ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები |
bakolavio |
Dec 15 2013, 07:18 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაცერი ბიბლიიდან მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია. 1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება. 1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება. იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.. 1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“ ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ. 2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება. იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე.. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“. |
A.V.M |
Dec 15 2013, 07:43 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
bakolavio |
Dec 15 2013, 08:00 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.
|
MIRDAT |
Dec 15 2013, 10:23 PM
პოსტი
#4
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
|
A.V.M |
Dec 15 2013, 10:58 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახალი შემაგი გვყავს ფორუმზე ?
bakolavio ციტატა დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ. რას მაშინებ მერე ? შეეცილა ვინმე ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Dec 16 2013, 10:52 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო? აქ დროის ფაქტორია , წარმართთა ჟამის დასასრულამდე სატანა არის ღმერთი , ხოლო მას შემდეგ ქრისტე იხელმწიფებს , როგორც გამოცხადებაში წერია _ აჰა იხარეთ რადგან მოვიდა ღმერთის სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება. პეტრე მოციქულიც ბრძანებს რომ ზეცად ამაღლების შემდეგ უფალი იესო ქრისტე ელოდება თავის გამეფებას, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყოველნი ანგელოზნი , ხელმწიფებანი და ძალნი.
მანამდე სატანა მეფობს [quote name='bakolavio' date='Dec 15 2013, 08:00 PM' post='743643'] დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ. [ დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით ! აქ ფორუმელებს ნერვები ეშლებათ რომ ამ დოგმატს ვერაფერი მოუხერხეს! ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! |
A.V.M |
Dec 17 2013, 04:54 AM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! გვიიიშველე ფიცხეეელ ! ვიღუპებით ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Dec 17 2013, 09:04 AM
პოსტი
#8
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! ყველაზე მეტად ეს ციტატები მომწონს მის ნაწერს რომ ახლავს თან. თვითონაც დარწმუნებულია ვერც ვერაფერს ამტიკცებს ამ თავის ნაწერით მაგრამ სხვას ხო უნდა ჩვენოს რომ არ ცდება -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Dec 17 2013, 07:16 PM
პოსტი
#9
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! ეას აეხადა ფარდა :დ საინტერესოა შენი აზრით რას ვმალავთ და რატომ ვმალავთ? |
esre ars cheshmariteba |
Dec 17 2013, 09:37 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას!
თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა! |
G_saxva |
Dec 18 2013, 09:00 AM
პოსტი
#11
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა! მიყვარს ამ კაცის იუმორი -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Dec 18 2013, 10:06 AM
პოსტი
#12
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას! თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა! შმაგი, შენი აზრით, რაშია შენი უპირატესობა იმ ათასობით წმიდა მამებთან შედარებით ვინც ეს დოგმები ჩამოაყალიბა სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე? |
afxazi |
Dec 18 2013, 12:44 PM
პოსტი
#13
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული. თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი. ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს: ციტატა იგი (დრო) არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით ! აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია. იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე. მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს. ციტატა ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო? რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა. რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
Dec 18 2013, 10:02 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული. თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი. ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს: აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია. იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე. მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს. რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა. რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში. მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს! ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა... მაგრამ იმ მომენტში იცდება კაცი ქრისტე იესო, რომელიც ან შეცდებოდა და ვადაზე ადრე მიიტაცებდა ქვეყანაზე მეფობას, ან ერთგულებას შეინარჩუნებდა მამისადმი და მოთმინებით დაელოდებოდა თავის გამეფებას ., ქრისტე რომ მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , ამაზე აღარ დავწვრილმანდები რადგან დამაწყდა უკვე ნერვები ამის ახსნით . მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13. ეხლა ვნახოთ ის თუ რატომ გამოვიყენე , ტერმინი შობა ! ბატონო დავით სამწუხაროდ კარგად ვერ გაიაზრე ჩემი დოგმატი და ნაჩქარევად სცადე ჩემი ჩიხში შეყვანა, მაგრამ ამაოდ! ჩემ დოგმატში უდიდესი გათვლაა , რაზეც წინასწარ ვიზრუნე . მე არ მითქვამს რომ ღმერთი უბრალოდ შობს დროს და ამიტომაა იგი დრო მარადიული , არა . მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით ! ანუ დრო დამოკიდებულია ღმერთზე , მაგრამ ღმერთი არ არის დამოკიდებული დროზე ! სამწუხაროდ ეს ვერ გაიაზრე, რაზეც ვწუხვარ რაც შეეხება ქრისტეს , რატომ იყენებს ტერმინ შობას ბიბლია მხოლოდ ქრისტეზე? იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად! ამიტომაა ქრისტე მხოლოი შობილი _ მონოგენესი , ერთადერთი მემკვიდრე , ანუ ერთადერთი პირი ვინც იგივე ბუნებას იზიარებს , რასაც მამა ! pastor russell iesos bolo Jamis eklesia! |
esre ars cheshmariteba |
Dec 18 2013, 10:13 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ეჰ მეთქი დავითი მაინც დაამხობს თქო ჩემს დოგმატს
|
afxazi |
Dec 18 2013, 11:21 PM
პოსტი
#16
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია. ციტატა მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს! შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია. მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი. ჩემი წინადადება ამგვარი იყო: ციტატა რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის. მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს. ციტატა ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე ციტატა მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13. აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა. ციტატა მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით ! დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით? ციტატა იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად! ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს. მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Dec 18 2013, 11:58 PM
პოსტი
#17
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
რაში ხარჯავ დროს , ერთხელ სადმე ჩავუსხდეთ რა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Dec 19 2013, 12:57 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია. შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია. მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი. ჩემი წინადადება ამგვარი იყო: ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის. მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს. ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა. დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით? ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს. მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა. მე არანაირი განათლება არ მაქ მიღებული , მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! . მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს , ამ განათლებას! ჯერ უვიცი ვარ ტერმინოლოგიაში მომიტევე ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი! ხისთავიანი არ ვარ შენგან ბევრი რაღაც ვისწავლე სხვათაშორის მე კი უვიცი ვარ , მაგრამ რავიცი იქნებ ოდესმე ღმერთმა მოიღოს ჩემზეც წყალობა ე ჰ წავედი გავუყევი პასტორი რასელის გზას მეც |
A.V.M |
Dec 19 2013, 02:39 AM
პოსტი
#19
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ციტატა მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! . ციტატა ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი! ციტატა ხისთავიანი არ ვარ ,, ნურც გაფრინდები , ნურც მოფრინდები , დელიავრააანუნიიი...'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Dec 19 2013, 09:09 AM
პოსტი
#20
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს ჩემი აზრით ესაა მთავარი პრობლემა, ცდილობ რამენაირად მოარგო შენს აზრებს ბიბლია -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი