IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წერილი მეგობარს, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ვაჟასთან
Georg
პოსტი Nov 2 2006, 07:51 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ჩემო უმცროსო(ასაკით) მეგობარო! ბევრი ვიფიქრე("დღეცა ვფიქრობდი ღამეცა") მეპასუხა თუ არა შენს ერთ ფრაზაზე, რომელიც ფაქტობრივად მსოფლმხედველობრივია - "...მას პატრიოტიზმი და კომოპოლიტიზმი განუყოფელი ცნებები ეგონა", ვაჟას ეხება, შენი, ეს ძალიან თამამი გამონათქვამი! თავს, შენ მოყვარედ რომ არ ვთვლიდე, ალბათ გავჩერდებოდი, მაგრამ შვილად აღგიქვამ და პასუხსაც ამიტომ გწერ ღიად, რომ შენც და სხვა მოყვარეებსაც აზრი გაგანდოთ აღნიშნულზე!
ვიწყებ ვაჟას ერთი ლექსის შეხსენებით:

ვაჟა-ფშაველა

დაგვიანებული პასუხი აკაკის

„ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო.”

აკაკი

დიდხან ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა,
შენთვის, მხცოვანო პოეტო,
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა:
სიტყვა, მოსული სათქმელად,
ენიდან მომწყდა, გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა
მარგალიტების მფლობელსა.
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა
დაუწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი
ენასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს
ან თუ ააგებს ყორედა,
მაინც ის არი, რაც არი,
ჭორები მოაშორეთა!
იქნებ მე, ჩემმა ენამა,
სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,
დავამხეთ, დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზი
ფშავლობა არის სწორედა.
მოძღვნილი არი მთის მიერ
ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შემდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა.
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა…
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინაბსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.

1913
http://literatura.iatp.ge

"ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია." იცი ვაჟა რატომ ურთავს ამ დეფინიციაში "და არა ჩვენებური"? იმიტომ რომ, ჩვენთან გონიერი კოსმოპოლიტები იყვნენ: მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, ილია მართალი, ექვთიმე ღვთის კაცი(თაყაიშვილი), თავად ვაჟა ფშაველა. . . ყველას ვერ ჩამოვთვლი! ხოლო არაგონიერი კოსმოპოლიტები იყვნენ და არიან, ჩემნაირი მცირედმორწმუნენი(რიცხობრივა
, რომ შეუდარებლად აღემატებიან პირველთ), რომელნიც ქართველთ - თურქულ-სომხური შეთქმულებით გრიგორიანელებად და კათოლიკეებად მონათლულთ, სომხებს უწოდებდნენ და დღესაც იგივეს აგრძელებენ, რაც პატრიოტიზმის სულიერი გავლენის ნაცვლად ამ ღვთიური მადლის საპირისპირო შედეგებს გვაძლევს.

ქართველი პატრიოტი და კოსმოპოლიტი იყო ერთდროულად, მიხეილ ალექსანდრეს ძე პოლიევქტოვი(1872-1942), ისტორიკოსი, პროფესორი, იკვლევდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ისტორიის პრობლემებს(ნიკო ნიკოლაძის სიძე და პირველი ქართველი პროფესორი ქალის, რუსუდან ნიკოლაძის მეუღლე). დიდი ივანე ჯავახიშვილის მიმართვიდან მიხეილ პოლიევქტოვისადმი: "თქვენი სახელი, როგორც იტყვიან, ოქროს ასოებით ჩაიბეჭდება ჩვენს ისტორიოგრაფიაში და თქვენი შრომები ქართველოლოგებისათვის - კავკასიასა და აღმოსავლეთთან რუსეთის ურთიერთობის მკვლევართათვის - ნიადაგსახმარი წიგნი იქნება".

ვაჟას გენია გვაფრთხილებს(შევისმენთ კი?) - "მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე."

ხომ ნახა სამყარომ რა სიმახინჯეს შობს კოსმოპოლიტიზმი, პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის გარეშე - ეს სიმახინჯენი ხომ ჩვენი თანამედროვენი(ისტორიული ასპექტით) არიან, ჩამოვთვლი რამოდენიმეს: სტალინი, ორჯონიკიძე, ჟორდანია, მახარაძე, ბერია. . . ალბათ ყველას შეუძლია გააგრძელოს ეს ნუსხა(ჩვენდა სავალალოდ); ამის(კოსმოპოლიტიზმი, პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის გარეშე) უნდა გვეშინოდეს და ვებრძოდეთ მოძღვართა კურთხევით!

ვაჟაზე უკეთ, მე ცოდვილი, რას დავწერ, ისევ მას მოვუსმინოთ: "ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა."

ნუ ვიქნებით "მახინჯი გრძნობის პატრონი" და ნუ უარვყოფთ საკუთარ სამშობლოს მიზეზით - "ვითომ კოსმოპოლიტი ვარო"! არჩევანი ხომ ჩვენზეა და როგორც ჩვენი პატრიარქი გვასწავლის, ვიყოთ ცოდნით აღჭურვილნი "ღვთის მეგობარი"!

უფალს ებარებოდეს საქართველო და მისი მომავალი, თქვენი სახით!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
AnDaIn
პოსტი Nov 2 2006, 10:24 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









ვაჯა ჩემი საყვარელი მწერალი და პოეტია და აკაკისთან სერიოზული დავა მოუვიდა კილოსთან დაკავშირებით და ვაჟამ საპასუხოდ გამართული ქართულით დაუწერა წერილი და გაუგზავნა მაგარი კაცი იყო ვაჟაი
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Nov 10 2006, 05:45 PM
პოსტი #3


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



smile.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი May 1 2008, 10:55 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ამ თემასთან დაკავშირებით ყველას გირჩევთ მიხეილ ჯავახიშვილის "წერილები სალექციო თემაზე" წაიკითხოთ აქაც ზუსტად პატრიოტიზმისა პრობლემატიკაა მაგრამ გაცილებით მეტი სიმწვავით და სხვა კუთხით წარმოჩენილი! umnik3.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი