IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
Atm@n
პოსტი Feb 7 2013, 09:46 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი მკურნალების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები)

(ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი)

"ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს."

ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს.
სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის.

უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

"კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში.

არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში.
აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა.

ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა.

მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც.

თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი.

არიან რა ძალიან გულისხმიერი ადამიანები, კაჰუნები აღიარებენ სიცოცხლისადმი გულწრფელ და ღრმა პატივისცემას. თვითონ ისინი ძალიან გააზრებულად ცხოვრობენ და წვდებიან ყველაფერს, რაც მათ გარშემო ცოცხლობს. ჭეშმარიტება მარტივია, თვლიან ისინი, და არანაირი აზრი არ აქვს მის ინტელექტუალურად გართულებას.

"კაჰეა!", - ამბობენ ისინი. რაც ნიშნავს: შეიცან თავი და იმოქმედე როგორც "გამოუთქმელის" მსახურმა! გამოუთქმელში ისინი გულისხმობენ ძალას, რომელმაც შექმნა და ახლაც ქმნის როგორც ჩვენს სამყაროს, ასევე მთელ კოსმოსს.

სიმშვიდე და დუმილი – კაჰუნების სიბრძნის არსია. შინაგანი დუმილის პრაქტიკა ეხმარება კაჰუნებს სამყაროს მოსმენაში. რადგანაც როგორც თავად ამბობენ, ღვთაებრივი შინაგანი ანუ სულიერი სმენის მეშვეობით აღიქმება.

ისინი თვლიან, რომ ჟღერადი სიტყვების ზედმეტად გამოყენება ფანტავს ენერგიეს, ამიტომ თავისთვის ინახავენ როგორც სიტყვებს, ასევე თავიანთ ძალას. "ნუ დაიკარგები წვრილმანებში. ეს შეინახავს და გააძლიერებს შენს ენერგიეს". ასეთია მათი ცხოვრებისეული დევიზი.

კაჰუნები მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს გარესამყაროსთან და ადამიანებთან და შესანიშნავი მკურნალები არიან. ისინი გამოდიან ძალიან მარტივი და უჩვეულოდ მოქმედი ცხოვრებისეული პრინციპიდან, რომელიც საშუალებას იძლევა მენტალური მეთოდები და ნატურალური სამკურნალო საშუალებები წმინდად სულიერი ორიენტაციით ადამიანის საკეთილდღეოდ და მისი სრული გაჯანსაღებისათვის. ამ პრინციპს ისინი უწოდებენ "ალოჰა-სპირიტს", - "ალოჰას სულს". "ალო" ნიშნავს სამყაროს ცენტრს, "ჰა" – ღმერთის ანუ როგორც კაჰუნები უწოდებენ გამოუთქმელის სუნთქვას. ამასთან ალოჰა – გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცნება, ესაა – გრძნობა, ნატიფი სულიერი რეაქციები, ჩვენში ღვთაებრივის თანმყოფობის მუდმივი შეგრძნება.

კაჰუნების ტრადიციის თანახმად ადამიანი შედგება 3 "მე"-სგან: "მე"-ს უმაღლესი საფეხური – ღვთაებრივი ნაპერწკალი ანუ ღვთაებრივი სული; ადამიანური სული – საშუალო "მე" (ის ვინც გამოიხატება გონების, ხასიათისა და ყოველდღური ცნობიერების მეშვეობით) და "მე"-ს დაბალი საფეხური, რომლითაც ჩვენი ინსტინქტები ვლინდება.

უმაღლესი "მე" საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ცხოვრების ჩანაფიქრს. ამიტომ მასთან კავშირში უნდა შევიდეთ და გაცნობიერებულად ვეკონტაქტოთ. "შენი ნება ჩემი ნებაა", - ეს ქრისტიანული პრინციპიბოლომდე ჯდება კაჰუნების სამყაროს აღქმაში. ყოველ სულს გააჩნია თავისი ცხოვრებისეული ჩანაფიქრი, ყოველი სული მოწოდებულია, რომ შეიცნოს რაღაც საკუთარი. ამით აიხსნება ყოველი ადამიანის აურის თვისება – შექმნას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა, რადგანაც სხვადასხვა ფერებს სხვადასხვა მიზანმიმართულება გააჩნიათ. ფერები გვეხმარებიან განვსაზღვროთ, როგორი ცხოვრებისეული ამოცანები აარჩია ადამიანისთვის უმაღლესმა "მე"-მ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში.

თავისი არსით კაჰუნები წარმოადგენენ ღვთისმსახურებს და მკურნალებს. არიან რა რბილი ხასიათის და ამავე დროს დიდი სულიერი ძალის მფლობელნი ერთდროულად, მათ უყვართ თქმა: "ა ოლე ოე ე იკე ი ნა პო ოპო ო ჰაი". ეს მიახლოებით ნიშნავს: "ნუ განიკითხავ სხვებს. შენ არ იცნობ მათ შინაგან სულიერებას. ღვთაების სული ყოველ ჩვენგანშია".

კაჰუნების სწავლების ამოსავალი წერტილია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანის ყოფიერებაში "მე"-ს სამივე დონე ჰარმონიულად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და ეს ხდება ენერგიის დაკარგვის ან გარემოდან მისი არასწორი მიღების გარეშე. ანუ იმ პირობებში, რომელიც გამორიცხავს ენერგიის ნაკლებობასაც და სიჭარბესაც. ამ ბუნებრივ და ჰარმონიული მოქმედების მქონე სასიცოცხლო ენერგიეს ისინი მანას უწოდებენ. ეს სიტყვა თავისი მნიშვნელობით ახლოსაა ისეთ ცნებებთან როგორიცაა "პრანა", "ოდი", "ბიოენერგია", "სიცოცხლის ღვთაებრივი ენერგია" ან "ცი" (იგივე "ჩი"). ამიტომ ენერგიასთან მუშაობა ცენტრალურ ადგილს იჭერს კაჰუნების პრაქტიკაში. ამასთან ერთად "მანა" აღნიშნავს "წყალს", და ეს სიტყვა ხშირადაა გამოყენებული ამ წიგნში, სიმბოლურ ენაზე კი აღნიშნავს კოსმიურ ენერგიას, ან სიცოცხლის ენერგიას.

არიან რა არა მხოლოდ სხეულის, არამედ პირველ რიგში სულის მკურნალნი, მასთან მისულ ადამიანს კაჰუნა ეუბნება: "ჩემი საზრუნავი შენი პრობლემები არაა, ჩემი საზრუნავი – შენ თვითონ ხარ. იქ, სადაც შენი შინაგანი სიმართლეა, ადგილი არ აქვს არც ტანჯვას და არც საჭიროებას. ისინი ნაპირზე რჩებიან. მე შენი თავისკენ წაგიყვან, თუ ამის საშუალებას მომცემ. როგორც კი გაიგებ ვინ ხარ, მაშინვე გაქრება ყველა დარდი და პრობლემა. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა გავიწყდება ან ხელიდან უშვებ ყველაზე მთავარს – საკუთარი თავის შეცნობას!"

კაჰუნების ცოდნის გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავშივე იპოვნონ კავშირი ცნობიერების უფრო მაღალ სფეროებთან. ამ სიბრძნეს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ ექიმი მალე "უსარგებლო" გახდება, რადგანაც პაციენტი თვითონვე შევა კავშირში საკუთარ უმაღლეს პოტენციალთან და შეძლებს იპოვოს გზა თვითგანკურნებისკენ.

თავად კაჰუნა ყოველთვის ენერგეტიკული წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება. მისი, როგორც მკურნალის და ღვთისმსახურის ამოცანაა, რომ სხვებმაც მოიპოვონ ეს წონასწორობა. უმაღლესი საწყისი და უზენაესი ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაწვდომი, თუკი ჩვენს ხელთ ენერგიის საკმარისი რაოდენობაა, რადგანაც მხოლოდ ასე შეგვიძლია სულის მწვერვალებამდე ასვლა.

"განაგე შენი ენერგია გაცნობიერებულად და არასოდეს დახარჯო უაზროდ არც სულელურ ფიქრებში, არც სულელურ ქმედებებში, რომლებიც დახმარების მაგივრად ზიანს მოგიტანენ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, აკეთე სიყვარულით, - ამბობენ ისინი – და ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუ საკუთარ თავს არ იპოვი, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ".

უკანასკნელი სიტყვები დელფოსის ორაკულის სიტყვებს გვაგონებს: "შეიცან თავი!"


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 7 2013, 11:35 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atm@n

მომიტევე მაგრამ თემა იხურება. კვლავ დავაზუსტებ, აპოლოგეტიკა გულისხმობს (ამ განყოფილების შინაარსი) იმას, თუკი ვინმეს რაიმე ეჩვენება ამრთლმადიდებლობაში, ანდა ზოგადად ქრისტიანობაში გაურკვეველი, იმაზე საუბარს და არა აბსოლუტურად ყველაფერ განსხვავებულზე.

ვთხოვ ყველას ეს გაითვალისწინოს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი