ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
marine |
Nov 16 2009, 04:38 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა... მიწა კი აღმოსავლურ მითოლოგიაში მატერიაა, მაიაა, ხოლო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ამ ილუზიური რეალობის ანუ მაიის ნაწილებია, ხოლო რაც შეეხება ცათა სასუფეველს, აქ გონება გვერდზე უნდა გადადო... და საერთოდ იესოს თითქმის არ ულაპარაკია ცაზე, მხოლოდ მიწის კანონებს გვეუბნებოდა და იმ გზას გვიხსნიდა, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას რომ ცის კანონებსაც ჩავწვდეთ... თქვენ სხვა კუთხით, მითოლოგიით უდგებით ამ საკითხს. მე მორწმუნე ადამიანის პოზიციიდან გესაუბრებით -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atman |
Nov 16 2009, 04:45 PM
პოსტი
#102
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
marine
ზღაპრების რომ აღარ გჯერა და მორწმუნე გახდი მანდ დამთავრდა ბავშვობა, არადა ბავშვებშია ცათა სასუფეველი -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
Nov 16 2009, 05:21 PM
პოსტი
#103
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
Atman
ზღაპრების არ გვჯერა. დაგვიჯერე რა -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
Atman |
Nov 16 2009, 05:23 PM
პოსტი
#104
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
lingvo
ციტატა ზღაპრების არ გვჯერა. დაგვიჯერე რა ნეტა მართლა არ გჯეროდეთ, უაზრო ზღაპრების რომ გჯერათ მაგაშია საქმე -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
Nov 16 2009, 05:27 PM
პოსტი
#105
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
Atman
მართლმადიდებელი თუ ხარ, არ უნდა გჯეროდის მითოლოგიის. თუ არ ხარ, მაშინ საერთოდ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონია ბედნიერებაზე. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
Atman |
Nov 16 2009, 05:34 PM
პოსტი
#106
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
lingvo
ციტატა მართლმადიდებელი თუ ხარ, არ უნდა გჯეროდის მითოლოგიის. თუ არ ხარ, მაშინ საერთოდ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონია ბედნიერებაზე. ბიბლიური ამბებიც მითოლოგიაა (და მითოლოგია სულაც არ ნიშნავს არარეალურს... მხოლოდ ამ სიტყვებშიც კი შეიძლება ჭეშმარიტების შეცნობა: "იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა უქნებოდა..." ესეც შენი პასუხი დიიიდ კითხვაზე: "ყოფნა, არყოფნა... საკითხავი აი ეს არის! მითი და რეალობა ერთია! მითები შემოკლებული და სახეცვლილი სახით გადმოგვცემენ ჭეშმარიტებებს.... შენ თუ მხოლოდ ბიბლიური მითების გჯერა და სხვებს უარყოფ ეგ უკვე შენი არჩევანია... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
T I K O |
Nov 17 2009, 06:44 PM
პოსტი
#107
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
უფალი განუსაზღვრელად დიდ ბედნიერებას გვპირდება სამოთხეში. დედამიწაზე მუდმივი ბედნიერება არ არსებობს, რადგან ეს სამოთხიდან განდევნილთა ადგილსამყოფელია. "ო, ბედნიერებავ, შენ ხარ სათავე უბედურებისა. ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა." /ჩინური სიბრძნე/ მჯერა, მაგრამ ეს ამბავი მასევდიანებს სამწუხარო მოსასმენია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ასე გიყვარს, დროებითი და განდევნილთა ადგილსამყოფელია. ეს რა გვიყო ევამ! მოკლედ, ქრისტიანისთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, რომ ადამიანი მხოლოდ იმქვეყნად შეიძლება გახდეს სრულად და ხანგრძლივად ბედნიერი. ბედნიერება არის მხოლოდ ღვთის სიყვარულში და მის სიახლოვეში... ანუ ჩვენ ამქვეყნად განწირულნი ვართ მხოლოდ წუთიერი ბედნიერებებისთვის და ისიც ხშირად არ გვემუქრება ჩვენი ბუნების გათვალისწინებით ჩინურ სიბრძნეზე ერთი ჩინური ანდაზა გამახსენდა... ძალიან მომწონს: "იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა" -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Atman |
Nov 17 2009, 07:05 PM
პოსტი
#108
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა "იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა" მომწონს და ვცდილობ მივყვე ამ ანდაზას! ვჩქარობ, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეა, და თან არსად მეჩქარება, წინ ხომ მარადისობაა! გაუმარჯოს რაჭველებს! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
T I K O |
Nov 17 2009, 07:20 PM
პოსტი
#109
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გაუმარჯოს რაჭველებს! მაგის თქმა უნდოდათ ჩინელებსაც, მარა პირდაპირ ვერ თქვეს... მოერიდათ, იმერლები რას იტყვიანო ციტატა ვჩქარობ, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეა, და თან არსად მეჩქარება, წინ ხომ მარადისობაა! ე.ი. დგახარ, მაგრამ გგონია, რომ გარბიხარ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Atman |
Nov 17 2009, 07:36 PM
პოსტი
#110
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
T I K O
ციტატა ე.ი. დგახარ, მაგრამ გგონია, რომ გარბიხარ ისევ ჩინური სიბრძნე: "მოქმედება და უმოქმედობა ერთი ჩორტია!" -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
blue night |
Nov 22 2009, 11:53 PM
პოსტი
#111
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 |
მჯერა, მაგრამ ეს ამბავი მასევდიანებს სამწუხარო მოსასმენია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ასე გიყვარს, დროებითი და განდევნილთა ადგილსამყოფელია. ეს რა გვიყო ევამ! მოკლედ, ქრისტიანისთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, რომ ადამიანი მხოლოდ იმქვეყნად შეიძლება გახდეს სრულად და ხანგრძლივად ბედნიერი. ბედნიერება არის მხოლოდ ღვთის სიყვარულში და მის სიახლოვეში... ანუ ჩვენ ამქვეყნად განწირულნი ვართ მხოლოდ წუთიერი ბედნიერებებისთვის და ისიც ხშირად არ გვემუქრება ჩვენი ბუნების გათვალისწინებით ასე რატომ ფიქრობ? წმინდანები ბედნიერნი იყვნენ დედამიწაზე ყოფნის დროსაც, და არა მარტო წმინდანები. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, და სულაც არ ვარ განწირული წუთიერი ბედნიერებისთვის. პირიქით, ისეთი სიხარული მაქვს, რაზეც სერიოზულად არც კი მიოცნებია. ამიტომ ქრისტიანებისთვის ის პასუხი არასწორია, ვფიქრობ ასეა. როცა გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ. ეს არის ერთადერთი რეცეპტი გაბედნიერებისთვის -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი. ჩვენ რომ აქ ვართ ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, ასე ასწავლიან წმინდა მამები. ევას არაფერი უქნია ისეთი, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია. lingvo ნეტა მართლა არ გჯეროდეთ, უაზრო ზღაპრების რომ გჯერათ მაგაშია საქმე შენ ფიქრობ, ქრისტიანებს ზღაპრების ჯერათ? თუ კი, მაშინ რომელი ზღაპრების? აქ არის ვინმე საერთოდ ისეთი ვინც აცნობიერებს რომ აქ და ახლაა ბედნიერება და არა სამოთხეში და მომავალში? თუ ყველას ძინავს აქ? აქაც არის, ახლაც და იქაც, მერეც. მაგრამ იქ, ჩემი აზრით, უფრო ენითაღუწერელი და უდიდესი ნეტარებაა. აქ წინაგემოს ხილვაა, ასე უთქვამთ მამებს, როგორც ვიცი. ვძებნე და ვერა ვპოვე რა.... ალბათ ცუდად ვეძებ ეტყობა თვითონ უნდა რომ გიპოვოს. მე მოულოდნელად მესტუმრა და დიდად არც ვეძებდი. |
იაკობ |
Nov 22 2009, 11:54 PM
პოსტი
#112
|
ფშაველი ჯგუფი: Members პოსტები: 626 რეგისტრ.: 21-April 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,622 |
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. აი ეს არის ბედნიერება. -------------------- სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. |
მარიამი |
Nov 23 2009, 12:52 PM
პოსტი
#113
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ამ თემაში პირველად შემოვედი და მარტო სათაურს ვეხმაურები
ბედნიერების რეცეპტები უფალმა მოგვცა 9 ნეტარებაში: 1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. 3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. 4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ. 5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ. 8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა. ამაზე უკეთესი არა მგონია ვინმემ რამე მოიფიქროს მე თვითონაც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ამქვეყნიური ბედნიერება წარმავალი და არასრულყოფილია. ერთადერთი ნამდვილი ბედნიერება უფალთან ყოფნაა, არა მარტო იმქვეყნად, ამ ქვეყნად უფალთან ყოფნას უფრო ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა შეიძლება გშიოდეს, გწყუროდეს, გციოდეს, გჩაგრავდნენ და მაინც ბედნიერი იყო. ანუ ეს ბედნიერება სულის მდგომარეობაა და არ არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. სწორედ ამიტომაა ნამდვილი და სრულყოფილი. ნეტა მიმაღწევინა... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Atman |
Nov 23 2009, 02:41 PM
პოსტი
#114
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
blue night
ციტატა შენ ფიქრობ, ქრისტიანებს ზღაპრების ჯერათ? თუ კი, მაშინ რომელი ზღაპრების? იმის რომ ცოდვილებად ვიბადებით, უნდა ვიტანჯოთ ცათა სასუფეველის მოსაპოვებლად და კიდევ ბეეეევრი ბევრი ზღაპრის, რომლებიც თან მართალია თან ტყუილია, მთავარია აირჩიო შენი ზღაპარი, რომელიც გირჩევნია... მაზოხისტი თუ ხარ welcome to hell -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
T I K O |
Nov 23 2009, 06:24 PM
პოსტი
#115
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ასე რატომ ფიქრობ? წმინდანები ბედნიერნი იყვნენ დედამიწაზე ყოფნის დროსაც, და არა მარტო წმინდანები. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, და სულაც არ ვარ განწირული წუთიერი ბედნიერებისთვის. პირიქით, ისეთი სიხარული მაქვს, რაზეც სერიოზულად არც კი მიოცნებია. ამიტომ ქრისტიანებისთვის ის პასუხი არასწორია, ვფიქრობ ასეა. როცა გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ. ეს არის ერთადერთი რეცეპტი გაბედნიერებისთვის -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი. ის, რაც წუთიერ ბედნიერებაზე დავწერე და ისიც, რომ ხშირად არ გვემუქრება, ნახევრად ხუმრობით იყო. თუმცა მის ნახევრად სერიოზულ ნაწილს თავისი მიზეზი აქვს - ადამიანის მუდმივად დაუკმაყოფილებელი ბუნება. ხოლო სრულყოფილ და მუდმივ ბედნიერებაზე ნამდვილად ვფიქრობ რომ ამქვეყნად მიუღწეველია და მომავალშიც არაა გარანტირებული, იმიტომ რომ ჩვენზეა დამოკიდებული შენი რეცეპტი მომწონს, ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა შეიძლება უბედურიც გაგხადოს.. მაგ. თუ შენთვის საყვარელ ადამიანს რამე დაემართება....ყველა ღმერთმა დაიფაროს ამისგან, მაგრამ თუ ეს მოხდა, სწორედ სიყვარულის გამო გახდები უბედური. ციტატა ჩვენ რომ აქ ვართ ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, ასე ასწავლიან წმინდა მამები. ევას არაფერი უქნია ისეთი, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია. კაი ახლა, ჩემი ბრალი რატოა, რომ აქ ვარ... მე არ მიჭამია ვაშლი და საერთოდაც ვერ ვიტან მე თვითონაც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ამქვეყნიური ბედნიერება წარმავალი და არასრულყოფილია. ერთადერთი ნამდვილი ბედნიერება უფალთან ყოფნაა, არა მარტო იმქვეყნად, ამ ქვეყნად უფალთან ყოფნას უფრო ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა შეიძლება გშიოდეს, გწყუროდეს, გციოდეს, გჩაგრავდნენ და მაინც ბედნიერი იყო. ანუ ეს ბედნიერება სულის მდგომარეობაა და არ არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. სწორედ ამიტომაა ნამდვილი და სრულყოფილი. ნეტა მიმაღწევინა... გეთანხმები, მაგრამ მაინც არ მესმის ამქვეყნად უფალთან ყოფნა როგორ უნდა იყოს სრულყოფილი... იმის თქმა მინდა, რომ ამქვეყნად მაგ სულიერი მდგომარეობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია...გამონაკლისები არსებობს რათქმაუნდა. 9 ნეტარებაში მთლიანად სამომავლო ბედნიერებაზეა საუბარი, ხოლო ამქვეყნიურ ბედნიერებას რაც შეეხება, ეგ განცდა აბსოლუტურად სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Nov 23 2009, 06:25 PM
პოსტი
#116
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
დამტანჯა ამ ფორუმმა... ორჯერ დაიპოსტა. წაშალეთ მეორე პოსტი
-------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მარიამი |
Nov 23 2009, 07:06 PM
პოსტი
#117
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა გეთანხმები, მაგრამ მაინც არ მესმის ამქვეყნად უფალთან ყოფნა როგორ უნდა იყოს სრულყოფილი... იმის თქმა მინდა, რომ ამქვეყნად მაგ სულიერი მდგომარეობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია...გამონაკლისები არსებობს რათქმაუნდა. 9 ნეტარებაში მთლიანად სამომავლო ბედნიერებაზეა საუბარი, ხოლო ამქვეყნიურ ბედნიერებას რაც შეეხება, ეგ განცდა აბსოლუტურად სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში... ბევრმა მიაღწია ამ მდგომარეობას. მარტო წმინდანებს არ ვგულისხმობ. იყვნენ ისეთი ადამიანებიც (და ახლაც არიან), რომლებიც წმინდანებად არავის შეურაცხავს, მაგრამ ამ ცხოვრებაშივე ღმერთთან იყვნენ. და ბედნიერები იყვნენ. 9 ნეტარებაში მარტო იმქვეყნიურზე არაა საუბარი. იქ როცა წერია "რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა", ეს არ ნიშნავს მარტო მომავალ ცხოვრებას, რადგან უფლის სიტყვები რომ გავიმეოროთ "სასუფეველი ცათა შორის თქვენსა არს". "რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" არ ნიშნავს მაინცდამაინც იმქვეყნად ღმერთის ხილვას. ღმერთი ამ ქვეყანაზევე შეიძლება იხილოს ადამიანმა და ა.შ. ამქვეყნიური ბედნიერება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა რამემ გამოიწვიოს ადამიანში, ძალიან ხანმოკლე და წარმავალია. და ეს ბედნიერების წუთიერი მდგომარეობა მეორე წუთში შეიძლება უბედურებად შეიცვალოს. ერთადერთი ბედნიერება, რომელიც უცვლელია და არ გამოიწვევა გარემო ფაქტორებიდან, არის ის, რაც ზემოთ დავწერე. ერთ მაგალითს, მოვიყვან: აი, მე გამიჩნდა შვილი და ვიგრძენი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ანუ შვილი ზოგადად დიდი ბედნიერებაა. მაგრამ (მე ღმერთმა დამიფაროს და...) რამდენი ადამიანია, ვინც შვილი წესიერად ვერ აღზარდა და მისგან უბედურების მეტი არაფერი მიუღია? ანუ ეს თითქოსდა უპირობო ბედნიერება მისთვის უბედურების წყაროდ იქცა მომავალში. მგონი ცოტა (კი არადა, ძალიან) გაუგებრად ვლაპარაკობ. მე თვითონ ვგრძნობ, რომ ვერ გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა. თუ ცოტათი მაინც მივუახლოვდი სათქმელს და ვინმემ გაიგეთ, დაახლოებით რას ვფიქრობ, ეგეც კარგია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
Nov 24 2009, 12:43 AM
პოსტი
#118
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
T I K O
ციტატა ორჯერ დაიპოსტა ბედნიერო აბა ჩემი პოსტები ან სულ ქრება, ან სულ რამოდენიმე სიტყვა დაიპოსტება და სულ ეგაა . -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
blue night |
Nov 26 2009, 12:21 AM
პოსტი
#119
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 |
blue night იმის რომ ცოდვილებად ვიბადებით, უნდა ვიტანჯოთ ცათა სასუფეველის მოსაპოვებლად და კიდევ ბეეეევრი ბევრი ზღაპრის, რომლებიც თან მართალია თან ტყუილია, მთავარია აირჩიო შენი ზღაპარი, რომელიც გირჩევნია... მაზოხისტი თუ ხარ welcome to hell ის, რომ ტანჯვა შეიძლება დაგეხმაროს ცხონებაში, ლოგიკურია. შენ თუ არასდროს გტკენია, ვერ გაიგებ სხვის ტკივილს და ვერ უთანაგრძნობ. მაგრამ როგორც ვიცი, ქრისტიანობა ამას ასწავლის, თუ შენ აქ არ იქნები ბედნიერი, ოღონდ ნამდვილად, ვერც იქ იქნები გარდაცვალების მერე, სადაც სიკეთეა და ბედნიერება. ქრისტიანობა არ ასწავლის, რომ უნდა ვიტანჯოთ სასუფევლის მოსაპოვებლად, ის ასწავლის, რომ იმისათვის, რომ ცხონდე, უნდა დაიცვა მცნებები. შენ ეს არასწორი სწავლება საიდან გაქვს? და რას ნიშნავს თან მართალია, თან ტყუილია?? ვერ გაგიგე...ამას წმინდა მამები ასწავლიან, ადამიანს ცოდვით დაზიანებული ბუნება ადამისგან გადმოეცემა. თუ ეს ასე არ არის, რატომ არ შეუძლია დღეს ადამიანს პირდაპირი დიალოგი ქონდეს ღმერთთან, როგორც ეს ადამს ქონდა. ამას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ, რომელთაც დიდი ღვაწლი ქონდათ და დიდი სული. მე რაც ვცდილობ მცნებების დაცვას, გაცილებით უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მანამდე. მაზოხისტობისა და ჯოჯოხეთისგან, პირიქით, განვთავისუფლდი. თუ ადამიანი ქრისტიანობაში ამას ხედავს, ან არასწორად ესმის ზოგი რამ ან ქრისტიანული იდეალები მისთვის მიუღებელია. ასეთი უფრო გავს მაზოხისტს, უფრო სწორია მას უთხრა: welcome to hell ქრისტემ ყველა დაგვიფაროს ამისგან! |
KAIROS |
Nov 26 2009, 04:26 AM
პოსტი
#120
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შენ ეს არასწორი სწავლება საიდან გაქვს ეგ ატმანოლოგიაა გეთანხმები სრულიად, ნათლად წერ ბედნიერება სიყვარულშია, სიყვარული კი ცნებების დაცვაზე მაღალია, მაგრამ მასაც შეიცავს და არ ეწინააღმდეგება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი