IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოსთვის მოღვაწე ქართველები, დაუვიწყარი შემოქმედება, გენიდან ამოძახილი!
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 12:10 AM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კაზიმ ქოინჯუ

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი




ქაზიმ ქოიუნჯუ

ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

ბავშვობა
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.


შემოქმედება
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.


სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.


საქართველო
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.


მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.



ლაზი მომღერალი,რომელიც თავის კონცერტებზე სტადიონებს ავსებდა, თურქეთში სადაც,ძალიან ძნელია მსმენელს შესთავაზო, ქართული,ლაზური სიმღერები, ისეთ მსმენელებს, რომლებიც მუსულმანურ მოტივებზე აგებულ სიმგერებზეა გაზრდილი.

მე ვფიქრობ კაზიმი დიდ საქმეს ემსახურებოდა, მას ხომ არ დასცალდა,რომ უფრო მეტი გაეკეთებინა.

მოდით ხალხნო, ავტვირთოთ ისეთი ინფორმაციები, ფოტოებო და სიმღერები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერაა შესრულებული.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 62)
Amuza
პოსტი Apr 21 2009, 07:44 PM
პოსტი #61


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



smile.gif მაგარი სიმღერააა, გადაწერეთ მოუსმინეთ
http://www.allshares.ge/download.php?id=C04C276132


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 8 2009, 03:51 PM
პოსტი #62


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე და არჩილ ჭოტაშვილი- რა სამშობლო მქონია


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 25 2010, 01:37 PM
პოსტი #63


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



IPB-ს სურათი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 05:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი