IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი", ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან...
თქვენი აზრით საქართველოდან წასული ადამიანების რამდენი პროცენტი უბრუნდება საკუთარ ფესვებს?
თქვენი აზრით საქართველოდან წასული ადამიანების რამდენი პროცენტი უბრუნდება საკუთარ ფესვებს?
10% [ 18 ] ** [13.14%]
20% [ 18 ] ** [13.14%]
30% [ 22 ] ** [16.06%]
40% [ 15 ] ** [10.95%]
50% [ 10 ] ** [7.30%]
60% [ 7 ] ** [5.11%]
70% [ 11 ] ** [8.03%]
80% [ 7 ] ** [5.11%]
90% [ 3 ] ** [2.19%]
100% [ 2 ] ** [1.46%]
არ ვიცი [ 18 ] ** [13.14%]
თავს ვიკავებ [ 6 ] ** [4.38%]
სულ ხმები:: 137
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
ekusia
პოსტი Mar 20 2007, 12:13 PM
პოსტი #21


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



Zeskvi_ucha
ფილმიც მიყვარს და გუნდიც smile.gif
ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად.
აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 20 2007, 05:08 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ყველაზე სამწუხარო იცით რა არი?დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა, რაც ხალხს სამშობლოს დატოვებისაკენ უბიძგებს! sad.gif sad.gif
ბავშვებო იქნებ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც მივმართოთ?
ჯერ რამე კონკრეტული იდეა არ მაქვს მაგრამ ღირს ამაზე დაფიქრება!
p.s.ისე მეც ხშირად მიფიქრია სამშობლოს დატოვებაზე,ამაში არც არაფერია ცუდი, რადგან შეიძლება "იქიდანაც" დაეხმარო შენს ქვეყანას, თანაც ბევრად უფრო უკეთესად....
ერთი რამ მაშინებს მხოლოდ, "სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს" unsure.gif unsure.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Mar 20 2007, 11:01 PM
პოსტი #23


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



მხატვრულ ფილმე"ფესვები"მაგარი ვიტირე
აუ რატომ უნდა იყოს ასეsad.gif(((((
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 20 2007, 11:29 PM
პოსტი #24


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
მეც მაწუხებდა წასვლის იდეა მაგრამ გადავიფიქრე
სად უნდა წავიდეთ და მერე ჩინელებს დავუტოვოთ ეს ჩვენი სამოთხე, მე ეგ ვარიანტი არ მაწყობს და რა ვქნა

ხო მართალი ხარ. ჩვენ მივდივართ ჩინელები მოდიანsad.gif
კაი გადაწყვეტილება მიგიღია. გაიხარეეეsmile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 20 2007, 11:47 PM
პოსტი #25


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად.
აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი

ხოოო ძალიან ცუდია ნამდვილადsad.gif
თუ სტიქაროსანია მამაოც ეყოლება აუცილებლად და ასე უთხარი მაგ თემაზე მამაოს დაელაპარაკოს. არა მგონია მამაომ კურთხევა მიცეს, თან დაელაპარაკება და დაარიგებს. მგონი ასე აჯობებსsmile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Mar 30 2007, 01:30 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



ეგ ფილმი ძალიან ძლიერი ფილმია, დამოუკიდებლად იმისა გიცხოვრია ტუ არა უცხოთში ე ჯერ არ მინახავს ადამიანი ამ ფილმისათვის გულგრილად რომ ეყურებინოს.
რაც შეეხება აბრუნება არ დაბრუნებას, დედაჩემი ასე ამბობს ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მოივლის მთელ ქვეყანას და მაინც შინ ბრუნდებაო.
რაც შეეხება ადამიანებს ბედნიერია ვინც შინ დაბრუნდა და დაბრუნდება


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 30 2007, 02:10 PM
პოსტი #27


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ძალიან მაგარი ფილმია , სულ მეტირება ხოლმე sad.gif((( თან ის ბაბუ მიყვარს ძალიან ,საერთოდ მოხუცემი მიყვარს განსაკუთრებით ბაბუები თეთრწვერები და საყვარლები 2kiss.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 30 2007, 05:25 PM
პოსტი #28


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



სამწუხაროდ, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, ოჯახდებიან უცხოელებზე, მათმა შთამომავლობამ არ იცის ქართული და არც არავინ ცდილობს ასწავლოს. როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე, ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სასახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. უფრო ხშირად რეალობა ასეთია, ეს რეალობა ალბათ არ ვრცელდება ამ ფილმზე, თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც-რაღაც ისეთი რაც მე ვთქვი. მაგალითად გეგეჭკორის შეკითხა შენმა შვილებმა ქართული იციანო? შემდგომ აღმოჩნდება რომ შვილებმა ქართული არ იციან, ანუ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან.

ეს ფილმი მიყვარს, ცოტა გაღიზიანებული პოსტი გამომივიდა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Apr 1 2007, 10:39 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



აფხაზეთიდან დევნილმა პაპაჩემმა დიდ რუსეთს შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა..."ფესვებს" რომ ვუყურებ,ცრემლებს ვერ ვიკავებ...ალბათ,როცა როდისმე მის ნეშტს ჩამოასვენებენ,ისეთივე სიტუაცია დახვდება,როგორც ამ ფილმშია...ნაცნობ_უცნობები და ასე შემდეგ...
უძლიერესი ფილმია...


--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 2 2007, 05:26 AM
პოსტი #30


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით.sad.gif
თქვენ რას იტყვით?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 6 2007, 02:56 PM
პოსტი #31


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ფილმ "ფესვების" მერე შემიყვარდა მსახიობი ლევან აბაშიდზე და დღესაც დიდ პატივს ვცემ, ბავშვი ვიყავი პირველად რო ვნახე, და დღესაც არ მავიწყდება ისე პირველი შთაბეჯდილებები...sad.gif და არც ის გრზნობა სახლში გაზეთის ნაგლეჯი რო ვიპოვე ლევან აბაშიძის ფოტოთი....იუწყებოდნენ აფხაზეთის ომში დაიღუპაო..sad.gif((( გული მომიკვდა..sad.gif(((

უმაგრესი ფილმია, და ულამაზესი მუსიკა, სამწუხაროა, რომ ეხლა ვერ ვუსმენ, ამ კომპიურეტიდან sad.gif(


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Apr 11 2007, 07:59 PM
პოსტი #32


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



გუშინ იყო და დიდი სიამოვნებით ვუყურე თუმცა მერე თვალებზე კარგი "დაშპაკვლა" დამჭირდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიტირე sad.gif რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ისეთი მელოდია გასდევს ამ ფილმს სულ გატირებს. მითუმეტეს რომ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა და დღესაც ხდება მით უფრო მტკივნეულია და განცდაც შესაბამისად მძაფრია.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 16 2007, 02:52 AM
პოსტი #33


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ესეც ჩვენი ფესვებიიი.smile.gif

აი აქ ყურებაც შეგიძლიათ.: მე ახლა ვუყურებ. უმაგრესია რაsmile.gif

აქ---ფილმი ფესვები


* * * * * * * * * * * *

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალ მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალასახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ გეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არარა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, შეუდრეკელი, ამაყი შვილი გავხარდეთ.
-თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მი გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთ, - ერთმანთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით. დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ არ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ კვნესით და თქვენ კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს “ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წარსულს არ მივდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! “მუხას ვჭრიო”,- კაცი თავსი ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა: “საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, რისთვის, ვისთვის იწვალეთ, ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..”
თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!
მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითიდღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს დაგაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!
ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ, დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია. გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Apr 16 2007, 02:58 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



უჩა


გ ა ი ხ ა რ ე !!!!!!


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Apr 16 2007, 04:48 PM
პოსტი #35


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



უჩა რა მაგარი ხარრ biggrin.gif არაჩვეულებრივი ფილმია smile.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 13 2007, 12:11 PM
პოსტი #36


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ჩემთვის ამ ფილმზე საინტერესო და აზირანი ფილმი არ არსებობს (თან ეს მუსიკა პირდაპირ სულში ჩამწვდომია )


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 22 2007, 12:43 AM
პოსტი #37


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ძალიან ძლიერი ფილმია. მეც სულ მეტირება ყურებისას.
რაც მთავარია ზუსტადაა გადმოცემული ქართული ემიგრანტის ცხოვრება.
როცა არ უნდა კითხო, ვისაც არ უნდა კითხო: დავბრუნდებიო გიპასუხებს!
მარა აი კითხვაზე: -თქვენმა შვილებმა ქართული იციან?
პასუხი რა მოგახსენოთ...
ვერ ბრუნდებიან... ძალიან ძლიერი უნდა იყო რომ დაბრუნდე. რადგან ფაქტიურად დაბრუნებისას, მართალია სამშობლოში, მაგრამ მაინც ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყო. ეს აშინებს ხალხს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_france
პოსტი May 29 2007, 11:21 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-May 07
წევრი № 2,052



ამ ფილმის ყურებისას სულ ვტირივარ :-(
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 29 2007, 11:46 PM
პოსტი #39


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ციტატა(Zeskvi_ucha @ Apr 2 2007, 06:26 AM) *

ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით.sad.gif
თქვენ რას იტყვით?

კი გეთანხმები,სამწუხაროდ,ღმერთი
ს სიყვარული მართლა არ ჩანს ამ ფილმში,
მაგრამ იმდენად კარგად არის სამშობლოს სიყვარული გადმოცემული,
რომ მაინც ძალიან ძლიერი ფილმია.


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_france
პოსტი May 30 2007, 12:02 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-May 07
წევრი № 2,052



სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე უწმინდესი გრძნობაა rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი