IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი., თბილისის ტაძრები.
kent5
პოსტი Jan 8 2010, 05:06 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



თბილისში შეიძლება ბევრმა არც იცის ამ ულამაზესი და დიდი მადლიანი ტაძრის არსებობა ე.წ. სოლოლაკში. ეს არის კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ამ ტაძარმა ბევრ შეურაწყობას გაუძლო კომუნისტების დროს, ჯერ სამკერვალოდ გადააკეთეს მერე კრივის დარბაზად მერე ქათმების ფერმას და კიდევ ვინ იცის... ტაძარში მივიდა მსახურებისთვის მღვდელი {ამჟამად დეკანოზი}, მიქაელ კაპანაძე და ფაქტიურად ნულიდან დაიწყო ყველაფერი, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები აღმოჩენილი იქნა უძველესი სამარხები. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა, ეს ყველაფერი მრევლის დახმარებით. თუ ვინმეს გაგაჩნიათ რამე ინფორმაცია ამ ტაძრის შესახებ შეგვეხმიანეთ. ღმერთმა ადღეგრძელოს მამა მიქაელი და მისი მრევლი. mze.gif


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 9 2010, 03:51 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ეს ტაძარი მაინტერესებს და ვერ მივაგენი ვერცერთხელ, ზემო ბეთლემიდან საითკენ უნდა წავიდე


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 9 2010, 11:52 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 9 2010, 03:51 AM) *

ეს ტაძარი მაინტერესებს და ვერ მივაგენი ვერცერთხელ, ზემო ბეთლემიდან საითკენ უნდა წავიდე

ზემო ბეთლემიდან, მარცხნივ გადადის გზა. გაყვები და მიადგები ამ ტაძარს.
შეგიძლია ადგილობრივებს ჰკითხო და ყველა მიგასწავლის.
ასევე, მანდ ასვლა შეიძლება პურის მოედნიდან (ენგელსის ქუჩის დასაწყისში (ახლანდელი ასათიანი))


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2010, 05:56 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ალექსანდრე
ციტატა
ზემო ბეთლემიდან საითკენ უნდა წავიდე



გვერდითაა და ახლოსაა. ერთად წავიდეთ biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 9 2010, 06:23 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
თუ ვინმეს გაგაჩნიათ რამე ინფორმაცია ამ ტაძრის შესახებ შეგვეხმიანეთ.
აი ეს ინფო მოვიძიე ინტერნეტში:

კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

ისტორია: ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედაციხის ეკლესიად, რომელშიც შედიოდა „ორმოცმოწამეთა“, წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერი, ციხის დიდი წმ. გიორგის ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი“, „ჯვარის მამა“, ქვემო ბეთლემის მონასტრამდე. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ნის გეგმით მოაღწია.

1735 წ. უფლისწული ვახუშტის გეგმის მიხედვით, ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის“ ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის სექცია, არაქართველი მოსახლეობა მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც.

ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან ჩაუტარდა მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები, დასუფთავდა, მოპირკეთდა ეზო, მოეწყო გამწვანება.

ტაძარი და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით საკურთხევლიდან იყო ჩასასვლელი ქვევით. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

დღეს-დღეობით ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია და განიცდილს დიდ სივიწროვეს. არ გააჩნია სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა. შეუძლებელია ლიტანიობის ჩატარება, რადგან ეკლესიის ჩრდილოეთის კარზე მიშენებულია ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეს უძველესი ტაძარი სერიოზულ მიხედვასა და შველას საჭიროებს, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისაგან, ასევე, განსაკუთრებით, თბილისის მერიისგან, რათა მოიხსნას უკანონო მიშენებები და ტაძარს დაუბრუნდეს კუთვნილი: სამრეკლო, ჩრდილოეთის ფასადის ქვედა სართული და დასავლეთ ფასადთან არსებული ნაწილები, რომლებიც კლდისუბნის ეკლესიის სრულ საკუთრებას წარმოადგენს.

უფლის შეწევნით, იმედია სახელმწიფო დაწესებულებები გაითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და გორგასალისეული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მალე სრულად აღდგება, გაიმართება ლიტანიობა და ძველი თბილისის ტაძრებს თავისი ზარის ხმას შეუერთებს საკუთარი სამრეკლოდან.

მისამართი: ბეთლემის (ყოფილი აზიზბეკოვის) ქუჩა № 7

http://www.patriarchate.ge/?action=text/tadzari_kldisubnis

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/tadzrebi/kldisubnis.htm


ჩვენს ფორუმზეც მოიძებნება ამ ეკლესიაზე გახსნილი თემა: http://church.ge/index.php?showtopic=6540


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 9 2010, 06:39 PM
პოსტი #6


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა თბილისის მერია ამ ტაძრის დაარსებასთან დაკავშირებით:

თბილისის ისტორიულ უბან ქვემო კალაში, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია კლდოვან ფერდობზეა შეყუჟული. იგი 1753 წელს პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის ლალითას სახსრებით აიგო. ეკლესია პატარაა და სახლებს შორის მკვეთრად არ გამოიყოფა. ამიტომ მისი მცირე ზომის ცრუ გუმბათის მწვანე ჭიქური ერთგვარ ,,შუქურად” აღიქმება.
კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია ერთის მხრივ ბეთლემის ტაძრებს გასცქერის, მეორეს მხრივ კი ნარიყალას ციხესა და წმ. ნიკოლოზს ეპასუხება. გომის ქუჩიდან მისკენ ქვის კიბე-ქუჩა მიემართება. კიბის ბოლოში კი პატარა ეზო, მყუდრო სავანეა შემოსაზღვრული, რომლის სიღრმეშიც კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია კლდეს მერცხლის ბუდესავით ეკვრის.


თბილისის ერთ-ერთ ძველ უბან ქვემო კალაში, კლდოვან ფერდობზე 1753 წელს აგებული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაა აღმართული. ამ ნაგებობას წინ უსწრებდა 1600 წელს აშენებული ტაძარი. დღევანდელი ეკლესია პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის-ლალითას სახსრებით აიგო. იგი XIX საუკუნეში საფუძვლიანად შეაკეთეს, ცილინდრული კამარით გადახურულ დარბაზული ტიპის ნაგებობას ამავე პერიოდში დაადგეს ცრუ გუმბათი და სამრეკლო დააშენეს. რესტავრაციის კვალის მიმანიშნებელია ქვის წყობაში შერეული აგურის ფენები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურითვე გამოყვანილი ჯვრები და რომბების მწკრივი. ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხით კლდეს მიბჯენილი ეკლესიისკენ გომის ქუჩიდან ქვის კიბე მიემართება.
კლდისუბნის წმ. გიორგის ტაძარი 1991 წლიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.




IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 10 2010, 07:16 PM
პოსტი #7


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



კარგი ფოტოებია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 09:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience