IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> კათოლიკური ნათლობა
Believer
პოსტი May 22 2010, 03:05 PM
პოსტი #81


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



afxazi
ციტატა
კიდე გექნება რამე, ბარემ დადე


მგონი საკმარისია smile.gif

2kiss.gif



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noralu
პოსტი May 22 2010, 05:10 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



ციტატა
თემის ავტორს რომ დარდი ჰქონდეს, ჩვენ არ გვკიტხვადა, უფრო კომპტენტურტან დასვავდაშეკიტხვას, ან მოძრვარის განყოფილებაში, როგორც იქცევა სხვა დანარცენი.


"მხევალი ნინო" კარგი იქნებოდა ცოტა მეტ გულისხმიერებას და სათნოებას თუ გამოიჩენდით. მე მგონი ესეც აუცილებელი თვისებებია ქრისტიანი ადამიანისთვის, კათოლიკე იქნება და მართლმადიდებელი.მე პირველად შემოვედი ამ თემით ფორუმზე, ბევრი რამ არ ვიცი და ამიტომაც შევეცადე გამეზიარებინა. არა მგონია დიდი რამე დამეშავებინოს ამ თემის გახსნით: არც პროვოკაცია და არც კამათის სურვილი არ მქონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 22 2010, 05:15 PM
პოსტი #83


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



noralu
ციტატა
არა მგონია დიდი რამე დამეშავებინოს ამ თემის გახსნით


არაფერი არ დაგიშავებია smile.gif ყველას კომენტარს ნუ მიაქცევ ყურადღებას, აქ ბევრი დადებითიც და საინტერესოც დაიწერა smile.gif



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noralu
პოსტი May 22 2010, 05:17 PM
პოსტი #84


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



ციტატა
იყავი კარგი ქრისტიანი, გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი მეუღლე, შენ პატარა ანგელოზი და გაზარდე იგი კარგ ქრისტიანად. არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება არაა კათოლიციზსა და მართლმადიდებლობაში, თეოლოგიურ დონეზე, რომ მაგაზე იდარდო. კათოლიკური ეკლესია ვიღაც ჯო სმიტის ეკლესია არაა, უზარმაზარი ისტორიის და მადლის ეკლესიაა. ეს მღვდლები სიტყვებზე დაობენ და ისტორიული კინკლაობა ვერ მოუგვარებიათ. თუ ძალიან გაწუხებს, უამრავი კარგი წიგნია (ისტორიული) ამაზე და გაეცანი, მაგრამ მაგის გამო ნუ იდარდებ. ის ადამიანი კი, ვისაც ნათლიობა სთხოვე დიდ შეცდომაში შეიყვანეს - ქრისტიანად ბავშვის მონათვლის მადლზე უარი არ უნდა ეთქვა. მოძღვარი ღმერთი არაა, შეიძლება ისიც შეცდეს და ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და არა რაღაც კანონთა მშრალი კრებული. ოდემსე მიხვდება ალბათ ამას, თვითონაც. მაგაზე გულს ნუ გაიტეხ.

ასე მგონია ჩემს გულში იჯექით, ძალიან მიხრია რომ თქვენც ასე ფიქრობთ
დიდი მადლიერებით და პატივისცემით გვანცა და პატარა ელენე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noralu
პოსტი May 22 2010, 05:34 PM
პოსტი #85


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



ციტატა((Νικόλαος) @ May 21 2010, 09:08 PM) *



და რაც შეეხება კათოლიკურ-მართლმადიდებლურ ჯვრისწერას, დარწმუნებული ვარ რომ სერბეთის ეკლესიაში ეს დაუშვებელია და ვინც უშვებს იგი ცდება.


ვერ გეტყვით სერბეთში როგორ ხდება, ვიცი რომ გერმანიაში მოქმედი სერბული ეკლესია უშვებს და საბერძნეთში კი პირადად ვიყავი კათოლიკე- მართლმადიდებლის ჯვრისწერაზე და მათ შვილებს, რობლებიც მართლმადიდებლები არაინ კათოლიკე ნათლიები ყავთ, ამ შემთხვევაში დედა იყო კათოლიკე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 22 2010, 05:51 PM
პოსტი #86


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



noralu
ციტატა
პატივისცემით გვანცა და პატარა ელენე


ღმერთმა დაგლოცოთ smile.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noralu
პოსტი May 22 2010, 05:53 PM
პოსტი #87


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



ციტატა(ქრისტეანი @ May 22 2010, 12:05 PM) *

"
არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს.

არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ.

თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს.


გეთანხმებით ყველანაირად...
ძალიან დიდი სითბო და სიმშვიდე მოდის თქვენგან და მისაბაძია ნამდვილად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 22 2010, 06:06 PM
პოსტი #88


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



noralu

თუ შეიძლება მეც დავამატებ ერთ რამეს, არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს ჩვენ საუბარს. არც მე და არც სხვა, რომელიც ამ საუბარში ოპონენტს წარმოადგენდა, არ არის განწყობილი ვიღაცისადმი სიძულვილით, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. უფალმა მტრების სიყვარული გვასწავლა და ვის აქვს უფლება ქრისტიანად თვლიდეს თავს და ამ დროს ღვთის ხატად და მასგავსად შექმნილი ადამიანი სძულდეს.

აქ საუბარია იმ რთულად გადასაჭრელ პრობლემაზე, რომელიც აგერ უკვე 10 საუკუნეა თანდათანობით უფრო ღრმავდება (თუმცა ვფიქრობ ბოლო მოვლენები სასიკეთოდ შეიცვალა). IV საუკუნეში და უფრო ადრეც ეკლესიაში მკაფიოდ დაისვა საკითხი სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნებული ადამიანის მიღების ფორმასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე არაერთი აზრი არსებობდა და არაერთხელ წარმოებულა კამათი, მათ შორის ორ სახელოვან მოღვაწეს შორის, რომის პაპ სტეფანესა და კვიპრიანე აკრთაგენელს შორის. პირველი მათგანი მიიჩნევდა, რომ ყველა მათგანი (სხვა რელიგიიდან მოსული) არ უნდა მოგვენათლა ახლიდან, კვიპრიანე კი ამგვარ დაყოფას არ უჭერდა მხარს და ყველას ნათლობას აღიარებდა. საბოლოოდ მსოფლიო კრებამ (თუ სწორად მახსოვს მეორემ) დაადგინა, რომ სხვადასხვა სარწმუნოებიდან მოსული ადამიანი, რომელიც იმ სარწმუნოებაში მონათლული იყო, მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსული ზოგი ახლიდან ინათლებოდა, ზოგს მხოლდ მირონი ეხებოდა და ზოგი საერთოდ არ ინათლებოდა, მხოლოდ წერილობით ადასტურებდა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობას. თუმცა ეს იყო ადრეულ საუკუნეებში, როცა სხვადასხვა სარწმუნოებანი ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრად დაშორებული ერთმანეთს.

რაც შეეხება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სარწმუნოებებს. მე მომისმენია და წამიკითხავს ორი განსხვავებული შეხედულება მართლმადიდებელთა მხრიდან. ზოგი ამბობს, რომ კათოლიკე მოუნათლავად უნდა მივიღოთ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ზოგი ამას ეწინააღმდეგება იმ მოტივით, რომ ეს ორი ეკლესია ძალიან დაშორდა ერთმანეთს და უამრავი განსხვავებაა მათ შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მსოფლიო კრების მიერაა გადასაწყვეტი, რომელიც იმედი მაქვს რომ მალე შედგება. ამიტომ ნუ უსაყვედურებ ნურც სხვას და ნურც ჩვენ, თუკი ამ საკითხში ვერაა გარკვეული და ვერ დგავს მკვეთრ ნაბიჯებს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ასე იოლად ვერ გადაწყდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 22 2010, 07:13 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა(ქრისტეანი @ May 22 2010, 02:00 PM) *

იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება.
რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური.ეს ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად?

ვის მოვეფერო და ჩავეხუტო კატოლიკეებს? არა მადლობთ მანდ ვინ ვის ეფერება კაცი ვერ გაიგებს

ეს დღევანდელი პაპი მიხვდა მარტო, აქამდე ვერავინ?
მაშინ პოლიტიკური მოტივები იყო განხეთქილების და დღეს რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ რომ კამკამა წყალივით სუფთაა და უანგაროა ერთობის სურვილი? როცა დღესაც ეკლესია კათოლიკური ძალიან ბევრ რამეს იღებს თავის თავზე ოფიციალური გადასახადები დაწესებით და ასე ეხუტებიან პაპის დოგმატს

ციტატა

არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს.

სიყვარული-სიძულვილი-ბოღმა ემოციების გამოხატვა ამ თემაში არ ყოფილა არავის მიერ აქ ლაპარაკაია კათოლიკეების დოგმატურ ცდომილებებზე, და მათ მიღება-არმიღებაზე..

შენ ფიქრობ მოციქულებს არ ქონდათ სიყვარული ან წმ მამებს ვინმესი, თუნდაც ერეტიკოსების, მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
რომლებიც ლოცვით ზიარებას კრძალავენ, მართლმადიდებლების ამ ერთობაზე უარის თქმის მიზეზი ისევ ქრისტეს სიყვარულია და მისი სწავლების ერთგულება, რომელიც მოყვასის სიყვარულზე მაღლა დგას
და სიყვარული მარტო ჩახუტებით არ გამოიხატება, ესე მკვლელიც შეიძლება გიყვარდეს უხეში მაგალითისთვის , მაგრამ მასთან ერთად მოკლავ, ეზიარები მის საქმეებს და მოეფერები, ასეთია სიყვარული?
ციტატა

თქვენ რა გგონიათ, მართლმადიდებლობაში ყველაფერი 100%-იანია და ქვაში ჩაჭედილი? ან თუნდაც ყველაფერი დაზუსტებულ-გარკვეული? და ვიღაც მოძღვარმა რაც თქვა ეგაა და მორჩა? პაპის შეუცდომელობას აპროტესტებთ, კეთილო და რიგითი მართლმადიდებელი მოძღვარი ყოფილა შეუმცდარი?

მათ აქვთ დოგმატის სახით სწავლება, და მართლმადიდებლობაში მოძღვრის შეუმცდარობაზე მსგავსი სწავლება იდეაშიც არ არის, ადამიანის მორალური საქმეა მხოლოდ
ციტატა(Believer @ May 22 2010, 01:49 PM) *

ჭეშმარიტების დასტური ვატიკანიდან


1995 წლის 20 სექტემბერს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობმა
პონტიფიკალურმა საბჭომ” გამოსცა დოკუმენტი-გამოკვლევა სათაურით _
“ბერძნული და ლათინური ტრადიცია სულიწმინდის გამომავლობის შესახებ”.1 ამ
დოკუმენტში საკმაოდ კომპეტენტურად და ამომწურავადაა გამოკვლეული
აღნიშნული საკითხი; პირველწყაროებზე დაყრდნობით არის დასაბუთებული
თვალსაზრისი

ამას ამბობს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი პონტიფიკალური საბჭოს” დოკუმენტი-გამოკვლევა , რომელსაც გამოკვლევის სახე აქვს და ლაპარაკია რომ თურმე ეს ორი ეკლესია ერთ სწავლებას აღიარებს ამდენი წელი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დღევანდელ პოზიციას რაც შეეხება სულ მესამე პირი ლაპარაკობს, თვითონ კათოლიკეების მზადყოფნის განაცხადი სად არის, და მრწამსი?

ციტატა(Believer @ May 22 2010, 01:49 PM) *
ზიანი დიდი ხანია მიაყენეს, ამის გამო სქიზმაში გასული და ეკლესიიდან უმისამართოდ გაქცეული ბევრი მინახავს, მაგრამ კათოლიკესთან ერთად მლოცველი დაღუპული მართლმადიდებელი არსად

უკაცრავად ვინ დაიღუპა და ცხონდა სიზუსტით ფლობ ინფორმაციას?

ციტატა
ფანატიკოსები სასაცილოები ხდებიან და უხერხულ სიტუაციებში იგდებენ თავს ხშირად

: )))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი May 22 2010, 07:32 PM
პოსტი #90


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



newbie
ციტატა
ვის მოვეფერო და ჩავეხუტო კატოლიკეებს? არა მადლობთ მანდ ვინ ვის ეფერება კაცი ვერ გაიგებს

ვაიმე უნდა გავიცინო მე მაპატიეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი May 22 2010, 08:35 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ქრისტეანი
ციტატა
მე ვარ პირველ რიგში - ქრისტიანი, ანუ ჩემს სულიერი ხსნის გზად ვაღიარებ ქრისტეს და ერთადერთ ღმერთად - სამებას. ეკლესიური კუთვნილებით ვეკუთვნი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმიტომ რომ დავიბადე საქართველოში, ჩემი წინაპრები ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ და მოვინათლე ქართულ ეკლესიაში. რომ დავბადებულიყავი გერმანიაში ვიქნებოდი კათოლიკე და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რაგდან ისეთივე ქრისტიანებად მიმაჩნიან როგორც მართლმადიდებლები, ზოგი შეიძლება უკეთესიც იყოს, პიროვნებას გააჩნია.

და ირანში რომ დაბადებულიყავი შიიტი მუსულმანი იქნებოდი?
Believer
ციტატა
ქეთევანი (ქეთევან წამებული) იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა.

რატომღაც იმას არავინ კითხულობს, რომ მართლმადიდებელ მღვდელს წამება ხვდა წილად. ხოლო კათოლიკე პატრი კი მშვიდად დაბრძანდებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 22 2010, 09:17 PM
პოსტი #92


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ქრისტეანი
ციტატა
ნინო, ათოს,არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ.თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს.


ძვირფასო "ქრისტეანო", დოსტოევსკის აქვს ერთი ცნობილი გამონათქვამი, მისი ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ რაც უფრო უყვარდა მთელი კაცობრიობა, მით უფრო ვერ იტანდა მის გვერდით მყოფ კონკრეტულ ადამიანებს, და იმედი მაქვს თქვენც მის ბედს არ გაიზიარებთ სიყვარულზე ბრტყელ-ბრტელი ლაპარაკით, რომელსაც ლაპარაკი კი არა, საქმით დამტკიცება სჭირდება. საქმით კი ჯერ თქვენგან ცილისწამების მეტი ვერაფერი დავინახე



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 23 2010, 12:24 AM
პოსტი #93


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



bekas
ციტატა
რატომღაც იმას არავინ კითხულობს, რომ მართლმადიდებელ მღვდელს წამება ხვდა წილად. ხოლო კათოლიკე პატრი კი მშვიდად დაბრძანდებოდა.


ისტორია წაიკითხე, რამდენი განსაცდელი ხვდა წილად კათოლიკეებს ქეთევან წამებულის წმ. ნაწილების გადასვენებისთვის!

რომ არა კათოლიკეები, ვინ იცის რა ბედი ეწეოდა მის წმინდა ნაწილებს smile.gif



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქრისტეანი
პოსტი May 23 2010, 04:07 AM
პოსტი #94


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-May 10
წევრი № 8,879



ციტატა(noralu @ May 22 2010, 05:17 PM) *

ასე მგონია ჩემს გულში იჯექით, ძალიან მიხრია რომ თქვენც ასე ფიქრობთ
დიდი მადლიერებით და პატივისცემით გვანცა და პატარა ელენე smile.gif


ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. პატარა ელენე, დიდ და სასახელო გოგოდ გაგეზარდოთ, ღმერთის შეწევნით. ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ შვილს მისი ქართული წარსულიც ეცოდინება და ქართულ ეკლესიებსაც მოატარებთ, როცა წამოიზრდება. ასევე უნდა უყვარდეს მამის ქვეყნის ისტორია და წარსული, რა თქმა უნდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქრისტეანი
პოსტი May 23 2010, 04:24 AM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-May 10
წევრი № 8,879



ციტატა(newbie @ May 22 2010, 07:13 PM) *

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.


მწვალებლებს ვის ვუწოდებთ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ. რომის ეკლესია ვისი დაარსებულია თქვენი აზრით? ქრისტესი გჯერა, მოციქულების სიტყვებს დოგმებად იღებ და იმდენი რწმენა არ გაქვს რომ დაიჯერო - პეტრეს და პავლეს მიერ დაარსებული ეკლესიას, 1 მილიარდი ქრისტიანის ეკლესიას, მადლის გარეშე არ დატოვებს ღმერთი?

კათოლიკეებთან ულოცია და (თუ არ ვცდები) ზიარებაც მიუცია ილია მეორეს, და არ იცოდა რას აკეთებდა თუ რის დამტკიცებას ცდილობთ, არ მესმის?

რომც ცდებოდნენ რამეში (თუმცა რაში ედავებით მაგაზე გამართული, დაწყნარებული და აზრიანი პასუხი მხოლოდ ბატონი აფხაზისგან მოვისმინე აქ, უმეტესობა უბრალოდ დაუოკებელ ზიზღს გამოხატავს) რომის ეკლესია იმხელა მნიშვნელობისაა ქრისტიანულ სამყაროში - უნდა ვცდილობდეთ დისკუსიით გავარკვიოთ და არა ლანძღვა-გინებით. ძმას ან დას რომ არ ეთანხმებოდეთ რამეში - ხელს კრავთ? ეგეთებიც მომხდარა საქართველოში სამწუხაროდ, ზვიადისტობა-ანტიზვიადისტობის გამო ძმები ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს და ბიძაშვილები ტყვიას ესროდნენ ბარიკადებიდან. არ არის ეგ ნორმალური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 23 2010, 09:59 AM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ქრისტეანი @ May 23 2010, 04:24 AM) *

კათოლიკეებთან ულოცია და (თუ არ ვცდები) ზიარებაც მიუცია ილია მეორეს, და არ იცოდა რას აკეთებდა თუ რის დამტკიცებას ცდილობთ, არ მესმის?

ერთს დავამატებდი, რომ პრინციპში ილია II-ს მის კათოლიკეთა ზიარება ან თუნდაც მისი ზიარება მათთან (თუ ასეთიც ყოფილა, არ ვიცი ზუსტად) არ არის სერიოზული არგუმენტი...

რაც შეეხება აფხაზის მიერ წამოჭრილ საკითხს, რომ კათოლიკობიდან მოსულებს ზოგი ნათლავს ხელმეორედ და ზოგიც არა - ამაზე კამათიც იყო ამ ფორუმში
აი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=323


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 23 2010, 10:46 AM
პოსტი #97


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ქრისტეანი
ციტატა
უმეტესობა უბრალოდ დაუოკებელ ზიზღს გამოხატავს


ციტატა
უნდა ვცდილობდეთ დისკუსიით გავარკვიოთ და არა ლანძღვა-გინებით.

იქნებ დააციტიროთ "დაუოკებელი ზიზღის" გამომხატველი და ლანძღვა-გინების შემცველი პოსტები ამ თემაში?

შარავანდედი ტყუილებში ხელს არ გიშლით თუ თქვენი "სიყვარული" მოყვასისადმი ცილისწამებასაც მოიცავს?


ციტატა
ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით

უცნაური გამოხატულებაა სიყვარულის, რაღაცეების დაბრალება

ციტატა
საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს.

სულს სიცრუეც ანგრევს და ცილისწამებაც, და ეჭვი მეპარება ადამიანები რომლებსაც ცილს სწამებთ გიყვარდეთ და არ გძულდეთ.
ასე რომ იქნებ თქვენი დარიგებები ჯერ თქვენი თავისთვის მიგეზომათ smile.gif







--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 23 2010, 11:19 AM
პოსტი #98


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
ციტატა
ძვირფასო "ქრისტეანო", დოსტოევსკის აქვს ერთი ცნობილი გამონათქვამი, მისი ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ რაც უფრო უყვარდა მთელი კაცობრიობა, მით უფრო ვერ იტანდა მის გვერდით მყოფ კონკრეტულ ადამიანებს, და იმედი მაქვს თქვენც მის ბედს არ გაიზიარებთ სიყვარულზე ბრტყელ-ბრტელი ლაპარაკით, რომელსაც ლაპარაკი კი არა, საქმით დამტკიცება სჭირდება. საქმით კი ჯერ თქვენგან ცილისწამების მეტი ვერაფერი დავინახე


მაგარია 2kiss.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 23 2010, 11:29 AM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ May 23 2010, 11:19 AM) *

მაგარია 2kiss.gif

მაგარი კია, მაგრამ რამდენად ეთანადება ამ კონკრეტულ იუზერს ესაა პრობლემა

პ.ს.
ისე ხშირად ასეა ხოლმე...დოსტოევსკი ხელწამოსაკრავი არგუმენტი არაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 23 2010, 12:13 PM
პოსტი #100


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



athos 2kiss.gif

ჩემი დოსტოევსკი...

ციტატა
მაგრამ რამდენად ეთანადება ამ კონკრეტულ იუზერს ესაა პრობლემა

აი ეგ კი მართლაც....


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი