ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მღვდლები ბერ-მონაზვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მღვდლები ბერ-მონაზვნები |
ალექსანდრე |
Oct 4 2006, 04:01 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ფოტო გადაღებულია ნათლისღების დღესასწაულზე
ბზობის დღესასწაულზე მღვდელი კახაბერი შვიდგზის ზეთისცხების დროს მამა ალექსანდრე ზეთის ცხების დროს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
სალომე |
Oct 4 2006, 10:47 AM
პოსტი
#42
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
მარცხნივ --მამა გაბრილელი-ხონის ეპარქიაში იღუმენი მამა სერაფიმე(ჭედია) |
სალომე |
Oct 4 2006, 11:06 AM
პოსტი
#43
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ამ თემის დირექტორი, ბატონი გუჯა თუ მაპატიებს, დავდებ რუსი მამაოს ფოტოს. ეს მოღვაწეობს, ოდესაში, 7 წელი ფოკაში ცხოვრობდა და ძალიან უნდა საქართველოში დარჩენა.... ქართული იცის, მოკლედ საოცარი ადამიანია... მამა ადრიანე და მამა ანტონი-ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში იღუმენი |
ზებედე |
Oct 4 2006, 12:43 PM
პოსტი
#44
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
salome
ძალიან კარგი ფოტოებია დიდი მადლობა, მამა იოანემ შენც მოგცა მეტანიები? ისე კარგი იქნება საქართველოში მოღვაწე სხვა ეროვნების სასულიერო პირთა ფოტოებს თუ დავდებთ, ვინმეს თუ გაქვთ სქიმ-არქიმანდრიტი საბას ფოტო დადეთ რა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
სალომე |
Oct 4 2006, 12:52 PM
პოსტი
#45
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ციტატა მამა იოანემ შენც მოგცა მეტანიები? არა მე არა არ ვიცოდი და როცა მითხრეს, ძალიან შემრცხვა [quote] სქიმ-არქიმანდრიტი საბას ფოტო დადეთ რა[/quote |
KAT |
Oct 4 2006, 03:12 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 4-October 06 წევრი № 245 |
გთხოვთ გამანათლოთ: რა იერარქია არსებობს სამღვდელოებაში? და მიტროპოლიტი რომელი საფეხურია?
-------------------- ლოცვა სულის სუნთქვაა
|
მარიამი |
Oct 4 2006, 03:31 PM
პოსტი
#47
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გთხოვთ გამანათლოთ: რა იერარქია არსებობს სამღვდელოებაში? და მიტროპოლიტი რომელი საფეხურია? სამი საფეხური არსებობს: დიაკონი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და ეპისკოპოსი. ამათში კიდევ არის სხვადასხვა ხარისხები. მიტროპოლიტი არის იგივე ეპისკოპოსი, ოღონდ უფრო მაღალი წოდებაა. პირველია ეპისკოპოსი, მერე - მთავარეპისკოპოსი, მერე - მიტროპოლიტი. მნათე შევასებს ჩემს ნათქვამს, დარწმუნებული ვარ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Oct 4 2006, 03:41 PM
პოსტი
#48
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
KAT
აი, მეზობელი თემიდან დავაკოპირე: წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ. ეპისკოპოსები ეკლესიასი უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია. სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა). მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა. ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება. შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს. თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ. დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია. დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად. ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ. მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას. მნათე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ. იპოდიაკონი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა. ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Oct 4 2006, 03:45 PM
პოსტი
#49
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კიდევ არსებობს ტერმინები: შავი სამღვდელოება და თეთრი სამღვდელოება. ბერ-მონაზვნები მიეკუთვნებიან შავ სამღვდელოებას, დანარჩენები - თეთრს...
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
nuca |
Oct 4 2006, 05:27 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-October 06 წევრი № 247 |
guja
მამა დავითი ჩემი მოძღვარია.რატომღაც ვიცოდი რომ მის სურათს აქ ვნახავდი თქვენი ფორუმი ძალიან მომწონს და გიერთდებით იმედია მიმიღებთ. ერთ_ერთ სურათში მეუფე ამბროსიც დავინახე. |
ზებედე |
Oct 4 2006, 05:56 PM
პოსტი
#51
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მღვდელმონაზონი იოსები მოღვაწეობს გელათის მონასტერში
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლილიანა |
Oct 5 2006, 02:08 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მე მგონი სამცხეთ ჯავახეთის ეპარკიაში მსახურობს არ ვიცი შეიძლეაბ მეშლება მე არ ვიცი მამაოს სახელი მე მგონი გაბრიელი გეცნობათ ვინმეს ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ალექსანდრე |
Oct 5 2006, 02:21 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
liliana
ციტატა მე მგონი სამცხეთ ჯავახეთის ეპარკიაში მსახურობს არ ვიცი შეიძლეაბ მეშლება მე არ ვიცი მამაოს სახელი მე მგონი გაბრიელი გეცნობათ ვინმეს ? ეს ტაო კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თეოდორეა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე |
Oct 5 2006, 09:52 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
liliana
ციტატა უი ამხელა მიტრა აფარია თავზე და გულზე კიდევ უზარმაზარი პანაღია უკეთია და აბა შენ რა გეგონა? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Oct 6 2006, 04:54 PM
პოსტი
#55
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე მგონი სამცხეთ ჯავახეთის ეპარკიაში მსახურობს არ ვიცი შეიძლეაბ მეშლება მე არ ვიცი მამაოს სახელი მე მგონი გაბრიელი გეცნობათ ვინმეს ? მეუფე თეოდორე ვერ იცანი ხო? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლილიანა |
Oct 6 2006, 05:22 PM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ხო ვერ ვცობ მეუფეებს და სამწუხაროდ არც ის ვიცოდი რო მიტრა და პანაღია მეუფები იმოსბოდნენ
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
Oct 6 2006, 05:31 PM
პოსტი
#57
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ხო ვერ ვცობ მეუფეებს და სამწუხაროდ არც ის ვიცოდი რო მიტრა და პანაღია მეუფები იმოსბოდნენ მიტრა თავზე რომ ახურავს ისაა და პანაღია გულზე რომ ჰკიდია - ის მიტრა მარტო მეუფეებს არა აქვთ, ჩვეულებრივ მღვდელსაც შეიძლება ეხუროს (ოღონდ მღვდლის მიტრა მგონი რაღაცით განსხვავდება ), პანაღია კი მხოლოდ ეპისკოპოსისაა... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
სალომე |
Oct 6 2006, 09:01 PM
პოსტი
#58
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
|
ზებედე |
Oct 7 2006, 05:25 PM
პოსტი
#59
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Oct 7 2006, 09:46 PM
პოსტი
#60
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეს ფოტო გადაღებულია ისრაელში, არ ვიცი სად მსახურობს და თუ ვინმემ იცით დაწერეთ
მამა ბესარიონს ლოცავს იერუსალიმის პატრიარქი ირინეოსი მამა ვახტანგი მგონი ქაშუეთში მსახურობს -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი