IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
შოთაძე
პოსტი Dec 14 2007, 03:21 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება


2007-12-10

ბოლო დროს თბილისში გამოჩნდა ანონიმური ხასიათის პლაკატები სახელწოდებით "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF) გიწვევთ თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებს", რომელშიც ადამიანებს ლექციებზე დასწრებას სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მკითხველის ნდობის მოპოვების მიზნით პლაკატის ფოტოზე ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირის ფოტოცაა წარმოდგენილი (ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე). პლაკატის ბოლოს მითითებულია აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატები, თუმცა არაფერია ნატქვამი ამ ორგანიზაციის რელიგიური ხასიათის შესახებ.

"მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის" სრული სახელწოდებაა "მსოფლიო სამშვიდობო სარწმუნოებრივი და საერთაშორისო ფედერაცია"(IIFW) და იგი ერთ-ერთი კორეული ტოტალიტარული სექტის "უნიფიკაციის ეკლესიის" (ე.წ. მუნისტები) ორგანიზაციას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია" საქართველოში 2005 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მის პრეზენტაციას თბილისში თვით ამ სექტის ლიდერი სან მიუნგ მუნიც ესწრებოდა (ეს სექტა საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს).

საპატრიარქოს პრესცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობისაგან.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 09:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი