IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჯვრის აყრა, არასასურველი ამბავი
ნიანია
პოსტი Jul 26 2007, 10:33 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ამ განყოფილებაში პირველად ვხსნი თემას და არც არასოდეს დამიპოსტავს, ასე რომ ძალიან არ მსაიმოვნებს პირველივეჯერ ასეთ არასასურველ თემაზე რომ მიწევს საუბარი.

ჩემი თანამშრომელი ქმარს ეყრებე და აინტერესებს როგორ შეიძლება ჯვარი აიყარონ. მე ნამდვლიად არაკმპეტენტური ვარ ამ საქმეში და ვერც ვერაფერი ავუხსენი. იქნებ ზუსტად მითხრათ რა პროცესების გავლაა საჭირო და საერთოდ რამდენად შესაძლებელია ჯვრის აყრა. რამდენადაც მე ვიცი არის რაღაც პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წყვილი.

დიდი მადლობა წინასწარ ყველასsmile.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 26 2007, 10:35 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ნიანია

მოძღვართან მივიდეს.... დაელაპარაკება....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2007, 11:24 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნიანია

რამდენიმე წლის წინ ჩემმა ორმა მეგობარმა აიყარა ჯვარი მეუფე იობთან, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტთან..

დღეს არ ვიცი თუ ისევ ამ მეუფის მოვალეობაში შედის ჯვრის აყრა..

უნდა მივიდეს საპატრიაქროში, ან დარეკოს და იქ იკითხოს.. იქ განსაზღვრული დღეები და საათებია ამისათვის გამოყოფილი..

ჩემს ერთ-ერთ მეგობარს პირადად მე გავყევი საპატრიარქოში რათა ჯვარი აეყარა.. რომ მივედით დიდი რიგი იყო და ლოდინი მოგვიწია.. მერე მეუფესთან შევიდა, რომელიც გაესაუბრა და ლოცვები წაუკითხა..

სასურველია ეცვას გრძელი კაბა და ეფაროს თავშალი.. იქ ერთი გოგო იყო შარვლით და უკან გააბრუნეს..

ასევე სასურველია მეუღლესთან ერთად მისვლა, თუკი ეს შესაძლებელია შენი მეგობრის შემთხვევაში..

თუ რეალური არგუმენტები არ ექნება, შეიძლება მეუფემ მაშინვე არ ახსნას ჯვარი და დრო მისცეს..


ნიანია, მე მაინც შედარებით ძველ ინფორმაციას გაწვდი, ამიტომ ყველაფერს ჯობია საპატრიარქოში დარეკვა და გარკვევა ან შენს მეგობარს თუ ჰყავს მოძღვარი, მისგან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის აღება..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 26 2007, 01:52 PM
პოსტი #4


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



როგორც ვიცი, მეუფე თეოდორე ჰყრის ჯვარს


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 26 2007, 01:54 PM
პოსტი #5


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ნათია @ Jul 26 2007, 09:35 AM) *

ნიანია

მოძღვართან მივიდეს.... დაელაპარაკება....


+1

ჯობია ამ საკითხზე მოძღვართან მისვლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 26 2007, 06:49 PM
პოსტი #6


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ჯვრის ახსნა ქორეპისკოპოსს ევალება ჩვენთან (ისე მე მგონი გააჩნია სად აქვთ ჯვარი დაწერილი).
რამოდენიმე წლის წინ ქორეპისკოპოსი მეუფე იობი იყო, ეხლა მეუფე თეოდორეა.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Jul 26 2007, 11:44 PM
პოსტი #7


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ეხ, მაგათ რომ მოძღვარი ჰყოლოდათ არა მგონია გასაყრელად ქონოდათ საქმე.
ხედავთ რასთან გვაქვს საქმე?
ეკლესიურები არ არიან.(წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე იქნებოდნენ მოძღვართან.)
მორწმუნეები კი არიან.(რადგან შიში აქვთ ღვთისა და ჯვარის აყრაც ამიტომ უნდათ)
ჩემი ნება რომ იყოს, 40 დღით გაუშვებდი ორივეს სხვადასხვა მონასტერში და მერე გადავწყვიტავდი ამ ამბავს. (მაგრამ მე ვინ მეკითხება?!) wink.gif biggrin.gif


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Aug 1 2007, 04:05 PM
პოსტი #8


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



98 27 08 დარეკავთ აქ, ქორეეპისკოპოსის სამდივნოში, მეუფე თეოდორესთან და იქ დაგაკვალიანებენ კონკრეტულად.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 03:34 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



marine
და რომ არ აიყაროს რა მოუვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Sep 8 2007, 03:57 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



егри
დავიჯერო გაინტერესებს?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 04:08 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



მართა
ციტატა
დავიჯერო გაინტერესებს?

კი.
რატომაა დაუჯერებელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Sep 8 2007, 04:11 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ამბობ ღმართის არსებობის არ მჯერაო, მაშ მისი ადამიანებთან დამოკიდებულება რატომ გიზიდავს? tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 04:16 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



მართა
ციტატა
ამბობ ღმართის არსებობის არ მჯერაო, მაშ მისი ადამიანებთან დამოკიდებულება რატომ გიზიდავს?

არაფერიც არ მიზიდავს.
ჯვრის აყრის გარეშე ჯვრისწერაში პრობლემას ვერ ვხედავ და ვიღაცეებს რატომ გაუჩნდათ შიშები და შეკითხვები ის მაინტერესებს.

შენ მე ნუ მიკვლევ. თემის მიხედვით პოსტე.
რა მოუვა რომ არ აიყაროს ჯვარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Sep 8 2007, 04:20 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



егри
არა ადამიანების კვლევა როგორც შენ თვითონ ბრძანე შენი ჰობი ყოფილა მე მათი მკურნალობა მაინტერესებს ეს ჩემი პროფესიაა! ცოდვის შიში მხოლოდ მორწმუნეს აწუხებს "თანაფორუმელო"


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 04:43 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



მართა
ციტატა
არა ადამიანების კვლევა როგორც შენ თვითონ ბრძანე შენი ჰობი ყოფილა მე მათი მკურნალობა მაინტერესებს ეს ჩემი პროფესიაა!

სად ვბრძანე რომ ადამიანთა კვლევა ჩემი ჰობია?

ციტატა
ცოდვის შიში მხოლოდ მორწმუნეს აწუხებს "თანაფორუმელო"

ეს საერთოდ რა შუაშია? ან რატომ უნდა გეშინოდეს?
გამოდის თუ სასჯელის შიში არ გექნება ცოდვას ჩაიდენ!
აი რით ჯობიან ათეისტები მორწმუნეებს! მათ არ სტანჯავთ საიქიო ტკივილების შიში და მაინც ადამიანურად იქცევიან.

მაინც რა მოუვა ადამიანს თუ ჯვრის აუყრელად დაიწერა ჯვარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 8 2007, 05:36 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



егри
ციტატა
აი რით ჯობიან ათეისტები მორწმუნეებს! მათ არ სტანჯავთ საიქიო ტკივილების შიში და მაინც ადამიანურად იქცევიან.

smile.gif მხოლოდ თუ გაგეღიმება ასეთი სახის წინადადებაზე( სამი წლის ბავშვის ნათქვამს გავს) , მაგრამ მაინც გავაკეთებ კომენტრს. ქრისტიანობაში ადამიანი ცოდვას სასჯელის შიშის გამო კი არ არიდებს თავს, არამედ სიყვარულის გამო, იმ სიყვარულის გამო რომელიც უხილავი ღმერთის მიმართ გააჩნია. შიშის გამო ცოდვის არ ჩადენა ჯერ კიდევ არაა ქრისტიანობა (ფართო გაგებით).

შენ იმაში დამარწმუნებ რომ ათეისტს სინდისი არ სტანჯავს?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 06:11 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



afxazi
ციტატა
შენ იმაში დამარწმუნებ რომ ათეისტს სინდისი არ სტანჯავს?

რატომ უნდა სტანჯავდეს სინდისი?
ციტატა
ქრისტიანობაში ადამიანი ცოდვას სასჯელის შიშის გამო კი არ არიდებს თავს, არამედ სიყვარულის გამო, იმ სიყვარულის გამო რომელიც უხილავი ღმერთის მიმართ გააჩნია.

ეს რამდენი წლის ბალჭის ნათქვამს გავს? ახლა რომ იდგამს ენას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Sep 8 2007, 07:45 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



егри
უსინდისოს აქვს კი სინდისი? ადამიანი ნამუსიანი უნდა იყოს რომ სინდისი აწუხებდეს! tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 8 2007, 07:46 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



егри
მართა
თქვენ დუელი გაქვთ?

გადადით პმ-ში wink.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 8 2007, 07:54 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



егри
ციტატა
ბალჭის

აი ეს რა სიტყვაა ძალიან გთხოვ მითხარი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი