IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა
(Νικόλαος)
პოსტი Oct 31 2010, 11:24 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 179
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,853



თუ შეიძლება დაწერეთ ე.წ ''მიაფიზიტური'' თეოლოგიის კრიტიკა. რომელიც აღიარებს ქრისტეს ღვთიურ და ადამიანურ ბუნებასაც, მხოლოდ ერთმანეთში შერეულს, ერთ ბუნებად შერწყმულს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Nov 1 2010, 08:43 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
და აქ ბევრჯერ მისაუბრია წმინდა ათანასეს და წმინდა გრიგოლ ღვითსმეტყველის ნესტორიანულ ნაწერებზე, მაგრამ ცხადია წმინდანებზე ამგვარის თქმას ვინ შემარჩენს...


იმიტომ რომ გულუბრყვილოდ წერ და არ გინდა ამის გაგება. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ სრული გაუცნობიერებლობა ჩანს შენი მდრიდან საკითხსი შესწავლის კუთხით. თურმე კირილე ალექსანდრიელი ნესტორიანული იდეების გამტარებელი ყოფილა, მაშინ როცა მან ლამის ცხოვრება შესწირა მასთან ბრძოლას. ან კიდევ ათანასე ალექსანდრიელზე თქმა იმისა, რომ ნესტორიანული იდეები აწუხებდა უბრალოდ შეურაცხყოფაა მისი პიროვნებისა. გრიგოლ ღვთისმეტყველზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

კირილე მართლაც იყენებდა იმ ფრაზებს, რაც მოგვიანებით მონოფიზიტებმა გამოიყენეს, მაგრამ აქ უამრავი რამაა გასათვალისწინებელი, თორემ ასეთი ზედაპირული მსჯელობით მხოლოდ გაურკვევლობამდე და შესაბამისად არასწორ დასკვნებამდე მივალთ. გასათვალისინებელია ეპოქა, ვისთან დაპირისპირება უწევდა ამა თუ იმ მოღვაწეს და უმთავრესად რასთან დაპირისპირება. და რა თქმა უნდა, ტერმინთა ისტორია. თუ ეს ყველფაერი არ გვესმის და წარმოდგენა არ გვაქვს, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ მოღვაწის შეფასებაში და არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს იმის უფლება, რომ აღნიშნულ მამებს სიმახინჯე დავაბრალოთ.



ციტატა
და ის, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ გაამდიდრა ადამიანური ბუნება, ნიშნავს რომ მაინც ერთი ნება და ერთი ბუნება ჩამოყალიბებულა... მიაფიზიტობამდე მივდივართ, რომელსაც მართლმადიდებლები ცოცხალი თავით არ უწოდებენ დიოფიზიტობას...


რკინა თუ ცეცხლთან თანამოქმედებით დამწვრობის თვისებას იღებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რკინის ბუნება უქმდება და მას ცეცხლი შთანთქავს, ანდა პირიქით. ორი ბუნების ერთ ჰიპოსტასში შეერთება სულაც არ არის უცნაური და გაუგებარი. თუკი სულის არსებობის სჯერა ადამიანს მას ისიც უნდა სჯეროდეს რომ ერთ პიროვნებაში (ადამიანში) შეურევნელად არსებობს ორი ბუნება - სხეულებრივი და სულიერი. ისინი არ ერწყმიან ერთმანეთს და არ წარმოქმნიან რაღაც მესამეს. სული პიროვნების მიერ ავლენს სულიერ თვისებას, სხეული კი იმავე პიროვნების მეშვეობით სხეულებრივ სურვილს. მაგრამ არ ვამბობთ, რომ ორი მოქმედებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
(Νικόλαος)   დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა   Oct 31 2010, 11:24 PM
afxazi   (Νικόλαος) კრიტიკა ვფ...   Oct 31 2010, 11:44 PM
(Νικόλαος)   არა გასაგებია რომ ...   Oct 31 2010, 11:47 PM
afxazi   (Νικόλαος) სამხილებლ...   Oct 31 2010, 11:55 PM
კანონისტი   (Νικόλαος) afxazi დავაზუს...   Nov 1 2010, 10:31 AM
Otherguy   თუ შეიძლება დაწერ...   Nov 1 2010, 07:47 PM
k@the   Otherguy ავატარზე წითლა...   Nov 1 2010, 07:57 PM
Otherguy   k@the ჰო რავი, შემრჩა ე...   Nov 1 2010, 08:01 PM
k@the   Otherguy გასაგებია. :) არ ...   Nov 1 2010, 08:02 PM
afxazi   Otherguy იმიტომ რომ გულ...   Nov 1 2010, 08:43 PM
Otherguy   afxazi აი სად გამოჩნდა ...   Nov 1 2010, 10:17 PM
afxazi   Otherguy :D :D :D კარგი აღ...   Nov 1 2010, 10:36 PM
Otherguy   afxazi ნუ წმინდა კირილ...   Nov 1 2010, 10:54 PM
afxazi   Otherguy ეს ფართო თემაა...   Nov 1 2010, 11:04 PM
(Νικόλαος)   აი აქ კი ქრისტოლოგ...   Nov 1 2010, 11:05 PM
Otherguy   აი აქ კი ქრისტოლოგ...   Nov 1 2010, 11:17 PM
afxazi   (Νικόλαος) ამას ცხადი...   Nov 1 2010, 11:24 PM
KAIROS   ახლა მე დრო არა მაქ...   Nov 2 2010, 02:12 PM
Otherguy   KAIROS სალამი კაიროს, ჩ...   Nov 3 2010, 07:46 AM
(Νικόλαος)   შერეული ბუნება მარ...   Nov 3 2010, 11:00 AM
Otherguy   (Νικόλαος) მაგრამ გან...   Nov 3 2010, 08:34 PM
KAIROS   Иоанн Дамаскин О сложной пр...   Nov 10 2010, 11:05 AM
Otherguy   საერთოდ რთულია გან...   Dec 9 2010, 06:58 AM
marine   "უქცეველად, ე.ი. ღვ...   Jan 22 2018, 09:18 PM
marine   "იესო ქრისტეში ღვ...   Jan 25 2018, 11:46 AM
marine   "ქრისტეს ადამიან...   Apr 1 2021, 09:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 02:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი