აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
marine |
May 22 2022, 03:52 PM
პოსტი
#261
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გულისცემის შესახებ" კანონი კრძალავს ნაყოფის მოცილებას მას შემდეგ, რაც მას გულისცემა დაუფიქსირდება. მთელ აშშ-ის მასშტაბით ეს არის ყველაზე მკაცრი კანონი აბორტის შესახებ, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 ნოემბერს შევიდა.
პროექტის "ტეხასის პოლიტიკის შეფასებები" მკვლევრებმა კანონის ამოქმედების შემდეგ შეისწავლეს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები და აღმოჩნდა, რომ აბორტების საერთო რაოდენობა 49,8%-ით შემცირდა. კანონი საავადმყოფოებს ავალდებულებს, შეამოწმოს ნაყოფის გულისცემა. როგორც წესი, გულისცემა ისმის ორსულობის მე-6 კვირიდან, რის შემდეგაც აბორტი ოფიციალურად იკრძალება, გარდა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევისა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2022, 09:25 PM
პოსტი
#262
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ბერთან რჩევის მისაღებად მისი სულიერი შვილები, მორწმუნე ცოლ-ქმარი მივიდა. ცოლი ფეხმძიმედ იყო, მათ აწუხებდათ პრობლემა – ცოლი ავადმყოფობის გამო ძლიერ პრეპარატებს იღებდა და ექიმმა აბორტის გაკეთება ურჩია, რადგან ბავშვი შეიძლებოდა, არასრულფასოვანი გაჩენილიყო. მამა ეპიფანემ ჰკითხა მათ:
– კი მაგრამ, რისთვის მოხვედით ჩემთან? მისი მოკვლის კურთხევა მოგცეთ? – გყავთ შვილები? – დიახ, ერთი ბიჭი გვყავს. – ჯანმრთელია? – დიახ. – ღმერთმა დაიფაროს და თუ მას დამბლა დაეცემა ან ავტომანქანა გაიტანს და სიარულს ვეღარ შეძლებს, მიატოვებთ თუ მოკლავთ? – არა, რა თქმა უნდა! – მაშინ, რატომ გინდათ, მოკლათ ის, ვინც ჯერ კიდევ მუცელში იმყოფება?! იმიტომ, რომ ჯერ არ გინახავთ და არ შეგყვარებიათ?! რა განსხვავებაა მათ შორის, ისიც თქვენი შვილია! მომისმინეთ, ექიმები ხშირად ცდებიან. ყველა ექიმზე მაღლა დგას ღმერთი – შემოქმედი, მას მიენდეთ. მე არ მჯერა, რომ სნეული ბავშვი დაიბადება, როგორც ამას ექიმები წინასწარ ამბობენ, მაგრამ, თუ რაღაც მსგავსი მაინც მოხდება, განადიდეთ უფალი და ეს ყოველივე მიიღეთ, როგორც ჯვარი, რომლის ტარებაც მოგიწევთ მოთმინებით. ღმერთი არ მოგაკლებთ ჯილდოს ზეცაში. როდესაც საიქიოს მიხვალთ. თუ შეეცდებით, ამ ჯვარს აარიდოთ თავი, მოგელით სხვა, მასზე უფრო მძიმე. მხნედ იყავით! ილოცეთ უფლისადმი, მე ვილოცებ და მჯერა, რომ ჯანმრთელი შვილი გაგიჩნდებათ. მაშ, წადით და ღმერთმა დაგლოცოთ. მართლაც, დაიბადა კარგი, ჯანმრთელი გოგონა. სიხარულით თვალცრემლიანმა მშობლებმა ის მიუყვანეს მამა ეპიფანეს და უთხრეს: – მადლობას გიხდით თქვენი თანამონაწილეობისა და ლოცვებისათვის. ჭეშმარიტად, „ცხოველ არს უფალი“ (ფსალ. 17,46). /ეპიფანე თეოდოროპულოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 01:50 PM
პოსტი
#263
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გინეკოლოგი, რომელიც აკეთებს აბორტს, არღვევს ღვთის განგებას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 05:44 PM
პოსტი
#264
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აბორტი ცოდვაა, ყველაზე უსაშინლესი ცოდვათა შორის, რომლის გამოც შურისძიების ღაღადისი აღწევს ზეცამდე, ხოლო მოუნანიებელი ადამიანი საზღაურს განიცდის როგორც მიწიერ, ისე შემდგომ ცხოვრებაშიც"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 08:50 PM
პოსტი
#265
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ქალი იკეთებს აბორტს 20 წლის ასაკში, 100-დან 25 ქალი უშვილო რჩება, ხოლო აბორტის შემდგომ შობილი ბავშვების 95% ავადმყოფები იბადებიან. აბორტის რიცხვის პროპორციულად, ასევე იზრდება ქალის სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების ალბათობა. აღარაფერს ვამბობთ სხვა, უამრავ არაგინეკოლოგიურ გართულებებზე.
როგორც ხედავთ, აბორტი გვევლინება წყაროდ ბევრი გინეკოლოგიური, ფსიქიკური თუ ონკოლოგიური დაავადებისა, რაც შემაშფოთებელი უნდა იყოს სახელწმიფოს ჯანდაცვის სისტემისათვის, რომლის მეშვეობითაც უნდა ხორციელდებოდეს ასეთი საშინელი სტატისტიკის აღკვეთა და რეგულაცია" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 5 2022, 05:42 PM
პოსტი
#266
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იტალიელი იურისტი რაფიელ ბალესტრინი ასი წლის წინ წერდა: "ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ერი მიუახლოვდა თავისი დაცემულობის ბოლო ზღვარს, იქნება ის, რომ აბორტი ჩაითვლება ჩვეულებად და სავსებით მისაღებად საზოგადოებისთვის" - სწორედ ამ ზღვრამდეა მისული დღეს კაცობრიობა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 5 2022, 06:00 PM
პოსტი
#267
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვებს, ვითომდა, იმიტომაც კლავენ, რომ გაზრდილი მოსახლეობის გამოკვება უკვე შეუძლებელი ხდება, თუმცა ამერიკაში ზედმეტ მარცვლეულს წვავენ, საბერძნეთში ხილს მარხავენ, როცა სხვაგან საჭმელი უჭირთ.
როცა ბავშვებს დედის მუცელშივე კლავენ, ისინი უფლის წინაშე მოუნათლავები წარდგებიან, სახარებაში კი წერია: ვინც არ მოინათლოს წყლითა და სულიწმიდით, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 30 2022, 01:31 PM
პოსტი
#268
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქვენ იტყვით: "მაგრამ მე მოვნანიე!" დიახ, თქვენ მოინანიეთ, მაგრამ მეორემ მიიღო ჭრილობა. თქვენ მოინანიეთ და ღმერთი იღებს თქვენს მონანიებას, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენი მონანიება აღსრულდეს, ჩვენ, სამწუხაროდ, (ვლოცულობთ, რომ ეს არ მოხდეს), უნდა გადავიხადოთ. ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი ბრუნდება, როგორც აბორტებში. დედა ან ის, ვინც შვილს კლავს, ამბობს: "კი, ერთი აბორტი გავიკეთე, მაგრამ მერე ვაღიარე!" ჰოდა, აღიარე, მონანიე, იტირე, მაგრამ ყოველთვის არის ერთი, მაგრამ - მეორე სამყაროში წასული ადამიანი. ვინ გადაიხდის ამას? ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება? ვინ გადაიხდის ამ ჭრილობას?"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 22 2022, 09:30 PM
პოსტი
#269
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აბორტებიც ვერცხლისმოყვარეობის სახელით აღსრულებული მკვლელობაა. ბევრი ამბობს: "სიღატაკე ვანაყოფიერო?" - ან: "ჯერ ჩემთვის უდნა ვიცხოვრო". მაგრამ ასეთი ადამიანები თავისთვის კი არა, ფულისთვის ცხოვრობენ"
/მღვდელი დანიელ სისოევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 01:53 PM
პოსტი
#270
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...განწირული სულები შველას ითხოვდნენ. ლუბამ ჰკითხა, როგორ შეიძლება მათი დახმარებაო? - მათი დახმარება მხოლოდ დედამიწაზე დარჩენილ ნათესავებს შეუძლიათ - ვისთვისაც მოწყალებას გასცემენ, ლოცულობენ და პანაშვიდებს ახდევინებენ, მათ უფალი იწყალებს, გააჩნია ცოდვის სიმძიმეს - მიუგო მატრონამ [მოსკოველი] და აჩვენა ის ადგილები, სადაც აბორტის ცოდვისთვის ისჯებიან დედები და გინეკოლოგები. "არც ერთ ომში არ დაღუპულა იმდენი ადამიანი, რამდენიც აბორტით", - დაამატა და განუმარტა: "ეს ცოდვა ასე უბრალოდ არ ეხსნება მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან. უფალს პატიება სიცოცხლის ბოლომდე უნდა ევედრონ, ძლიერი ლოცვითა და მძიმე შრომით უნდა მოინანიონ. არის ამისთვის სპეციალური ლოცვები, რომელიც უნდა მოიძიონ და გულმხურვალედ ილოცონ. ვინმე ავადმყოფს უნდა მოუარონ - ავადმყოფის მოვლა ძალიან დიდი მადლია".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2024, 08:03 PM
პოსტი
#271
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1984 წლის 11 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე, ბერს [ღირსი პაისი ათონელი] ხილვა ჰქონდა, რომელიც საშინელ დანაშაულს - აბორტს უკავშირდებოდა. ამ ხილვის შესახებ მან ბევრ ვინმეს მოუთხრო. ეს ამბავი სხვადასხვა წიგნშიც დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ აქ ამ ამბავს მაინც ვაქვეყნებთ ამ თემის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, რამეთუ ის ზოგადად დიდ ინტერესს იწვევს და ბერის ამ ხილვამ შეიძლება ზოგიერთებს სულიერი სარგებელი მოუტანოს. ამგვარად, ბერი მოგვითხრობდა: "საღამოდან ორი სანთელი ავანთე, როგორც ჩვეულებრივ ვანთებ ხოლმე ლოცვით იმათთვის, ვინც იტანჯება სულიერად და ხორციელად. ტანჯულთა რიცხვში - მიცვალებულთა სულებიცაა. ეს სანთლები მაშინაც ანთებულია, როცა დასაძინებლად ვწვები. და აი, ერთხელ საშინელი ხილვა მქონდა. ჩემ წინაშე პურის ყანა გადაიშალა. თავთავი ჯერ დამწიფებული არ იყო, - ხორბალი ეს-ესაა ძალას იკრებდა. ეს ყანა შემოღობილი იყო. მე ღობის გამოღმა ვიდექი და სანთლებს ვანთებდი მიცვალებულთა სულების საოხად. მარცხნივ მოჩანდა უსწორმასწორო, ბორცვებიანი და მშრალი მიწის ნაკვეთი, რომელიც იძვროდა ძლიერი გუგუნისგან, ათასობით სულისმფლეთავი კივილისგან, ეს ხმა ყველაზე სასტიკ გულსაც კი შეძრავდა. მე პირადად ამ კივილმა გულიდან სისხლი მადინა, თუმცა ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მოულოდნელად ხმა გავიგონე: "მინდორი, რომელზეც დაუმწიფებელ ხორბალს ხედავ, ეს იმ მიცვალებულთა სულების განსასვენებელია, რომლებიც აღდგებიან. ხოლო იმ ადგილზე, რომელიც გმინავდა გულისმოკვლელი კივილისგან, იმ ჩვილთა სულები იმჰყოფებიან, ვინც აბორტის შედეგად მოკვდნენ".
ხილვა დასრულდა, მაგრამ მე ბავშვების სულების მდგომარეობა საშინელ ტკივილს მაყენებდა და ვერაფრით დავმშვიდდი. ვერც დაწოლა და დასვენება შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ვინაიდან ამ ხილვის წინ ბევრი სიარული და ფეხზე დგომა მომიწია" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2024, 09:23 PM
პოსტი
#272
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რამდენჯერ ჯერ დაუბადებელ ადამიანს კლავენ ყოველდღიურად! აბორტი - ეს საშინელი ცოდვაა! აბორტი მკლელობაა და თანაც - განსაკუთრებულად მძიმე მკვლელობა, რამდენადაც მოუნათლავ ბავშვებს ხოცავენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ჩასახვის წუთიდან იწყება"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2024, 08:00 PM
პოსტი
#273
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ბერთან ერთი ოჯახური წყვილი მივიდა. "მამაო, - უთხრა ცოლმა, - მე ბავშვს ველოდები, ჩვენ კი უკვე ოთხი ბავშვი გვყავს, მეხუთეც თუ დაიბადება, თავს ვეღარ გავიტანთ. მომეცით კურთხევა აბორტზე".
- ვხედავ, იოლი ცხოვრება არა გაქვთ, - უპასუხა ბერმა, - კარგი, გაძლევ კურთხევას, საკუთარი შვილის მკლელობაზე. მაგრამ უფროსი ქალიშვილი მოკალით, ის უკვე თხუთმეტი წლისაა და ცოტა ხანს მაინც იცხოვრა ამქვეყნად, რაღაც მაინც ნახა. ამ ნამცეცას კი ჯერ მზის სხივიც არ უხილავს, უსამართლობას იქნება, მისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა. შეძრწუნებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 08:01 PM
პოსტი
#274
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუნდაც ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ადამიანი მილიონობით ბავშვს კლავს მუცელში ცინიზმით, ქალთა თავისუფლების, ჰუმანიზმის სახელით"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2024, 08:50 PM
პოსტი
#275
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არსებობს აბორტის ამკრძალავი მთელი რიგი ეკლესიური კანონები: "წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი... ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს" - ნათქვამია ბასილი დიდის მე-2 კანონში"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 11 2024, 07:23 PM
პოსტი
#276
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმედ სცოდა მან, ვინც აბორტი გაიკეთა ან სხვას გაუკეთა, ანდა ვინმეს ურჩია ამ დიდი ცოდვის ჩადენა - შვილთა კვლა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი