IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> უილიამ შექსპირი, სონეტები
S a l l y
პოსტი Dec 22 2007, 12:07 AM
პოსტი #21


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ჩემთვის სამაგიდო წიგნია თაბუკაშვილისეული შექსპირის სონეტების თარგმანი...ცოტა სასაცილო კია შუა ღამე ხანდახან გამოთქმით და ნამეტანის მონდომებით შEქსპირის სონეტების კითხვა,მაგრამ ამით საოცრად ვთავისუფლდები დაგროვილი ემოციებისაგან rolleyes.gif ერთდროულად ვიცლები და ვივსები კიდეც ემოციებით...



სონეტი 72
რომ არ მოგიხდეს ქვეყანაზე თავის მართლება:
რატომ გიყვარდი,ტრფობის ღირსი ჩემში რა იყო,
შენ ნუ მიგლოვებ,დამიტირონ კუბოს სანთლებმა,
შენი ჩემდამი სიყვარული მიწამ წაიღოს.
ჩემს ქებას მხოლოდ ტყუილით თუ გაიადვილებ,
მხოლოდ სიცრუე თუ შEიძლებს ჩემს დაფასებას,
თორემ სიმართლე ძუნწად ეტყვის ხალხს სინამდვილეს.
და თუ იფიქრებ,რომ ტყუილით სიყვარულს იცავ,
სიმართლეს აღარ გათქმევინბს შEნი ნაღველი,
სხეულთან ერთად ჩემი ხსოვნაც მიეცი მიწას,
რომ ასე ურცხვად არ შEბღალოს შEნი სახელი.

არარა ვიყავ და გამკიცხავს ყველა თაობა,
შენც გაგკიცხავენ,რომ გიყვარდა არარაობა.


ყველაზე მეტად მაინც ჩემი ხელმოწერა მიყვარს wub.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Dec 29 2007, 02:35 AM
პოსტი #22


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



სონეტი 113

რაც შენ წახვედი, მე გონრბით ვჭვრეტ ამ ქვეყანას,
თვალებს კი ბინდი გადაჰკრიათ ოხერ-ტიალებს,
შენი დაკარგვით უბედობა შემომეყარა
ცხოვრების გზაზე უსინათლოდ მოხეტიალეს.
ფრინველებისკენ ჩემი გული აღარ ისწრაფვის,
მას აღარ სწვდება ყვავილებით სავსე ბუნება,
გონების თვალი დანავარდოს ელვის სისწრაფით,
მაგრამ არ ძალუძს დანახულის შენარჩუნება.
ყვავი თუ მტრედი,დღე თუ ღამე,ზღვა თუ ნაძვები,
უსინათლობას ერთ არსებად შეუკონია.
და ყველაფერში მეჩვენება შენი ღაწვები
და რასაც ვხედავ მხოლოდ შენი სახე მგონია.
სავსე ვარ შენით და ეს არის დიდი ქონება,
ასე მატყუებს გულმართალი ჩემი გონება.



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 15 2008, 03:09 AM
პოსტი #23


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ვგიჟდები შექსპირზე


სონეტი LVI


განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას -
დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი,
დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს,
ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.

კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ,
კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე,
საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ,
სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.

თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს,
რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსება
კვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევს
და ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!

რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება,
ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 11 2008, 09:14 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ეს არის ჩემი საყვარელი სონეტები::::::

მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.

და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით
ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.

და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.

მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.



35

ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,
მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,
ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო – ხავსებს,
კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.

ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,
ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია.
ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი
და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!

შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,
მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომით
და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ
სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.

შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელი
და მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.



36

გამოგიტყდები – თუმცა გვეთქმის მე და შენ წყვილი,
თუმცა ორივეს სიყვარული ერთად გვეწვია,
ჩვენს ტრფობას ჩემი საძრახისი დააჩნდა წვლილი,
ჩემი აუგი მას უშენოდ შემოეწია.

ჩვენს ორ გრძნობაში ერთი ტრფობის სხივი ციაგებს,
თუმცა ცალ-ცალკე მრუმე ცოდვის გვიწევს მხილება,
რაც ჩვენს სიყვარულს საზიანოს ვერას მიაგებს,
მაგრამ დროდადრო მისგან მაინც მზე ეჩრდილება.

მიტომაც არ მსურს, აგედევნოს სირცხვილი კვალში
და ჩვენი ტრფობა გადეშალოს ყველას მარაოდ,
მიტომაც ვითხზავ შენს ნახვაზე სიძულვილს თვალში,
შენ კი ღიმილსაც ვერ იმეტებ სააშკარაოდ.

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.





87

უნდა გამშორდე! აღარ შემრჩა ფიქრი საშენო,
ამ თვალთმაქცობას ბორკილები უნდა ავყარო,
აწ სიყვარული შენს ბადალთან გიჯობს აშენო,
რადგან ვერ იტევს შენს მშვენებას ჩემი სამყარო.

რადგან ბედისგან ნაბოძები არ ხარ ღვთაება,
რადგან არ მინდა, სამოწყალოდ ვფლობდე საუნჯეს,
და რაც რამ ჩვენში სატრფიალო ქსელი გაება
აღარ მსურს ხსოვნად შემორჩეს და დროს გადაურჩეს.

მიტომაც გიჯობს შენს ღირსებას თავად ხედავდე,
არ მოევლინო შეცოდებებს ჩემსას მკიცხავად
და სანამ სათქმელს უკადრისად შემოგბედავდე,
გიჯობს გამშორდე ცოდვა-ბრალის განუკითხავად.

მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,
გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია.



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 12 2008, 12:38 AM
პოსტი #25


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



116

მოყვარულ გულებს შეუღლება არ ეკრძალება,
და მაინც გრძნობას არ დაარქვათ ტრფობს სახელი,
თუკი იოლად აყვა ყველა ფერისცვალებას,
თუკი დასჩემდა მერყეობა არ გასამხელი.

რადგან ტრფიალი აღმათულა შუქურის მსგავსად,
გრიგალიც ვერ სპობს,თუმც წალეკვას ბევრჯერ დაპირდა,
აღრიალებულ სთიქიონში მოხვედრილ ნავსაც
ტრფობის ვარსკვლავი მიაცილებს მყუდრო ნაპირთან.

ტაკიმასხარად ვერ გაიხდის სიყვარულს ჟამი,
ის მხოლოდ ღაწვებ ჩამოღვენთავს დამჭკნარ ვარდებად,
ყველაფერს ცელავს ჟამთარბოლის ყოველი წამი
სიყვარული კი არასოდეს დასამარდება.

მაგრამ თუ ვცდები,თუ მატყუებს ჩემი ოცნება,
ვერც მიჯნურებად გავჩენილვართ,ვერცა მგოსნებად.


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Feb 13 2008, 06:52 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით
ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,
როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,
რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.

როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში
ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს
და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით,
სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...

როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს,
ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს,
მე მაშინ ვფიქრობ - მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს,
ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!

ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება
და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!

სონეტი LXIV
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Feb 18 2008, 11:45 PM
პოსტი #27


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



ძალია,ძალიან მიყვარს შექსპირი... მის სონეტებში იმგვარად არის ყველანაირი გრძნობა გადმოცემული ,თითქოს სიტყვის აუღწერელს აღწერსო .smile.gif


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Feb 22 2008, 05:08 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 3 2008, 11:19 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



62

ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.




142

მე თუ სიყვარულს ცოდვად მითვლი, შენც შეიქმ ცოდვას,
რადგან სიძულვილს ანაცვალებ ყველა ღირსებას,
არავინ იცის, საძრახისი ვის მეტი მოგვდგამს
და ვისი გრძნობა იმსახურებს გასაძლისებას.

დღეს სიყვარულის ბორკილების აყრა გწადია
და შენი ბაგე საყვედურსაც მიტომ მაგებებს,
თურმე რამდენი შებღალული წელიწადია
სხვების სარეცელს მე ქურდულად ვტაცებ სარგებელს.

და თუ მე კვლავაც მიმზერ, როგორც არარაობას,
და თუ გაგირბის მონატრებით სხვისკენ თვალები,
ჯერ თავად ჩაწვდი შებრალების არსს და რაობას
და მერე სხვასაც დიდსულოვნად შეებრალები.

თუ ძველ მოყვარეს დაამადლე სიტყვა კეთილი,
მომავლისაკენ თვით გექნება გზა მოკვეთილი.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 3 2008, 11:44 PM
პოსტი #30


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



102

მე ძლიერ მიყვარს,მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,

რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,

მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე,

თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.


ვარდობისთვეში სიყვარული გვქონდა ახალი.

ახლა გრძნობები ლექსებში ვეღარ სათუთდებიან,

ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,

შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.

შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ.

თუმცა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,

ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები

და ბულბულს არ სურს,რომ სიმღერა გააიაფოს.

მეც ბულბულივით დავმუნჯება ვრაცხე წყალობად,

რომ არასოდეს მოგაწყონოს ჩემმა გალობამ.



user.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 08:01 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



49

ის დროც დადგება, – თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება

89

მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,
რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.

შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,
ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,
რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,
ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.

ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,
ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.



90

თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე,
როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,
შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე
და ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს.

სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას – რას გეუბნება,
ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,
ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად...
ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.

და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით,
ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება,
დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით,
რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება.


სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 18 2008, 11:40 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



12

როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს,
როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე,
როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს,
ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,

როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები,
რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები,
როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეები
და გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,

მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება,
მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია,
შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენება
და წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.

და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი,
დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.



16


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 19 2008, 12:04 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ღმერთს ხომ შეეძლო შექსპირისთვის მიეცა მათუსალას ცხოვრების წლები?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
khatia_
პოსტი Mar 26 2008, 01:30 AM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 22-March 08
წევრი № 4,287



1

მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ კლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ,რაღა გრჩება ,ნეტავ მარაგად,
შენ,საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს,თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წ უ თ ი სო ფ ე ლ ი შ ე ი ბ რ ა ლ ე, შ ე ნ ს მ ზ ე ს რ ო მ ფ ი ც ავ ს,
მ ა გ ს ი ლ ა მ ა ზე ს დ ა უ თ მ ო ბ ს ა მ ა რ ი ს მ ი წ ა ს.


...წუთისოფელი შეიბრალე,შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი