა
,ქრისტეს რჯულზე მონათვალა ეს ჯერ კიდევ არნიშნავს რომ ხარ ქრისტიანი.

კი ბატონო.
ციტატა
რაც შეეხება წყევლასსახარება მათესი 23,13-33 სახარება კარგად უნდა უნდა ქონდეს წაკითხული ისე როგორც სავალდებულოა იცოდე ძველი აღთქმა

"ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი."

თუ შენ მეტყვი და დამიმტკიცებ, რომ ებრაელი რაბინები ისე არ იქცეოდნენ, როგორც უფალი ამხელს, მაშინ ხელები ამიწევია!

ეს წყევლა კი არა, მხილებაა მათსავე გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად, მაგრამ როგორც მოეგნენ გონს, ფაქტია.
ციტატა
რაც შეეხება სემსმარტო სემის შთაამომავლები არიან რჩეულები და დანარჩენი 2 ვაჟი დაყევლია? მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია?

სემსა და იაფეტს ნოე აკურთხებს, ხოლო ქამს მისი უღირსი სქციელის გამო წყევლის.
დიახ, ქამი დაწყევლილია. მან ეს დაიმსახურა და ღმერთი არაფერ შუაშია.

მგონი ელემენტარულია, ხო? რაღაცას რომ დააშავებ, თავად უნდა აგო პასუხი და არა მეფეს დააბრალო.
ციტატა
რაც შეხება ჯვარცმას, ჯვარს რომაელებმა აცვეს და ეს სიტყვები მათაც ეკუთვნოდა, და ეს სიტყვები არ უთქვამს მაშინროდესაც ბრბო ყვიროდა "ჯვარს აცვი ჯვარს აცვი" სახარებაში შემთხვევით არაფერი წერია, სულიწმიდითაა დაწერილი

ვისი ბრძანებით აცვეს ჯვარს?
რომელი უნდა დაისაჯოს, ქილერი, თუ მკვლელობის შემკვეთი?

ეგღა აკლდათ ებრაელ რაბინებს ჩაქუჩი აეღოთ ხელში, ლურსმნები ეჭედებინათ და ოფლი მოედინათ!



"ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი"(მათე 27, 1)

" 20. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. 21. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. 22. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. 23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. 24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. 25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. 26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. (მათე 27)

რომაელებმა განიზრახეს იესოს მოკვლა არა?

და ამ ხალხის პატივისცემას მთხოვ, ჯვარს რომ მიალურსმეს უფალი? ეს ხომ შავით თეთრზე წერია სახარებაში, რომელიც თავადაც აღნიშნე, რომ სულიწმინდის მიერაა დაწერილი.



საერთოდ გწამს იესო ქრისტესი, როგორც უფლისა და ღმერთის?

რაღაც ეჭვი მეპარება... piqri.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 21 2012, 01:21 AM
პოსტი #57


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოიცათ ეხლა....

იაშკა!
ჯერ ერთი კითხვა მაქვს ძმა!
ამ საკითხზე სერიოზულად აპირებ ჩვენთან საუბარს თუ სხვა მიზეზი გაქვს?
თუ სხვა მიზეზი გაქვს ჯობს ახლავე შევწყვიტოთ.რადგან ეგეთი მეზობელ თემაში გვყავს უკვე და დაგვაგლიჯა ნერვები...

როდის მოიცლი თქვი და ვისაუბროთ მერე...
ასე გარბენ-გამორბენით არ გამოვა არაფერი...

ციტატა
სემსა და იაფეტს ნოე აკურთხებს, ხოლო ქამს მისი უღირსი სქციელის გამო წყევლის.
დიახ, ქამი დაწყევლილია. მან ეს დაიმსახურა და ღმერთი არაფერ შუაშია.

მგონი ელემენტარულია, ხო? რაღაცას რომ დააშავებ, თავად უნდა აგო პასუხი და არა მეფეს დააბრალო.

ამ საკიტხზე ვერ მოვითმინე... biggrin.gif biggrin.gif
როცა რამეში გვდებ(თ) ბრალს ჯერ უნდა გაიგო რა და როგორაა ჩვენს რწმენაში.
ამ საკითხზე კი უნდა გადახედო იოანე ოქროპირს.საიდანაც ვიგებთ,რომ ქამი კი არ დაწყევლა ნოემ,არამედ ნოეს ღმერთმა დაანახა ქამის შთაომავლობის მომავალი და ამაზე უთხრა.
ვიცი ეხლა დაიწყებ ასე წერიაო და ისეო,მარა თუ იოანე ოქროპირის ეს ნაშრომი არ იცი აზრი არ აქვს...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
ნოემ კი არ დაწყევლა სემის შთამომავლობა,არამედ უწინასწარმეტყველა მათ მომავალი ცხოვრება.!!!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iashka
პოსტი Feb 21 2012, 11:42 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-February 12
წევრი № 12,075



1. ჯერ ერთი ცილისწამება სულის მომაკვდინებელი ცოდვაა ჩემს რწმენას ნუ ეხები!
2.თუ ქრისტიანი ხარ ქრისტემ თქვა "მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყავენ მარცხენა მიუშვირეო"
შენ კი ისიც ვერ აიტანე შენზე კარგად რომ ვიცი ბიბლია და უბრალოდ არ შემდგარი ძველი ბიჭივით უზრდელობ. ესაა შენი ქრისიტიანობა? ამიტომ გითხარი დასანახვებლად ქრისტიანი ხარ და ელემნეტარულიც კი არ იცი. საქმე საქმეზე რომ მიდგა გამოჩნდა რა ქრისტიანიც ხარ. ისე ბიბლია(განმარტება:ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა) იაღოველებმაც ზეპირად იციან და რა ხეირი? ქრისტიანები არიან?

ციტატა
ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანი ეს იგივე ებრაელია

რის საფუძველზე?

შენ ისიც კი არ გცოდნია რომ ქრისტიანი ახალი იზრაელია
(იქნებ წაგეკითხა პავლე მოციქულის წერილი რომაელთან მიმართ)
რომ.11,18 "ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი არამედ შენ უკავიხარ ფესვს"
რომ.3,1 "აბა რა არის იუდეველის უპირატესობა....."
3.2 "დიდი უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები"
2.10 "ხოლო დიდება პატივი და მშვიდება ყოველს სიმკეთის ჩამდენს,იუდეველს ჯერ და ბერძენსაც"
განგაიმარტო? თუ არ გესმის რასაც ვწერ, შეგიძლია კითხო მოძღვარს აი ეს რას ნიშნავს თქო?

რომაელთა 3,11
"არავინ არ არის გონიერი არავინ ეძებს ღმერთს"


რაც შეეხება ქრისტიანობას

ციტატა
ციტატა
კარგად წაიკითხე პავლე მოციქულის ეპისტოლები, როცა ებრაელებს აგინებს ამით ღმერთს იგდებ მასხრად

საერთოდ რეებს წერ თუ ხარ აზრზე?

სწორედ ებრაელებმა აიგდეს მასხრად მაცვხოვარი.
წაკითხული გაქვს სახარებები? იქ ებრაელთა მიერ ქრიტეს მიმართ ცინიზმის მეტს ვერაფერს დაინახავ.

სწორედა ებრაელები არიან ქრისტეს მასხრად ამგდებნი! განა სწამთ მისი? დღესაც აგინებენ და შეურაცხყოფენ მას. მესიას დღესაც მოელიან.

მათ არ მიიღეს ერთადერთი მხსნელი, არამედ საშინელი სისასტიკით მოკლეს და მათ პატივისცემას მთხოვ? რატომ უნდა ვცე უფლის მაგინებელს პატივი, შეგიძლია ამიხსნა?


ისე თუ იცი რა ვიდღესასწაულეთ 15 თებერვალს ქრისტიანებმა?
მარიამიც ებრაელი იყო, ქრისტეც, ქრისტეს 12-ტივე მოწაფე, პავლე მოციქული არამარტო ებრაელი, ფარისეველიც იყო და პირველ მოწამე სტეფანეც ებრაელია, აღარაფერს ვამბობ აბრაამზე, ისააკზე და იაკობზე(იზრააელზე) რომელთა ღვთის ძეც არის იესო

და იესო ვინ გასცა ისევ? თავისმა მოწაფემ ის არ იყო ქრისტიანი?
ყველა ქრისტიანი რომელიც ვერ ერკვევა ქრისტიანობაში და არც უნდა გაიგოს სინამდვილეში რა არის ქრისტიანობა იმან უკვე შეურაცყოფა მიაყენა ქრისტეს

რომ. 11,11 "მაშ ვამბობ იმდენა უნდა წაბორძიკდნენ რომ დაეცნენ? არამც და არამც, მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსა წარმათებს"
რომ. 11,25 "მანამდე ახლავს სიბრმავე ისრაელის ნაწილს, ვიდრე მთელი წარმათობა არ მივა ღმერთთან"

პავლე მოციქული არამარტო ეთნიკურად იუდეველი არამედ ფარისეველიც იყო და გამალიელის მოწაფე
(გამალიელი. საქმე 5,34-39) და დღეს რომ ქრისტიანები ვართ პავლე მოციქულის დამსახურებაა და თუნდაც ამიტომაც უნდა სცე პატივი (თუ მარიამ ღვთისმშობელი და იესო მაცხვარი გეცოტავა , აი თუნდაც ამიტომ უნდა სცე პატივი!-უმადურობა კარგი თვისება არაა)

ციტატა
თუ შენ მეტყვი და დამიმტკიცებ, რომ ებრაელი რაბინები ისე არ იქცეოდნენ, როგორც უფალი ამხელს, მაშინ ხელები ამიწევია!

ეს წყევლა კი არა, მხილებაა მათსავე გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად, მაგრამ როგორც მოეგნენ გონს, ფაქტია.

და არამარტო ებრაელი რაბინები (მოძღვრები) ჩვენი ზოგიერთი მღდლებიც ეგრე იქცევიან , ჯერ მარტო გარეგნობაზე შეხედე ღიპზე ასკდებათ ანაფორა და მეუბნებიან "ნაყროვანება და გემოთმოყვარება" ცუდიაო.
არა არის ეს ფარისევლობა? არქიმანდრიტი კერატიშვილი რატომ განიკვეთეს ეკლესიდან,( სხვათაშორის პატრირქათ უნდოდათ დავითის შემდეგ)
ციტატა

სემსა და იაფეტს ნოე აკურთხებს, ხოლო ქამს მისი უღირსი სქციელის გამო წყევლის.
დიახ, ქამი დაწყევლილია. მან ეს დაიმსახურა და ღმერთი არაფერ შუაშია.

მგონი ელემენტარულია, ხო? რაღაცას რომ დააშავებ, თავად უნდა აგო პასუხი და არა მეფეს დააბრალო

მაგ ლოგიკით ღმერთის წინაშე არავინა მართალი huh.gif

ციტატა
ვისი ბრძანებით აცვეს ჯვარს?
რომელი უნდა დაისაჯოს, ქილერი, თუ მკვლელობის შემკვეთი?

ეგღა აკლდათ ებრაელ რაბინებს ჩაქუჩი აეღოთ ხელში, ლურსმნები ეჭედებინათ და ოფლი მოედინათ!


რატომ?,რომალები ებრაელების მონები იყვნენ?
შენ საერთოდ ქრისტიანობის ისტორია იცი? huh.gif სახარება მართლა გაქვს წაკითხული? ohmy.gif
მარკ 16-20 წაიკითხე

ციტატა
რომაელებმა განიზრახეს იესოს მოკვლა არა?

და სად მიწერია რომ რომაელებმა განიზრახეს? ლუკა23,34 "იესო კი ამბობდა:"მამაო მიუტევე ამათ ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ" გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით" და ვინ გაიყო იესოს ტასაცმელები ებრაელებმა? huh.gif


ციტატა(A.V.M @ Feb 21 2012, 01:21 AM) *

მოიცათ ეხლა....

იაშკა!
ჯერ ერთი კითხვა მაქვს ძმა!
ამ საკითხზე სერიოზულად აპირებ ჩვენთან საუბარს თუ სხვა მიზეზი გაქვს?
თუ სხვა მიზეზი გაქვს ჯობს ახლავე შევწყვიტოთ.რადგან ეგეთი მეზობელ თემაში გვყავს უკვე და დაგვაგლიჯა ნერვები...

როდის მოიცლი თქვი და ვისაუბროთ მერე...
ასე გარბენ-გამორბენით არ გამოვა არაფერი...
ამ საკიტხზე ვერ მოვითმინე... biggrin.gif biggrin.gif
როცა რამეში გვდებ(თ) ბრალს ჯერ უნდა გაიგო რა და როგორაა ჩვენს რწმენაში.
ამ საკითხზე კი უნდა გადახედო იოანე ოქროპირს.საიდანაც ვიგებთ,რომ ქამი კი არ დაწყევლა ნოემ,არამედ ნოეს ღმერთმა დაანახა ქამის შთაომავლობის მომავალი და ამაზე უთხრა.
ვიცი ეხლა დაიწყებ ასე წერიაო და ისეო,მარა თუ იოანე ოქროპირის ეს ნაშრომი არ იცი აზრი არ აქვს...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
ნოემ კი არ დაწყევლა სემის შთამომავლობა,არამედ უწინასწარმეტყველა მათ მომავალი ცხოვრება.!!!


რას გულისხმობ "სხვა მიზეზში"? ბიბლიაზე ყოველთვის სერიოზულად ვსაუბრობ და თქვენ? huh.gif
რაც შეეხება მოცალას "არც გავრბივარ და გამოვრბივარ"
მე ჩემი საქმეები მაქვს თავზე საყრელად, თავისუფალ დროს ბიბლიას და წმინდა მამებს ვკითხულობ და არ მცალია
მღვდელი არა ვარ რომ ვიღაცეები დავმოძღრო, მე ჩემი დონის მცოდნესთან მირჩევნია საუაბრი მეტი არაფერი huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2012, 11:54 PM
პოსტი #59


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



iashka

ციტატა
სახარება მათესი 23,13-33 სახარება კარგად უნდა უნდა ქონდეს წაკითხული


ohmy.gif ohmy.gif

შენ ამბობ, რომ ამ ეპიზოდში ქრისტე ებრაელებს წყევლის?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 22 2012, 01:10 AM
პოსტი #60


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ და კონკრეტულად.
ფორუმის წესების მეორე თავის მეოთხე მუხლის თანახმად:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.
ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას.
იკრძალება ამგვარი პოსტების დადება:
ციტატა

შენ საერთოდ არ გცოდნია რა არის ქრისტიანობა 2 იანი შენს მოძღვარს

და ეს სიტყვიერი გაფრთხილებაა.შემდგომში სხვაგვარად მოხდება.
იმედია თხოვნას გაითვალისწინებ და საუბარს გავაგრძელებთ ისე,როგოც დავიწყეთ.
მოდერს კი ვთხოვ წაშალოს ზედმეტი პოსტები

იკანოს და გიო!
გაჩერდით ეხლა.
რეაგირება მომხდარია და აღარაა საჭირო გართულებები.თუ ამან არ გაჭრა მერე სხვაგვარად ვიმოქმედებთ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი