IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> "ეშმაკის ქვა", მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა
ქევანა
პოსტი May 6 2009, 11:30 AM
პოსტი #21


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ლეონტი
ციტატა
ისე ასეთი სუსტი ნაწარმოები ბევრი არა აქვს ავტორს.

:ეჭვი:

ციტატა
იმიტომ რომ სოფიო სოფლელებტან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა, რასაც ამპარტავნების ხიბლი ჰქვიან.

ციტატა მოთხრობიდან ამ ვარაუდის დასადასტურებლად yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი May 6 2009, 12:11 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(ქევანა @ May 6 2009, 11:30 AM) *

ციტატა მოთხრობიდან ამ ვარაუდის დასადასტურებლად yes.gif


ეგ მეც მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 6 2009, 12:51 PM
პოსტი #23


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მე მგონია ამაზე პასუხი ნინცამ გასცა აი აქ:
ციტატა(ninca @ May 6 2007, 09:56 PM) *


თვალში საცემია სოფიოს ზებუნებრივი სათნოება ყოველგვარი ნაკლის უქონლობის ფონზე. სათნოება უშრომველად, უტანჯველად დაცემულ ადამიანს არ ეძლევა.სიკეტე ღვაწლის გარესე ხიბლია და უკიდურესი ამპარტავნებისაგან მოდის. ერთი მომენტი იქცევს ყურადღებას:აღწერილია სოფიოს სათნოება სასწავლებელში დარუნების შემდეგ . ასეთი მდგომარეობა მისთვის ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მწერალი გვეტყოდა, რომ სოფიო ბავშვობიდანვე იყო ასეთი, მოგვითხრობდა მის საწავლებამდელ კეთილ საქმეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ის იზრდებოდა როგორც, შეიძლება კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი გოგონა. სიკეთე დაცემიდან ამოსვლაა. სოფიოს სიკეთე უფრო ეშმაკის მახეა. იგი დათას დედას მიყვება , როგორც მხსნელი და არა როგორც თანამგრძნობი. ეკლესიის მამები მოწმობენ , რომ ამპარტავნების მწვერვალზე ადამიანი ან გიჟდება ან იკლავს თავს. სოფიოს ნარცისული ტვითკბობა, დამყარებული ზნეობაზე, ირღვევა ბრბოსთან შეხებისთანავე. ქვას ის საკუთარ თავს, საკუთარ სახეს ესვრის და შედეგიც საკლაოდ ლოგიკურია -ის ვერ იტანს თავის თავს ასეთს. სინანული, ღვთის იმედი მისთვის უცხოა.


და მგონია ზუსტი თუ არა მიახლოებით ზუსტი ანალიზია, და მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

--------------
www.tamarapaint.com


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი May 6 2009, 02:06 PM
პოსტი #24


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ციტატა
დამნაშავე იყო, როგორ არ იყო

არა დამნაშავე ნამდვილად იყო smile.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 6 2009, 03:04 PM
პოსტი #25


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

მაგ ბავშვის ანალიზი მეც მომეწონა biggrin.gif კაი თავი აქვს.. yes.gif

მაგრამ მე მაინც ჩემი ვარაუდი მაქვენ:
1) რადგან მწერალი არაფერს გვეუბნება სოფოს ბავშვობის პერიოდზე, ესე იგი მოსაყოლი არც არაფერია. იყო ჩვეულებრივი ბავშვი; ან ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სასწავლებელმა ან სასწავლებელში გატარებულმა პერიოდმა განსაკუთრებულად შეცვალა იგი. ბოლობოლო რატო არ შეიძლება ამას ნიშნავდეს? ამბავი, რომელიც მწერალმა თვალწინ უნდა გადაგვიშალოს, ხდება სწორედ ზაფხულში და სწორედ სოფოს მიერ სასწავლებლის დასრულების შემდეგ. ან რა მნიშვნელობა ექნებოდა, რომ ეთქვა ჯავახიშვილს, რომ "სოფო ბავშვობიდანვე კეთილი იყო", როგორ ფიქრობ, მაშინ სხვანაირად დამთავრდებოდა ამბავი? rolleyes.gif

2) ნარცისულმა თვითტკბობამ და ამპარტავნებამ გაგიჟებისა და თავის მოკვლის გარდა რა იცის? smile.gif
ან რას ნიშნავს: ის მასთან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა biggrin.gif წმინდა მამები რას ამბობენ ბოროტების ხარისხზე? სინანულიო არაფერს ნიშნავსო?

3) სოფოს მამასაც ეკავა ხელში ქვა, მაგრამ არ უსროლია, შეიძლება (და არის კიდეც ნათქვამი,თუ არ ვცდები) ბრბოს მიერ იყო აღგზნებული, მაგრამ არ უსვრია. ეს რაღას მიანიშნებს?

4) ხოდა ჩემი აზრით, აქ ბრბოსა და პიროვნების ფსიქოლოგიაზეა საუბარი (მეტწილად) და ზნეობაზე მსჯელობა ასე ცალსახად ძნელია ამ ნაწარმოებში, სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე... ხოდა ამიტომ სუსტი მოთხრობა სულაც არაა biggrin.gif (როგორ მეტყობა, რომ მე ეს "სუსტი" მემწარა biggrin.gif)


პ.ს. ნეტა რა მინდოდა? user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 7 2009, 02:19 PM
პოსტი #26


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ლეონტი @ May 6 2009, 01:51 PM) *

მე მგონია ამაზე პასუხი ნინცამ გასცა აი აქ:
და მგონია ზუსტი თუ არა მიახლოებით ზუსტი ანალიზია, და მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

ზედმეტად რადიკალური და განაჩენის გამომტანია biggrin.gif ცალსახად, მხოლოდ რელიგიური, თან საკუთარი რელიგიური გამოცდიების შედეგად აღქმულია. მწერლის მსოფლმხედვლეობა არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე გარჩევისას, თუმცა რა ჩემის აქმეა, წერეთ, მე გაკვირდებით biggrin.gif

ქევანა


ვერ დავმალავ, მომეწონე biggrin.gif უფრო ობიექტურ სიბრტყეში გადაგაქვს მსჯელობა.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი