IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ელიოზი "ცხარე მეოცნებე"
ninca
პოსტი Dec 18 2006, 12:32 AM
პოსტი #1


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო? unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 18 2006, 02:57 AM
პოსტი #2


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ხეზე რატომ გაიყინა და ცის გახსნა რას ნიშნავს? rolleyes.gif
ოქროს თევზს რომ ეძებდა? ნატვრის თვალი რაღაა?

პ.ს. ისე სად იყო ეგ შეკრება? დახელოვნების ინსტიტუტში თუ წკკ-ში?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2006, 12:09 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ოცნება ერთ-ერთი ცოდვაა და ბევრს უკვირს რატომ.

ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავის ყოფას ეგუება, უფლისგან ბოძებული ჯვრის სიმძიმის გამო არ ეძიებს სხვა გამოსავალს ოქროს თევზსა და ნატვრის თვალში, როცა ის არ ოცნებობს და მადლობას უხდის უფალს ყოველივესთვის, მხოლოდ ასეთი ადამიანის ცხოვრებაა მსუბუქი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Dec 20 2006, 12:55 AM
პოსტი #4


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ხომ ვერ მეტყვით, რომელ ცმ. მამას უცერია კონკრეტულად მეოცნებეობის დაგმობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 20 2006, 12:59 AM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









ninca
მე ვფიქრობ რომ ელიოზი არის არასათანადოდ განათლებული მეოცნებე და დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანი, ეს ყველაფერი მისი მოგონილი იყო ან მისი მშობლების ან სულაც წინაპრების, რადგან ბოლოს ხომ მისი შვილიც აბამს ხეზე ნაჭერს, ნატვრის ხეს smile.gif უძლიერესია გიორგი ლეონიძე სასწაული ნაწარმოები აქ
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Dec 20 2006, 10:45 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



სულხან საბას აქვს კარგი იგავე ოცნებაზე, მეზარება ეხლა წერა, გეცოდინებათ სიბრძნე სიცრუისაში არის. თუ დაუკვირდები ნახავ რატომ არის დაგმობილი ოცნება


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 20 2006, 10:46 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მე ვფიქრობ, ელიოზისეული ძიების საგნები, პირდაპირ კავშირშია სრულყოფასთან. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Dec 21 2006, 12:37 AM
პოსტი #8


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მნათე, ელიოზის ძიების საგნები სრულყოფილებასთან არავითარ კავშირში არ არის. ის მიწაზე ეძებს შვებას და თავის ახლობლებს:ცოლ-შვილს ტანჯავს უაზრო მეოცნებეობით. ერთი სიტყვით, მართლაც, სულიერი ლაჩარია. წმ.სერაფიმ საროველი წერს: მოიპოვე სული მშვიდობისა და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან. ელიოზი მარადისობაზრ ბაიბურში არ არის...მწერალი ფშვინვიერი თვალით უყურებს მის ოცნებებს..აქ სულიერება ჩამკვდარია. ელიოზი ვერც ტავის შვილებს უკვალავს გზას, რამეთუ ბრა თუ ბრმას მიყვება, საით წაიყვანს ხომ იცი? ჰოდა , მისი შთამომავალი დაკიდებს ნატვრის ხეზე ჭინჭს, ღმერთს ხომ არ ესავს, მაგრამ უბედურება ის არის, ჩვენს მოსწავლეებს უკუღმართად რომ აუხსნიან და მისაბაძ ადამიანად დაუსახავენ ელიოზს მასწავლებლები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 21 2006, 12:52 AM
პოსტი #9


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე მგონია რომ არავის ტანჯავს ელიოზიsmile.gif
ხანდახან მეც მინდა ხომლმე "არარსებული"(დედამიწაზე) ჭეშმარიტება ვიპოვო, თქვენ არ გინდათ??
არ გინდებათ ყველაფერს მოშორდეთ და სადღაც შვება იგრძნოთ?
"მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს სადა თავი მიიდრიკოსო" ფსალმუნებში არ წერია??

ჭეშმარიტებას ეძებდა ელიოზი, ახდენილ ოცნებას, სილამაზეს მისი შვილებიც მოძებნიან მერე..
ერთი რამე არ მესმის..
რატომ ეშინიათ ადამიანებს სხვისი ოცნების??

ელიოზის ნატვრის ხე გულს გიხეთქავთ??
ან მისი დაფანტული ნატვრისთვლები?

ამ სოფელში გინდ ელიოზი იყავი გინდ მარიტა მაინც არაა შენი ადგილი, თუ ჭეშმარიტება გეძვირფასება...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2006, 12:54 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს არ არის ოცნება smile.gif აქ ფსიხი არ ურევია, აშკარა პნევმაა! smile.gif


პ.ს მე უპირობოდ მხოლოდ კრების დადგენილებებსა და სახარებას ვიღებ biggrin.gif

პ.პ.ს ასწავლით სადმე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 21 2006, 12:57 AM
პოსტი #11


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ninca @ Dec 21 2006, 12:37 AM) *

მნათე, ელიოზის ძიების საგნები სრულყოფილებასთან არავითარ კავშირში არ არის. ის მიწაზე ეძებს შვებას და თავის ახლობლებს:ცოლ-შვილს ტანჯავს უაზრო მეოცნებეობით. ერთი სიტყვით, მართლაც, სულიერი ლაჩარია. წმ.სერაფიმ საროველი წერს: მოიპოვე სული მშვიდობისა და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან. ელიოზი მარადისობაზრ ბაიბურში არ არის...მწერალი ფშვინვიერი თვალით უყურებს მის ოცნებებს..აქ სულიერება ჩამკვდარია. ელიოზი ვერც ტავის შვილებს უკვალავს გზას, რამეთუ ბრა თუ ბრმას მიყვება, საით წაიყვანს ხომ იცი? ჰოდა , მისი შთამომავალი დაკიდებს ნატვრის ხეზე ჭინჭს, ღმერთს ხომ არ ესავს, მაგრამ უბედურება ის არის, ჩვენს მოსწავლეებს უკუღმართად რომ აუხსნიან და მისაბაძ ადამიანად დაუსახავენ ელიოზს მასწავლებლები...


კარგით რაsad.gif

გული ჩამწყდა..
მარიტა და გედიაც მეოცნებეები იყვნენ?? გადარჩა ვინმე იმათი სიკვდილით?? ან მაგათი სიცოცხლე
ვინმეს ელამაზებოდა?

ერთ ორ "გიჟს"...

ასეთი "გიჟები" ქმნიან საუკუნეებს...

აბა მე და ტრიფონია ისე წავალთ ჩვენი სახელი არავის ეხსომება...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 21 2006, 01:00 AM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
არარსებული ჭეშმარიტება

ეს რომელია? არარსებობაში, ანუ გამოგონილ სამყაროში, ღმერთს ვერ იპოვი... იქ მხოლოდ ეშმაკის მსხვერპლი შეიძლება გახდე. ამიტომაა ოცნება ცოდვა.
QUOTE
არ გინდებათ ყველაფერს მოშორდეთ და სადღაც შვება იგრძნოთ?

ყველაფერს როგორ? ღმერთსაც? მასეთ შვებას რა ვუთხარი მე, სადაც ღმერთი არ არის....
ელიოზს რაც შეეხება, თუ მანდ რამე სიმბოლური სახეა, არ ვიცი.... მე უფრო ფუჭად მეოცნებე მგონია ეგ ადამიანი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 21 2006, 01:02 AM
პოსტი #13


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(მარიამი @ Dec 21 2006, 01:00 AM) *

ეს რომელია? არარსებობაში, ანუ გამოგონილ სამყაროში, ღმერთს ვერ იპოვი... იქ მხოლოდ ეშმაკის მსხვერპლი შეიძლება გახდე. ამიტომაა ოცნება ცოდვა.

ყველაფერს როგორ? ღმერთსაც? მასეთ შვებას რა ვუთხარი მე, სადაც ღმერთი არ არის....
ელიოზს რაც შეეხება, თუ მანდ რამე სიმბოლური სახეა, არ ვიცი.... მე უფრო ფუჭად მეოცნებე მგონია ეგ ადამიანი.



ჩემი პასუხები არ გჭირდებათ ალბათ, თქვენ სვამთ და თქვენვე პასუხობთ!! ერთი თხოვნა მაქვს, ჩემი სახელი წაშალეთ მაგ ციტატებზე!

ერთი ეს მაინტერესებს, არაფუჭად მეოცნებე რა არის მაშინ!

და კიდევ ერთი, გალაკტიონზე დიდი ოცნება რაღა გინდათ??>?

გადავაგდოთ?!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 21 2006, 01:14 AM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



kato_Bato
ხომ არ გაწყენინე რამე? unsure.gif უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, თუ გეწყინა, ბოდიშს გიხდი unsure.gif

QUOTE
ერთი ეს მაინტერესებ, არაფუჭად მეოცნებე რა არის მაშინ!

არც არაფერი wink.gif ეგეთი არ არსებობს... ამ შემთხვევაში სიტყვა "ფუჭად" მხოლოდ და მხოლოდ ემოციის გამაძლიერებელი იყო smile.gif
QUOTE
გადავაგდოთ?!

არაფერი არ უნდა გადავაგდოთ, რა თქმა უნდა smile.gif ელიოზის სახე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სახეა "ნატვრის ხეში". ჩვენ აქ მის გადაგდება-გადმოგდებაზე კი არ ვსაუბრობთ, უბრალოდ ვარჩევთ, როგორი ტიპის ადამიანი უნდოდა დაეხატა მისი სახით ავტორს. მე ვფიქრობ, რომ არა მთლად დადებითი... სხვა სხვანაირად ფიქრობს. საჩხუბარი და საწყენი კი არაფერია აქ wink.gif კაი რა kato_Bato, ასეთ რამეებზე მეჩხუბები? ღმერთმა ამის მეტი საწყენი არაფერი შეგახვედროს ცხოვრებაში wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 21 2006, 01:15 AM
პოსტი #15


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ნაჭრების ჩამოკიდება წინგში სად ნახეთ?
ეგ კინოშია.



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamunia
პოსტი Dec 21 2006, 01:16 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-December 06
წევრი № 665



ციტატა
ასეთთი "გიჟები" ქმნიან საუკუნეებს...






კატო ეს კარგად თქვი ძალიან smile.gif


ოცნება საშიშია იმიტომ რომ ადამიანი ადვილად კარგავს რეალობის შეგრძნებას,წყდება ყველაფერს, მაგრამ არსებობენ ლამაზად მეოცნებე ადამიანებიც,ეს უკვე ნიჭია, როცა იბადება კიდევ უფრო რაგაც ლამაზი, ტუნდაც პოეზია, როგორც ყველნგან აქაც არის ორი მხარე,ცუდი და კარგი


--------------------
ვცხოვრობთ ისე ,თითქოს არასოდეს მოვკვდებით...და ვკვდებით ისე,თითქოს არასოდეს გვიცხოვრია...
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 21 2006, 01:19 AM
პოსტი #17


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



არ გეჩხუბები კაცოsmile.gif მაპატიე თუ რამე გეწყინაsad.gif

ლეონიძე შემეცოდაsad.gif
მიწაზე რომ არ ეძებდა ეგაა სწორედ საქმეsad.gif
ხე, რომელსაც შარავანდედი აქვს არ შეიძლება მიწაზე ეძებდე..
არ შეიძლება შობის ღამეს წარწყდე თუ გლახაკი ხარ ელიოზივით, თუკი უკვდავებაც არაფერია შენთვის თუ ტანჯვა არასოდეს დასრულდება (ჯოჯოხეთშიც კია უკვდავება, მაგრამ როგორი...)

მეოცნებე და ამა და ამ ქრისტიანული წესით დარღვევის გამო ცოდვილი იყოო კი არ უთქვამს ლეონიძეს: სულით პოეტი იყოო, სულიერი სისუფთავე და სილამაზეა ხედავდე იმას, რისი დანახვაც სხვებს არ ძალუძთ...
დაუკვირდით ხალხო ვის უპირისპირებს ლეონიძე ელიოზს _დიაკვანს
ელიოზი მეოცნებე დაცოდვილი_მიწის და ოჯოჯოხეთისკენ გავისტუმროთ და დიაკვანი, რომელიც "ღვინის კაცი უფრო იყო ვიდრე სულისაო"_ უკეთესია?


"კაცი ხედავს პირსა კაცისასა, ხოლო უფალი გულსა კაცისასა..."

პირდაპირ არ შეიძლება გაიგო წაკითხული,... არ არსებობს ნაწარმოები ეპოქის გარეშე, არ დარჩება, არ გადარჩება ასეთი არაფერი, გაიხსენეთ როგორ წერდა, როდის წერდა როგორი იყო ლეონიძის დროინდელი საქართველო... ვინები ითვლებოდნენ გიჟებად, ვინები იკლავდნენ თავს ჭეშმარიტების ძიებაში ხალხო...

(ჩვენც იმ დიაკონივით ნუ შევხედავთ ელიოზისთანა "მეოცნებეებს"..

ვიღაცამ შეიძლება ის ადამიანიც მეოცნებედ ჩათვალოს ვისაც ახლა საქართველოს გადარჩენა ეიმედება..და იბრძვის ამისთვის...)

ვინც მიწისგან(ამა სოფლისგან) ეძიებს წყალობას, ის ცის გახსნას არ ელოდება ხალხო...
დაბოლოს, ერთი ფილოლოგის რჩევა: წაიკითხეთ მოთხრობის ფინალი...(სხვა თუ არაფერი)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Dec 23 2006, 09:42 PM
პოსტი #18


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 09:48 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ninca @ Dec 23 2006, 09:42 PM) *

საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


მერე ეს ყველაფერი რა შუაშია გიორგი ლეონიძისეულ ელიოზთან?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 23 2006, 09:55 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სიმბოლიზმი დიდ როლს თამაშობს ქრისტეანიზმში smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 08:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი