IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Jan 22 2018, 08:55 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისეთ დღეშიც ვყოფილვარ, აღსარებას არც არავისგან ვიღებდი და არც არავის ვაბარებდი, რადგან ჩეკისტები ნიადაგ აღსარების გათქმას ითხოვდნენ და არა მარტო ჩეკისტები, არამედ სასულიერო პირებიც, რომლებსაც სული უკვე გაეყიდათ."

/მამა გიორგი (ბასილაძე)
"კარიბჭე" N26, 2010, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 11:56 AM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დარბევას და აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა - ბერები გამოიყვანეს და ციხედ ქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის - ივანეც (მამა პართენის საერო სახელი), - ხანგრძლივი ტანჯვის, დაკითხვისა და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან ძლივს გამოიმეტეს (ათწლიანი პატიმრობის ნაცვლად იქ ხუთი წელი დაყო)".

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს - ძალზე სახიფათო იყო მისთანების არსებობა ხელისუფლებისთვის... ცილისმწამებელს ერთადერთი, სრულიად ჯანსაღი ვაჟი იმავე საღამოს უეცრად გარდაეცვალა.

- შვილი თავადვე მოვკალი, ამ ანგელოზის დარ კაცს ცილი რომ დავწამე. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, მორწმუნე რომ იყო, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.22/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 08:19 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უღმერთო ბოლშევიკურ ხელისუფლებას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და დევნის შემდეგ ერთი ქართული სოფლის, მოხისის ახალგაზრდა და "მოურჯულებელი" მღვდელი, სამსონ მძინარაშვილი უკანასკნელად დააპატიმრა.

მამა სამსონს იქამდეც ხშირად აპატიმრებდნენ - ჩასვამდნენ ხოლმე ყოველი აღდგომის წინ საკანში, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა და აღდგომაჩავლილს ისევ უშვებდნენ. თან ხალხში მისი დიდი ავტორიტეტის ეშინოდათ და, როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც უთმინეს ამდენ ხანს.

ხშირ-ხშირი დაპატიმრებებით კი დაშინების ნაცვლად მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მამა სამსონმა მოღვაწეობა უფრო გაააქტიურა.

1938 წელს ბრწყინვალე აღდგომა 24 აპრილს უწევდა. როგორც ყოველთვის, აღდგომის წინ, 23 მარტს, დიდმარხვის პირველი კვირის ჩათავებისთანავე დაატყვევეს. სხვა გზა აღარ ჰქონდათ: თავიანთი დრამბრიგადებით, კონცერტებითა და პროპაგანდით მამა სამსონს ვერ მოერივნენ და მენელსაცხებლე დედათა კვირას, 3 მაისს, ე. წ. სამეულის განჩინებით დახვრიტეს..."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.22/




--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 06:59 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვახტანგ გურული, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საბჭოთა ბოლშევიკური მორალი შეუთავსებელი გახლდათ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ მორალთან. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესიური ადამიანი არასდროს მიიღებდა საბჭოთა (კომუნისტური) წყობის დოგმებს და ყოველთვის მის იდეურ მოწინააღმდეგედ დარჩებოდა. აქედან გამომდინარეობდა ამოცანა: უნდა დაერბიათ ეკლესია, მოესპოთ ეკლესიური აზროვნება და ადამიანები კომუნისტური იდეებით აღეზარდათ.

მოძღვარს უნდა დაეკარგა თავისი ტრადიციული ფუნქცია - იგი აღარ უნდა ყოფილიყო მრევლის სულიერი მამა, მწყემსი, მის ადგილს კი დაიკავებდა საბჭოთა მოხელე, რომელიც ადამიანებს კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდიდა. ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ეკლესიაში ღვთისმსახურება არ შეწყდებოდა".

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.44/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 11:36 AM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა ამბროსიმ (გვაზავა) თქვა: "ჩვენი იღუმენი ამბობდა, მტრები კი არა, ჩვენი ცოდვები ხურავენ ტაძრებსა და მონასტრებს. განა ღმერთს არ შეუძლია დაიცვას თავისი კუთვნილება? მაგრამ ჩვენი გულგრილობის გამო განგვიკუთვნა, რომ განსაცდელებით გადავრჩეთ".

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.33/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2018, 08:19 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,768
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგების დროს მომისმენია, რომ ათეისტები აწყობდნენ დისკუსიებს ხალხში რწმენის აღმოსაფხვრელად, ხშირად იწვევდნენ მორწმუნეებს დ აქა-იქ შემორჩენილ მღვდლებს, რათა ხალხის წინაშე ვითომ გამოეაშკარავებინათ სარწმუნოების სიცრუე.

ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, როცა ლექტორმა დაამთავრა თავისი სიტყვა, დამცინავად მიმართა მორწმუნეებს, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, თუ რითი შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტება, წამოდგა ერთი ხნიერი კაცი და დარბაზს მხოლოდ ორი სიტყვით მიმართა: "ქრისტე აღსდგა!", ხალხმა ერთხმად უპასუხა: "ჭეშმარიტად აღსდგა!". ლექტორი მიხვდა, რომ ლექციამ ფუჭად ჩაიარა და შერცხვენილმა დატოვა დარბაზი".

/"კარიბჭე" N8, 2012, გვ.29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2018 - 02:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი