ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
afxazi |
Jul 20 2009, 01:35 PM
პოსტი
#21
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გიორგი
გიორგი მე არ შემიძლია ვიმსჯელო სამყაროს წარმოშობის თეორიაზე, ჯერ ერთი რომ არ ვარ განსწავლული ამ მხრივ და მეროეც ეკლესიას ნაკლებად აინტერესებს რამხელაა სამყარო, ეკლესიისთვის მთავარია რომ იგი ღმერთმა არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა. მაგრამ ადამიანთან დაკავშირებით შენი აზრი იმდენად თუნდაც ორიგენისტულია და შესაბამისად დაგმობილი ეკლესიის მამათაგან (რომ ჯერ სხეული იყო და სული მერე შეეძინა მას), რომ მე უბრალოდ გაკვირვებული გეკითხები, გამორიცხავ ღმერთის მონაწილეობას ადამიანის შექმნაში? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
constantine |
Jul 20 2009, 02:08 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 139 რეგისტრ.: 8-December 07 წევრი № 3,380 |
ციტატა 200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად |
აკაკი |
Jul 20 2009, 02:30 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ჩვენ ვიცით, ბიბლიიდან, რომ არავითარი ცოცხალი უჯრედი არ გაჩენილა იმისათვის, რომ განეცადა ფორმირება მარტივისგან რთულისაკენ
ყოველი არსება შეიქმნა და თავისი გვარი ეწოდა არანაირი ევლუცია ანუ თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრებისას იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს „პითენკანტროპის“, ვითომცდა უძველესი ადამიანის, მოდელი, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ეს მოდელები მერე გამოფინეს მუზეუმში. მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვს თუ შეუძლია. ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი განსხვავდებიან. ადამიანს აქვს გონება და უკვდავი სული, რაც ღმერთმა არ მისცა არც ერთ ცხოველს. ადამიანს აქვს მეტყველების უნარი, შეუძლია ლაპარაკი, ცხოველები კი ვერ მეტყველებენ. ვერც ერთმა მომთვინიერებელმა და მწვრთნელმა ვერ შესძლო აელაპარაკებინა ცხოველები. ისტორიაში ასეთი შემთხვევა ერთხელ მოხდა და ისიც ბიბლიაშია დასახელებული. ლაპარაკია ვალაამის ვირზე, რომელიც ღვთის ნებისაებრ, ადამიანივით დაელაპარაკა ვალაამს და შეაჩერა, რომ არ წასულიყო ისრაელთა დასაწყევლად. მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საშიშიცაა. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და ზრდა ერთნაირად მიმდინარეობს, ყველაც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ისიც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყველა მეცნიერულ და გააზრებულ მტკიცებას საბოლოოდ ისევ შემოქმედისკენ მივყავართ. იგი ყოველთვის გვანცვიფრებს თავისი სიბრძნითა და შესაძლებლობებით. ადამიანი ჩასახვიდან განვითარების სამ საფეხურს გაივლის: 1. დედის მუცელში, სადაც ხდება მისი ჩამოყალიბება; 2. ამქვეყნად, სადაც იგი აგრძელებს ჩამოყალიბებას ფიზიკურად და სულიერიად (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სულიერი ცხოვრების მიხედვით ხდება მისი ადგილის განსაზღვრა მარადისობაში). 3. ზეცაში. განვითარების ეს სამი საფეხური შესაძლოა წარმოვიდგინოთ პეპლის ცხოვრების მაგალითზე. პეპელაც განვითარების სამ საფეხურს გადის. ჩნდება შეუმჩნევლად, უბრალო ჭუპრად, შემდეგ გარდაიქმნება ჭიად და ბოლო იქცევა მშვენიერ არსებად - პეპლად. განა შეედრება პირველი-მეორე საფეხური მესამეს?! აქედან გამომდინარე, ადამიანსაც ყველაზე სასურველი ცხოვრება სწორედ ზეციურ სამყოფელში აქვს. http://www.orthodoxy.ge/metsniereba/tsargvna/10-geologia.htm http://www.orthodoxy.ge/metsniereba/tsargv...eba_religia.htm |
Ismail |
Jul 20 2009, 02:31 PM
პოსტი
#24
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ვაა, საინტერესო თემაა...
ევოლუციის უარყოფა და იმის მტკიცება რომ სამყარო 6000 წლისაა, ყველამ კარგად ვიცით რომ სისულელეა. ცოტა უფრო ღრმა და არგუმენტირებული მსჯელობა! -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
afxazi |
Jul 20 2009, 02:34 PM
პოსტი
#25
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Ismail
ციტატა ევოლუციის უარყოფა და იმის მტკიცება რომ სამყარო 6000 წლისაა, ყველამ კარგად ვიცით რომ სისულელეა. ამას არავინ არ ამტკიცებს. სადმე არის ამის მტკიცება წარმოდგენილი? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Ismail |
Jul 20 2009, 02:42 PM
პოსტი
#26
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
afxazi
წაუშლია, წეღან ეწერა ერთს დაახლოებით მსგავსი რამ... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Jul 20 2009, 02:55 PM
პოსტი
#27
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აკაკი
ციტატა ჩვენ ვიცით, ბიბლიიდან, რომ არავითარი ცოცხალი უჯრედი არ გაჩენილა იმისათვის, რომ განეცადა ფორმირება მარტივისგან რთულისაკენ თქვენ რას წერთ იცით? თქვენი ნაწერი ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას: 1. თუ როგორ წარმოიშვა სამყარო: ა. სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა; ბ. სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს; გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ; დ. სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო თავისუფალი ნების ნაყოფია; ე. სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/7.htm#1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Jul 20 2009, 03:08 PM
პოსტი
#28
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
საინტერესო თემაა. გიორგი რასაც წერს სრულიად ვეთანხმები.
მე პირადად ევოლუციის თეორიას, ანუ იმას, რომ ცოცხალი სამყარო მარტივიდან რთულის წარმოშობის უწყვეტ პროცესშია, სრულიად ვეთანხმები. მათ შორის მგონი მართალი უნდა იყოს ისიც, რომ ადამიანიც ამ ევოლუციის ნაწილია და იგი არაა ამოვარდნილი საერთო პრინციპიდან. ადამიანი წარმოადგენს ევოლუციის მწვერვალს და უმაღლეს საფეხურს. მინდა მივაქციო თევენი ყურადღება იმას, ადამიანებში არაა განსხვავება დონის მიხედვით. მაგალითად, მაიმუნებში, მემგონი ზოგი უფრო განვითარებულია, ზოგი - ნაკლებად. ადამიანები კი ყველანი ერთ დონეზე არიან. დედამიწის 6 მილიარდიანი (თუ უფრო მეტი...) მოსახლეობიდან ყველა ერისა და ყველა რასის ადამიანი ერთნაირი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობისაა. გასაგებია, რომ ადამიანი წარმოადგენს კონკრეტული რიგის კონკრეტული გვარის კონკრეტულ სახეობას, მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდეს მასთან თუნდაც ახლოს მდგარი სახეობა მაინც, თავისი დონით? ასეთი სახეობა არ არსებობს, ადამიანი რამოდენიმე თავით მაღლა დგას ყველა სხვა სახეობაზე და ამასთან, თავად ადამიანებს შორისაც კი განვითარების დონის მიხედვით დიფერენციაცია არ არსებობს. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
damiane80 |
Jul 20 2009, 03:08 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო. ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის. მე მგონი ცოტა ზედმეტია ემოციაა, ვიღაცისთვის ტოტალური აბსურდი არის ის, რომ ღმერთმა მაიმუნის განვითარების შედეგად შექმნა ადამიანი. როგორი ლოგიკაა: მაიმუნმა განიცადა ევოლუცია და შედეგად მიიღო სული, სინდისი, თავისუფალი ნება და ა.შ. რას ეფუძნება ასეთი მოსაზრება????, ეხლა რატომ ვეწინააღმდგები და რა არის არგუმენტი. მთავარი არგუმენტია ბიბლიაა, სადაც ჩანს, როგორ შეიქმნა ადამიანი. ზუსტად აღწერა ამ პროცესის არავის შეუძლია და არც იმას იჟინებს ვინმე, რომ "ბუკვალურად" გავიგოთ ეს პროცესი (ტალახის მოზელა და ა.შ), მაგრამ ბიბლიიდან სრულიად ნათელია, რომ ადამიანს შექმნა დამოუკიდებელი და თუ გნებავთ განსაკუთრებული პროცესია. მას წინ უძღვის "სამების თათბირი". იქმნება ადამიანი ხატებად და მსგავსებად ღვთისა, რომელსაც იმთავითვეა ჰქონდა ყველა ის კოდი "ადამიანური", განმასხვავებელი ცხოველისაგან, რაც ადამიანს ცხოველისაგან გამოარჩევდა. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. |
damiane80 |
Jul 20 2009, 03:25 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოდეტორს მივმართავ:
ისე ეს თემა გაორდა კამათის ნაწილში. იმიტომ, რომ კამათმა ძირითადი თემიდან იხ. http://church.ge/index.php?showtopic=6671&...93entry519093 გადმოინაცვლა აქეთ. არადა მანამდეც ბევრი საინტერესო ითქვა. იქნებ მოვუხერხოთ ამას რამე ორგანიზაციულად. იუზერების მიერ დაფიქსირებული აზრი ერთად მოვაქციოთ გინდაც გამოკითხვის ფორმატში, გინდათ ცალკე გამოკითხვა და ცალკე მოსაზრებები (ოღონდ მოსაზრებები ერთად). |
გიორგი |
Jul 20 2009, 03:34 PM
პოსტი
#31
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
damiane80
მე მინდა, რომ ეს თემა არსებობდეს დამოუკიდებლად, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე და მის შექმნაზე. სამყარო, დედამიწა და სხვა პლანეტები წესით აქ არ უნდა განიხილებოდეს. P.S. სამყაროს ასაკი ცოტა სხვა საკითხია... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Jul 20 2009, 03:38 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიორგი
ციტატა მე მინდა, რომ ეს თემა არსებობდეს დამოუკიდებლად, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე და მის შექმნაზე. სამყარო, დედამიწა და სხვა პლანეტები წესით აქ არ უნდა განიხილებოდეს. აქვს უფლება ამ თემას ამ სახით იყოს, განყოფილებაც შესაბამისია, სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდა. იყოს , მე მომწონს ასეთი მიდგომა, უფრო მეტი გამოჩნდება. პლანეტები და ამბები თუ გვინდა, გავხსნათ სხვა თემა და ზაზაც იაქტიურებს |
გიორგი |
Jul 20 2009, 03:56 PM
პოსტი
#33
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
damiane80
ციტატა როგორი ლოგიკაა: მაიმუნმა განიცადა ევოლუცია და შედეგად მიიღო სული, სინდისი, თავისუფალი ნება და ა.შ. რას ეფუძნება ასეთი მოსაზრება???? იმ ნივთმტკიცებულებეს, რაც ევოლუციის თეორიას თან ახლავს. თუ ვინმე ევოლუციის თეორიას არ ეთანხმება რა ალტერნატიული თეორიის შემოთავაზება შეუძლია? და რა მეცნიერული არგუმენტებით? ანუ არ მოხდა ევოლუცია, რა მოხდა მაშინ თქვენი აზრით? "კრეაციონიზმი" რომ სისულელეა ალბათ ხვდებით... afxazi ციტატა გამორიცხავ ღმერთის მონაწილეობას ადამიანის შექმნაში? არა. ღმერთმა შექმნა ადამიანი მაიმუნისგან, უფრო სწორად ღმერთმა შექმნა საერთოდ სიცოცხლე პირველი უჯრედისგან და თვითონ ეს უჯრედიც ღმერთმა შექმნა. და საერთოდ მთელი ევოლუციის პროცესი დაწყებული ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიანის მიღებით და დამთავრებული ადამიანის მაიმუნისგან ფორმირებით იყო ღმერთის მოქმედება მატერიალური პროცესების სახით გამოვლენილი. ციტატა ჯერ სხეული იყო და სული მერე შეეძინა მას ეს ძალიან პირობითი დაშვებაა. ამას მაინცდამაინც არ ვამტკიცებ, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გამოსავალი აღარ მრჩება, რადგან ძალიან ძლიერად არგუმენტირდება, რომ ადამიანი მაიმუნისგან ფორმირდა, მაიმუნს კი არც მორალი აქვს და არც სული. ე.ი. სული უნდა გამოჩენილიყო რაღაც ეტაპზე, თუნდაც ადამიანის ფორმირებისთანავე, მაგრამ ეს ფორმირებაც მრავალი ათასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგვიძლია იგივე მოსაზრება ისე შევატრიალოთ, რომ ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ არის ადამიანი, რაც სული მიეცა. სხვა შანსი აღარ რჩება უბრალოდ. Ismail ციტატა მაგალითად, მაიმუნებში, მემგონი ზოგი უფრო განვითარებულია, ზოგი - ნაკლებად. ადამიანები კი ყველანი ერთ დონეზე არიან. ეს იმიტომ, რომ მაიმუნების უამრავი სახეობა არსებობს. ადამიანის კი ერთი - ჰომოსაპიენსი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
Jul 20 2009, 03:57 PM
პოსტი
#34
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გიორგი
ციტატა არა.ღმერთმა შექმნა ადამიანი მაიმუნისგან, უფრო სწორად ღმერთმა შექმნა საერთოდ სიცოცხლე პირველი უჯრედისგან და თვითონ ეს უჯრედიც ღმერთმა შექმნა.და საერთოდ მთელი ევოლუციის პროცესი დაწყებული ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიანის მიღებით და დამთავრებული ადამიანის მაიმუნისგან ფორმირებით იყო ღმერთის მოქმედება მატერიალური პროცესების სახით. ციტატა ეს ძალიან პირობითი დაშვებაა.ამას მაინცდამაინც არ ვამტკიცებ, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გამოსავალი აღარ მრჩება, რადგან ძალიან ძლიერად არგუმენტირდება, რომ ადამიანი მაიმუნისგან ფორმირდა, მაიმუნს კი არც მორალი აქვს და არც სული.ე.ი. სული უნდა გამოჩენილიყო რაღაც ეტაპზე, თუნდაც ადამიანის ფორმირებისთანავე, მაგრამ ეს ფორმირებაც მრაბვალი ათასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.შეგვიძლია იგივე მოსაზრება ისე შევატრიალოთ, რომ ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ არის ადამიანი, რაც სული მიეცა.სხვა შანსი აღარ რჩება უბრალოდ. ეს უფრო იმას მაგონებს არც მწვადის დაწვა რომ უნდა ადამიანს და არც შამფურის. ორივე თეორიას აზავებ და თუ დამიჯერებ თეოლოგიურად გამოდის ძალიან ულოგიკო და მოძღვრებასთან საწინააღმდეგო დებულება. შენი ლოგიკით ადამიანური ბუნება არაფრით არ განსხვავდება ცხოველურისგან, რადგან ის ასეთად შეიქმნა, ერთი ბუნების მქონის შეცვლა მეორე ბუნებისად, დამეთანხმებით არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. აქედან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ ადამიანზე ან როგორც ცხოველური ბუნების მქონეზე, ან როგორც ადამიანური ბუნების მქონეზე, ორივე ერთად ყოვლად შეუძლებელია. ლოგიკა ამას გვიკარნახებს. შენი წინადადების მეროე ნაწილი კი კიდევ ერთხელ გეუბნები რომ როგორც ორიგენისტული, მკვეთრად უარყოფილია ეკლესიის მიერ, და თუ შენს აზრს დავეთანხმებით გამოდის ეკლესია ტყუილ თეორიაზე აგებს მოძღვრებას და ის უნდა დავადანაშაულოთ ტყუილში, რაც ასევე შეუძლებელია. ვფიქრობ შენი შედომა უფრო ისაა რომ მეცნიერებას კი არ იყენებ ბიბლიის მოძღვრების შესავსებად, არამედ პირიქით გინდა რომ ბიბლია მოარგო მეცნიერებას. ასე მსჯელობას კი მართლა არ გირჩევ იმიტომ, რომ არალოგიკურ დასკვნებს იღებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Jul 20 2009, 03:58 PM
პოსტი
#35
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
აკაკი
ციტატა თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. არავითარ შემთხვევაში არანაირი მარცხი არ განუცდია. ...მაგრამ თუ მაინც არ გჯერა ევოლუციის თეორიის როგორ წარმოგიდგენია ადამიანის ფორმირება? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
Jul 20 2009, 04:05 PM
პოსტი
#36
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გიორგი
ციტატა წარმოგიდგენია ადამიანის ფორმირება? ამაში რას გულისხმობ გიორგი იქნებ აგვიხსნა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Jul 20 2009, 04:07 PM
პოსტი
#37
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
afxazi
OK. მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა. ვინმემ რომ წარმოგიდგინოს ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ადამიანი მაიმუნისგან ფორმირდა, რას იზამ? (ოღონდ არ მითხრა ასეთ მტკიცებულებებს ვერავინ წარმოადგენს, რადგან ეს მართალი არ არის და შეუძლებელიაო, ასე ჩაკეტილ წრეში ვიტრიალებთ) ე.ი. მტკიცდება ადამიანის მაიმუნისგან ფორმირება და იმსხვრევა ეკლესიის საფუძველი? და ასევე პირიქით ვერ მტკიცდება ადამიანის მაიმუნისგან ფორმირება და შესაბამისად ეკლესიის პოზიცია ძლიერია? ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების მომხრე ხარ ანუ? და ყველაფერთან ერთად როგორ წარმოგიდგენია ადამიანის სხეულის ფორმირება, კონკრეტულ მექანიზმს ვგულისხმობ ანუ ე.ი. რა მოხდა, აქვე დამოუკიდებლად დააკონსტრურა ღმერთმა რაღაც საშუალებებით? უცხო პლანეტიდან მოახდინა გენეტიკის კოდის ტრანსპორტირება? თუ რა მოხდა? სურათის რეალობა ხომ გესმის? 4,54 მლრდ წელია გასული დედამიწის შექმნიდან, დედამიწაზე იცხოვრა ცოცხალი არსებების ტრილიონობით თაობამ, მაგრამ ჯერ არ არის ადამიანი შექმნილი. რა ხდება ამ დროს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Jul 20 2009, 04:09 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენი ლოგიკით ადამიანური ბუნება არაფრით არ განსხვავდება ცხოველურისგან, რადგან ის ასეთად შეიქმნა, ერთი ბუნების მქონის შეცვლა მეორე ბუნებისად, შენი მიდგომა ძალიან ხისტია რადგან სრულად არ ითვალისწინებ ტრადიციას. აი მცირე ამონარიდები წმ სერაფიმე საროველი: До того как Бог вдунул в Адама душу, он был подобен животному წმ. თეოფანე დაყუდებული: Было животное в образе человека с душею животного. Потом Бог вдунул в него Свой Дух, и из животного стал человек -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 20 2009, 04:10 PM
პოსტი
#39
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
afxazi
ციტატა ამაში რას გულისხმობ გიორგი იქნებ აგვიხსნა? შექმნის მექანიზმს. ჩვენ ვიცით რომ მზე შექმნა ღმერთმა, (ასე წერია ბიბლიაში) თუმცა ვიცით შექმნის მექანიზმიც ანუ მილიონობით წლის განმავლობაში ჰელიუმის და წყალბადის გაზ-მტვეროვანი ნისლეული შეგროვდა და შეიკუმშა გრავიტაციული ძალების მეშვეობით, რამაც სათავე დაუდო თერმობირთვულ სინთეზს და მზეც "აინთო". ანალოგიური პროცესი მაინტერესებს ადამიანებისთვისაც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
Jul 20 2009, 04:16 PM
პოსტი
#40
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გიორგი
ციტატა ჩვენ ვიცით რომ მზე შექმნა ღმერთმა, (ასე წერია ბიბლიაში)თუმცა ვიცით შექმნის მექანიზმიც ანუ მილიონობით წლის განმავლობაში ჰელიუმის და წყალბადის გაზ-მტვეროვანი ნისლეული შეგროვდა და შეიკუმშა გრავიტაციული ძალების მეშვეობით, რამაც სათავე დაუდო თერმობირთვულ სინთეზს და მზეც "აინთო". ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს მზეში? ციტატა ვინმემ რომ წარმოგიდგინოს ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ადამიანი მაიმუნისგან ფორმირდა, რას იზამ? რას ეძახი რეალურ მტკიცებულებას? მე უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს და ამაზე ვერ მივიღე პასუხი. ჩვენ გვჯერა მეცნიერების თუ ეკლესიის? ვიპოვოთ საყრდენი წერტილი და იმის მიხედვით განვითარდეს ჩვენი მსჯელობა -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი