ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად |
ალექსანდრე |
Aug 16 2012, 02:57 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ხატის დასაწერად საჭიროა ვიქონიოთ სპეციალური დაგრუნტული დაფა. სწორედ დაფის ხარისხზე არის დამოკიდებული გამოსახულების გამძლეობა და დაცულობა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში ბევრი არ იცავს ხატის დაფების დამზადების ტრადიციებსა და კანონებს. ამის გამო ბევრს, და განსაკუთრებით დამწყებებს მუშაობის პროცესში უჩნდებათ სირთულეები - დაგრუნტვაში, იქერცლება გრუნტის ფენა, დაფა იგრიხება. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შედეგები, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას
ხატწერის დაფა წესით უნდა დამზადდეს ცაცხვის ხისგან. მისი მერქანი რძის ფერისაა. სუფთა, კორძების გარეშე და გაუფისავი რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. რამდენადაც დროთა განმავლობაში კორძები შეიძლება გამოშრეს, ხოლო წიწოვანი ხეები (ნაძვი, ფიჭვი) -ბევრად იაფია ვიდრე ცაცხვი, მაგრად ფისოვანი და ყოველივე ამან შეიძლება საღებავის ფენა დააზიანოს. ყველაზე კარგი მასალა ხატისათვის ითვლება კვიპაროსის დაფა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი მერქანია. ხის ბოჭკოზე შეიძლება შევხვდეთ სილურჯეს - ეს ნიშნავს რომ ხე იყო ნესტიან ადგილას (მიწაზე იდო) და შეიძლება მოიღუნოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხის წლიური რგოლების განლაგების წესს დაფის ჭრილზე. ყველა წლიური რგოლი უნდა იყოს მიმართული გახსნილი (გადანაჭერით) გრუნტისაკენ, და არა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხატს საშუალებას მისცემს თანაბრად მოხრაში რკალისებურად, ამასთან დაფაზე გადაკრული მარლა დაიჭიმება, ხოლო საღებავის ფენა კი არ აიყრება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფები შეწებებულია რგოლებით სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან მალე დაფები იწყებენ “მოძრაობას” და წარმოიქმნება სიგრძივი ბზარები მთელს ხატზე.. წესის მიხედვით დაფა უნდა იყოს შეწებებული შემდეგნაირად: ცენტრში უნდა იყოს მოთავსებული ყველაზე განიერი ფიცარი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ცენტრში იწერება წმინდანის გამოსახულება, შესაბამისად თუ გამოსახულება დაწერილია მთლიან დაფაზე ის დიდხანს ინახება, რადგან გადაბმის ადგილებზე დაფა ხშირად იბზარება ხოლმე. გამოდის რომ სტანდარტული, ანალოგიის ხატის ზომის დაფა, შედგენილი იქნება სამი ფიცრისგან. პატარა ზომის ხატების დაფა შეიძლება გაკეთებული იქნეს ერთი მთლიანი ფიცრისგან. ცუდია როდესაც დაფა გაკეთებულია დიდი რაოდენობის მცირე ზომის ფიცრებისაგან - ასეთი დაფები არაა საიმედო. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დაგრუნტვის ტექნოლოგიაზე 1. დასაგრუნტად გამზადებული ხატის მშრალი დაფა 2. პირველი დაწებება დაფას ვუსმევთ წებოს ორჯერ, ყოველ წასმაზე ვაცდით გაშრობას. 3. ვასველებთ თბილ წებოში მარლის ნაჭერს, რომლის ზომაც ცოტათი დიდია დაფაზე 4. მარლის მცირე გაწურვის შემდეგ ვჭიმავთ მას დაფაზე და გულმოდგინედ ვასწორებთ მას ხელით 5. შემდეგ ვუსმევთ წებოს დამატებით, დაფაზე გადაჭიმულ მარლას, რათა მჭიდროდ მიეკრას. (მარლის ქვეშ არ უნდა დარჩეს ჰაერი) 6. როდესაც მარლა კარგად გამოშრება მხოლოდ მას შემდეგ ვაჭირთ გვერდებს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი