IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> ოკულტიზმი
terra
პოსტი Aug 26 2011, 03:59 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



GIORGI LELUASHVILI

კარგი.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 26 2011, 08:37 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
განგანათლეს უკვე?

ციტატა
განკრშნეს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ისე ბოლო ხანები იშვიათად მაქვს შემოსვლის დრო,ამიტომ მომიტევეთ ამ კითხვის დასმა.
ბატონო georgios!რა სარწმუნოების მიმდევარი ხართ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 27 2011, 03:20 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
ისე ბოლო ხანები იშვიათად მაქვს შემოსვლის დრო,ამიტომ მომიტევეთ ამ კითხვის დასმა.
ბატონო georgios!რა სარწმუნოების მიმდევარი ხართ?


მართლმადიდებელი ქრისტიანი.

რა იყო, რამე ეჭვები გამოვიწვიე? biggrin.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 27 2011, 08:44 PM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



georgios
ეჭვი კი არა კაცო დავიბენი.

კრიშნაო.ოკულტიზმი,ვედებიო და...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 27 2011, 08:54 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა

ეჭვი კი არა კაცო დავიბენი.

კრიშნაო.ოკულტიზმი,ვედებიო და...


ამ თემაში მაგ საკითხებზე ვსაუბრობთ.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 27 2011, 09:55 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
კრიშნაო.ოკულტიზმი,ვედებიო და...

ანუ ჩემ მართლმადიდებლობაშიც გეპარება ეჭვი? laugh.gif
მე უფრო ხშირად და კარგ კონტექსტში ვიხსენიებ ხოლმე ვედებს და კრიშნასsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 31 2011, 09:32 PM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ანუ ჩემ მართლმადიდებლობაშიც გეპარება ეჭვი?

ხო იცი რომ არ მეპარება,მაგრამ ბევრ რამეს მაინც ვერ ვხვდები ასე ძლიერ რატომ ხარ შეყვარებული კრიშნაზე.
თუ იმას ამბობ,რომ ჩვენს რწმენასთან ახლოს არიანო,არამგონია იმდენად ახლო იყვნენ,როგორც ,,სტაროვერები"მაგ ლოგიკით ეხლა მე და ბატონი ძველმართლმადიდებელი,ხელი-ხელ გადახვეულნი უნდა ვიყოთ ეკლესიაში.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 1 2011, 12:29 AM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
ხო იცი რომ არ მეპარება,მაგრამ ბევრ რამეს მაინც ვერ ვხვდები ასე ძლიერ რატომ ხარ შეყვარებული კრიშნაზე.
თუ იმას ამბობ,რომ ჩვენს რწმენასთან ახლოს არიანო,არამგონია იმდენად ახლო იყვნენ,როგორც ,,სტაროვერები"მაგ ლოგიკით ეხლა მე და ბატონი ძველმართლმადიდებელი,ხელი-ხელ გადახვეულნი უნდა ვიყოთ ეკლესიაში.


ალბათ უფრო შეყვარებული არ ითქმის მაგაზე. დაინტერესებულია და ღრმად შეისწავლის მაგ რელიგიას, და არა მარტო მაგას, როგორც ვიცი. და არ არის გამორიცხული მათი ზნეობრივობით მოხიბლულიც იყოს, რაც მისსავე რწმენას არ ეწინააღმდეგება. ის ამას განიცდის და იღებს, როგორც კულტურულ მოვლენას და არა რელიგიურს, რომელსაც თავის აღმსარებლობად მიიჩნევს. გარდა ამისა, შედარებითი რელიგიათმცოდნეობა კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, რომ გამიჯნო სხვადასხვა რელიგიები ერთმანეთისგან, რაც საკუთარის კიდევ უფრო მეტად შეცნობას და გააზრებას გამოიწვევს. მჯერა, რომ სწორი მიმართულებით მიდის გიო, მით უმეტეს, მის ასაკში ამდენის ცოდნა საკმარისზე მეტია, როცა მისი თანატოლების დიდი ნაწილი, ბიბლიის კარგ წაკითხვას ვინ ჩივის, ორი წიგნი ზედიზედ არ აქვთ გადაშლილი.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 1 2011, 09:53 AM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მე სხვა რამეს ვამბობ.
რატომ მაინცდამაინც კრიშნა მეთქი.
გავცდით ამ თემას და მოდერი შენიშვნას მოგვცემს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 1 2011, 11:08 AM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
მე სხვა რამეს ვამბობ.
რატომ მაინცდამაინც კრიშნა მეთქი.
გავცდით ამ თემას და მოდერი შენიშვნას მოგვცემს.


რაღა შენიშვნა, კანტიკუნტად პოსტავს აქ ხალხი ისედაც.
თან ოკულტური გამოცდილება ვედებშიც არის. smile.gif

კრიშნა იმიტომ, რომ ვედური ცოდნა ძალიან ფართოა და დასავლური სამყაროსთვის და აზროვნებისთვის უფრო უცხო. ერთგვარი ეგზოტიკაც არის. smile.gif თორემ წინა აზიის ხალხებსაც ვერ დავუწუნებთ ბევრ რამეს.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 3 2011, 03:07 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ალბათ უფრო შეყვარებული არ ითქმის მაგაზე. დაინტერესებულია და ღრმად შეისწავლის მაგ რელიგიას, და არა მარტო მაგას, როგორც ვიცი. და არ არის გამორიცხული მათი ზნეობრივობით მოხიბლულიც იყოს, რაც მისსავე რწმენას არ ეწინააღმდეგება. ის ამას განიცდის და იღებს, როგორც კულტურულ მოვლენას და არა რელიგიურს, რომელსაც თავის აღმსარებლობად მიიჩნევს. გარდა ამისა, შედარებითი რელიგიათმცოდნეობა კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, რომ გამიჯნო სხვადასხვა რელიგიები ერთმანეთისგან, რაც საკუთარის კიდევ უფრო მეტად შეცნობას და გააზრებას გამოიწვევს.

ვაა, ეს რა მაგრად ჩამოგიყალიბებია გიო, ასე შეიძლება მეც კი ვერ ამეხსნა ჩემი პოზიციაa075.gif
მიხარია ჩემი რომ გესმისsmile.gif

A.V.M
ციტატა
ვერ ვხვდები ასე ძლიერ რატომ ხარ შეყვარებული კრიშნაზე.

არა, კრიშნაზე ნაკლებად, უფრო კრიშნაიტებზეsmile.gif
ვრცელი თემაა და სკაიპში გაგესაუბრები მერე.
ციტატა
თუ იმას ამბობ,რომ ჩვენს რწმენასთან ახლოს არიანო,არამგონია იმდენად ახლო იყვნენ,როგორც ,,სტაროვერები"მაგ ლოგიკით ეხლა მე და ბატონი ძველმართლმადიდებელი,ხელი-ხელ გადახვეულნი უნდა ვიყოთ ეკლესიაში

მერე იყავით კაცო, მაგას რა ჯობიაsmile.gif

საქმე იცი რაშია?
კრიშნაიზმი არ არის ქრისტიანული რელიგია, სექტა, ან რაღაც დაჯგუფება.
ეს არის ინდუიზმის ყველაზე მაღალი დონის მეცნიერება. ("გაუდია ვაიშნავიზმი")

როცა ვეხებით ქრისტიანულ სექტებს ან სხვა უფრო ფართო მასშტაბიან მიმდევრობებს, ბუნებრივია ეს რელიგიები უფრო ახლოს იქნება ქრისტიანობასთან, ვიდრე ვთქვათ-კრიშნაიზმი.
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ბიბლია გვაქვს საერთო, კრიშნაიტებს კი ბჰაგავად გიტა უჭირავთ ხელში.
და შენ წარმოიდგინე ისინი უფრო ახლოს არან თავიანთი იდეოლოგიით, მსოფლმხედველობით მართლმადიდებლობასთან, ვიდრე (ავიღოთ) იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენცა და იეჰოვას მოწმეებსაც ერთი ბიბლია გვიჭირავს.

ეს გასაკვირიცაა და საინტერესოც, როცა ასე ახლოა შენ სარწმუნოებასთან სრულიად სხვა რელიგია, ვიდრე ქრისტიანული კონფესია, სექტა.

გასაკვირია ის, რომ ისინი უფრო კარგად იცნობენ ბიბლიას, წმ.მამებს, ვიდრე ზოგიერთი აღმსარებელი და მაზიარებელი ქრისტიანი.

რატომ?
smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 3 2011, 11:03 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გასაკვირია ის, რომ ისინი უფრო კარგად იცნობენ ბიბლიას, წმ.მამებს, ვიდრე ზოგიერთი აღმსარებელი და მაზიარებელი ქრისტიანი.რატომ?


იმიტომ, რომ კრიშნაიტებში ბევრი არის გადასული ქრისტიანობიდან, ვგულისხმობ საქართველოში ან რუსეთში მაცხოვრებლებს. ზოგადად, რელიგიური უმცირესობებისთვის დამახასიათებელია, რომ ისინი უფრო შეკრულები და მოწესრიგებულები არიან მრავალმხრივ, ვიდრე რელიგიური უმრავლესობის. მიზეზი არაერთია: ისინი ცოტანი არიან შედარებით, განიცდიან ერთგვარ ზეწოლას უმრავლესობის მხრიდან, რაც თითქმის გარდაუვალია ყოველთვის, თავდაცვის სურვილი მათ აიძულებს კიდეც რომ უფრო მოწესრიგებულები გახდნენ, არ მისცენ საბაბი უმრავლესობას მათ რომ წამოაძახონ რამე. მეორე მხრივ რელიგიური უმრავლესობა გრძნობს, რომ თავი ქუდში აქვს, ნაკლებად იღებს ვინმესგან დარტყმას და მოდუნებულია. ბევრმა საკუთარი რელიგია არც იცის კატეხიზაციის დონეზე. ასეთ მოდუნებას, თვითკმაყოფილებას მოსდევს ხალხის მასებში რელიგიის დამახინჯება ან ბოროტად გამოყენება. იქმნება ერთგვარი "ბუა" და ამით კარგად სარგებლობენ უმცირესობებიც. რა ქნან, სხვა გზა არცაა. ამას ემატება ბევრი, ზნეობრივად სუფთა ქრისტიანის იმედგაცრუება, სასულიერო პირებს მიაბამს მთლიანად რელიგიას და უარყოფს ბოლოს. ასეთები კი რადგან ღვთის სიტყვას ეძებენ, ქრისტიანულ სწავლებებშიც კარგად არიან ჩახედულები და რომელ რელიგიაშიც გადადიან, იქაც კარგად ერკვევიან. უმრავლესობა-უმცირესობის ურთიერთობაა რა...

იგივე ხდებოდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ და შემდეგ ნელნელა წელში სწორდებოდა ეკლესია, ქრისტიანობა დუღდა, რადგან წინააღმდეგობა აძლიერებდა და ხალხს უფრო განამტკიცებდა თავისი რწმენის შენარჩუნების დროს...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 3 2011, 11:28 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
აბსოლუტურად გეთანხმები.
რელიგიური უმცირესობები მართლაც რომ უფრო მოწესრიგებულად გამოიყურებიან. უფრო უყვართ ერთმანეთი, რაც სავსებით დამახასიათებელია სექტებისა თუ სხვა მცირერიცხოვანი რელიგიებისთვის.
მათ კი გონიათ, რომ ამის გამო უფრო გამართლებულნი არიან ღვთის წინაშე, ვიდრე მართლმადიდებელნი, რომელთაც თითქოს სიყვარული განელებიათ.

არადა, რა ესმით მათ ჭეშმარიტი სიყვარულის თუ სიწმინდისა.


ამას არ ვამბობ კრიშნაიტებზე, უფრო ქრისტიანულ სექტებს ვგულისხმობ.

A.V.M
ციტატა
ერთი ახლო ნათესავი მყავდა კრისნაიტი დაახლოებით 15 წლის განმავლობაში,მარა მერე დიდება ღმერთს მოექცა(და ეხლა დღე დღეზე აღიკვეცება)სავსე ქონდა სახლი კრიშნას წიგნებით,მარა ყველა დაწვა.რო არ დაეწვა ხო მეცოდინებოდა ეხლა მაგათ შესახებაც რაღაც რაღაცეები.

ვააააblink.gif
ძალიან საინტერესოა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 3 2011, 11:33 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
მან დაახლოებით ასეთი რამ მითხრა:,,სხვისი არ ვიცი და მე კომუნისტური რეჟიმის ბატონობის წლები, ბევრი რამისთვის სასარგებლოდ მიმაჩნია.თუ კარგად გადავხედავთ გარუსებამდე რწმენას,დავინახავთ,რომ სასულიერო პირების უმრავლესობას დავიწყებული ჰქონდა ღმერთი,რწმენაც არ იყო მყარი,ამის გამო დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი და სულიერებაშიც ნელ-ნელა დავიწყეთ წინსვლა."


მაგ პერიოდებს თუ შევეხებით, რამდენიმე ეტაპია ძირითადად: რუსეთის იმპერია სანამ დაიპყრობდა სათითაოდ ქართულ სამეფო-სამთავროებს, საქართველოს ეკლესია თავისი მდგომარეობით იყო ძალზე დაქვეითებული, დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის დაშლილი და განუკითხავობა იყო ძირითადად. სამწუხაროდ, ვერც ერეკლე მეორემ და ვერც სოლომონ პირველმა ბოლომდე ვერ დაალაგეს მდგომარეობა და შემდეგ რაც იწყება, ეს იყო კატასტროფა: ეკლესია საერთოდ გაუქმდა. მეტიც, საეკლესიო ქონება გაზიდეს რუსეთში, გაძარცვეს ქართული ეკლესია და დააგვირგვინეს იმით, რომ ქართული ენა ამოაგდეს ღვთისმსახურებიდან. აი აქედან იწყება ძალიან საშიში პერიოდი: ხალხის დიდ ნაწილს არ ესმოდა რუსული ღვთისმსახურება და სწავლება და ჩამოშორდნენ საეკლესიო ცხოვრებას. ამ დროს ისედაც მთელს რუსეთის იმპერიაში ფეხს იკიდებს რელიგიური გულგრილობა, ანტიქრისტიანობაც. რუსი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუკი მეოცე საუკუნე დიდი ღმერთის ძიების დრო იყო რუსებისთვის, მეცხრამეტე საუკუნე იყო მძვინვარე ათეიზმის და ურწმუნოების ხანა. რა თქმა უნდა ამან და ანარქისტულ-სოციალისტური იდეების მოძალებამ ქართველებზეც იქონია გავლენა და ქართული აზროვნება ნელნელა გადავიდა რუსულ ვექტორზე, რისგანაც დღესაც გვიჭირს თავის დაღწევა. კიდევ კარგი, რომ კომუნიზმის ეპოქაში ზედიზედ ისეთი პატრიარქები მოგვევლინა, რომ ბოლომდე იცავდნენ ქართულ ეკლესიას, როგორც შეეძლოთ და ნაყოფიც გამოიღო... ბოლო ორასი წელი ქართულ ეკლესიას, შეიძლება ითქვას, ყველაზე საშიში და განსხვავებულად მძიმე პერიოდი ედგა... და ახლაც უდგას.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 4 2011, 11:17 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
სავსე ქონდა სახლი კრიშნას წიგნებით,მარა ყველა დაწვა.

ეს მგონი უკვე ფანატიზმშია გადაზრდილი.

რა ქვია?
თბილისის აშრამში დადიოდა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 4 2011, 11:21 PM
პოსტი #56


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ეს მგონი უკვე ფანატიზმშია გადაზრდილი.

რატომ? სწორად მოიქცა, სავსებით ვეთანხმები


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 4 2011, 11:24 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
სავსე ქონდა სახლი კრიშნას წიგნებით,მარა ყველა დაწვა.


ვერ ვხვდები, წიგნი რატომ უნდა დავწვა... მაგით რას ვცვლი...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 4 2011, 11:25 PM
პოსტი #58


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



georgios
არამართლმადიდებლური ლიტერატურა მხოლოდ მას შეიძლება, ჰქონდეს, ვისაც ისინი კვლევითი საქმიანობისთვის სჭირდება. მართლმადიდებელი საერო პირისთვის ის შეიძლება საცდურად იქცეს
ერთ-ერთ პატერიკში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ღვთისმშობელი არ შევიდა იმ ბერის სახლში, ვისაც ერეტიკული წიგნები ჰქონდა და უსაყვედურა: შენ ჩემი მტრისთვის მიგიცია ბინაო.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 4 2011, 11:28 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559




ikanosi
ციტატა
რატომ? სწორად მოიქცა, სავსებით ვეთანხმები

შენ მასზე უარესი ფანატი ხარ და იმიტომ.

georgios
ციტატა
ვერ ვხვდები, წიგნი რატომ უნდა დავწვა... მაგით რას ვცვლი...

არც ჩემამდე არ დადის.
ჩემ მოძღვარს მაგალითად, თავის მანქანაში უდევს წიგნი-"კრიშნა-ღმრთეების უზენაესი პიროვნება"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 4 2011, 11:28 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
არამართლმადიდებლური ლიტერატურა მხოლოდ მას შეიძლება, ჰქონდეს, ვისაც ისინი კვლევითი საქმიანობისთვის სჭირდება. მართლმადიდებელი საერო პირისთვის ის შეიძლება საცდურად იქცეს

თუ მე ქრისტიანი ვარ, ყველა შემთხვევაში გამოსაკვლევად მჭირდება, აბა მაგ წიგნებს თაყვანს ხომ არ ვცემ.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი