IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე
Ismail
პოსტი Jun 19 2008, 06:39 PM
პოსტი #41


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



მოკლედ, ახლა ჩამოვაყალიბებ ჩემს საბოლოო აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით:

ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ:
ციტატა(Ismail @ Jun 19 2008, 05:25 PM) *

ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით smile.gif ) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად:

1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები biggrin.gif , და ა.შ.));

2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები).

3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)

4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. smile.gif
აქედან:
I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! smile.gif );
II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში;
III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა);
ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. smile.gif



ხოდა:

"მეორე ტიპის" (უფრო სწორად, მეორე სახის, მეორენაირი smile.gif ) სიტყვებიდან ზოგიერთი რომ გადავამოწმოთ:

მაგალითად რესპუბლიკა

რესპუბლიკა არცერთ უძველეს და კულტურულ ენაზე არ არის რესპუბლიკა.
მაგალითად:

ჩინურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ჯუნხუა ჟენმინ გუნხეგო.
სომხურად - ჰანრაპეტუთიუნ თუ რაღაც...
ბერძნულად რესპუბლიკა არის დემოკრატია.
მონღოლურადაც კი არ არის რესპუბლიკა რესპუბლიკა (ნაირამდახ).
ხოდა ქართულადაც რომ თავის დროზე სხვა სიტყვა დამკვიდრებულიყო, უკეთესი იქნებოდა. უკეთესი იქნებოდა, რომ ქართული ენის მთელი სიმდიდრე და პოტენციალი (კი არადა - შესაძლებლობანი smile.gif ) გამოყენებული ყოფილიყო.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა ბევრ საერთაშორისო სიტყვაზეც.


მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ.

ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან...








P.S. ქართულად ნათარგმნი Windows-ის შესახებ თუ გაგიგიათ? biggrin.gif

მაგალითად: Shortcut - მალმხმობი biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 19 2008, 07:38 PM
პოსტი #42


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(Giorgi- @ Jun 19 2008, 04:01 PM) *

დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს?

რა გენიალური, უღრმესი და უძველესი მნიშვნელობა აქვს სიტყვა დედაკაცს...
კაცი: დედაკაცი, მამაკაცი


ოფი: ლაი-ლაი
გაოფება: გალაილაება
("შუტკა") biggrin.gif


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 19 2008, 09:57 PM
პოსტი #43


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



Ismail
ციტატა
ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ:



ორმაგ სტანდარტებს აქვს აქ ადგილი biggrin.gif

და სტანდარტიც რომ არაა ქართული??? laugh.gif


მოკლედ, ვინცხამ თქვა, და იმდენად ვართ დღეს მიჩვეული ქარხანას და ფარდას და ათას ეგეთს, რომ ეგენიც ქართული გვგონია არადა არაა cool.gif

ხოდა იგივე დღეში ვართ დღეს რა....თითქოს არ უნდა გვაშფოთებდეს, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა??? როდემდე?? რა იქნება იგლისურის მერე? fiqri.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 19 2008, 10:40 PM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ოხ, ჩემი დიდი კომპლიმენტები ( თარგმნეთ ქართულად biggrin.gif ) მეგობრებს, ნამდვილად სწორი მიმართულებით მიიქცა თემა smile.gif
მადლობა!
სადღაც ვეთანხემები ისმაილს, საინტერესო კატეგორიებია, და ათანხმებს გიორგის და კანონისტის პოზიციებს, თუკი ქართულ ენაში გაჯდა ზოგი უცხოური სიტყვები ( ალბათ საკმაოდ ბევრი) ეს არ ნიშნავს, იმას რომ რაც ითარგმნება არ ვთარგმნოთ ( ასევე პირიქითაც რათქმაუნდა), ჰოდა კარგი იქნება თუ ამ კატეგორიების მიხედვით დავაწყობთ და ვაჩვენებთ რომელი სიტყვებია დასამკვიდრებელი და მისაღები პირველი რიგში... როგროც გონივულად აღნიშნა ისევ ისმაილმა
ციტატა
მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ.
ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან...

ციტატა

1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები biggrin.gif , და ა.შ.));

2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები).

3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)

4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. smile.gif
აქედან:
I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! smile.gif );
II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში;
III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა);
ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. smile.gif

კარგადაა დაწყობილი და მივუსადაგოთ ჩვენც სიტყვები:;

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს.
კარგი სიახლეები:
ციტატა

ოფი: ლაი-ლაი
გაოფება: გალაილაება

ციტატა
Shortcut - მალმხმობი

ციტატა
მოღუნულია: თინეიჯერი
სწორია: ნინველი/ნინველა
(აქ რაღაც სქესი სჩანს, უცნაურია)
ბრტყელტუჩა,
ქანჩი,

ციტატა
"შტეფცელი" - დენცქვიტა
( biggrin.gif ამააზე მოვკვდი სიცილით biggrin.gif)

ციტატა
მიკროფონს ხმამადიდი ქვია, კაპიშონს კი -თავსარგავი

ციტატა
წმინდა კრება და მამამთავარი, დღეს - წმინდა სინოდი და პატრიარქი.

მასე გააგრძელეთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 20 2008, 10:36 AM
პოსტი #45



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანონისტი
Ismail

მოკლედ დღეს დილით სამსახურში მოვდიოდი და სიბრძნის სიყვარულთან(ფილარმონიასთან) მსტოვრების თვითმავალი (პატრულის მანქანა) გამომეკიდა, საბუთები მომთხოვეს და უსადენო თვითმრეკზე (მობილურზე) ლაპარაკის გამო ჯარიმა გამომიწერეს, თან გამაფრთხილეს 1 თვის ჟამში (ვადაში) ნებისმიერ ფულსანახში (ბანკში) გადაიხადეო. რა უნდა მექნა? წამოვედი გაბრაზებული და ჩემთვის ვფიქრობდი: ეგ არის თქვენი ხალხთმმართველობა (დემოკრატია) ?, ამისთვის ვიდექი თავყრილობაზე (მიტინგზე) ვარდების გადატრიალების (რევოლუციის) დროს? ამისთვის მივეცი ხმა ქვეყნის თავკაცს (პრეზიდენტს)? რომ ვიღაც ღლაპმა მსტოვრებმა (პატრულმა) დამაჯარიმოს? არადა ცასმკიდელი (პარაშუტისტი) ვიყავი ომამდე. ყველაფერი იმ მოშლილი დენცქვიტას (შტეფსელის) ბრალია. უსადენო თვითმრეკი (მობილური) ტყუილად ყოფილა შეერთებული, მკვებავი (ბატარეა) არ დაუტენია და მეც ვამოწმებდი გზაში.

არა, რა, ძმაო, უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ატყავებენ ხალხს, თვითონ ჰაერშემფრქვევბით (ვერტმფრენებით) დადიან და კიდევ მე მაჯარიმებენ...
არადა ჩემთვის მოვდიოდი, წყნარად. ტალღგადამცემი (რადიო) მქონდა ჩართული და ყელფანდურაზე (ვიოლინოზე) შესრულებულ მეჯლისს (კონცერტს) ვუსმენდი.

უი, რომელი ჟამი (საათი) ყოფილა უკვე? წავედი, წავედი, თორემ აზრძირადან (თემიდან) გადახვევის გამო შამწყრომები (მოდერატორები) გამიწყრებიან
laugh.gif

დავით! მოდერატორებს შამწყრომები დავარქვათ? იმ გაგებით არა, ფერეიდნელი ქართველები რომ ხმარობენ, არამედ რომ უწყრება რა biggrin.gif

რა გვეშველება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 20 2008, 05:18 PM
პოსტი #46


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



smile.gif მაგარია გიორგი smile.gif

აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 20 2008, 06:24 PM
პოსტი #47



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



KAIROS
ციტატა
აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...)


ჩემო კაიროს, მე მაგ მაღალფარდოვანი სიტყვების რა გამეგება, მე მკითხეთ ვენახი როდის უნდა გაისხლას, ტყემალი როგორ უნდა დაიმყნას და ასეთები. მე პურისა და ღვინის მომყვანი კაცი ვარ...

