ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, იქმნება კალიგრაფიული ხელნაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, იქმნება კალიგრაფიული ხელნაწერები |
IconPainter |
Jul 30 2011, 10:17 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 1-December 10 წევრი № 10,014 |
2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ იქმნება ხელნაწერი წიგნები - ვაჟა-ფშაველას პოემები.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2011 წელს აღინიშნება UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს პროექტით, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ფონზე, თანამედროვე კალიგრაფიული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად. ნამუშევრების ფორმატად და სტილად აღებულია 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი "სტუმარ-მასპინძელი". ტექსტი, ორნამენტებითა და მინიატურებით კეთდება ფურცლის ცალ მხარეს, რომ ორიგინალები ჩარჩო-პასპარტუში ჩაისვას გამოსაფენად. აიკინძება წიგნის 20-მდე ძვირფასი ხელნაკეთი ასლი, რომლებსაც დამთვალიერებელი გამოფენაზე გადაფურცლავს და სურვილის შემთხვევაში - შეიძენს. პრეზენტაცია შემოდგომის ბოლოს იგეგმება. გამოფენები გაგრძელდება მომავალ წელსაც და საქართველოს რეგიონებს მოიცავს. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი 2011 წლის პირველი აგვისტოდან აწყობს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის პიროვნებას, რომელიც არ არის გაწევრიანებული კალიგრაფთა კავშირში. მონაწილემ უნდა შექმნას სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით (რაოდენობა შეზღუდული არ არის).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს საიტზე >> |
ხრიდოლიონი |
Sep 12 2012, 10:17 PM
პოსტი
#2
|
სიბრძნე,სიმართლე,ძალა!!! ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 9-September 12 მდებარ.: Tbilisi,Vera წევრი № 12,606 |
ვაჟა-ფშაველა!!!
ოქრო კაცი,ღმერთმა აცხოვნოს მისი სული,ის ჩემ გულში მარად ცოცხალი იქნება,ჩემი უსაყვარლესი პოეტი და პიროვნებაა. -------------------- ,,თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის,არ შემეშინდება მე ბოროტისაგან,რადგან შენ,უფალი ჩემთან ხარ."(ფსალმუნნი.22.4)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი