თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ წმ. ახალმოწამე ფილუმენი

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Dec 7 2006, 12:44 AM

წმ. ფილუმენი დაიბადა 1913 წ. 15 ოქტომბერს ქ. ლევკოსიაში, კვიპროსზე. 14 წლის ასაკში მან და მისმა ტყუპისცალმა ძმამ ელპიდიმ (შემდგომში ათონზე მოღვაწეობდა) გადაწყვიტეს თავი ქრისტესთვის მიეძღვნათ და სამონაზვნო ცხოვრება აირჩიეს. 1934 წ. ფილუმენი იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ძმობის წევრი გახდა და დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ქალაქ ნაბლუსში, სამარიაში, იქ, სადაც იაკობის ჭა არის (ამ ჭის მცველი იყო და იქვე აშენებულ მონასტერში ცხოვრობდა. ამ ჭის შესახებაა საუბარი იოანეს სახარების მეოთხე თავში). 1979 წ. 29 ნოემბერს საშინელ ავდარში, როდესაც წმ. ფილუმენი მწუხრის მსახურების დაწყებისთვის ემზადებოდა მონასტერში უცნობი ბოროტმოქმედები, ფანატიკურად განწყობილი იუდეველები შეიჭრნენ. მამა ფილუმენს ადრეც არაერთგზის დამუქრებიან ფანატიკოსები ჩვენი წმიდა ადგილი დატოვეო, მაგრამ ასეთ მუქარას იგი ყოველთვის მშვიდად ხვდებოდა. 29 ნოემბერს კი საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მამა ფილუმენს ხმა რომ არ ამოეღო, მისივე ოლარი ჩატენეს პირში და მის თვალწინვე დაარბიეს ტაძარი, შებილწეს საკურთხეველი და წმ. ტრაპეზი, გადმოყარეს ხატები და ჯვრები. ამის შემდეგ მამა ფილუმენი არნახულად აწამეს, ამოუგდეს ერთი თვალი და მეორე დაუზიანეს, სახე ნაჯახით გადაუჩეხეს ჯვარის სახედ, ნაკუწებად აქციეს მარჯვენა ხელის სამი თითი რომლებითაც პირჯვარს ვიწერთ, ჩაუმტვრიეს ყბა, ნაჯახი ფეხში ჩაარტყეს, ბოლოს კი, როდესაც ეკლესიას ტოვებდნენ, ხელყუმბარა ისროლეს. ისრაელის პოლიციას დღემდე ვერ გამოუვლენია ვინ იყვნენ ეს ბოროტმოქმედები.

როდესაც 4 წლის მოგვიანებით პატრიარქ დიოდოროსის და მრავალრიცხოვანი სამღვდელოების თანდასწრებით მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა.

წმ. ფილუმენის ლოცვებით შეგვიწყალოს უფალმა.

წმ. ფილუმენის ფოტო, გადაღებული მოწამეობრივ აღსასრულამდე ოდნავ ადრე.

IPB-ს სურათი

წმ. ფილუმენის ხატი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 7 2006, 12:48 AM

რა შესანიშნავი თემაა wub.gif მამა ფილუმენის შესახებ არაფერი ვიცოდი. . . საერთოდ ახალმოწამეებზე, რომლებიც საქართველოს არ უკავშირდებიან ძალიან ცოტა ინფორმაციაა საქართველოს ეკლესიაში sad.gif

წმ. ფილუმენის მადლი გვეწეოდეს. . .

პ.ს პირველად ვნახე წმინდანის ფერადი ფოტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Dec 7 2006, 12:52 AM

ციტატა(მნათე @ Dec 6 2006, 08:48 PM) *



წმ. ფილუმენის მადლი გვეწეოდეს. . .



ამინ

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Dec 7 2006, 11:36 AM

წმიდა ფილუმენის მოღვაწეობა და განსაკუთრებით მისი მოწამებრივი აღსასრული, ძალზე მნიშვნელოვანი, ინფორმაციის შემცველი, შეტყობინებაა ჩვენთვის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 12:07 PM

Sotiris

დიდი მადლობა ამ თემის გახსნისთვის. smile.gif მეც არაფერი ვიცოდი წმინდა ფილუმენის შესახებ.

ზეციდან მისი ლოცვა შეგვეწიოს ყველას! smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 7 2006, 12:08 PM

ციტატა(მნათე @ Dec 7 2006, 12:48 AM) *

რა შესანიშნავი თემაა wub.gif მამა ფილუმენის შესახებ არაფერი ვიცოდი. . . საერთოდ ახალმოწამეებზე, რომლებიც საქართველოს არ უკავშირდებიან ძალიან ცოტა ინფორმაციაა საქართველოს ეკლესიაში sad.gif

წმ. ფილუმენის მადლი გვეწეოდეს. . .

პ.ს პირველად ვნახე წმინდანის ფერადი ფოტო biggrin.gif

ძალიან კარგი თემაა rolleyes.gif
სოტირის მადლობელი ვიქნები თუ სხვა ახალმოწამეებზეც მოგვაწვდი მცირეოდენ ინფორმაციას rolleyes.gif
გფარავდეს უფალი !

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Dec 7 2006, 11:52 PM

ამ წიგნის გარეკანზე შეგიძლიათ ნახოთ წმ. ფილუმენის უხრწნელი სხეულის ფოტო. თუ ეგ წიგნი ხელში ჩამივარდა, აუცილებლად უფრო მაღალი ხარისხის სკანს გავაკეთებ.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 8 2006, 12:03 AM

ციტატა
ამ წიგნის გარეკანზე შეგიძლიათ ნახოთ წმ. ფილუმენის უხრწნელი სხეულის ფოტო. თუ ეგ წიგნი ხელში ჩამივარდა, აუცილებლად უფრო მაღალი ხარისხის სკანს გავაკეთებ.


wub.gif რა საყვარლები არიან უხრწნელი მამები. . . პატარა ხრწნადობა მაინცაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საყვარლები არიან wub.gif

პოსტის ავტორი: LEBU თარიღი: Dec 15 2006, 03:30 PM

ხატზეც რა საყვარლადაა გამოსახული, ნამდვილად შემიყვარდა ეს კაცი... sad.gif
მისი ლოცვა შეგვეწიოს..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 03:46 PM

smile.gif wub.gif სახეზე ეტყობა რომ ტკბილი ადამიანი იქნებოდა..

პოსტის ავტორი: BERO თარიღი: Feb 28 2007, 07:30 PM

აბაააააააააა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)