იხარე (როგორც შენ იტყვი ხოლმე) smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 10 2009, 10:38 AM
პოსტი #48


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ თემის ბოლო გვერდი (მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ხუმრობაზე , მეც ბევრი ვიცინე) აუცილებლად გასაწმენდია, და ვფიქრობ ძველ ქართულში არის ძალიან ბევრი სიტყვა, რომელიც დაკარგულია და არის მოთხოვნილება ქართულ ტერმინოლოგიაზე.

დავიწყებ ჩვეულებრივ არსებული ლექსიკონიდან ამოკრეფილი სიტყვებით

არდაგი – წინსაფარი, ტილო.

ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება.

გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.

დადუხჭირება – დაუშნოვება.

დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.

დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით.

დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი.

ებგური – გუშაგი, ყარაული.

ზეზი – ოქროქსოვილი.

იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).

კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.

კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.

ლალვა – ჩხუბი.

მეკრე – კარის მცველი.

....

რა ყველა ეს სიტყვა ცუდია, გამოუყენებელი და სადღაც ლექსიკონებში ჩასაწერი მხოლოდ?

აი ის სიტყვები რაც წინ დავწერეთ:

ციტატა
მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ:

ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).

ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)

დედაზარდლი - ობობა.

ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.

ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.

თბე - ახლად მოზელილი ცომი

თემანი - სამხრეთი.


თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.


თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.

ისერებს: ისერონ - ივახშმონ.

კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).

ლირბი - ურცხვი, თავხედი.

მამზებელი - მზის მომფენი.

მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.

მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).

მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.

მოთხე - კოლოფი, ყუთი.

მორჩი - ყლორტი.

მტილი - ბაღი, ბოსტანი.

მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.

პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.


ციტატა
მზისკარი - ფანჯარა/სარკმელი


ციტატა
თინეიჯერი- ნინველი/ნინველა


რათქმაუნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სომხებივით ყველაფერი შევცვალოთ იყოს ვიოლინო და არა ყელფანდურა ან იყოს პომიდორი და არა ოქროვაშლა ან იყოს ვერტმფრენი და არა ჰაერმფქვევი... მარამ ეს ხომ არ ნიშნავს დანარჩენ ყველაზეც დავხუჭოთ თვალი?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 18 2010, 05:19 AM
პოსტი #49


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ თემაში კარგა ხანია არ დამიწერია, არადა სათქმელი ბევრია...

რუსული ჩექმა საშინლად დაეტყო ჩვენს ენას, იმ ცნობილი სპიჩკა-სტოლის იქით, რომელსაც ადვილად
გამოვასწორებთ, არის ისეთი სიტყვები რომელიც იმდენად ჩაჯდა ჩვენს ლექსიკაში ყველას სწორი
გონია.

ევროპის ქალაქების ბევრი სახელი, ჩვენ აღებული გვაქვს რუსული ენიდან, რუსებს არ შეუძლიათ ზოგი სიტყვის
სწორად წარმოთქმა და მისი რუსიზაცია მოახდინეს (მსგავსად იქცევიან სხვებიც მაგალითად იტალიელები, რომელთათვის თბილისი-ტიბ'ლიზია, შვეიცარია- ზვიცერა, შტუტგარტი- სტოკარდაა, და მიუნჰენი-მონაკო დი ბავიერა biggrin.gif), ჰოდა ჩვენც რუსულის გავლენით გარუსებული ტერმინები მივიღეთ და შედეგად რუსული ტერმინები ჩაენაცვლა ორიგინალ სახელებს, რომელთა ორიგინალში წარმოთქმა ჩვენთვის პრობლემა არაა ჩვენი ენის საკმაოდ მოქნილობის გამო.

იქნებ შევაგროვოთ ეს მაგალითები smile.gif




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 28 2010, 09:51 PM
პოსტი #50


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



იდენტიფიცირება (identification) - გაიგივება
რემარკი (remark) - შენიშვნა



--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2023, 08:23 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იჭიბოჭია" = ამაო გარჯა და უაზრობა, რასაც ლათინურად ნონსენსი ეწოდება


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი