თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ შიში

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 08:47 AM

რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი... რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ.

ჩვენს მიმღებ გონებას აქვს 5 ფუნქცია. მე დაწვრილებით ავხსნი ორ მათგანს, რომლებიც ამ შემთხვევაში გვაინტერესებს. ერთს ჰქვია “რეალობის სწორი აღქმა” მეორეს კი “რეალობის არასწორი (გამრუდებული) აღქმა”. შეამჩნევდით, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი. რა არის რეალობის გამრუდებული აღქმა? როცა მე სწორად აღვიქვამ ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც ანალოგს ვუძებნიამ ობიექტს (მოვლენას, საგანსა თუ ადამიანს) ჩემს მეხსიერებაში. და შესაბამისად ვხედავ მას როგორიც არის და ნათლად ვხვდები თუ რას წარმოადგენს იგი ჩემი გამოცდილების შესაბამისად. რეალობის გამრუდებული აღქმა ჩნდება მაშინ, როცა ჩემს არაცნობიერში (თუ ქვეცნობიერში) დაგროვდნენ ძალიან ძლიერი ნეგატიური ან პოზიტიური შთაბეჭდილებები (სამსკარები). ერთგვარი დომინანტები ჩემს ცნობიერებაში. და რა ხდება როცა რეალობას ვუყურებ? როგორ ვიღებ ამას? მე ვხედავ რაღაცას და სამსკარას, რომელიც ძალიან ძლიერია ამ რეალობაზე “ვაფენ”. და მე ვხედავ არა რეალობას, არამედ საკუთარ გამრუდებულ გამოცდილებას.

ამის კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ნახევრადბნელ ფარდულში შედის და დახვეულ თოკს ხედავს. იგი ამ თოკს გველად აღიქვამს და ეშინია. თმები ყალყზე უდგება და გარბის. რატომ დაინახა გველი და არა თოკი? იმიტომ რომ აქვს გველის ქვეცნობიერი შიში და ეს შიში დაეფინა იმას, რაც სინამდვილეში დაინახა. ეს შიში რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ეს თოკია და არა გველი. სწორედ ესაა რეალობის დამახინჯებული აღქმა.

ნორმალურია ადამიანი, რომელსაც რეალობის ასე თუ ისე სწორად აღქმა შეუძლია და არა საკუთარი შიშების და ცრუ ეგოს პრიზმაში. თუ ვინმემ ძალიან მაწყენინა და გული მატკინა, სხვებსაც უნდობლად მოვეპყრობი ამის შემდეგ. არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი სხვაზე ეჭვის ქონისა, მაგრამ მაინც ეჭვს შევიტან მასში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი ყველაში ცუდს და საეჭვოს ხედავენ. მათი ნეგატიური გამოცდილდება პროეცირდება რეალობაზე და ამახინჯებს მას. ასეთ ადამიანს ვერ გადაარწმუნებ, იმიტომ რომ გიჟს ჰგონია, რომ არაა გიჟი და მართალია.

როდესაც ბავშვის აღზრდა ხდება, პირველი მასწავლებელი დედაა და დედამ უპირობო და უანგარო სიყვარული, სრული დაცვა უნდა მისცეს მას, და ეს სიყვარული ადამიანს შიშისგან თავისუფლებას აძლევს. თუ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო სიყვარულის ეს “ვიტამინი” მას არ ექნება შიში. ის იქნება ნორმალური და სრულფასოვანი. არ იქნება ეჭვიანი, ბრაზიანი, სხვების ექსპლუატატორი. თვითონაც სიყვარულის გაცემისკენ ექნება მიდრეკილება...

შიში გვიშლის ხელს ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს.

ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში.

მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია!

ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება!

ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამ თვისებას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სად ზის, უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის... ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება უმეცრება.


ვისაუბროთ შიშზე, როგორც ფენომენზე, რომელიც წესით არ უნდა გვახასიათებდეს და როგორმე უნდა მოვიშოროთ!

სახარებაში იესო თუ სიყვარულის სიმბოლოა, შიშის სიმბოლო პირველ რიგში ჰეროდეა. სწორედ შიში იყო ჰეროდეს მოქმედების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ყრმები დაახოცინა...

შიში ეს ენერგიის ბუნებრივი დინების შეფერხებაა, "ბლოკია", რომელიც საჭიროა თუ ჯოჯოხეთისკენ მივექანებით, მაგრამ ღმერთის გზაზე დამდგარ ადამიანს, ევერესტზე მიმავალ ადამიანს შიში არ ჭირდება, იმიტომ რომ შიში ვარდნაში გვიშლის ხელს, მაგრამ ზემოთ ცოცვის დროს არ გამოგვადგება.

ღვთის შიში, ეს ღვთის შეცნობის მხოლოდ საწყისი ეტაპია, შემდეგ კი შეუძლებელია გიყვარდეს თუ ამასთან ერთად გეშინია!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 22 2010, 02:29 PM

შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსაგვსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22, 36-39).

მართალია ღმერთი უნდა გვიყვარდეს მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...
შიში შექიმნს სიყვარულსა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 02:46 PM

ikanosi

ციტატა
მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...


რა შიშს გულისხმობ? და რატომაა საჭირო?

ციტატა
შიში შექიმნს სიყვარულსა


არანაირად!

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 04:50 PM

ციტატა
მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი.
ამაზე ის ფილმი გამახსენდა, შენ რო მირჩიე გახსოვს.... და მე რო საშინლად არ მომეწონა smile.gif))

უმიზეზო შიში (პანიკური) რაიმის მიმართ, მაგ. ზოგს ეშინია ძაღლების მთელი ცხოვრება
ან ეშინიათ გიჟების, ზოგს მთვრალი კაცის ეშინია და ა.შ. რატო ნეტა??? biggrin.gif

ისე ერთი ასეთი მოსაზრება მაქვს გაგებული შიშის შესახებ, რომ ადამიანს რისიც ყველაზე მეტად ეშინია, სწორედ ისაა მასში დიდი რაოდენობით და ამიტომ ეშინიაო. ანუ საკუთარ თავში, რაც ყველაზე მეტია, შიში ამაზე რეაგირებააო. გამოდის რომ ადამიანს თუ ძალიან ეშინია ეშმაკის (მაგ.) ე.ი. მასში ბევრია ეშმაკისეული. ნუ რამდენად მართალია არ ვიცი, ვერ გეტყვით smile.gif

ღმერთის მიმართ შიში ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია. იმიტომ რომ მე თუ იმიტო მწამს და იმიტო ვლოცულობ რო მეშინია ვინმესი, ეს ნიშნავს რო მე შიშის მონა ვარ და არა ღვთის.
შიშით შეყვარება ვინმესი ჩემთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ ვერ ვხვდები ეს საერთოდ რანაირი სიყვარულია...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 05:03 PM

mata

ციტატა
ამაზე ის ფილმი გამახსენდა, შენ რო მირჩიე გახსოვს.... და მე რო საშინლად არ მომეწონა )


"დაწყევლილთა კუნძული"? biggrin.gif ხო ეგ მძიმე შემთხვევაა არანორმალურობის.

ციტატა
ადამიანს რისიც ყველაზე მეტად ეშინია, სწორედ ისაა მასში დიდი რაოდენობით და ამიტომ ეშინიაო.


ეგ უფრო სიძულვილზე გამოდგება ალბათ. შიშI უფრო ილუზიით, უმეცრებით და ბავშვობის ან წინა ცხოვრებების შთაბეჭდილებებითაა გამოწვეული ასე მგონია. მაგალითად წინა ცხოვრებაში თუ წყალში დავიხრჩე, ამ ცხოვრებაში წყლის პანიკური შიში მაქვს.

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 22 2010, 07:14 PM

ციტატა(Atman @ May 22 2010, 06:03 PM) *

mata

ეგ უფრო სიძულვილზე გამოდგება ალბათ. შიშI უფრო ილუზიით, უმეცრებით და ბავშვობის ან წინა ცხოვრებების შთაბეჭდილებებითაა გამოწვეული ასე მგონია. მაგალითად წინა ცხოვრებაში თუ წყალში დავიხრჩე, ამ ცხოვრებაში წყლის პანიკური შიში მაქვს.


ქალების 90% გველების ეშინია და დავიჯერო ყველას გველმა უკბინა წინა ცხოვრებაში? rolleyes.gif

მეც გველის მეშინია sad.gif
ისე როცა ძალიან მეშინია რაღაცის საღად ვეღარ ვაზროვნებ blink.gif

ციტატა(ikanosi @ May 22 2010, 03:29 PM) *

შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსაგვსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22, 36-39).

მართალია ღმერთი უნდა გვიყვარდეს მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...
შიში შექიმნს სიყვარულსა smile.gif

მამა დეოდორე ამბობდა, რომ ღმერთის კი არ უნდა გეშინოდეთ არამედ სულ იმის შიშში უნდა იყოთ რომ უფალს არ დაშორდეთო და სულ უნდა ეცადოთ მასთან კავშირი არ დაგკარგოთო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 07:16 PM

nat_uly

ციტატა
ქალების 90% გველების ეშინია და დავიჯერო ყველას გველმა უკბინა წინა ცხოვრებაში?


გველის შიში თითქმის ყველა ცხოვრებაში აქვს ადამიანს. ეგ არქეტიპულია, განსაკუთრებით ქალებისთვის biggrin.gif



ციტატა
მამა დეოდორე ამბობდა, რომ ღმერთის კი არ უნდა გეშინოდეთ არამედ სულ იმის შიშში უნდა იყოთ რომ უფალს არ დაშორდეთო და სულ უნდა ეცადოთ მასთან კავშირი არ დაგკარგოთო


ეს შიში გამართლებულია, თუმცა ამას უფრო სიფრთხილე ქვია ვიდრე შიში.

პ.ს. იმისაც უნდა გეშინოდეთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 22 2010, 07:18 PM

Atman

ხოო. ეგ შესაძლებელია. მაგაზე არ მიფიქრია biggrin.gif
სხვათაშორის კაცებსაც ეშინიათ გველის a075.gif

ხო კიდევ. ძალიან ბევრს აქვს დახურული სივრცის შიში. დავიჯერო ყველა უჰაერობისგან დაიხრჩო წინა ცხოვრებაში? tongue.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 22 2010, 07:19 PM

ციტატა(Atman @ May 22 2010, 07:16 PM) *

nat_uly
გველის შიში თითქმის ყველა ცხოვრებაში აქვს ადამიანს. ეგ არქეტიპულია, განსაკუთრებით ქალებისთვის biggrin.gif


არა ძმაო ცდები აქ, მე და შენ ვიცნობთ ქალებს რომლებსაც გველები ძალიანაც უყვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 07:21 PM

სხვათაშორის გველების მიმართ არანაირი შიში მაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ... ნუ სიყვარულით არ მიყვარს, მარა არც მეზიზღება და არც მეშინია მათი არანაირად.


პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 22 2010, 07:26 PM

mata
ეგ ნამდვილი გმირობაა biggrin.gif
ესეიგი შენ იმ 10% ში შედიხარ smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 22 2010, 07:26 PM

ციტატა(mata @ May 22 2010, 07:21 PM) *

სხვათაშორის გველების მიმართ არანაირი შიში მაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ... ნუ სიყვარულით არ მიყვარს, მარა არც მეზიზღება და არც მეშინია მათი არანაირად.

მე კი მეუბნებოდი რომ გიყვარდა გველები და შენ სახლთან წვავდნენ მათ და მერე იქ ჭაობი გაჩნდა biggrin.gif
რა მატყუებდი? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: May 22 2010, 07:27 PM

боятся глупо

http://www.radikal.ru
* — Знаешь что бояться глупо.
* — Мартин, с ума сошел?
— Вот и я тоже говорю компромисс всегда найти можно.
— Убери пистолет, я не хочу быть соучастником вооруженного разбойного нападения с
—...?
—Ой, что это я сказал, это я наверно с похмелья, забудь что я сказал.

* - Это твое желание? Желание номер один???

- Согласен, это не так красиво как кадиллак для мамы, но...
* - Смерть – очень неприятная форма бытия.

* - Стоишь на берегу и чувствуешь соленый запах ветра, что веет с моря. И веришь, что свободен ты, и жизнь лишь началась. И губы жжет подруги поцелуй, пропитанный слезой....
—Я не был на море….
— Ладно, не заливай! Ни разу не был на море?
— Не довелось. Не был.
— Уже постучались на небеса, накачались текилы, буквально проводили себя в последний путь… А ты на море-то не побывал…
— Не успел. Не вышло.
— Не знал, что на небесах никуда без этого? Пойми, на небесах только и говорят, что о море. Как оно бесконечно прекрасно… О закате, который они видели…О том, как солнце, погружаясь в волны, стало алым как кровь. И почувствовали, что море впитало энергию светила в себя, и солнце было укрощено, и огонь уже догорал в глубине. А ты?... Что ты им скажешь? Ведь ты ни разу не был на море. Там наверху тебя окрестят лохом....

* На небе только и разговоров, что о море... и о закате... Там говорят о том, как чертовски здорово наблюдать за огромным огненным шаром, как он тает в волнах...
И еле видный свет, словно от свечи, горит где-то в глубине...


პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 07:28 PM

.zakaria.

მიყვარს და გულში ვიხუტებ მეთქი არ მითქვია. მე გითხარი ჩემს სახლთან წვავდნენ გველებს და ისინი გაბრაზდნენ და სამაგიერო გადაუხადეს. ტბა გააჩინეს და ხალხი სახლებში ვეღარ შედიოდა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 07:29 PM

nat_uly

ციტატა
სხვათაშორის კაცებსაც ეშინიათ გველის


რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობას ეშინია გველი, უბრალოდ პროცენტულად ქალი მეტია ასეთი.

ციტატა
ხო კიდევ. ძალიან ბევრს აქვს დახურული სივრცის შიში. დავიჯერო ყველა უჰაერობისგან დაიხრჩო წინა ცხოვრებაში?


აუცილებელი არაა რომ დაიხრჩო, შეიძლება იხრჩობოდა და სტრესი გადაიტანა, მაგრამ გადარჩა კიდეც biggrin.gif

და აუცილებელი არაა, რომ წინა ცხოვრებაში, ცხოვრება იმდენი გვაქვს გავლილი... biggrin.gif


მე პირადად მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და ნამდვილი იარაღი (კონკრეტულად პისტოლეტი) არასოდეს მქონდა ნანახი. არც ის მქონდა გაცნობიერებული რომ იარაღით ადამიანებს კლავენ და საერთოდ სიკვდილი რა იყო არ ც ეგ ვიცოდი, მაგრამ ერთხელ ერთ მილიციელ "ბიძიას" ქამარში გარჭობილი პისტოლეტი დავუნახე და ამაკანკალა ისეთმა შიშმა შემიპყრო. ეტყობა რომელიმე წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი იარაღით განმმგმირეს biggrin.gif მითუმეტეს რომ ბავშვობაში არავის დავუშინებივარ და არც მილიციელების მეშინოდა, კონკრეტულად იარაღმა შემაშინა smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 22 2010, 07:50 PM

Atman
არამგონია სტრესს ასეთი ეფექტი ქონდეს, რომ მეორე ცხოვრებაში გადმოგყვეს biggrin.gif

პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 07:52 PM

nat_uly

ციტატა
არამგონია სტრესს ასეთი ეფექტი ქონდეს, რომ მეორე ცხოვრებაში გადმოგყვეს


როგორ არა, დიდ კვალს ტოვებს სტრესი, განსაკუთრებით ძლიერი სტრესი.

ციტატა
პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო


ჰოდა ინტუიცია და ქვეცნობიერი წინა ცხოვრებებიდან მოდის. თანაც ბევრი ბავშვი ხვდება რა ფუნქცია აქვს იარაღს, მაგრამ ცოტას ეშინია smile.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 08:01 PM

ციტატა
ეგ ნამდვილი გმირობაა ესეიგი შენ იმ 10% ში შედიხარ

ეტყობა smile.gif

ციტატა
ადამიანების უმეტესობას ეშინია გველი, უბრალოდ პროცენტულად ქალი მეტია ასეთი.

მემგონი ზოგადად კაცები უფრო მშიშრები ხართ ვიდრე ქალები. ეგ ეგრეა და არ უარყოთ ეხლა biggrin.gif

ციტატა
პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო

ე.ი. გამოდის რომ შენ წინა ცხოვრებაში პისტოლეტი მოგხვდა?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 08:03 PM

mata

ციტატა
ე.ი. გამოდის რომ შენ წინა ცხოვრებაში პისტოლეტი მოგხვდა?


პისტოლეტი მომხვდა? biggrin.gif

ციტატა
მემგონი ზოგადად კაცები უფრო მშიშრები არიან ვიდრე ქალები. ეგ ეგრეა და არ უარყოთ ეხლა


კალი იუგაში ეგრეა კი biggrin.gif

თუმცა გველების მაინც უფრო ქალებს ეშინიათ smile.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 08:08 PM

ციტატა
ეტყობა რომელიმე წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი იარაღით განმმგმირეს

უი უი აგერ გიწერია შენ თვითონ და მე ვერ შევნიშნე smile.gif

ციტატა
თუმცა გველების მაინც უფრო ქალებს ეშინიათ

ვახ რატო??? საიდან მოგაქვს ეს მონაცემი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 08:11 PM

mata

ციტატა
ვახ რატო??? საიდან მოგაქვს ეს მონაცემი


ბევრჯერ შევსწრებივარ მანდილოსნების წივილ-კივილს გველის დანახვაზე biggrin.gif

თუ არ გჯერა ჩაატარე გამოკითხვა a075.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 22 2010, 08:12 PM

ციტატა
რა შიშს გულისხმობ? და რატომაა საჭირო?

ღვთის შიშს, თავიდან როდესაც ცოდავ გეშინია იმისა რომ ჯოჯოხეთში მოხვდები ან უფალი დაგსჯის...ხოლო შემდგომ როდესაც უფლის მიმართ სიყვარული გაგიჩნდება გეშინია იმის რომ მას არ დაშორდე
ციტატა
არანაირად!

ადამიანებს უფლის შიში რომ არ ჰქონდეთ ალბათ ჯოჯოხეთზე უარეს გახდიდნენ დედამიწას....

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 08:16 PM

ikanosi

ჰოდა ეგ პირველი ეტაპია, და ზოგადად ადამიანები ღმერთის სიყვარულის ძალიან დაბალ საფეხურზე დგანან. ამიტომაც შიში ჯობია არაფერს, მაგრამ მერე უკვე შიში ზედმეტი ხდება. ღვთის სიყვარულს რომ არ დაშორდე მაგის შიში მთლად შიში არაა, უფრო სიფრთხილეა. მერე თანდათან მაღალ საფეხურებზე თავისთავად მოდის ლტოლვა ღმერთის სიყვარულისადმი და ეგ შიში თუ სიფრთხილეც სუსტდება.

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 22 2010, 08:17 PM

biggrin.gif biggrin.gif
ოოოოო ... კაცები მართალია არ კივიან მარა ეშინიათ.

აუ მართლა ერთხელ ჩემმა ლექტორმა მომიყვა, რო ტყეში სეირნობდა და წინ გველმა გადაიფრინაო, ჩემი თვალით დავინახეო და გავოცდიო. ნუთუ მართლა დაფრინავენ გველები??? ის კაცი ძაან ბუნების მოყვარულია და გველებს პატივს სცემს smile.gif


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 22 2010, 08:22 PM

გველები biggrin.gif

”მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენ თესლსა და მის თესლს შორის, ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ”

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 22 2010, 08:26 PM

ტელევიზორში მეც მინახავს გველი ერთი ხიდან მეორეზე როგორ ხტება smile.gif
გველის შიში ვფიქრობ ისეთივე "სტერეოტიპია", როგორც კატა. რომ ამბობენ ვერ ვიტან კატას!!! რა დაუშავა კატამ? ბევრი უბრალოდ იმიტომ ვერ იტანს კატას რომ სხვა ვერ იტანს მას, ასევეა გველზეც.

შიში და სიყვარული კი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, კითხეთ ვისაც გველის ეშინია აბა თუ უყვართ ამავდროულად biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 22 2010, 08:32 PM

მოდი გველებს შევეშვათ და და კონკრეტულად შიშზე ვილაპარაკოთ biggrin.gif

ხო, კიდევ დავამატებ, რომ ღმერთის შიშს ეკლესია ხალხის სამართავ ბერკეტად იყენებდა, განსაკუთრებით იმ დროს და იმ ადგილებში, სადაც ეკლესია პოლიტიზირებული იყო.

პოსტის ავტორი: titina თარიღი: May 31 2010, 07:43 PM

სიყვარულში შიში ვერ იქნება, ვერც თავისუფლებაში...


შიში უმეცრებაა

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: May 31 2010, 08:41 PM

პანიკური შიში რათქმაუნდა უარყოფითი მოვლენაა რომელიც იწვევს ადამიანში ისეთ ქმედებას საქციელს რომელშიც გონება,აზროვნება არ მონაწილეობს.
მაგრამ გარკვეულ გამოვლინებაში შიში(ისევე როგორც მრისხანება) სიკეთის მომტანია მაგალითად საკუთარი თავის მართვაში.
რიგითი ( არა წმინდანის) ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება ესაა სანამ ცოცხალია რომ ხან სული მართავს ხორცს და ხან ხორცი მართავს სულს.
ადამიანი თუ გამოიყენებს შიშს მაგ ცოდვების წინააღმდეგ ამ შემთხვევაში შიში იძლევა ისეთ ნაყოფებს მაგ როგორიცაა სიფხიზლე,წინდახედული გააზრებული ქცევა,მაპროვოცირებელია ამა თუ იმ საკითხზე სიღრმისეული ფიქრისა,განსჯისა.
როცა ადამიანმა იცის თავისი მინუსები ის მიდრეკილებები რაც მას ცოდვაში აგდებს და როცა მსგავსი მდგომარეობა კვლავ გაუმეორდება შიში შეახსენებს თავს და ადამიანი გამოფხიზლდება პოტენციურად მოსალოდნელი საფრთხისაგან ცოდვაში დაცემისა და განერიდება მას.

პოსტის ავტორი: titina თარიღი: May 31 2010, 09:16 PM

G_I_O_R_G_I_
გარკვეულ ეტაპამდე შიში გეხმარება მაგაში, მაგრამ როდემდე უნდა მარტავდე თავს შიშის მეშვეობით? ეს იმას გავს ბავსვს ბუასი რომ ეშინია და მისი მოსვლის შიშით უჯერებს მშობლებს..

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: May 31 2010, 10:40 PM

titina
ადამიანს გააჩნია "გარკვეული ეტაპი" იმისდა მიხედვით განისაზღვრება თუ როგორ ნაბიჯებს (კუს თუ სპილოს) გადადგავს სულირი განვითარების გზაზე.შემდგომ კი რა სარგებილიც მიიღო ამ შიშით მაგ სიფხიზლე,წინდახედულობა და გააზრებული ქცევა,ღრმა აზროვნება,საკუთრი თავისღრმა ცოდნა ესენი უნდა გამოიყენოს.

პოსტის ავტორი: titina თარიღი: Jun 1 2010, 08:31 AM

G_I_O_R_G_I_
მართალია გამოცდილება იმისთვისაა რომ გამოიყენო, მე სხვა რამეზე ვამბობ, შიშით ვერ ჩაწვდები ჭეშმარიტ სიყვარულს და შიშზე აგებული რწმენაც ადრე თუ გვიან შეიძლება გაქრეს...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 15 2010, 06:02 PM

ВОПРОС: Мое религиозное воспитание вселило в меня сильнейший страх перед адом. Я боюсь, что если буду совершать дурные поступки, то попаду в ад. Необходимо ли испытывать страх перед Богом в духовной жиз¬ни, и вообще — надо ли чего-то бояться? Может быть, любовь сильнее страха?

ОТВЕТ: Любовь — самая великая сила в мире. Однако когда любовь направлена не на то, на что следует, эта сила — самая разрушительная, потому что она превращается в вожделение и алчность. Вожделение и любовь — две стороны одной монеты. Так, электрический ток можно использовать и для нагревания, и для охлаждения, все зависит от того, как его направить. Вожделение лишает человека человеческого. Вожделение является причиной жестокости, злоупотребления властью и эксплуатации. Любовь же обладает способностью очищать и исцелять.
Действия ребенка вначале обусловлены тем, что за ними последует — вознаграждение или наказание. Наказание вселяет страх. Но когда ребенок взрослеет, его поведение строится на любви. Ребенок думает: «Если я это сделаю, мама и папа огорчатся, так что я не буду этого делать». Если же любовь в нем недостаточно сильна, он думает: «Я не должен этого делать, потому что иначе меня накажут».
Сходным образом, когда наша духовность не слишком глубока, наши отношения с Богом основаны на вознаграждении, наказании и страхе. Мы не поступаем определенным образом потому, что боимся наказания. Когда же мы созреваем духовно, наш выбор диктует не страх: его определяет наша готовность к безусловному, бескорыстному служению, и мы поступаем должным образом по велению истинной любви. Когда наша преданность становится глубокой и искренней, Бог отвечает нам благословением и милостью. В конечном счете все основано лишь на нашем самоотречении и преданности.
Главный страх, терзающий людей, — страх перед будущим. На самом деле нет ничего, кроме настоящего. Прошлое уже ушло; все, что произошло, уже наложило на нас отпечаток. Будущее совсем рядом — мгновение за мгновением оно превращается в настоящее. Если бы мы глубже осознавали настоящее, нам не пришлось бы так бояться будущего, тем более что тогда мы могли бы в большей степени им управлять. То, что мы делаем сейчас, обусловливает то, что мы получим в будущем. Это закон кармы. Наши мысли и деятельность в настоящем вызывают определенные реакции в будущем. Больше всего боятся те, в ком сильнее сомнения и неуверенность. Им следует пристальнее вглядеться в свою систему верований и образ жизни. Иногда люди боятся того, что кто-то делает по отношению к ним, или того, что они сами делают по отношению к себе. Иногда они боятся того, что сделали или делают по отношению к другим. Люди боятся также, что их жизненные обстоятельства не так стабильны, как бы им хотелось.
Чувство страха указывает на то, что в нашей жизни недостает истинной любви, а наша связь с Господом недостаточно крепка. Это приносит страдания и боль. Когда мы ощущаем боль, мы должны принять ее и использовать ее энергию для движения вперед. Сила страданий и безысходности зависит от того, как мы воспринимаем окружающий мир. Важно научиться превращать негативные ситуации в позитивные, а позитивные — в еще более позитивные. Это имеет решающее значение, потому что наша среда обитания и без того негативна и враждебна, она склоняет к материальному, а не к духовному. Нас учат чувственности, расизму и сектантству. Нас учат, что мы должны просить, занимать, красть и делать все что угодно, лишь бы «взять свое» без оглядки на будущее и на других людей. Все современное общество пронизано этой философией.
Поскольку мы неспособны полностью избегать негативных аспектов, лучше всего научиться сосуществовать с ними и использовать их как ступени для подъема. Когда человек поднимается по лестнице, каждый шаг может даваться с трудом, и его можно рассматривать как испытание, особенно если на пути есть препятствия. И все же каждый следующий шаг дает нам ощущение достижения и роста. Сходным образом отрицательные стороны существования можно использовать как ступени для роста. Если этого не делать, духовное продвижение будет невозможным.
В какой бы ситуации вы ни оказались, говорите себе: «Чему меня может научить эта ситуация? По какой-то причине я в ней оказался. Поскольку Господь мой благодетель, поскольку Он всемилостив, великодушен и заботится о моем благе, эта ситуация послана мне для моего совершенствования, для моего роста. Господь посылает мне испытание, чтобы проверить, смогу ли я его пройти». Учитель дает контрольную работу, чтобы определить, как ученик усвоил пройденное, насколько хорошо он владеет материалом. Учитель дает контрольную работу не для того, чтобы доказать несостоятельность ученика, а для того, чтобы оценить степень прогресса. Точно так же Господь не хочет, чтобы мы потерпели неудачу. Он проверяет нас, чтобы выяснить уровень нашего духовного развития и подтолкнуть к росту. Поэтому в любой ситуации задавайте себе вопрос: «Как я могу использовать эту ситуацию для развития понимания, чувств и реакций, необходимых в любви к Богу?» Если вы станете это делать, любая ситуация будет способствовать вашему росту и прогрессу.
Большое значение имеет и то, как мы относимся к положительным событиям. Если в нашей жизни случается что-то хорошее, а мы считаем, что заслужили это, и спрашиваем, почему Господь так долго не давал этому случиться, то мы проявляем неблагодарность. Однако если мы должным образом пользуемся тем, что нам дано, и любое прибавление или улучшение принимаем с чувством, что мы этого недостойны, но испытываем глубокую благодарность за то, что Господь нам это послал, — это предпосылки духовного прогресса. Когда обстоятельства складываются благоприятно, используйте эту ситуацию для развития чувства благодарности и признательности. Точно так же когда возникает неблагоприятная ситуация, используйте ее, чтобы обрести силу и стойкость.
Ясно, что это легче сказать, чем сделать. Но каждое действие вырастает из мысли или чувства. Если вы считаете что-то возможным и серьезно пытаетесь этого достигнуть, вы можете добиться успеха. Однако если вы даже не рассматриваете возможность чего-либо и не прилагаете никаких усилий, то вероятность успеха весьма мала, если не сказать равна нулю. Поэтому вы всегда должны помнить, что сознание способно уменьшить страдания. Замечали ли вы, что некоторые люди, даже соприкасаясь с заразной болезнью, не заражаются? А когда такие люди все-таки заболевают, они очень быстро выздоравливают. В болезни они сохраняют хорошее настроение и даже не похожи на больных. Это происходит потому, что они не допускают в сознание мыслей о болезни. Их сознание ориентировано на здоровье и хорошее самочувствие. Изменение сознания может стать прекрасным болеутоляющим средством и способствовать быстрому исцелению.
Как дети Бога, из любви к Нему мы хотим поступать согласно Его воле. Страх может быть полезен, только когда он направлен на то, что может отвратить нас от Господа. Следует бояться всего материального мира, потому что он представляет собой альтернативу служению Богу. Разумно поддерживать в себе здоровый страх перед последствиями влияния на нас материальной энергии. Нужно всегда быть начеку и помнить, что в любое мгновение мы можем стать жертвами войны. Это благотворный страх, потому что он побуждает человека быть сильным духом, быть духовным воином. Такой страх укрепляет нас в любви к Богу и в стремлении служить Ему.

პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Aug 6 2012, 08:05 PM

შიში არის არასრული სიყვარულის შედეგი რადგან სიყვარული (ვგულისხმობ ღვთისადმი) დევნის შიშს ამას იოანე მოციქულიც კარგად განმარტავს პირველ წერილში

პოსტის ავტორი: g0g0nai თარიღი: Aug 16 2013, 04:21 PM

არ მეშინია გველის..

სახლშიც ვიყოლიებდი ალბათ სიამოვნებით...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 09:50 PM

"ადამიანის სულსა და გულში შიშის არსებობა უსიყვარულობას ან მის უკმარისობას ნიშნავს".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:12 PM

"სამედიცინო თვასაწიერიდან შიში განიხილება როგორც აკვიატებული მდგომარეობის (ანუ ობსესიური) ნევროზი.

ნევროზის სხვა ფორმებთან შედარებით ობსესიური ნევროზი ყველაზე რთულად იკურნება და ხშირად უკურნებელიც კია. ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან, მათი ჭეშმარიტი განკურნება კი მხოლოდ ღვთის მადლს ძალუძს".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 12:32 PM

"პატროიფობია - მემკვიდრეობის, განსაკუთრებით მემკვიდრული დაავადების შიში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:23 PM

"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მამები ამბობენ, რომ მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:40 PM

"ბევრი შიშისა და შფოთისგან კუჭი ავადდება. შიში სხეულსაც აზიანებს. შიშს, შფოთს, მღელვარებას ავადმყოფობამდე მივყავართ. სნეულებათა დიდი ნაწილი სწორედ სულიერი დაძაბულობის, შფოთისა და შიშისაგან იწყება".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:13 PM

"არამიწიერმა შიშმა შემიპყრო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2018, 09:39 PM

"თუ კარგად ჩავუღრმავდებით ჩვენს შიშებს, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ გვეშინია სიკვდილის".

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 12:18 PM

"მხოლოდ მაშინ დაამარცხებ შიშს, როდესაც მიხვდები, რომ ის შენში იმალება"



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 07:41 PM

"სიბნელის გეშინია. ცოტა შიში მეც მაქვს. აი, რამდენად სუსტები და მცირედმორწმუნენი ვართ ღვთის განგებულებისადმი. როდესაც მონაზვნებისგან ვბრუნდებოდი, 5 კილომეტრის გავლა სიბნელეში ტყით მომიხდა. ერთ ადგილას ისეთი შიში დამეუფლა, რომ მთელ სხეულზე თითქოს ჭიანჭველები დამდიოდა. მეგონა, თითქოს ვიღაც მეწეოდა. უკან მოვიხედე, ჯვარი გადავსახე და გზა განვაგრძე. წმინდა წერილი ამბობს: "რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ" (სიბრძნ. სოლ. 17.11).

/ღირსი იოანე ბალაამელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)