თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ აგრესია ქართველ მოზარდებში

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Apr 28 2007, 09:20 PM

მოგესალმებით ყველას..... რატომღაც მომინდა ამ თემაზე ვისაუბროთ.ალბათ ,შენიშნავდით, რომ ძალზედ მოიმატა კიმინალის რიცხვმა მოზარდებში.სკოლებში , უმაღლეს სასწავლებლებში ჩხუბმა, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვა მკვლელობები.თქვენი აზრით, რატომ იმატა ახალგაზრდებში აგრესიამ?რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? მე მომავალი იურისტი ვარ და მაინტერესებს ,რა აზრის ხართ ამის შესახებ.როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კანონი გამკაცრება(სისხლისსამართლებ
ივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 12 წლამდე) თუ პირიქით უფრო ლმობიერი პოზიციის არჩევა?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 28 2007, 09:25 PM

nini egriseli
გაბლატავებულები არიან ბავშვები და რაც მთავარია ტერმინები დამრტყმელი ვარ და მსროლელი ვარ უფრო მოდაში შემოდის...

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 28 2007, 09:56 PM

http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/1124134.stm

http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/4100726.stm

ეს უკვე ტენდენციააა მთელს მსოფლიოში, თუმცა ასეთი საზარელი ფაქტების შესახებ საქართველოში არაფერი გამიგია...სკოლებში მომხდარ ფაქტებს ვგულისხმობ, რავიცი, იქნებ არის კიდეც....

ისე, კრიმინალმა რომ მოიმატა ცხადია...
ჩვენში
ალბათ იმიტომ, რომ ყოველშემთხვევაში ცივი იარაღის "შოვნა" და ტარება პრობლემა არააა....


ისე კი რაც ეს თაობა საშინელებათა ფილმეს უყურებს და კიდე რაღაც იდიოტურ ბოევიკებს და ძალადობაზე აგებულ კომპიუტერულ თამაშებს, გასაკვირი ნამდვიალდ არააა...sad.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 28 2007, 10:46 PM

ნახალოვკაში მივდივარ გუშინ დადიანის პროსპექტზე და ყურადღება მივაქციე 16-18 წლის ბიჭებს 20 ამდე იდგნენ , ერთი ნაწილი გამოეყო და ერთ ერთმა მიაძახა დამშვიდობების ამბავში:
"აბ ბიჭებო არ მოიწყინოთ, შეგეწიოთ ქურდული"
გამიკვირდა... შეგეწიოთ რო თქვა სხვა რამეს ველოდი.
ესეთი გამოთქმა არ გამიგია.
რა აქვთ თავში ნეტა რომელი საუკუნეა?
რა ოჯახში იზდებიან?
ან მეზობლები და ნათესავები ვინ ყავთ?
მათგან რას უნდა ელოდე?
საზოგადოებას რა ჭირს?
შპრიცები რატო ყრია ყველგან?
unsure.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 28 2007, 10:54 PM

ციტატა
"აბ ბიჭებო არ მოიწყინოთ, შეგეწიოთ ქურდული"



მდაააააააააააა............ეს უკვე ხუმრობა არააა...sad.gif

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Apr 28 2007, 11:00 PM

ზუსტად მაგას ვკითხულობ რას სჭირს საზოგადოებას?არადა ახალგაზრდების რიცხვი იმატებს ეკლესიში.ნუთუ შეიძლება ადამიანი,რომელიც წინა დღეს აღსარებას ჩააბარებს.მეორე დღეს თავის მეგობარს დანით ხელში დახვდეს?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 28 2007, 11:06 PM

ციტატა
ნუთუ შეიძლება ადამიანი,რომელიც წინა დღეს აღსარებას ჩააბარებს.მეორე დღეს თავის მეგობარს დანით ხელში დახვდეს?


ეს ერთი და იგივე კატეგორია არააა...



პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Apr 28 2007, 11:11 PM


მასეთებიც არიან მერწმუნე.მე თვითონ ვნახე

ციტატა
ეს ერთი და იგივე კატეგორია არააა


პოსტის ავტორი: mariana თარიღი: Apr 29 2007, 09:40 AM

ციტატა
ალბათ იმიტომ, რომ ყოველშემთხვევაში ცივი იარაღის "შოვნა" და ტარება პრობლემა არააა

ცივ იარაღს საქართველოში ქართველები ადრეც ატარებდნენ. ყველას ხანჯალი ეკიდა ხოლმე. მამაჩემის აზრით დღევანდელმა ახალგაზრდებმა უბრალოდ არ იციან დანის ხმარება. ვერ აცნობიერებენ რა შეიძლება მოხყვეს დანის უაზრო ტრიალს. მე ვფიქრობ მთავარი მიზეზი ეგ არის.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 29 2007, 02:40 PM

ციტატა
ცივ იარაღს საქართველოში ქართველები ადრეც ატარებდნენ. ყველას ხანჯალი ეკიდა ხოლმე. მამაჩემის აზრით დღევანდელმა ახალგაზრდებმა უბრალოდ არ იციან დანის ხმარება. ვერ აცნობიერებენ რა შეიძლება მოხყვეს დანის უაზრო ტრიალს. მე ვფიქრობ მთავარი მიზეზი ეგ არის.


მთავარი მიზეზი ეგ ნამდვილად არ არის გეთნახმები, მარამ როცა დანა გიდევს ჯიბეში, კაცის მოკვლამდე ერთი ნაბიჯია სულ....sad.gif

მაშინ რა არის მთავარი მიზეზი, იქენ გეთქვა?.... unsure.gif

პოსტის ავტორი: iliadis თარიღი: Apr 29 2007, 03:39 PM

ხალხს ერთმანეთი აღარ უყვართ და აღარც ღვთის შიში აქვთ,თუმცა რომელ ღვთის შიშიზეა ლაპარაკი მესამე კლასელი მესამე კლასელს რომ დაჭრის,ადრე ლიკა ქართველი ხალხი მღალი სულიერების მქონენიც იყვნენ ხანჯლებს რომ ატარებდნენ.ჩემი აზრით ქართველი ხალხის ცნობიერების გადასხვაპერებაში დიდი როლი ოჯახს,ტელევიზიას და კომპიუტერს მიუძღვის,რაც შეეხება კანონს მისი გამკაცრება კი არა გადასხვაფერებაა საჭირო.ასეთ ადამინს პირველ რიგში ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 29 2007, 03:44 PM

ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ სადღაც უკვე.
ბავშვების უმეტესობა დღეს იზრდება, მაგრამ აღზრდას ამას ვერ უწოდებთ. მშობლების უმრავლესობა მათი კაპრიზების და სურვილების შესრულებას თვლიან თავიანთ მოვალეობად.ეს ბავშვები მსხვერპლნი არიან ჩვენი დაუდევრობის და გულგრილობის.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 29 2007, 09:00 PM

კი მარა მშობელი თუ აღსაზდელია , ბოში როგორღა აღზარდოს?
ის მხოლოდ თავს იცავს შვილის კაპრიზების შესრულებით, ნენა ცოდოა ბაღანაი არ დემეჩაგროსო...

პოსტის ავტორი: lekso_zep თარიღი: May 2 2007, 01:00 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Apr 28 2007, 08:25 PM) *

nini egriseli
გაბლატავებულები არიან ბავშვები და რაც მთავარია ტერმინები დამრტყმელი ვარ და მსროლელი ვარ უფრო მოდაში შემოდის...


ხოო ეგ კი მართალია.მოდაში კი არა და უკვე შეგნებაში ჯდება ეგ.რაც მეტად იგინები,ცემ, ურტყავ და ქურდული გაგება გაქ კაცი ხარ რაა.ვის არ უძველია და ვის არ დაურტყია მაგრამ მერე რატომღაც უმეტესობა მაგ ასაკში რჩება.რაც შეეხება ახალგაზრდებს მგონი უფრო მშობლების ბრალი უნდა იყოს.შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო ნათქვამია.თანამედროვე მშობლები პირიქით იქცევიან.გარემოსაც დიდი მნისვნელობა აქვს სად იზრდება ადამიანი

პოსტის ავტორი: likka თარიღი: May 2 2007, 01:08 AM

ციტატა
ხოო ეგ კი მართალია.მოდაში კი არა და უკვე შეგნებაში ჯდება ეგ.რაც მეტად იგინები,ცემ, ურტყავ და ქურდული გაგება გაქ კაცი ხარ რაა.ვის არ უძველია და ვის არ დაურტყია მაგრამ მერე რატომღაც უმეტესობა მაგ ასაკში რჩება.რაც შეეხება ახალგაზრდებს მგონი უფრო მშობლების ბრალი უნდა იყოს.შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო ნათქვამია.თანამედროვე მშობლები პირიქით იქცევიან.გარემოსაც დიდი მნისვნელობა აქვს სად იზრდება ადამიანი



lekso_zep'
გეთანხმები

პოსტის ავტორი: Don.Gio თარიღი: Sep 25 2007, 11:27 PM

ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბები.
რამ გამოიწვია ეს?
ამ ფაქტმა 3 თვის წინ ჩემი ძმაკაცი შეიწირა
ძალიან წყნარი ბავშვი რომელსაც არაფერი არ დაუშავებია.
http://www.myvideo.ge/?video_id=37804

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 25 2007, 11:54 PM

ალბათ, თემის ავტორი არ მიწყენს.

უკვე არსებულ თემასთან შევაერთე Don.Gio შენი ახლად გახსნილი თემა.

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Sep 26 2007, 10:47 AM

ციტატა(nini egriseli @ Apr 28 2007, 09:20 PM) *

მოგესალმებით ყველას..... რატომღაც მომინდა ამ თემაზე ვისაუბროთ.ალბათ ,შენიშნავდით, რომ ძალზედ მოიმატა კიმინალის რიცხვმა მოზარდებში.სკოლებში , უმაღლეს სასწავლებლებში ჩხუბმა, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვა მკვლელობები.თქვენი აზრით, რატომ იმატა ახალგაზრდებში აგრესიამ?რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? მე მომავალი იურისტი ვარ და მაინტერესებს ,რა აზრის ხართ ამის შესახებ.როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კანონი გამკაცრება(სისხლისსამართლებ
ივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 12 წლამდე) თუ პირიქით უფრო ლმობიერი პოზიციის არჩევა?


სარწმუნოების დაკარგვის გამო.
თუ ადამიანმა თავისთავში არ განამთკიცა ქრისტიანული სარწმუნოება ესეთი შემთხვევები მრავლად იქნება.
გაღიზიანება და დარტყმა დანისა ერთია,ხოლო ცოდვის შეგნება და მისი სიმძიმე,როდესაც ეცოდინება ადამიანს ნაკლებად იქნება ასეთი შემთხვევები.
სხვა ქვეყნებში მკაცრი კანონები არის,მაგრამ მკვლელობა მაინც მატულობს.თან ვფიქრობრო სიყვარულის დეფიციტის გამოა ეს ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2008, 03:50 PM

შვილის სწორად აღზრდა მთლიანად უფალს უნდა მივანდოთ და ბავშვი გზას არ ასცდება. მამა პორფირემ ერთი მშობელი ასე დაარიგა: ნუ დათრგუნავ შვილებს, თუ მათთვის რაიმეს თქმა გინდა, ილოცე და ისე უთხარი. ბავშვებს ლოცვა არ ესმით, მაგრამ როცა ღვთის მადლი გადმოდის და განანათლლებს ყრმებს, მათ უკვე ესმით ის, რისი თქმაც გსურდათ. შვილებისთვის სათქმელი ჯერ ღვთისმშობელს უთხარი და ის ყველაფერს მოაგვარებს. შენი ლოცვა მათთვის იქნება წყარო ცხოველმყოფელი, სულიერი ალერსი, რომელიც მიიზიდავს და ჩაიხუტებს პატარებს. ზოგჯერ მათ ვეალერსებით, მაგრამ ისინი გვეწინააღმდეგებიან, სულიერ ალერსზე კი უარს არასოდეს იტყვიან.

მძიმე ხასიათის და უხეში ბავშვების მშობლები შვილებს ნუ დაადანაშაულებენ, არამედ დაადანაშაულონ ის, ვინც მათ ზურგს უკან დგას - ეშმაკი . ეშმაკს კი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევებრძოლოთ, როცა თვითონ გავხდებით წმინდანები.


ერთხელ მამა პორფირეს ღვთისმოშისმა ცოლ-ქმარმა შესჩივლა: - ბიჭი გაგვეზარდა და დიდი გასაჭირიც დაგვადგა - შინ გვიან ღამით მოდის, არ გვიჯერებს... ცუდ წრეს დაუახლოვდაო. "ასეთ შემთხვევაში დადუმდით, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - დაფარეთ თქვენი "ღვთისმოშიშება". ნუ გააღიზიანებთ მას. ეს ის მომენტია, თითქოს თქვენ "კარგად ხართ ჩაცმული", ის კი კონკიძველაშია გამოწყობილი. ეს "ღვთისმოშიშება" აღაგზნებს და განაშორებს მას თქვენგან".

მამა პორფირე ამბობდა: მათი უძლურება მშობლების ბრალია. ისინი აბეჩავებენ მათ, რა თქმა უნდა, სიყვარულით, მაგრამ უბრალო ადამიანური სიყვარულით.

ერთი დედა შესჩიოდა, - შვილი მეურჩება, ეკლესიაში აღარ დადისო... მამა პორფირემ ურჩია, - რამდენი წელია, რაც მას ზღუდავ შეგონებებით: "ეს გააკეთე", "იქ წადი". ახლა მას თავისუფლება უნდა. ნუ ეტყვი: "ასე გააკეთე", "სხვანაირად მოიქეცი". ჩუმად, საიდუმლოდ ილოცე მისთვის.

პოსტის ავტორი: manuchari555 თარიღი: Jan 7 2008, 09:10 PM

გამაჯობათ უცნობებო,,,
რაზეც პრობლემაზეც საუბრობთ, ბევრს არ ვეთნხმები,ეს მომდინარეობს პირველი მშობლებისგან და მათი გარემოცვიდან,ცხოვერებისგან რაც ხდება კვეკანაზე რა სიბინდზურეც ხდება მათ ეს მოცონთ,კარგი და ცუდის ,გარჩევა, მათვის უკვე არ არსებობს,არ იციან,,,,

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 11 2008, 12:02 PM

ციტატა(manuchari555 @ Jan 7 2008, 06:10 PM) *

გამაჯობათ უცნობებო,,,
რაზეც პრობლემაზეც საუბრობთ, ბევრს არ ვეთნხმები,ეს მომდინარეობს პირველი მშობლებისგან და მათი გარემოცვიდან,ცხოვერებისგან რაც ხდება კვეკანაზე რა სიბინდზურეც ხდება მათ ეს მოცონთ,კარგი და ცუდის ,გარჩევა, მათვის უკვე არ არსებობს,არ იციან,,,,


და შენ გინდა თქვა, რომ ასეთი ბავშვების მშობლები გარყვნილი და ბინძურები არიან? blink.gif სრულიად სათნო და სამაგალითო მშობელნი მინახავს, ვინც შვილის ურჩობას დაუტანჯია და ცოტა დაუკვირდით რას წერთ, ნუ იცით რა ბრძნობა იქ,სადაც არაფერი გაგეგებათ, მაინტერესებს რამდენი თქვენგანია მშობელი, თან გაზრდილი შვილის მშობელი, ბაიებზე არ ვამბობ.

ეს საკითხი შეფარდებითია, მარტო აღზრდაც არ შველის, შეიძლება გზააცდენილი მშობლის შვილი სამაგალითო იყოს და სამაგალითოსი გზააცდენილი. დიაგნოზების დასმა მაგარია ისე...ისიც გარედან!

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 11 2008, 12:35 PM

ციტატა(staywhite @ Jan 11 2008, 12:02 PM) *

და შენ გინდა თქვა, რომ ასეთი ბავშვების მშობლები გარყვნილი და ბინძურები არიან? blink.gif სრულიად სათნო და სამაგალითო მშობელნი მინახავს, ვინც შვილის ურჩობას დაუტანჯია და ცოტა დაუკვირდით რას წერთ, ნუ იცით რა ბრძნობა იქ,სადაც არაფერი გაგეგებათ, მაინტერესებს რამდენი თქვენგანია მშობელი, თან გაზრდილი შვილის მშობელი, ბაიებზე არ ვამბობ.

ეს საკითხი შეფარდებითია, მარტო აღზრდაც არ შველის, შეიძლება გზააცდენილი მშობლის შვილი სამაგალითო იყოს და სამაგალითოსი გზააცდენილი. დიაგნოზების დასმა მაგარია ისე...ისიც გარედან!



ნამდვილად გეთანხმები..საერთოდ ქართველებს გვჩვევია სხის შეცდომებზე ჩაწიხვლით საუბარი,მეც მინახავ და არა ერთი,შვილი, რომლის მშობლები მხოლოდ გამარჯობის თქმასაც, რომ ვერ ბედავენ ხმამაღლა და შვილები ნარკომანები ან უხეშად, რომ ვთქვათ "ბირჟავიკები",(ოღონდ ცუდი ბირჯავიკები) არიან.მე მყავს ნათესავი, რომელიც ჩაწოლილი ნარკომანია, მისი ცოლი აეეე,აღარ ვიტყვი, ანუ შვილებისთვის საერთოდ არ ეცალათ, მაგრამ მათ შვილებს სულში ჩაიძვრენ ისეთები არია...მე თუ მკითხავ აქ მშობელი არაფერ შუიაშია, რადგან "მარტო წვრთნა რას უზამს,თუ ბუნებამც არ უშველა".

ბავშვის აღზრდაში რა თმქ უნდა დიდ როლს თამაშობს მისი სოციალიზაციის პროცესი,მისი ადამტაცია დაბადებიდან მის გარემოში, თუმცა ბავშვი, რომელიც ულვე ინდივიდი ხდება და შემდეგ ყალიბდება პიროვნებად, ულვე თვითონ წყვეტს თავის ქმედებებს და თავის ქმედებებზე თვითონვეა პასუხისმგებელი....

აგრესია მოზარდებში მოდის ახლანდელი იმ შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც არის საერთოდ მსოფლიოშო და ნუ დავაბრალებთ ამას მშობლებს და ნათესავებს..ყველამ იცის რას აკეთებს, როცა მოაზროვნე ხდება, ანუ 13 წლიდან ან ცოტა ქვევით ან ცოტა ზევით..და მერწმუნეთ, არცერთ მშობელს არ უნდა, რომ მის შვილზე ვინმემ ცუდი თქვას ან ცუდი გამოვიდეს ცხოვრებაში..სამწუხაროდ ბევრს ესე ემართება.....

სთეივაით სწორი მიდგომა თქვენი და ნამდვილად ეგრეა "მარტო აღზრდა არ შველის"... wink.gif

პოსტის ავტორი: Julia თარიღი: Jan 11 2008, 12:48 PM

ნამდვილად გეთანხმებით და ვიცი, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ მოთმინების, თავშეკავების და
თავისი თავის მიმართ პატივისცემის უნარი. ვწუხვარ. sad.gif

პოსტის ავტორი: manuchari555 თარიღი: Jan 11 2008, 05:46 PM

მე უფიკრდები და დაფიკრებული ვარ ბევრ რამეზე,,კარგად წაიკითხე, მატო მშობლებს არ ვგულისხმობ,გარემოს, გარეთ და შიგნით<<ოჯახი>>
და საერთო ჯამში რაც ხდება სამყაროსი,მარტო საკართველოს არ ვგულიხმობ,

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 11 2008, 06:27 PM

გარემოზე მშობელს დიდი გავლენა არ აქვს, ყოველწუთს ვერ და არ გამოეკიდები მშობელი შვილს, სხვა თუ არაფერი დამამცირებელია მუდამ კუდში დაყვებოდე და აკონტროლებდე. მე არასოდეს არ ვყოფილვარ მსმელი და ლოთი, საერთოდ არ ვეკარები ალკოჰოლს ანუ ბავშვები ამას ჩემგან და ოჯახიდან ნამდვილად ვერ ხედავენ, მაგრამ კვირის ბოლოს ან ზეიმებზე სვამენ ბიჭები, და ეს ჩემი ბრალია, მე მივეცი მაგალითი? არც მამამისისგან უნახიათ სმა და არც არავისგან ოჯახში, წესით საერთოდ არ უნდა იკარებდნენ სასმელს, ოჯახის წესების მიხედვით რომ იყოს... ასე რომ, მშობელზე ბრალება არ შეიძლება, მშობელი იქამდე "მიდის" შვილამდე, სადამდეც მას მიუშვებენ, დანარჩენს კი როგორც პიროვნებები თავისით წყვიტავენ როგორ მოიქცნენ. ღმერთს მადლობა ამ მხრივ მე პრობლემა ჯერ არ მქონია, რომ ვინმეს ეძაგებინოს ჩემების საქციელი, ვაჟკაცობა არ აკლიათ და სიტყვის შენახვა, მითუმეტეს ქალმა გავზავრდე მარტოდ და საუკეთესო კაცური თვისებები აქვთ, სწორედ ისეთი, როგორიც შეშვენის მამაკაცს...უფლის შეწევნით ..

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 19 2008, 01:21 AM

ლოლ მე მკითხეს ერთხელ კაი ბიჭი ხარ თუ რა ცხოვრებით ცხოვრობო laugh.gif აი ასეთები არიან უმრავლესობა ძველ ბიჭობა გონიათ კაცობა აი რა უნდა უპასუხო ეხლა მაგ დროს laugh.gif whistling.gif ხოდა მერე მოჰყვება ხოლმე ასეთ ქუჩურ გარჩევებს ჩხუბი და მკვლელობები გონებაქვთ დაბნელბული... cocxali.gif და ვინმეს რო ვუტხრა რო შეგაგინონ დადუმდი არ შეეპასუხო ან არ დაარტყა მეთქი ეგრევე დამცინებენ და მაგათ თვალში ჩმორი გამოხვალ მოკლედ ღვთის შიში აღარააქვთ რა !

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 19 2008, 01:38 AM

ეს ბიჭი ნიკუშა მაი ვიდიოზე რომ იყო თუ არ ვცდები ჩვენ ტაძარში იყო დასვენებული და ძალიან იშვიათად მომდის ცრემლი თითქმის არასდროს და იქ ისეთი მდგომარეობა იყო რომ ჩემდა უნებურად მომდიოდა ცრემლი საშინელი სანახავი იყო და რის გამო?? ამაზე გამცემს ვინმე პასუხს? sad.gif
ისწავლეთ პატარებო (მეც არ ვარ დიდი 18_ის ვარ) კარგის და ცუდის გარჩევა, ისწავლეთ სწორი გზის ამორჩევა ბიჭებო smile.gif ნაწილობრივ ყველაფერი უნდა ნახოთ მაგრამ საზღავრი უნდა იცოდეთ ოქროს შუალედი რის იქითაც არ უნდა გადახვიდეთ! დავამატებდი რომ საკმაოდ განხსვავდებბიან ჩემზე პატარები ყველაფრით და ეს ერთგვარად ჩვენი ბრალიცაა ჩემიც და ჩემზე უფროსი თაობის რადგან პატარა რასაც ხედავს იმას აკეთბს. არ ვიცი რითი დავამთავრო ეს პოსტი რადგან ქართველების უბედურებას ეხება და ადვილი არაა საუბარი ესეთ თემაზე sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 19 2008, 01:42 AM

ციტატა
უფროსი თაობის

რა თქმა უნდა +

ბავშვი უნდა აღზარდო, და ყურადღება მიაქციო, სად იზრდება, რა წრეში, რა ხალხში, რას სწავლობს, რას აკეთებს...

უმეტესობას რომ არ აინტერესებს თავიანთი შვილების ასავალ დასავალი მიტომაა დღეს ცუდ დღეში როა ჩვენი თაობა... მკვლელობას მკვლელობა მოსდევს....



ღმერთო შენ გვიშველე...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 19 2008, 01:43 AM

ბექა
ჩემი მეგობარი მოკლეს თავისნ დაბადების დღეზე თავისმა ძმაკაცმა მოკლა თან 16 წლის ! sad.gif 3 ნი იყვნენ ძმაკაცები და ერთ ერთს უთქვია ამ ბიჭისთვის ერთი წამი გავიდეთო გვერდზეო სახში იყვნენ და ეს მესამე ძმაკაცს უთხრა დარჩიო და მოვალთო და ამ ბიჭს ვისაც გაუყვანია მაგ სახლიდან აუღია პურის დანა და რო გაუყვანია ეგრევე დაურტყია 3 ჯერ 1 ხელ ყელში და გულში და გაიქცა და იმ მესამე ძმაკაცმა ვეღარ მოუსწრო და ის კიდე მშობლებმა გააქციეს საზღვარგარეთ ! რა ეშველება ეხლა იმ უბედურს?

ის ძმაკაცი 2 კვირა შოკში იყო ხელებში შემოაკვდა. : (

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 19 2008, 01:44 AM

თათარაშვილი

ციტატა
რა თქმა უნდა +ბავშვი უნდა აღზარდო, და ყურადღება მიაქციო, სად იზრდება, რა წრეში, რა ხალხში, რას სწავლობს, რას აკეთებს...

გიგლა მე მანდ ასაკით ჩემზე უფროსები ვიგულისხმე და მშობლებიც ნაწილობრივ smile.gif

llaasshhaa
რის გამო? უაზროდ და უმიზეზოდ არაფერი ხდება smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 19 2008, 01:48 AM

ბექა
აბა მე რავიცი sad.gif კალადბურთზე ახალი შემოსული იყო ძაან ახლოსაც არ ვიცნობდი დაწვრილებით ეგრე არ ვიცი რის გამო მოხდა... მარა ფაქტია რაც არ უნდა ყოფილიყო ეგრე როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი ძმაკცი ტან ტავის დაბადების დღე ქონდა ვისც ქონდა ის მოკლა ... sad.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 19 2008, 01:49 AM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 19 2008, 01:48 AM) *

ბექა
აბა მე რავიცი sad.gif კალადბურთზე ახალი შემოსული იყო ძაან ახლოსაც არ ვიცნობდი დაწვრილებით ეგრე არ ვიცი რის გამო მოხდა...

რაღაც იქნებოდა ლაშა ესე უმიზეზოდ არ არსებობს მასეთი საშინელი რამ ჩაიდინოს თუ ის აშკარად თავის მატორზე არააა smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 19 2008, 01:50 AM

ბექა
ხოდა ვინ ამბობს უმიზეზოდ თქო კაცო მე მოვყევი რაც მოხდა და რატო მოხდა არ ვიცი ! smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 19 2008, 01:52 AM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 19 2008, 01:50 AM) *

ბექა
ხოდა ვინ ამბობს უმიზეზოდ თქო კაცო მე მოვყევი რაც მოხდა და რატო მოხდა არ ვიცი ! smile.gif

გასაგებია smile.gif და სანზონაში სად ცხოვრობ შენ მეც სანზონელი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 19 2008, 01:55 AM

ბექა
გვაზაურის ქუჩაზე 8 სართულიან კორპუსებში smile.gif ph34r.gif შენ?

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Jan 21 2008, 01:08 PM

აგრესიის განადგურება გსურთ?!

ამის მიზეზი 2 რამით შეიძლება!

1. ბრმა მორჩილებით ყველაფრის მიმართ, რომლის განხორციელებაც ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოთ!

2. უზომოდ უნდა შეუყვარდეს ბავშს წიგნი, სწავლა და განათლება!
ამისათვის კი მონდომება შრომა, თავდადება, რწმენა და მომავლის იმედია საჭირო, რომლიც სამწუხაროდ არათუ ახალგაზრდებს არამედ უფროსებსაც ცოტას აქვთ.

მაგრამ მონდომებას ყველაფერი შეუძლია.
მთავარია სიყვაული და მიზანსწრაფვა და ყველაფერი გამოვა. ვინც განათლებულია იმას აგრესიაც ნაკლები აქვს იმიტომ რომ სანამ რამე ნაბიჯს გადადგამდეს იგი ამას წინასწარ კარგად იაზრებს და ბრმად არ მიდის ხიდზერ რომლის ქვემოთ კუპრის შავი მდინარე მიედინება!

რაც შეეხება პირველ "რჩევას" ის ჩემთვის მიუღებელია და ვგონებ მისი დათესვა დამღუპპველი იქნება ქართველი ხალხისათვის!

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Jan 21 2008, 06:30 PM

სამწუხაროდ, აგრესიის მატება ფსიქიკის დაზიანების მანიშნებელია. mellow.gif ამას ბევრი რამ უწყობს ხელს. აგრესიული გარემო, პირველ რიგში. მგონი ამ საკითხში ტელევიზიაც ძალიან ბევრს სცოდავს, ახალი ამბებით დაწყებული ფილმებით დამთავრებული ძალადობის და კრიმინალის დემონსტრირება ხდება დღის ყველა მონაკვეთში. ამას ემატება კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის უფროსების არასწორი ცხოვრების მაგალითები (აქ მთელი საზოგადოება იგულისხმება).

ზოგ შემთხვევაში ოჯახს მიუძღვის ბრალი: ეს შეიძლება იყოს არასწორი აღზრდის შედეგი, როცა მშობლები ზედმეტად ლოიალურები ან ზედმეტად მკაცრები არიან შვილების მიმართ, ანდა თავად აძლევენ აგრესიის და მრისხანების მაგალითებს. ეს ყველაფერი რწმენის ნაკლებობითაა გამოწვეული.

სამწუხაროდ, ძალადობრივი გარემო მისდამი შეგუებას იწვევს და ნაკლებად ჰუმანურ თაობას ზრდის და ეს ბუნებრივია. ძალადობა ხომ ძალადობას შობს.

ასე რომ, ჩემი აზრით, კანონის გამკაცრება საქმეს ვერ უშველის, მით უფრო, რომ ჩვენთან ციხე ადამიანთა გამოსასწორებლად ვერ გამოდგება(12 წლის ბავშვის გამოსწორება კი შეიძლება). სახელმწიფო, ფაქტიურად, ბავშვის ნამდვილ კრიმინალად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. მე იურისტი არ ვარ და კანონებში ვერ ვერკვევი ,მაგრამ, მგონია, სახელმწიფო დანაშაულის პრევენციაზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სასჯელის გამკაცრებაზე. fiqri.gif

ალბათ რწმენის, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის მომატებაა საჭირო საზოგადოებაში და აგრესიაც იკლებს.
რავი აბა........ unsure.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 28 2008, 06:30 PM

აგრესია გოგოების ბრალიცაა ხშირად

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 28 2008, 06:34 PM

yipiani gio

ციტატა
აგრესია გოგოების ბრალიცაა ხშირად

კონკრეტულად რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 28 2008, 06:40 PM

afxazi
გოგოები უბიძგებენ ხოლმე ბიჭებს ჩხუბისაკენ.მე რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ

მხოლოდ იმ გოგოებს რომლებსაც თავში აქვთ ავარდნილი და მოსწონთ როდესაც ვიღაც ბიჭი მისი გულისთვის ჩხუბობს.ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 28 2008, 06:55 PM

yipiani gio

ციტატა
გოგოები უბიძგებენ ხოლმე ბიჭებს ჩხუბისაკენ.მე რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ

მხოლოდ იმ გოგოებს რომლებსაც თავში აქვთ ავარდნილი და მოსწონთ როდესაც ვიღაც ბიჭი მისი გულისთვის ჩხუბობს.ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ

კი ვხვდები და გასაგებია რასაც ამბობ, მრავალი შემთხვევაც მომხდარა, მათ შორის ტრაგიულიც ამ ნიადაგზე, მაგრამ როგორ ფიქრობ, რამდენადაა დამნაშავე ამ შემთხვევაში გოგონა, იმდენად რამდენადაც თვითონ ბიჭი, ყველა ადამიანს აქვს აზროვნების უნარი და ამდენად ინდივიდუალურად ყველას შეუძლია განსაზღვროს რა არის სწორი და რა არასწორი.

ამ გადასახედიდან რამდენად რეალური გეჩენება ის რომ ბიჭი ორმაგად დამნაშავე იმაში რომ ჯერ აგრეასიას ავლენს და მეორეც ამ აგრესიის წყარო, ანუ მიზეზი არის გოგო, ანუ ეს ნიშნავს რომ შენ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 28 2008, 06:59 PM

afxazi
ხო რათქმაუნდა სწორი ხარ ,მე უბრალოდ ამდანაშაულის 1 მხარე განვიხილეsmile.gif

პოსტის ავტორი: nanuskana თარიღი: Mar 17 2008, 10:49 PM

ალბათ მიმთითებელი არ ჰყავთ დღევანდელ მოზარდებს და ამიტომაა რომ მოიმატა კრიმინალმა,დღეს სკოლებში არ ხდება ისეთი ტრენინგებისა და გაკვეთილების ჩატარება რომელიც ახალგაზრდებს წესიერებისა და სათნოებისკენ მოუწოდებს

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 12 2010, 09:19 PM

ნეტავ ცოტა აგრესიული მაინც
ვიყო
უკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 12 2010, 09:38 PM

ჩემი აზრით არასწორი აღზრდა და ყურადღების ნაკლებობა.. ტელევიზია და კომპიუტერული თამაშები.. მკვლელობებზე და აგრესიაზე რომ არის გათვლილი... სანამ ქუჩაში დგომას მიეჩვევა მანამდე უნდა მიახვედრო რომ იქ ცუდი ათასჯე უფრო მეტია ვიდრე კარგი ... წიგნების კითხვამდე სანამ მივალთ ჯერ ზრდილობა ვასწავლოთ... და მართლმადიდებლობა...

პოსტის ავტორი: nino30 თარიღი: Mar 20 2010, 07:28 PM

ფაქტია რომ მართლაც აგრესიული თაობა მოდის.მემგონი ბევრი ფაქტორი მოქმქდქბს მქთზე.ტელევიზორი,ვიდეო თამაშები,დაძაბული გარემო,ეკონომიკური პრობლემები რის გამოც მშობლები ვეღარ აქცევენ შვილებს სათანადო ყურადღებას და რაც მთავარია ჩვენი მცირედმორწმუნეობა.განა ეს ცოტაა?

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Mar 29 2010, 03:04 PM

ციტატა(iako @ Apr 29 2007, 03:44 PM) *

ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ სადღაც უკვე.
ბავშვების უმეტესობა დღეს იზრდება, მაგრამ აღზრდას ამას ვერ უწოდებთ. მშობლების უმრავლესობა მათი კაპრიზების და სურვილების შესრულებას თვლიან თავიანთ მოვალეობად.ეს ბავშვები მსხვერპლნი არიან ჩვენი დაუდევრობის და გულგრილობის.


ჩემი აზრით, ყველაფერს მშობლებს ვერ დავაბრალებთ, ვფიქრობ ეს ყველაფერი ტელევიზიის გავლენის შედეგია. მშობლის ვალდებულება ამ მხრივ არის ის, რომ არ მისცეს ბავშვსს ამ სერიალების ყურების უფლება, მაგრამ ბავშვი ჯერ არ არის იმ შეგნების რომ მან ეს გაიაზროს, და მშობელი თუნდაც ძალიან მკაცრად ზრდიდეს, მის თანატოლებთან მაინც ასე თუ ისე ზოგადი აზრის გავლენის ქვეშ ექცევა..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:45 PM

აგრესიული ადამიანების უმეტესობა, საკუთარი ბავშვობის მსხვერპლია… მათ ეს ნორმა ჰგონიათ, ამიტომ აგრესიით არ უნდა უპასუხო!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:48 PM

"მრისხანება, ბოღმა, აგრესია ნაადრევად აბერებს და არყევს ჯანმრთელობას…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:57 PM

"საკუთარ აგრესიას ნუ აბრალებ ღვთის კანონებს. ყველაფერთან ერთად სარწმუნოებასაც ამახინჯებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)